IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სიყვარული ფორუმზე - პირველადი ინფორმაცია ახლებს
მნათე
პოსტი Jul 13 2007, 12:19 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4




თემა იხსნება, ფორუმის წევრთა მოტივირებისთვის...

ალბათ როცა რეგისტრაციას გადიოდით, ბანერზე დალანდეთ რომ ფორუმი გახლავთ "მართლმადიდებლური" პროფილის ( tongue.gif ), ა.გ თქვენ უკვე გარკვეული წინასწარი ინფორმაცია მიიღეთ მასში განთავსებულ ტექსტურასა თუ მპოსტავ იუზერებზე...

მაგრამ ვფიქრობ დროა გავიაზროთ, რომ ეს ღვთაებრივი სიტყვა - ბერძნული ორთოდოქსიის შესატყვისი რომ არის და სწორედ დიდებას გულისხმობს, სულაც არ გახლავთ ასეთი მშრალი და იდეოლოგიური, როგორადაც მას ხშირად წარმოადგენენ...

მართლმადიდებლობა ეს არის მადიდებლობა და რწმენა სიყვარულში,

უკეთ - რწმენის გავრცელება სიყვარულში,

კიდევ უკეთ - რწმენისა და ჭეშმარიტების დამოწმება სიყვარულით!

- თითოეული ადამიანი, რომელიც ფორუმზე შემოდის, რა თქმა უნდა ხვდება ეკლესიურ გარემოში, რადგან მპოსტავთა აბსოლუტური უმრავლესობა ეკლესიის წევრია - მაშასადამე ისინი ჩვენგან მოელიან რაღაც არაჩვეულებრივს თუ არა, განსხვავებულს მაინც, ასეთ ადამიანებს რამდენიმე რამ მინდა ვუთხრა:

1. ღმერთი ადამიანებით არ იზომება და ნურც თქვენ გაზომავთ მას ჩვენით.

2. მართალია ჩვენ გვევალება ვიყოთ "ამ სოფლის მარილი", მაგრამ ხშირად ჩვენსავე სამარილეში, წიწაკის მეტი არაფერია.

3. ეკლესია თითქმის ყველა საუკუნეში სამწუხაროდ ისევ ადამიანთა დაუდევრობისა და ურწმუნოების გამო ასეთ ქარ-ცცეხლში იყო, თავად პავლე მოციქულს უწევდა მკაცრი გამონათქვამების მთელი ნუსხის მიწერა მაშინდელი ქრისტეანული თემებისადმი, რომელიც საოცრად ეხმიანება ფორუმის ყოფას:

"თუკი ერთიმეორეს ჭამთ და შეურაცხყოფთ, ფრთხილად იყავით ერთმანეთი არ გაწყვიტოთ" (გალატ 5,15)

"ყველა თავისას ეძებს და არა იმას, რაც სათნოა ღვთისათვის" (ფილიპ. 2; 20-21)


ეს ნუ დაგაბრკოლებთ, რადგან ჩვენ მხოლოდ ვიღწვით სრულყოფილებისთვი, ჩვენი მიზანია აღარ ვიყოთ მშრალნი, ნელთბილნი და უსიყვარულონი!

" ხოლო მე შეგაგონებთ ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებული იყოთ გონებითა და აზრით (კორ. I, 1,10)


ჩვენი ვალია გვიყვარდეს, რადგან ქრისტეს სურს ამ ქვეყნის ბრძენთა და ფარისეველთ, სწორედ ჩვენი უანგარო ერთგულებით დასცინოს smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   სიყვარული ფორუმზე - პირველადი ინფორმაცია ახლებს   Jul 13 2007, 12:19 PM
sanfol   ერთი საკითხი მინდა...   Oct 27 2014, 05:23 PM
marine   ერთი საკითხი მინდ...   Nov 4 2014, 05:54 PM
A.V.M   sanfol კი   Oct 27 2014, 11:09 PM
sanfol   sanfol კი მადლობა პასუ...   Oct 28 2014, 01:14 PM
marine   "უკიდურესობამდე ...   Aug 19 2015, 05:10 PM
marine   "რაშიც სულსა და გ...   Aug 22 2015, 08:58 PM
marine   "სიყვარულის გაზა...   Aug 25 2015, 08:01 PM
marine   ’’სიყვარული ალბათ ...   Aug 27 2015, 04:32 PM
რობინი   მე გეტყვით მაგის პ...   Sep 3 2015, 10:43 PM
G_saxva   მე გეტყვით მაგის პ...   Sep 4 2015, 10:31 AM
რობინი   გვითხარი კარგი გე...   Sep 8 2015, 11:09 AM
marine   "უკუნითი უკუნისა...   Sep 7 2015, 08:30 PM
A.V.M   რობინი კეთილი იყოს...   Sep 10 2015, 11:17 PM
რობინი   რობინი კეთილი იყო...   Sep 10 2015, 11:23 PM
მნათე   2007 წელს გახსნილი თე...   Dec 8 2015, 07:20 PM
marine   2007 წელს გახსნილი თე...   Dec 8 2015, 08:10 PM
ninakausti   სიყვარული ყოველთვ...   Jun 6 2016, 12:52 AM
anula   როგორხართ ჩემო კარ...   Jun 29 2016, 02:37 PM
მარიამი20473   ძალიან ბევრი რამე ...   Nov 29 2017, 05:50 PM
marine   მარიამი20473 მარიამ, ...   Nov 29 2017, 08:30 PM
marine   ნეტავი სად არის ამ ...   Apr 26 2020, 08:04 PM
anouk   ეს ფორუმი მოკვდა? ა...   Jun 1 2022, 05:56 PM
marine   ეს ფორუმი მოკვდა? ...   Jun 1 2022, 08:19 PM
anouk   ღმერთმა 100წლ გაცოცხ...   Jun 1 2022, 10:38 PM
marine   ღმერთმა 100წლ გაცოც...   Jun 2 2022, 10:24 AM
5 გვერდი V « < 3 4 5


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2024 - 11:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი