IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> "სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში, მდგომარეობს "დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი
neo
პოსტი Mar 27 2009, 08:03 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
მგონი სინანული საერთოდაც არ არსებობს, იგი უბრალო ემოციაა ერთჯერადი და მორჩა. მთავარია რას ესწრაფი და რა გინდა. მაგრამ სინანული მაინც თუ არსებობს - მისი არსი ალბათ, საკუთარი ცოდვის ჩადენის მიზეზის გააზრებაშია და მომავალში მისი არ ჩადენის მეთოდების ძიებაში


ეს ინტელექტის დონეზე... მაგრამ თუ ემოცია არ ჩაერთო, გადაწყვეტილება მყარი ვერ იქნება... და ეგ მეთოდები თეორიაში დარჩება...

სულიერ დონეზე სინანულს ადამიანის მეტამორფოზა შეუძლია... ნაყოფი ღირსი სინანულისა კი არის მადლი...

მადლი კი გაღმერთების შესაძლებლობას იძლევა...

ასე რომ...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Mar 30 2009, 01:16 AM
პოსტი #42


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



ციტატა(staywhite @ Mar 27 2009, 06:04 PM) *

betaneli luka

გასაგებია და ჭეშმარიტად მასეა. მაგრამ ხშირად არა საკუთარი თავისთვის, არამედ ახლობლების თუნდაც გადასარჩენად გიწევს ცოდვის გამეორება, რომელსაც გულით ნანობ და არ გსურს გამეორება, უბრალოდ იძულებული ხარ. ასე რომ , ასე რადიკალურად სინანულის რეცეპტები არ არსებობს. სინანული გულშია , გულში და იმ ცრემლში , რომელსაც ღვრი გულიდან.

მხოლოდ სიტყვების ძახილი არ შეიძლება, რაც არ გამოუცდია სხვას ის შენს გამოცდილს ვერ გაიგებს და კიდია ალბათ კიდეც...

ჯარისკაციც სცოდავს, კაცის კვლა ნებისმიერ შემთხვევაში ცოდვაა, მაგრამ როგორც ერთ თემაში კაიროსმა უწოდა ამ მოვლენას : მკველსა და მომკვლელს შორის მაინც არის რაღაც განსხვავება. რა ქნას იმ ჯარისკაცმა, რომელიც მომკვლელი იყო გუშინ და ხვალაც უწევს ბრძოლის ველზე გასვლა? რა ქნას? შევინანე და მეტს ვეღარ ვიზამო? ისინი მუდმივ სინანულში არიან, თუნდაც იმეორებდნენ ამ ცოდვას !


ყველანი მუდმივ სინანულში უნდა ვიყოთ,რადგანაც არა არს კაცი,რომელიც არ სცოდავს და ყველა ჩვენაგანს თავისი ცოდვები გვაქვს.
რაც შეეხება მეომერთა საკითხს-შემდეგ ადგილებში ძველი და ახალი აღთქმის წიგნებისა გადმოცემულია ის,თუ რა შემთხვევებში არიან მეომართა მოქმედებები სასურველნი ღვთისათვის და რა შემთხვევვებში შეუძლიათ იქონიონ ცხონების იმედი:რიცხვთა31:1-2;იესო ნაველი8:1;ლუკა3:14;მათე8:10;იოანე15:13;ს
აქმენი მოციქულთა10:1-2;1პეტრესი2:13-14;ასევე ცნობილია ეკლესიური მოძღვრებიდან,რომ სამოთხის კარს მტკიცედ იცავენ ზეციური მეომრები არქისტრატეგისა და მთავარანგელოზ მიქაელის ხელმძღვანელობით,რაც ასევე ჩანს ''აპოკალიფსიდან''19:19.დაზვერვაც კი ღვთის მითითებით შექმნა მოსემ.
თუ ზემოთხსენებულმა დაგაინტერესათ,მზად ვარ განვიხილოთ თქვენთან ერთად თვითოეული ადგილი ცალ-ცალკე.
ღმერთმა აკურთხოს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი-ყოველი მეომერი ქრისტესი,კვერთხითა თვისითა!
ღმერთმა მოსცეს მადლი თვისი მეომართა თვისთა!
ამინ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Mar 30 2009, 01:44 AM
პოსტი #43


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



ზემოთ დაწერილს კიდევ დავუმატებდი,რომ ცნობილია წმინდა მეომერთა ურიცხვი რაოდენობა,რომელთაც,როგორც წმინდანთ,ვევედრებით შეწევნას ღვთის წინაშე:წმ.გიორგი,იოანე-მეომარი,მეომარი-მარსალი, დიდმოწამე მიქაელ-გობრონი და 133 მხედარნი მისნი,9ძმა ხერხეულიძე ,დედითა და დით და მათ თანა 900 მეომრითა მარაბდის ბრძოლის ველზე მოწყვეტილთა...მათი,წმინდა მეომართა რიცხვი,უთვალავია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Mar 30 2009, 02:02 AM
პოსტი #44


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



და კიდევ ზემოთ ხსენებულ თემასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ძველი აღმოსავლური იგავი:''ერთხელ ერთმა ბრძანებელმა მოიხმო ყველა თავისი ვეზირი და ჰკითხა-ვინ არის ამქვეყნად ყველაზე ძლევაშემოსილი მთავარსარდალიო?ყველამ ერთხმად შესძახა:''შენ,დიდო მბრძანებელოო!''მხოლოდ ერთი ვეზირი რატომღაც სდუმდა.''შენ რატომ არაფერს ამბობო?''-ჰკითხა მას ბრზანებელმა.''დიდო მეფეო,''-მიუგო ვეზირმა,''თუკი ვინმე მხოლოდ თვითონ მეომართა რაზმის გარეშე შეებრძოლება 1000 მეომარს 1000 ბრძოლაში და მოიპოვებს 1000 გამარჯვებას მათ წინააღმდეგ,ხოლო ერთი ვინმე სხვა კი შეებრძოლება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს და მოიპოვებს გამარჯვებას საკუთარ თავზე,ეს უკანასკნელი იქნება სწორედაც ყველაზე ძლევაშემოსილი მთარასარდალიო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Mar 30 2009, 10:53 AM
პოსტი #45


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



ვაგრძელებთ წმინდა მამათა გამონათქვამებს სინანულთან დაკავშირებით.წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი:''პირობა,რომელსაც გვთავაზობს წმინდა სახარება და რომელსაც გვთავაზობენ წმინდა მამები,პირობა,რომლის მეშვეობითაც სინანული მიიღება უფლის მიერ და სინანულის მქონეს ეძლევა მიტევება ცოდვათა,მდგომარეობს იმაში,რომ მომნანიებელმა შეწყვიტოს სასიკვდილო ცოდვების კეთება და მეტი აღარ შთავარდეს მათში.''
უფალი ჩვენი,იესო ქრისტე გუშინ და დღეს და უკუნითი უკუნისამდე იგივე არს!ეს ჩვენ დავშორდით მას და გვიჭირს ყველაზე უბრალო ჭეშმარიტების აღქმაც კი.
ჭეშმარიტი სინანული კი აღადგენს მასთან ოდესღაც არსებულ ხიდს,რომელიც ჩვენ ჩავანგრიეთ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 30 2009, 02:15 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



betaneli luka
ციტატა
სევე ცნობილია ეკლესიური მოძღვრებიდან,რომ სამოთხის კარს მტკიცედ იცავენ ზეციური მეომრები არქისტრატეგისა და მთავარანგელოზ მიქაელის ხელმძღვანელობით,

ეს "მეომრები" გადატანითი მნიშვნელობით არის და ისინი არანაირ შეიარაღებულ ლეგიონს არ წარმოადგენენ. ანგელოზი არ შეიძლება იყოს მომკვლელი, დამსჯელი და ა.შ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Mar 31 2009, 11:27 AM
პოსტი #47


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



ციტატა(staywhite @ Mar 30 2009, 03:15 PM) *

betaneli luka

ეს "მეომრები" გადატანითი მნიშვნელობით არის და ისინი არანაირ შეიარაღებულ ლეგიონს არ წარმოადგენენ. ანგელოზი არ შეიძლება იყოს მომკვლელი, დამსჯელი და ა.შ.


ეს მოვლენა იმიტომ გავიხსენე,რომ დედამიწაზე ბევრი რამ არის შექმნილი და გადმოღებული ციდან,სამოთხიდან,რადგანაც საჭიროა.საჭირო რომ არ ყოფილიყო უფალი მოსეს არც კი ეტყოდა ჯარი შექმენიო,თორემ ფილისტიმლიენელები დაგესხმიან თავს დაგაგანადგურებენო.ნეტარი ავგუსტინეს განმარტებით,ბოროტება იწყება იქ,სადაც ვიღაცა,ან რაღაცა თავის ადგილზე არ არისო.საჭირო რომ არ ყოფილიყო ''მომკვლელთა'' ინსტიტუტი,უფალი პირიქით ეტყოდა მაშინ მოსეს-არც კი გაბედო რაიმე მსგავსის შექმნაო.
ეხლა მოდი ახალ აღთქმას გადავხედოთ,ვინმემ შესაძლოა ასეც იფიქროს-ეს ყველაფერი ძველ აღთქმაში იყო,სადაც არსებობდა მცნება''თვალი-თვალზე და კბილი-კბილზეო.''სამხედრო საქმეს არ შეუშლია ხელი ასისთავისათვის,რომ მას შეეგრძნო მაღალი ღმერთი,მიუხედავად იმისა,რომ არ იყო აღზრდილი მოსეს რჯულით და თითქოსდა არც კი უნდა ჰქონოდა მონოთეიზმზე წარმოდგენა და მრავალთა გაგებით ''ცოდვილი პროფესიის'' მქონეც იყო.მიუხედავად ამისა უფალი მასზე ბრძანებს,რომ მთელს ისრაელში ვერ ნახა ასეთი რწმენა ადამიანის:''ამენ,გეტყვითქუენ:არაცადა ისრაელსა შორის ესოდენი სარწმუნოებაი ვპოვე.''(მათე8:10)
ლუკა3:14-აქ კი ვკითხულობთ შემდეგს:''ჰკითხვიდეს მას(იოანე ნათლიმცემელს)მხედრად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს:და ჩუენ რაიმე ვყოთ?და მან ჰრქუა მათ:ნუვის აჭირვებთ,ნუცა ცილსა შესწამებთ და კმა გეყავნ როჭიკი(ხელფასი)თქუენი.'' ასე,რომ სასურველნი არიან მემრებიც ღვთისათვის და მათი მოღვაწეობის სფეროც განსაზღვრულია.
რაც შეეხებათ მოციქულებს პეტრეს და პავლეს,ისინი პირდაპირ ამბობენ,რომ სახელმწიფოებრივი ძალაუფლება და მათი მსახურები,ანუ მეომრები(ისევ და ისევ ''მომკვლელები''-ფორუმელთა განმარტება რომ ვიხმაროთ),განწესებულნი არიან თ ვ ი თ ღ ვ თ ი ს მიერ იმისათვის,რომ დაიცვან წესრიგი და უსაფრთხოება სახელმწიფოსი და ერისა მტრისაგან.(1პეტრესი 2:13-14.).
რაც შეეხება მოციქულ პავლეს,იგი ხშირად ახსენებს სამხედროებსა და ძალაუფლებას თავის ეპისტოლეებში,როგორც ღვთის მიერ დაკანონებულ ინსტიტუტს და მოითხოვს მათ მიმართ შესაბამის პატივისცემასაც კი.
სხვა საკითხია,თუ ჩვენ პირადად ვგრძნობთ ღვთის წინაშე გარკვეულ სინანულს გარკვეული ცოდვების გამო-ეს სრულიად კონფიდენციალურია მომნანებელსა და ღმერთს შორის-ყველანი ცოდვილნი ვართ და ვცოდავთ პროფესიიდან გამომდინარე,თუ ამის გარეშეც(ვახერხებთ ასეც და ისეც-ამაში ძლიერები ვართ ფრიად),მაგრამ ეს უკვე სხვა სალაპარაკო თემაა და ასეთ შემთხვევაში კი მაგონდება ისევ და ისევ წმინდა მამათა(რა გვეშველებოდა მათ გარეშე?)გამონათქვამები,რომელთაც,თუ შევაჯამებთ,გამოდის ასე:''სანამ ადამიანი არ წარმოიდგენს,რომ ღვთისა და მის მეტი არავინ არის მთელს დედამიწაზე,ვერ შეძლებს ჭეშმარიტად თავისი ცოდვების ხილვას(შეგრძნებას)!''
ხოლო თვით მეომრობა ცოდვა არ არის-არსებობენ პროფესიები,რომლებიც ღმერთს არ უკურთხებია და არ განუწესებია.მეომრობა მათში არ შედის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Mar 31 2009, 03:26 PM
პოსტი #48


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



კიდევ ერთს დავამატებდი და თუ არ ჩაითვლება თემის შესაბამისად,ეგებ სხვა თემაში გადავიტანოთ.
მათე5:21-22'':გესმა,რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ:არა კაც-ჰკლა;ხოლო რომელმან მოკლას,თანა-მდებ არს სასჯელისა.ხოლო მე გეტყვი თქუენ,რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თვისსა ცუდად,თანა-მდებ არს სასჯელისა...''წმინდა იოანე ოქროპირი ამ ადგილს სახარებიდან განმარტავს ასე:არის მრისხანება ცუდი და არის არა-ცუდი,არამედ დროული და შესაბამისი(მისივე განმარტებით).თუკი ვინმე შეურაცყოფას გაყენებს პირადად შენ-ამბობს წმ.იოანე-და შენ ბრაზობ,შენი მრისხანება არის ცუდი.ხოლო თუკი შენს განრისხებას ადგილი აქვს სხვათა,მოყვასთა დასაცავად და შენ იცავ შენს სარწმუნოებას,ეკლესიას,სამშობ
ლოს,ხალხს,მოყვასს(იოანე15:13-''უფროისა ამისსა სიყუარული არავის აქუს,რათა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის.''),მაშინ შენი მრისხანება არის დროული და შესაბამისი.წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს ამის თაობაზე იმასაც,რომ მრისხანება და კიდევ ბევრი სხვა ვნება,ადამიანში არსებობს არა შემთხვევით,არამედ მიზანდასახულად და ადამიანმა კი მათი დროულად და სათანადოთ გამოყენება უნდა ისწავლოსო.
მეომერი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მრისხანებით შემუსროს მტერი-დროულად და სათანადოდ.როდესაც უფალმა ღმერთმა მოსეს მოუწოდა შეიარაღებინა იუდეველები და შეემუსრათ ფილისტიმლიანელები,მცნება''არა კაც-ჰკლა''უკვე მოცემული ჰქონდა.არის დრო მშვიდობისა და არის დრო ბრძოლისა...
მაღალმა ღმერთმა მოგვცეს მადლი თვისი,რათა რაიცა ვყოთ,ვყოთ დროულად და შესაბამისად!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 1 2009, 03:16 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
ეს მოვლენა იმიტომ გავიხსენე,რომ დედამიწაზე ბევრი რამ არის შექმნილი და გადმოღებული ციდან,სამოთხიდან,რადგანაც საჭიროა.საჭირო რომ არ ყოფილიყო უფალი მოსეს არც კი ეტყოდა ჯარი შექმენიო,თორემ ფილისტიმლიენელები დაგესხმიან თავს დაგაგანადგურებენო.ნეტარი ავგუსტინეს განმარტებით,ბოროტება იწყება იქ,სადაც ვიღაცა,ან რაღაცა თავის ადგილზე არ არისო.საჭირო რომ არ ყოფილიყო ''მომკვლელთა'' ინსტიტუტი,უფალი პირიქით ეტყოდა მაშინ მოსეს-არც კი გაბედო რაიმე მსგავსის შექმნაო.

betaneli luka
მე ის კი არ მითქვამს, რომ ჯარი და მეომრები არ უნდა იყვნენ, მე ვამბობ -> ანგელოზების მხედრებად და ხიშტიან მცველებად წარმოდგენა შესადარებლადაც კი უხეშია. მხოცავი და მჟლეტელი თუა ის ანგელოზი არ იქნება. რად უნდა ამას ამდენი ჩაციკლვა ...

მე შენს ნაწერში ლოგიკას ვერ ვხედავ, სხვა თუ არაფერი: სად მოსე თავისი არმიით და სად ანგელოზები ცაში smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Apr 1 2009, 05:06 PM
პოსტი #50


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



რაც შეეხება სინანულს,ყველას ვისაც გვსურს ამ საკითხის სერიოზულად შესწავლა,არსებობს საუცხოო წიგნი:Игумен Никон(Воробьев)-"Нам оставлено покояние."ყველას გირჩევთ.დაწერილია წერილების სახით,ძალიან უბრალო,მარტივი და გასაგები ენით,ახსნილია,თუ რა უნდა იყოს აღსარება და სინანული მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის.იგუმენი ნიკონი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მე-20 საუკუნეში-ასე რომ დღევანდელი ადამიანისათვის გასაგები ენით არის დაწერილი.
მადლი და მშვიდობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ჩვენ თანა ყოველთა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jun 17 2009, 12:33 PM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



საიდუმლო სინანულის არის, საკუთარი თავის ცოდვილად შეცნობა, ზედაპირულად არ გაიგოთ ეს ზოგჯერ რთულია ძალიან, თუ ბოლომდე და კარგად შეიცნობ შენს ცოდდვილებას თU როგორი ცოდვილი ხარ, და ჩაიხედები საკუთარ თავშIც მაშIN მოვა სინანული, თუ არ შეგიძლია, სთხოვე უფალს, წმინდა სამებას, ღმრთის მშობელს, რომ მოგანიჭოს ცრემლი სინანულისა და ნუგეშინისცემისა, და თუ ეს გულIთ გინდა გექნება აუცილებლად,
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvanchi
პოსტი Jan 30 2010, 08:52 PM
პოსტი #52


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 380
რეგისტრ.: 23-December 09
წევრი № 7,852



სიკვდილის წინ შევინანებ“ – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა.
ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი.
თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ.
საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს.
წმ. ტიხონ ზადონელი



2)ვინც თავს იმართლებს, იგი საკუთარ თავს სინანულისაგან განაშორებს.
აბბა ისაია


3)სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით.
წმ. ეფრემ ასური


4)ნურასდროს იტყვი – დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე.
წმ. ეფრემ ასური


5)ჩვენმა სინანულმა უნდა შეაღწიოს ჩვენი სულის სიღრმეში, შეძრას და სრულებით შეცვალოს იგი – აზრებით, გრძნობებითა და მისწრაფებებით.


6.როგორ ვისწავლოთ სულისათვის სასარგებლო გლოვა? – ვისაც თვალწინ ახლობელი მიცვალებული ჰყავს, მას განა დასჭირდება ტირილის სწავლა? შენს წინ ცოდვებით მომკვდარი შენი სული ასვენია, იგი შენთვის მთელს ქვეყანაზე ძვირფასია. ნუთუ არ იტირებ მისთვის?


7.საკუთარი არარაობის შეცნობა - ამაზე უნდა ვიფიქროთ არა თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ, არამედ ყოვლდღიურად, ყოველწუთიერად, სანამ სინანულის გრძნობა არ შეერწყმება ჩვენს არსებას, არ გაგვიჯდება ძვალსა და რბილში, არ გახდება ჩვენი სულის განუყოფელი ნაწილი; და როდესაც შევიძენთ ამ უხრწნელ საგანძურს, სიცოცხლის ბოლომდე თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ მას.
სქემიღუმენი საბა


8.ღმერთო! მოგვანიჭე ხედვა თვისთა ცოდვათა, რათა ჩვენმა გონებამ ვეღარ დაინახოს ახლობელთა შეცოდებანი. მოგვანიჭე სინანულის უდიდესი ნიჭი, წინამორბედი და მშობელი საკუთარი ცოდვის ხედვის უნარისა, დაგვიცავი ამ მადლით შენსკენ მომავალ გზაზე და მოგვეც უნარი, მოგეახლოთ შენ...
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი


9.დიდმა წინასწარმეტყველმა და უფლის წინამორბედმა იოანე ნათლისმცემელმა თავისი მოღვაწეობა სინანულისაკენ მოწოდებით დაიწყო. იგი ხალხს სინანულისაკენ მოუწოდებდა, რადგან სადაც სინანულია, იქ ღვთისაგან შენდობა, მისი წყალობა და მადლია. სინანულის ჟამს რაღაც მისტიური პროცესი ხდება, რომელიც სულიერად გვწმენდს. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალით ვერ განვწმენდთ, ესეც უფლის მადლითა და შემწეობით ხდება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ვგრძნობთ, რომ ცოდვილნი ვართ და საკუთარ ცოდვებს განვიცდით. ამიტომ ვევედრებით სულიწმიდას: „მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა“.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


10.სინანული რომ არ არსებობდეს, არც ცხონება იქნებოდა.
აბბა ისაია


11.ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა, იგი კეთილ გზას ადგას და შეუძლია, ცოდვათა მიტევების იმედი ჰქონდეს.
ნეტარი ავგუსტინე


12.ვიყოთ ნინეველნი და არა სოდომელნი, ვუმკურნალოთ ცოდვას, რათა ცოდვით არ აღვესრულოთ.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი


13.არ არსებობს მიუტევებელი ცოდვები, გარდა მოუნანიებელი ცოდვებისა.
წმიდა ისააკ ასური


14.ცოდვილს ღუპავს არა სიმრავლე ცოდვათა, არამედ სინანულის გარეშე ცხოვრება.
წმიდა ტიხონ ზადონელი


15.უფალს ისე არ განარისხებს ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები, როგორც ის, რომ არ გვსურს შევიცვალოთ.
წმიდა იოანე ოქროპირი


16.ნუ გადადებ გამოსწორებას ხვალინდელი დღისათვის, რამეთუ ის შენთვის უცნობია. ყოველთვის ცნობილია სიკვდილი, რომელიც მუდამ თავს დაგტრიალებს და უსათუოდ მოვა, იქნებ ახლაც, ამავე წამს.
წმიდა ეფრემ ასური


17.გაფრთხილდი, რათა მაშინღა არ გაგახსენდეს სინანული, როცა სასოწარკვეთილებისთვისღა გექნება დარჩენილი დროცა და ადგილიც!
წმიდა ისიდორე პელუსიელი


18.ზოგჯერ, როცა ტაძარში ვდგავარ, სულს ღვთის ახლომყოფობის შეგრძნება ეუფლება. მაშინ მე ხატების კი არა, თვით წმინდანთა გარემოცვაში ვექცევი, მსახურებაზე ჩამოსულთ რომ აუვსიათ ტაძარი და ყოველი მხრიდან გამომცდელად შემომცქერიან. რისთვის ავარიდო მათ მზერას თვალი, ან ბნელ კუთხეში რისთვის მივიმალო, როცა ღვთის რჩეულნი სახეში კი არა, ჩემს გულში იყურებიან? გული კი სად დაიმალება? და ვდგავარ ასე უმწეო და უღირსი მათი ყოვლისმხედველი მზერის წინაშე.
ჩემი ბოროტი აზრები, დამფრთხალნი წმინდანთა გამოხედვით, სადღაც იმალებიან და ჩემს ტანჯვას თავს ანებებენ. გული, ალმოდებული საკუთარი ბიწიერების შეგრძნებით, შემუსვრილია წუხილით, თავით ფეხებამდე შევიგრძნობ საკუთარ უღირსებასა და ცოდვილობას.
მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე


19.რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე სიტყვები, რომელთაც გუშინ ვერც კი ვამჩნევდი, დღეს თავიანთი სიღრმითა და სიბრძნით მაოცებენ, ისე რომ, მიჩნდება სურვილი, ზეპირად დავისწავლო და მთელი ცხოვრება სულში ვატარო? ამის მიზეზი ჩემი გულის არამდგრადობაა. გუშინ ის გაყინული იყო და, ამდენად, მხოლოდ მოხდენილობა და სიმკაცრე აღაფრთოვანებდა, დღეს კი ის დნობაშეპარულ თოვლს ჰგავს და სინათლესა და სითბოს შეჰხარის. მაინც, რა ხდება ჩემი გულის სიღრმეში, სადაც ვერც ჩემი მზერა, ვერც ჩემი გონება ვერ წვდება? იქ, ისევე, როგორც კამარაზე ამობრწყინდება და ჩაესვენება მზე, ყოველდღიურად იბადება და კვდება სინანული.
მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე


20.შევედ საკუთარ (თავში) გულში, მოიკრიბე მაცხოვნებელი გულის სიტყვანი და მით ეცადე განფიცხებული გულის დამსხვრევას... მოიგონე მოწყალება ღვთისა და დაირცხვინე... მოიგონე მართლმსაჯულება მისი და შეძრწუნდი... ნუ გადაიჩეხები სასოწარკვეთილების უფსკრულში... ნუ გაურბიხარ ღმერთს: რამეთუ სად გაექცევი მას? უფალი, რომელიც მზადაა დაგსაჯოს, მიგითითებს თავშესაფარზე - სინანულზე... ხსნის ერთი კარი ჰქონდა წარღვნას - კარი კიდობნისა, ერთი კარი აქვს ცოდვათაგან წარღვნასაც, - სინანულის კარი... შეხედე - ყველამ გაიარა ეს კარი: მონანულმა ავაზაკმა, ზაქემ, მეძავმა დედაკაცმა, ქრისტეს უარმყოფელმა პეტრემ, ქრისტეანეთა მდევნელმა პავლემ... მივედ შენც და დადექ მეზვერესთან, მხმობელი ხმითა მისითა: ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას!

21.სინანული ის მომენტია, როცა განახლებული ძალით და ხელახლა უნდა დავფიქრდეთ ცხოვრებასა და საკუთარ თავზე. ცხოვრებაზე - როგორი ჩაიფიქრა ის უფალმა ჩვენთვის, და საკუთარ თავზე - როგორი ცხოვრება შევქმენით ჩვენ. სინანული სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ერთგვარად შევაფასოთ განსხვავება უფლის მიერ ჩაფიქრებულსა და ჩვენს მიერ განხორციელებულს შორის; ჩვენთვის მოცემულსა და ჩვენს მიერ გამოყენებულს შორის, შესრულებულსა და შეუსრულებელს შორის.
ეს უნდა გაკეთდეს, და - არა ერთხელ. ხშირად ჩვენ ამ დავალებას სიკვდილის ბოლო საათისათვის, ბოლო ავადმყოფობის დროისათვის ვიტოვებთ ხოლმე, იმ მომენტისათვის, როცა მოულოდნელად აღმოვაჩენთ, რომ უკურნებელი სენი გვჭირს ან სიკვდილის საშიშროება გვემუქრება. და მაშინ შიშის, სიკვდილის საფრთხის წინაშე სერიოზულნი ვხდებით საკუთარი თავის, ადამიანების, ღვთის მიმართ, ვწყვეტთ თამაშს ცხოვრებაში.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი


--------------------
სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elisabeth
პოსტი Feb 11 2010, 03:51 AM
პოსტი #53


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 27-January 10
წევრი № 8,065



სინანულს არარაობის შეგრძნებისკენ მივყავარ ხოლმე... სინანული იმის გმობაა რაც გაგიკეთებია დაუფიქრებლად და მერე მიმხვდარხარ,მაგრამ უკვე გვიანია,ეს ნათქვამი სიტყვასავითაა.. უკავნ ვერ დააბრუნებ...
და მერე როცა უკვირდები საკუთარ ნათქვამს თუ ნამოქმედარს, თითქოს გული გეწურება... გინდა ამ სინანულთან ერთად თავიც მოიშორო....გაექცე...მაგრამ ეს შენშია,ისევ შენთანაა და თითქოს განწირული ხარ ხანგრძლივი ტანჯვისათვის...
უფალი მოწყალეა


--------------------
"არა არს კაცი,რომ სცხონდეს და არა სცოდოს.მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი,დიდი უღირსი... დიდი უძლური... "
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 06:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი