IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულების ქორწინება,, თემის გაგრძელება
ბინეხი
პოსტი Dec 11 2010, 11:45 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 9-June 10
წევრი № 8,981



მოგესალმებით ყველას
მე კაი ხანია ამ ფორუმს ვათვალიერებ - დროგამოშვებით რამდენიმე წელია, არ დამიპოსტავს მანამდე უბრალოდ.
ახლაც ვათვალიერებდი და ამ თემას გადავაწყდი

http://church.ge/index.php?showtopic=7173&st=20

და მომიტევეთ თუ არასწორად გავაკეთე და დახურეთ ისევ, მაგრამ ჩემი აზრით ასეთი თემები არ უნდა დაიხუროს, ჯობია ვიმსჯელოთ.

1. ჩემი აზრით ქართულ ეკლესიას და კონკრეტულად საპატრიარქოს ამაზე პასუხი უეჭველად ექნება - სხვაგვარად არც გააკეთებდნენ, და ამ შემთხვევაში კარგი იქნება ეს პასუხი მრევლმაც იცოდეს რომ ასე ვთქვათ ასეთი კითხვების გაჩენისას არ დაბრკოლდნენ - გაუთვითცნობიერებელი ადამიანი ადვილად შეიძლება დააბრკოლოს მსგავსმა საკითხებმა და მეორეს მხრივ პასუხის გაცემაც შეეძლოთ ასეთი დისკუსიებისას, რაც ასევე საჭიროა და აუცილებელიც კი. ასევე მავანსაც რომ მოუსპონ ქილიკის საშუალება.

2. თუმცა მცირე მაგრამ ალბათობა არის, რომ როდესაც გასაგებია რა კეთილშობილი მიზნითაც ასეთი რამის გაკეთება მოინდომეს, უწმინდესის მასობრივ ნათლობებს ვგულისხმობ, ასეთ, ასე ვთქვათ გვერდით მოვლენაზე არ უფიქრიათ (ყველფერს წინასწარ ვერ განჭვრეტ).
ამ შემთხვევაში ვეთანხმები ამ ციტატის ავტორს
ციტატა
და თუ ეს საკითხი ზედმიწევნით არ იქნა მოწესრიგებული, დამიჯერე, 2 ათეულ წელში,
ან უფრო ადრეც, ტრაგედიებს ვერ ავცდებით ოჯახებში

ოჯახში ტრაგედიის გარდა, ამან შეიძლება ბიძგი მისცეს ბევრ ახალგაზრდას რომ ეკლესიას განუდგეს. მაგალითად, ასეთმა ამბავმა უბიძგათ და ახალგაზრდობიდან გამომდინარე წავიდნენ ყველას წინააღმდეგ და დაქორწინდნენ, თუმცა შეიძლებოდა მომავალში დაღვინებულიყვნენ, კარგი ქრისტიანები და ასე ვთქვათ კაი ყმები დამდგარიყვნენ და ასეთი საქციელი მათ ეკლესიისკენ გზასაც მოუჭრის ან ძალიან გაურთულებს უკეთეს შემთხვევაში და საზოგადოებისგანაც შეიძლება გარიყოს. მეორე ვარიანტი: მაგალითისთვის ახალგაზრდებმა გაიცნეს, მოეწონათ, შეუყვარდათ, ერთმანეთი, შემდეგ ამ ყველაფრის გამო უარი თქვეს შეუღლებაზე, მაგრამ დაითრგუნნენ, გმობაში ჩავარდნენ, ცხოვრებისეულად გაუბედურდნენ, პლიუს ამისთანა ამბავს შეუძლებელია არ უთანაგრძნო და ამან შეიძლება მრევლიც – მათი მშობლები, ახლობლები, კეთილმოსურნეები, სხვა ახლგაზრდები დააბრკოლოს.
ჰოდა ამ შემთხვევაში უნდა ვიმსჯელოთ, გავიგოთ რისი გაკეთება შეიძლება, პრობლემის სიდიდე დავანახოთ მათ ვისაც ამის გადაჭრა დღეს უფრო უკეთესად და ნაკლები პრობლემებით შეუძლიათ ვიდრე წლების მერე.
კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი თუ უცოდინარობის და შეუგნებლობის გამო შეცდომა მომივიდა და ეს თემა ისევ არ უნდა წამომეჭრა, თუმცა მგონია მაინც რომ საჭიროა და მტკივნეულ თემებს, თუნდაც ვიღაც ამას საქილიკოდ იყენებდეს გვერდი არ უნდა ავუაროთ, პირიქით, ან პასუხი უნდა მოვიძიოთ ან ყველამ ერთად პრობლემის ნაკლები მტკივნეულობით მოგვარების გზები ვეძებოთ.
თუ ასე არ არის დახურეთ.
თუ დამეთანხმებით, ის წინა თემა გახსენით ისევ და ეს პოსტიც შეუერთეთ, თუ შესაძლებელია ტექნიკურად რა თქმა უნდა. მე ჩემის მხრივ კი ვარ უცოდინარი მაგრამ შევეცდები ჩემებურად გლეხურად პასუხი გავცე, მერე კიდევ ვეცდები მოძღვრებთანაც გავარკვიო, თუმცა აქ ჩემზე მცოდნეებიც ხართ და მისასვლელიც უფრო გაქვთ და და კარგი იქნება თუ გაარკვევთ.
ცოტა გრძლად და ჩახვეულად ქე გამოვიდა მარა ლაკონურად გადმოცემისთვის არ მყოფნის ცოდნა და გაქანება და გამიგებთ იმედია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ბინეხი   დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულების ქორწინება,   Dec 11 2010, 11:45 AM
კანონისტი   თემის შინაარსი ვერ...   Mar 15 2011, 12:29 PM
dzvelmartlmadidebeli   RE: დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულების ქორწინება,   Apr 13 2011, 11:11 AM
dzvelmartlmadidebeli   თემის შინაარსი ვე...   Apr 13 2011, 11:37 AM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli მანდ რა წერ...   Apr 13 2011, 03:43 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი წერა-კი...   Apr 13 2011, 06:46 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli იცით რას გე...   Apr 28 2011, 06:15 PM
ALIUS   რა უბედურებაა ეს კ...   Apr 28 2011, 11:11 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი შეგვიძ...   Apr 29 2011, 04:25 AM
ALIUS   მე თქვენი ეკლესიი...   Apr 29 2011, 07:52 PM
გუდაგუდა   კანონისტის პასუხე...   Apr 29 2011, 12:34 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli მოდით, გული...   Apr 29 2011, 02:19 PM
კანონისტი   ისე, კი, კითხვას პას...   Apr 29 2011, 02:44 PM
dzvelmartlmadidebeli   გუდაგუდა სმაილიკ...   Apr 29 2011, 07:51 PM
გუდაგუდა   გუდაგუდა სმაილიკე...   Apr 29 2011, 09:48 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი ბ-ნო დავ...   Apr 29 2011, 08:06 PM
ALIUS   ჩვენს სასულიერო პ...   Apr 29 2011, 08:28 PM
dzvelmartlmadidebeli   ALIUS დაქვრივების პე...   Apr 30 2011, 02:45 AM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli ნამდვილად ...   Apr 30 2011, 07:39 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th May 2024 - 09:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი