IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

13 გვერდი V « < 11 12 13  
Reply to this topicStart new topic
> ბაგრატიონების მემკვიდრე, საჭირბოროტო საკითხი
Lenus
პოსტი Oct 15 2007, 11:52 AM
პოსტი #241


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



QUOTE
კი ბატონო თუნდაც დიდაზნაურს რადგან ლუარსაბ II-ის სახით პრეცედენტი სახეზეა


მშვენიერია, მაგრამ დიდაზნაური არაა ასეთი ცნება რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ალბათ გულისხმობ აზნაურნი დიდ-დიდნი?

მესმი ფორმულირება მაგრამ -
1) დავითის მიერ უაზნო სომხის ქალზე დაქორწინებამ რატომ არ გამოიწვია მისი მემკვიდრეობის უფლებების აყრა? გიორგიმ მიანიჭა ანზაურობა და მიწები უბოძა და იმიტომ.

აქედან გამომდინარე, მდაბიო გვარზე დაქორწინება საქართველოში ვერ იქნება მემკვიდრის შემარჩეველი ან გამფილტრავი ფაქტორი. მეფეს ყოველთვის შეეძლო მისივე საცოლისთვის ებოძებინა ანზაურობა, ასე რომ ეს წესი ცოტა არალოგიკური გამოდის.

წესი იმისა, რომ მეფურ ოჯახებზე დაქორწინდნენ - მესმის, მისაღებია როგორც ლოგიკური, მაგრამ ჩვენთან ასეთი არ ხდებოდა.

2) გადავხედოთ მუხრანელების გენეალოგიასაც:

ავიღოთ თუნდაც ახლანდელი პრეტენდენტის ოჯახი - განა სუყველა დიდებული და თავადია მათ გვარში? მე მაგალითად ვერ ვიპოვე რუსულ თავადთა რიცხვში მაგ. ზლოტნიცკაია.

თანაც როდესაც ასეთ თემებზე ვსაუბრობთ, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამეფო განკარგულება ამის თაობაზე, ისე როგროც ეს რუსეთს აქვს.
ჩვენ კი გამოგვდის, რომ ერთ წესს რუსეთის სამეფო სახლიდან ვიღებთ (დიდგვაროვანზე დაქორწეინება), მეორეს კი სხვებისგან (ქალის მემკვიდრეობით უფლებებზე), და საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას რომ მაგ. ინგლისისს სამეფო კარზე აზრი არ აქვს ვის მოიყვანს მემკვიდრე - მემკვიდრეობა გარანტირებული აქვს (მაგ. პრინცესა დაიანა).
QUOTE
კი ბატონო ოჯახის თავი ეს პირი ისე როგორც სახლის თავის შეიძლება იყოს მაგრამ სამეფო სახლის თავად

კონკრეტული პირი აუცილებელია, რომ ლეგიტიმური იყოს და მისი ლეგიტიმურობა აღიარებული უნდა იყოს

ან მოქმედი დიდებულების მიერ ან სხვა სამეფო სახლების მიერ.


ჰოდა მეც ამას ვამბობ ჩემო კარგო. ეს სახლის თავი როდის არ იყო ბატონო მიჩნეული ლეგიტიმურად ან ქართლ-კახეთის ან იმერეთის სახლებში? ეს ორი სამეფო შტო გვყავდა და ისინი მოიხსნეებოდნენ შესაბამისადაც.

დაკვირდით ვინ ატარებდა "სვეტლეიში" ტიტულს რუსეთის იმპერიაში.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 15 2007, 12:46 PM
პოსტი #242


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Lenus @ Oct 15 2007, 11:52 AM) *

მშვენიერია, მაგრამ დიდაზნაური არაა ასეთი ცნება რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ალბათ გულისხმობ აზნაურნი დიდ-დიდნი?



დიდ აზნაურები არსებობდნენისე როგორც აზნაურები და მცირე აზნაურები მათ სორის უფლებრივი სხვაობაც იყო

ციტატა(Lenus @ Oct 15 2007, 11:52 AM) *


1) დავითის მიერ უაზნო სომხის ქალზე დაქორწინებამ რატომ არ გამოიწვია მისი მემკვიდრეობის უფლებების აყრა? გიორგიმ მიანიჭა ანზაურობა და მიწები უბოძა და იმიტომ.
აქედან გამომდინარე, მდაბიო გვარზე დაქორწინება საქართველოში ვერ იქნება მემკვიდრის შემარჩეველი ან გამფილტრავი ფაქტორი. მეფეს ყოველთვის შეეძლო მისივე საცოლისთვის ებოძებინა ანზაურობა, ასე რომ ეს წესი ცოტა არალოგიკური გამოდის.


რომელ დავითზეა ლაპარაკი? დავით XII-ე ? რამდენადაც მე მახსოვს სომხის ქლი მას იმიტომ შერთეს რომ სომხეთისა და საქართველოს მეფედ გამოეცხადებინათ, და ის ქალი რომელიც მან შეირთო მაღალი წარმოშობის იყო
ასე რომ ეგ არ გამოდგება პრეცენდენტად


ციტატა(Lenus @ Oct 15 2007, 11:52 AM) *


წესი იმისა, რომ მეფურ ოჯახებზე დაქორწინდნენ - მესმის, მისაღებია როგორც ლოგიკური, მაგრამ ჩვენთან ასეთი არ ხდებოდა.

2) გადავხედოთ მუხრანელების გენეალოგიასაც:

ავიღოთ თუნდაც ახლანდელი პრეტენდენტის ოჯახი - განა სუყველა დიდებული და თავადია მათ გვარში? მე მაგალითად ვერ ვიპოვე რუსულ თავადთა რიცხვში მაგ. ზლოტნიცკაია.



სამეფო ოჯახზე არც არის სავალდებული, სამაგიეროდ დიდიებული გვარის მაინც უნდა იყოს

რაც შეეხება ზლოტნიცკაია მას რუსეთის დიდებულტა გვარებში ვერ იპოვი იმიტომ რომ გვარი პოლონურია

ციტატა(Lenus @ Oct 15 2007, 11:52 AM) *



თანაც როდესაც ასეთ თემებზე ვსაუბრობთ, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამეფო განკარგულება ამის თაობაზე, ისე როგროც ეს რუსეთს აქვს.
ჩვენ კი გამოგვდის, რომ ერთ წესს რუსეთის სამეფო სახლიდან ვიღებთ (დიდგვაროვანზე დაქორწეინება), მეორეს კი სხვებისგან (ქალის მემკვიდრეობით უფლებებზე), და საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას რომ მაგ. ინგლისისს სამეფო კარზე აზრი არ აქვს ვის მოიყვანს მემკვიდრე - მემკვიდრეობა გარანტირებული აქვს (მაგ. პრინცესა დაიანა).
ჰოდა მეც ამას ვამბობ ჩემო კარგო. ეს სახლის თავი როდის არ იყო ბატონო მიჩნეული ლეგიტიმურად ან ქართლ-კახეთის ან იმერეთის სახლებში? ეს ორი სამეფო შტო გვყავდა და ისინი მოიხსნეებოდნენ შესაბამისადაც.

დაკვირდით ვინ ატარებდა "სვეტლეიში" ტიტულს რუსეთის იმპერიაში.


ჩვენ ჩვენი წესები გვაქვს და არც რუსეთი არც ინგლისი ან სხვა რომელიმე მოდელად არ გამოგვადგება.

რაც შეეხება ქართლ-კახეთის ან იმერეთის სახლის თავების მემკვიდრეობას ისინი რომ არ ყოფილან საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრეებად აღიარებულები ეს 1832 წ. აჯანყების გეგმაშიც ჩანს სადაც მეფედ აირჩიეს ალექსანდრე და არა რომელიმე სხვა.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Oct 15 2007, 01:04 PM
პოსტი #243


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



QUOTE
რომელ დავითზეა ლაპარაკი? დავით XII-ე ? რამდენადაც მე მახსოვს სომხის ქლი მას იმიტომ შერთეს რომ სომხეთისა და საქართველოს მეფედ გამოეცხადებინათ, და ის ქალი რომელიც მან შეირთო მაღალი წარმოშობის იყო
ასე რომ ეგ არ გამოდგება პრეცენდენტად


ოო, ნამდივლად არ გამიგია ასეთი ვერსია. იქნებ მიმითითო სად წერია. ჯერჯერობით რაც წავიკითხე, ის იყო, რომ მას გავლენიან და მდიდარ სომხებში უნდოდა მხარდაჭერის მოპოვება, მაგრამ არ გამოუვიდა.

ამის შემდეგ გიორგი XII-მ სპეცილურად აჩუქა მამულები რომ შეეძინა რამე სტატუსი. მგონი გამოდგება პრეცედენტად.

QUOTE
სამეფო ოჯახზე არც არის სავალდებული, სამაგიეროდ დიდიებული გვარის მაინც უნდა იყოს

მაგ. რუსეთში არის.

QUOTE
რაც შეეხება ზლოტნიცკაია მას რუსეთის დიდებულტა გვარებში ვერ იპოვი იმიტომ რომ გვარი პოლონურია

პოლონეთის კნიაზებიც რუსეთის გვირგვინის ქვეშ არ იყო გაერთიანებული? გოლოვანოვაზე რას ვიტყვით?

QUOTE
ჩვენ ჩვენი წესები გვაქვს და არც რუსეთი არც ინგლისი ან სხვა რომელიმე მოდელად არ გამოგვადგება..

საქმეც იმაშია ბატონო ჩემო, რომ არ გვაქვს ეს წესები.
ახალ მე ვეძებ მიმობნევით ვის სად რა უწერია.
მაგ. ვახუშტისთან ვკითხულობთ: გეოგრაფიული აღწერა, შესავალი, გვ.10:

" [მეფეთა-თჳს] ხოლო ჩვეულებაჲ აქუნდათ ერთისა მეფისა მორჩილება და სარწმუნოდ მის-მიმართ ყოფა, და ჩამომავალთა და გვართა მეფეთათა შედმგომად მისა გამეფებად. რამეთუ შემდგომად მამისა ძე, და არა სხვა გვარი, არცაღა გამორჩევით, არა-ვისა მონებდნენ, თჳნიერ მათთა, ანუ წულთა-გან, ანუ ასულთა-გან, უკეთუ არა დაეტევის წული (ვითარცა იტყჳს იგივე მაიჟან სპასპეტი და იხილვების მატიანესა ჩვენსა)"

QUOTE

რაც შეეხება ქართლ-კახეთის ან იმერეთის სახლის თავების მემკვიდრეობას ისინი რომ არ ყოფილან საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრეებად აღიარებულები ეს 1832 წ. აჯანყების გეგმაშიც ჩანს სადაც მეფედ აირჩიეს ალექსანდრე და არა რომელიმე სხვა.


საქართველოს ისტორიის მანძილზე მრავალჯერ მომხდარა არაკანონიური გადახვევა სამემკვიდრეო ხაზიდან. აჯანყებები რომ არ ჩაშლილიყო, იმეფებდა იულონი, ალექსანდრე, ძალა აღმართს ხნავს, ვერაფერს დავამატებ. მაგრამ არსებობს გენეალოგიური კანონები. და ეს კანონები დაცული იყო სრულად.

იოანე ბატონიშვილი მაგ. მიჩნეული იყო სრულიად ლეგიტიმურად სახლის თავად ქართლ-კახეთისა.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უბისელი
პოსტი Mar 21 2015, 05:28 PM
პოსტი #244


ჩაკრულო
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 148
რეგისტრ.: 9-October 07
მდებარ.: უბისა
წევრი № 2,924



IPB-ს სურათი


--------------------

~~~ვიყოთ ერთობით თან გავერთობით ~~~
~*~ ჩვენ ვართ გურჯები სამშობლოს ბურჯები ~*~
~~ | ტაში ბიჭო ბანელებო თქვეპირდოუბანელებო | ~~
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 28 2022, 06:58 PM
პოსტი #245


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბაგრატიონები წარმოშობით ძველი ქართული ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციიდან, სპერიდან არიან (დღევანდელი ისპირი თურქეთში). ისტორიულ ასპარეზზე ისინი ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან გამოვიდნენ, მათი ერთი შტო სომხეთში დამკვიდრდა და ისინი სომეხი ბაგრატუნები იყვნენ, ერთი შტო - ალბანეთში და ისინი ალბანელები იყვნენ, ერთიც - ქართლში და ისინი ქართველი ბაგრატიონები არიან. სომეხმა ბაგრატუნებმა, რომელთაც IX ს. 80-იან წლებში მიიღეს "სომეხთა მეფობა", XI ს-ის 40-იან წლებში დაკარგეს სამეფო (ანისის სამეფო) და მეფობაც. ასევე დაკარგეს მეფობა ალბანელმა ბაგრატიონებმაც".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.343/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

13 გვერდი V « < 11 12 13
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 02:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი