IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სასიამოვნო ამბები ზარზმის მონასტრიდან, ...
დათიკო
პოსტი Oct 15 2009, 09:46 PM
პოსტი #1


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მოგესალმებით!

სანამ დაპირებულ სასიამოვნო ამბებზე გადავიდოდე, მინდა ერთი–ორი სიტყვით მოგითხროთ წინაპირობა, თუ რატომ აღმოვჩნდი ზარზმაში დაახლოებით 4 წლის წინ და მას შემდეგ ყოველწლიურად მაქვს ბედნიერება ჩავიდე ამ არაჩვეულებრივ ადგილას.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თბილისში ჩამოვიდა გერმანელი რეჟისორი და პროდიუსერი ტომას შმიდტი, რომელიც მეგობრებთან ერთად მოგზაურობდა საქართველოში. ისინი გოდერძის უღელტეხილით აპირებდნენ მესხეთიდან აჭარაში გადასვლას და გზად, სრულიად შემთხვევით შეამჩნიეს მონასტერი. დასათვალიერებლად მისულთ მორჩილი ბესარიონი დახვდათ, რომელიც თაფლითა და პურით გაუმასპინძლდა სტუმრებს. სტუმრებს გაგონილი ჰქონდათ ქართველ ღვთისმსახურთა ლამაზი გალობის ამბები და სთხოვეს, იქნება შენც იცი გალობა და რამე გვიგალობეო. მორჩილი ბესარიონი არ დაზარებულა და ისეთი უგალობია, უცხოელებს ყბები ჩამოსცვივდათ.
ტომასმა და მისმა მეგობრებმა გზა გააგძელეს, მაგრამ ხსოვნა ზარზმის მონასტრისა და მგალობელი ბერის შესახებ დიდი ხანი გაჰყვათ. სწორედ ამიტომ ტომას შმიდტმა გადაწყვიტა რადაც არ უნდა დასჯდომოდა კიდევ ჩასულიყო ზარზმაში და თუ მოახერხებდა ფილმიც გადაეღო. ის დაუკავშირდა საპატრიარქოს და მონასტრის წინამღვარის, მამა ნიკოლოზის ტელეფონი გამოართვა, დაურეკა და სთხოვა ფილმის გადაღების ნება მიეცა. მამა ნიკოლოზი უაღრესად კეთილი, თანამედროვედ მოაზროვნე და უშუალო ადამიანი აღმოჩნდა და სიამოვნებით დაპატიჟა ტომასი მონასტერში რამდენიმე დღით.
პროფესიონალურ ვიდეო გადაღებას არა მარტო ვიდეო კამერა ყოფნის, არამედ მას კარგი ხმის ოპარატორიცა და გამნათებელიც სჭირდება, შესაბამისად, ტომასი შეეცადა საქართველოში დაექირავებინა შესაბამისი სპეციალისტები. ჩემდა საბედნიეროდ, ხმის ოპარატორად ჩემმა მეგობრებმა მე გამიწიეს რეკომენდაცია. ასე აღმოვჩნდი პირეველად ზარზმის მონასტერში.
გადაღებები 4 წელს გაგრძელდა, წელიწადის სხვადასხვა დროს და ფილმის მთავარი გმირი მორჩილი ბესარიონი, ამჟამად კი მამა ბასილი იყო.
გადაღებების განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. მაგალითად წინა წელს კანკელის მარცხენა მხარეს, სრულიად შემთხვევით, რესტავრატორებმა უძველესი ბარელიეფური გამოსახულებები იპოვეს, რომლებიც მე 9 საუკუნით თარიღდება. ამ გამოსახულებებს ზევიდან მე 15 საუკუნის ფრესკა ამშვენებდა და მის უკან იყო ჩამალული. კულტურის სამინისტროს ნებართვით მოხდა ამ გამოსახულებების გაწმენდა.
12 ოქტომბერს წავედით შემოდგომის სეზონის გადასაღებად და ჩვენდა საბედნიეროდ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დღეს შევესწარით.
ზარზმის მონასტერში ოდითგან ორი უძველესი და უძვირფასესი ხატი ეკიდა, მე 16 საუკუნემდე ეს ხატები ამ მონასტერში იყო დასვენებული, ხოლო შემდეგ ხატები ჯერ დასავლეთში, შემდეგ კი სახელმწიფო მუზეუმში ოქროს საცავში გადაასვენეს. მამა ნიკოლოზისა და მრევლის უშუალო მონაწილეობით მოხდა ამ ორი ხატის – ზარზმის ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ფერიცვალების ზუსტი ხატების ასლების შესრულება. მხატვრებმა რეზო ხაზალიამ და სოსო (უკაცრავად გვარი არ მახსოვს) ხატები შეისწავლეს და ზუსტი ასლები დღეს ზარზმის მონასტრის ერთ–ერთ კედელს ამშვენებს.
4 წლის წინ, როდესაც ჩვენ პირველად ჩავედით მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი და სამიოდე მორჩილი იყო.
დღეს მონასრერში 8 ბერი და 4 კაბოსანი მორჩილია.
ამ წუთისთვის მიმდინარეობს სამონასრტრო კომპლექსის ორსართულიანი ნაგებობის მშენებლობა, სადაც განთავსებული იქნება ბერების კელიები, სატრაპეზო, ბიბლიოთეკა და სხვა საჭირო სათავსოები.
რაც შეეხება ფილმს, რეჟისორი ვარაუდობს რომ ის 2010 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს.
შევეცდები არ გამოგაპაროთ მისი პრემიერა. ამჯერად კი გთავაზობთ მცირე სადემონსტრაციო ვერსიას.
ალილუიას მომღერალი კი თავად მამა ბასილია. აქვე დავდებ ამ გალობის სრულ ვერსიასაც.

ძალიან კარგი იქნება თუ მოახერხებთ ესტუმროთ მონასტერს და საკუთარი თვალით ნახოთ თუ რა სილამაზეა იქ. თავად იგრძნოთ თუ რამხელა სიმშვიდე მოაქვს თავად მონასტერსა და იქ მოღვაწე ბერებთან ურთიერთობას.
მონასტერს სჭირდება სასულიერო წიგნები. მე პერიოდულად ვაგროვებ ხოლმე მათთვის წიგნებს და თუ კვლავაც იქნებიან მსურველები, ძალიან გაახარებს მონასტრის საძმოს.

გვეწეოდეს წმინდა სერაპიონ ზარზმელი და გვფარავდეს ზარზმის ღვთისმშობლისა და ფერიცვალების ხატები!
ალილუია – http://www.allshares.ge/download.php?id=0F6F8B089
ფილმი - http://www.youtube.com/watch?v=_OktFokaYNE

ესეც ახლად ნაპოვნი ღვთისმშობლისა და მაცხოვრის გამოსახულებები. აღბეჭდილია ვედრების სცენა:
IPB-ს სურათი

ესეც ახლად აგებული სამონასტრო კომპლექსის ნაწილი
IPB-ს სურათი
შენობა ჯერ არ არის დასრუებული, სავარაუდოდ ერთ ორ თვეში დასრულდება.

ესეც თავად ზარზმის მონასტრის ტაძარი
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Oct 15 2009, 09:49 PM
პოსტი #2


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



დათიკო
გაიხარე, კეთილი და სასიხარულო ამბების გაზიარებისთვის smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Oct 15 2009, 09:54 PM
პოსტი #3


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



დათიკო
გაიხარე.
იმედია ფილმი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენთვისაც


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 15 2009, 09:57 PM
პოსტი #4


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



შევრდომილი
ციტატა
იმედია ფილმი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენთვისაც

ნამდვილად, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 16 2009, 12:46 AM
პოსტი #5


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



დათიკო
შესანიშნავია, მომწონს ძალიან, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ smile.gif

დათიკო, ფილმი რომ იწყება, შალვა ახალციხელის ლექსზე შექმნილი სიმღერით,
მაგისი სრული ვერსია თუ მოგეპოვება? უზომიდ მიყვარს smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 16 2009, 02:57 AM
პოსტი #6


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ნაინა
ციტატა
დათიკო, ფილმი რომ იწყება, შალვა ახალციხელის ლექსზე შექმნილი სიმღერით,
მაგისი სრული ვერსია თუ მოგეპოვება? უზომიდ მიყვარს

არც კი მახსოვს მაქვს თუ არა sad.gif
გადავხედავ ჩემს არქივებს და თუ წავაწყდი სადმე მოგცემ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 16 2009, 05:06 AM
პოსტი #7


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



დათიკო
ციტატა
არც კი მახსოვს მაქვს თუ არა
გადავხედავ ჩემს არქივებს და თუ წავაწყდი სადმე მოგცემ

კარგი ჩემო კარგო, თუ მოიპოვება შენს არქივებში შესანიშნავი იქნება,
მადლობა წინასწარ. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Oct 16 2009, 08:58 AM
პოსტი #8


დაურეგისტრირებელი









დათიკო
ხოშიანი ნამუშევარია smile.gif მაგარ.

ოპერატორის ჩრდილმა გამიტეხა ერთადერთი (სამრეკლოში ჩანს) biggrin.gif

და ბოლო კადრი არის უძლიერესი... ბერი რო მღერის biggrin.gif აი ეგეთი კადრისთვის ღირდა მარტო ეს ფილმი smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2019 - 02:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი