IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > »   
Reply to this topicStart new topic
> სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები
marine
პოსტი May 11 2016, 11:04 PM
პოსტი #261


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სალოსობა მისთვის [წმ. გაბრიელისთვის] ადამიანის სულის განკურნების საშუალება იყო; ამ გზით იგი ადამიანებს უფრო ადვილად ეუბნებოდა სათქმელს - ზოგს ამხელდა, ზოგს შეაგონებდა".

/მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 29 2016, 01:15 PM
პოსტი #262


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა მეთოდე გარეგნულად ისეთი მკაცრი ჩანდა, რომ როგორც თვითონ ამბობდა, ადრინდელი მონაზვნები მას მეტსახელად "ჩხუბისთავს" ეძახდნენ. ის არ იყო სალოსი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მაგრამ მთელი მისი მოქმედება და შინაგანი პოზიცია, როგორც მონაზონთა უმეტესობისა, შეიცავდა სალოსობის ელემენტებს'.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 27 2016, 11:39 AM
პოსტი #263


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულელი უფლისა - "შვილო, ოდეს გაგინოს ვინ შენ, აკურთხე იგი, და ოდეს დაშჯდე ტაბლასა, დაუტევე კეთილი და ჭამე ხენეში, და ეგრეთვე დაუტევე სამოსელი კეთილი და შეიმოსე ხენეში, ეგრეთ იქმოდი და იქმნე სულელ უფლისათვის".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 21 2016, 01:55 PM
პოსტი #264


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუმცა გარეგნულად უცნაურად იქცეოდა. ხანდახან ისე მხიარულობდა, ვერ დაიჯერებდი, თუ უდიდეს სათნოებებს ფლობდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2016, 09:01 PM
პოსტი #265


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჭკუასუსტობას არაფერი აქვს საერთო სალოსობასთან, პირიქით, ღვთისთვის შეშლილობა - უდიდეს სიმამაცეს და ძლიერ ნებისყოფას მოითხოვს და კიდევ იმას, რომ ზუსტად გააცნობიეროს გზა, რომელსაც დაადგა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2016, 12:53 PM
პოსტი #266


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოძღვარი ასევე ამჩნევდა მისი სალოსობისა და სასწაულმოქმედების მომავალ გზას. ამიტომ მან ახალგაზრდა დედაო [დედა აღაპია] აკურთხა განსაკუთრებულ სულიერ ღვაწლზე - უზარმაზარ ფუღუროში მესვეტეობაზე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2017, 04:49 PM
პოსტი #267


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შინ მობრუნებულმა [ნეტარი ვასილი რიაზანელი] სალოსური ღვაწლი იტვირთა, ზამთარ-ზაფხულ ერთი, თხელი სამოსით მონასტერ-მონასტერ იარებოდა და იქ იძინებდა, სადაც ღამე წამოეწეოდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2017, 09:45 PM
პოსტი #268


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნეტარი ქალწული [ღირსი ისიდორა სალოსი] სამას მონაზონს შორის არც ერთს უხილავს ჭამის დროს, არასოდეს დამჯდარა მათთან მაგიდასთან, არც პურის ნატეხი აუღია, არამედ მხოლოდ ტაბლიდან დაყრილ ნამცეცებს იხმევდა და ჭურჭლის ნარეცხს ჭამდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 5 2017, 03:23 PM
პოსტი #269


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ღირსი გაბრიელი] აუწერელი ტანჯვა-წამებით მოპოვებულ მადლს სალოსობით ფარავდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 10 2017, 08:01 PM
პოსტი #270


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩამოგავდა ერობაში მოღვაწე სალოს ბერს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 29 2017, 12:56 PM
პოსტი #271


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ ცერცვის ვაჭარს შეეცოდა მოხუცი "სულელი" ბერი და თავისთან გამყიდველად დაადგინა, მაგრამ მან დრო იხელთა და მთელი ცერცვი, სკივრში შენახულ ფულთან ერთად გლახაკებს დაურიგა. წვერით ითრიეს და გარეთ გამოაგდეს. ერთი საათის შემდეგ მოესმა, რომ გამყიდველის ცოლმა მსახურს ნაკვერჩხლის მოტანა სთხოვა. სვიმონი [წმ. სვიმონ სალოსი] გაიქცა, ღუმლიდან ხელით გამოიღო ცხელი ნაკვერჩხალი და ქალს მიუტანა. რას შვრები, ხელს რად იწვავო, - შეჰკივლა ქალმა. სვიმონსაც ვითომ ხელი დაეწვა, კაბის კალთაში ჩაიყარა ნაკვერჩხალი და ქალს უთხრა: - თუ არ გინდა, ხელით ვაკმევდე, მაშინ კაბის კალთით ვაკმევო. რა თქმა უნდა, არც ხელი დასწვია და არც სამოსი. ამ ცხადი სასწაულის შემხედვარე მეცერცვემ და მისმა ცოლმა დაუტევეს სევეროსის მწვალებლობა და კათოლიკე ეკლესიას შეუერთდნენ. მამა სვიმონი კი ამ ადამიანებისგან განდიდებას გაექცა და სხვაგან წავიდა.

მერე ერთ მეღვინესთან დასახლდა. მისი მისვლით მეღვინეს კლიენტები მოემატნენ. ამბობდნენ: მოდი, იმ მეღვინესთან დავლიოთ და თან მისი გიჟის საქციელზე ვიცინოთო. ერთხელ ერთ ღვინის ჭურჭელში გველი ჩაძვრა, მამა სვიმონმა უფლისგან შეიტყო ეს და ჭურჭელი გატეხა, რისთვისაც მეღვინემ სცემა. გველი შემდგომში სხვა ჭურჭელშიც ჩაძვრა. ეს რომ მეღვინემ დაინახა, გველის მოკვლა მოინდომა და ისე მოიქნია ჯოხი, ეს დოქიც ხომ გატეხა, რაც იქ ჭიქები ეწყო, ზედ მიაყოლა. ხედავ, მარტო მე არ ვყოფილვარ სულელი, ჭურჭელს რომ ვამტვრევ, შენც ყოფილხარო. მიხვდა მეღვინე, რომ სვიმონმა სიკვდილს გადაარჩინა და უკვე პატივისცემით ეპყრობოდა. ეს კი სულაც არ უნდოდა სვიმონს, ამიტომ როცა მეღვინე ღვინოს ყიდდა, სვიმონი შეიპარა მის მძინარე ცოლთან და სამოსის გახდა დაიწყო, ვითომდა მასთან დაწოლა უნდოდა. ატეხა ქალმა წივილ-კივილი, მივარდა ქმარი სალოსს და "ჭკუა ასწავლა". მერე უკვე ვეღარავინ დააჯერებდა ამბა სვიმონის სიწმინდეში."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 1 2017, 09:57 PM
პოსტი #272


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სვიმონი შვიდდღიანი შიმშილობის შემდეგ ყველას თვალწინ ხორცს ჭამდა, თავის "სიგიჟეში" რომ დაერწმუნებინა ხალხი, ხშირად ადამიანურ სირცხვილსაც გადალახავდა ხოლმე და ბაზარში დედიშობილა დადიოდა. ხოლო "ოდეს გარე განსვლა უნებნ, დაჯდის, სადაცა დაემთხვის, წინაშე კაცთა, შოვრის უბანთა".

მისი სალოსობის ამბავი მხოლოდ ემესის ეკლესიის დიაკვანმა იოანემ იცოდა და მეგობრობდნენ კიდეც. ერთხელ იოანემ ბერი უგუნებოდ იხილა, ხორცითაც მოუძლურებული და გასახალისებლად ხუმრობით უთხრა: - ახლა აბანო მოგიხდებოდაო. ეს რომ სვიმონმა გაიგო, წამოხტა, სამოსი გაიხადა: წავიდეთო. რომ დაინახა, იოანეს მასთან ერთად წასვლა ერცხვინებოდა, გაიქცა შიშველი, გვერდი აუარა მამაკაცების აბანოს და დედათა საბანელში შევიდა. იქ რაც მოხდებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ! გარეთ გამოგდებულ ბერს იოანემ ჰკითხა: "მამაო, რას გრძნობდა შენი ხორცი, როცა შიშველი შეხვედი ქალებთან?" "დამიჯერე, ძმაო, - ბრძანა ღირსმა მამამ, - როგორც ხე იდოს ხეთა შორის, ასე ვიყავი მე მათთან ყოფნისას. ვერ ვგრძნობდი, რომ ხორცი მქონდა, ანდა ხორციელ ადამიანებში ვიყავი. მთელი ჩემი ფიქრი ღვთის საქმისკენ მქონდა მიმართული". სხვა დროს კი უთქვამს: როცა იორდანეს პირას ვმოსაგრეობდი, საშინელი ხორციელი ბრძოლა მქონდა. ძალიან რომ გამიჭირდა, გამომეცხადა მამა ნიკონი, მანუგეშა, მერე იორდანედან პეშვით წყალი ამოიღო, მუცელზე დამასხა და მას შემდეგ ხორციელი აღძვრა აღარ მქონიაო.

ერთხელ ერთმა კაცმა მოისურვა სვიმონის ხილვა, - ნეტა მართლა სალოსია თუ გიჟიაო. ბერი სვიმონი მან მეძავთა გარემოცვაში ნახა. ეფერებოდნენ ვითომ, ეხვეოდნენ. კაცმა ბერი განიკითხა - ნამდვილი მრუშიაო. ამ დროს მამა სვიმონი მოუბრუნდა, გაიხსნა კაბა, დაანახა თავისი მკვდარი სხეული და უთხრა: - განა ამაში რაიმე ვნება შეიძლება აღიძრასო? ამ მეძავი დედაკაცებიდან ღირსმა მამამ ბევრი მოაქცია. ეტყოდა: 100 ოქროს მოგცემ, ოღონდ სიძვას თავი დაანებეო. ფულს გამოართმევდნენ, ხოლო თუ პირობას არ ასრულებდნენ, ღირსი მამა ილოცებდა და რაიმე სნეულება შეემთხვეოდათ. და მხოლოდ მაშინ განიკურნებოდნენ, თუ დაიფიცებდნენ, მეტად აღარ ვიმრუშებთო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2017, 01:25 PM
პოსტი #273


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა სვიმონმა [სალოსი] კაცთა დაფარული ცოდვები იცოდა, ამხილებდა და არცხვენდა ეშმაკს. ქურდი ქურდობაზე ხელს იღებდა, სხვისი ქონების მიმტაცებელი წართმეულს აბრუნებდა, კომედიანტი ხალხის დაცინვას თავს ანებებდა. ზოგს ცალკე გაესაუბრებოდა, ზოგს სხვებთან ერთად ამხილებდა, მესამეს კი იგავით ეტყოდა ჩადენილ უსჯულოებაზე. მთელ ქალაქს სასიკვდინე ცოდვისგან იფარავდა. უნანელ ცოდვილებს ისე ეშინოდათ, მის დანახვაზე გარბოდნენ, რომ არ ემხილებინა. ამბობდნენ, ეშმაკისგან იქმს ყველაფერსო. ბევრი, ვინც ამბობდა, წმინდანიაო, მისი საქციელის შემხედვარე გაიძახოდა, - არა, შევცდით, გიჟია და ეშმაკეულიო. ქუჩაში ხან ნორმალურად გაივლიდა, ხანაც კოჭლობდა, ხანაც ხტუნვა-ხტუნვით, ზოგჯერ დაფორთხავდა მიწაზე, ზოგჯერ კი კუტივით იჯდა. ყოველ ახალმთვარეობაზე თავს ეშმაკეულად აჩვენებდა. დიდ მარხვას, ორმოც დღეს უჭმელი განვლიდა, დიდ ხუთშაბათს კი შუა მოედანზე ხორცის ჭამას შეუდგებოდა. "რამდენად გიყიდია ხორცი, სულელო?" - ეტყოდა დიაკონი. "ორმოც ფულად", - ეტყოდა, რაც მის ორმოცდღიან მკაცრ მარხვას ნიშნავდა.
ხშირად მიდიოდა დიდებულებთან და ართობდა. ერთი დიდებულის მსახური ქალი დაფეხმძიმდა ვინმე ჭაბუკისგან და რადგან "გიჟი" სვიმონი მასა და მისნაირ მხევლებს ხშირად ეხვეოდა ხოლმე, ეს ცოდვა მას დააბრალა. ბერმა სვიმონმა ბევრი იცინა, მერე ხშირად მიდიოდა "ცოლთან" და საჭმელ-სასმელი მიჰქონდა. თან ამხნევებდა: - ნუ გეშინია, საცოდავო. მალე პატარა სვიმონი გეყოლებაო. როცა ქალს მშობიარობის ჟამი დაუდგა, ბავშვი ვერ გააჩინა, სანამ მისი ნამდვილი მამა არ დაასახელა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2017, 11:42 AM
პოსტი #274


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც წმინდა სვიმეონი არ თამაშობდა სულელის როლს, იყო მისი ბავშვობის მეგობარი იოანე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2017, 10:16 PM
პოსტი #275


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდანმა [ნეტარმა მაქსიმე მოსკოველმა] სულიერი ღვაწლის ყველაზე სამძიმო, სალოსური გზა აირჩია.

ძლიერნი ამა ქვეყნისანი კრთებოდნენ ამ წმინდა კაცის სიტყვის წინაშე...

იტყოდა, - პირჯვრის გამოსახვა ყველას ძალუძს, ლოცვა კი არა... უზენაესი ყოველივეს ჭვრეტს, მას ვერ მოატყუებო!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2017, 11:27 AM
პოსტი #276


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[მღვდელმონაზონ ანთიმოზს] სალოსობის ღვაწლის აღებისას, ხუთი წლის განმავლობაში, ერთადერთი ანაფორა ეცვა, რომლისგანაც მალე ძონძებიღა შემორჩა, მერე ძველ ტომარას ჩამოიცვამდა ხოლმე, ამიტომაც ტომაროსანს ეძახდნენ. ვინც მას ნაკლებად იცნობდა, გიჟს ეძახდა. ხანდახან მამა ანთიმოზი ასეთებს დაფარულ გულისთქმას გაუმჟღავნებდა და ამით საგონებელში აგდებდა. ამ მხილების შემდეგ სულიერად დაარიგებდა მათ, ვისაც კეთილგანწყობას შეამჩნევდა.

ქრისტესთვის სულელს უდიდესი თავმდაბლობა, სიწმინდე და ნათელი გონება აქვს, რითიც ჭვრეტს ადამიანთა გულებს და ღვთის საიდუმლოებებს. ასეთი იყო მამა ანთიმოზიც."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 12 2017, 11:21 AM
პოსტი #277


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სხვა მრავალრიცხოვან კეთილ საქმესთან ერთად მამა ანთიმოზს [სალოსი] მარხვის ნიჭიც ჰქონდა. ერთხელ, პეტრეპავლობის მარხვის დასაწყისში, ღონემიხდილი ეწვია წმინდა პანტელეიმონის მონასტერს. მეტრაპეზემ სიყვარულით მიიღო იგი, საჭმელიც მოუმზადა. ბერმა ჭამა დაიწყო. მეტრაპეზე თავისი საქმეებით გართული შორიდან უცქერდა მამა ანთიმოზს, რომელიც შეუჩერებლივ ჭამდა. "განა ამდენს უნდა ჭამდეს ასეთი გამხდარი ბერი?" - განიკითხა გულში და ასეთი შფოთიანი ფიქრებით თავის სენაკში განმარტოვდა. მამა ანთიმოზი მორჩა ჭამას, ადგა და მისი კელიის კართან ჩამოჯდა. გადაწყვიტა, დახმარებოდა არეული ფიქრებით შეცბუნებულ მეგობარს, რათა მეტრაპეზეს ბოროტი გულისთქმა დაეძლია, ამით კი ჩვენც მიგვეღო სწავლება და გავქცეოდით განკითხვის სულს. მამა ანთიმოზმა ხელი მოჰკიდა მას და ჰკითხა: - იცი, ძმაო, რას ნიშნავს თავმდაბლობა? როცა არავის განიკითხავ და ყველაზე უარესი გგონია თავი. შენ ეშმაკმა განგცადა და განმიკითხე - ბევრს რატომ ჭამსო. მაგრამ შენ ხომ არ იცი, რამდენი დღეა, პირში ხემსი არ ჩამიდვია? გახსოვს, როდის ვიყავი აქ სულ ბოლოს?

მახსოვს, მამაო. თომას კვირა იდგა. მას შემდეგ აღარ მინახიხარ, - უპასუხა ძმამ.
ხომ ხედავ, რამდენი დღე არ მიტრაპეზია, - უთხრა ბერმა, - ძმაო, ღვთის ნიჭები სხვადასხვაგვარია. ყველას რაღაცას უბოძებს უფალი. მე ღმერთმა შიმშილისა და სიცივის დათმენის ძალა მომცა. განა შენ ამას შეძლებდი? შეგიძლია, ისე დაიმცირო თავი, რომ გაიხადო ანაფორა და ამგვარი სახით მეზობელ მონასტრამდე გამომყვე? ანდა ასე ჩაცმულმა ზამთარი ათონის მთის მწვერვალზე გაატარო? მგალობელი ხარ და როგორ უგალობ უფალს? გონებაგაფანტული ფიქრებით უმეტესწილად სხვაგან ხარ და არა უფალში. აბა, მისმინე, როგორ ვგალობ.

მამა ანთიმოზმა აღაპყრო ხელნი ზეცად და ქვითინით იგალობა "ალილუია". თვალები ცრემლით აევსო. მეტრაპეზეს შერცხვა. შემდეგ კი მამა ანთიმოზმა ბრძანა: არასდროს არავინ განიკითხო, უმეტესად საკუთარ თავზე იფიქრე. ძმა განაცვიფრა მისმა დაფარულთმცოდნეობამ, მუხლი მოიდრიკა ბერის წინაშე და შენდობა ითხოვა. ამის შემდეგ მამა ანთიმოზი მეტრაპეზეს უფრო და უფრო მეტ საიდუმლოებას უმჟღავნებდა.

ერთხელ მამა ანთიმოზი ათონის მთის მწვერვალზე საკმაოდ დიდი ხნით განმარტოვდა. მეტრაპეზე ევედრებოდა ღმერთს, ბერისთვის გულისხმა მიეცა, მონასტერში მოსულიყო. ფიქრობდა, ალბათ სადმე ხეობაშია ღონემიხდილი. აქ რომ ყოფილიყო, საჭმელს მოვუმზადებდი, ჩაის ავუდუღებდიო. მეორე დღეს ბერი მონასტერში მივიდა, მიესალმა მეგობარს და უთხრა: - რახან ასე გსურდა, ათონის მწვერვალიდან ჩამოვედი, ფეხები ქვებზე დამეჭრა და ძალზე დავიღალე. აი, რა ღირს შენი ჩაიო. ძმა განცვიფრდა მისი დაფარულთმცოდნეობით და შენდობა ითხოვა მისგან ამგვარად გაწვალებისთვის."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 13 2017, 04:49 PM
პოსტი #278


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდანებს კი საერთოდ არ აინტერესებთ ირგვლივ მყოფთა მოსაზრება, ამიტომაც მიიჩნევა მოღვაწეობის უმაღლეს საფეხურად სალოსობა. სალოსები საგანგებოდ აჩვენებდნენ თავს შეშლილებად, რათა ქრისტეს სახელით დაეძლიათ საკუთარ თავში გარშემო მყოფთა მოსაზრებებზე დამოკიდებულება.
ჩვენ კი გამუდმებით ვფიქრობთ: "რას იტყვის ხალხი ჩვენზე" რაც უნდათ, ის თქვან…
სალოსები საგანგებოდ დადიოდნენ შიშვლები, ფეხშიშველები და დაუბანლები, რომ მათთვის ყველას დაეცინა. თავი დაანებე სამყაროში მყოფ ადამიანებს. მათ შენთან მაინც არაფერი ესაქმებათ, არც უყვარხარ, მხოლოდ განგსჯიან. მხოლოდ საკუთარ თავს და სულს მივაქციოთ ყურადღება. ვეცადოთ, განვამტკიცოთ ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან. სწორედ ეს დაგვეხმარება, სულიერ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიოთ."

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2017, 12:48 PM
პოსტი #279


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ, 1-ლი ოქტომბრის (ძვ. სტილით) მწუხრზე, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის პატივად ღამისთევის ლოცვა აღესრულება, მამა ანთიმოზმა [სალოსი] ცოცხალმკვდარმა მოაღწია წმინდა პანტელეიმონის მონასტერს და თავის მეგობარს მოუყვა: ამ ღამეს ზოგრაფის მონასტრის ახლოს უდაბნოში, ერთ ქვაზე ვიდექ და ვლოცულობდი. დავინახე, ზეციდან ღვთისმშობელი როგორ დაეშვა და თქვენი მონასტრისკენ წამოვიდა. გახარებული საჩქაროდ მის კვალს გამოვყევი, რათა მომესწრო მისთვის და მასაც თავისი საფარველი გადაეფარებინა ჩემთვის, დიდად ცოდვილისთვის. გზაზე გველი გადამეღობა, მეცა და მიკბინა. მივხვდი, რომ ეს განსაცდელი ეშმაკმა შურით შემამთხვია, ყურადღება აღარ მივაქციე ტკივილს და სასწრაფოდ მონასტერს მოვაშურეო.
ნაკბენი მართლაც დიდი იყო. ღვთის დიდმა სიყვარულმა ბერი უგრძნობელი გახადა ხორციელი ტკივილის მიმართ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 30 2017, 12:24 PM
პოსტი #280


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სალოს მამათა ნამოქმედარი ხშირად კაცთათვის დაფარულია. ბერი [წმ. გაბრიელი] კი ამბობდა: - სალოსებს უფალი ცოდვებს არ მოჰკითხავსო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 01:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი