IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 8 9 10  
Reply to this topicStart new topic
> მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
marine
პოსტი Apr 26 2023, 04:21 PM
პოსტი #181


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თავმდაბალ დავითს საკუთარი თავი "უსწავლელ", "მხედრობათა შინა აღზრდილ" კაცად მიაჩნდა, თუმცა მემატიანეს ცნობით, დავითი ღრმად განსწავლული და უებრო მჭევრმეტყველი ყოფილა"

/ნინო ტარყაშვილი, "საქართველოს წმინდა მეფენი", გვ.31/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2023, 03:42 PM
პოსტი #182


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...ყველა ამ მიზეზის გამო დავითი ჯვაროსნულ წრეებში სიცოცხლეშივე ლეგენდებით შეიმოსა და ეპოქის ევროპულ გმირთა გალერეაში დაიკავა ადგილი. შუა საუკუნეების ფრანგი ავტორის - ბენუა დე სან მორის თხზულების - "ტროას რომანის" XIII საუკუნის რედაქციის მინიატურებში დაცულია დავითის შთამბეჭდავი გამოსახულებებიც. უნდა ითქვას, რომ ეს არ არის წმინდა ისტორიული წყარო. დავითის ფიგურა ნაწარმოებში ჰეროიზირებულია, სადაც ის მიჩნეულია სომხეთის მეზობლად მდებარე საქართველოს სამეფოს (Royaume de Jorgie) ძლიერ მეფედ. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ესაა უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ისტორიოგრაფიისთვის - დავით ქართველთა მეფის ძველი ფრანგული მინიატურები!"

/"ისტორიანი" N1, 2023, გვ.10/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 16 2023, 08:05 PM
პოსტი #183


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თანაბრად უჭრიდა ჭკუაც და ხმალიც, სადაც საჭირო იყო, გონებას მოიკრებდა - სიბრძნით განსჯიდა. როცა საჭირო იყო, ხმალდახმალ მიუხდებოდა მტერს. სულიერ სიმშვიდესთან ერთად გარეგნული სიმშვენიერეც ამკობდა მეფეს"

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.25/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2023, 08:15 PM
პოსტი #184


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეფე საშობაოდ ადიოდა გელათში და ძღვენს სწირავდა.

ყოველი მეფე-დედოფალი თავის მოსახსენიებელ დღეს აწესებდა. წმინდა თამარსაც სპეციალური წესით იხსენიებდნენ, მადლს მიაგებდნენ მის სულს.

დავითის დროიდან ყოფილან გელათში მწირი ბერები, რომლებიც ერისთვის განსაკუთრებულად მკაცრი ტიპიკონით ლოცულობდნენ. უკანასკნელი მწირი მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში გარდაიცვალა"

/"თვენი", წიგნი 25, გვ.226/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 29 2024, 03:52 PM
პოსტი #185


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიტყვა "აღმაშენებელი", იმ შინაარსით რა შინაარსითაც ჰქვია დავით IV-ს, ზუსტად აქვს გადმოცემული ესაია წინასწარმეტყველს, სადაც ის აღწერს არამარტო რჩეული ერის ისრაელის, არამედ ზოგადად კაცობრიობის ხევედრს როგორც მართალთა, ისე ღმრთის სიტყვისაგან განმდგართა მიმართ, სადაც უფალი "აღმაშენებელის" სახელის მოცემას პირდება მას, ვინც შეასრულებს მის მიერ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:

10. "თუ სულს არ დაიშურებ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გულს მოუფონებ, წყვდიადში ამოგიბრწყინდება ნათელი და ბნელი შენი შუადღესავით იქნება.

11. უფლის მიერ იქნები მუდამ ნატარები და გვალვებში სულს დაგიამებს; ძვლებს გაგიმაგრებს და იქნები მორწყული ბაღივით და წყაროსავით, რომლის წყლები არასოდეს დაშრება.

12. აგიშნედება ძველი ნაოხარნი, აღადგენ ძველისძველ საძირკვლებს და დაგერქმევა დანგრეულის აღმშენებელი, გზათა განმაახლებელი მკვიდრი ხალხისათვის" /ესაია 58, 10-12/.

ალბათ, სწორედაც ამ თვისებების გამო უწოდა ჩვენმა მადლიერმა და ღვთივგანბრძნობილმა წინაპრებმა დავითს "აღმაშნებელი", ასევე წმ. წერილს ეხმიანება მისი სახელები: "მესიის მახვილი" და უხორცო ზეცის წმ. ძალთა მიმსგავსებით: "უშიში, ვითარცა უხორცო".

ბედნიერია ის ერი, ვისაც დავით აღმაშენებლის დარი წინამძღვარი ჰყავს! უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა-ვედრება:

"წმ. მეფევ დავით, სულიერო პატრონო ჩვენო, ევედრე შენგან შეყვარებულს ქრისტესა ღმერთსა, შენდამი მობარებულ სულიერ სამწყსოსათვის - ჩვენ უღირსთა შთამომავალათა, ცოდვათა მოტევებისა და ცხონებისათვის. ამენ!

დიდება და მადლობა უფალს! ამენ!"

/წმ. ექვთიმე ღმრთისკაცის სახელობის ტაძარი, დეკ. ნიკოლოზ გობეჯიშვილი
"საპატრიარქოს უწყებანი" N3, 2024, გვ.15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2024, 10:42 AM
პოსტი #186


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რომ არა ეს დიდებული მეფე, საქართველო დღეს, ალბათ, არც იარსებებდა. ეს რჩეული აღამაღლა უფალმა (ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ბევრის მთქმელი) არა არაფიდან (თუმცა უფალს ესეც შეუძლია), არამედ ამ შემთხვევაში წმიდა წერილიდან ხაზგასმით არის ამოკითხული: "ერისაგან ჩემისა"; ანუ იმ ერისაგან, რომელიც ღმრთის არის. ღმრთის არის არა მარტო იმიტომ, რომ ღმერთს სურს ასე, არამედ იმიტომ, რომ თვით ამ ერს სურს, რომ იყოს ღმრთისა"

/დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, "ბოროტს სიკეთით დავძლევთ", გვ.42/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2024, 07:39 PM
პოსტი #187


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მისი ხსენების დღეს ადრეც ვთქვი, - განა ვინ არის მასზე დიდი ქართველი, ვის უყვარს მასზე მეტად საქართველო, ვიდრე წმიდა მეფე დავით აღმაშენებელს. საოცარი სიტყვები აქვს მას დიდგორის ბრძოლის წინ, რიცა თავის მეომრებს მიმართავს: "ეჰა, მეომარნო ქრისტესნო!" ამ სიტყვებით შეიძლება მივმართოთ თითოეულ ჩვენგანს. დიახაც, ჩვენ ქრისტეს მეომრები ვართ. ამით თითქოსდა მარტო დიდგორის ომის მონაწილეებს კი არ მიმართავს, არამედ თითოეულ ქრისტიანს, თითოეულ ქართველს, მიუხედავად იმისა, თუ როდის დაიბადა იგი.

ჩვენ ქრისტეს მეომარნი ვართ. ეს იმდენად საცნაურია, რომ მისი სიტყვები არ ეხება თითქოსდა არც კონკრეტულ ბრძოლას, არც სამშობლოს. დიახ! სამშობლოს ერთხელაც არ ახსენებს.

ვინ არის მასზე დიდი ქართველი, მაგრამ ამ მოწოდებაში "ეჰა, მეომარნო ქრისტესნო!" არსად საქართველოს არ ახსენებს, როგორც უკვე ვთქვი. იგი მხოლოდ ქრისტეს ახსენებს და ქრისტეს უმთავრეს მტერს - ეშმაკს. იგი მოუწოდებს ქრისტეს მეომრებს: "მეომარნო ქრისტესნო!" და არა საქართველოსისანო, რადგან თუ ისინი რწმენით იბრძოლებდნენ, არა თუ ეშმაკის მიმდევარს, არამედ თვით ეშმაკსაც კი დაამარცხებდნენ. დიახ, მან იცოდა,რომ საქართველო, ეს არის ზეციური სამშობლოს ანარეკლი.

საქართველო - სამშობლო არის ის აუცილებელი საფეხური, რომელიც ჩვენ ზეციურ სამშობლოში შეგვიყვანს; მან იცოდა, რომ ნამდვილი საქართველო ეს არის ქრისტიანობა; ნამდვილი საქართველოს ეს არის ეკლესია; საქართველოს ნამდვილი მეომარი ამავე დროს არი ქრისტეს მეომარი. მან ეს იცოდა და შედეგიც სახეზეა"

/დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, "ბოროტს სიკეთით დავძლევთ", გვ.44/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 8 2024, 10:46 AM
პოსტი #188


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი მნიშვნელოვანია, არა მარტო როგორც პოლიტიკური მოღვაწე, არამედ როგორც ერის სულიერი მოძღვარი. როგორც პატრიარქი ბრძანებს ერთ-ერთ ეპისტოლეში: იგი ჭეშმარიტად სულიერი მოძღვარი იყო ერისაო. შემთხვევითი არ არის, რომ მან დაწერა "გალობანი სინანულისანი", - რომელიც კვლავ პატრიარქის სიტყვებს გავიმეორებ - თითქოსდა წმიდა ანდრია კრიტელის სინანულის კანონს წააგავს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, აღემატება კიდევაც მას. იგი, უბრალოდ, მცირეა მოცულობით, მაგრამ ძალზე ღმრაა, ძალზე ლამაზია, ძალზე ქართულია. ძალიან დიდებულია. იგი შეიძლება ლოცვადაც გამოვიყენოთ.

არ უნდა დაგვაბრკოლოს იმან, რომ იქ ხშირად კონკრეტულად დავითზე, ანუ საკუთარ თავზეა საუბარი. ჩვენ ასე ფსალმუნებსაც ვკითხულობთ. იქაც არის მითითება დავით მეფსალმუნეზე. ის საკუთარ თავზე საუბრობს, მაგრამ ეს ჩვენ ხელს არ გვიშლის, რომ ფსალმუნები საკუთარ ლოცვად გადავაქციოთ. "მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი". ჩვენ ამ სიტყვებს რომ ვკითხულობთ, არ გვიშლის, რომ ეს საკუთარ ლოცვად ვაქციოთ. ასევე არ უნდა შეგვეშალოს ხელი, გალობანი სინანულისანის ლოცვად წარმოთქმისას - მიუხედავად იმისა, რომ წმიდა მეფე აქ საკუთარ აღსარებას ამბობს. ეს მისი აღსარებაა. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ჩვენც შევძლოთ ამგვარი აღსარების წარმოთქმა"

/დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, "ბოროტს სიკეთით დავძლევთ", გვ.46/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2024, 08:17 PM
პოსტი #189


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლობა არ ნიშნავს მაინცდამაინც მიწაზე გაჭირვებასა და ჩამოძონძილ ყოფას; ყველაზე მართლმადიდებელ მეფეს, "მესიის მახვილად" წოდებულ დავით აღმაშენებელს, ყველაზე გამართული ქვეყანა ეპყრა ხელთ თუ პოლიტიკურად და ეკონომიკურად, თუ კულტურულად, მაგრამ გამართული იყო მხოლოდ ღვთის მოსაწონად და საამებლად"

/"მრევლი" N237, 2024, გვ.15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2024, 04:14 PM
პოსტი #190


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გინდა თუ არა, პოლიტიკა ბინძური საქმეაო. თუ საქმეა, მაშინ ყოველმა საქმემ ის უნდა იცოდეს, ვის უნდა აამოს. დავითმა იცოდა, რომ ყოველი საქმე ღვთის სადიდებლად უნდა აღესრულებინა. ღვთის მაამებლობის გზაზე კი ყველა ხერხს მიმართავდა და არც ერთს არ ერქვა ბინძური; რადგან ყველა გზა სუფთა იყო და ის მწიგნობართუხუცესიც ამ გზების მეთვალყურედ ჰყავდა დანიშნული, ამ გზების სისფუთავეზე ზრუნავდა"

/"მრევლი" N237, 2024, გვ.15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2024, 08:21 PM
პოსტი #191


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რაც ღმერთს მიაბარა და ღვთისა იყო, მხოლოდ ის შემორჩა ხილულად მის შთამომვალობას - გელათი, ფრესკა, საფლავი და საწინამძღვრო ჯვრები. არც ტახტი შემონახულა მისი და არც გვირგვინი, არც სკიპტრა და არც სასახლე.

მაშ, რისი მემკვიდრეები ვართ ჩვენ? რას უნდა ვუფრთხილდებოდეთ ყველაზე მეტად? "არ გეცრუვებით შენ, ჩვენო სიწმინდით მშობელო კათოლიკე ეკლესიაო, არ გაგცემთ შენ ,ჩვენო სიქადულო - მართლმადიდებლობავ!" - დაბეჭდა რუის-ურბნისის კრებამ და დაიბეჭდა წმიდა მეფემაც თავის სულში და თუ ამ ძალისხმევის მემკვიდრეები არ შევიქნებით, გაგვითხრია საკუთარი ხელით სამარე და ის არის. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ქართველი კაცი დღეს დიდი განდგომილებისათვის ემზადებოდეს.

როცა სულიერი მემკვიდრეობა დაკარგულია, ხორციელ მემკვიდრეობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია"

/"მრევლი" N237, 2024, გვ.17/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 8 9 10
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი