IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> კონსტანტინე გამსახურდია, მე ვფიქრობ, სწორად შევარჩიე განყოფილება, სადაც უნდა გამეხსნა თემა... ა
artless
პოსტი Nov 29 2011, 06:40 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 14-November 09
წევრი № 7,726



გამარჯობა! როგორც თემის აღწერაშივე ვთქვი, მინდა აქ კონსტანტინე გამსახურდიასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. გამოვთქვათ აზრები (იქნებ გავლანძღოთ კიდეც ერთმანეთი, თუ ეს უკანასკნელნი ურთიერთსაპირისპირო იქნება) და როგორმე ერთ დასკვნამდე მივიდეთ... მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა, გახდა მამა თეოდორე გიგნაძის სიტყვები, რომელიც მოვისმინე "იუთუბში": http://www.youtube.com/watch?v=Yo66tHFyn3U&feature=feedlik
როგორც თქვენც ნახავთ (და, იქნებ, უკვე ნანახიც გაქვთ), აქ ეს სასულიერო პირი კონსტანტინე გამსახურდიას მართლმადიდებლობის მტერს უწოდებს. ხოლო, ასევე, შეგიძლიათ ნახოთ კომენტარებიც, სადაც თავად მამა თეოდორეს უწოდებენ ეშმაკის მოციქულს (ერთობ საინტერესოა).
ბოლოს და ბოლოს, რაღაცებზე უნდა ვთქვათ სიმართლე! კონსტანტინე გამსახურდია, ჩემი აზრით (და შევეცდები ეს დავამტკიცო), არათუ ქრისტიანი არაა, არამედ რამდენადმე საპირისპირო პოზიციაც უჭირავს.
როგორც ცნობილია, მოდერნიზმი (ლიტერატურული მიმდინარეობა) შთაგონებულია, ნასაზრდოებია გამოჩენილი გერმანელი ფილსოფოსის, ფრიდრიხ ნიცშეს იდეებით. ამ ადამიანის ხსენებაზე, პირველ რიგში, რაც გაგვახსენდება, ალბათ მისი ცნობილი სიტყვებია: "ღმერთი მოკვდა". აღსანიშნავია ისიც, რომ ის ლაპარაკობს არა, ვთქვათ, ბუდიზმზე, ზოროასტრიზმზე, არამედ სწორედ ქრისტიანობაზე (თუმცა, ალბათ, რაღაც პარალელების გავლება შეიძლება ამ რელიგიებს შორის). ნიცშე უპირველეს ყოვლსა, სწორედ ქრისტიანობაზე ლაპარაკობს - მაშასადამე, ნიცშე "ანტიქრისტიანია".
ახლა, მოდით, მოდერნიზმი, გამსახურდია და ნიცშე ერთმანეთს დავუკავშიროთ: მოდერნიზმი ნასაზრდოებია ფრიდრიხ ნიცშეს იდეებით - კონსტანტინე გამსახურდია მოდერნისტია - (დასკვნა) - კონსტანტინე გამსახურდია ნასაზრდოებია ნიცშეს იდეებით.
მამა თეოდორე გიგნაძე სწორად შენიშნავს კონსტანტინე გამსახურდიაზე "მართლმადიდებლობის მტერიაო", რომ ამბობს... თუ ჩვენ თავისუფალი ვიქნებით ამის შემჩნევა ჩვენც შეგვიძლია - არის რამდენიმე სცენა "დიდოსტატის მარჯვენაში", სადაც, თუ ძალით არ იბრმავებ თავს, რაღაც სიტყვები გეხამუშება.
კარგი, ვთქვათ, როდესაც კონსტანტინე გამსახურდია რომელიმე გმირის სახელით ლაპარაკობს იესო ქრისტეზე (თუ არ ვცდები, მამამზეს სახელით), დაღმეჭილი სახე ჰქონდაო... ვთქვათ, რომ ეს არ არის თავად მწერლის აზრიც (ნიცშეს ხომ არ უყვარდა ქრისტე!). მაგრამ რას ვიტყვით სხვა მომენტებზე - სადაც, მაგალითად, ჯვრის სასწაულმოქმედებას დასცინის? აქ ხომ მარტო კონკრეტულ ფაქტებთან დამოკიდებულება კი არა, ზოგადად, სასწაულებთან, ქრისტიანობასთან დამოკიდებულებაც იკვეთება? კონსტანტინე გამსახურდია, მე ვიტყოდი, დასცინის სასულიერო პირებსაც - მაგალითად, მელქისედეკ კათალიკოსს და, თუ უფრო ჩავუღრმავდებით, არ მოსწონს მისი პიროვნება. მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრი ისეთი მომენტია "დიდოსტატის მარჯვენაში", რომელიც ქრისტიანის ყურს ეხამუშება, არ ესიამოვნება.
და თუ ასეთი რამე არსებობს, მაშინ რატომ ვფიქრობთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია დიდი მწერალია? მოდით, ამაზე ვისაუბროთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Nov 29 2011, 06:44 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



გასათვალისწინებელია ის მდგომარეობა, რომ კონსტანტინე გამსახურდია გაგანია კომუნიზმის ეპოქაში მოღვაწეობდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 29 2011, 10:13 PM
პოსტი #3


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



დაახლოებით ერთი თვე მინდა კიდევ და მოვრჩები გამსახურდიაზე თემის წერას...

სადაც დასაბუთებულად იქნება გადმოცემული ის,რომ იგი მართლმადიდებელი არ ყოფილა.მოტანილი იქნება უკლებლივ ყველა ციტატა(თავის განმარტებებით)დიდოსტატის მარჯვენიდან სადაც შეურაცხყოფას აყენებს მართლმადიდებლობას...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Nov 29 2011, 10:19 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(zaz @ Nov 29 2011, 06:44 PM) *

გასათვალისწინებელია ის მდგომარეობა, რომ კონსტანტინე გამსახურდია გაგანია კომუნიზმის ეპოქაში მოღვაწეობდა.


გასათვალისწინებელია, მაგრამ, ეს, მაინც და მაინც გმობას და მკრეხელობას არ ამართლებს.



A.V.M
ციტატა
დაახლოებით ერთი თვე მინდა კიდევ და მოვრჩები გამსახურდიაზე თემის წერას...

სადაც დასაბუთებულად იქნება გადმოცემული ის,რომ იგი მართლმადიდებელი არ ყოფილა.მოტანილი იქნება უკლებლივ ყველა ციტატა(თავის განმარტებებით)დიდოსტატის მარჯვენიდან სადაც შეურაცხყოფას აყენებს მართლმადიდებლობას...

თვითმფრინავის ბილეთი აღებული გაქვს? ვან ვეი თიქეთ biggrin.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 29 2011, 10:21 PM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ვან ვეი თიქეთ

yes.of course...

ციტატა

თვითმფრინავის ბილეთი აღებული გაქვს

არ დამჭირდება...
შეუძლებელია იმ ფაქტებზე მართლმადიდებელმა სხვაგვარი რეაქცია გამოხატოს.
სხვა რელიგიის წარმომადგენელთან კი არ ვაპირებ კამათს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Nov 29 2011, 10:27 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,145
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(artless @ Nov 29 2011, 06:40 PM) *


და თუ ასეთი რამე არსებობს, მაშინ რატომ ვფიქრობთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია დიდი მწერალია? მოდით, ამაზე ვისაუბროთ smile.gif

დიდი მწერლობა მართლმადიდებლობით არ განისაზღვრება, კონსტანტინე გამსახურდია ჭეშმარიტად დიდი მწერალია.


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 29 2011, 10:30 PM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

დიდი მწერლობა მართლმადიდებლობით არ განისაზღვრება, კონსტანტინე გამსახურდია ჭეშმარიტად დიდი მწერალია.

გაიხარე ზაქარ...

მამა თეოდორესი არ იყოს ჩვენ არ ვაფასებთ მის ლიტერატურულ ენას.და ვამბობთ რომ იგი მართლაც ძალიან ჭკვიანი პიროვნება და დიდი მწერალი იყო.
ჩვენ მას განვსაზღვრავთ მართლმადიდებლური გადმოსახედიდან.

(სალვადორ დალი უდიდესი წარმომადგენელი გახლდათ სიუ-რეალიზმისა,მაგრამ სატანისტი იყო.
ამის გამო არ ვთქვათ რომ ფერწერაში გენია იყო?
თუმცა ისიც ვთქვათ რომ სატანისტი გახლდათ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Nov 29 2011, 10:34 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
მდებარ.: ℛuﻯtA√!
წევრი № 10,559



.zakaria.
ციტატა
დიდი მწერლობა მართლმადიდებლობით არ განისაზღვრება, კონსტანტინე გამსახურდია ჭეშმარიტად დიდი მწერალია.

კონსტანტინე გამსახურდია დიდი მწერალია, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მის მკრეხელობებზე ხმა არ ამოვიღოთ?

მე საოცრად მომწონს ამ ნაწარმოების სალიტერატურო ენა, მაგრამ მასში მიზანმიმართულადაა ბრძოლა სიწმინდეებისადმი, ეკლესიისადმი, ბერ-მონოზვნობისადმი.
გაიხსენე როგორ შეურაცხყოფს ჯვარს, პატრიარქს, არსუკიძეს.

artless
ციტატა
კონსტანტინე გამსახურდია, ჩემი აზრით (და შევეცდები ეს დავამტკიცო), არათუ ქრისტიანი არაა, არამედ რამდენადმე საპირისპირო პოზიციაც უჭირავს.

პროტესტანტი იყო მისი გამზრდელი და რა გასაკვირია რომ ჭკუა გადაუტრიალა?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
artless
პოსტი Nov 30 2011, 12:06 AM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 14-November 09
წევრი № 7,726



მე კი მინდა ცოტა უფრო გავაღრმავო ჩვენი საუბარი... A.V.M - ძალიან მომეწონა შენი აზრი და შენი მოქმედება (ნარკვევს რომ წერ)... ზოგადად, ყველა ხელოვნება - მხატვრობა იქნება თუ მწერლობა - ცდილობს რაღაცის ჩაწვდომას, რაღაცის გაგებას და გააზრებას... ჩემი აზრით, თავისუფლად შეიძლება ხელოვნებად გავიგოთ, ასევე, თუნდაც "შუშანიკის წამება". იტყვით, ეს მარტო ხელოვნების ნაწარმოები არააო (არამედ რაღაც უფრო მეტი)... მაგრამ ჩემთვის ხელოვნება და ცხოვრება (არა იმიტომ, რომ ხელოვანი ვარ) განუყოფელია ერთმანეთისგან. ილია ჭავჭავაძეც ამბობდა, რომ ხელოვნება იმისთვის არის შექმნილი, რომ ცხოვრება გააუმჯობესოსო... შეიძლება აქ გარკვეული საკითხების დაზუსტება, მაგრამ ერთი ფაქტია - ხელოვნებას და ცხოვრებას ღრმა კავშირი აქვთ ერთმანეთთან! მეტიც - ისინი ერთი და იგივეა... ხელოვნება არის გარკვეული ცხოვრების წესი, თავად ცხოვრება... რომლის არსიც ამ სიტყვებში გამოიხატება, ჩემი აზრით, სრულად: "მეხატებოდა და მეც ვხატავდი". ხელოვანობა უფრო მეტად, იმიტომ კი არ იწყება, რომ შენ ეს გინდა, არამედ, უფრო მეტად, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეგიძლია... და ჩვენ კონსტანტინე გამსახურდიაზე როდესაც ვლაპარაკობთ, უპირველესად სწორედ იმაში უნდა ვედავებოდეთ, რასაც ცხოვრება და ცხოვრების გაგება ჰქვია. ვთქვათ და ამაზე დავას მოვრჩით... ცალკე ენა გვრჩება, როგორც რაღაც განსაკუთრებული, რაღაც დიდებული, რაც განაპირობებს ამ მწერლის დიდებულებას... მაგრამ, ჯერ ერთი, ყოველი ფორმა, უპირველეს ყოვლისა, ფორმირდება შინაარსიდან გამომდინარე... მწერლის ენაც, ანუ ის, თუ როგორც წერს, განპირობებულია იმით, თუ რას წერს... და თუ ეს ასე არაა, მაშინ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომლის სახელიც არ ვიცი... მაგრამ ვიცი, აქ რა ხდება: ის არ არის მთლიანი... მთლიანობა, ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ შენი მოქმედება ექვემდებარება ერთ გარკვეულ იდეალს თუ საზრისს (ვთქვათ, ისევე, როგორც "შუშანიკის წამება". ის მოტივირებულია, განსაზღვრულია თუ შთაგონებულია ქრისტიანული იდეებით თუ იდეით). ხოლო როდესაც, ვთქვათ, ლაპარაკობ, ქადაგებ გარკვეული ცხოვრების წესს... და ამ ქადაგებას შენი ენაც არ შეესაბამება, შენ სტყუი... რას? შენ ასწავლი ადამიანებს გარკვეული ცხოვრების წესს - კონსტანტინე გამსახურდიაც მიუთითებს რაღაც ცხოვრებაზე, რომელიც უნდა იცხოვრო - და, რომ ასწავლი, ამასთან, ფარულად, კიდევ სხვა ცხოვრების წესიც გაქვს - მაგალითად, შენ მიგაჩნია (რაღაც რომ მიგაჩნია, ეს უკვე შენი ცხოვრების წესია), რომ ლამაზად ლაპარაკი ხიბლავს მსმენელს... მაგრამ თუ შენ ამბობ, რომ ქრისტიანული სასწაულები სიცრუეა... და ქრისტიანობის უარყოფას ქადაგებ... და ეს არის შენი ნამდვილი თუ მთლიანი ცხოვრება, რატომ ახორციელებ ცალკე სხვა ცხოვრებას,რომელზეც არ საუბრობ? ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ჯერ ერთი, ცარიელი ფორმა - მწერლის ენა - არაფერია და, მეორეც - ყოველი ფორმა მოტივირებულია, განსაზღვრულია შინაარსით... ხოლო თუ ეს ფორმა ნაწარმოების უშუალო შინაარსით არაა განსაზღვრული, მაშინ მწერალი ტყუის... როგორც ჩანს, მან იპოვა რაღაც ჭეშმარიტება და ამ ჭეშმარიტებას მალავს... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 19 2011, 09:22 PM
პოსტი #10


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რასაც ვაპირებდი კი დავწერე უკვე გამსახურდიაზე,მაგრამ ხელიდან-ხელში გადადის ჯერ...
რომ დამიბრუნებენ მერე ამოვბეჭდავ


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Dec 20 2011, 07:30 PM
პოსტი #11


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



არასწორად შეგირჩევია ადგილი smile.gif

გამსახურდია უნდა ლიტერატურაში გაგეხსნა smile.gif
მეცნიერება და განათლების განყოფილებაში არის ქვეგანყოფილება ენა და ლიტერატურა
ანუ აქ:
http://church.ge/index.php?showforum=38


ცოტა ხანი იქნება ეს პოსტი, რომ წაიკითხო და გაიგო შენს თემას რას ვუპირებ, და მერე მშვიდად გადავიტან ლიტერატურაში ^^


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 29 2012, 08:49 PM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ესეც ჩემს მიერ დაპირებული ნაშრომი!
----------------------------
,,დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა“-ანტიმართლმადიდებლური ნაწარმოები
,,ყოველი ფუჭი სიტყვისთვის,რომელსაც იტყვიან კაცნი,პასუხს
აგებენ განკითხვის დღეს.“(მათე.12-36)

,,მის (კონსტანტინე გამსახურდია)ნაწარმოებებს განიხილავენ ისტორიული,სოციალურ-პოლიტიკური და სხვა თვალსაზრისით,მაგრამ ჯერ არ ყოფილა სერიოზული მსჯელობამწერლის მსოფლმეხველობაზე,მის რელიგიურ-ფილოსოფიურ კრედოზე,“(1)წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტი წერილში-,,კონსტანტინე გამსახურდია და ქრისტიანობა.“სწორედ ამ ,,ნაკლის“გამოსწორებას შევეცდებით მოცემულ თემაში და ამ რომანის განხილვას მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან მიმართებაში.“
უპირველესად აღვნიშნავთ უდიდეს პატივისცემას კონსტანტინე გამსახურდიას მიმართ.(აგრეთვე მისი შემოქმედებისადმი),ხოლო თუ ვინმეს მოცემულ თემაში რამე არ მოეწონება,შევახსენებთ დეკანოზ თეოდორე გიგნაძის სიტყვებს:,,ჩვენ ვაქებთ ამ ნაწარმოების ენას და არ ვაფასებთ მას,როგორც ფილოლოგები.არამედ განვიხილავთ მართლმადიდებლურ ჭრილში.“ამგვარადვე ვიქცევით ჩვენც და არ გავამახვილებთ ყურადღებას,თუ ვისი ან რისი ეპიგონი გახლდათ ბატონი კონსტანტინე,არ გავამახვილებთ ყურადღებას იმ შეუსაბამოებებზე რაც ამ რომანშია გადმოცემული.არ მივანიჭებთ მნიშვნელობას ნაწარმოებში არსებულ სტილისტურ ხარვეზებს,აგრეთვე არ ვისაუბრებთ ავტორის სხვა ნაწარმოებებზე (შეიძლება იქ უფრო მძაფრადაა გამოხატული რელიგიისადმი წინააღმდეგობა)არამედ განვიხილავთ მხოლოდ ,,დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა-ს“მართლმადიდებლობასთან მიმართებაში.
საუბარი ზედმეტად სწორხაზოვანი რომ არ გამოგვივიდეს,მწერლის პოზიციის დასაცავად გამოვიყენებთ ხოლმე მისი ვაჟიშვილის წერილს-,,კონსტანტინე გამსახურდია და მართლმადიდებლობა.“(არა გვგონია ვინმემ მოცემულ პიროვნებაზე (ან მის წერილზე) მეტად შეძლოს ერთ-ერთი პირველი ქართველი ჩოხოსნის ,,დაცვა.“
წინასწარ მოგახსენებთ იმასაც,რომ მოცემულ თემაში ვისაუბრებთ ყოველგვარი მხატვრული სიტყვების გარეშე.(რადგან უფლებას ვერ მივცემთ საკუთარ თავს ასე მოვიქცეთ,როდესაც საქმე ეხება ისეთ მწერალს,როგორიც კონსტანტინე გამსახურდიაა!) აგრეთვე არაფერს არ ვიტყვით საკუთარ ვარაუდებს პერსონაჟთა მსგავსებაზე სხვადასხვა პიროვნებათა მიმართ.(მაგალითად ექვთიმე თაყაისშვილისადმი და.ა.შ.)ჩვენ უბრალოდ მოვიხმობთ ციტატებს ზემოთ ნახსენები ნაწარმოებიდან და ვისაუბრებთ მათ შესახებ.
ქართული გამოთქმაა:,,სიმართლის მთქმელს ცხენი ყოველთვის შეკაზმული უნდა ჰყავდესო.“ჩვენც სეკაზმული ცხენით ვიწყებთ თხრობას.
ვინც მეტ-ნაკლებად იცნობს კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას,სეუმჩნეველი არ დარჩება,რომ მწერალი ,,შეფარვების დიდოსტატია“,რის გამოც ნებისმიერ ღვთისმგმობელ
1-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 377 გვ.თბილისი-1991
თუ ანტიმართლმადიდებლურ სიტყვას ისეთ სიტუაციაში ათქმევინებს, ისეთ პერსონაჟს, რომ ,,რელიგიურ ოპონენტთან“ დაპირისპირებისას უპირატესობა ჰქონდეს, მაგრამ ამ რომანში იმდენად აშკარაა ანტიმართლმადიდებლური განწყობა,რომ შეუძლებელია მათი გამართლება.
აუცილებლად ვითვალისწინებთ იმ ეპოქას,რომელშიც ბატონი კონსტანტინე გამსახურდია ცხოვრობდა,იმ ცენზურას,რაც მაშინ ბატონობდა,რომლის გამოც ხელოვანმა შესაძლოა მცირე დოზით გამოთქვას რამე მიუღებელი,(თუმცა ესეც არაა გასასამართლებელი საბუთი,რადგან ჩვენი რწმენა კრძალავს ნელთბილობას და ცხოვრებასი მსახიობობას.)მაგრამ იმ ფრაზებს, რაც ზემოთნახსენებ ნაწარმოებშია აღწერილი ვერავინ და ვერაფერი ამართლებს.( რწმენასთან მიმართებაში.)
ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ და არაფრის არავისზე თავის მოხვევას ვცდილობთ.(ამ დონეზე ვერ გავკადნიერდებით)უბრალოდ სემოგთავაზებთ ციტატებს ამ რომანიდან და შემდეგ თავად განსაჯეთ-შეიძლება თუ არა ამგვარი წინადადებებით გაჯერებული ნაწარმოები მართლმადიდებლური პათოსით იყოს დაწერილი,ან შესაძლებელია თუ არა,რომ პიროვნება,რომელმაც თავის პერსონაჟებს ასეთი და ამდენი სიტყვები ,,ათქმევინა“,იყოს ,,ღრმადმორწმუ მართლმადიდებელი.“




სიწმინდეების შეურაცხყოფა
---------------------------------------------------------------
,,მირონცხებით მეორდება მორწმუნეებზე სულიწმინდის ის არსისმიერი გარდამოსვლა,რომელიც ქრისტეზე აღსრულდა მდინარე იორდანეზე,როცა მან იოანესგან მიიღო ნათელი...და ეს ყოველივე თქვენზეც აღესრულება მირონცხების დროს სახისმიერად,ხატოვნად,იმიტომ,
ომ თქვენ თვითონაც ქრისტეს ხატი ხართ.“(წმ.კირილე იერუსალიმელი.)

ვინც ოდნავ მაინცაა ჩახედული მართლმადიდებლობაში,კარგად ეცოდინება,თუ რამხელაადგილი უჭირავს რწმენაში ისეთ სიწმინდეებს,როგორებიცაა:ჯვარ
ი,ხატი, მირონი... ვნახოთ,თუ როგორ ალაპარაკებს მათ შესახებ კონსტანტინე გამსახურდია საკუთარ პერსონაჟებს.
,,ბერძნებს ეს უნდათ,ჩვენი ბომონები ვგმოთ და მათ ეკლესიებში ვილოცოთ.წინაპართა ჩვენი სალოცავები შეგვიმუსრეს,თავიანთი ხატები და ჯვრები შემოგვაჩეჩეს ხელში.“გარდა სიწმინდეთა შეურაცხყოფისა ავტორი ამ ციტატით ისტორიულ რეალობასაც ამახინჯებს. რამდენიმე მკვლევარი აღნიშნავს, რომ კონსტანტინე გამსახურდია თავის შემოქმედებაში ცდილობს იმას,რომ მართლმადიდებლობა წარმართულ რწმენაზე დაფუძნებულ რელიგიად წარმოგვიჩინოს.სხვას რას უნდა მივაწეროთ ეს ფაქტი.შეგახსენებთ ლეონტი მროველს,რომელიც ასაბუთებდა,რომ ქართველთა წინაპარი ქართლოსი ყოფილა,რომლის მამაც-თარგამოსი,ნოეს ვაჟ-იაფეტის შვილიშვილი გახლდათ.აქედანაც ვრწმუნდებით,რომ ქართველთა წინაპარი ბიბლიური ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი ყოფილა და არა წარმართული ბომონის.
საინტერესოა თუ როგორ აღწერს ბატონი კონსტანტინე არსაკიძის ლიტურღიაზე ყოფნის პერიოდს:,,გული უწუხდა კონსტანტინეს,ბრბოში გაჭექილს ოფლის სუნი მისწვდა მის სათუთ ყნოსვას,ოფლისა,საკმევლისა და მირონის სუნი ურთიერთში აღრეული.“გარდა იმისა,რომ მ ოცემულ სიტუაციაში მწერალი მკრეხელურად იქცევა,ტყუილსაც ამბობს,რადგან ყველას მოეხსენება,თუ რა რაოდენობის ან როგორ ვითარებასი ინახება ნებისმიერ ეკლესიაში წმიდა მირონი დაშეუძლებელია ტაძარში მისი არომატის გავრცელება.მით-უმეტეს მისი გარჩევა საკმევლის და ოფლის სუნის დროს.ამას არ სჯერდება გამსახურდია და კიდევ აღწერს მსგავს მოგონილ და დამცინავ ვითარებას სიწმინდეებთან მიმართებაში:,,რაღაც უცნაურმა სუნმა ჩამოუქროლა არსაკიძეს.ბნელ სენაკებსა და საოსტიგნოებში რომ სცემია,სწორედ ისეთმა სუნმა.“





სასულიერო პირებზე
------------------------------------------------------------------
,,აწ უკუე რომელმან შეურაცხ-ყოს , არა კაცსა შეურაცხ-ყოფს ,არამედ ,ღმერთსა.“(1 თეს.3-8)

ჩვენ მიერ განსახილველ რომანში უამრავი ადგილია,სადაც ავტორი თავის პერსონაჟებს სასულიერო პირების შეურაცხმყოფელ და დამცინავ სიტყვებს ალაპარაკებს.იგი დასცინის იმათ,რომლებზეც ღირსი მამა-იოანე სინელი ამბობს:,,მონაზვნობა არის უხორცო ძალების წესი და საქმე,რომელიც ნივთიერ და მოკვდავ ხორცში ყოფნისას აღმოცენდება.“(1)აი,რას წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მამა მონაზვნებზე: ფარსმან სპარსი დედათა მონასტერს შესჩვეოდა,მცირეწლოვან მორჩილ ქალწულებს საჩუქრებით გაიტყუებდა მთავართა სანათლოის ერთ ბნელ ქუჩისკენ,სადაც გაუქმებული ბაზილიკის უკან,ბნელ სენაკში ცხოვრობდა თავათ და ნამუსს ახდიდა თურმე.“
სხვა ადგილზე ,,ღრმადმორწმუნე ჩოხოსანი“ ამგვარი ზიზღით მოიხსენიებს მონაზვნებს:,,არაფერი ისე შემზარავი არაა ამქვეყნად,როგორც მახცინჯი დიაცები ერთად შეყრილნი,როგორი მოდრეკილი,კუკუმოქცეული,დაღრე
ჯილი აღნაგობა აქვთ ამ საცოდავებს!“ ამ ფრაზას არ სჯერდება იგი და აგრძელებს საუბარს:,,მართლაც , საშინელი ფიგურები მიფორთხავდნენ მტვერში.თოჯინებსავით გამოჩორვილნი,თეძოდაშლილნი,ფე
ხ მოქცეულნი,მენჯბრტყელნი და თავწვრილა,მხარგანიერნი,გრძელ
წელიანნი,მოკლეფეხება, დათვოულის ძელივით აყლაყუდანი ძოგნიც.“ იმასაც წერს გამსახურდია,თუ როგორი ავხორცული აღგზნება გამოიწვია ამ ეპიზოდმა ქვეყნის მმართველებს შორის:,,უთვალთვალებენ დასიცხული მეფე და ერისთავი სიმრგვალისა და სირბილის ტოკვას ძაძით შეფარვულს,განიერი თეძოების რყევას.“ამ ყოველივეს შემდეგ კი უფლებას აძლევს საკუთარ თავს ავტორი და მათ,ვინც საკუთარი სხეულნი ზეციურ სასიძოსთვის გაამზადეს,დაწყევლილად მიიღვევს:,,ვინ დასწყევლა ეს მშვენიერი დიაცები , მუდამ მგლოვიარენი იყვნენ,ჭკნობას შეუნახონ მშვენება,რათა ერთ დღეს მოვიდეს სიკვდილი და ისე მოიმკას ისინი,რომ ერთხელ მაინც არავინ იგემოს მათი მშვენიერი სხეულის სიმწიფე.“
სხვა დროს და სხვა ადგილზე ასე მოიხსენიებს მწერალი მოძღვარს:გულბოროტი იყო ეზოსმოძღვარი ამბროსი,ენაჭარტალა და მთესავი ღვარძლისა.“შემდგომ ციტატაში კი ვნახავთ , თუ რას ადარებს სასულიერო პირებს ის პიროვნება,რომელზეც როგორც თავის ვაჟი ამბობს:,,გამდელ ეკაიას ჩანერგული რელიგიური მოწიწება და ღვთისმოსაობა მთელი ბავშვობისა და სიჭაბუკის მანძილზე გაჰყვა მას.“(2) (საინტერესოა სიჭაბუკის დასრულების შემდეგ ,ეს მოწიწება და ღვთისმოსაობაც ხომ არ დასრულდა?)
,,ეკლესიის ყვავებივით დამსხდარიყვნენ დანარჩენი ბერები სარეცელის ირგვლივ.მათგან ისეთი შთაბეწდილება მიიღო სტუმარმა , დუმილის მოწესედ დამსხდარანო ეს შაოსნები ხატებით მორთულ საწოლ დარბაზში. გაციებული კამეჩივით ქშინავდა შავწვერა გოლიათი მამაი სტეფანოხ. ასრუტუნებდა ბუკივით მსხვილსა და მეჭეჭიან ცხვირს, წარამარა ხელს ისვამდა ფაფუკ ღიპამდის მიღწეულ წვერზე.ძლივსღა აფახუნებდა დიდრონ თვალებს წვერგაბურძგვნილი მიტროპოლიტი რაჟდენი.თრიაქით მთვრალს მიუგავდა
--------------------------
1-ღირსი იოანე სინელი. კიბე ანუ-კლემაქსი. გვ-21. თბ 2004
2-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 378 გვ.თბილისი 1991


მოხუცი.“ მოგვიანებით ავტორი ,,უფლებას აძლევს“თავის პერსონაჟს, რომ მთავარეპისკოპოს რაჟდენის ქადაგებებს-ჩურჩუტი უწოდოს:..რაო,რა იჩურჩუტა რაჟდენმა?“
წეღან კიდევ ერთხელ თუ როგორ დასცინოდა მონაზვნებს დიდად პატივცემული ავტორი.ახლა გაგახსენებთ ციტატებს,სადაც აბუჩად იგდებს, ამცირებს და შეურაცხყოფას აყენებს ბერებს . მათ ,ვინც ,,თავი თვისი დასდვეს ცხოვართათვის,“- ,,ქოსა და დაღრეკილი მამაკაცებიც ერიენ მათ შორის,თავწვრილა,კისერმოკლე , წვივგადრეკილი ჩიაკაცები , დიაცურად წრიპინა ხმა , რომ გადაჰყვებათ ხოლმე ბალღობიდან შუაკაცობაში,ჰერმესსა და აფროდიტეს შორის მარად მერყევთ.“ აღსანისნავია ის ფაქტიც,რომ ბატონი კოწია (როგორც მას დიდმა გალაკტიონმა უწოდა )ამცირებს ბერებს იმის გამო ,რომ ხოცვა-ჟლეტასა და ცოდვილ სოფელს სოფელს , ღვთისმადიდებელი განმარტოება ამჯობინეს : ,,ისეთნი , ვინც დიაცებს ჭირის დღესავით სძაგთ , რაკი მათი მკლავები ხმალს ვერ მოიქნევენ ,ერქვანს ვერ გამართავენ , პურს ვერ მოიწევენ , ჰოროლს ვერ სცემენ , მტერს ვერ შეუტევენ რისხვით . ბუნებით ცვედანნი ,სახითა ქოსანნი , სიყრმეშივე დაბერებულნი , ხოლო სიბერეში ყრმასავით ცუნდრუკა .“(განგებ არ სევჩერდებით ამ ეპიზოდზე.რადგან ბერობისა და ხოცვა-ჟლეტის შედარება მკრეხელობად მიგვაჩნია , ხოლო რაც შეეხება მათ ფიზიკურ შრომას ამის გასაგებად რამდენიმე დღით გაჩერებაც კმარა ნებისმიერ მონასტერში. თუ გამსახურდიას დავუჯერებთ ,ბერები ქალაჩუნები და ლაჩრები არიან: ,,არსაკიძე ზიზღით შესცქეროდა ამ ზლაზვნია,წლაწვნია,წრიპინა , მკერდჩავარდნილსა და თეძოგანიერ ქალაჩუნებს.“
პატივცემული გამსახურდია ,,ასკვნისიმას , რომ შუბის ქნევა უფრო ღირსეულია , ვიდრე ბერული სქემის ტარება და მონაზვნური ღვაწლის ტვირთვა : ,,ბოლოს ამ ლაშქარს უკან მიჰყვებოდნენ ყრმანი ჭაბუკთაგანნი. მათაც უთუოდ დაამსვენებდა ჯიშიან, მაღალ ცხენებზე ჯდომა და გამართული ჰოროლებით იერიშის მიტანა.“ ჩვეულებას არ ღალატობს კონსტანტინე და გიორგი მეფეს , უკანასკნელ სიტყვაში ავად მოახსენიებს მართლმადიდებელ სასულიერო პირებს : ,,მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოსები.“ ,,არ მიყვარს ფუმფულა ეპისკოპოსები, უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება , პიპა.“


დაცინვა და ცილისწამება წმიდისა კათალიკოსისა-მელქისედეკისა
----------------------------------------
,,არა ცილი სწამო!“(ლუკა.18-20)
,,წყეულიმც იყოს დამსმენი და ცილისმწამებელი.“(სიბრძნე ზირაქისა.28-29)
,,ვინც ნახატს დასცინის , ის მის მხატვარს ,,დასცინის“, ვინც საპყარს დასცინის , მის შემოქმედს შეურაცხყოფს.“ (იგავები. 17-5)
რომანში-,,დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა,უამრავ ეპიზოდში , რბილად რომ ვთქვათ ცუდადაა გამოყვანილი მელქისედეკ კათალიკოსი.ჩვენ მოვიყვანთ ციტატებს ამ ნაწარმოებიდან და შემდეგ თავად განსაჯეთ , არის თუ არა დაცინვა და ცილისწამება , კონსტანტინე გამსახურდიას მარჯვენით დაწერილი სიტყვები . იქამდე კი გავიხსენოთ , თუ რას გადმოგვცემს მატიანე მელქისედეკ კათალიკოსის შესახებ.
მელქისედეკ კათალიკოს-პატრიარქი , საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მესაჭეობდა მეფეების - ბაგრატ III-ის, გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის დროს. იგი არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველი საჭეთმპყრობელი , რომელიც მოიხსენიება ტიტულით - ,,საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.“
,,მატიანე ქართლისას“ მიხედვით იგი იყო ,,დიდებულთა კაცთა შვილი,“ აღზრდილი მეფე ბაგრატ II-ის მიერ . მან კათალიკოსობის პერიოდში ააშენა და გაამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი . კათალიკოსი დახმარების სათხოვნელად-,, წარვიდა ბერძენთა მეფის - ბასილის წინაშე კონსტანტინეპოლედ“ და დიდძალი განძით სამსობლოში დაბრუნებულმა-,,იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედაბერვითა , და ყოველი განასრულა .“სეგახსენებთ , რომ იგი საქართველოს მართლმადიდებლური და სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი.ახლა კი გავიხსენოთ , თუ როგორ წარმოგვიჩენს წმიდა პატრიარქს ბატონი კონსტანტინე.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის მამის აზრით , წმიდა პატრიარქი ფანატიკოსია: ,,ჰაერი ეცოტავებოდა , მაგრამ სიკვდილს არ ეპუებოდა ფანატიკოსი ბერი.“ ბატონი კონსტანტინე ,,უფლებას აძლევს“საკუთარ პერსონაჟს , რომ კათოლიკოსს შეურაცხმყოფელი სიტყვები აკადროს : ,,მაგრამ იგი რეგვენია მხოლოდ.მელქისედეკი იმჯერად ბრმა იარაღი იყო მეფისა და სპასალარის ხელში.“სხვა ადგილზე ასე ვკითხულობთ:,,შესაძლოა მაგ გამოყრუებულ კათალიკოსს და ორიოდე ბერს მცხეთაში...“გარდა ამ ციტატებისა ციტატებისა ავტორის მიერ წმიდანის დაცინვა სხვა ადგილზეც შეინიშნება: ,,ქადაგად დავარდნილივით როშავდა კათალიკოსი . გამკითხვის დღის გეენიით ასინებდა თავის მრევლს.“ ამასაც არ სჯერდება ,,შეფარვების დიდოსტატი“ და მცირე ხანში ამბობს: ,,რაღაც უჯიათი შეუმუსვრელობა გამოსჭვიოდა ხორცადშრეტილი ბერის ჩონჩხადქცეული აღნაგობიდან . ტირანული სისასტიკე გართხმულიყო ძარღვებდაბერილ შუბლსა და ენერგიულ ღაწვისთავებს შორის.“ თუ გამსახურდიას მიერ დაწერილ სიტყვებს დავუჯერებთ , საქართველოს საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ,,შინაგანად ბრმა“ შეურაცხავს წმიდანად : ,,ნუთუ ამას ვერ ხედავს დაბრმავებული მელქისედეკი?“ არც ამ სიტყვებს სჯერდება ბატონი კონსტანტინე და უფრო მეტად ცდილობს ,,შეურაცხყოფ მიაყენენებინოს“ წმიდანისთვის თავის პერსონაჟს: ,,ასე რამ გამოაშტერაო ბერიკაცი, დარიშიანი და არიშიანიც რომ ვერ გაურჩია ურთიერთისგან .“
ზემოთ ვნახეთ ეპიზოდები , სადაც გამსახურდია სხვადასხვა ცხოველს ადარებს სასულიერო პირებს.(თხებს,ყვავებს...) ყოველივე ამის შემდეგ იგი იმ დონეზეც კადნიერდება , რომ ,,ხელის აუკანკალებლად“ დაამციროს წმიდანი პატრიარქი და შეადაროს იგი ერთ-ერთ ცხოველს : ,,თრითინასავით დაძვრებოდა ზედ მუხლებდაბერებული , ჩია ბერიკაცი .“
თუ პატივცემულ ჩოხოსანს დავუჯერებთ , ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი გულბოროტიც ყოფილა : ,,მეფე გიორგი და მელქისედეკ კათალიკოსი ისეთი გულბოროტი ადამიანებია , სულ ერთია , მაინც არ დაგიფასებენ ღვაწლს .“
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ იმას , რომ ვითვალისწინებთ იმ ცენზურის, პერიოდს, რომელშიც აღნიშნული რომანი დაიწერა, (აგრეთვე იმასაც, რომ იმ დროისთვის მექისედეკი არ იყოო წმინდანად შერაცხილი , ) მაგრამ დამეთანხმებით რომ არაფერი ამართლებს დასცინო , შეურაცხყო , ცილი დასწამო ვინმეს . (მით უმეტეს კათოლიკოს პატრიარქს ) შენს ნაწარმოებში .

ლოცვის აბუჩად აგდება
------------------------------------------------------
,,არაფერია ლოცვაზე ძლიერმოქმედი და ღვთის სათნოსაყოფად მასზე სასარგებლოც არაფერია.“ (წმ.მარკოზ განშორებული)

ყველას კარგად მოეხსენება ლოცვის ძალა და ყველამ იცის მისი დანიშნულება მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. შეგახსენებთ წმიდა ისააკ ასურის სიტყვებს : ,,საშინელ სამსჯავროზე ღმერთი დაგვსჯის ჩვენში ეშმაკების შემოსვლის გამო , რომლებიც ფსალმუნთა გალობისა და ლოცვის მიტოვების გამო შემოდიან .“ ვნახოთ , როგორაა გადმოცემული კონსტანტინე გამსახურდიას დამოკიდებულება მის ,,უკვდავ ნაწარმოებში“ ფსალმუნთა , ბიბლიის და საერთოდ ლოცვის შესახებ.
,,...გულმოდგინედ ისმენდა ხუცის ქადაგებებს , ხალისიანად იზეპირებდა ფსალმუნთა ლექსებს , გულში დასცინოდა ებრაელთა ღმერთის იწილ-ბიწილოს.“ გამსახურიას თუ დავუჯერებთ ღმერთი მხოლოდ ებრაელთაა , მისი დარიგებები იწილ-ბიწილო, ხოლო ფსალმუნის სულიწმინდის მადლით დაწერილი ლოცვები კი უბრალო ლექსებია და მეტი არაფერი . თუმცა , ეს მხოლოდ დასაწყისია. აი , როგორ გადმოაცემინებს საკუთარ შეხედულებებს ბატონი კონსტანტინე თავის ერთ-ერთ პერსონაჟს : ,,ბიბლიის ზღაპრების თხრობას და ფსალმუნის ღეჭვას რა მოათავებს .“ ამ ციტატაზე დაყრდნობი კაცობრიობის უდიდესი განძის-ბიბლიის ამბები მხოლოდ ზღაპრებია , ხოლო ფსალმუნთა კითხვა კი მათი არაფრისმომცემი ,,ღეჭვაა.“ სხვა ადგილზე კი ავტორის აზრით ლოცვა არა ღმერთთან საუბარი , არამედ არაფრისმომცემი ბუტბუტია: ,,ერთი მოხუცი იქვე გდებულ ლოდზე იჯდა განკერძოებით და ღამის ლოცვებს ბუტბუტებდა თავისთვის.“ ამით ყველაფერს არ ამთავრებს გამსახურდია და შემდეგნაირად გადმოსცემს ეკლესიასი მსახურების მომენტს : ,,არ უყუყვარდა ის უცნაური სუნი , ადამიანებით გაჭექილ ეკლესიებში რომ ხდება საცნაურ .“

მართლმადიდებლობის შეურაცხყოფა
,,ჩვენ წინაპრებს , რომ მრავალი ჭირისა და განსაცდელის მიუხედავად არ დაეცვათ მართლმადიდებლური სარწმუნოება , დღეს არც ჩვენი ენა იქნებოდა და აღარც ჩვენი სახელი.“

იმპერატორები-დიოკლეტიანე , ნერონი , კალიგულა , იულიანე განდგომილი , დეკიუსი და ამ სიის დაუსრულებლად გაგრძელება შეიძლება . მათ ერთ რამ აკავშირებს ყველას-ისინი მართლმადიდებლობის შეურაცხყოფას და ამოძირკვას ცდილობდნენ . თუმცა, ყველას ბოლო იყო ისეთი , როგორც იულიანე განდგომილის უკანასკნელი სიტყვა : ,,შენ , გაიმარჯვე , გალილეველო !“ ვნახოთ ცდილობდა თუ არა ამ რწმენის დამცირებას საკუთარ ნაწარმოებში ,,ღრმადმორწმუნე“ხელოვანი.
,,ეს გამოჩერჩეტებული პატრიარქი სრულიად აღმოსავლეთისა , ქორეპისკოპოზნი ,ეპისკოპოზნი , სწავლულები , და ბერები ორი თვე ზე ასქდებოდნენ ურთიერთარს იმის გასარკვევად თუ რამდენ ანგელოზს დაიტევს ნემსის წვერი .“ ამ ციტატაში ვინც ანგელოზთა , წმიდანის, სასულიერო პირების და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფას ვერ (არ) დაინახავს - ,,ბრმაა და ბრმათა წინამძღვარი .“ სხვა ადგილზე მწერალი სახარებისეულ სიუჟეტსაც დამახინჯებულად წარმოგვიჩენს. იქამდე კი შეგახსენებთ ფრაზას ბიბლიიდან : ,,წყეული იყავნ ყოველი , რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის სჯულისასა ყოფად მისა . „(გალ.3-10)
აი , რას ეუბნება გამგეთუხუცესი არსაკიძეს: ,,ხომ გახსოვს , ჭაბუკო , (ქრისტემ) ხუთი პურითა და შვიდი თევზით რომ გააძღო ბევრზე ბევრი.“ შეიძლება ამ სიტყვებიდან უჩვეულო არაფერი მოგვეჩვენოს , მაგრამ სხვაგვარად მოხდება თუ მსჯელობას გავშლით. შეგახსენებთ,რომ გამგეთუხუცესი მოცემულ მომენტში არსაკიძეს შიმშილის შესახებ ესაუბრებოდა . უფალი ყოვლისშემძლეა და მას შეეძლო ხალხის გაძღომა როგორც ხუთი , ისე შვიდი პურით ან მათ გარეშე , მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას ,რომ სახარებისეული სიუჟეტი დავამახინჯოთ , რადგან ხუთი პურითა და შვიდი თევზი მამათა განმარტებით ან არ ილეოდა , ანაც მოწაფეთა ხელში მრავლდებოდა . დაპურების შემდეგ კი თორმეტი გოდორი დარჩა ნამუსრევი . ე.ი. ,,ბევრზე ბევრმა“ მიიღო უამრავი პური და თევზი , რომელიც გამრავლდა ხუთი პურისაგან და შვიდი თევზისგან და არა მხოლოდ ზემოთ აღნიშნული რაოდენობ საკვებისა!
ამის შემდეგ ისეთი ამბის აღწერას გვთავაზობს ავტორი , რომელზეც კომენტარის გაკეთებაც შეუძლებელია , რადგან აბსოლუტური უაზრობა და შეუსაბამობა გახლავთ: ,,ჯოჯოხეთში გაუწყვეტიათ ეშმაკებს მღვდლები და ყვავი დაუნიშნავსო თურმე ხუცესად ღმერთს.“ სხვაგან კი ბატონი კონსტანტინე თავის გმირს ,,უფლებას აძლევს“ ,უდიერად ისაუბროს სიწმინდისა და უბიწოების შესახებ . ამ მოძღვრებით წასვლა კი პირდაპირი დარღვევაა სჯულისა , რომელშიც ვკითხულობთ : ,,არა იმრუშო .“ შეგახსენებთ იმასაც რომ ყოვლადწმიდა და ყოვლადუბიწო გახლდათ ღვთისმსობელი მარიამია. ყოველი ქალი კი მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით მას უნდა ემსგავსებოდეს.
,,განა ასე საჭიროა დიაცისთვის უხრწნელობა? შენ ხომ უფრო მეტად მიყვარხარ ვიდრე რომელიმე უხრწნელი ქალწული?“ გარდა ამისა , აი , რას ბრძანებს ბატონი გამსახურდია : ,,ერთბაშად ისევ ბიბლიურ მითებს მიუბრუნდა მელქისედეკი . ‘’ შეგახსენებთ სიტყვა-მითის ეტიმოლოგიას : ,, მითი - (მითოს) ძველი ბერძნული სიტყვაა და საუბარს , ზღაპარს ნიშნავს.“
ეს უკვე მერამდენე ადგილია , სადაც ავტორი ბიბლიურ სიუჟეტს მხოლოდ მხოლოდ მითად და ზღაპრად აღიქვამს ალბათ , ემახსოვრება დაკვირვებულ მკითხველს. გარდა ზემოთჩამოთვლილ ეპოზოდებისა , ნაწარმოებში ისეთი სიუჟეტებიცაა , სადაც პირდაპირ არაა გამოხატული სიწმინდეების ან რწმენის გმობა , მაგრამ ვვარაუდობთ , რომ შეფარვითაა გადმოცემული . შემოგთავაზებთ ორ მათგანს : ,,ეს ამბავი მოხდა პარასკევს . ურჩხულის დღეს.“ ზუსტად არაა მითითებული რომანსი , რატომ უწოდებს მას ურჩხულის დღეს , მაგრამ ოდნავ დავფიქრდეთ და გავიხსენოთ ყველაზე დიდი მოვლენა დედამიწის ისტორიაში , რაც პარასკევს უკავშირდება ?ესაა - ,,ჯვარცმა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი . ‘’ , რომელ დღესაც მოხდა სამოთხის კარის გახსნა და მართალთა სულების ამოყვანა იქიდან და თუ ეს დღე ურჩხულის დღეა ავტორისთვის , მაშინ თავად განსაჯეთ მისი შემოქმედების მიზანი.
გარდა ამისა , ხელოვანი სხვა დროს ბრძანებს : ,,სვეტიცხოველი უფრო უკვდავია , ვიდრე ასიათასი მოკვდავის სული.“ საინტერესოა , ხომ არ იგულისხმა , პატივცემულმა ავტორმა ,,ასიათას მოკვდავში ‘’ ასიათასი ქართველი მარტვილი , ჯალალ- ედ - დინის მიერ წამებული. თუმცა , ვარაუდებზე დიდხანს , რომ არ გავჩერდეთ , ვნახოთ თუ როგორ გადმოაცემინებს ბატონი კონსტანტინე თავის პერსონაჟს , საკუთარ აზრზს მართლმადიდებლობასთან მიმართებაში : ,, ქრისტეს შჯული დიაცების და ბალღების თვალის ასახვევად რომ გამოუგონიათ ხუცებს !? ’’ ე.ი. რჯული , რომლის გამოც ერთ დღეში ეწამა ასიათასი მოწამე , ერთ ღამეში დაიღუპა (ხორციელად ) ექვსი ათასი ბერი , (და ასე უსასრულოდ) მხოლოდ დიაცებისა და ბალღების თვალის ასახვევადაა უბრალო ხუცების მიერ გამოგონებული და არა მარადიულობის მოსაპოვებლად .


შეურაცხყოფა ყოვლადპატიოსნისა და ცხოველმყოფელლისა ჯვრისა
-----------------------------------
,,ჯვარი ის სასწავლებელია , სადაც მასწავლებელი უსიტყვოდ გვასწავლის იმ ძელის მიერ , რომელზედაც თვითონაა დამოკიდებული .“
,,ჯვარი ის შუაგულია , რომელზეც ჩვენი წმიდა სარწმუნოების ყველა სწავლება და ჭეშმარიტება იკრიბება და ერთდება . ჩვენი დაცემა და აღდგომა . ცოდვა და მადლი , მართლმსაჯულება და მოწყალება - ეს ყოველივე ჯვარზე იკითხება .’’ ეს ფრაზა ეკუთვნის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსს. ვნახოთ თუ რა ,,იკითხება’’ ,,შეფარვების დიდოსტატ ,“ კონსტანტინეს მარჯვენის მიერ დაწერილ ნაწარმოებში. თუ მას დავუჯერებთ , ჯვარი წარმართული ხის კულტია : ,,ლეგენდების მიხედვით , სვეტიცხოვლის ხისგან უნდა ყოფილიყო იგი იმ ეპოქაში გაკეთებული , როცა წარმართული ხის კულტი შეიგუა ქრისტიანობამ .“ ჩოხოსანი ისეთი სიტყვებით მოახსენიებს თავის გმირს მაცხოვნებელ ჯვარს , რომლის გამეორებაც გვზარავს:
,,მე მოვეკალიო იმ ტიალს ,შენს მაგივრად . მოვეკალიო იმ ტიალ ძელიცხოველს.“ მწერალი შეუსაბამო და შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებს ყოვლადპატიოსან ჯვარს : ,,შეიძლება ეს ოფლის სუნი იყოს , ადამიანის ოფლის სუნი , ხანგრძლივად ნახმარსა და ნაამბორებ ჯვრებს რომ უდის .’’ შემდეგი ციტატის სიტყვებიც შემაძრძწუნებელია ჩვენთვის : ,,მე მოვეკალიო იმ ოხერ ჯვარს .“ კიდევ ერთ ,,სიბრძნეს და ჭეშმარიტებას ‘’ გვიცხადებს ,,ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი.“ თურმე ის ,რაზე გაკვრითაც მაცხოვარმა თითოეული ადამიანი იხსნა მარადიული სატანჯველისგან . ის , რომლითაც მართალთა სულების ამოყვანა მოხდა ჯოჯოხეთიდან , რომლის თაყვანისცემის გამოც მილიონობით ადამიანი გამოესალმა მიწიერ სიცოცხლეს , ის , რამაც ჩვენი ერი მოიყვანა დღემდე , თურმე ქართველთა უბედურების მთავარი მიზეზია : ,,ქრისტეს ჯვარი იყო ჩვენი ხალხის უბედურების მიზეზი მთავარი .“ უფრო შორსაც მიდის პატივცემული ხელოვანი და ამგვარად წერს თავის ,,უკვდავ ნაწარმოებში:“ ,,დიაცებისა და ბალღების მეტს არავისა სწამს ქრისტეს ჯვარი . ‘’ სხვადასხვა რელიგიის , სექტის , სქიზმის წარმომადგენლების კი ერიდებიან ჯვრის საჯაროდ შეურაცხყოფას . საინტერესოა , რა გახდა მიზეზი იმისა , რომ ,,ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი“ ამგვარ მკრეხელობაში ჩავარდნილიყო : ,,არ გვინდა ქრისტეს ჯვარი , ...არც მელქისედეკ კათალიკოსი , მცხეთა და უფლისციხე ისეთივე ბუდეა გულარძნილობისა , როგორც ბიზანტიონი . ‘’


მკრეხელობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ
--------------------------------------
,,მარიამი , განხორციელებული ღმრთის , იესუ ქრისტეს დედა , წმიდათა იერარქიაში უპირველესია , ეკლესია მას უწოდებს :ყოვლადწმინდას , კურთხეულს , მარად ქალწულს , ღვთისმშობელს , ქერუბიმთა უპატიოსნესსა და სერაბიმთა უზეშთაესს . ‘’(არქიეპ. პავლე)
,,შიში და თრთოლვა იპყრობს ჩემს სულს , როცა ვფიქრობ ღვთისმშობლის დიდებაზე,“-წერს წმიდა სილუანი . ვნახოთ , იპყრობს თუ არა შიში და თრთოლვა კონსტანტინე გამსახურდიას , როდესაც წერს ,,წმიდათა იერარქიაში უპირველესის შესახებ. ‘’ შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობას უამრავი ჯგუფი გამოეყო . უმეტესი მათგანი კი , სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ სწავლების დამახინჯების გამო წარმოიქმნა . (არიოზიდან დაწყებული რასელისტებით-ე.წ. იაღოველებით დამთავრებული .) ჩვენ მკრეხელობად მიგვაჩნია ყველა იმ ადგილის გამეორება , სადაც შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობს სხვადასხვა , პერსონაჟი მარადქალწულ მარიამზე . აქ მხოლოდ ერთ ციტატას დავდებთ და ,,ვისაც ყურნი აქვს სმენად , ისმინედ .“ ,,მარიამის უხრწნელობის დოგმას აპამპულებდა თურმე და როცა თრიაქით დათვრებოდა , მოურიდებლად ხითხითებდა : ღვთისმშობელს იმდენი შილი ჰყოლია , რამდენიც ანგელოზი დაეტევაო ნემსის წვერზე.“

ღმერთზე
---------------------
,,ყოველი ცოდვაი მიეტეოს კაცსა , გარნა გმობაი სულისა წმინდისა . „( )

,,როგორ ფრთხილად უნდა წარმოვთქვათ სიტყვები უფლის შესახებ , როგორი სიმდაბლით , წინდახედულობით , რომ არ განვარისხოთ ღმერთი-სიტყვა მამითა და სულითა წმიდითა.“ ვნახოთ , არის თუ არა კონსტანტინე გამსახურდიას მიერ წარმოთქმული (დაწერილი) სიტყვები წინდახედულობითა და სიმდაბლით წარმოთქმული.
,,განა აგრე არ დაძრძწოდა ქვეყნად უფალი ჩვენი მაცხოვნებელი?“თქვენთვის მოგვინდვია იმის განსჯა , ვინც ამ თემაზე საუბრისას სიტყვა-,,დაძრძწოდას“ გამოიყენებს (გამოაყენებინებს სხვას) , თუ არის წინდახედული. (ღრმადმორწმუნეობას აღარც ვახსენებთ) ,,უკვდავ ნაწარმოებში“ აგრეთვე ვკითხულობთ : ,,წევსო თუ დგასო მამაღმერთი ? შეუძლია თუ არა ღმერთს უმამოდ შვილი გააჩინოს , უველოდ მთაი , ან მეძავი აქციოს ქალწულად .“(ამ სიტყვების განმარტებისგანაც თავს შევიკავებთ ) ნაწა

ნაწარმოებში ვაწყდებით აშკარა შეუსაბამობას წმიდა


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 29 2012, 09:04 PM
პოსტი #13


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სახარებასთან დამოკიდებულებაში : ,,ნუთუ , ცოცხალთა ღმერთი უნდა იყოს იგი , ვისაც ეს მზეგადასული თაობანი შეჰღაღადებენ?“ აქაც თავს შევიკავებთ ამ უჭკუო მკრეხელობის გამეორებისგან , უბრალოდ დავდებთ ამონარიდს სახარებიდან , საიდანაც ბათილდება ზემოთწარმოთქმული აზრი : ,,არა არს ღმერთი მკუდართაი , არამედ ცხოველთაი .“(მთ.22-32) შემდეგ დაწერილი ციტატიდან ირკვევა , თუ როგორი ირონიით ალაპარაკებს ბატონი კონსტანტინე თავის პერსონაჟს ღმერთის , განკითხვის დღისა და საშინელი სამსჯავროს შესახებ . ,,ვაი მას , ვინაც გამოხატოს ცოცხალი არსი . განკითხვის დღეს მხატვრის მიერ გამოსახული პირები გაცოცხლდებიან ,სურათიდან ჩამოვლენ , მიეჭრებიან დამხატველს და მოსთხოვენ სულს .’’(ამაზე კომენტარისგანაც თავის შეკავებას ვარჩევთ)
ცხოვრებაში დიდადდაფასებული კონსტანტინე კიდევ ერთ ტყუილს ათქმევინებს თავის გმირს: ,,ქალის გაჩენაში ალბათ ღმერთი არ გარეულა.“ ავტორის სიცრუის დასტურად შემდეგი ფრაზაც კმარა: ,,ნეკნისაგან , ადამს რომ გამოუღო ,დედაკაცი სექმნა ღმერთმა.(დაბ.1-22). ბატონი გამსახურდია კიდევ ერთ მკრეხელობას ბრძანებს რომანში : ,, საპატიო ვალია კაცისა , არა გლახური ღმერთის ძიება , არამედ თავად უნდა გახდეს შემოქმედი ღმერთის მეტოქედ.“ აშკარაა , რომ ამ სიტყების ავტორს წარმოდგენა არ აქვს ბიბლიურ სიტყვებზე : ,,არა არს რჩევა აზნაურისა უაზნოსაგან .’’ არ არსებობს სხვა ღმერთი , გარდა ერთი , ჭესმარიტი ღმრთისა. რაც შეეხება ბოლო ფრაზას -ადამიანის უფლის მეტოქედ გახდომის შესახებ , ამაზე მხოლოდ სიბრალულის გრძნობა გვიჩნდება , რადგან ,რადგან ყველა , ვინც ღმერთის მეტოქეობას შეეცდებაისეთივე ბოლო ექნება , როგორც იულიანე განდგომილს , რომლის ბოლო სიტყვები გახლდათ : ,,შენ გაიმარჯვე გალილეველო . ‘’
პირველი პრეზიდენტის მამა აგრეთვე ამბობს: ,, ქალი კი არა , ღმერთი მეტყველებდა მის მშვენიერ , ბროწეულის ყვავილისფერი , ბავშვური ტუჩებიდან . ‘’ აქაც დიდ მკრეხელობაშია ავტორი , რადგან მოკვდავ ქალს , უტოლებს და ადარებს -დაუსაბამო , უმანკო , უცოდველ , ყოვლადბრძენ , ყველგანმყოფ , ყოვლისშემძლე ღმერთს.შეუნდოს უფალმა ავტორს ,, რამეთუ არა იცოდა , რას იქმოდა.“ ეს ყველაფერი როდია. აი ,რას ბრძანებს ბატონი კოწია : (როგორც მას დიდმა გალაკტიონმა უწოდა) ,,ნიშის წინასე ხატის სანთლები ბჟუტავდნენ , მაცხოვრის სახეს , ვაგლახად დაღრეჯილს . ‘’ ეს ყველაფერი როდია . კიდევ ერთ ადგილს მოგიყვანთ ზემოთაღნისნული ნაწარმოებიდან , რადგან ვრწმუნდებით სახარების ტექსტის დამახინჯებულად გადმოცემაში : ,,ამიტომ ებრძოდა იგი , ამ უხეში ლოდების ქაოსს , როგორც კოჭლი იაკობი თავის მრისხანე ღმერთს .’’ თუ მწერალს დავუჯერებთ , იაკობი კოჭლი იყო შერკინებისას. (,,როგორც კოჭლი აკობი ერკინებოდა...“) მაგრამ ეს ასე არ გახლდათ . აი , რას ამბობს ბიბლია: ,, როცა შეატყო , რომ ვერ ერეოდა , შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი...“(დაბ.32-35) აქედან გამომდინარე იაკობი დაკოჭლდა მხოლოდ სერკინების ბოლოს . რაც სეეხება ღვთის მრისხანებას , იმის შესახებ ბევრს არ ვისაუბრებთ , უბრალოდ გავიმეორებთ იმ სიტყვებს რაც ღმერთმა უთხრა იაკობს შერკინების ბოლოს : ,,ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი , არამედ ისრაელი , რადგან ღმერთს და ადამიანს შეებრძოლე.“ თქვენთვის მოგვინდიაიმის გარჩევა , რომ ასეთი სიტყვების წარმომთქმელი თუ სეიძლება იყოს იმ მოცემულ სიტუაციაში განრისხებული? ანაც რატომ იშვებოდა მხსნელი , იმ კაცის შთამომავლობიდან , რომელზეც განრისხებული იყო შემოქმედი ჩვენ კი შეგახსენებთ იმ სიტყვებს , როგორც მოიხსენიება ადამიანი , რომელიც ბიბლიურ სიუჟეტს შეცვლის თვითნებურად : ,, წყეულ იყავნ ყოველი , რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა ამას სჯულისასა ყოფად მისა . (გალ .3-10)




ახლა კი დაპირებისამებრ განვიხილავთ იმ წერილს , რომელშიც ბატონი ზვიად გამსახურდია , იცავს მამამისის მართლმადიდებლობას.
უპირველესად გავიხსენოთ ის , რომ პირველი პრეზიდენტი მართლაც გახლდათ მორწმუნე , მაგრამ საქმე ეხება მის მშობელ მამას და , რა თქმა უნდა , ყველანაირად ცდილობს, გაამართლოს მისი საქციელი . ამასთანავე ,გავიხსენებთ იმ პერიოდს , რომელშიც იგი მოღვაწეობდა . მას , ეროვნულ მოძრაობასთან ერთად სურდა ქვეყნის სათავეში მოსვლა და ეს შანსები შეიძლება მცირედ , მაგრამ მაინც მოიმატებდა , თუ დაასაბუთებდა მსობელი მამის ,,ღრმადმორწმუნე მართლმადიდებლობას.“ რამდენად სეზლო ეს , თავად განსაჯეთ.
ბატონო ზვიადი წერს : ,,ბიბლიისა და სახარებისადმი , სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩაუნერგეს მშობლებმა პატარა კონსტანტინეს.(1) შეგახსენებთ , რომ დღევანდელი სექტანტები ბიბლიით მანიპულირებენ . აგრეთვე ისეთი რელიგიური მიმდინარეობის მიმდევარნი , როგორებიც არიან - ბაპტისტები , ანგლიკანები , ევანგელისტები , რასელისტები და ზოგადად კათოლიკური მრწამსის მიმდევარნი (ე.წ. იაღოველებიც). აქედან გამომდინარე , ბიბლიისა და სახარების სიყვარული , არ ნიშნავს მართლმადიდებლობას.
უამრავი ითქვა თუ დაიწერა (თავად კონსტანტინეს ან სხვათა მიერ) საკუთარი გამზრდელის არამაღტლმადიდებლური მრწამსის შესახებ. ამის ,,გამოსწორებას“ცდილობს ეროვნული მოძრაობის აწ განსვენებული ლიდერი და წერს : ,, გამდელი ეკაია ნიადაგ მაცხოვარზე და წმიდა გიორგიზე ესაუბრებოდა მომავალ მწერალს .“(2)შეგახსენებთ , რომ ისეთი რელიგიები , როგორებიცაა: ბუდიზმი , იუდაიზმი , ინდუიზმი , ისლამი და სხვანი ,ყველა ერთხმად აღიარებენ იესო ქრისტეს არსებობას.(არაფერს ვამბობთ ქრისტიანულ რელიგიურ მიმდინარეობებზე). აგრეთვე ფართოდ იყო გავრცელებული წმ.გიორგის კულტი ჩვენს ქვეყანაში.(შეგახსენებთ ,რომ მის საფლავზე ლოცულობენ ისლამისტები,კათოლიკეები , მართლმადიდებლები , იუდეველები.) აქედან გამომდინარე ის , რომ გამზრდელი ამ თემებზე ესაუბრებოდა არ ნიშნავს იმას , რომ ეკაია მართლმადიდებელი გახლდათ , ანაც კონსტანტინეს ზრდიდა ღრმადმორწმუნე მართლმადიდებლად.
ზვიად გამსახურდია , ფაქტია , იმდენად შევიდა მამის დაცვის აზარტში , რომ უნებლიეთ თავადაც დიდ სეცდომას დაუშვა . ,,საეკლესიო კულტის უიდუმალესი შინაგანი არსი სწორედ მხოლოდ რჩეულთათვის და ფილოსოფოსთათვისაა მისაწვდომი . ჯერ გავიხსენოთ ტერმინ ფილოსოფიის განმარტება.იგი აღნიშნავს სიბრძნის სიყვარულს . ხოლო უდიდესი განსხვავებაა უბრალო სიბრძნესა და მართლმადიდებლურ სიბრძნეს შორის . აი , რას ამბობს დავით მეფსალმუნე : ,,დასაბამი სიბრძნისაი , შიში უფლისაი.“ თავად განსაჯეთ რამდენად ექნება უფლის სისი იმ ადამიანს , რომელიც შეურაცხყოფას აყენებს შემოქმედს , ღვთისმშობელს , ჯვარს , ამახინჯებს ბიბლიას და აბუჩად იგდებს სიწმინდეებს . საკმარისია იმის გახსენებაც , რომ ფილოსოფოსთა უმეტესობა (პლატონ-არისტოტელეთი დაწყებული , გოეთეთი დამთავრებული ) არ გახლდათ მართლმადიდებელი. ხოლო ასეთებზე გარკვევით წერია წმინდა წერილში : ,,სიბრძნე ამის სოფლისაი , სიცოფე არს წინაშე ღმრთისა , რამეთუ წერილ არს : რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა.“ (1.კორ 3-19) ხოლო
-----------------
1-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 377გვ.თბილისი 1991 გვ. 2--ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 382გვ.თბილისი 1991 გვ.


თქვენთვის მოგვინდია იმის განსჯა-პიროვნება , რომლის საქმიანობა და იდეებიც- ,,სიცოფე არს წინაშე ღმრთისა ,“რამდენად შეიცნობს - ,,საეკლესიო კულტის უიდუმალეს შინაგან არსს.“ (საეკლესიო კულტისა რა მოგახსენოთ და ჩვენი აზრით ოკულტიზმს კი ნამდვილად ღრმად შეიცნობს.)
ისე ნუ იფიქრებთ , რომ არაფერში ვეთანხმებით ეროვნული მოძრაობის აწ გარდაცვლილ ლიდერს . (ღმერთმა აცხოვნოს მისი სული . იმედია თავი არ მოუკლავს.) აი , კონკრეტულად რასიც : ,,არსაკიზის რელიგიურობაც საქმით უფრო მჟღავნდება , ვიდრე სიტყვით.სვეტიცხოვლის შენებაა მისი რელიგია .(1) ‘’ ჩვენ ვერ ვიხსენებთ ეპიზოდს ნაწარმოებიდან , სადაც სვეტიცხოვლის სულიერ-რელიგიურ შენობად და ღვთის სახლად მოიხსენიებს არსაკიძე. სამაგიეროდ უამრავია ეპიზოდი , როდესაც ვრწმუნდებით , რომ სვეტიცხოვლის შენება ხელოვნებაა . აქედან გამომდინარე , არსაკიძე სწორედ ამ უკანასკნელის მადიდებელია (როგორიც იყო სალვადორ დალი , მიქელანჯელო და სხვანი) და არა მართლმადიდებლელი. თუ გადავხედავთ ტაძრების აგების ისტორიას , დავინახავთ , რომ მათი აგებისას მსენებელნი განსაკუთრებით კრზალვითა და რიდით იქცეოდნენ. ჩვენ მიერ აღწერილ რომანში კი ხსირია , როდესაც არსაკიძე ხან მეძავთან იკლავს ცხველურ ვნებებს , ხანაც ბიზანტიელ დიაცებთან განცდილ ,,ტკბობის წუთებს“ იხსენებს. ჩვენ კი ვერსად ვიხსენებთ , თუ სადაა აღწერილი უტას მართლმადიდებლური ცხოვრება .(აღსარების ჩაბარება , მარხვა ,ლოცვა , ზიარება , რომელზეც თავად უფალი ამბობს : ,,ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“(ლკ22-19). ნაწარმოებზე დაყრდნობით არსად ,,მოუხსენიებია“ უფალი.“
გარდა ამისა , აი ,რას წერს ბატონი ზვიადი : ,,დიდოსტატის მარჯვენა ასახავს ისტორიის პერიოდს , როდესაც ჩვენი ქვეყანა იყო ასპარეზი ქრისტიანობისა და წარმართობის ბრძოლისა , რასაც გვამცნობს , უწინარეს ყოვლისა ქართული ისტორიოგრაფია . (2)“ ბატონი ზვიადი , რომ ცოცხალი იყოს აუცილებლად შევეკითხებოდით (ყოველ შემთხვევაში შევეცდებოდით იმის გაგებას ) თუ სად გვამცნობს ქართული ისტორიოგრაფია გართობის იმ მეთოდებზე , რაც სამეფო კარის დროსტარების ეპიზოდშია აღწერილი , სად გვამცნობს ქართული მატიანე , რომ დიდებულები მოსულიყვნენ ხარჭებთან ერთად სასახლეში , მოემიზეზებინათ ,,სულიერი მადლის მიღება ‘’ და მისცემოდნენ ისეთ თავასვებულ ორგიას , რაც ზემოთნახსენებ ეპიზოდშია აღწერილი . ჩვენ ვერსად მივაკვლიეთ ამას , რის გამოც გვიჩნდება ეწვი იმის შესახებ , რომ ბატონი კონსტანტინე ამ ნაწარმოების წერისას უფრო მეტად მისი ევროპულისთვის მიმსგავსებას ცდილობდა და არა ისტორიოგრაფიის მიერ მოწოდებული სინამდვილის აღწერას.
კიდევ ერთი ფრაზა ამ წერილიდან : ,,არსაკიძე ნეტარია , ვითარცა იაკობი . (3)‘’ ესეც დიდი მკრეხელობაა . ყოფილ პრეზიდენტს , რომ დაეწერა - გავს იაკობის ნეტარებას , ან სხვა კიდევ დავხუჭავდით თვალს , მაგრამ ამბობს სიტყვას ისეთივეს. ე.ი. პიროვნება , რომელიც ხშირადაა მეძავებთან , ასრულებს წარმართულ მსხვერპლშეწირვებს და მსგავს საზიზღრობებს არის ისეთივე ნეტარი , როგორც იაკობი , რომლისაგანაც წარმოდგა ღვთის
-----
1-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 386გვ.თბილისი 1991 გვ.
2-იქვე


3-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები. 387გვ.თბილისი 1991 გვ.
საზიზღრობებს არის ისეთივე ნეტარი , როგორც იაკობი , რომლისაგანაც წარმოდგა ღვთის
რჩეული ერი , რომლის შთამომავლობიდანაც იშვა მხსნელი სოფლისა და რომელიც უსუალოდ ემსახურებოდა ღმერთს.განსჯა თქვენთვის მოგვინდია.
და ბოლოს . ზვიად გამსახურდია აღიარებს იმ ფაქტს ,(ალბათ არც არავისთვის იყო უცხო) , რომ მამამისი განიცდიდა - ნიცსეს , გოეტეს , ბალზაკის , ფლობერის , გოგოლის , ტოლსტოის გავლენებს. ჩვენ დიდხანს ვიფიქრეთ და ვერ გავიხსენეთ ამათგან თუ იყო რომელიმე მართლმადიდებელი . სამაგიეროდ , ადვილად გაგვახსენდა , რომ თუნდაც ლევ ნიკალაევის ძე ტოლსტოი აშკარად დასცინის თავის ნაწარმოებსი წმიდა ზიარებას , რომელსაც ჩვენ-მართლმადიდებლები მივეახლებით უდიდესი კრძალვით , რათა გვექმნეს ,,საკურნებლად სულისა და ხორცისა.“
მწერალს ფრაზა მოყავს დავით აღმასენებლის ცხოვრებიდან : ,,ნეტავ თუ ვიცით რას ვცემთ თაყვანს.“უპირველესად აღვნიშნოთ ის , რომ არ ვიცით რა კონტექსტსი წარმოთქვა მეფემ ეს სიტყვები. ამასთანვე მას ყველაზე შინაარსითაც რომ ეთქვა აღნიშნული წინადადება, არ ნიშნავს იმას , რომ მას უნდა მივბაძოთ. რადგან წმინდანობა არ ნიშნავს უცოდველობას. შეგახსენებთ ფაქტს აღმასენებლის ცხოვრებიდან , როდესაც მან სარებზე დასვა მოწინააღმდეგეები და გალავანზე გადმოკიდა. აქედან გამომდინარე წმიდანის საქციელი არ ნიშნავს მის უცდომელობას.
და ბოლოს,ჩვენ კვლავ გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას კონსტანტინე გამსახურდიას მიმართ.აგრეთვე ვაღიარებთ რომან- ,,დიდოსტატი კონსტანტინესმარჯვენა-ს“
დიდებულ სამწერლობო ენას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას , რომ რადგან იგი გახლდათ კარგი მწერალი , თვალი დავხუჭოთ იმ სიწმინდეთა და დოგმათა შეურაცხყოფაზე , რის გამოც თავს სწირავდა ჩვენი წინაპარი. ჩვენ ვერ ვხვდებით-,,ავს , რომ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქოთ.“ რის გამოც- ,,ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.“
ბევრი დაწერილა და ბევრი დაიწერება ამ თემაზე , რასაც ჩვენ შევეხეთ , მაგრამ ,,დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა „მუდამ დარჩება დიდებულ ნაწარმოებად . ჩვენ ვაღიარებთ ამ დიდებულებას , მაგრამ აღვნიშნავთ მის ანტიმართლმადიდებულობას. აგრეთვე ვითვალისწინებთ იმასაც , რომ ,,მართლის მთქმელს ცხენი მუდამ შეკაზმული უნდა ჰყავდეს,“ რის გამოც უკვე უნაგირზე ვართ მოკალათებულნი და მათრახი გვიპყრია ხელში.

ასეთ მდგომარეობაში მყოფნი , ველით მომავალს!


შინაარსი
1-,,დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენა“-ანტიმართლმადიდებლური ნაწარმოები
3-სიწმინდეების შეურაცხყოფა
4-სასულიერო პირებზე
6-დაცინვა და ცილისწამება წმიდისა კათოლიკოსისა-მელქისედეკისა
8-ლოცვის აბუჩად აგდება
9-მართლმადიდებლბის შეურაცხყოფა
11-შეურაცხყოფა ყოვლადპატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვრისა
12-მკრეხელობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ
13-ღმერთზე
18-შინაარსი
19-გამოყენებული ლიტერატურა


გამოყენებული ლიტერატურა
1--ღირსი იოანე სინელი. კიბე ანუ-კლემაქსი. გვ-21. თბ 2004
2--ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები-ზვიად გამსახურდია-წერილები,ესსეები..თბილისი 1991 გვ.
3-კონსტანტინე გამსახურდია. ტომი II. თბილისი-1959
4-ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლურიენციკლოპედ
ა.თბილისი 2007


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jan 29 2012, 10:56 PM
პოსტი #14


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



A.V.M
ვერ გავიგე, ზვიადი მამამისს აკრიტიკებდა?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 29 2012, 11:45 PM
პოსტი #15


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

ვერ გავიგე, ზვიადი მამამისს აკრიტიკებდა?

არა ქეთევან...
საკმაოდ ვრცელია რაც წერია და მაგიტომაა ეგრე...
თორემ წაკითხვის შემდეგ არაფერი იქნება გაუგებარი...

რაც სეეხება ზვიადს იგი პირიქით.იცავს მამამისის მართლმადიდებლობას წერილით.
და ამ წერილს ვიყენებ მე მოპასუხედ...(ანუ მეორე მხარე ეგაა რა...)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kereselidze lasha
პოსტი Jan 30 2012, 05:24 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 6-November 11
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 11,740



5-6 წლის წინ წავიკითხე კონსტანტინეს ნაწარმოებები და მაშინვე თვალსი მომხვდა ის შეურაცხოფა როელსაც ის იჩენდა ეკლესიის მიმართ, ისე მე ვიცი რომ კონსტანტინე იცნობდა მამა გაბრიელს...


--------------------
,, აჰა ,ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა ."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Hercules
პოსტი Jan 31 2012, 09:27 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 26-July 11
წევრი № 11,371



ციტატა(artless @ Nov 29 2011, 06:40 PM) *

ახლა, მოდით, მოდერნიზმი, გამსახურდია და ნიცშე ერთმანეთს დავუკავშიროთ: მოდერნიზმი ნასაზრდოებია ფრიდრიხ ნიცშეს იდეებით - კონსტანტინე გამსახურდია მოდერნისტია - (დასკვნა) - კონსტანტინე გამსახურდია ნასაზრდოებია ნიცშეს იდეებით.


ანუ მოდერნისტი მწერალი ავტომატურად ანტიქრისტიანია? doh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 31 2012, 11:11 PM
პოსტი #18


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა


ანუ მოდერნისტი მწერალი ავტომატურად ანტიქრისტიანია?

არანაირად...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Feb 2 2012, 10:58 AM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



კ. გამსახურდია არ იყო მართლმადიდებელი მაგრამ მისი გამოცხადება მართლმადიდებლობის მტრად არაგონივრულია, საუსლიერო პირებს მეტი სიბრძნე მართებთ, საერთოდ არ იყო ამ თემაზე საუბარი საჭირო,
აგერ კურაევი ოსტატისა და მარგალიტის ავტორსაც კი მართლმადიდებლად მიიჩნევს, ტოლსტოიც კი რომელიც ნამდვილად ანტიმართლმადიდებელი იყო, ისიც კი თავისიანად მიაჩნიათ, ახერხებენ,
არ გვყვავს ჩვენ ბევრი მწერალი რომ ვიღაც ვიღაცეები ანტიმართლმადიდებლების სიაში ჩავწეროთ,
მართლმადიდელობას საქართველოში ისედაც ჰყავს კარგად ორგანიზებული მოწინააღმდეგი და არაა საჭირო ხელოვნურად არარსებული, გარდაცვლილი ადამიანის მტრად გამოცხადება,
მითუმეტეს როდესაც ის საკმაოდ ნიჭიერი მწერალი იყო,
მესმის რომ კ. გამსახურდია რაღაც საშიში იდეოლოგია შEექმნა და მას მიმდევრები ჰყოლოდა მაგრამ ასეთი რამ არ არსებობს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 2 2012, 11:26 AM
პოსტი #20


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



sandro40
ციტატა
ტოლსტოიც კი რომელიც ნამდვილად ანტიმართლმადიდებელი იყო, ისიც კი თავისიანად მიაჩნიათ, ახერხებენ,

აი ანტიმართლმადიდებელი რატო იყო?
მე მგონია, უბრალოდ მღვდლებს დასცინოდა და არა ქრისტეანობას smile.gif

გამსახურდიაც ასევე, სასულიერო პირებს დასცინის, თუმცა ტოლტოისგან განსხვავებით ურწმუნო ნამდვილად არის. ეს ჩანს მის ნაწარმოებში, აზრებში, მის ცხოვრებაშიც, თორე განა ჩემით მივაწეპე. არ ვუარყოფ, ჩემი დამოკიდებულება გამსახურდიას მიმართ უაღრესად უარყოფითია, მიმაჩნია რომ მცდარი გზით მიდიოდა, თუმცა უარყოფითიც არის და უარყოფითიც. მართალია არ მომწონს, მეზარება მისი წაკითხვა, მაგრამ ამოვშანთოთ ქართული ლიტერატურიდან მეთქი ამას არასდრის ვიტყვი.

აი, კონსტანტინეზე უფრო მეტად მის შვილს, ზვიადს ვერ ვიტან... თუ ვინმე ხართ ზვიადისტი შემორჩენილი, მებრალებით laugh.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th February 2019 - 06:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი