თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ მაცხოვნებელი მოძღვრების მომნიჭებელი წიგნების კითხვა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 10:32 PM

"ნუ დავიზარებთ სულიწმინდის მადლით გაჯერებული, მაცხოვნებელი მოძღვრების მომნიჭებელი წიგნების კითხვას, რადგან ნათქვამია: "მოიცალეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი". ყოველი ადამიანი, რომელიც სუფთა გულით კითხულობს საღვთო წიგნებს, უდიდეს შემეცნებას მიიღებს უფლის შესახებ. ამიტომაც მთელი ძალით ვეცადოთ, არ დავიზაროთ ეს სათნო და კეთილი საქმე, განუშორებლად დავუმეგობრდეთ ლოცვასა და წიგნს, რათა საღვთო ნათლით განათდეს ჩვენი გონება და ყოვლად სრული და უნაკლო იყოს იგი.

შეისისხლხორცე ლოცვა და წიგნის კითხვა მარადის, რადგან რამდენადაც შეიყვარებ ღმერთს კითხვითა და ლოცვით, იმდენად იკურთხება შენი სხეული, სული და სამშვინველი. რაკი უწყი ამხელა მადლის შესახებ, ნუ დაიზარებ ამ სათნო საქმის აღსრულებას, მოუწყინებლად ითხოვდი ღვთისგან, მოგცეს ძალა და შეგეწიოს ამ კეთილ საქმეში".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2016, 11:44 AM

"შენც, სულიერად მოწყურებული, დაეწაფე საღვთო წიგნების კითხავს, რადგან მათში იპოვი განსასუენებელს სულისას, სწავლებას საუკუნო სიხარულში დასამკვიდრებლად. მარად გახსოვდეს სიტყვა უფლისა და "ხვიდოდი გზათა მისთა". სიტყვას, რომელიც თესლად იწოდება სახარებაში, ნუ დაუთმობ ფრინველს, რომ მოგტაცოს იგი, არამედ დაფალი მიწის სიღმრეში - შენს გულსა და გონებაში და მრავალი ნაყოფით დაგასაჩუქრებს ღმერთი. გულმოდგინედ იკითხე და ჭეშმარიტად იღვაწე, რომ შეიმეცნო არსი და სიღრმე წაიკითხულისა. არ იჩქარო გადაფურცვლა, არამედ ორჯერ, სამჯერ და მრავალჯერ დაუბრუნდი ადგილს, რომლის აზრი და შინაარსიც გაუგებარი იყო შენთვის, რადგან, როგორც უფალი სახარებაში ამბობს: ვინც ირეკს, მრავალგზის აკაკუნებს რწმენისა და შემეცნების კარზე, მას აუცილებლად გაეღება იგი".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2016, 08:00 PM

"ღვთაებრივი სიტყვა - სასულიერო მწერლობა, ჩვენი მატერიალური ყოფის მოთხოვნილებებით გაუხეშებული სულებისათვის იგივეა, რაც წვიმა გვალვით გადამხმარი ბალახებისა და ზეთი - მინავლული კანდელისათვის".

/ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გვანცა კოპლატაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 07:55 PM

"ღვთივსულიერ წიგნებს, როგორც უშრეტ მდინარეს, ისე ვეწაფოდეთ. როგორც ხვატში წყლის ნაპირზე მჯდომი გრილდება წყაროსგან წამოსული სინოტივითა და სიგრილით, საღვთო წიგნებს დაწაფებული სულიც ასევე განარიდებს თავს ვნებებსა და საუკუნო ცეცხლს".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 08:48 PM

"უყვარდა წმინდათა წერილთა კითხვა" და, საერთოდ, "სული და ცხოვრება მისი" წიგნის კითხვა იყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2017, 10:35 AM

"კარგია, იკითხო სულიერი წიგნები, მაგრამ უკეთესია, წაკითხული პრაქტიკულად გამოიყენო - იცხოვრო სულიერად".

/ბერი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2017, 09:24 AM

"მწერლობის მისია ის არის, რომ ადამიანს ესთეტიკური ხედვა გაუღრმავოს, დაანახოს უკეთესი რეალობა. ამ მხრივ მწერლობის მისია თითქმის ეკლესიის მისიას უტოლდება. ჭეშარიტი ლიტერატურა და რელიგია ყოველთვის გადაჯაჭვული იყო და არის, ერთმანეთთან ახლოს იდგა. შეიძლება რელიგია არსებობდეს ლიტერატურის გარეშე (თუმცაღა სახარება უდიდესი პოეზიაა), მაგრამ პირიქით შეუძლებელია. ყველაფერი ბიბლიიდან მოდის. რელიგიამ შვა ყველა ის ფასეულობა, რაც კაცობიობას გააჩნია. რელიგიის გარეშე ლიტერატურა არის ოდენ აჩრდილი, მოჩვენება. მწერლობას სჭირდება ქრისტიანობა ისე, როგორც ადამიანს ჰაერი."

/მწერალი ბაჩო კვირტია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2017, 11:36 AM

"თუკი თუნდაც ერთი დღით დავივიწყებთ წმიდა წერილისა და წმიდა მამების კითხვას, მაშინ ამასოფლის სული იმძლავრებს ჩვენში და რაც უფრო მეტ ხანს დავყოფთ ასე, მით უფრო მეტწილად დავკარგავთ სულიერ გონებას".

/მღვდელ-მონაზონი სერაფიმე როუზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2017, 07:11 PM

"სასულიერო წიგნებს ვკითხულობდი. მამები გვასწავლიან, თუ ღვთის სიტყვის განმარტოებით კითხვისას შენთვის გაუგებარ ადგილს შეხვდები და ბრძენი და კეთილი მასწავლებელი გვერდით არ გყავს, თავმდაბლად სთხოვე უფალს, გონება განგინათლოს და კითხვა განაგრძე. როცა შემდეგში იმავე ადგილს წაიკითხავ, ყოველივე უცილობლად გასაგები გახდებაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2017, 11:02 AM

"დამიჯერეთ, წიგნი ადამიანის ყველაზე დიდი მეგობარია. თუმცა მასთან მეგობრობა მხოლოდ სულიერი ინტერესების ადამიანებს შეუძლიათ".

/პროფესორი ლაურა გრიგოლაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2017, 11:25 AM

"როცა სულიერი შინაარსის თხზულების კითხვას განიზრახავ, არასდროს იჩქარო, ფიქრები მალევე სხვა, ნაკლებ მნიშვნელოვან საქმეებს მიაპყრო. გახსოვდეს, რომ მთელი შენი ცხოვრება, განუწყვეტლივ, ღვთის სიტყვას უნდა სწავლობდე.
დაე, წმინდა წიგნები და მათი კითხვა შენთვის უპირველესი და საუკეთესო საქმიანობა იყოს. წაიკითხე, განიბრძნე, ცხონდი და სხვებიც აცხოვნე. უფრო მეტად იპყარ ხელში და წაიკითხე სიტყვა ღვთისა - ბიბლია, დაე, მუდამ ბაგეზე გქონდეს სიტყვები ღვთის სჯულის წიგნიდან. ეს სიტყვა მაგალითია ჩვენი ადამიანური სიტყვისა. თუ გინდა, სიტყვაში ძლიერი იყო, უნდა განიმსჭვალო ღვთის სიტყვის სულით, ცხონების სულით, მისი სიწმინდისა და წმინდანობისა."

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2017, 11:56 AM

"წმინდა მაკარი ოპტელი მცირე საგნებშიც კი ვერ იტანდა უკრძალველობას. როცა დაინახავდა, მაგალითად, ვიღაცისგან ნაჩქარევად ანდა უყურადღებოდ გადაშლილად, ამობრუნებულად დადებულ წიგნს, ამის გამკეთებელს უეჭველად დატუქსავდა: - შენ წიგნი უკრძალველად დადე - ეს ცუდიაო და უთუოდ შეასწორებდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2017, 09:48 PM

"ყოველი წიგნი გულისხმობს პიროვნებას, რომელიც მას წერდა".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2017, 03:25 PM

"ეს საოცრად კაცთმოყვარე და ღმერთშემოსილი მოსაგრე [ღირსი სერგი რადონეჟელი] თავისი ცხოვრებითვე ჰბაძვიდა იმათ, ვის ცხოვრებასაც დღემუდამ კრძალვით და გულდაუნჯებით კითხულობდა და მათი ანგელოზთასწორი ღვაწლით და უპოვართადმი მათი მსახურებით განკვირდებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2017, 12:35 PM

"გაფრთხილდი, საყვარელო", - მოგვმართავს წმინდა მამა [იოანე ოქროპირი] და გვირჩევს, მოუწყინებლად ვიკითხოთ სასულიერო ლიტერატურა და წმინდანთა ცხოვრებიდან ვისწავლოთ ბოროტ ძალებთან ბრძოლის ხელოვნება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2017, 01:40 PM

"მოიცალეთ და გულისხმაჰყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი", - ბრძანებს უფალი. შემოქმედის შემეცნება კი ცოდვებისგან განწმენდილი გულით წმინდა წერილის კითხვით არის შესაძლებელი. ამიტომ არ დაგეზაროს სასულიერო ლიტერატურის კითხვა, - გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი, - არამედ განუწყვეტლად ილოცე გულში და იკითხე წმინდა წერილი, რათა ღვთის მადლმა განგინათლოს გონება და სისრულეს მიაღწიო, რამეთუ უფალი ბრძანებს: "იყავი სრულ, ვითარცა მამაი შენი ზეცათაი სრულ არს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2017, 02:59 PM

"წმინდა მამა იხსენებს სამოელ წინასწარმეტყველის დედას, ანას, და ბრძანებს, რომ ნეტარი ანა გულში ლოცულობდა, ბაგეებს ამოძრავებდა, მაგრამ ხმას არ გამოსცემდა, და მისი ჩუმი ლოცვა შეისმინა უფალმა - მიმადლა ძე და დაიხსნა უშვილობის ყვედრებისგან. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი იტყვის, თუკი ხმამაღლა ვედრება არ ძალგვიძს, ვილოცოთ გონებითა და გულით, რადგან უფალს მდუმარე ვედრებაც ესმის. არც მაშინ უნდა დავბრკოლდეთ, როცა სასულიერო ლიტერატურას ვკითხულობთ და ვერაფერს ვიგებთ. ასეთ შემთხვევაში, გვირჩევს წმინდა მამა, დასახმარებლად წმინდა წერილში განსწავლულ სასულიერო პირებს მივმართოთ. ამით ჩვენი უმეცრება კი არა, გონიერება წარმოჩინდება, რომ მზად ვართ უფლის სიტყვის მისაღებად. ნათქვამია: "თუკი განსწავლულ კაცს ნახავ, ნუღარ მოსცილდები, არამედ ტკეპნე მისი სამყოფლის ზღურბლი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2017, 10:18 PM

"დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ყველაფრის მიუხედავად, წიგნისთვის დროს მაინც რომ პოულობენ".

/მომღერალი ნინო ქათამაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2017, 10:48 AM

"შეგვეწიოს წმინდა სვიმეონი ჩვენც, მისი ცხოვრების კრძალვით მთხრობელთ და წამკითხველთ, და განგვკურნოს სულიერი უნაყოფობისგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 08:19 AM

"ცხოვრება თუნდაც იმიტომ არის საინტერესო, რომ წიგნის წაკითხვის ბედნიერება გაქვს"

/მომღერალი ნინო ქათამაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2017, 11:14 AM

"აღმოსავლელ მამათა ნაწერი ჭეშმარიტი თავგანწირვით, ვნებათა წარმხოცი სულიწმინდის სურნელით სუნთქავს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2017, 08:57 PM

"ვერაფერი ვერ შეედრება წიგნს, რადგან წიგნი იყო, არის და მომავალსიც დარჩება ერუდიციის, ცოდნის, განათლების მყარ ფუნდამენტად".

/სოსო სიგუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2017, 11:39 AM

"სორბონის, ლონდონის და ბერლინის უნივერსიტეტებში სტუდენტებს სპეციალურად ვკითხე, რა წიგნს კითხულობთ მეთქი ამჟამად. ჩემი შეკითხვა სასაცილოდ არ ეყოთ. მერე კითხვა შევარბილე, ასწიოს ხელი, ვისაც აქვს მეთქი წაკითხული ჰიუგოს, გოეთეს, შილერის, ბაირონის, შექსპირის, სტენდალის ნაწარმოებები? ორმოცკაციან სტუდენტურ აუდიტორიაში არცერთი ხელი არ აღიმართა.

ცუდად მენიშნა ახალგაზრდობის გულგრილობა კაცობრიობის ძველი და ნაცადი მეგობრის, მისი კეთილი მრჩეველის - წიგნის მიმართ".

/რეზო მიშველაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2017, 03:51 PM

"სასულიერო წიგნთა ყურადღებით წაკითხვა და შესწავლა შემოკრებს გონებას, გაათბობს გულს და მოამზადებს მას ლოცვისთვის. სახარების ყურადღებით წაკითხვა აუცილებელია სულის განსაწმენდად, თუნდაც მთლიანად ვერ ვხვდებოდეთ მის აზრს.

წავიკითხოთ "ნოყიერი" წიგნები, ისეთი, როგორიც წმინდა ისააკ ასურის ნაშრომებია. კაცი ერთ წინადადებას წაიკითხავს ამ წიგნებიდან და მთელი კვირა, მთელი თვე ჰყოფნის საკვებად, იმ სულიერი ვიტამინების გამო, რომელთაც ისინი შეიცავს. დღეს კი ბევრი წიგნს კითხულობს, ამით სიამოვნებას იღებს, მაგრამ რასაც კითხულობენ, მათ არ ეხებათ, მათში არაფერი რჩება.

ისინი წაკითხულს მსუბუქად და არასერიოზულად უცქერიან. ამბა ისააკი ამბობს, "ქაღალდზე დახატული წყლით წყურვილს ვერ მოიკლავო". როცა ახალბედა ვიყავი, წმინდა მამათა ნაწერებიდან ცოტას ვკითხულობდი, მაგრამ ამონარიდებს ვკრებდი წაკითხულიდან, საკუთარ თავს წმინდა მამებს (იმათ სწავლებას) ვადარებდი და ვხედავდი, რა შორს ვიყავი მათგან. წმინდა მამებში ვიცქირებოდი, როგორც სარკეში".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2017, 11:11 PM

წმ. იოანე ოქროპირი

691. რას ეტყოდით ისეთ ადამიანს, რომელიც ფრიად მოშურნეა სასულიერო ლიტერატურის შეძენაში?

ვისაც საღმრთო წიგნები აქვს შინ, უდიდეს სარგებლობასა და ნუგეშს მიიღებს მათგან, რადგან ხშირად ისიც კი გვართმევს ცოდვის ჩადენის სურვილს, თუკი თვალს შევავლებთ წმინდა წიგნს და ღმერთი გაგვახსენდება.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2017, 02:06 PM

"ღმერთმა მოგცეთ ძალა წიგნებთან სიახლოვისა, მართლისა და არამართლის გარჩევისა".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2017, 12:06 PM

" - მძიმე ბავშობიდან ვინ გამომიყვანა?
- ... მისმა უდიდებულესობა - ქართულმა წიგნმა"

/პედაგოგი ლიანა თოდუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2017, 11:45 AM

"...იმ დღეებშივე ბატონმა სიმონმა მომაწყო საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკაში. უსაზღვროდ კმაყოფილი გარემოცვით - წიგნები, წიგნები, წიგნები..."

/ბაბო დადიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2017, 08:02 PM

"მართლმადიდებლური საგალობლების ყველა ავტორი - წმინდა იოანე დამასკელი, ღირსი კოზმა მაიუმელი, ღირსი ანდრია კრიტელი და სხვა მრავალი, რომლებმაც ეკლესიურ წესში ის ალეგორიული მასალა, ტიპებისა და სიმბოლოების ის ენა, ის ხატები შეიტანეს, რომლებითაც საუბრობს და სუნთქვას ეკლესია. ისინი, როგორც გოთური ტაძრების ფერადი შუშები, უძველესი ჟამნებისა და ფსალმუნების მინიატურებივით ამშვენებენ ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილ ჩვენს წიგნებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2017, 11:46 AM

"ადრეული ასაკიდან მე უკვე მივაგენი ჩემი ცხოვრების გზას - უწიგნოდ სიცოცხლეს არ ვთვლიდი ღირებულად".

/ჰიდროგეოლოგიის დოქტორი ელენე აბაშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2018, 06:06 PM

"სასულიერო წიგნების კითხვა სულიერ სიმშვიდესთან და ზნეობრივად განწმენდილ ყოფიერებასთან აზიარებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2018, 04:47 PM

"კითხვა ხელოვნებაა, მკითხველიც ხელოვანია"

/ვირჯინია ვულფი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2018, 09:30 PM

"სულიერი საკითხავი სულს ათბობს და გაძლიერებულად აღძრავს მას ლოცვისა და მოღვაწეობისათვის".

/მამა პაისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2018, 09:53 PM

"როცა წიგნს (სასულიეროს, რა თქმა უნდა) კითხულობ, შენი გონება იწმინდება".

/მამა ტიხონ მეუდაბნოე (+1968)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2018, 10:02 AM

"ერთი ძმა სენაკში იყო დამკვიდრებული. ოცი წელი დღე და ღამე წიგნებს კითხულობდა. ერთ დღეს აიღო თავისი ტოპრაკი და უშინაგანეს უდაბნოში შევიდა. გზად შეხვდა მამა ისააკს. სად მიხვალ, შვილოო. მამაო, ოცი წელია, წიგნებს ვკითხულობ, ამიერიდან მინდა ვაკეთო ის, რაც წიგნებში წამიკითხავსო. ბერმა დალოცა და გაუშვა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2018, 07:21 PM

"ჩემი წიგნები - ჩემი შვილებია, და როცა მათ ვკითხულობ, წინ უფლის ანგელოზები მიდგებიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2019, 10:53 AM

"კითხვა: მუდმივად ვყიდულობ რელიგიურ წიგნებს, მაგრამ მათ წასაკითხად დრო არ მრჩება. ცოდვას ხომ არ ჩავდივარ ამით?

პასუხი: მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრების წესი მოითხოვს არა მხოლოდ ლოცვების წაკითხვას, არამედ სხვა სასულიერო საკითხებსაც. რელიგიური წიგნები განსაკუთრებით მარხვის დროს უნდა ვიკითხოთ. ამ წიგნების წაკითხვის გადადებით თქვენს სულიერ ცხოვრებასაც გადაავადებთ, რაც ცოდვად ჩაგეთვლებათ. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა გველის ხვალ? იქნებ ცოცხლებიც აღარ ვიყოთ?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2019, 11:29 AM

"კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება, მოყვასს არ ვათხოვო სასულიერო ლიტერატურა იმის შიშით, რომ არ დამიკარგოს?

პასუხი: როგორც წმიდა მამა ბასილი დიდი გვმოძღვრავს: ვინც მხოლოდ თავისი ტკბობისთვის ინახავს რამე ღვთის მადლს და არ უნაწილებს სხვებს, განიკითხება, როგორც ტალანტის (ფულის ერთეული) დამმარხველი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 07:49 PM

"ახალი წმინდა წიგნების კითხვა ხშირადაა საჭირო, რათა ჩვენი გონება განათლდეს. როდესაც დანით ჭრი, ის ბლაგვდება, ხოლო როდესაც ძელაკზე ალესავ, მჭრელი ხდება, - ასევე ემართება გონებასაც წმინდა წიგნების კითხვისას"

/"სულიერი მდელო"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2019, 09:42 PM

"უბრალოდ, ადამიანმა უნდა იცოდეს კითხვა სტრიქონებს შორისაც"

/დეკ. გიორგი საბიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 05:03 PM

"წმინდა მამები თავიანთ ნაშრომებს სულიწმინდით წერენ; და ამიტომაც ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს. ლოცვა - ეს მათი ღვაწლია. თითოეული სიტყვა ნატიფად არის დამუშავებული და მოთავსებულია იქ, სადაც საჭიროა".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 09:28 PM

"საღვთო სიტყვებს იმიტომ ვსწავლობთ, რომ შევიგრძნოთ ისინი. და რაც უფრო მეტად შევიგრძნობთ მათ, მით უფრო განვიწმინდებით. როცა გულისყურით მოვუსმენთ ფსალმუნების, ტროპარების, კანონების სიტყვებს და დავტკბებით მათით, გარკვეული პერიოდის შემდეგ განწმენდასაც მივაღწევთ. ასეთი წმინდა საქმიანობით განვერიდებით ბოროტებას და გვსურს მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2019, 05:27 PM

"დაკავდით საგალობლებით, წმინდანთა, მოწამეთა კანონებით, ფსალმუნებით, გულდასმით იკითხეთ წმინდა წერილი და მამათა ნაწერები. ამ გზით თქვენი სული გახდება ფაქიზი, განიწმინდება, განიღმრთობა, იქნება მზად - მიიღოს საღვთო გზავნილები".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 05:41 PM

"წიგნების ახლანდელი დაყოფა თავებად და მუხლებად შემოღებულია მეცამეტე საუკუნეში კარდინალ ჰუგის მიერ. პირველად მან ვულგატა დაყო თავებად და მუხლებად, ეს მოეწონათ სხვებსაც და ჰუგის მიერ შემოღებული დაყოფა მათაც გადაიტანეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2019, 06:50 PM

"წმინდანთა ცხოვრება ძლიერ განგამტკიცებს ადამიანს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2019, 03:45 PM

"ქრისტიანობა წიგნების გარეშე არ არსებობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 03:38 PM

"გონებას იდეები ისე სჭირდება, როგორც მანქანას - საწვავი. წიგნებიდან კი ბევრი იდეის აღება შეიძლება"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 09:50 PM

"ვისაც ინტელექტი და წიგნთან ურთიერთობა აკლია, არასდროს დაიჯერო მისი სულიერების..."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 10:24 PM

"არაფრის მომცემი საუბრები, არც ზედმეტი ურთიერთობები არ მოგიტანს სიკეთეს...
რაც უფრო ჩაუღრმავდები საკუთარ თავს, მეტად გააცნობიერებ, როგორი ცარიელია ირგვლივ ყველაფერი...
მიეკედლე წიგნს და სწორედ ის აგავსებს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 10:09 PM

"ღვთის სიტყვის კითხვა იგივეა, რაც პური, ლოცვა კი - ცოცხალი წყალი სულისათვის. შეიძლება პურმა წყალი შეცვალოს ან წყალმა - პური? საჭიროა ერთიც და მეორეც".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 03:00 PM

"წმიდა წიგნები ამხელს ყველა ჩვენგანის სინდისს, მიუთითებს და ამოძირკვავს ვნებებს, აშიშვლებს ეშმაკის ბადეებს, გვასწავლის სათნოებას, განგვამტკიცებს მოთმინებასა და მწუხარებაში, გვახსენებს სიკვდილის საათს, გვაუწყებს ქრისტეს მოსვლასა და ცათა სასუფეველს, გვახსენებს მარადიულ ტანჯვას"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2020, 07:19 PM

"წმინდანთა ცხოვრება უკეთესია დამწყებთათვის, მამათა თხზულებანი - საშუალოთათვის, ღვთის სიტყვა - სრულყოფილთათვის".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 08:18 PM

" - როგორ დავიმახსოვროთ წმიდა წიგნში წაკითხული?

- რომ განვიმტკიცოთ და კარგად დავიმახსოვროთ სულის მხსნელი ამოკითხული, ის ძმას უნდა გავუზიაროთ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2020, 01:31 PM

"მუდამ იკითხეთ წმინდა წიგნები, ეცადეთ გაიგოთ წმინდა მამათა სწავლება: სიმდაბლე და ცოდვებისათვის მგლოვარე გული უნდა შევიძინოთ, რათა ყოველ კაცზე უარესად შევრაცხოთ თავი - უამისოდ ვერავითარ სულიერ წარმატებას ვერ მივაღწევთ".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2020, 08:29 PM

"წიგნები თქვენთვის მოშურნეობისა და ძალის წყარო უნდა იყოს. სულიერი წიგნები უბრალო ლიტერატურა კი არ არის, არამედ წმინდა მამების სიტყვებია. ხოლო წმინდანები "არა ნებითა თვისითა იტყოდეს, არამედ წუევითა სულისა წმინდისაითა იტყოდეს და დაწერეს". ამას ჩვენთვის სიცოცხლის ფასი აქვს. წმინდა მამებმა მაშინვე იცოდნენ, რომ მომავალში ამგვარი სულიერი გვალვა დადგებოდა ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თავმდაბლები იყვნენ, ჩვენს სანუგეშოდ დასხდნენ და თავისი გამოცდილება დაგვიწერეს, რათა გვქონოდა ის, რაც ახლა გაგვაჩნია".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 08:07 PM

"მოძღვარს [იოსებ ვატოპედელი] აგრეთვე სურდა, ჩვენი ყურადღება სულიერი კითხვის სარგებელზე გაემახვილებინა. გვეუბნებოდა, რომ კითხვის დროს წმინდანები არა მარტო თავიანთი სიტყვებითა და დარიგებებით გვეხმარებიან, არამედ თავიანთი ლოცვითაც. გვირჩევდა, როდესაც ვინმე წმინდანის წიგნს ვკითხულობთ, კითხვასთან ერთად მას ლოცვითაც მოვუხმოთ ხოლმე. ერთხელ, როდესაც ნეა სკიტში ცხოვრობდა, წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის ნაშრომის კითხვისას იმავდროულად გულით წმინდანისადმი ლოცულობდა. უეცრად ისე აშკარა გახდა ღირსი მამის იქ ყოფნა, რომ ბერმა უხერხულადაც კი იგრძნო თავი. "მომერიდა, არ შევეხო-მეთქი", ამბობდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2020, 10:09 PM

"ბევრს უყვარს კარგი წიგნების კითხვა: ესეც კარგია; მაგრამ ყველაფერს სჯობია ლოცვა, ხოლო ვინც კითხულობს ცუდ წიგნებს ან გაზეთებს, იგი დაისჯება სულის შიმშილით; მისი სული მშიერია, იმიტომ, რომ საკვები სულისა და კმაყოფილება იმით - ღმერთშია; ღმერთშია მისი ცხოვრებაც, სიხარულიც... ო, როგორ ვუყვარვართ ღმერთს... და ეს სიყვარული შეიცნობა სულიწმინდით".

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2021, 05:32 PM

"როგორ ვზურნავთ ხორციელი ჯანმრთელობისათვის! სამკურნალო ბალახების შესახებ რაიმე წიგნს თუ მოვკარით თვალი, ან რაიმე რეცეპტი გავიგეთ, სასწრაფოდ ამოვიწერთ, დავიმახსოვრებთ და სხვებსაც ვურჩევთ. სასულიერო ლიტერატურაში კი სულიერი სენის სამკურნალო რეცეპტის მოძებნა აზრადაც არ მოგვდის"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2021, 04:45 PM

"წმინდა მამების ნაშრომების კითხვა - ეს არის ყველა სათნოების მშობელი და მეფე"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2021, 08:36 PM

"კარგია კითხვა და ცოდნა, მაგრამ მაშინ, როცა ამას თავმდაბლობამდე მივყავართ"

/ღირსი პეტრე დამასკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2021, 06:05 PM

"წიგნები სიმდაბლით იკითხეთ და უფალი განანათლებს თქვენს გულებს"

/ღირსი მაკარი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 01:07 PM

"კითხვისას ზომიერებას მისდიე. ზომიერება კითხვის მუდმივ სურვილს შეგინარჩუნებს, ხოლო მეტისმეტად ბევრის კითხვა გულს აგიცრუებს"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 08:43 PM

"წმინდა მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანის გამოთქმით, სარკეს ჰგავს: თუ მასში ყურადღებით და ხშირად იხედები, შენი სულის ნაკლოვანებას დაინახავ"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2021, 08:28 PM

"გულით გთხოვთ, როგორც მეგობარს, ნუ გამოიტენით თავს სისულელითა და უაზრობით, - მხოლოდ სულიერი და სასარგებლო წიგნების კითხვას მოახმარეთ მეხსიერება"

/ღირსი ანტონ ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2021, 08:25 PM

რარიტეტული წიგნი = ძველი წიგნი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 07:52 PM

"ოდესღაც ეგვიპტის მეფემ ბრძანა, მის მიერ დაარსებული ბიბლიოთეკისათვის დაეწერათ: "სულის წამალი". ჩვენს დროში, პირიქით, არის წიგნები, რომლებსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ "სულის შხამი", და რომლებიც მას ისევე უნდა მოვაცილოთ, როგორც ჩვენს მაგიდას ვაცილებთ მავნე ანდა - მოწამლულ საჭმელს; რამეთუ კითხვა სულისათვის იგივეა, რაც კვება - სხეულისათვის: როგორც კი უკანასკნელი საკვების მიღებით მას წვნად და სისხლად აქცევს, ასევე სული იკვებება წიგნებიდან მიღებული შთაბეჭდილებებითა და აზრებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 07:44 PM

"წმინდა წიგნების კითხვა ხშირადაა საჭირო, რათა ჩვენი გონება განათლდეს. როდესაც დანით ჭრი, ის ბლაგვდება, ხოლო როდესაც ძელაკზე ალესავ, მჭრელი გახდება, - ასევე ემართება გონებასაც წმიდა წიგნების კითხვისას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2021, 06:44 PM

"კარგი წიგნი მოკრძალებული მეგობარია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2022, 04:12 PM

"მამა იოსები [ვატოპედელი] გვირჩევდა სისტემატურად გვეკითხა სულიერ წიგნები, წმინდა მამების ნაშრომები, რამეთუ მათში დიდი გამოცდილებაა და საღმრთო მადლს გადმოგვცემენ".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 07:23 PM

"წიგნები იკითხეთ! სხედხართ უსაქმოდ. იკითხეთ, ილოცეთ, ღმერთს მოუხმეთ, შეღაღადეთ, დაუძახეთ! ძლიერად მოუწოდეთ, რათა თქვენი ყვირილის ხმა გაიგოს"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2022, 06:14 PM

"წმ. მამათა წიგნები ტომოგრაფიის მსგავსია, მსგავსი - იმიტომ, რომ ტომოგრაფიაზე ადამიანის ხორციელი მდგომარეობა აისახება, ისევე, როგორც სულიერ წიგნებზე - მისი სულიერი მდგომარეობა".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2022, 09:33 PM

"ვიღაცას მხოლოდ ერთი ტროპარი მთელ არსებას გადაუტრიალებს, მეორემ კი ყველაფერი ზეპირად იცის და არაფერს გრძნობს, იმიტომ, რომ სულიერ სინამდვილეში არ მიემართება. ამგვარად, იკითხეთ მამები, თუნდაც - ერთი-ორი სტრიქონი დღეში, ეს ვიტამინები მეტად განამტკიცებს".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2022, 02:53 PM

"ბერ იოსებს [ვატოპედელი] ერული განათლება არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ შეძლო 16 წიგნი დაეწერა, რომლებიც ღმერთის სიბრძნისა და წმიდა მამათა გადმოცემის სურნელებას გამოსცემენ. მისმა ერთ-ერთმა სულიერმა შვილმა, მონაზონმა დედამ, ბერს ერთხელ უთხრა, მისი წიგნების კითხვით დიდ სარგებელს იღებდა და საღმრთო მადლის მოქმედებას შეიგრძნობდა. ბერმა მიუგო: "ეს ბუნებრივია, ჩემო შვილო, იმიტომ, რომ ეს სიტყვები ჩემი არაა, არამედ სულთმოფენობის მადლმა დაწერა, თორემ მე ჩემი სახელის დაწერაც არ ვიცოდი".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 04:31 PM

"ღვთივსათნო და წმიდა ადამიანთა ცხოვრებისა და მოსაგრეობის აღწერის კითხვისას არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ მათი ანგელოზებრივი ცხოვრებით გაოცებით. უნდა ვეცადოთ, რომ ძალისა და შესაძლებლობისდაგვარად, მივბაძოთ მათ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2022, 09:27 PM

"წიგნის ლოთი"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2022, 08:48 PM

"განგებისგან ხელდასხმულებს იტაცებს წიგნი"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2022, 10:12 PM

"საშინელია ხვედრი არაწმიდა მწერლებისა - მათ სიკვდილს შემდეგაც მოაქვთ ზიანი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 06:29 PM

"ძველები ფიქრობდნენ, რომ არსებობს ცხოველი, რომლის ერთი შეხედვაც კი სიკვდილის მომტანია; სწორედ ასეთია უზნეო წიგნი: მისი კითხვა სულისათვის მიყენებული პირველი სასიკვდილო დარტყმაა, რომელსაც აუცილებლად მოსდევს მრავალი სხვა დარტყმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2022, 09:31 PM

"როგორც გონიერი ფუტკარი აგროვებს ყვავილებისაგან თაფლს, ასევე შენც, გვირჩევს წმიდა ეფრემ ასური - კითხვის საშუალებით მოიპოვე შენი სულის წამალი", ანდა წმიდა ნილოს სინელის თქმით: "ნუ დაგეზარება კითხვისაგან სასარგებლოს შეძენა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2022, 08:59 PM

"ლოცვის შემდეგ თავისუფალი დრო კითხვასა და გააზრებას დაუთმე. წასაკითხად ისეთი წიგნები შეარჩიე, რომლებიც ლოცვასა და, ზოგადად, შინაგან, სულიერ ცხოვრებას გვასწავლიან"

/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 04:07 PM

"ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ წიგნები ცივი გონებით კი არა, გულისყურით უნდა ვიკითხოთ. ისეთ წიგნებს უნდა ვსწავლობდეთ, რომლებიც გულით არის დაწერილი და ისინიც გულით იკითხება, ანუ კითხვის დროსაც სასურველ იესუს ლოცვას წარმოვთქვამდეთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2022, 06:51 PM

"რაც შეიძლება ხშირად უნდა ვიკითხოთ წიგნები, რომლებიც მოგვითხრობენ წმინდა მამების ცხოვრებასა და სათნოებებზე, რათა შევედაროთ მათ და მივხდეთ, თუ როგორია ჩვენი ცხოვრება და რამდენად შორს არის ის ქრისტეს ჭეშმარიტი მოღვაწეების ცხოვრებიდან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2022, 08:50 PM

"უფრო სასარგებლო, ვიდრე დედის რძე... - ასე აფასებენ სასულიერო ლიტერატურის წმიდა მამები და ამგვარ დარიგებას გვაძლევენ: "განუწყვეტლივ და გატაცებით იკითხეთ რელიგიური წიგნები, ეს იძლევა სულიერ საკვებს" (წმ. ეფრემ ასური). ეს წიგნებია ჩვენი საუკეთესო მასწავლებლები, დამრიგებლები, აღმზრდელები, მოძღვრები. კარგი სასულიერო ბიბლიოთეკა ყველაზე ძვირფასი საგანძურია დედამიწაზე. "კითხვის გარეშე სული მშიერი და ჩახუთულია" (წმ. თეოფანე დაყუდებული). კითხვა შეუცვლელი წამალი და სალბუნია, - მაკურნებელი სულისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 08:11 PM

"მნიშვნელოვანია არა წაკითხული წიგნების, არამედ სათნო საქმეების რაოდენობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2023, 08:50 PM

"ძმაო, იმისათვის ნუ კითხულობ, რომ ეძებო, არამედ ის ეძებე, თუ რა ღირს წასაკითხად"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2023, 09:32 PM

"აუცილებელია ღვთაებრივი წიგნების კითხვა: ამის გარეშე სული თანდათან ცივდება, სასტიკდება და იმღვრევა კიდეც. როდესაც ვკითხულობთ და არ ვასრულებთ, მაინც უნდა ვიკითხოთ, რადგან შემდეგ შემდეგ ვძრახავთ საკუთარ თავს; ხოლო კითხვის გარეშე, როდესაც ცუდად ვხოვრობთ, გვგონია, რომ კარგად მივდივართ! ერთმა ამბამ უთხრა მოწაფეს, რომელსაც კითხვა არ სურდა: "გარეცხე ორი ჭურჭლიდან ერთი". მან გარეცხა. რომელი უფრო სუფთაა? - ჰკითხა ამბა. - გარეცხილი, - უპასუხა მოწაფემ. - თუმცა ის ისეთივე ცარიელია, როგორც მეორე, მაგრამ სუფთაა, ასეა ღვთაებრივი წიგნების კითხვაც, მართალია, წაკითხულს არ ვასრულებთ, მაგრამ ვიდრე ვკითხულობთ, განვიწმინდებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2023, 09:35 PM

"გაქვს წიგნი? წაიკითხეთ, განიხილეთ და საკუთარ თავს შეუსაბამეთ. საკუთარ თავს შეუსაბამო - არის კითხვის მიზანი და ნაყოფი. თუ კითხვას საკუთარ თავს არ შევუსაბამებთ, სარგებელს კი არა, ბოროტებას მოვიმკით. თავში მხოლოდ თეორიები იყრის თავს და ისინი გვასწავლიან არა საკუთარი თავის მიმართვას სიკეთისაკენ, არამედ სხვების განსჯას. ყურნი გაქვთ და ისმინეთ. - თუ უკვე გაქვთ "ფილოკალია", იპოვეთ და წაიკითხეთ ისიქი, სიფხიზლის შესახებ. აქ დაწერილია აზრების მართვის, მოწყობისა და ხელმძღვანელობის შესახებ. წაიკითხეთ უფრო ყურადღებით, უფრო გულიანად შეითვისეთ და შემდეგ იქაური მინიშნების მიხედვით იმოქმედეთ"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 02:40 PM

"დაე, ლოცვა და წმინდა წიგნების კითხვა იყოს შენი მთავარი საქმე; სხვა საქმეებს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა მიანიჭე, ხოლო მიწიერ საქმეთა მიმართ იყავი ცივი - თუ ეს შესაძლებელია, მათთვის უცხო".

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2023, 09:43 PM

"როდესაც რაიმე სასარგებლო ნივთის მიღება მსურს, მაგალითად - წიგნის და ეს სასარგებლო ჩემი გულის თუნდაც მცირე ნაწილს იპყრობს, ასეთი სურვილიც არ არის კეთლი. რატომ უნდა დაატყვეოს წიგნმა ჩემი გულის ნაწილი? რა სჯობს - გვინდოდეს წიგნი თუ გვწყუროდეს ქრისტე? ადამიანის ნებისმიერი სურვილი, როგორი კარგიც არ უნდა ჩანდეს იგი, აუცილებლად უფრო დაბლა დგას, ვიდრე წყურვილი ქრისტესი ან ყოვლადწმიდა ღვთსმშობელისა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2023, 09:36 PM

"წელიწადში 365 დღეა. რომ არ იჩქარო და სასულიერო ლიტერატურიდან ყოველდღე ზომიერად, ბევრს არა ცოტას, საყურადღებო დარიგებებს, სიბრძნეებს გაეცნო, თუნდაც ერთი გამოყო და მის განხილვას შეეცადო, წლის განმავლობაში რამდენ რამეს შეიმეცნებ, რამდენი რამ გეცოდინება"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2023, 08:27 PM

"შრომისა და მორჩილებისგან თავისუფალ დროს, როდესაც გონება დაძაბულობისგან გადაიღლება, აუცილებელია სულისთვის მარგებელი წიგნების კითხვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2023, 08:27 PM

"წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი, თავის დროზე, წიგნების გამავრცელებლებს ეუბნებოდა, რომ მართლამდიდებლური ლიტერატურის გამოცემა და გავრცელება სამოციქულო მსახურებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2023, 08:44 PM

"ადამიანში ზნეობრივი ძალის აღზრდის ერთ-ერთი გზა წმინდა და ღვთისმოსავ მოსაგრე მამათა თხზულებების კითხვაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2023, 07:59 PM

"უდიდესი მადლია, რომ წმინდა მამებმა თავისი გამოცდილებით დაგვიტოვეს რჩევები. ხშირად ჩაიხედე წიგნებში"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2023, 07:51 PM

"წმინდა მამათა წიგნების კითხვა საჭიროა და სასარგებლოა ღვთის ნების შესაცნობად. წმინდა მამები კითხულობდნენ ჩვენთვის ბოძებულ წმინდა წერილში ღვთის სიტყვას, ასრულებდნენ მას და მოღვაწე ცხოვრებით მაგალითს გვაძლევდნენ თავიანთ სწავლებებში.

როცა მათ არ კითხულობთ, არ იცით სულიერი ცხოვრების და ბრძოლის შესახებ და ფიქრობთ, რომ ღვთის სიტყვას წაიკითხავთ, შეძლებთ მათ ასრულებას და თავს არ იმდაბლებთ. ხოლო წმინდა მამათა კითხვისას შეიცნობთ (ღვთისკენ სავალ გზას) ღვთის მცნებებს, ცდილობთ მათ ასრულებას, მაგრამ მათ საზომს ვერ მიღწეული, შეიცნობ საკუთარ უძლურებას, მდაბლდები და იღებ ღვთის წყალობას, რომელიც განსაკუთრებით თავმდაბლებზე გარდამოევლინება".

/ღირსი მაკარი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2023, 08:04 PM

"მე მუდამ ვცდილობდი მელოცა და მეკითხა საღვთისმსახურო წიგნები, წმინდა წერილი და წმინდანთა ცხოვრებები; და გისურვებთ,რომ თქვენც ასევე მოიქცეთ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2023, 02:16 PM

"საიდუმლო ის გახლავთ, რომ სულიერი საკითხავით, შენდა შეუცნობლად, შეგიძლია სწრაფად, უმტკივნეულოდ გახდე წმიდანი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 09:08 PM

"აუცილებელია არა მარტო ბიბლიის, არამედ საღვთისმეტყველო, სასულიერო წიგნების შეძენა.

მათი კითხვა უძლიერესი დაცვაა ჩვენთვის ცოდვისაგან;

მათი უქონლობა და არცოდნა კი - ღრმა უფსკრულია, როგორც ამის შესახებ გვასწავლის აბბა ეპიფანე.

მეტიც, მისივე თქმით, მარტო "ბიბლიისა" და ქრისტიანული წიგნების შეხედვაც კი აფერხებს და აჩერებს ჩვენს ლტოლვას ცოდვისაკენ, და, პირიქით, აღვიძებს სწრაფვას სათნო, ზნეობრივი, წმინდა ცხოვრებისაკენ"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2023, 07:38 PM

"ზოგჯერ შეგრძნებაა, რომ როცა გიჭირს სულიერად, ფსიქოლოგიურად არაფერი გიშველის წმინდანთა, დიდ მამათა ცხოვრების ამსახველი წიგნების წაკითხვის გარდა. ბევრჯერაც რომ გქონდეს ერთი და იგივე წიგნი წაკითხული, გადაშლი და სხვაგვარი მხნეობა შემოდის ასეთ დროს შენთან"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 07:37 PM

"სულიერი შინაარსის წიგნების კითხვა გონებას აფხიზლებს, ათბობს გულს და ლოცვისთვის ამზადებს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2024, 09:34 PM

"წიგნები სულიერ სამყაროს აღწერენ, ლოცვას კი ადამიანი ამ სამყაროში შეჰყავს.

მათ, ვინც ლოცულობს, ბერები უპირატესად ლოცვის შესახებ წიგნების კითხვას ურჩევდნენ"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)