IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ?
ნათია
პოსტი Mar 14 2008, 11:44 PM
პოსტი #101


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



KAIROS
ციტატა
11. ქართველი ხშირად უცხოეთში უცხო ქართველს უნდა ერიდოს (თან ძალიანაც) და ხანდახან კიდევ არცთუისე უცხოსაც...

აშკარად რაღაც შეგემთხვა sad.gif



--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 15 2008, 12:19 AM
პოსტი #102


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(ნათია @ Mar 14 2008, 08:44 PM) *

KAIROS

აშკარად რაღაც შეგემთხვა sad.gif


კაიროსის არ ვიცი, ნათ და მე რა არ შემემთხვა ახლობლისგან ანუ ისეთისგან ვინც ახლობელი იყო მეგონა 32 წელია?

უნდა იყოს 11-ე პუნქტიც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 15 2008, 01:08 PM
პოსტი #103


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აშკარად რაღაც შეგემთხვა

არა მარტო მე ნათი, ეგ არის დაუწერელი კანონი უცხოეთში, ყველაზე დიდი მტერი ქართველისათვის ისევ ქართველია ( თუმცა ეგ საქართველოშიც ასეა, ისტორია მეტყველებს), უამრავზე უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო, მაგალითად, აქ ქართველი ქართველზე სამუშაოს ყიდის, წარმოიდგინე ერთს აქვს სამუშაო ღებულობს 700 ევროს, იშოვა 850 -იანი, და რა ქნა? კაი არ დაუთმო მის გვერდში დაგლახაკებულ, უსაბუთო, ვალებით სავსე, მუდამ თვალცრემლიან ქართველს, არამედ მიყიდა 400 ევროდ!!! sad.gif თავი კი ასე გაიმართლა, მეც ვიყიდეო ( იმ საწყალის რაღა ბრალი იყო?), ასეა გაუტანლობაა ჩვენი სენი!
ერთხელაც მე და ახლობელი ქუჩაში მივსეირნობდით, ის ახლობელი ქუთაისელია და ენაკვიმატობდა ( გოგონებზე tongue.gif ), ჰოდა და კარგადაც გავმხიარულდით, უცებ შევამჩნიეთ ჩვენს წინ მიმავალმა საკმაოდ კარგად ჩაცმულმა და სიმპატიურმა პატარა გოგონამ ( მაქსიმუმმ 15 წლის) რამოდენიმე ხუმრობაზე სიცილი ვერ შეიკავა, მივხვდით, რომ ქართველი იყო, გამოეცნაურა ეს ჩემი ახლობელი, რომ არ შეშინებულიყო ( ? ესეც საოცრება, რატომ უნდა შეშინებულიყო დღისით მზისით შუაქალაქში ქართველებს რომ შეხვდა?ohmy.gif), აუხსნა ვინ ვიყავით, მაგრამ მიტრიალებულები არ ვიყავით ( ნაყინზე უნდა დაეპატიჟა), ის გოგონა გაქრა! მაგრად გვეწყინა... მერე აქაურ ქართველ კონსულს მოვუყევი და იცი რა მითხრა? ასეაო, ყველა ქართველს ვინც ევროპაში ტურისტულად ჩამოდის ლამის ოფიციალურ დირექტივას ვაძლევთ უცნობ ქართველებს ერიდონო! თორემ გაუქურდიათ, დაუშინებიათ, უცემიათ თურმე სხვადასხვა ქვეყენებში და ეს არაა ერთეული შემთხვევა!
მერე გაუტანლობა, საშინელი გაუტანლობა, ერთმანეთის შური, მტრობა, ჭორაობა... პიკს აღწევს უცხოეთში ქართველების ურთიერთმტრობა, მრცხვენია ხოლმე ხანდახან ქართველი რომ ვარ, ერთერთმა უცხოელმა დაგვპატიჟა, და მხოლოდ იმიტომ ვერ შევიკრიბეთ, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ჯგუფი იყო დაპატიჟებული ( იმ უცხოელმა რა იცოდა ეს ან ვინ აუხსნის?), ერთადერთი სადაც ყველა ერთიანდება არის ეკლესია და უნდა შევიდეს ეს სახელმწიფოს პროგრამაში, ეკლესიების დაფუძვნება ყველა ემიგრანტებით დასახლებულ ქვეყნებში!
უკეთესის იმედით;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Mar 15 2008, 01:36 PM
პოსტი #104


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



staywhite
ციტატა
კაიროსის არ ვიცი, ნათ და მე რა არ შემემთხვა ახლობლისგან ანუ ისეთისგან ვინც ახლობელი იყო მეგონა 32 წელია?

ვიცი sad.gif

KAIROS
ციტატა
არა მარტო მე ნათი, ეგ არის დაუწერელი კანონი უცხოეთში, ყველაზე დიდი მტერი ქართველისათვის ისევ ქართველია

საინტერესოა, ნუთუ მარტო ჩვენ ერს სჭირს ეს?


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 15 2008, 01:38 PM
პოსტი #105


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მარტო ჩვენ ერს სჭირს ეს?

არაა საჭირო ზედმეტი პესიმიზმი, შეიძლება სხვათათაც, მაგრამ ჩვენ ჩვენს ჭირზე ვიფიქროთ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 15 2008, 01:47 PM
პოსტი #106


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(ნათია @ Mar 15 2008, 10:36 AM) *

staywhite

ვიცი sad.gif

KAIROS

საინტერესოა, ნუთუ მარტო ჩვენ ერს სჭირს ეს?


ვიცი, რომ იცი და მიტომ შეგახსენე. ქალს , რომლისთვისაც ტყავი გამიძვრია, ეყო კადნიერება და მომსპო, ნულიდან დამაწყებინა ყველაფერი. აქაური მეგობრების დღესაც მრცხვენია, რომ ჩემი ახლობელი იყო თავის დროზე და ჩემი შემწეობით ჩამოვიდა. დაანგრია მინიმუმ 2 ოჯახი, წლების მანძილზე ნაშენები ურთიერთობები, რის გამოც ჩემი უახლოესი მეგობარი ქალი დაავადდა სასიკვდილო სენით, ვერ აიტანა ღალატი და სასოწარკვეთა sad.gif მე ვეგები დღეს იმ მეგობარს ფეხქვეშ და პატიებას მე ვთხოვ, თუმცა ერთადერთი ბრალი იმაში მედება, რომ მე გავაცანი. თვითონ კია ახლა გემრიელად და თავზე იყრის ყველაფერს, გაუბედურებული ოჯახები და ხალხი კი ლამის ფიქრობენ აზრი აღარ აქვს ცხოვრებას... ეეეჰჰ, როგორ ძინავს მშვიდად მასეთ ხალხს არ მესმის...

მარტო ჩვენ არ გვჭირს, მასეა ბევრი სხვაც,მაგრამ მარტო ჩვენთანაა ექსტრემალურად. ყველა ჩამოსულს აქვს რაღაც კლუბები, შეხვედრები, ერთობიან ერთად, ერთად არიან, ჩვენები კი ასე თუ ვინმესთან მეგობრობ ეგააsad.gif მუდამ ვეცდებოდი ხელი გამემართა,მაგრამ ბოლოს არავის ვახსოვდი, ქუჩიდან წამიყვანია სახლში და წლობით უცხოვრიათ ჩემთან, ყოველგვარი ზრუნვის გარეშე, მერე რომ დაკვალიანდნენ, დააგროვეს , არც ვახსოვარ ახლა, რომ გარდავიცვალო, ვერც გაიგებენ,აღარც მიკადრებენ ალბათ რა ვიცი, გასვეტდა სასტავი, ვისღა ვახსოვარ. მთავარია კარგად იყონ და არ დაჭირდეთ დახმარება, თორემ კიდევ დავეხმარები თუ საჭირო გახდა.მთავარია კარგად იყვნენ...

ჩემი ნათლულია აქ და ადრე მისი მეგობარი გოგონა მოიყვანა ჩემთან, უკრაინელი, 2 თვე ცხოვრობდა ჩემთან, დატოვა ჩემთან ჩემმა ნათლულმა. ორ თვეშიო ბინაც იშოვა და სამსახური მე ვუნახე, თავის მოვლა შეეძლო დამოუკიდებლად, გადავიდა 2 თვის მერე და დღესაც მადლიერია ის უკრაინელი გოგო ჩემი, ისე გამოხატავს ამ მადლიერებას რაღაც 2 თვის გამო, რომ მერიდება, სულ მიხსენებს, სულ მზადაა რომ რამე მოვიდეს,ახლა თან სხვაგან გადავიდა ,სხვა ქალაქში და იქიდანაც მირეკავს. ოპერაცია რომ მქონდა, არავის ვახსოვდი ქართველს და ნატაშა კი ბავშვებსაც უვლიდა,სანამ კლინიკაში ვიყავი. ასე რომ .... სხვა უფრო აფასებს მგონი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 15 2008, 01:56 PM
პოსტი #107


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
. სხვა უფრო აფასებს მგონი.

ეგრეა და საინტერესო ფენომენია, ვფიქრობ სკოლაში უნდა ასწავლონ ეგ და ოჯახში უნდა აჩვენონ მაგალითი...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 25 2008, 03:46 AM
პოსტი #108


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
1. პატრიოტიზმის ნაკლებობა

2.მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ოფიციალური დამოკიდებულება

3. "ჩაშვების"და უნდობლობის ინსტიტუტი ( მართლაც ასეა ყველა შელაპარაკებაზე 112 ურეკავენ)

4. გარყვნილების თავისუფლება (მაგ: ე.წ. ვიკენდური დისკოთეკები, სადაც უმეტესწილად ნარკოტიკებზე და სუსტ სქესზე მიდის ნადირობა... )

5. ზოგადი აპათია და ფულომანია

6. არელიგიურობა ან ათეიზმი

7. გაცივება სამშობლოს მიმართ


8. კრიმინალი და ნარკომანია

9. იდენტურობის დაკარგვა ანუ გათქვეფა სხვა ერში...


10. შეიძლება გახდეს მსხვერპლი ან ფაშისტური ან რელიგიური აგრესიისა , ანუ რელიგიურ-ეროვნული დისკრიმინაციის მაღალი ალბათობა.

11. ქართველი ხშირად უცხოეთში უცხო ქართველს უნდა ერიდოს (თან ძალიანაც) და ხანდახან კიდევ არცთუისე უცხოსაც...


12. უხშირესად გოგონათა ( და ხანდახან ვაჟებისაც) დაოჯახება ნიშნავს პირველ ან მეორე თაობაშივე ეროვნული თვითშეგნების დაკარგვას, ასე ვკარგავთ უამრავ ულამაზეს და უნიჭიერეს გოგონებს, ალბათ ასობით ყოველ წელს...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 25 2008, 04:33 PM
პოსტი #109


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(KAIROS @ Mar 15 2008, 12:39 AM) *

დამატება მომიწევს სამწუხაროდ...

11. ქართველი ხშირად უცხოეთში უცხო ქართველს უნდა ერიდოს (თან ძალიანაც) და ხანდახან კიდევ არცთუისე უცხოსაც... sad.gif

რამე მოხდა? rolleyes.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Mar 25 2008, 05:41 PM
პოსტი #110


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(KAIROS @ Mar 25 2008, 12:46 AM) *

12. უხშირესად გოგონათა ( და ხანდახან ვაჟებისაც) დაოჯახება ნიშნავს პირველ ან მეორე თაობაშივე ეროვნული თვითშეგნების დაკარგვას, ასე ვკარგავთ უამრავ ულამაზეს და უნიჭიერეს გოგონებს, ალბათ ასობით ყოველ წელს...


ხშირად გოგონათა და ხანდახან ვაჟების? blink.gif რამ გაყო? ვაჟები არ ოჯახდებიან უხოელებზე? მე მგონი სწორედაც ქართველი ვაჟები არიან, რომელთაც ქართველ გოგოებზე დაოჯეხებას, უცხოელი მეგობარი გოგონის ყოლა ურჩევნიათ და მერე შესაბამისად მათთანვე ქმნიან ოჯახს. ამიტომაა, რომ ქართველი გოგონები უცხოელ ვაჟებს არჩევენ. თანაც სწორედაც რომ უცხოელები იჩენენ მათ მიმართ ინტერესს და აგრძნობინებენ ხოლმე სიმპატიას, მერე კი სიყვარულემდე ბევრი არ დარჩენილა. ასე, რომ ქართველ გოგოებზე სანამ დავიწყებდეთ სუბარს, ქართველი ბიჭებიც ნუ დაგვავიწყდება. რომ კითხო ქართველ ბიჭებს, ''ქართველმა გოგოებმა თავის დაფასებები იცითო, ხოდა ვინც არ იფასებს იმათთან გვირჩევნიაო.'' თორე არ იყოს სიმართლე და მწარე რეალობა! აბა რა ქნას ქართველმა გოგომ აქ რომ ცხოვრობს? ჯობია მეგობარი ბიჭი გაიჩინოს, თუნდაც ქართველი და თავი არ დაიფასოს, თუ ოჯახი შექმნას იმასთან ვინც დააფასებს?
თანაც შვილებში ეროვნული შეგნების შენარჩუნებაზე თუ წავიდა, როცა ოჯახში ქმარია ქართველი, ბავშვებს მარტო გვარი აქვთ ქართული (ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა). ბავშვს ზრდის დედა. დედით ქართველი მეტი ქართული შეგნების იქნება ვიდრე მამით ქართველი.
მე არავის განვიკითხავ და ვისაც ვისთან გული ერჩის იმ ეროვნების ადამიანთან შექმნას ოჯახი. მეც გული მწყდება ცხადია როცა შერეული ოჯახის შვილებში, ეროვნული ფასეულობები კლებულობს და იმ ქვეყნისას იძენს ბავშვი, სადაც იზრდება. მაგრამ ქართველი გოგოს გამოყოფა, არაა სწორი.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 26 2008, 01:20 AM
პოსტი #111


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კაიროს, შენი მე-12 პუნქტის გამო ბევრი ჩინელების თემაში რასისტად და შოვინისტად იწოდა biggrin.gif რისხვა არ აგცდება,აქაც რომ შემოიხედონ.

მაგრამ შენც მართალი ხარ და ქეთიც. ბევრი მაგალითია , რაც მე-12 პუნქტზე მეტყველებს. მაგრამ ქეთ, ძირითადად ბიჭები მაინც ქართველებზე ქორწინდებიან, მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი მეგობრები ყავთ, თუმცა არც ქართველი გოგონები აკლებენ აქ "მეგობრობას" და ყოველ ღონეს ხმარობენ "შეეტენონ" .უფრო გოგონები თხოვდებიან სხვებზე, მიზეზები ალბათ ბევრია. მე კი მოვუწოდებდი ყველა დასაოჯახებელს, რომ თავისი ირჩიოს, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
monatrebuli fee
პოსტი Mar 26 2008, 02:30 AM
პოსტი #112


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 11-January 08
მდებარ.: Germany
წევრი № 3,607



ციტატა(k@the @ Mar 25 2008, 05:41 PM) *

ხშირად გოგონათა და ხანდახან ვაჟების? blink.gif რამ გაყო? ვაჟები არ ოჯახდებიან უხოელებზე? მე მგონი სწორედაც ქართველი ვაჟები არიან, რომელთაც ქართველ გოგოებზე დაოჯეხებას, უცხოელი მეგობარი გოგონის ყოლა ურჩევნიათ და მერე შესაბამისად მათთანვე ქმნიან ოჯახს. ამიტომაა, რომ ქართველი გოგონები უცხოელ ვაჟებს არჩევენ. თანაც სწორედაც რომ უცხოელები იჩენენ მათ მიმართ ინტერესს და აგრძნობინებენ ხოლმე სიმპატიას, მერე კი სიყვარულემდე ბევრი არ დარჩენილა. ასე, რომ ქართველ გოგოებზე სანამ დავიწყებდეთ სუბარს, ქართველი ბიჭებიც ნუ დაგვავიწყდება. რომ კითხო ქართველ ბიჭებს, ''ქართველმა გოგოებმა თავის დაფასებები იცითო, ხოდა ვინც არ იფასებს იმათთან გვირჩევნიაო.'' თორე არ იყოს სიმართლე და მწარე რეალობა! აბა რა ქნას ქართველმა გოგომ აქ რომ ცხოვრობს? ჯობია მეგობარი ბიჭი გაიჩინოს, თუნდაც ქართველი და თავი არ დაიფასოს, თუ ოჯახი შექმნას იმასთან ვინც დააფასებს?
თანაც შვილებში ეროვნული შეგნების შენარჩუნებაზე თუ წავიდა, როცა ოჯახში ქმარია ქართველი, ბავშვებს მარტო გვარი აქვთ ქართული (ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა). ბავშვს ზრდის დედა. დედით ქართველი მეტი ქართული შეგნების იქნება ვიდრე მამით ქართველი.
მე არავის განვიკითხავ და ვისაც ვისთან გული ერჩის იმ ეროვნების ადამიანთან შექმნას ოჯახი. მეც გული მწყდება ცხადია როცა შერეული ოჯახის შვილებში, ეროვნული ფასეულობები კლებულობს და იმ ქვეყნისას იძენს ბავშვი, სადაც იზრდება. მაგრამ ქართველი გოგოს გამოყოფა, არაა სწორი.







toast.gif

thumbs.gif სწორია ქეთი მთავარი სათქმელი მაინც ითქვა და აღარ დავამატებ არაფერს friends.gif


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 26 2008, 02:54 AM
პოსტი #113


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ქართველი გოგოს გამოყოფა, არაა სწორი.

კი მაგრამ აკი დავწერე
ციტატა
გოგონათა და ხანდახან ვაჟებისაც

და ეს ხანდახან იმას ნიშნავს, რომ კაცები უფრო მეტად არიან კონსერვატორები, ამაზე სტატისტიკა მეტყველებს 5-ჯერ აღემატება უცხოელზე გათხოვილ გოგონათა რიცხვი მსგავსად "გათხოვილ" კაცებს, დანარჩენი ნანამ თქვა კარგად,
ციტატა
ბევრი მაგალითია , რაც მე-12 პუნქტზე მეტყველებს. მაგრამ ქეთ, ძირითადად ბიჭები მაინც ქართველებზე ქორწინდებიან, მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი მეგობრები ყავთ, თუმცა არც ქართველი გოგონები აკლებენ აქ "მეგობრობას" და ყოველ ღონეს ხმარობენ "შეეტენონ" .უფრო გოგონები თხოვდებიან სხვებზე, მიზეზები ალბათ ბევრია. მე კი მოვუწოდებდი ყველა დასაოჯახებელს, რომ თავისი ირჩიოს, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს.

რაიმე დისკრიმინაცია ჩემგან შორსაა, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნულობის დაკარგვის საშიშროება რეალურად უფრო დიდია, როცა გოგონა თხოვდება, რადგან ის თხოვდება, გადადის სხვა ოჯახში, მისი შვილი უცხოელი იქნება, უცხო გვარის და ფესვების მქონე, მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა მომხდარიყო ვინმე "თამარის ძედ" წოდებულიყო, სხვაგან არ ვართ ჩვენ ებრაელები, ინგლისელი კაცის და ქართველი ქალის შვილი ინგლისელია, მაქსიმუმ მის შვილიშვილს ახსოვდეს, რომ ბებიამისი სადღაც კავკასიის მთებში ჩაკარგული პატარა ერის შვილი იყო, რომელსაც შეიძლება დიდი კულტურაც ქონოდა, რადგან ბებიამისი მაგრად ამაყობდა მისი ეროვნებით, სულ ესაა; კაცის შემთხვევაში კი სხვა ვითარებაა, ახლა მთლად თუ არ "გათხოვდა" ეს კაცი, გვარი მაინც შეუნარჩუნა შვილებს ქართული შესაბამისად, გვარი ბევრს ნიშნავს, გარკვეულწილად იძულებულს ხდის ყველა შთამომავალს იცნობდეს მის წარმომავლობას, ცოტა მაინც უკეთ მაინც ვიდრე ის ინგლისელის შვილი...
და მაინც თქვენს მონა-მორჩილს უცხოეთში უნახავს ერთერთი ყოფილი ელჩის პოლიტემიგრაციაში მყოფი ოჯახი ( სულ რაღაც 20 წელი) და ამათი შვილი ( პირველივე თაობა) ძლივს საუბრობდა ქართულად... ანუ აღზრდაც საჭიროა, მარტო გვარი არ უშველის, მაგრამ გვარსაც რომ მნიშვნელობა აქვს და ფესვებს ამას ვამბობ მე smile.gif სწორია ნანა:
ციტატა
მე კი მოვუწოდებდი ყველა დასაოჯახებელს, რომ თავისი ირჩიოს, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს.

იხარეთ და იმრავლეთ ქართველებად smile.gif
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alilo
პოსტი Mar 26 2008, 05:38 AM
პოსტი #114


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 303
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,393



ციტატა
ქართველი ხშირად უცხოეთში უცხო ქართველს უნდა ერიდოს (თან ძალიანაც) და ხანდახან კიდევ არცთუისე უცხოსაც


ეჰჰჰ,აქამდე რო მივა საქმე ან რიღას ქართველი ხარ,ან რიღას ქრისტიანი ხარ,სამწუხაროდ მართალია sad.gif

ციტატა
არა მარტო მე ნათი, ეგ არის დაუწერელი კანონი უცხოეთში, ყველაზე დიდი მტერი ქართველისათვის ისევ ქართველია ( თუმცა ეგ საქართველოშიც ასეა, ისტორია მეტყველებს), უამრავზე უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო, მაგალითად, აქ ქართველი ქართველზე სამუშაოს ყიდის, წარმოიდგინე ერთს აქვს სამუშაო ღებულობს 700 ევროს, იშოვა 850 -იანი, და რა ქნა? კაი არ დაუთმო მის გვერდში დაგლახაკებულ, უსაბუთო, ვალებით სავსე, მუდამ თვალცრემლიან ქართველს, არამედ მიყიდა 400 ევროდ!!! თავი კი ასე გაიმართლა, მეც ვიყიდეო ( იმ საწყალის რაღა ბრალი იყო?), ასეა გაუტანლობაა ჩვენი სენი!
ერთხელაც მე და ახლობელი ქუჩაში მივსეირნობდით, ის ახლობელი ქუთაისელია და ენაკვიმატობდა ( გოგონებზე ), ჰოდა და კარგადაც გავმხიარულდით, უცებ შევამჩნიეთ ჩვენს წინ მიმავალმა საკმაოდ კარგად ჩაცმულმა და სიმპატიურმა პატარა გოგონამ ( მაქსიმუმმ 15 წლის) რამოდენიმე ხუმრობაზე სიცილი ვერ შეიკავა, მივხვდით, რომ ქართველი იყო, გამოეცნაურა ეს ჩემი ახლობელი, რომ არ შეშინებულიყო ( ? ესეც საოცრება, რატომ უნდა შეშინებულიყო დღისით მზისით შუაქალაქში ქართველებს რომ შეხვდა?), აუხსნა ვინ ვიყავით, მაგრამ მიტრიალებულები არ ვიყავით ( ნაყინზე უნდა დაეპატიჟა), ის გოგონა გაქრა! მაგრად გვეწყინა... მერე აქაურ ქართველ კონსულს მოვუყევი და იცი რა მითხრა? ასეაო, ყველა ქართველს ვინც ევროპაში ტურისტულად ჩამოდის ლამის ოფიციალურ დირექტივას ვაძლევთ უცნობ ქართველებს ერიდონო! თორემ გაუქურდიათ, დაუშინებიათ, უცემიათ თურმე სხვადასხვა ქვეყენებში და ეს არაა ერთეული შემთხვევა!
მერე გაუტანლობა, საშინელი გაუტანლობა, ერთმანეთის შური, მტრობა, ჭორაობა... პიკს აღწევს უცხოეთში ქართველების ურთიერთმტრობა, მრცხვენია ხოლმე ხანდახან ქართველი რომ ვარ, ერთერთმა უცხოელმა დაგვპატიჟა, და მხოლოდ იმიტომ ვერ შევიკრიბეთ, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ჯგუფი იყო დაპატიჟებული ( იმ უცხოელმა რა იცოდა ეს ან ვინ აუხსნის?), ერთადერთი სადაც ყველა ერთიანდება არის ეკლესია და უნდა შევიდეს ეს სახელმწიფოს პროგრამაში, ეკლესიების დაფუძვნება ყველა ემიგრანტებით დასახლებულ ქვეყნებში!
უკეთესის იმედით;


სირცხვილია,ქართველი ქართველს რომ ვერ გასცემ ხმას,იმის გამორ რომ არ გამძარცვოს ან არ მომფაროს,სასილოა და შემირცხვენია ეგეთი ქართველი.ბოდიში თქვენთან.


--------------------
კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Mar 26 2008, 09:59 AM
პოსტი #115


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



KAIROS
რაღაც ძალიან ხარ ბოლო დროს უცხოეთში ქართველების დაოჯახების პრობლემით შეწუხებული და ჯობია, ისევ აქ დაქორწინდე biggrin.gif ეს ხუმრობით, ისე კი - ეჰ... ბევრი მინახავს, გაიძახიოდა, ქართველობას არ დავკარგავო, ქართველზეც დაქორწინდა, მაგრამ მათი შვილები მაინც ვერ მეტყველებენ გამართულად და სულ რამდენჯერმე აქვთ ნანახი სამშობლო sad.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Mar 26 2008, 05:14 PM
პოსტი #116


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა
რატომ ითქვიფება უცებ ქართველი უცხოეთში? მე უკვე მეორე თაობა ვიცი, რომ ვეღარ ლაპარაკობს უკვე ქართულად!!!
ეს ტრაგედია...


smile.gif მეც,როგორც ალბათ ყველა ქართველს,ძალიან მადარდებს ეს ამბავი,სწორედ ამიტომაც გახსნეს,სადაც კი შეძლეს ჩვენმა მოძღვრებმა საზღვარგარეთ,უწმიდესის კურთხევით სამრევლო სკოლები და ცდილობენ,რომ იქაურ ქართველებს, ქართული ენა არ დაავიწყდეთ.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 27 2008, 01:11 AM
პოსტი #117


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Mar 26 2008, 06:59 AM) *

KAIROS
რაღაც ძალიან ხარ ბოლო დროს უცხოეთში ქართველების დაოჯახების პრობლემით შეწუხებული და ჯობია, ისევ აქ დაქორწინდე biggrin.gif ეს ხუმრობით, ისე კი - ეჰ... ბევრი მინახავს, გაიძახიოდა, ქართველობას არ დავკარგავო, ქართველზეც დაქორწინდა, მაგრამ მათი შვილები მაინც ვერ მეტყველებენ გამართულად და სულ რამდენჯერმე აქვთ ნანახი სამშობლო sad.gif


თამარ,

ნამდვილად ცუდია, როცა სუფთა ქართველი წყვილების შვილები ქართულად ვერ მეტყველებენ. მაშინ რაღა უნდა ვთქვათ შერეული ქორწინებების შედეგად დაბადებულ ნახევრადქართველებზე. მეც მინახავს ასეთი შემთხვევები და მაგრად მწყენია.

მაგრამ აი ის, რომ სამშობლო არ აქვთ ნანახი ან რამდენიმეჯერ მხოლოდ, მაქ მასე ზედაპირულად ვერ მივუდგებით საკითხს, უნდა ვიცოდეთ ისიც, რატომ არიან მშობლები უცხოეთში და იქნება ეს იყოს მიზეზი. ჩემი შვილები კი რაც აქ არიან ერთხელაც არ ყოფილან საქართველოში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სურვილი არ აქვთ ან მე არ მაქვს სურვილი (სურვილი კი არა, ქართულ ჯარში მსახურებაზეც კი ოცნებობენ, ეს მაგალითად). არსებობს ფაქტორები, რომლებიც ამის აღსრულებას ხელს უშლიან. სამაგიეროდ ასე შორიდან ეთაყვანებიან მას და თავისით იძევენ ყველა საინტერესო ინფოს საქართველოს შესახებ, ჩემგან დამოუკიდებლად. ასევე ფოლკლორი იქნება და თუ თანამედროვე მუსიკა და კულტურა. ამიტომ ვამბობ, ეს მეტად სათუთი საკითხია და ყველას ვერ გავაიგივებთ სიტუაციების გამო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Mar 27 2008, 12:32 PM
პოსტი #118


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



მორწმუნის სახელი და ეკლესიაში მოსიარულე ადამიანი, უფრო მეტ ნდობას იმსახურებდა ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვეღარ მეტყველებს ადამინის ნდობის ერთ-ერთ ფაქტორად. სიფრთხილე ყველგან საჭიროა, იმედგაცრუებულები რომ არ დავრჩეთ.

იმედია თქვენ უკეთესად ჩამოაყალიბებთ პუნქტის სახით smile.gif


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 27 2008, 02:48 PM
პოსტი #119


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
პუნქტის

ეგ პუნქტი უკვე საქართველოშიც კარგად მოქმედებს , თან ცალკე აღსანიშნავია, ასეთი თოფიქი, ვის და რატომ უნდა ვერიდოთ სახლში, ჯერ არ არსებობს, აქ კი მისი მსგავსი გვაქვს უკვე
ციტატა
11. ქართველი ხშირად უცხოეთში უცხო ქართველს უნდა ერიდოს (თან ძალიანაც) და ხანდახან კიდევ არცთუისე უცხოსაც...

და დანარჩენი არ ვიცი, ზოგადად უცხოეთში ისედაც არა გვაქვს ეკლესიები, და თუკი სადმე ვიკრიბებით იმდენად ცოტანი ვართ, რომ ახლა იმის დაწერა იქაც არავინ ენდოო, ალბათ არ შეიძლება, თორემ სიფრთხილე ყველაგან საჭირო რომაა, ეგ აშკარაა...
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Mar 27 2008, 03:37 PM
პოსტი #120


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(KAIROS @ Mar 25 2008, 12:46 AM) *

12. უხშირესად გოგონათა ( და ხანდახან ვაჟებისაც) დაოჯახება ნიშნავს პირველ ან მეორე თაობაშივე ეროვნული თვითშეგნების დაკარგვას, ასე ვკარგავთ უამრავ ულამაზეს და უნიჭიერეს გოგონებს, ალბათ ასობით ყოველ წელს...

ამ პუნქტში მაინც არ გეთანხმები. ერთი, რომ დასაკონკრეტებელია დაოჯახება ქართველისა არაქართველზე იგულისხმება თუ ქართველებისაც. მეორეც გამოყოფილია ''უხშირესად გოგონები'' smile.gif და ეს სქესობრივი გამოყოფა მე არ მომწონს.
თანაც,
ციტატა
და ეს ხანდახან იმას ნიშნავს, რომ კაცები უფრო მეტად არიან კონსერვატორები, ამაზე სტატისტიკა მეტყველებს 5-ჯერ აღემატება უცხოელზე გათხოვილ გოგონათა რიცხვი მსგავსად "გათხოვილ" კაცებს, დანარჩენი ნანამ თქვა კარგად,

კონსერვატორები არიან, კი კაცები, 30 წელს რომ გადასცილდებიან და გადაწყვეტენ, რომ ბოლო-ბოლო ოჯახური სითბო უნდათ, ცხელი სადილი და სუფთა თეთრეული. კარგია ეგეთი კონსერვატულობა, მანამდე კი ცხოვრობენ როგორც გაეხარდებათ.
10-ჯერ რთულია ნორმალური გოგოსთვის უცხოეთში ცხოვრება და თავის გატანა, ფსიქოლოგიურადაც და მორალურადაც. და კიდევ ელოდონ, როდის დადგება მათი დრო და როდის გამოიხედავენ ქართველი მამაკაცები მათკენ?
გაბრაზება ნამდვილად არ მალაპარაკებს, მე ვამბობ იმას რაც ფაქტია, თუ არ ვარ სწორი?
მაშინ გამოდის რომ თუ გოგოს გათხოვების და ოჯახის შექმნის სურვილი აქვს, რადგან ერში ცხოვრობს და მონაზვნობას არ აპირებს, უნდა ან პირველი მისით დაინტერესებული ქართველი მიიღოს, ან მიანებოს ყველაფერს თავი და გამოეშუროს საქართველოსაკენ? მაინტერესებს თქვენი აზრიც, რას ფიქრობს ხალხი, ვინც ამ თემას კითხულობს?


ვიმეორებ, ეროვნულ თვითშეგნებას კარგავენ, შერეული ან თუნდაც არ შერეული ოჯახის შვილები, როცა ისინი არ იზრდებიან საქართველოში და არ აქვს მნიშვნელობა დედაა ქართველი თუ მამა.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 08:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი