ერეკლე II |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ერეკლე II |
marine |
Mar 21 2014, 01:11 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„მეფეს სასახლის კარზე უსათუოდ აშუღიც ჰყავდა.
ერეკლე მეორესაც - პატარა კახს - ჰყავდა აშუღი, ტომით სომეხი - საიათნოვა. აშუღთა შორის საიათნოვამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა და უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მის თანადროულ და შემდგომი თაობების აშუღთა შემოქმედებაზე. მას გარკვეული დამსახურება ქართულ ლიტერატურაშიც მიუძღვის. იგი ქართულ პოეზიაში მუხამბაზური ლექსის დამამკვიდრებლად ითვლება. მეთვრამეტე საუკუნეში საქართველოში უამრავი აშუღი იყო, მაგრამ, როგორც რუსი მწერალი ვალერი ბრიუსოვი წერს, „რაც საიათნოვამდე გაუკეთებიათ წინამორბედებს, საიათნოვას შარავანდედის წინაშე არარად მოსჩანს.“ ლეგენდის თანახმად, საიათნოვა რომ ერთს შემოსძახებდა, ჰაერში ბულბული ქვავდებოდა, რათა ყური მიეგდო და შეეთვისებინა მგოსნის სიმღერა. სიტყვა „აშუღი“ არაბული წარმოშობისაა (აშიყი, აშიკი) და მიჯნურს, მოტრფიალეს ანუ სიყვარულის მგოსანი იყო საიათნოვა, მაგრამ იმავდროულად, მეფე ერეკლეს ავანგარდული ლაშქრის მებრძოლიც გახლდათ დ იქ, სადაც საქართველოს ბედი და უბედობა წყდებოდა საზანდარის დაკვრით მიუძღოდა რაზმს და ქართველ მეომრებს უმძიმეს წუთებში, გამარჯვების იმედს უღვივებდა. საიათნოვას ცხოვრების შესახებ ძალიან მცირე მასალა არსებობს. დანამდვილებით დაბადებისა და გარდაცვალების წლებიც კი არ ვიცით. ზოგიერთ ავტობიოგრაფიულ ცნობას ისევ მის ლექსებსა თუ მათ მინაწერებში ვხვდებით. აშუღის გვარიც უცნობია, საიათნოვა, აშუღური ტრადიციისამებრ, შერჩეული ფსევდონიმია, სახელად კი არუთინა რქმევია. „საქართველოს მეფის საზანდარი ვარ! საიათნოვას, არუთინას იტყვიან“. ყოფილა თბილისელი. „ჩემი სამშობლო თბილისია, მხარე ქართლისა, დედა ავლაბრელი მყავს, მამა კი ალეპოელი“, - გვამცნობს ერთ აზერბაიჯანულ ლექსში. სხვაგან კი ამბობს: „მე მიღდისას შვილი ვარ“. მიღდისას უწოდებდნენ მას, ვინც იერუსალიმს ყოფილა და მაცხოვრის საფლავზე ულოცნია. ხელმოკლეობის გამო განათლება ვერ მიუღია. თხზავდა და მღეროდა სამ ენაზე - ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად. სომხურ და აზერბაიჯანულ ლექსებს ქართული ასოებით წერდა. ქართულს, სომხურთან ერთად, მშობლიურ ენად თვლიდა. ხელოვანი გახლდათ, თუმცა მისი ძირითადი პროფესია აშუღობა იყო. თავად მთხზველი, თავადვე დამკვრელი, თავადვე მღერალი და ჰანგისაც თავად შემწყობელი. ჯერ თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ - თელავში. დაახლოებით 1762-65 წლებში ერეკლე მეორის სამეფო კარის საზანდარი იყო, სადაც დიდი აშუღური სახელისთვის მიუღწევია და მეფის პატივისცემა დაუმსახურებია. მაგრამ, მალე, უცნობი მიზეზის გამო, პატარა კახი აშუღს შემომწყრალა და სასახლიდან დაუთხოვია. თურმე საიათნოვა ძალიან განიცდიდა მეფის კარიდან გაძევებას და სამართალს ეძებდა. შემდგომში საიათნოვა საინგილოში, კახში, მღვდლად გაუმწესებიათ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ბერად აღკვეცილა ახპატის მონასტერში, თუმცა, დროდადრო, კვლავ გამოჩნდებოდა თბილისში და აშუღთა პაექრობაშიც მონაწილეობდა. ცხადია, გამარჯვებული ყოველთვის იგი გამოდიოდა და მოწინააღმდეგის მუსიკალური საკრავი, ტრადიციისამებრ, მისი კუთვნილება ხდებოდა. ლეგენდის თანახმად, საიათნოვა 1795 წლის სექტემბერში დაიღუპა, აღა-მაჰმად-ხანს თბილისი აუღია, ის თურმე ეკლესიაში ლოცულობდა. გაუგია თუ არა მტრის მოახლოება, ჯვარი აუღია და, ეკლესიის კარიბჭესთან მდგარს, ორსტროფიანი ლექსი უთქვამს: „არ ვუღალატებ ჩემსა იესოს, არ დავუტევებ ტაძარსა წმინდას!“ ეს აშუღის უკანასკნელი სიტყვები ყოფილა ...საიათნოვა თათრის მოედნის თავზე წამომართულ ციხის ეკლესიად წოდებულ სურფგეორქის ტაძრის ეზოში დაუკრძალავთ და დღეს ეკლესიის კედელში ჩასმულ შავი მარმარილოს დაფაზე ოქროს ასოებით აშუღის სამი სტრიქონია ამოკვეთილი: „ჩემი წყარო სხვა წყაროა, ყველას არ ძალუძს მისი დალევა“. „ჩემი სიმღერა სხვა სიმღერაა, ყველა ვერ მიხვდება, ყველა ვერ გაიგებს.“ „ჩემი საძირკველი ქვიშაზედა აგებული კი არ გეგონოთ! - ჩემი საძირკველი აგებულია ქარაფოვან კლდეზედ ნაჭედი დუღაბითა და ქვითკირით.“ საიათნოვას პოეზია, ძირითადად, სატრფიალო თემას დასტრიალებს, მაგრამ აქვს სახოტბო, დიდაქტიკურ-მორალისტური, სატირული და სასულიერო ლექსებიც. საიათნოვამ კარგად იცოდა თავისი, როგორც ოსტატის და მოლექსე-გამომთქმელ-შემსრულებლის ფასი და ამიტომ უთქვამს თელავში მავანი მოპაქერისთვის: „მას ნუ იტყვი - საზანდარი ვინა ვარ! აბან-ბანი ვიცი, სიტყვით წინა ვარ, საიათნოვა მქვიან, არუთინა ვარ, სიტყვას ვიტყვი, ცამ ქუხილი დაიწყოს!“ საიათნოვას დიდად აფასებდნენ სხვადასხვა დროის ქართველი მოღვაწენი და პოეტები. მისი შემქმედების პირველი შემსწავლელი თეიმურაზ პატონიშვილი წერდა: „თუმცა ლიტონი სტიხებია მდაბიურს გარზედ, მაგრამ დიდიად მოსაწონი.“ ცნობილი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის აზრით, საიათნოვა იყო „ცნობილი გვარი, გამოჩენილი მელექსე“. პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი კი აშუღზე ბრძანებს: „ერეკლე მეფის დროს, ბესიკის გარდა, სასიმღერო ლექსებით სახელი გაითქვა ერთმა ღარიბმა სომეხმა, ხელობით ფეიქარმა სავათნოვამ“. მსგვასი შეფასებების მოხმობა დაუსრულებლად შეძლება... გასაკვირი სულად არ არის, რომ შემდგომში საიათნოვას უამარავი მიმდევარ-მიმბაძველი გამოუჩნდა: გივიშვილი, სკანდაროვა, ჰაზირა, შემდეგ: განჯისკარელი, ბეჩარა და სხვანი. მაგრამ მათგან ყველაზე პოპულარული ობოლი ქართველი - იეთიმ გურჯი გახდა“. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 28 2014, 01:55 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
კრწანისის ბრძოლის შემდეგ
...ის განსაცდელი, რაც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამ საქართველოს თავს დაატეხა, გარკვეულწილად კანონზომიერიც იყო. სხვაგვარად რამ ათქმევინა მეტეხის ხიდთან აღმართულ ჯვართან მუხლმოყრილ მეფეს: "ჩემი ცოდვა, თორემ რისგან არის... ვისიც მოყვრობა მოვინდომე, მტრად გარდამექცა". რომელ ცოდვას გულისხმობდა ნეტარი გვირგვინოსანი? ტრაქტატში საქართველოს ეკლესიის სტატუსის განმსაზაღვრელი მერვე მუხლის შეტანას ხომ არა, სადაც მინიშნებული იყო, რომ მღვდელმთავარი (პატრიარქი ან არქიეპისკოპოსი) რუსეთის სინოდის წევრად უნდა მიეღო იმპერატრიცას? ეს მუხლი ძალიან ბევრ კითხვას ბადებდა. საინტერესოა, როგორ უნდა შესულიყო საქართველოს ეკლესია რუსეთის საეკლესიო სივრცეში საკუთარი კათოლიკოსით? მაშინ ხომ ჯერ კიდევ პეტრე პირველის ეპოქიდან უპატრიარქოდ დარჩენილი რუსეთის სინოდის სათავეში ავტომატურად ქართველი მღვდელმთავარი აღმოჩნდებოდა? ვინ დაუშვებდა ამის იმპერიაში, რომელიც თავს ბიზანტიის მემკვიდრედ და მესამე რომად მიიჩნევდა? მეორე მხრივ, ქართული ეკლესია რუსეთის სინოდში პატრიარქის გარეშე რომ შესულიყო, მაშინ ის დაკარგავდა ჯერ კიდევ ვახტან გორგასლის დროს მოპოვებულ და საუკუნეების განმავლობაში მრავალი თაობის ღვაწლით შენარჩუნებულ ავტოკეფალიას. აი, რა უცნაური და სახიფათო იყო გეორგიევსკის ტრაქტატის მე-8 არტიკული. /თემურ გაბუნია „ალავერდი“ N1/57 2013/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
Mar 28 2014, 03:19 PM
პოსტი
#23
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ეს მუხლი ძალიან ბევრ კითხვას ბადებდა. საინტერესოა, როგორ უნდა შესულიყო საქართველოს ეკლესია რუსეთის საეკლესიო სივრცეში საკუთარი კათოლიკოსით? მაშინ ხომ ჯერ კიდევ პეტრე პირველის ეპოქიდან უპატრიარქოდ დარჩენილი რუსეთის სინოდის სათავეში ავტომატურად ქართველი მღვდელმთავარი აღმოჩნდებოდა? ვინ დაუშვებდა ამის იმპერიაში, რომელიც თავს ბიზანტიის მემკვიდრედ და მესამე რომად მიიჩნევდა?
მერე მხრივ, ქართული ეკლესია რუსეთის სინოდში პატრიარქის გარეშე რომ შესულიყო, მაშინ ის დაკარგავდა ჯერ კიდევ ვახტან გორგასლის დროს მოპოვებულ და საუკუნეების განმავლობაში მრავალი თაობის ღვაწლით შენარჩუნებულ ავტოკეფალიას. აი, რა უცნაური და სახიფათო იყო გეორგიევსკის ტრაქტატის მე-8 არტიკული. \ ეს არ ვიცოდი და საინტერესო იყო. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
Apr 3 2014, 01:40 PM
პოსტი
#24
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ეს არ ვიცოდი და საინტერესო იყო. ჩემთვისაც საინტერესო იყო, გიო... ეს სტატია ამ სიტყვებით მთავრდება: “დღეს ძალზე ადვილია მის შეცდომებზე საუბარი, თუმცა, ვიდრე რამეს ვიტყოდეთ, უმჯობესია გავიხსენოთ, რომ ის იყო მეფე, რომელსაც 60 წელი ხმალი ხელიდან არ გაუგდია და რომელმაც, თბილისიდან სპარსელების გარნიზონის გაყრის შედეგად, საქართველოს თითქმის 200 წლის წინ დაკარგული დამოუკიდებლობა აღუდგინა. მისი წყალობით წვრილ სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებულ და მაჰმადიან მეზობლების გავლენის სფეროდ დაყოფილ ქვეყანას კვლავ დაუწყეს რუკებზე ძებნა. შემთხვევითი არ უნდა იყოს, პატარა კახზე ამდენი ლექსი, სიმღერა და გადმოცემა რომ არსებობს, ხალხმა ის ისევე უანგაროდ შეიყვარა, როგორც თავად უყვარდა საკუთარი ხალხი. დღეს თანამედროვე ევროპელი და ამერიკელი ისტორიკოსები ერეკლე მეორეს აღიარებენ ერთდერთ ქართველ მეფედ, რომელმაც 1555 წლის სპარსეთსა და ოსმალეთს შორის დადებული ამასიის ზავის შემდეგ შეძლო დამოუკდებელი პოლიტიკის გატარება ამიერკავკახიაში. ერეკლე არანაირ კომპრომისზე არ წასულა მუსლიმან დამპყრობლებთან, ხოლო რაც შეეხება მართლმადიდებლურ რუსეთსა და კათოლიკურ დასავლეთს, ის ყოველთვის ცდილობდა მათთან საერთო ენის გამოძებნას, თუმცა გარკვეული კომპრომისების ხარჯზე. ისლამური ქვეყნების გარემოცავში მოქცეულ ქართლ-კახეთის მეფეს, რომლის მცირერიცხოვან ქვეყანასაც მათგან გენოციდისა და სრულ ასიმილაციის საფრთხე ემუქრებოდა, სხვაგვარად მოქცევა, ალბათ, არც შეეძლო.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 24 2014, 12:33 PM
პოსტი
#25
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
"როდესაც კავკასიის მთავარმართებელმა, ცნობილმა გენერალმა პასკევიჩმა 1827 წელს ერევანი აიღო და სპარსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა, თავრიზში დაბანაკებულმა შუამავალი გაუგზავნა ერეკლეს შვილს - ალექსანდრე ბატონიშვილს, რომელიც 1812 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ სწორედ სპარსეთს აფარებდა თავს... შუამავალის პირით, რომელიც ალექსანდრეს დისწული - ერთ-ერთი მუხრან-ბატონი გახლდათ, პასკევიჩი ასეთ რამეს სთავაზობდა: ოღონდ აღიარე რუსი ხელმწიფის ქვეშევრდომობა და პატივი არ მოგაკლდებაო!.. ალექსანდრე ბატონიშვილმა კი პასკევიჩს უპასუხა: მე მირჩევნია, მტრულ მუსლიმურ სპარსეთში დავლიო სული, ვიდრე თქვენს ცრუ მართლმადიდებლურ იმპერაიში ვიცხოვროო!.. [სიცოცხლის ბოლო წლები ალექსანდრე ბატონიშვილმა სიღატაკეში გაატარა. იგი 1844 წელს თეორანში გარდაიცვალა და დაკრძალულია სომხური ეკლესიის ეზოში - ს.კ] მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ჩვენი გმირი მამულიშვილის პათოსს!.. როგორ უნდა შერიგებოდა ერეკლეს შთამომავალი თუნდაც განცხრომით ცხოვრების სანაცვლოდ იმას, რაც რუსეთის იმპერიამ გაუკეთა ქართლ-კახეთს - სამეფოს გაუქმებითა თუ ეკლესიის ავტოკეფალიის წაშლით!.." ალექსანდრე აბდალაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორო, არმენოლოგი /"საპატრიარქსოს უწყებანი" N11, 2014წ/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 27 2014, 07:57 PM
პოსტი
#26
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მეფე ერეკლე სოდომის ცოდვის, მამათმავლობის შესახებ- “ავი მუსაიფი კახთბატონის ირაკლისა”
კანონიკური ეპისტოლეთაგან ჩვენამდე დარჩენილა მხოლოდ ერთი, კათალიკოს ანტონ პირველისა, რომელიც გამოუცია მას, ერაკლი მეფისნებართვით, 1767 წელს. ეს ეპისტოლე შეიცავს 15 მუხლს. აღარ ჩამოვწერე სათითაოდ, აქ საინტერესოა მეფე ერეკლეს მიერ დართული სიტყვები: ”ჩვენ ირაკლი მეფემან, მპყრობელმან ქართლისა და კახეთისამან, ნება-ყოფლობითა სრულ ერთიანად ჩვენის ქვეყნების თავადთა, აზნაურთა, დიდ-ვაჭართა და გლეხთა: ღვთის მოწყალებით ამას ზედა დიაღ გულდაჯერებულ ვართ, (იგულისხმება დოკუმენტში ზემოთ ჩამოთვლილი ეპისტოლეს 15 მუხლი), რომ ჩვენს ქვეყანაში არც ყოფილა და არც არის ამისთანა ავნი და ღვთისგანმარისხებელნი საქმენი, მაგრამ ჩვენ ხალხს ვაბრთხილებთ: თუ ვინმე ამისთანა საქმის მქნელი გამოჩნდეს- ან მომწამლელნი, ან კაცის შემკრელნი, ან სიყვარულის და სიძულვილის წამლის მიმცემნი, ან ღვთის დიდად განმარისხებლისა და მიუტევებელისა ფინთისა და მყრალისა და ცეცხლით საუკუნოდ მწველისა მამათმავლობის მქმნელნი, მამალნი ანუ დედალნი, ესენი უნდა ძალიანი და საანდაზო ჯაჯაებით (ჯაჯა-დამნაშავე კაცის ტანჯვა-წამება) დაიხოცნენ.” ეს განჩინება ყოველმა ეპისკოპოსმა თავის სამწყსოს საყდრებში თავის ხალხს წაუკითხონ და გააფრთხილონ. წყარო: კორნელი კეკელიძე, “ქართული ლიტერატურის ისტორია”, ტომი1, თავი– კანონიკა, გვერდი 522 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 5 2014, 07:02 PM
პოსტი
#27
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1798 წლის იანვარში, გიორგი XII-ის ბრძანებით, თელავში დასვენებულ ერეკლე II-ს პანაშვიდი გადაუხადა ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი), რუსთველმა მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (ჯორჯაძე) და ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა მიქაელმა (ინასარიძე).
/"საპატრიარქოს უწყებანი" N40, 2014/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 22 2014, 02:39 PM
პოსტი
#28
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ მეფე ერეკლე II-ს ბარძაყზე რაღაც მუწუკი აწუხებდა, ვერ ენახა და მხლებელნი დაიბარა - ერთი ნახეთ, რა მაქვსო. ერთმა სთქვა, ძირძიდააო, მეორემ - არა, თვალიაო. მესამემ - თავკბილასა ჰგავსო.
- აბა, რა გითხრათ, - თქვა მეფემ, ბარძაყზე დაიკრა ხელი და ყურთან მიიტანა, - აქედან აქამდის რომ სწორე ამბავი ვერ მოგიტანიათ, ქვეყნის ამბავი როგორ უნდა შემატყობინოთო..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 15 2015, 05:21 PM
პოსტი
#29
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყოველ ეპოქაში ესმოდათ ჩვენს დიდ წინაპრებსა და სახელოვან მამულიშვილებს "უბირი" ხალხის წიაღში დაბადებული მუსიკალური ფოლკლორის ფასი.
გავიხსენოთ: მეფე ერეკლე ერთ პირად ბარათში სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ შობა-ახალი წლის დღეებში აღარ ისმის ცისკრის ალილო და მოუწოდებს წილკნელ მღვდელმთავარს, ჩამოვიდეს დედაქალაქში და მოსახლეობას ეს შესანიშნავი სიმღერა ასწავლოს". /ამირან არაბული/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 30 2015, 07:24 PM
პოსტი
#30
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მეფემ დიდგვაროვნები იწვია და მათაც ერთხმად შეჰფიცეს: "გავწყდებით და აღა-მაჰმად-ხანს სამაგიეროს მივაგებთო."
მზადება დაიწყეს, ქალაქში ჩამოვიდნენ, მაგრამ ამ დროს მახარობელი ეახლა მეფეს - აღა-მაჰმად-ხანი ყარაბაღში მოკლესო. ყველა ეკლესიაში სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ მეფე ერეკლემ განჯის ციხე აიღო. განჯის ხანი ჯავათ-ხანი გამოიყვანა და დაიახლოვა. ქართველთა ღალატის ამბავიც მას უამბია მეფისთვის. ამ საიდუმლო ამბების გაგონების შემდეგ მეფის პირმა "აღარ გაიღიმა და კიდევაც დასნეულდა" /"კარიბჭე" N7, 2015, გვ. 39/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 1 2015, 07:07 PM
პოსტი
#31
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"XVIII-XIX სს.-ის თბილისში გეგელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი რამდენიმე ცნობილი მხატვარი მოღვაწეობდა.
მათ შორის უფროსი სამეფო კარზე აღზრდილი ქრისტესია გიორგის-ძე იყო, რომელიც უმცროს ძმასთან - დავითთან ერთად, ერეკლე II-ის წყალობითა და მფარველობით სარგებლობდა. სწორედ ამ დავითის ვაჟის, ანტონის ძე იყო თელავის ღვთაების ფერისცვალების ტაძრის იკონოსტასის მომხატველი დავით გეგელიძე". /ჟურნალი "ალავერდი" N5/8, 2015, გვ. 96/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 1 2015, 07:28 PM
პოსტი
#32
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"...კიკოსის ღვთისმშობლის ხატის ერთ-ერთი საბურველი, ერეკლე მეფის ოჯახისგან შეწირული, დიდხანს ეფარა ღვთისმშობლის წმინდა სახეს. ოქრომკერდით ნაქარგი ძვირფასი აბრეშუმის მანდილი დღეს მონასტრის სიძველეთსაცავშია დაცული. მას ქართული წარწერა ამშვენებს:
"ღმრთისმშობელო, სასოებაო ქრისტეანეთაო, დაგვიფარენ, დაგვიცევ და გუაცხოვნენ ჩვენ ყოვლისა ზემო საქართველოს მეფე ირაკლი და თანამეცხედრე ჩვენი, დადიანის ასული დედოფალი დარეჯან, რომელთა ვინებეთ მწლული ესე შეწირვად შენ, დედოფლისა ზეცათასა, განსამრავლებელად დღეთა ჩვენთა და ძმისა ჩვენისა კათოლიკოზის ანტონისათვის და ძეთა და ასულთა ჩვენთა აღსაზრდელად, წელთა ჩღპ". კიკოსის ღვთისმშობლის ხატს საქართველოშიც ეკუთვნოდა მამულები. ამ ისტორიულ კავშირებს დღემდე მრავალი მეცნიერი იკვლევს. საქართველოს ეკლესიის წიაღში კი კიკოსის ღვთისმშობლის ხატის რამდენიმე ასლია ცნობილი, როგორც ძველი, ასევე თანამედროვე პერიოდში შექმნილი. მათგან ერთ-ერთი ალავერდის წმინდა გიორგის მონასტერშია დაბრძანებული, რომელიც აქ, ღვთის განგებით, ერეკლე II-ის გარდაცვალების დღეს 11 იანვარს მობრძანდა". /ჟურნალი "ალავერდი" N5/8, 2015, გვ. 104/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 15 2015, 08:01 PM
პოსტი
#33
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერეკლე II-ის კარის ეკლესიის არქიმანდრიტი გერონტი (სოლოღაშვილი)"
/"საპატრიარქოს უწყებანი" N22, 2015, გვ. 19/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 26 2015, 08:27 PM
პოსტი
#34
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"...1780 წელს სინაზე იმოგზაურა ერეკლე II-ის კარის მღვდელმა ქრისტეფორე კეჟერაშვილმა..." /გვ. 145/
"მეფე ერეკლე II-ის მიერ შეწირული დუქნებიდან შემოსულ ტაძრის შემოსავლებს სინის მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში მოღვაწე ბერმონაზვნებს უგზავნიდნენ, ეხმარებოდნენ" /გვ. 152/ /"საქართველოს იმედი II, წიგნი 18"/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 26 2015, 11:13 PM
პოსტი
#35
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ასევე, მნიშვნელოვანია ერეკლე II-ის აქტები, საბუთები, რომლებიც 1778 წლით თარიღდება.
მეფე წერს, რომ იგი სინის მთაზე წმ. ეკატერინეს მონასტერს, სადაც ღმერთი მოსეს გამოეცხადა, შესწირავს 50 კურუშს, რაც ქართულ ფულში 37 მანეთსა და 50 კაპიკს უდრის" /"საქართველოს იმედი II, წიგნი 18" გვ. 153/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 23 2015, 10:32 PM
პოსტი
#36
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩემი ახალი წიგნი. დავწერე მისთვის, რომ ქვეყანა უყვარდეთ. ისტორიული ფაქტების ზუსტი დაცვით ვეცადე დრო გამეცოცხლებინა" /ნინო ცარციძე/ /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 29 2015, 08:46 PM
პოსტი
#37
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პატონ იოსელიანი აღნიშნავს, რომ XIX საუკუნეში ერთაწმინდის ტაძარში ინახებოდა ცილინდრული ფორმის კიდობანში ჩასვენებული წმინდა ევსტათის მკლავის ნაწილი და ცერი. აღნიშნული სიწმინდე როგორც სასწაულმოქმედი, მეფე ერეკლე მეორეს კათალიკოსის ნებართვით თავისი ქალიშვილის თეკლას ავადმყოფობის გამო, თბილისში გადაუტანია, მაგრამ 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას იგი სხვა სიწმინდეებთან ერთად ქალაქიდან წაუღიათ. მეფე ერეკლეს დას, შემდეგ იგი გამოუსყიდია და იმავე ერთაწმინდის ტაძრისთვის დაუბრუნებია"
/"საქართველოს იმედი II" წიგნი 19. გვ. 120/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 5 2015, 07:23 PM
პოსტი
#38
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენი დაუცხრომელი ერეკლე (ირაკლი აბაშიძე) შესანიშნავი პოეტი, ძალიან გადატვირთული კაცია, ნიადაგ სახელმწიფურ საქმეებს შეჭიდებული, სიტყვა ხმალივით უჭრის, მიტომ შევარქვი ერეკლე"
/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება, წერილები" ტ. II, გვ. 449/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 7 2015, 12:29 PM
პოსტი
#39
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"...ალექსანდრე ამილახვარი ეკუთვნოდა ქართლის წარჩინებულ გვარს, რომელიც დაახლოებული იყო ერეკლე II-ის სამეფო კართან (ისინი მძახლები იყვნენ). თუმცა მისი ოჯახი ოპოზიციაში აღმოჩნდა მეფის მიმართ, რადგან მხარს უჭერდა ვახტანგ VI-ის შთამომავლობის გამეფებას ქართლში და ეწყობოდა ქართლის დიდებულთა შეთქმულება ერეკლე მეფის წინააღმდეგ.
დიმიტრი ამილახვარი, ალექსანდრეს მამა, შემჩნეული იყო, როგორც შეთქმულების მთავარი სულისჩამდგმელი ამის გამო მისი ოჯახი სასტიკად დაისაჯა... ალექსანდრე დააპატიმრეს, როგორც შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური წევრი. მეფემ ჯერ თავად მიაყენა შეურაცხყოფა, შემდეგ კი მსახურებმა მას ცხვირი მოაჭრეს და ფეხის ძარღვი გადაუჭრეს. მის მიმართ განხორციელებულმა ასეთმა მოპყრობამ, სამუდამოდ დაამახინჯა ეს მოუსვენარი ახალგაზრდა, რომელშიც უხვად იყო დაგროვილი ღმერთის, სამშობლოსა და ერისადმი უსაზღვრო სიყვარული... ერეკლე მეფის თხოვნით, ეკატერინე II-მ ვიბორის ციხეში გამოკეტა ნიჭიერი მოაზროვნე, რომელმაც 18 წელი აუტანელ პირობებში გაატარა..." /ალექსანდრე ამილახვარი, პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და მოაზროვნე 1750-1802 "საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2015, გვ. 10-12/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 19 2015, 10:03 PM
პოსტი
#40
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მირიან ბატონიშვილი (ბაგრატიონი)
(დ. 19 აგვისტო, 1766 ― გ. 15 სექტემბერი, 1834) — ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ძე. შედიოდა იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ერეკლე II-მ გაგზავნა პეტერბურგს 1783 ტრაქტატის დადებასთან დაკავშირებით იქვე დარჩა და რუსეთის სამსახურში შევიდა. პეტერბურგიდან მიმოწერა ჰქონდა ქართლ-კახეთის სამეფო კართან. მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი და სენატორობა. 1797 დასაწყისში ებოძა ყაბარდოს პოლკის შეფობა. მსახურობდა „კავკასიის ლინიაზე“ გენერალ გუდოვიჩთან. მირიან ბატონიშვილმა შემოგვინახა „დავითიანის“ გურამიშვილისეული ხელნაწერი და არზა. მირიან ბატონიშვილი 1798 იანვარში საქართველოში დაბრუნდა, გათავისუფლდა სამსახურიდან და აქვე დარჩა. 1801 წლის 15 მარტიდან სამუდამოდ დასახლდა პეტერბურგში, ეწეოდა ლიტერატურულ და მთარგმნელობით მოღვაწეობას. რუსულიდან თარგმნა „სწავლა თქმული ილია მინიატისაგან“ (A - 1448), ბრავეს ტრაგედია „ატეისტი“ (H - 2321). ავტორია რამდენიმე იამბიკოსი. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში. /FB/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი