ცოდვების მიტევება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცოდვების მიტევება |
მოციქული |
Aug 29 2008, 02:52 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 27-August 08 წევრი № 5,540 |
დავრდომილის განკურნება კაპერნაუმში (მკ. 2, 1-12; ლკ. 5, 17-26.) 1. და ავიდა ნავზე, გავიდა გაღმა და მივიდა თავის ქალაქში. 2. და აჰა, მიუყვანეს მას დავრდომილი, სარეცელზე მდებარე. და იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: განხნევდი, შვილო, მიგეტევა შენი ცოდვები. 3. და აჰა, ზოგმა მწიგნობართაგანმა თქვა თავისთვის: ეს გმობს. 4. და იცოდა იესომ მათი ზრახვები და უთხრა: რატომ ფიქრობთ თქვენ ბოროტს თქვენს გულში? 5. რადგან რა უფრო ადგილია, თქმა: მოგეტევა შენი ცოდვები, თუ თქმა: ადექი და იარე? 6. ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძალაუფლება აქვს ძეს კაცისას ქვეყანაზე ცოდვების მიტევებისა, - მაშინ უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში. 7. და ადგა და წავიდა თავის სახლში. 8. ამის მხილველი ხალხი გაოცდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს. მღვდელთან მიდიან აღსარების ჩასაბარებლად, ანუ ცოდვები რომ მოინანიონ, უფალი ეუბნება რომ ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძალაუფლება აქვს ძეს კაცისას ქვეყანაზე ცოდვების მიტევებისა, მხოლოდ ქრისტეს აქვს ცოდვების მიტევების ძალაუფლება. საიდან მიეცა მღვდელსაც ცოდვების მიტევების ძალაუფლება? |
seminaristi |
Aug 29 2008, 03:05 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
6. ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძალაუფლება აქვს ძეს კაცისას ქვეყანაზე ცოდვების მიტევებისა, - მაშინ უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში. 8. ამის მხილველი ხალხი გაოცდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს.[/b] მღვდელთან მიდიან აღსარების ჩასაბარებლად, ანუ ცოდვები რომ მოინანიონ, უფალი ეუბნება რომ ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძალაუფლება აქვს ძეს კაცისას ქვეყანაზე ცოდვების მიტევებისა, მხოლოდ ქრისტეს აქვს ცოდვების მიტევების ძალაუფლება. საიდან მიეცა მღვდელსაც ცოდვების მიტევების ძალაუფლება? "ჰრქუა მათ (მოწაფეებს)იესუ კუალად:მშვიდობაი თქუენთანა!ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ.და ვითარცა ესე თქუა,შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაი.უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ,შეპყრობილ იყვნენ." (ინ.20.21-23). -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
მოციქული |
Aug 29 2008, 05:08 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 27-August 08 წევრი № 5,540 |
seminaristi
მადლობა პასუხისთვის |
კანუდოსელი |
Aug 29 2008, 05:20 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ციტატა საიდან მიეცა მღვდელსაც ცოდვების მიტევების ძალაუფლება? მღვდელს არც მისცემია...მღვდელი მხოლოდ "მიუტევებს", ხოლო ჭეშმარიტი მიმტევებელი ღმერთია, რომელიც მღვდლის მეშვეობიტ მიუტევებს ადამიანს, ამიტომაც იხმარება ტერმინი: "მღვდლის მიერ მოტევება" -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მოციქული |
Aug 29 2008, 05:31 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 27-August 08 წევრი № 5,540 |
კანუდოსელი
ციტატა ხოლო ჭეშმარიტი მიმტევებელი ღმერთია, რომელიც მღვდლის მეშვეობიტ მიუტევებს ადამიანს ანუ მღვდელი შუამავალია? ციტატა ამიტომაც იხმარება ტერმინი: "მღვდლის მიერ მოტევება" არის შემთხვევები, როცა აღსარებას ერთი მღვდელი არ მიუტევებს, მეორე მიუტევებს, ღმერთი რომელი მღვდელის გადაწყვეტას ირჩევს ასე ვთქვათ? |
.:Lela:. |
Aug 29 2008, 05:35 PM
პოსტი
#6
|
.:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 |
მღვდელს არც მისცემია...მღვდელი მხოლოდ "მიუტევებს", ხოლო ჭეშმარიტი მიმტევებელი ღმერთია, რომელიც მღვდლის მეშვეობიტ მიუტევებს ადამიანს, ამიტომაც იხმარება ტერმინი: "მღვდლის მიერ მოტევება" მართალია,ანუ შუამდგომლობს მოციქული ადამიანს ერთი მოძღვარი უნდა ყავდეს ,შესაბამისად ის ერთს უნდა აბარებდეს აღსარებას და თუ ის არ პატიობს ალბათ იცის თავის სულიერი შვილის მდგომარეობა და ასე თვლის საჭიროდ. -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
agmsarebeli |
Aug 29 2008, 07:24 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
გააჩნია რა ცოდვაა. შემთხვევას გააჩნია.
|
მწირი |
Aug 29 2008, 10:12 PM
პოსტი
#8
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 7-August 08 წევრი № 5,448 |
მღვდელმა როგორ არ უნდა აპატიოს??? მღვდელი, ასე ვთქვათ, მოწმეა, მისი სინანულისა, და ძირითადად, ევალება დარიგება, რჩევის მიცემა, მღვდელი ექიმია, მკურნალი, და არა მოსამართლე....ეკლესიაში მღდელმთავარი არის ქრისტე, და დანარჩენები უბრალოდ მისი კურთხევით მოქმედებენ. მონანული ისე რომ მოკვდეს, რომ მღვდელი ვერ ნახოს, რა მას არ მიეტევება? უფალი უყურებს კაცის გულს...მღდელი არ წყვიტავს, აქ გადამწყვეტია ადამიანის შემუსვრილი გული და უფლის მოწყალება, მღვდელი კი მოწმეა, გამტარი....
|
G_I_O_R_G_I_ |
Aug 29 2008, 10:21 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ციტატა მღვდელმა როგორ არ უნდა აპატიოს??? მღვდელი, ასე ვთქვათ, მოწმეა, მისი სინანულისა, და ძირითადად, ევალება დარიგება, რჩევის მიცემა, მღვდელი ექიმია, მკურნალი, და არა მოსამართლე....ეკლესიაში მღდელმთავარი არის ქრისტე, და დანარჩენები უბრალოდ მისი კურთხევით მოქმედებენ. მონანული ისე რომ მოკვდეს, რომ მღვდელი ვერ ნახოს, რა მას არ მიეტევება? უფალი უყურებს კაცის გულს...მღდელი არ წყვიტავს, აქ გადამწყვეტია ადამიანის შემუსვრილი გული და უფლის მოწყალება, მღვდელი კი მოწმეა, გამტარი.... გააჩნია როცა ადამიანი მძიმე ცოდვებს ჩადის და არ აქვს სინანული და ისე ამბობს აღსარებას მოძღვარმა უნდა უთხრას იმ ადამიანს რომ ასეთ აღსარებას აზრი არ აქვს სანამ არ გააცნობიერებს ის ადამიანი ამ ცოდვების სიმძიმეს და არ ექნება ნამდვილი სინანული არამარტო სიტყვებით არამედ საქმითაც გაემიჯნოს ამ ცოდვას და თუ ასეთ შემთხვევაში მოძღვარი არაფერს არ ეტკვის იმ ადამიანს მაშინ იმ ადამიანისთვის თავის მოტკუება იქნება რომ მან მოინანია თავის ცოდვა ხოლო მოძღვარი დააშავებს უფლის წინაშე რომ ის ადამიანი არ შეაგონა. ამიტომ მაინც შემთხვევას გააჩნია. |
მნათე |
Aug 29 2008, 11:34 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ეკლესიაში მღდელმთავარი არის ქრისტე არ არის ეს სწორი გაგება... ეკლესიაში მღვდელმთავარი არის მოციქული, ხოლო ლიტურღიაზე გეთანხმები, განასახიერებს ქრისტეს... მღვდლის როლზე თემას თუ გავხსნიდით კარგი იქნებოდა. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
athos |
Aug 30 2008, 02:58 AM
პოსტი
#11
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
მნათე
ციტატა არ არის ეს სწორი გაგება... ეკლესიაში მღვდელმთავარი არის მოციქული, ხოლო ლიტურღიაზე გეთანხმები, განასახიერებს ქრისტეს... ძალიან ბუნდოვნად წერ, ვერაფერი გავიგე. იმის თქმა გინდა, რომ ქრისტე მღვდელმთავარი არ არის? -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მნათე |
Aug 30 2008, 03:07 AM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ძალიან ბუნდოვნად წერ, ვერაფერი გავიგე. იმის თქმა გინდა, რომ ქრისტე მღვდელმთავარი არ არის? არა, იმის რომ მღვდელმთავარი ქრისტე არ არის -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
athos |
Aug 30 2008, 03:12 AM
პოსტი
#13
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
მნათე
ვფიქრობ, მწირს იმის თქმა უნდოდა, რომ ქრისტე არის მღვდელმთავარი ეკლესიაში და არა იმისა, რომ მღვდელმთავარი განასახიერებს ქრისტეს (მე ასე გავიგე მისი ნააზრევი) -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
სარდიონ |
Aug 30 2008, 09:17 AM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
ნავთე რას წერს არ ვიცი, ეკლესიის თავი და მღვდელმთავარი არის ქრისტე.
მღვდელს არც მისცემია...მღვდელი მხოლოდ "მიუტევებს", ხოლო ჭეშმარიტი მიმტევებელი ღმერთია, რომელიც მღვდლის მეშვეობიტ მიუტევებს ადამიანს, ამიტომაც იხმარება ტერმინი: "მღვდლის მიერ მოტევება" რაღაც ვერ გამოდის. მაშ თუ ღმერთი მიუტევებს და მღვდელი მედიუმია, სხვა რო იყოს მედიუმი, იგივე ბერი ან ვინმე სულიწმინდის მადლის მატარებელი, არ გამოვა? მღვდელი, ასე ვთქვათ, მოწმეა, მისი სინანულისა, და ძირითადად, ევალება დარიგება, რჩევის მიცემა, მღვდელი ექიმია, მკურნალი, და არა მოსამართლე და სხვა რო იყოს მოწმე და ჭკუაზე დამრიგებელი , არ გამოვა? რაღაც იოლად ვმსჯელობთ და პროტესტანტიზმში ვმოღვაწეობთ. -------------------- KILL YOUR TV !
|
afxazi |
Aug 30 2008, 12:59 PM
პოსტი
#15
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
რადგან ეს კონკრეტული სახარებისეული მონაკვეთის განხილვაა, ამ თემას წმ. წერილში გადავიტან.
-------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მნათე |
Aug 30 2008, 01:03 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ვფიქრობ, მწირს იმის თქმა უნდოდა, რომ ქრისტე არის მღვდელმთავარი ეკლესიაში და არა იმისა, რომ მღვდელმთავარი განასახიერებს ქრისტეს მე სწორედ ამაზე გავეცი პასუხი. მღვდელმთავარი ლიტურღიის დროს განასახიერებს ქრისტეს, მაგრამ მის გარეთ მოციქულია -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Iona |
Aug 30 2008, 02:25 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედექისა
-------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
Atman |
Oct 21 2008, 08:32 AM
პოსტი
#18
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
"და მოგვუიტევენ ჩჰვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა" როგორ განმარტავთ ამას თეოლოგებო, არ ნიშნავს ეს რომ თუ მე ყველას მივუტევებ ცოდვებს და არ დავინახავ ადამიანებს ცოდვილებათ, მაშინ მეც მომეტევება ცოდვეი? თუ მღვდელი მაინც სულ სხვაა?
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2024 - 05:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი