გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი? |
ბოლქვაძე |
Apr 19 2007, 12:03 AM
პოსტი
#21
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
მეფეს არ განდგომია გიორგი. მეფემ აიძულა ფაქტიურად ის საქციელი რაც მან გააკეთა
-------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
ბოლქვაძე |
Apr 19 2007, 12:29 PM
პოსტი
#22
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
მან შვილიც კი არ დაიშურა საქართველოსთვის!!!
-------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
შოთა |
Apr 19 2007, 12:36 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
a-l-e-q-s-a-n-d-r-e
მეც მაგას არ ვიძახი საინტერესოა ადამიანმა კიდე რაღა უნდა გაიღოს რომ პატრიოტათ ცნონ -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
zeppelin |
Apr 20 2007, 05:25 AM
პოსტი
#24
|
იეღოვას მოწმე ჯგუფი: Members პოსტები: 1,380 რეგისტრ.: 9-December 06 მდებარ.: კაშმირი წევრი № 659 |
სააკაძე? ჩემითვის პირადად ყოველთვის მისაბაძი ქართველი იყო და იქნება.პატრიოტობის შესანიშნავი მაგალითი, უდიდესი ქართველი და სამშობლოსთვის თავდადებული კაცი.
|
likita |
May 17 2007, 04:33 PM
პოსტი
#25
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 138 რეგისტრ.: 27-April 07 წევრი № 1,772 |
სააკაძე და მოღალატე? რა სისულელეა!..........
იცით რაზე მწყდება გული? ! ხშირად დაუფიქრებლად ისეთ სამარცხვინა იარლიყს მივაკრავთ კაცს ,რომ მტერს გაუხარდება...განა ცოტა გვყავდა მოღალატეები, რომ ეს საორჭოფო კაციც ერთი შეხედვით გამცემად მივიჩნიოთ?!?.............. ვინც კარგად ჩაუკვირდება მის მოღვაწეობას დაინახავს თავგანწირვას და დიდ სიყავარულს სამშობლოსას , რომელმაც შვილის სიყვარულს გადააჭარბა. -------------------- [size=3]
|
ბოლქვაძე |
May 17 2007, 09:26 PM
პოსტი
#26
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
likita
მერე მეც მაგას არ ვამბობ ძაან მიყვარს გიორგი სააკაძე !!! -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
di_onise |
May 18 2007, 12:05 AM
პოსტი
#27
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 |
გიორგი სააკაძე იყო საქართველოს ერთ-ერთი ნათელი წერტილი. მან თუმცა კი მოჩვენებით უღალატა სამშობლოს, მაგრამ გული ყოველთვის ქვეყნის სიყვარულით ჰქონდა სავსე.მან შვილიც კი გაწირა საქართველოსთვის!!!
დღეს რომ მის ღალატზე მსჯელობს ხალხი, უმეტესმა მათგანმა არამგონია რომ შვილი შეწიროს მამულს, ან თუ შეწირავს მთელი სიცოცხლე ამის ქადილს მოყვება!!! აბა დაუფიქრდით სააკაძე უფრო მოღალატეა, თუ ასეთი ხალხი??? |
ბოლქვაძე |
May 18 2007, 12:14 AM
პოსტი
#28
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
აბა დაუფიქრდით სააკაძე უფრო მოღალატეა, თუ ასეთი ხალხი??? "ასეთი ხალხი" თანაც 100 % დარწმუნებული ვარ იმაშიც რომ ასეთი ხალხი შვილს კი არა "შვილის ნაცვამ ფეხსაცმელსაც კი არ გაიმეტებს საქართველოსთვის" -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
უჩა |
May 18 2007, 12:20 AM
პოსტი
#29
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ძაან მაგარი კაცი იყო სააკაძე.
და უბრალოდ მასზე ცუდს რომ ამბობენ ხოლმე მაგარი გული მწყდება, იმიტო რომ ეს ასე არაა. ისე ეს თემა ისტორიის განყოფილებაში რომ გადაიტანოთ ჩემი აზრით კარგი იქნება რავი აბა მე ასე ვფიქრობ. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
G_I_O_R_G_I_ |
May 18 2007, 12:45 AM
პოსტი
#30
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
გიორგი სააკაძე დიდი პატრიოტი იყო საქართველოსი და რაც მან გააკეთა საქართველოსთვის ნეტა სხვებსაც გაეკეთებინათ მაგდენი.
მარტო იმ საქმისთვისაა უკვე დიდად დასაფასებელი სააკაძე 60 000 მტრის ჯარი რომ გაანადგურა კარიერის დასაწყისში.მეტი საქმე რომც არ გაეკეთებინა. ისე დაკვირვებული ვარ და ვისაც გიორგი სააკაძე არ მოსწონს იმათ არც თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი არ მოსწონთ. |
marine |
Jul 31 2007, 01:13 PM
პოსტი
#31
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ტაშისკარის ბრძოლა
"1606 წელს გარდაიცვალა გიორგი X და გამეფდა მისი ძე ლუარასაბ II. 1609 წელს, ირან-ოსმალეთის ომის მიმდინარეობის დროს, ქართლში ოსმალთა ჯარი შემოიჭრა. ოსმალებს ქართლის აოხრება და ცხირეთის ციხეში მყოფი მეფე ლუარსაბის შეჰყრობა ჰქონდა განზრახული. სოფელ კველთაში მათ მღვდელი თევდორე შეიპყრეს და ცხირეთის ციხისკენ მეგზურად გაყოლა უბრძანეს. თევდორე ვითომ დასთანხმდა, სინამდვილეში კი მტერი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. როდესაც ოსმალები ყველაფერს მიხვდნენ, თევდორე ხმლით აჩეხეს. საქართველოს ეკლესიამ თევდორე წმინდანად შერაცხა. მისმა გმირობამ ქართველებს დროის მოგების საშუალება მისცა. სასწრაფოდ შეიკრიბა ჯარი და გიორგი სააკაძის მეთაურობით ტაშისკართან ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს და უკუაქციეს მტერი. გიორგი სააკაძის მამა სიაუში და ბიძა მაღალ თანამდებობებს ფლობდნენ სამეფო კარზე. გიორგი ჯერ კიდევ სვიმონ I-ის მეთაურობით იბრძოდა დამპყრობთა წინააღმდეგ. ლუარსაბ II-მ იგი თბილისის, ცხინვალისა და დვალეთის მოურავად დანიშნა, ხოლო მოგვიანებით მისი და შეირთო ცოლად. თვითონ გიორგი არაგვის ერისთავთა სიძე იყო. ქართლის სამეფო კარზე მეფის ცოლისძმის გავლენა გაიზარდა, მით უმეტეს, რომ ლუარსაბი ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო. ასეთმა აღზევებამ გიორგი სააკაძეს ბევრი მტერი შესძინა. მათ ლუარსაბ II გიორგის ღალატში დაარწმუნეს და მისი დასჯის გადაწყვეტილება მიაღებინეს. გიორგი სააკაძე სანადიროდ მიიპატიჟეს, სადაც უნდა მოეკლათ. მან ეს შეიტყო, ირანში გაიქცა და შაჰის სამსახურში ჩადგა. დიდი ავტორიტეტის მქონე გიორგი სააკაძემ შაჰის თვალში ნელ-ნელა წინ წამოსწია ირანში მყოფი ხოსრო-მირზა (როსტომი), რომელიც სვიმონ I-ის ძმის დაუთ-ხანის უკანონო შვილი იყო წავკისელი გლეხის ქალისაგან." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ნათია |
Jul 31 2007, 01:18 PM
პოსტი
#32
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
"ასეთი ხალხი" თანაც 100 % დარწმუნებული ვარ იმაშიც რომ ასეთი ხალხი შვილს კი არა "შვილის ნაცვამ ფეხსაცმელსაც კი არ გაიმეტებს საქართველოსთვის" ამ ჩემ ძმას საიდან მოაქვს ხოლმე ეს ფრაზები ან სად ამოიკითხა? მომენატრე ! P.S. პირადად, მე დიდ პატივს ვცემ გიორგი სააკაძეს... ადვილია სხვისი გადასახედიდან დასკვნების გამოტანა და ადამიანისთვის უარყოფითი (თუნდაც მოღალატის) იარლიყის მიმაგრება... აბა რომელიმე ჩვენთაგანი თუ შეძლებდა იმის გაკეთებას, რაც სააკაძემ გააკეთა.... ნუ შევეცილებით სააკაძეს საქართველოს სიყვარულში... იმიტომ რომ ისე ვერასდროს მოვიქცევით ჩვენი საქართველოსთვის, როგორც სააკაძე მოიქცა... (შვილს სამშობლო ანაცვალა) -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ქევანა |
Jul 31 2007, 11:28 PM
პოსტი
#33
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა
აი, ცოტა მეტი ისტორიული წყარო გვქონდეს, მაშინ..... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
southruislip |
Aug 1 2007, 03:06 PM
პოსტი
#34
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-July 07 წევრი № 2,444 |
გიორგი სააკაძეზე, რომ ვსაუბრობთ გვავიწყდება ერთი რამ.როგორც ვიცით გიორგი სააკაძე ბოლოს ირანში გაიქცა
და იქაც წარმატებას მიაღწია ირანის სამეფო კარზე და მისი სარდლობით ირანმა საქართველოს წინააღმდეგ ჯარი გამოგზავნა, საქმე იმაშია რომ ირანის სამეფო კარზე გიორგი სააკაძე ვერ დაწინაურდებოდა, თუ ის არ მიიღებდა მუსულმანურ სარწმუნოებას, რაც გახდა მისი მოღალატედ გამოცხადების მიზეზი მართლმადიდებელი ქრისტიანობის სასულიერო პირების მხრიდან. თქვენ შეიძლება აღნიშნოთ ,რომ ეს მოსაჩვენებლად გააკეთაო, გულში კი ქრისტიანად დარჩა , მაგრამ ამას გაიგებდნენ კი მართლმადიდებელი ქრისტიანების სასულიერო პირები. ასეთი რამე დღესაც, რომ გააკეთოს ადამიანმა არა მგონია უწმინდესმა და უნეტარესმა გაიგოს, და ალბათ შეაჩვენებს ასეთ ადამიანს, ალბათ მოღალატედაც გამოაცხადებს. ვინ უფრო მოღალატეა საქართველოსი? მართლმადიდებელი შადიმან ბარათაშვილი, თუ მოსაჩვენებლად გამუსულმანებული გიორგი სააკაძე? ეს როგორც ქრისტინების ფორუმი დავსვათ კითხვა: რა უნდა ქნას იმ ადამიანმა, რომელმაც თავისი ქრისტიანული ქვეყნის გულისთვის ძალიან ბევრი რამე გააკეთა და მიუხედავად ამისა ქვეყანაში არ გააჩერეს. მაშინ გასაქცევი გზა მხოლოდ თურქეთში ან ირანში იყო.დღეს რომ ეცხოვრა გიორგი სააკაძეს ნამდვილად ჰოლანდიაში ან ბელგიაში გაიქცეოდა. |
აჩიკო |
Aug 1 2007, 03:44 PM
პოსტი
#35
|
archili ჯგუფი: Members პოსტები: 327 რეგისტრ.: 30-June 07 წევრი № 2,342 |
გიორგი სააკაძეზე, რომ ვსაუბრობთ გვავიწყდება ერთი , რამ როგორც ვიცით გიორგი სააკაძე ბოლოს ირანში გაიქცა და იქაც წარმატებას მიაღწია ირანის სამეფო კარზე და მისი სარდლობით ირანმა საქართველოს წინააღმდეგ ჯარი გამოგზავნა, საქმე იმაშია რომ ირანის სამეფო კარზე გიორგი სააკაძე ვერ დაწინაურდებოდა, თუ ის არ მიიღებდა მუსულმანურ სარწმუნოებას, რაც გახდა მისი მოღალატედ გამოცხადების მიზეზი მართლმადიდებელი ქრისტიანობის სასულიერო პირების მხრიდან. თქვენ შეიძლება აღნიშნოთ ,რომ ეს მოსაჩვენებლად გააკეთაო, გულში კი ქრისტიანად დარჩა , მაგრამ ამას გაიგებდნენ კი მართლმადიდებელი ქრისტიანების სასულიერო პირები. ასეთი რამე დღესაც, რომ გააკეთოს ადამიანმა არა მგონია უწმინდესმა და უნეტარესმა გაიგოს, და ალბათ შეაჩვენებს ასეთ ადამიანს, ალბათ მოღალატედაც გამოაცხადებს. ვინ უფრო მოღალატეა საქართველოსი? მართლმადიდებელი შადიმან ბარათაშვილი, თუ მოსაჩვენებლად გამუსულმანებული გიორგი სააკაძე? ეს როგორც ქრისტინების ფორუმი დავსვათ კითხვა: რა უნდა ქნას იმ ადამიანმა, რომელმაც თავისი ქრისტიანული ქვეყნის გულისთვის ძალიან ბევრი რამე გააკეთა და მიუხედავად ამისა ქვეყანაში არ გააჩერეს. მაშინ გასაქცევი გზა მხოლოდ თურქეთში ან ირანში იყო.დღეს რომ ეცხოვრა გიორგი სააკაძეს ნამდვილად ჰოლანდიაში ან ბელგიაში გაიქცეოდა. და შენ გჯერა რომ მუსულმან გიორგი სააკაძეს შეეძლო უსაყვარლესი შვილის გაწირვა მართლმადიდებლური საქართველოს გულისთვის? -------------------- ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, დაფანტულს ველადა! კიდევაც დაიზრდებიან... |
southruislip |
Aug 1 2007, 07:02 PM
პოსტი
#36
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-July 07 წევრი № 2,444 |
melegse-ს
მე არ მჯერა რომ მართლმადიდებელ ქრისტიანს მუსულმანთა ჯარს ჩააბარებდნენ და გამოგზავნიდნენ საქართველოს დასაპყრობად. ხოლო რაც შეეხება სამშობლოს. სამშობლო სხვაა, რელიგია სხვა. საქართველოში გიორგი სააკაძეს ყავდა უამრავი მეგობრები , ნათესავები, თანამოაზრეები და თავის შვილი რომ არ გაეწირა სხვისი შვილები უნდა დაეხოცა. თქვენ არასწორად გაიგეთ მე არ მითქვია,რომ გიორგი საკააძე მუსულმანი გახდა, არამედ,იგი მოსაჩვენებლად გამუსულმანდა. მუსულმანურ ქვეყნებში არის ბევრი ადამიანი, რომლებიც ამბობენ რომ მუსულმანები არიან მაგრამ არ სწამთ ნუსულმანური რელიგიისა, ისევე როგორც ბევრი მართლმადიდებელი ამბობს რომ ქრისტიანია , მაგრამ არ სწამს ქრისტიანობისა. |
აჩიკო |
Aug 1 2007, 07:22 PM
პოსტი
#37
|
archili ჯგუფი: Members პოსტები: 327 რეგისტრ.: 30-June 07 წევრი № 2,342 |
ციტატა თქვენ არასწორად გაიგეთ მე არ მითქვია,რომ გიორგი საკააძე მუსულმანი გახდა, არამედ,იგი მოსაჩვენებლად გამუსულმანდა. მუსულმანურ ქვეყნებში არის ბევრი ადამიანი, რომლებიც ამბობენ რომ მუსულმანები არიან მაგრამ არ სწამთ ნუსულმანური რელიგიისა, ისევე როგორც ბევრი მართლმადიდებელი ამბობს რომ ქრისტიანია , მაგრამ არ სწამს ქრისტიანობისა. გაიხარე! სულხან-საბას მაგალითიც ამაზე მეტყველებს. შეიცვალო რელიგია სამშობლოსათვის, - ნიშნავს იყო უდიდესი პატრიოტი. ვისაც არ წაგიკითხავთ მოიძიეთ ლევან გოთუას უგზო ქარავანი. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერლის საუკეთესო მოთხრობაა. მართალია მხატვრული ნაწარმოებია, მაგრამ საკმაოდ კარგად გამოხატავს სააკაძის პოზიციას. თან არამგონია რეალობიდან ძალიან შორს იყოს. -------------------- ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, დაფანტულს ველადა! კიდევაც დაიზრდებიან... |
მამფალი |
Aug 1 2007, 08:24 PM
პოსტი
#38
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
ამ კაცის ცხოვრება მაგალითია იმისა თუ როგორ შეუძლია დაღუპოს საქმე ცუდმა უფროსმა.
-------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
ალექსანდრო |
Aug 1 2007, 11:54 PM
პოსტი
#39
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,844 |
ცუდას რად უდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო...
ნათქვამია, ასეა გიორგი სააკაძის საქმეც ... ადამიანმა შვილი შესწირა სამშობლოს... ჯერ ყველამ ჩვენ თავს დავუსვათ კითხვა, ვიზამდი კი მე ამას? და პასუხის მერე ვიმსჯელოთ გიორგი სააკაძეზე... მე ვერ შევწირადი ჩემ შვილს ვერაფერს და ვერავის, ამას მინუსადაც კი ვუთვლი გიორგი სააკაძეს, მაგრამ ეტყობა სხვა დრო იყო და სხვა ხალხი, და შეეძლოთ ამის გაკეთება... |
აჩიკო |
Aug 1 2007, 11:58 PM
პოსტი
#40
|
archili ჯგუფი: Members პოსტები: 327 რეგისტრ.: 30-June 07 წევრი № 2,342 |
ცუდას რად უდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო... ნათქვამია, ასეა გიორგი სააკაძის საქმეც ... ადამიანმა შვილი შესწირა სამშობლოს... ჯერ ყველამ ჩვენ თავს დავუსვათ კითხვა, ვიზამდი კი მე ამას? და პასუხის მერე ვიმსჯელოთ გიორგი სააკაძეზე... მე ვერ შევწირადი ჩემ შვილს ვერაფერს და ვერავის, ამას მინუსადაც კი ვუთვლი გიორგი სააკაძეს, მაგრამ ეტყობა სხვა დრო იყო და სხვა ხალხი, და შეეძლოთ ამის გაკეთება... სწორედ ასეთმა "მინუსებმა" მოიყვანა ჩვენი ქვეყანა დღემდე. აბა წარმოიდგინე დედა, რომელსაც ცხრა ვაჟკაცი (თან რა ვაჟკაცი!!!) თვალწინ ეღუპება და მაინც ქვეყნის დროშას წევს ზევით. -------------------- ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, დაფანტულს ველადა! კიდევაც დაიზრდებიან... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი