თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ ქართველები ჩინეთში

პოსტის ავტორი: lEQSO_SA თარიღი: Apr 19 2011, 08:41 AM


დაგვლოცე მამაო,
მშვიდობა ხალხო :-),
ვინმეს თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ და შეგვატყობინოთ.
მე და კიდევ ერთი ქართველი გოგონა სასწავლებლად ვიმყოფებით უკვე რამოდენიმე თვეა პეკინში.
ძალიან გვიჭირს ეკლესიის გარეშე, თუ ვინმემ იცით არის თუ არა პეკინში მართლმადიდებლური ტაძარი?
ერთგან კი მივაგენით, მაგრამ რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე და ამიტომ....... :-(
კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ ვინმემ თუ იცით, იქნებ აღდგომამდე მომწეროთ ადგილმდებარეობა დაახლოებით მაინც?
თან კი გვაქვს წამოგებული, ხატები, სანთლები საკმელი და ა.შ. ვმარხულობთ მაგრამ ვერც ზეთის ცხებას, მითუმეტეს ვერც აღსარებას და ზიარებას ვერ ვახერხებთ.... :-(
წინასწარ გიხდით ყველას დიდ მადლობას ყურადგებისა გულისხმიერებისათვის და დახარჯული დროისათვის.
მადლობა.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Apr 19 2011, 11:19 AM

გამარჯობა lEQSO_SA

ციტატა(lEQSO_SA @ Apr 19 2011, 08:41 AM) *



ერთგან კი მივაგენით, მაგრამ რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე და ამიტომ....... :-(



არ გინდათ ესეთი რადიკალიზმი.

თქვენ ხომ ტაძარში მიდიხართ, საელჩოში ხომ არა. იყოს მერე რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანი ალბათ ის უფრო არის, აღდგომას მართმადიდებლურ ტაძარში მიხვიდეთ.

მითუმეტეს ამბობთ რომ ეკლესია ძალინ გჭირდებათ .

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 19 2011, 11:46 AM

lEQSO_SA
რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე რომაა, იქ არ გიშვებენ თავისუფლად, თუ რა პრობლემაა? ქართული ტაძარი ჩინეთში არაა და ყველა ვარიანტში რუსულში ან ბერძნულში უნდა იაროთ.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 19 2011, 01:53 PM

საერთოდ საელჩოს ტერიტორიაზე თავისუფლად არ მგონია ვინმე შეუშვან გარდა იმ ქვეყნის მოქალაქისა. ალბათ ეგაა პრობლემა და არა რუსულ ენაზე აღვნელი წირვა.

იქნებ ბერძნული ტაძარი იყოს.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 19 2011, 02:15 PM

ჰმ, ეხლა დავგუგლე და ვერ ვნახე სხვა ტაძარი, ყველგან ეგ რუსული ტაძარი მიპოვა, სულაც ეგ 1 რუსული ტაძარიაო 2009 წლისათვის მთელ ჩინეთშიო და პეკინში რომაა ეგეც წყალობაა ღვთის, წერია ყველასათვის არისო. ერთი შეხედვით ასე გავიგე მე.

http://english.ruvr.ru/2009/10/13/2025847.html

აი, ამონარიდი :
" This temple is intended for divine services both Russian citizens and citizens of other Orthodox countries can attend but not Chinese people. The problem is that Chinese believers are allowed to attend only the services conducted by Chinese priests. That is why they cannot attend this church."

ამიტომ თუ ხალხს უშვებენ, არ შესვლა იმ ტაძარში იმის გამო რომ რუსულია, სწორი ნამდვილად არაა.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Apr 19 2011, 07:43 PM

ქეთი

ჩემი ვარაუდით მიზეზი ის არ უნდა იყოს , რომ საელჩოს ტერიტორიაზე არ უშვებენ უცხოებს. აბა მარტო საელჩოს თანამშრომლებს ხომ არ აუგებდნენ ტაძარს.


პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Apr 19 2011, 09:06 PM

ჩინეთში ცოტა რთულია, მე ბეიჯინგში არ ვიყავი მარაა, მეც დიდ მარხვაში მომიწია ყოფნა ეკლესია კი არა წითელი კვერცხი ვერ შევღებეთ. რას იზავ კეთილო ჩინეთია. თუ რუსული ეკლესიის ვარიანტია ეგ ძაან მაგარია და თუ საერთოდ მართლმადიდებლური ეკლესიის ვარიანტი არ არის, იყავი უბრალოდ ქრისტიანი და ეგაა,სხვა ვარიანტი მაინ არ გრჩება და არ უნდა იდარდო. ხო ჩამოხვალ და ეგაა რაა.ისე ვიცნობ რამოდენიმე ქართველ ვინც ისევ ჩინეთშია და შევეკითხები და თუ რამეაა მოგწერ.
ასე იცის ჩინეთმა

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: lEQSO_SA თარიღი: Apr 21 2011, 03:08 PM

ციტატა(lEQSO_SA @ Apr 19 2011, 12:41 PM) *

დაგვლოცე მამაო,
მშვიდობა ხალხო :-),
ვინმეს თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ და შეგვატყობინოთ.
მე და კიდევ ერთი ქართველი გოგონა სასწავლებლად ვიმყოფებით უკვე რამოდენიმე თვეა პეკინში.
ძალიან გვიჭირს ეკლესიის გარეშე, თუ ვინმემ იცით არის თუ არა პეკინში მართლმადიდებლური ტაძარი?
ერთგან კი მივაგენით, მაგრამ რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე და ამიტომ....... :-(
კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ ვინმემ თუ იცით, იქნებ აღდგომამდე მომწეროთ ადგილმდებარეობა დაახლოებით მაინც?
თან კი გვაქვს წამოგებული, ხატები, სანთლები საკმელი და ა.შ. ვმარხულობთ მაგრამ ვერც ზეთის ცხებას, მითუმეტეს ვერც აღსარებას და ზიარებას ვერ ვახერხებთ.... :-(
წინასწარ გიხდით ყველას დიდ მადლობას ყურადგებისა გულისხმიერებისათვის და დახარჯული დროისათვის.
მადლობა.

მშვიდობა ყველას :-),
პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობამინდა გადავუხადო გამოხმაურებისათვის. მადლობა!
"იაკო"-ს კი მინდა უბრალოდ ვუპასუხო, რომ არანაირი რადიკალიზმით არ ვარ განვმჭსვალული და საერთოდ ზოგადად არც ერთი ერის საწინაარმდეგო არაფერი არ მაქვს, უფრო მეტიც, ოჯახის წევრი მყავს რუსი ;-) ასე რომ... მოკლედ პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ მოგეხსენებათ, საელჩოს ტერიტორია თავისთავად მოიაზრება როგორც იმ ერთი კონკრეტული ქვეყნის ტერიტორია და თავისფლად იქ შესვლა იმ ქვეყნის მოქალაქეების გარდა საპასპოორტო კონტროლის გავლის გარეშე შეუძლებელია!!!! ამაშია საქმე, თორემ უდიდეს სიამოვნებით იქ დავესწრებოდით ხოლმე წირვა-ლოცვას.
მეორე წელია აქ ვართ და გვიწევს ხშირად ქალაქების და პროვინციების ცვლა და ეს გვიქმნის კიდევ დამატებით პრობლემას თორემ ისე მოძღვართანაც მაქვს კონტაქტი.
კიდევ ერთხელ ყველას უღრმესი მადლობა.
პატივისცემით,
ლექსო.

[size=6][color=#000099]

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Apr 21 2011, 03:40 PM

ლექსო

საწყენად არ მიიღო.უბრალოდ,ბოლო დროს ისეთ საშინელ აგრესიას აქვს რუსების მიმართ ადგილი ქართველების მხრიდან (ეს ცალკე საკითხია, სამართლიანად თუ უსამართოლოდ.).ალბათ პირიქითაც ესეა. მეგონა ერთ-ერთს ჰქონდა ადგილი.

მე მაინც გირჩევდი გეცადა. იქნებ უპრობლემოდ შეგიშვან. საზღვარგარეთ უფრო ნორმალურია დამოკიდებულება რუსებისა და ქართველების შორის. თან საუბარი ეკლესიაზეა.


პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Apr 21 2011, 04:42 PM

lEQSO_SA

ციტატა
This temple is intended for divine services both Russian citizens and citizens of other Orthodox countries can attend but not Chinese people. The problem is that Chinese believers are allowed to attend only the services conducted by Chinese priests. That is why they cannot attend this church."

ქეთის დაკოპირებულ ციტატაში კი წერია რომ შეუძლიათ ამ ტაძარში შესვლა რუსებს და სხვა ქვეყნის ორთოდოქს მართლმადიდებლებს, ჩინელების გარდაო, მათ შეუძლიათ დაესწრნონ მხოლოდ ჩინელი მღვდლების მსახურებაზეო, მხოლოდ ესაა მიზეზი რომ ჩინელ ხალხს არ შეუძლია ამ ეკლესიაში შესვლაო. ასე რომ ნებისმიერი მართლმადიდებლისთვის გზა ხსნილია და არა მგონია იმიტომ არ შეგიშვან რომ ქართველები ხართ და არა რუსეთის მოქალაქეები. რახან ეკლესიის საიტზე ასე წერენ, წესით უარი არ უნდა გითხრან, რომ შეხვიდეთ და მსახურებას დაესწროთ. იქნებ გეცადათ ჯერ.

პოსტის ავტორი: One truth თარიღი: Dec 17 2013, 06:54 AM

ციტატა(Amuza @ Apr 19 2011, 09:06 PM) *

ჩინეთში ცოტა რთულია, მე ბეიჯინგში არ ვიყავი მარაა, მეც დიდ მარხვაში მომიწია ყოფნა ეკლესია კი არა წითელი კვერცხი ვერ შევღებეთ. რას იზავ კეთილო ჩინეთია. თუ რუსული ეკლესიის ვარიანტია ეგ ძაან მაგარია და თუ საერთოდ მართლმადიდებლური ეკლესიის ვარიანტი არ არის, იყავი უბრალოდ ქრისტიანი და ეგაა,სხვა ვარიანტი მაინ არ გრჩება და არ უნდა იდარდო. ხო ჩამოხვალ და ეგაა რაა.ისე ვიცნობ რამოდენიმე ქართველ ვინც ისევ ჩინეთშია და შევეკითხები და თუ რამეაა მოგწერ.
ასე იცის ჩინეთმა

http://www.radikal.ru


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 17 2013, 09:02 AM

One truth
??

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)