IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

20 გვერდი V « < 18 19 20  
Reply to this topicStart new topic
> ძალა მოწყალებისა...
marine
პოსტი Jul 9 2018, 09:40 PM
პოსტი #381


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,194
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[წმ. იოანე მაქსიმოვიჩი] ამბობდა: მძიმე სულიერ გამოცდას გადიან ობოლი ბავშვები დღესასწაულების წინ, ქრისტეშობის თუ აღდგომის წინა დღეს. ხედავენ, რომ ყველა ქრისტიანული ოჯახი ემზადება დღესასწაულისთვის, მშობლები ზრუნავენ თავიანთ შვილებზე, რასაც ესენი მოკლებულნი არიანო. ამიტომაც მეუფე იოანე ცდილობდა, მათი დედაც ყოფილიყო და მამაც. ბავშვებს საღამოებს უწყობდა, წარმოდგენებს უმართავდა დიდი ნაძვის ხის წინ, სასულე ინსტრუმენტებიც კი შეუძინა".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2018, 05:00 PM
პოსტი #382


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,194
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიკეთე არასდროს იკარგება"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2018, 08:53 PM
პოსტი #383


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,194
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ზოგჯერ ადამიანი სიკეთეს, მოწყალების საქმეებს აღასრულებს, თუმცა გულში სხვაგვარად აქვს საქმე...

- შეიძლება ითქვას, რომ უფალმა გვაუწყა, როგორი იქნება განკითხვა, განსჯა ადამიანებისა. თუ გავიღებდით მოწყალებას - შევეწეოდით ღარიბ-ღატაკთ, ვეხმარებოდით პატიმრებს, ვმოსავდით შიშველთ და ა.შ., ჩავდიოდით სიკეთეს, ე.ი. ღირსნი გავხდებით სასუფევლისა.

რატომ იწყებს უფალი სწორედ მოწყალების საქმეების მოკითხვით? კეთილი საქმეები არის ბარომეტრი, სასინჯი, განწმენდილია თუ არა ჩვენი გული. უამისოდ ადამიანი სიკეთეს ვერ გააკეთებს. ეს იქნება გარეგნული ქმედება და არა სიკეთე, რომელიც ღვთის წინაშე წაადგება."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2018, 09:59 PM
პოსტი #384


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,194
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქალწული მონონი, რომელმაც მონაზვნობა სიყმაწვილეში გარეგნულად მიიღო, სინამდვილეში კი კერპთაყვანისმცემელი გახლდათ, სიმდიდრეს აგროვებდა და მოწყალებას არ გასცემდა. უნდოდა, ძმისწული მდიდარი კაცისთვის მიეთხოვებინა.

წმინდა მაკარს, რომელიც გაჭირვებულებზე ზრუნავდა და მათთვის სახლი ჰქონდა აგებული, აწუხებდა მისი საქციელი. წმინდა მაკარი ახალგაზრდობაში ძვირფასი ქვების საუკეთესო დამწახნაგებელი იყო და მონონიც ასე იცნობდა. ერთხელ წმინდა მაკარმა მონაზონს უთხრა: - მავანი ორ უძვირფასეს ზურმუხტისა და იაგუნდის ქვას ყიდის. არ ვიცი, საკუთარია თუ ნაქურდალი, მაგრამ გარწმუნებ, რომ საუკეთესო სამკაული იქნება შენი ძმისშვილისთვის. თანაც ძვირიც არ არის, 500 ოქროს აფასებსო. მონონი შეეხვეწა, ხელიდან არ გაუშვა ეგ საგანძურიო და ხუთასი ოქრო გადასცა. ღვთისმოშიში მაკარი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა, მონაზონს შეხსენება ერიდებოდა, რადგან იგი ყველასგან პატივცემული კაცი იყო. ერთხელ ეკლესიაში შეხვდა და ჰკითხა, - ქვები ხომ არ გიყიდიაო. შინ მაქვსო, - უთხრა წმინდანმა, - წამოდი, ნახე. თუ მოგეწონება, წაიღე, თუ არადა, ფული დაიბრუნეო. მონონი სიხარულით გაჰყვა.

"პირველად რისი ნახვა გინდა, ზურმუხტის თუ იაგუნდის?" - ჰკითხა ღირსმა მაკარმა. "რომელსაც შენ ინებებ", - მიუგო მონაზონმა. წმინდა მაკარი ერთ ოთახში შეუძღვა, სადაც მაგიდას მამაკაცები მისხდომოდნენ და ღმერთს მის ჯანმრთელობას ავედრებდნენ. "აი, შენი იაგუნდი", - მიუთითა მათზე წმინდა მაკარმა. მერე მეორე ოთახში შეიყვანა, სადაც მოხუცებული, სნეული დედაკაცები მისხდომოდნენ სუფრას და ღმერთს მონონისთვის ევედრებოდნენ. "ესეც შენი ზურმუხტი, - უთხრა წმინდა მაკარმა, - რას იტყვი ამ ძვირფას ქვებზე? თუ გინდა, აიღე, თუ არადა შენს ფულს დაგიბრუნებო". შერცხვენილმა მონაზონმა არ იცოდა, რა ეთქვა და შინ დაბრუნდა.

გაახსენდა მონონს თავისი წარსული, ერთი კეთილი საქმეც ვერ მოიგონა და ისე შეწუხდა, რომ ლოგინად ჩავარდა. ამ დროს ეჩვენა ჯოჯოხეთის ცეცხლი, კაცი დიდებული, რომელმაც ამ საშინელებისკენ მიუთითა და უთხრა: "აი, ის საშინელებები, რომელთაგან ხსნა მხოლოდ იმ ზურმუხტსა და იაგუნდს შეუძლია, რომლებიც წმინდა მაკარმა შეიძინაო". ამ ამბის შემდეგ მონონმა თავის სულსაც მიხედა და დიდად ზრუნავდა გლახაკებისთვის."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

20 გვერდი V « < 18 19 20
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2018 - 10:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი