IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ქართველთა კვებითი კულტურის ისტორია
marine
პოსტი Mar 31 2022, 09:43 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართული ეროვნული სამზარეულო მრავალფეროვანია. ქართული კერძების მრავალფეროვნებას ჯერ კიდევ ძვ.წ.-ის V-IV საუკუნეებში ქსენოფონტე აღნიშნავდა. რძის პროდუქტებიდან მაღალი გემოვნებითი თვისებებით გამოირჩეოდა თუშური გუდის ყველი და მეგრული სულუგუნი. ჩვეულებრივ, სულუგუნი გადახარშულ-გადაზელილი ყველია. ამგვარი ტექნოლოგიით დამზადებული ყველის ნაირსახეობა - სულუგუნი კოლხეთის დაბლობში ადგილობრივ მიწათმოქმედთა მიერ არის შექმნილი და მისი შექმნის მიზეზი ხანგრძლივად შენახვის საჭიროება იყო. არ შეიძლება არ დავასახელოთ საცივი, ხინკალი, გოზინაყი და ჩურჩხელა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 358/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 1 2022, 04:20 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველი ერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა მდიდარი სამიწათმოქმედო ტრადიცია. საქართველო, წინა აზიასთან ერთად, ითვლება პურეული კულტურის ჩასახვის ერთ-ერთ კერად, ამის დასტურია ის ენდემური ჯიშები, რომელთა მოყვანასაც ქართველი მეურნე მე-20 საუკუნეშიც კი მისდევდა".

/"კარიბჭე" N4, 2022, გვ.49/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2022, 02:25 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჯავახეთს საქართველოს ბეღელსაც უწოდებდნენ, რასაც ერთი ქართული ხალხური ლექსიც ადასტურებს: "მე ჯავახეთს რა მიშავდა, მთვარე იყო მზესავითა. / კალმახი და ქერის პური წინ მეყარა ბზესავითა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 182/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2022, 01:59 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართულ ენაში არის ერთი შესანიშნავი სიტყვა "ჭირნახული", რაც სოფლის მეურნეობიდან მიღებულ მოსავალს ნიშნავს, ე.ი. დიდი შრომის, გაჭირვებითი შრომის შედეგად მიღებული. ქართველების შრომისმოყვარეობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია გერონტი ქიქოძემ. მისი აღნიშვნით, "ჩაქუჩიანი მამაკაცი ძველი საქართველოს ნათელი სიმბოლოა, ისევე როგორც მახვილიანი ან ჯვრიანი მამაკაცი". მართლაცდა, ამდენი ტაძრის, თანაც მიუდგომელ ადგილას ამშენებელი ხალხი შეიძლება ზარმაცი ყოფილიყო? სხვათა შორის, სიზარმაცე ქართველთათვის საბჭოთა პერიოდში მართლაც დამახასიათებელი გახდა, რაც კოლექტიური საკუთრების დანრეგვამ, საერთო-სახალხო საკუთრებამ განაპირობა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 323/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2022, 01:52 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულუგუნი, მაღალი კვებითი ღირებულების გამო, 1890-იანი წლებიდან ფოთის ნავსადგურიდან უცხოეთშიც გაჰქონდათ. მას, ეთნოგრაფიული მონაცემებით, დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში - სამეგრელოში, სვანეთში, იმერეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში ამზადებდნენ, სამეგრელოში სულუგუნს "სელეგინი", "სელეგუნი", "საოგინი" ერქვა, ხოლო ზემო იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში - "გვაჯილა"//"გვაჯილი". სულუგუნი იცოდა სულხან-საბა ორბელიანმაც. მისი განმარტებით "სულუგუნი გადაზელილი ბრტყელი ყველი"-ა. საყურადღებოა, რომ გურიაში სულუგუნს "გადაზელილს" უწოდებდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 367/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2022, 02:22 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თხის რძის ყველი არ ინახება - მატლი გაუჩნდება, ძროხის რძის სელეგინი [სულუგუნი] ბევრ ხანს ინახება"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 369/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2022, 02:37 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იმერხეველებისთვის ტრადიციული საჭმელი იყო ფეტვისგან გამომცხვარი მჭადი. პოპულარული იყო იაღში ჩაფშვნილი მჭადი ან პური, რასაც ჭიმურს უწოდებდნენ (სხვათა შორის, სოფელ ბაზგირეთში ერთ ნათესაურ გაერთიანებას "ჭიმურები" ერქვა. ეთნოგრაფიული მონაცემებით, "ჭიმურები" იმიტომ შეერქვათ, რომ ბევრ ჭიმურს ჭამდნენ)".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 188/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2022, 08:59 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლ. დეკაპრელევიჩისა და ა. კასპარიანის აზრით, ღომი საქართველოში უძველეს კულტურას წარმოადგენდა. ეს აზრი არ გაიზიარა ივ. ჯავახიშვილმა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს კულტურა შუა საუკუნეებში უნდა იყოს შემოსული საქართველოში. ივ. ჯავახიშვილი ეფუძნებოდა წერილობით ძეგლებს, სადაც ღომის პირველი მოხსენიება XIII საუკუნეს ეკუთვნის. მას არ მიაჩნდა დამაჯერებლად ის ფაქტი, რომ თითქოს ღომის საქართველოში გავრცელებაზე წერდა პროკოპი კესარიელი ჯერ კიდევ VI საუკუნეში. მეცნიერის მითითებით: "ღომი" არც დაბადების ქართულ თარგმანში, არც ერთ ორიგინალურ ძეგლსა და საბუთში XIII საუკუნემდე არ ჩანსო". იქვე ივ. ჯავახიშვილი საგანგებოდ დასძენს, რომ "ღომის ნათარგმნ თხზულებებსა და ორიგინალურ ძეგლებში მოუხსენიებლობა ძველად საქართველოში მის არსებობას საეჭვოდ ხდის". პ. ჟუკოვსკის მიაჩნდა, რომ ღომი მონღოლების მიერ უნდა იყოს შემოტანილი საქართველოში. არქეოლოგიურ მასალაში ღომის ძველი ნაშთების არარსებობა, ისტორიკოსების კვალდაკვალ, ბოტანიკოსებსაც აფიქრებინებდა, რომ ეს კულტურა "არ მოიპოვებოდა საქართველოს პირველად კულტურათა შორის" (ვ. მენაბდე, ა. ერიციანი).

XX საუკუნის მეორე ნახევრის არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ ღომი უძველეს შრეებშიც არის დადასტურებული და მისი საქართველოში არსებობა, სულ მცირე, ენეოლითის ეპოქიდან უნდა ვივარაუდოთ. აფხაზეთში ცივი მღვიმის (ხუპინიპშახვას) გვიანმეზოლითურ მასალასთან ერთად აღმოჩნდა ველური ღომის რომელიღაც სახეობის რამდენიმე ათეული მსხვილი, დანახშირებული მარცვალი. ქალაქის ვანის ძვ.წ. II-I საუკუნის ფენებში დადასტურდა ღომის მარცვლები. ამ აღმოჩენების შემდეგ მეცნიერებაში აღარ იქნა გაზიარებული მოსაზრება ღომის კულტურის შუა საუკუნეებში შემოტანის შესახებ".

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022, I-III, გვ.33/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2022, 07:23 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სვანეთში რბილი ხორბლის ვარიაციებს შორის საუკეთესოა "ხალდეშური წითელი", როგორც გემრიელი პური, სოკოვან დაავადებათა მიმართ მდგრადი პროდუქტიული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 45/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2022, 07:44 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღომი, ქართველთა რწმენით, "ბატონების" (ინფექციური დაავადების) მაგიური მკურნალობის საშუალებაც იყო. მისი ღეროს სახელწოდება "ჩხვერე", მეგრულად სიტყვა სიტყვით "წითელს" ნიშნავს და ხალხის რწმენით, ავადმყოფის მფარველი ანგელოზის ფუნქცია მიეწერება".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 51/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2022, 08:21 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიმინდი ამერიკული კულტურაა და იგი კავკასიაში დაახლოებით XVII-XVIII საუკუნეებიდან შემოდის. დაახლოებით ამავე პერიოდიდან დაიწყო მან ღომის ადგილის დაკავება (ჩაენაცვლა მას). იმის გამო, რომ ნამდვილი ღომი ჯერ კიდევ აქა-იქ იყო შემორჩენილი, სიმინდის ღომი ღომის ღომისგან რომ განესხვავებინათ, გაჩნდა ტერმინი "ღომისღომი", ან უფრო სწორად, ღომის მარცვალს დაუმკვიდრდა სახელი "ღუმუშ ღუმი" (მეგრ.), ახლა "ღუმუშ ღუმი" თითქმის აღარსად გვხვდება".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 49/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2022, 08:37 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღომი - კარამდე, მჭადი - ჭიშკრამდე და პური - კარის კარამდე"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 50/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 21 2022, 10:04 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მხალი [ფხალი] მცენარეულის ის სახეობაა, რომელიც დღეს ნაწილობრივ ტყის მეურნეობისა და ნაწილობრივ მებოსტნეობს გზით შემოდის ყოველდღიურ კვებაში. ძირითადად ეს არის სეზონური მოხმარების საკვები, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია გავრცელებული და დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ძველ ქართულ წერილობით წყაროებში მას "საზრდელი გლახაკთაი" ჰქვია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხალს ხალხში მხოლოდ ღარიბთა საკვებად თვლიდნენ და სტუმარს არ მიართმევდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 159/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2022, 01:16 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კოლხეთის ჭაობის დაბლობზე, სადაც პარაზიტი მწერებით გავრცელებული დაავადებების მეტი საშიშროება არსებობდა და სადაც ცხარე, წიწაკიანი საჭმელების მთელი "არსენალია" ჩამოყალიბებული, მალარიასა და სხვა დაავადებებს სწორედ წიწაკითა და ღომის საშუალებით ანეიტრალებდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 50/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2022, 02:22 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყურადღებას იქცევს ტერმინი "უცხო სუნელი". ივ. ჯავახიშვილი თვლიდა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში "უცხო" არა იმდენად სხვას, უცხოეთიდან შემოტანილს ნიშნავს და არამედ საუცხოოს, საუკეთესოს, არაჩვეულებრივი განსხვავებული სურნელების მქონეს. უცხო სუნელი (სადაურიც უნდა იყოს იგი) ქართული სამზარეულოს სამკაულია და რომ არა ეს სანელებელი, არ გვექნებოდა ისეთი ეროვნული კერძები, როგორიცაა "საცივი", "ბაჟე", "ხარჩო" და სხვა მისთანანი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 161/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 25 2022, 08:11 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დასავლურ ქართული სამზარეულოს ფენომენი საცივია. ტრადიციამ შემოგვინახა ინდაურის საცივის მეგრული, გურული, იმერული და რაჭული ("ტაბუცუნი") ვარიანტები. ეს არის ნიგვზიანი კერძებიდან ყველაზე გამორჩეული საკვები. სანელებლებით შეზავებული ადუღებული ნიგვზის წვენში ჩაწყობილი მოხარშული და შემდეგ შემწვარი ("შეწითლებული") ინდაურის ხორცი, რომელსაც ცივად ჭამენ, აქედანაა სახელწოდება "საცივიც". იგი საახალწლო და, საერთოდ, სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი კომპონენტია მას ჭამენ ღომთან ან მჭადთან ერთად. არის მაღალკალორიული და საუკეთესო გემოვანი თვისებების კერძი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 178/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 27 2022, 09:42 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ივ. ჯავახიშვილის აღნიშვნით, ძველად ქართველს გემრიელი და შნოიანი პურის ჭამა უმწვანილოდ ვერ წარმოედგინა და მწვანილი სუფრის აუცილებელ კუთვნილებასა და მშვენებას წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით მას ერთი საინტერესო ეპიზოდი მოჰყავს "ქართლის ცხოვრებიდან". სვიმონ მეფეს, როცა ჯარით გორიჯვარში მდგარა და ოსმალთაგან დაპყრობილი ქალაქის განთავისუფლებისთვის ემზადებოდა, გაუხედავს გორისკენ და დაუნახავს, რომ ახალი მწვანილი უკვე ამოსულიყო და გაზაფხულის პირიც იდგა. აფიონით გამხიარულებულს თანამყოფელთათვის უთქვამს, როგორ გეკადრებათ თქვენ, რომ მე მწვანილი მინდა და ის გორიდან არ მომიტანეთო. ამ ასყვედურმა, თურმე ისე იმოქმედა იქ მყოფებზე, რომ რამდენიმე კაცი მაშინვე ჩავიდა გორის სანახებში და მწვანილი დაგლიჯა. გორის ციხეში მდგარ ოსმალებს ეს არ გამოპარვიათ მხედველობიდან და თოფის სროლა აუტეხიათ, რასაც სავალალო შედეგი მოჰყოლია. ბატონიშვილი გოჩა და სხვა რამდენიმე თავადი ამოწყვიტესო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 106/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 28 2022, 01:30 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მწვანილი აუცილებელი იყო ყოველგვარი საწესო სუფრისთვის, რასაც XI საუკუნის ძეგლი, ნაბახტევის ტაძრის ფრესკაც ადასტურებს. მასზე პურ-ღვინოსთან ერთად ბოლოკი და სხვადასხვა მწვანილეულია დახატული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 160/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 30 2022, 04:53 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლავაში თხელი, დაახლოებით 2-3 სმ სისქის პურია, რითაც იგი განსხვავდება ძალიან თხელი სომხური და აზერბაიჯანული ლავაშისგან. ლავაშს თონეში სპეციალური ბალიშით "ლაფათით" აკრავენ. გვხვდება მისი ადგილობრივი, კუთხური ვარიანტები, ძირითადად ორო სახეობა. მრგვალი და ოვალური (შესაბამის ფორმისაა "ლაფათაც"). პურის ეს სახეობა ძველად სამგლოვიარო-საწესო სუფრისთვის იყო აუცილებელი. იცოდნენ მის მკვდრის გულზე გადატეხვა, ნატეხებს ღვინოში ჩაყრიდნენ და საწესო პურობის დასაწყისში ამ ლუკმით ("ბოღლიწოთი") მიცვალებულს შენდობას ეტყოდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 167/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 30 2022, 05:57 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სამცხეში შუაში გახვრეტილ მრგვალ პურს "სომინს" უწოდებდნენ"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 167/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი