თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ აპოკალიპსის განმარტებისთვის

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 12 2008, 04:46 PM

აქ ფორუმზე ხშირი დავაა აღნიშნული საკითხის თაობაზე. იხსნება ათასგვარი თემები ანტიქრისთეზე, ჩიპებზე, შტრიხკოდებზე, ეშმაკზე და სხვა მრავალ მათგანზე. არანაკლები დისკუსია მიმდინარეობს იოანე მახარებელის გამოცხადების ანუ აპოკალიპსის შესახებ. უზერთა უმეტესობა კამათს ერიდება ნაკლები ცოდნის გამო, რასაც თვითონაც გულახდილად აცხადებენ.
გადავწყვიტე ამ თემაში განვიხილოთ წმინდა წერილის იდუმალებით მოცული და ყველასათვის საინტერესო ნაწილი. წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ მსჯელობა დაყრდნობილი იქნება იოანე ოწროპირის, ანდრია კესარიელის, მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის, მთავარეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევის და სხვა დიდი მამების აზრებზე და ყრდნობით. წიგნი გამოცემულია ეპისკოპოს სერაფიმე ჯოჯუას ლოცვა კურთხევით, რაც იმის დასტურია რომ აქ განხილულ აზრებზე და ეგზეგეზურ გადაწყვეტებზე, საპატრიარქოსაც ანალოგიური აზრი გააჩნია. იმის აღნიშვნა რომ შეუმცდარი არავინაა უფლის გარდა, ჩვენც ვეთანხმებით, მაგრამ აქ მოყვანილი ადამიანების ავტორიტეტი მართლმადიდებლურ სამყაროში იმდენად დიდია, რომ მათი მცდარობის კოეფიციენტი თითქმის ნულის ტოლია. ხოლო ვისაც ამაში ეჭვი ეპარება მისი მცდარობა მეტად დიდი.
პატივისცემით აბო.


სანამ საქმეზე გადავიდოდით მინდა წაუმძვარო :
"დღეს თანამედროვე კაცობრიობა უამრავი სასწაულის მომსწრეა, რაც წინასწარმეტყველების მიხედვით ბოლო ჟამის მომასწავებელია. ასევე ბოლო საუკუნეების წმინდა მამათა განმარტებით, უკანასკნელ ჟამს გამოჩდებიან ადამიანები რომლებიც უამრავ სასწაულს მოახდენენ..."
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა).

ვინაიდან თემა პირდაპირ სდადისკუსიო ნაწილიდან მინდა დავიწყო. ბოდიშს ვიხდი, წინა თავების განხილვაც შეიძლება, ხოლოდ ეს ცოტა მოგვიანებით გავაკეთოთ, თემის მიმდინარეობის მიხედვით.


მეცამეტე თავი
მხეცი-ანტიქრისტე და მისი თანამშემწე ცრუწინასწარმეტყველი.

1-2. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი: და მის რქებზე ათი გვირგვინი, თავებზე კი გმობის ხელნი.
აქ ზღვიდან ამომავალ მხეცში ანტიქრისტე მოიაზრება. ზღვაში ადამიანთა მოდგმა ,ზღვასავით აღელვებული.ხოლო ანტიქრისტე იქნება არა დემონი, არამედ ადამიანთა მოდგმის დამღუპველი ნაშიერი, ქრისტეს ელესიის უკანასკნელი ნაშიერი.იქნება საშინელი ჯიქის მძვინვარების დათვის ფეხების და ლომის ხახის,7 თავი აჭრელებული ღვთის მგმობელი სახელებით და ყოველგვარი სიწმინდის მაგინებელი იქნება. ათი რქა ქღთისმებრძოლობის ნიშანია. იქნება მეფის ძალაუფლებით რომელსაც მიიღებს ეშმაკისაგან, ურჩხულისაგან. რომელიც მას თავის ტახტს გადაცემს. ( დან. 7,2-6) დანიელ წინასწარმეტყველიც საუბრობს ამის შესახებ.

3-4.იმ შვიდი თავიდან მხეცს ერთი თავი დაჭრილი ქონდა " ვიხილე მისი ერთერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული" მხეცმა ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა, რითაც სასწაულიქნა და გააოცა მსოფლიო. ხალხი ამბობდა ვინ არის მხეცის მსგავსი ან ვინ შეებრძოლება მას?ამასვე ეთანხმება ანდრია კესარიელი და თავის აღდგენას ანტიქრისტეს უფლის აღდგომის მიმბაძველობაზე საუბრობს.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 12 2008, 05:02 PM

5-6თავებში განხილულია რომ მიეცა პირი მზვაობრივად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება ორმოცდაორი თვის მანძილზე.
რომ მეტი ყოფილიყო მაცხოვრის სიტყვით ვერ გადარჩებოდა ძეხორციელი.(მათე 24,22) რომ ამ გმობას ის წმინდანებს მოუტრიალებს თანაბრად ანგელოზებისა. (წმ.ანდრია) "განიძრახავს მათთვის დროისა და რჯულისშეცვლას, ისინი ხელში მიეცემიან მას ვიდრე არ გავა დრო, ერთი დრო და ნახევარი დრო".
დანიელი 7.23-25

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 12 2008, 05:16 PM

7-10.
და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება , რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას.
ის გამორჩეული იქნება ღვთისგმობით, ვინც არ დამორჩილდება მას ძალით გაუსწორდებიან და ისე ძლევენ. ანტიქრისთეს თაყვანს ცემენ ისინი ვინც სიცოცხლის წიგნში არაა ჩაწერილი. წმინდანები მხოლოდ მოთმინებით დაიცავენ თავს. მათი ნუგეში იქნება " ვინც მახვილით ჰკლავს, ის მახვილითვე მოკვდება" (მათე 10,22 ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.)

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 12 2008, 05:50 PM

11-13
მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი,რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა როგორც ურჩხული.
ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მის მკვიდრთ თაყვანი სცენ პირველ მხეცს ვისი სასიკვდილო ჭრილობაც განიკურნა,
და ახდენს დიდ სასწაულებს ისე რომ ზეციდან ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.
აქ საუბრობენ რომ ეს მეორე მხეცი ანტიქრისტეს შემწეა არანაკლები თავისი სისასტიკით ("ფირიონი "- ბერძნულად მხეცი რომელსაც განსაკუთრებით აქვს გამოვლენილი მხეცური ბუნება.), მაგრამ ის მოვლენილია მიწიდან და არა ზღვიდან როგორც პირველი მხეცი. რაც მისი გრძნობადი, მიწიერი ხასიათის მაჩვენებელია მას აქვს ორი კრავის რქა . წმ ანდრია კესარიელი განსაზღვრავს, კრავის რქა ნიშნავს რომ ცხვრის ტყავში გახვეული მგლის მომაკვდინებლობასო. იგი დასაწყისში მოგვაჩვენებს თავს ღვთისმოშიშად და უფლის ერთგულად,. წმ. ირინეი ამბობს, რომ ეს ცრუ წინასწარმეტყველიიაო.მას მიცემული ექნება სასწაულების ძალა, რათა ანტიქრისტეს მოუმზადოს დამღუპველი გზა ანუ ტახტი. ილაპარაკებს როგორც ურჩხული, ილაპარაკებს იმას რაც დამახასიათებელია ბოროტების მთავრისთვის -ეშმაკისათვის.
ის ბაძავს უფალ იესოს და გამოიყენებს ორ ძალას: სიტყვის და სასწაულის ძალას . სიტყვა - უწმინდურება ხოლო სასწაული ზეციდან ცეცხლის ჩამოტანა, და რაც მთავარია მას მიეცემა ძალა მხეცის ხატში ჩადოს სული ე.ი. ანტიქრისტე.
უფლის დაშვებით, სატანის მოქმედებით ზეციდან ცეცხლი ჩამოვარდა და ცხვრის ფარა დაწვა.(იო. 1,16.) მაგრამ ეს იქნება ცრუ სასწაული.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 12 2008, 06:39 PM

14-15
და აცდუნებს მიწის მკვიდრთ ცრუ სასწაულებით, მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.
და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა მხეცს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას.
გავკადნიერდები და ჩემ აზრს გამოვთქვამ, რომ მხეცი ჯერ გვაიძულებს ჩვენ შევქმნათ მისი ხატება, რომელსაც ის შემდეგ სულს ჩაუდგამს....

" არის ამბად თქული, რომ ეშმაკები ჯადოქრობისას არც თუ იშვიათად ლაპარაკობდნენ გამოსახვის საშუალებით, ქანდაკებების, ხეების, წყლის და სახვა. შესაძლებელია მკვდარი სხელითაც კი. არაფერია შეუსაბამო, რომ საჭურველთმტვირთველმა, ან ანტიქრისტეს წინამორბედმა, რომელიც დემონების დახმარებით მოქმედებს, შექმნას მხეცის გამოსახულება, სიცრუით აჩვენოს იგი მოლაპარაკედ და უბრძანოს მოშორება მათი ვინც თაყვანს არა სცემს"
( წმ. ანდრია)



პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 12 2008, 07:25 PM

16-17
და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.
ასე რომ ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი- მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.


"და შეეცდება ყველა შეცდენილს მარჯვენა ხელზე დაადოს განდგომილის დამღუპველი სახელი, მართალი და კეთილისაქმეების ქმნის გადასაკვეთად. აგრეთვე შუბლზე, რათა ასწავლოს ცდუნებულებს იყვნნენ დაბედულნი ცდუნებაში და წყვდიადში. მაგრამ მათ არ მიიღებენ სულიწმიდის მადლის ბეჭდით დაბეჭდილილები. მხეცის ბეჭედს ყველგან გაავრცელებენ,- ყიდვაგაყიდვაშიც კი. ამ ნიშანს ვინც არ მიიღებს ძალადობრივი სიკვდილით მოკვდეს აუცილებლის არ ქონის გამო.
( ანდრია კესარიელი.)

გავკადნიერდები: კესარიელის ბოლო წინადადებაში ნათლად არის ნათქვამი: აუცილებელი რომ არ გექნება სწორედ ასეთი ძალადობრივი სიკვდილით მოკვდებიო.
და ასეთი იძულების წესით მიგვიყვანებენ ნიშნის მისაღებად . და ამას არ ერქმევა სახელად ძალადობა, შეიძლება ჩვენ შევეხვეწოთ გაგვიკეთე ის ნიშანი რისი დახმარებითაც უნდა ვიარსებოთ ამ ქვეყანაზეო. ( შენიშვნა საკუთარი).

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 12 2008, 07:45 PM

13-18
აქაა სიბრძნე: ვისაც გაგების თავი აქვს , გამითვალოს მხეცის რიცხვი,რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი-ექვსას სამოცდა ექვსი.

დიდი საიდუმლოა დაკავშირებული ანტიქრისტეს სახელსა და და "მისი სახელის რიცხვთან". ძველი დროიდანვე დიდი ძალისხმევა იყო გამოყენებული ამ რიცხვის მნიშვნელობა და აზრი გამოეცნოთ, მაგრამ ისინი რაიმე დადებითამდე ვერ მივიდნენ.
" ამ რიცხვის საგულდაგულო გამოცდას, აგრეთვე მასზე დაწერილ სხვა დანარჩენისაც, საღად მოაზროვნეებს და მღვიძარებს ცდუნების დრო აჩვენებთ"
წმ. ანდრია კესარიელი.



ამით მთავრდება მე-13 თავი
მე-13 რომ არის საინტერესოა არა? სიცილის სმ.
გავაგრძელოთ თუ გავჩერდეთ თქვით რამე და წავხალისდები.

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Jul 12 2008, 08:37 PM

13-18 გამოცხადება

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 12 2008, 09:26 PM

მეთოთხმეტე თავი
მოსამზადებელი მოვლენებისაყოველთაო აღდგომისა და საშინელი სამსჯავროს წინ: 144000მართალისა და ანგელოსის გალობა, - ამქვეყნიერების ხვედრის მაუწყებელი.
14, 1-5

და ვიხილე აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდა ოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათშუბლზე მისი სახელი და სახელი მისისა მამისა.
და მომესმა ხმა ზეცით როგორც მრავალი წყლის ზათქი.
............................................
და გალობდენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველის და უხუცესთა წინაშე : და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიცგამოსყიდულ იქნენ ქვეყნით.
ესენი არიან რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან რადგანაც არიან ქალწულნი: ესენი არიან, რომლებიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი; ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის.
მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან.


ამ ხილვაში ასახულია ქრისტეს წმიდა ეკლესია. 144000 ეს ღვთის რჩეული ხალხია დედამიწის ყველა ხალხებიდან (წარმოდგენილნი ისრაელის თორმეტი ტომის სახით. მათ შუბლზე აწერიათ კრავისა და მამის სახელი.
ნიშნავს იმას რომ ეს ხალხი ღვთის მსახურებისათვის მიძღვნილ ცხოვრებას ეწევა. და გალობს ისეთ საგალობელს რომელიც 144 000 გარდა ვერავინ ისწავლა ( ალბათ იგულისხმება უფალსმიძღვნილი ხალხი (ჩემი ვარაუდია)

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 12 2008, 09:42 PM

6-7

და ვიხილე შუა ცაში მფრინავი ანგელოზი, რომელსაც ქონდა მარადიული სახარება მიწის მკვიდრთათვის, რათა ეხარებინა ყოველი ტომისა და ხალხებისათვის ენისა და ერისათვის.
და ხმაღლა ამბობდა: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგანაც მოვიდა მისი სამჯავრო: თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი.

"გეშინოდეთ ღმერთის და ნუ შეშინდებით ანტიქრისტესი, რომელსაც არ შეუძლია თქვენ სახეულთან ერთად თქვენი სულიც დაღუპოს, შეეწინააღმდეგეთ მის თავხედობას, რამეთუ ახლოსაასამსჯავრო და მისაგებელი, ხოლო მას ძალაუფლება მოკლე დროის განმავლობაში აქვს"
(ანდრია)

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 12 2008, 09:55 PM

8
მას მოყვა მეოე ანგელოსი, რომელიც ამბობდა : დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა.

მეორე ანგელოსმა ხალხს ამცნო ბაბილონის დამხობა რომელმაც ხალხს ასვა "ღვინო სიძვისა" (რელიგიის ცრუ მოძღვრება, კერპთაყვანისმცემლობა. blink.gif )რომელსაც წინასწარმეტყველი იერემია ახსენებს 51.7 -ში.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 12 2008, 10:29 PM

9-12

მათ მოყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღუბეჭდავს მისი ნიშნით,
ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისშიდა ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმინდა ანგელოზთა და კრავის წინაშე.
კვამლი მათი წამებისა ავა უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით არ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ.
აქ არის წმიდათა მოთმინება, რომელნიც იმარხავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას.



მესამე ანგელოზი მარადიული ტანჯვით ემუქრება მხეცის მსახურთ,( ბეჭდიანებს).
ღვთის რისხვის ღვვინო- სასტიკი სამსჯავროა, რასაც ადამიანები მთვრალების მსგავსად მიყავს გაშმაგებამდე, აქ ღვინო გაუზავებლად არის ნაგულისხმები რისხვის სიძლიერის გადმოსაცემად.
წამების კვამლში , რომელიც ამოდის უკუნისამდეიგულისხმება " რომ ცოდვილთა ტანჯვაც უსასრულოა , როგორც როგორც მართალთა ნეტარებაა მარადიული."
(წმ. ანდრია)

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 12 2008, 10:30 PM

ძაან საინტერესოა.თუ არის რამე კიდევ საინტერესო ამ თემაზე დადე smile.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 12 2008, 10:31 PM

თანდათან გავაგრძელებ და თან აქ ვიმსჯელოთ სხვაგან რომ ხოცავენ ერთმანეთს. biggrin.gif
აბო.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 12 2008, 10:43 PM

მეც მაქვს წიგნი სახლში სადაც წერია ბევრი წმინდანის ხილვების შესახებ მეორედმოსვლასთან დაკავსირებით..
ძალიან საინტერესო წიგნია

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 12 2008, 10:54 PM

13
და მომესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან. დიახ - ამბობს სული- ღათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან და თან წაიტანონ თავიანთი საქმენი.


წმ ანდრიას განსაზღვრით "ხმა ზეცით " ყველას არ შეიწყალებს, არამედ მხოლოდ მათ ვინც მოკვდებიან მშვიდობისათვის უფალში და სხეულში იესოს მოკვდინებას ატარებენ. მათთვის სხეულიდან გასვლა ჭეშმარიტად დასვენებაა. აქ ვპოულობთ ზედმეტ მტკიცებას , თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ცხონებისათვის სიკეთის კეთებას. რასაც პროტესტანტები უარყოფენ.

nino_ni

ციტატა
მეც მაქვს წიგნი სახლში სადაც წერია ბევრი წმინდანის ხილვების შესახებ მეორედმოსვლასთან დაკავსირებით..

მერე წაიკითხე და ეცადე სხვა წმინდანების წიგნებიც მოიძიო.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 12 2008, 10:59 PM

abo

ციტატა
მერე წაიკითხე და ეცადე სხვა წმინდანების წიგნებიც მოიძიო.

წაქვიკითხე უკვე,თან არაერთხელ smile.gif
მართლა საინტერესოა...

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 12 2008, 11:06 PM

14

გავიხედე და აჰა თეთრი ღრუბელი, ღრუბელზე კი მჯდომარე, კაცის ძის მსგავსი: თავს ედგა ოქროს გვირგვინი და ხელთ ეპყრა მჭრელი ნამგალი.


ღრუბლებში მოიაზრება გრძნობითი ღრუბლები მოციქულთა თვალთაგან დაფარული რაღაც ანგელოზური ძალა მისი სისუფთავისა და სიმსუბუქის გამო ასე წოდებული. მსგავსი კაცისა არის უფალი, თავზე გვირგვინი აღნიშნავს მის მეფურ ძალაუფლებას ხილულსა და უხილავზე; ის ოქროსია მაღალი ფასის აღსანიშნავად ხოლო ნამგალი - ქვეყნის დასასრული, რომელსაც უფალმა თვით უწოდა სამკალი.
წმ ანდრიას მიხედვით.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 12 2008, 11:42 PM

abo
რა თქმა უნდა ვკითხულობ ინტერესით. smile.gif

ციტატა
განიძრახავს მათთვის დროისა და რჯულისშეცვლას, ისინი ხელში მიეცემიან მას ვიდრე არ გავა დრო, ერთი დრო და ნახევარი დრო".
დანიელი 7.23-25

ერთი დრო და ნახევარი დრო. ეს რა პერიოდით განისაზღვრება?


nino_ni
ციტატა
მეც მაქვს წიგნი სახლში სადაც წერია ბევრი წმინდანის ხილვების შესახებ მეორედმოსვლასთან დაკავსირებით..
ძალიან საინტერესო წიგნია

ნინ შეგიძლია ეგ წიგნი თუ ძალიან დიდი არაა დაასკანერო და დადო აქ?
ან რომელიმე ყველაზე მეტად საინტერესო თავები მაინც? smile.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 12 2008, 11:46 PM

15-16

გამოვიდა მეორე ანგელოსი ტაძრიდან და შეღაღადა ღრუბლებზე მჯდომს: მიუშვი შენი ნამგალი და მომკე, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი და მოიწია სამკალი ქვეყნად.
ღრუბლებზე მჯდომმა დაუშვა თავისი ნამგალი ქვეყნად და მომკა ქვეყანა.



"მკაში ქვეყნის დასასრული უნდა მოვიაზროთ(იხ მათე 13.39)." და რომ, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი" ნიშნავს რომ მოვიდა ბოლო ჟამი, როცა მომწიფებული ხობლის მსგავსად ოცდაათჯერ, სამოცჯერ, და ასჯერ ზეციური ბეღელის ღირსი იქნება.
წმ ანდრია.




პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 12:05 AM

17.
სხვა ანგელოზი გამოვიდა ციური ტაძრიდან და ჰქონდა მასაც მჭრელი ნამგალი.


რათა ბიწიერნი სრულიად მოიკვეთონ.
წმ ანდრია.



18

გამოვიდა საკურთხევლიდან სხვა ანგელოზი რომელსაც ჰქონდა ხელმწიფება ცეცხლზე, და ხმამაღლა შესძახა მჭრელი ნამგლის მქონეს : მიუშვი ეგ მჭრელი ნამგალი და მოისთვლე მტევნები, რადგანაც დამწიფდა ყურძენი ქ.
ვეყნად



სიტყვებიდან"სხვა ანგელოზი ცეცხლის მიმართ ხელმწიფების მქონე" ასე უნდა გავიგოთ, ანგელოზური ძალებიდან ერთი მართავს წყალს, , მეორე -ცეცხლს სხვები კი ქმნილის სხვა ნაწილს, ცეცხლზე მფლობელობა ნიშნავს იმას , რომ ის ანგელოზებს შორის უფრო მაღლა მდგომია და მისი საქმეა დასჯა, რადგან ნამგლის მქონეს ხმამაღლა უბრძანებს, რომ მოჭრას ყურძენი ქვეყნად.
წმ. ადრია.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jul 13 2008, 12:06 AM

საინტერესოა, დრო როცა მექნება დავუყვები და წავიკითხავ...

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 12:13 AM

19

დაუშვა ანგელოზმა ნამგალი და მოსთვლა მტევნები ქვეყნისა და ჩაყარა ღვთის რისხვის ვეება საწნახელში
.


"ღვთის რისხვის საწნახელში"დასჯის ადგილი მოიაზრება ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის გამზადებული, რსაც წამებულთა დიდი რაოდენობის გამო ვეება ეწოდა. მტევნებში მოიაზრება ეკლესიის მტრები. რომელთა უკანონობაც უკიდურესობამდე გადაიზარდა(დამწიფდა ყურძენი ქვეყნად) დანაშაულის ზომამ ისინი გადაავსო.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 13 2008, 12:16 AM

თათარაშვილი

ციტატა
საინტერესოა, დრო როცა მექნება დავუყვები და წავიკითხავ...


მეც მაგას ვაპირებ, გიგა smile.gif ახლა არ ვარ იმ სიტუაციაში რომ კონცეტრაცია გამაჩნდეს ამის კითხვის.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 12:34 AM

20.

დაიწურა საწნახელი ქალაქგარეთ და წარმოსდინდა სისხლი საწნახელს, აღვირამდე რომ სწვდებოდა ცხენებს ათას ექვსასი უტევანის მანძილზე.



აქ ქალაქ იერუსალიმზეა საუბარი. რომლის გარეთაც ზეთისხილის მთაზე ბევრი საწნახელი იყო, სადაც ზეთისხილს და ყურძენს წურავდენ. (შედ. იოვ 3, 13. ) ყურძნის სამკალის სიუხვე იმით განისაძღვრა, რომ ღვინო მიწაზე ისეთი რაოდენობით დაიღვარა, რომ ცხენის აღვირს წვდებოდა. 1600 უტევანი განსაზღვრული რიცხვია აღებულია განუსაზღვრელის ნაცვლად. და ნიშნავს ვრცელი ბრძოლის ველს. სასჯელი ღირსეულად მიზღული მიაღწევს ცხენის აღვირამდე.
წმ ანდრია.

მე15 თავი სხვა დროს გავაგრძელოთ. მანამდე კი ვიმსჯელოთ ახსნილი ტექსტის შესახებ.აქ დავა და დიდი გაუგებრობა აღარ უნდა იყოს მოსალოდნელი.
პატივისცემით აბო.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 12:30 PM

ნაინა

ციტატა
ერთი დრო და ნახევარი დრო. ეს რა პერიოდით განისაზღვრება?

ციტატა
და მიეცა მას ხელმწიფება ორმოცდაორი თვის მანძილზე.

ჩემი გაგებით ერთი დრო (42 თვეო) 4-ია ნახევარი 2 ე.ი. 42 თვე იბატონებსო.
აბო

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 13 2008, 02:48 PM

ნაინა

ციტატა
ნინ შეგიძლია ეგ წიგნი თუ ძალიან დიდი არაა დაასკანერო და დადო აქ?
ან რომელიმე ყველაზე მეტად საინტერესო თავები მაინც?



--------------------

შევეცდები,რაც საინტერესო ადგილებია დავწერო smile.gif

წმ.დიდმოწამე ირინეოს ლიონელი:იერემია გვამცნობს არა მარტო ანტიქრისტეს მოულოდნელ მოსვლას,არამედ იმ ტომის სახელსაც,რომლიდანაც ის მოვა,როცა ამბობს:"დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი,მისი მერნების თქრათქურისგან იძვრის დეედამიწა,მოდიან,რომშთანთქონ
მთელი ქვეყანა,ქალაქები და მათი მკვიდრნი"(იერ.8,16).ამიტომაც ეს ტომი არაა მოხსენებული "აპოკალიპსში" გადარჩენილთა შორის.(გამოცხ.7.5-7).

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 13 2008, 03:16 PM

ღირსი ეფრემ ასური:რადგანაც მაცხოვარი ქალწულისაგან იშვა,ამიტომ ბოროტიც გადაწყვეტს,მსგავსი სახიტ მოგვევლინოს და გვაცდუნოს.უფალი ჩვენი დედამიწაზე ელვის მსგავსად მოვა ნათლითმოსილ ღრუბელზე,მაგრამ არა ამგვარად მოვა მტერი,რამეთუ ის განდგომილი.მართალია,ქალწულისაგან,თუმცა შეგინებულისაგან იშობა იგი,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ,მტერი განკაცდა.ყოვლად საძაგელი მოვა ამგვარი სახით..
უფალი თავისი მოწყალებით წარმოგზავნის ილია თეზბიტელს და ენუქს,რათა მათ კაცთა მოდგმას აუწყონ ღვთისმოსაობა.თუმცა ძალზედ მცირენი მოისურვებენ დაუჯერონ მათ.ანტიქრისტე საკუთარი ხელით დახოვცავს მათ.......
ისინი მკვდრეტით აღსდგებიან ანტიქრისტეს მოკვდინებიდან 3 დღეს(ნეტარი პელაგია რიაზანელი)
განსრულდება რა უღირსის მსჯავრსმოქმედების სამწელიწადნახევარი და ნახავს რა დედამიწა ყოველგვარ ცდუნებას,დასასრულ,მოვა უფალი,ვითარცა ელვა,მბრწინავი ცათ გამო.ყოველნი ვითარცა ალი ცეცხლისა,ქერუბიმნი ზირს დახრილი თვალებით და სერაფიმნი მფრინავნი ცეცხლოვანი ფრთებით,სახის დამფარავნი,მღაღადებელნი მთრთოლვარედ:"აღსდექით,განსვენებულნო,აჰა ესე მოვალს სიძე!"

წმ.ნილოს მირონმდინარე:"უწმინდური მეძავი ქალწულისგან იშვება ანტიქრისტე,იმ ქალწულში თავს მოიყრის ყველა გარყვნილება,ის იქნება "საცავი" მრუშობისა.სამყარო განიძარცვება სულიწმინდის მადლისგან,მაშინ შეისხამს იგი ხორცს უწმინდურ მუცელში,უბილწესი და უბოროტესი ქალწულისგან,ჩაისახება ფარული არაბუნებრივი მრუსობის ნაყოფი,შემდეგ ეგ არსება ჩაიდენს მრავალ ცრუ სასწაულს,რომელსაც კი მოიფიქრებს სატანის ფანტაზია.მსოფლიოს ეგონება,რომ ეს არის სათნო და თავმდაბალი.



"ანტიქრისტე დაიწყებს ადამიანების თავის ბეჭდით დაბეჭდვას,თითქოსდა იმისთვის რომ ამით იხსნას ისინი უბედურებისგან,რამეთუ მხოლოდ ბეჭდის მიმღებებს მიეყიდებათ პური"(გამოცხ.იოან.13.17).
ბოლოს კი,დაბეჭდილი სატანის ბეჭდით,თავადაც მოკვდება.
ბეჭედზე დაწერილი იქნება:"მე შენ გეკუთვნი"-"დიახ, შენ მე მეკუთვნი". "ნებით მოვდივარ და არა იძულებით" "მეც შენი ნებისამებრ გიღებ კარას შენ და არა იძულებით". ეს ოთხი წარწერა იქნება გამოსახული იმ წყეული ბეჭდის შუაგულში......

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 13 2008, 03:43 PM

წმ.იოანე კრონშტადტელის ხილვა

(საინტერესო ადგილებს ამოვწერ მხოლოდ,ისე სრულადაც საინტერესოა უბლაოდ დრო არ მაქვს სულ რომ დავწერო)
მოკლედ ვიწყებ:

"ანტიქრისტეს დროს ასეთი იქნება ეკლესიები.......-"აი,ვხედავ ბნელ და პირქუშ ტაძარს,ტახტს.....ეკლესიის შუაშია რ არის კანდელი,ხატების ნაცვლად რაღაც უცნაური პორტრეტებია ცხოველური სახეებით და წვეტიანი ქუდებით,ხოლო ტახტზე ჯვარი კი არა,დიდი ვარსკვლავია და სახარებაც ვარსკვლავივითაა.სანთლებიდან მოდის სიმყრალე.სეფისკვერებიც ვარსკვლავივითაა,ტახტის წინ დგას მღვდელი ღია წითელ სამოსელში.ხოლო ხალსხი ვინც იქ იდგა დახტოდნენ და ყვიროდნენ,ტაშ უკრავდნენ და ამბობდნენ"თავისუფლება".ეს ხალხსი ერეტიკოსები არიან,განდგომილები,მათ აღიარეს ერეტიკული განახლებული ეკლესია,რომელსაც არ აქვს ღვთის წყალობა.მასში არ შეიძლება რც მარხვა, არც ზიარება.მირონცხება."
ასე ჩავარდებიან ეკლესიები ერესში,ხოლო შვიდი 7 მანათობელი ლამპარი დარჩება-7 წმინდა სამოციქულო ეკლესია დარჩება სამყაროს აღსასრულამდე"


"იმდენი ადამიანის სისხლი დაიღვრება,რომ ანგელოზები ძლივს მოასწრებენ მატი სულების მიყვანას ღვთის ტახტთან.ეს ის ხალხი იქნება,რომლებიც არ მიიღებენ ანტიქრისტეს მეჭედს...ისინი დაღვრიან სისხლს და დაიდგავენ წამებულთა გვირგვინს"

წმ.იოანე კრონშტადტელის ხილვა(გაგრძელება)

"დავინახე იერუსალიმის ტაძარი,ხოლო გუმბათზე ვარსკვლავი.ტაძარსი ბევი ხალხი იყო.სუაში ტახტი იდგა,ტახტის ირგვლივ კი სამ რიგად ენთო ფისიანი სანთლები,ხოლო ტახტზე იჯდა ღია წითელ პორფირში ჩაცმული მთელი სამყაროს მმართველი მეფე-ანტიქრისტე.იგი ხოცავდა ყველას ვინც არ მიიღებდა მის დაღს(ანუ ბეჭედს).დაიღვრება უამრავი ქრისტიანის სისხლი.."და იქნება სისხლი ცხენის აღვირამდე"-იოანე ღვთისმეტყველი.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 03:54 PM

მალადეც კარგია.ინფორმაციები საჭიროა, მხოლოდ ჭორი არა.
მეც მალე გავაგრძელებ.
აბო.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 13 2008, 03:57 PM

ნეტარი პელაგია რიაზანელი:"ქრისტეს მართლმადიდებელი სწავლებისგან განსხვავებით,ანტიქრისტესეულ
სწავლება უარყოფს ჯვრის გამომსყიდველ ძალას.მე-7 დღის ადვენტისტები ქრისტეს უპირველესი მტრები არიან.
(რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ამ სექტის შესახებ ვინმეს?დაწერეთ რა)

"მდიდარმა მღვდლებმა აცვეს ჯვარ მაცხოვარი.მდიდარი მღვდლები მოგვიყვანენ ანტიქრისტეს!!!!"

"მალე მსოფლიო,საყოვლეთაო სარწმუნოება შეიქმნება.ერიდეთ მას!!!!!"

"ჭეშმარიტება და ცხოვრება ქრისტეში მხოლოდ ღირსი სერაფიმე საროველის მკვდრეთით აღდგომის შემდგომ იქნება შესაძლებელი"

"იერუსალიმში ამტიქრისტეს მეფედ კურთხევისას ებრაელები მისი ხელების თითებზე ფრჩხილების ნაცვლად ბრჭყალებს შემაჩნევენ-ეს ამბავი სწრაფად გავრცელდება,ბევრი ებრალეი ამის გამო არ მიიღებს ბეჭედს,ის ყოველგვარი სხვა ღვაწლის გარეშე დაიმკვიდრებს სასუფეველს"

სამი დიდი სასწაული მოხდება:
1. იერუსალომში მკვდრეტით აღდგებიან წმინდა პატრიარქი ენუქი და წმინდა ილია წინასწარმეტყველი.ისინი ანტიქრისტეს მიერ მათი მოკვდინებიდან 3 დღეს აღდგებიან.
2.წმინდა სამების მონასტრის სერგის ლავრაში აღსდგება ღირსი სერგი.აღსდგება რა თავისი ლუსკუმიდან,ყველას თვალწინ გაივლის მიძინების ტაძრამდე და ზეცად ამაღლდება.
3.საროვოში ღმერტი მკვდრეტით აღადგენს სერაფიმე საროველს და იგი დიდხანს იცოცხლებს.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 13 2008, 04:28 PM

ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი: 'ანტიქრისტეს გამეფებამდე ცოტა ხნით ადრე დაკეტილი ტაძრები გარემონტდება არა მხოლოდ გარედან,არამედ შიგნიდანაც,მოაოქროვებენ სამრეკლოებს და ტაძრებს,ხოლო როცა მთავარ ტაძარს დაასრულებენ,ანტიქრისტეც მოვა(იგულისხმება იერუსალიმის ტაძარი)'


'ანტიქრისტე მეფედ ბრწყინვალედ აღდგენილ იერუსალიმის ტაძარსი იკურთხება და მის კურთხევაში რუსეთის პატრიარქი და სამღვდელოებაც მიიღებს მონაწილეობას"

"იქნება 3 მსოფლიო ომი.იგი არა სინანულისთვის,არამედ დასაჯელად დაატყდება თავს კაცობრიობას,ყველაზე ძლიერთ კი უფალი თავის შესახვედრად დატოვებს"

ყურადღებით და ფხიზლად იყავით!!!!!! როგორც კი მთელ ქვეყანაზე საყოველთაო არჩევნები გამოცხადდება,იცოდეთ,რომ იგი ანტიქრისტეა და ხმის მიცემა არ შეიძლება!!!!!!"

"ბოლო ჟამს ადამიანები დემონებით აივსებიან.არც ილოცებენ და არც პირჯვარს გამოისახავენ"

"ანტიქრისტე იმეფებს 2 წელი და 8 თვე"

"რუსი მართლმადიდებელი მეფის შიში თვით ანტიქრისტეს ექნება!"

"ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაშიც იქნება დევნა,მაგრამ მცირე ხნით,ანტიქრისტე აქ ვერ გამეფდება,საყდარს ვერ განიმტკიცებს"




პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 13 2008, 04:42 PM

მერე კიდევ დავდებ smile.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 13 2008, 06:21 PM

ნეტარი მატრიონა:"რთული დრო დაუდგება ყველას,ვინც არ მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს.მასინ ჩვენ ვილოცებთ,ავიღებთ მიწას,ბურტულებს გავაკეთებთ,ლოცვას აღვუვლენთ უფალს და მაძღრები ვიქნებით"

ბერი პაისი ათონელი:"ეკუმენიზმი,საერტო ბაზარი,ერტი დიდი სახელმწიფო,ერტი რელიგია,შეკერილი მატი საზომით-ასეთი გეგმები აქვს ანტიქრისტეს"

"სიონისტები უკვე ამზადებენ ვიღაცას მესიის როლისთვის.იეღოველებიც ელიან მიწიერ მეფეს.სიონისტები წარმოადგენენ თავიანტ მეფეს და იეღოველები მას მიიღებენ.მოხდება აღრევა და ისინი წარმოაჩენენ ადამიანს,რომელიც იტყვის;"მე ვარ იმამი,მე-მეხუთე ბუდა ვარ,მე-ქრისტე ვარ,რომელსაც ელიან ქრისტიანები,მე ის ვარ,ვისაც ელიან იეღოველები,მე-ებრაელთა მესია ვარ"მას ექნება 5 "მე"

ბერი პაისი ათონელი:"მინისნება იმისა,რომ წინასწარმეტყველება ახლოვდება,იერუსალიმსი ომარის მეჩეთის დანგრევაა.მეცეთს დაანგრევენ იმიტომ,რომ აღდგენილი იქნეს სოლომონის ტაძარი,რომელიც,როგორც ამბობენ,არმარტული იყო იმ ადგილზე.აღდგენილ ტაძარსი სიონისტები,ბოლოს და ბოლოს,გამოაცხადებენ ანტიქრისტეს მესიად"

ბერი გაბრიელი (ურგებაძე):"ბოლო ჟამს საქართველო გაბრწყინდება,სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა"

"თავდაპირველად ბეჭდის მიღება იქნება ნებით,მაგრამ როცა გამეფდება და გახდება მსოფლიო მბრძანებელი,აიძულებს,რომ ეს ბეჭედი ყველამ მიიღოს.ვინც არ მიიღებს,ასეთ ადამიანებს გამოაცხადებენ სამსობლოს მოღალატეებად...."

'ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას,ზარების რეკვა ატყდება,ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან,გაცილების მიზნით."

"პროდუქტებზე რომ წერენ ანტიქრისტეს რიცხვს,ვერაფერს დაგიშავებთ.ეს არ არის ბეჭედი.უნდა თქვა "მამაო ჩვენო",ჯვარი გადასახო.ასხურო ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება"-ეს იმიტომ დავწერე.რომ ამ თემაზე ხშირად არის დავა და გაუგებრობები,წაიკითხეთ და ნუღარ შეშინდებით smile.gif

ზემოთ დავწერე სოლომონის ტაძრის მშენებლობაზე.მოვიზიე ინფორმაცია,რომ:ისრაელში აშშ-ში შეკვეთილია 60 000 ტონა ყველაზე ძვირფასი ქვა ონიქსი...რომელიც მოპოვებული იქნა ქ.ბენტფორდში და გაიგზავნა ისრაელში-სოლომონის ტაძრის აღდგენისთვის.ტაძრის პროექტები უკვე მზად არის."-დანიური გაზეთი "შუაღამის ძახილი"

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jul 13 2008, 06:49 PM

ციტატა(nino_ni @ Jul 13 2008, 04:57 PM) *

ნეტარი პელაგია რიაზანელი:"ქრისტეს მართლმადიდებელი სწავლებისგან განსხვავებით,ანტიქრისტესეულ
სწავლება უარყოფს ჯვრის გამომსყიდველ ძალას.მე-7 დღის ადვენტისტები ქრისტეს უპირველესი მტრები არიან.
(რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ამ სექტის შესახებ ვინმეს?დაწერეთ რა)

"მდიდარმა მღვდლებმა აცვეს ჯვარ მაცხოვარი.მდიდარი მღვდლები მოგვიყვანენ ანტიქრისტეს!!!!"

"მალე მსოფლიო,საყოვლეთაო სარწმუნოება შეიქმნება.ერიდეთ მას!!!!!"

"ჭეშმარიტება და ცხოვრება ქრისტეში მხოლოდ ღირსი სერაფიმე საროველის მკვდრეთით აღდგომის შემდგომ იქნება შესაძლებელი"

"იერუსალიმში ამტიქრისტეს მეფედ კურთხევისას ებრაელები მისი ხელების თითებზე ფრჩხილების ნაცვლად ბრჭყალებს შემაჩნევენ-ეს ამბავი სწრაფად გავრცელდება,ბევრი ებრალეი ამის გამო არ მიიღებს ბეჭედს,ის ყოველგვარი სხვა ღვაწლის გარეშე დაიმკვიდრებს სასუფეველს"






ვინ არის პელაგია რიაზანელი რომ დავუჯერო? მან ისიც თქვა თითქოს ანტიქრისტე დაიბადაო და საკმაოდ ბევრი ტყუილი ილაპარაკა,, სცნობს ამ ადამიანს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანად? იქნება ნეტარი უბრალოდ ხალხმა შეარქვა, იქნება და ის "დედაბრული ზღაპრებს" რომელზეც პავლე მოციქული ამბობს თავის ეპისტოლეში ნუ დაიჯერებთო და ერიდეთო?
ელია და ენუქ წინასწარმეტყველი რომ აღდგებიან კი ბატონო გამოცხადებაში წერია როგორც მახსოვს, მაგრამ სერაფიმე საროველი სად არის მოხსენებული, ან კიდევ რუსეთის მეფის შეეშინდება ანტიქრისტეს, რას ნიშნავს მდიდარი მღვდლები მოიყვანენ ანტიქრისტეს, ეს ხომ ისედაც ცხადი და გარდაუვალია, მეორედ მოსვლა იქნება და ამის მიზეზი მდიდარი მღვდლები როგორ იქნებიან, პელაგია რიაზანელის ბევრი რამე მაქვს მოსმენილი და არ უნდა იყო სიმართლე და იქნებ ჯობდეს "ვიღაცის" გამოცხადებებს არ დავუჯეროთ,

თუ იმას გულისხმობ რომ მღვდლები ქონებაზე ზრუნვას დაიწყებენ და ზოგადად ცოდვა გამრავლდება კი ბატონო ეგ წერია ისედაც და გეთანხმები მაგაში
















პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 13 2008, 06:55 PM

Ligia
აქ მარტო ნეტარი პელაგის სიტყვები არ დამიწერია და სხვა წმინდა მამებსაც თუ არ უჯერებ ეგ შენი საქმეა.ფაქტია რომ ყველა ერთსა და იმავს მაბობს.ყველა ერტად ტყუის?

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 13 2008, 07:12 PM

წმ.ნიოლს მირონმდინარე:"ანტიქრისტეს სიკვდილით დადგება დასარული მკვლელობისა ადამიანებსი.კაენმა სათავე დაუდო მკვლელობას,ანტიქრისტე კი დაასრულებს მკვლელობას,ე.ი. მასზე დასრულდება მკვლელობა.როცა აღსრულდება მკვლელობა,მასინ დაირღვევიან ცისა და მიწის საფუზვლები და კავშირი."

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 07:14 PM

თავი მეთხუტმეტე
მეოთხე ხილვა : შვიდი ანგელოზი, რომლებსაცჰქონდათ უკანასკნელი შვიდი წყლული.


15, 1
და ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზიუკანასკნელი შვიდი წყლულებით, რომლებითაც მთავრდება ღვთის რისხვა. აქ განხილულია უკანასკნელი მე-4 ხილვა, აპოკალიპსის ბოლო 8- თავის , თავის თავში მომცველი.

" ყველგან აღებულია შვიდეული რიცხვი, მონიშნული იმით რომ შვიდ დღეში კადნირერებით შექმნილი თანამედროვე უსამართლო ცხობრება დაიჯება შვიდი წყლულით და შვიდი ანგელოზით.
წმ. ანდრია

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 13 2008, 07:18 PM

წმ.დიმიტრი როსტოველი:"ანტიქრისტეს აღსასრულის შემდეგ ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს კიდევ მიეცემათ ცოტა დრო მოსანანიებლად,ამას ვხედავ დანიელის წინასწარმეტყველებაში.ანგელოზი ამბობს,რომ ანტიქრისტე იმეფებს 1290 დრე(სამწელიწადნახევარი),შემდ
გ ამატებს:"ნეტარია,ვინც ელის და მიაღწევს 1335 დღეს ე.ი. არის კიდევ დაახლოებით 45 დღე ანტიქრისტეს სიკვდილის შემდეგ.აქვე განვმარტავ რომ არსებობს გლინელი ბერების გადმოცემა რომ,ეს სამყარო ანტიქრისტეს სიკვდილთან ერთად არ დაიღუპება,გავა კიდევ რაღაც დრო და ამ დროს იქნებ სასინელი სამსჯავრო,როდესაც განიხსნება ცა და გამოჩნდება მეუფე დიდებისაი...

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 07:32 PM

15. 2.
და ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ და ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები.



" მინის ზღვა წმ ანდრია კესარიელის მიხედვით ნიშნავს გადარჩენილთა სიმრავლეს, მომავალი განსასვენებლის სიწმინდეს და წმინდანთა ნათელს, გაბრწყინებულს მადლიანი სხივებით" მზესავით რომ ამობრწყინდებიან (მათ 13. 43.) იქ შორეულ ცეცხლში კი შეიძლება მოციქულის ნათქვამი ვიგულისხმოთ: "ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს"წმინდებს და უბიწოებს მცირედიც არ ავნებს, იმიტომ რომ, ფსალმუნის მიხედვით( ფს 28. & ) აქვს ორი ბუნება: ერთი ცოდვილთა დამწველი, მეორე - როგორც ბასილი დიდი ფიქრობდამართალთა განმანათლებელი. მართალი იქნება ისიც თუ ცეცხლის სახით მოვიაზრებთ ღვთის განგებას და სილის მაცოცხლებელ მადლს; რამეთუ ღმერთი მოსეს ცეცხლის სახით გამოეცხადა, და სული წმინდა მოციქულებზე ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა. ჩანგები აღნიშნავენ მოკვდინებულებს და მათ კეთილმოწყობილ ყოფას სათნომყოფელთან თანხმობაში, რომელსაც სული წმინდის ხემი განაგებს".
წმ ანდრია.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 13 2008, 07:34 PM

ციტატა
ნეტარი პელაგია რიაზანელი


ცნობილი დარტყმული და შიზოფრენიკი, რომლის სახელის ხსენებაც რუსეთის ეკლესიაში სილის ტოლფასია....

ცოტა ხანში შემოგიერთდებით....

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jul 13 2008, 07:38 PM

nino_ni

ციტატა
აქ მარტო ნეტარი პელაგის სიტყვები არ დამიწერია და სხვა წმინდა მამებსაც თუ არ უჯერებ ეგ შენი საქმეა.ფაქტია რომ ყველა ერთსა და იმავს მაბობს.ყველა ერტად ტყუის?


ნინო,
პირველ რიგში ადამინამა უფლის სიტყვები უნდა გაიგონოს და დაიჯეროს და შემდეგ წმიდა მამების.
როცა სახარებაში ვკითხულობთ უფლის სიტყვებს:

"36. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ. " (მთ.24:36)

ეხლა როგორ ფიქრობ ნინო ამ სიტყვებს დავუჯეროთ თუ იმ წმიდანების ლაპარაკს რომლებიც ამბობდნენ რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ მალე გამოჩნდება ანტიქრისტეო?


შენი დაწერილი "წინასწარმეტყველებებიდან" გეტყვი რომ უმრავლესობა ლაფსუსია, ბროშურებიდან ამოწერილი ზოგი თვითგამოცხადებული წმიდანის ნაბოდვარი,რომელსაც ქრისტიანულ სწავლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. და უმეტესობა კი ის აპოკრიფებია რომლებიც გაავრცელეს ამა თუ იმ წმიდანზე. მე გეტყვი რომ ნუ ენდობი და ნუ დაუჯერებ ყველაფერს რასაც ლაფსუსურ მწვალებლურ ფილმებში და ბროშურებში წერენ და აჩვენებენ. არასწორი ლიტერატურით ხელმძღვანელობ ნინო smile.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 13 2008, 07:41 PM

მნათე
რას გადაეკიდა ყველა ამ პელაგიას?კაი ეგ ტყუის.დანარჩენები?
მაინც უნდატ კამათი რა.მონახეს.....
biggrin.gif
თათარაშვილი
გასაგებია შენი ნათქვამი.ვაფასებ ადამიანებს რომლებსაც წესიერად შეუზლიატ ადამიანებს აუხსნან........
მე მთოვეს დაწერეო და მეც დავწერე....
არ ვიცი,მაგრამ მე ვერაფერი ვნახე აქ დაწერილი ისეთი რომ განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდეს ღვთის სიტყვას.....

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 13 2008, 07:41 PM

ციტატა
რას გადაეკიდა ყველა ამ პელაგიას?კაი ეგ ტყუის.დანარჩენები?
მაინც უნდატ კამათი რა.მონახეს.....


ჩემო კარგო, რას გადავეკიდე და იმას გადავეკიდე რომ არის დარტყმული და რომ ჩემთვის პირადი სირცხვილია მისი ამ საიტზე გამოჩენა...

პირადად თქვენ კი გირჩევთ წაიკითხოთ მღვდელი ლევან მექოშვილის წიგნი, მამა თეოდორე გიგნაძის რედაქციით, "საქართველო მეორედ მოსვლის წინ, მითი თუ რეალობა" სადაც ამ თქვენს ექსტრემისტულ წიგნებს და სიბნელის ზეიმს გემრიელად და არგუმენტირებულად უსწორდებიან....

ყველა სხვა დანარჩენთან ერთად გოიმობის ფეიერვერკიცაა...

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 13 2008, 07:44 PM

ციტატა
მალე გამოჩნდება ანტიქრისტეო?

ვინმემ იცის ეს მალე როდის არი?არავინ ზუსტად არ ამობბს და ეს არც ეწინააღმდეგება უფლის სიტყვას,მგონი

ეს წიგნი ვიყიდე საეკლესიო მაღაზიაში,არ მეგონა ესეტი 'საშინელი" წიგნი თუ იყო.მთხოვეს და დავწერე,მეტი არაფერი.თუ სისულელეა წაშალეთ

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jul 13 2008, 07:46 PM

nino_ni

ციტატა
არ ვიცი,მაგრამ მე ვერაფერი ვნახე აქ დაწერილი ისეთი რომ განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდეს ღვთის სიტყვას.....

მე გეტყვი, ნინო, ჩემო კარგო რომ აქ დაწერილი უმრავლესობა სწორედ რომ ეწინაღამდეგება ქრისტიანულ სწავლებას. თუ სურვილი გაქვს , ვრცელ პოსტს დაგიწერ და ვეცდები გაგიშიფრო რამხელა დეფორმაცია იგრძნობა მათ წინასწარმეტყველებებსა და ქრისტეს მოძღვრებას შორის.

პელგიამ თუ მატრონამ აღარ მახსოვს იწინასწარმეტყველა რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ ანტიქრისტე გამოჩნდდებაო. 1966 წელს გარდაიცვალა ეს ადამიანი, არის თუ არა ეს " წინასწარმეტყველება" ჭეშმარიტი? smile.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 13 2008, 07:48 PM

ციტატა
მაგრამ სერაფიმე საროველი სად არის მოხსენებული,

მე ვიცი,რომ მისი სხეული ხორცს ისხავსო,რამდენად მართალია არ ვიცი.რუსეთში მცხოვრებმა ადამიანმა მითხრა.ამაზე გაქვთ რამე ინფორმაცია?

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 07:48 PM

15, 3-4.

და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო,ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, ხალხთა მეუფეო!
ვის არ ეშინოდეს უფალო და არ ადიდებდეს შენს სახელს?ვინაიდან მხოლოდ შენა ხარ წმიდა: ამიტომაც გეახლება ყველა ხალხი და თაყვანს გცემს შენ, რადგანაც გამოჩდა შენი სამართალი.



მოსეს საგალობელის მიხედვით სავარაუდოა , რომ ღმერთებისადმი მიძღვნილი ეს საგალობელი არის მართლების, რომლებიც მადლამდე ცხოვრობდნენ, ხოლო კრავის არის ქრისტეს მოსვლის შემდეგ მცხოვრები მართლების რომლებიც საგალობლებს და სამადლობლებს განუწყვეტლივ აღავლენენ."
წმ. ანდრია

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 13 2008, 07:48 PM

ციტატა
ეს წიგნი ვიყიდე საეკლესიო მაღაზიაში


მაგის გვერდზე არ იდო წიგნი, "უფლის აფთიაქი?" შეგიძლია იყიდო და ოკულტიზმს ეზიარო biggrin.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 13 2008, 07:50 PM

თათარაშვილი
მატრონამ მგონი.ეგ მეც მაქვს წაკითხული

მნათე

ციტატა
მაგის გვერდზე არ იდო წიგნი, "უფლის აფთიაქი?" შეგიძლია იყიდო და ოკულტიზმს ეზიარო

biggrin.gif
ისე რატო არ ხდება მაგ წიგნების გაყიდვის შეზღუდვები?ტუ ასეთი სისულელეა?
დამაინტერესა თქვენმა გამოხმაურებებმა და ამ კვირასი ჩემს მამაოს წავუღებ მაგ წიგნს და ვანახებ

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jul 13 2008, 07:53 PM

ციტატა
დამაინტერესა თქვენმა გამოხმაურებებმა და ამ კვირასი ჩემს მამაოს წავუღებ მაგ წიგნს და ვანახებ


წაუღე აუცილებლად და წაკითხვის შემდეგ რა რეაქცია ექნება ვიდეოზე გადაიღე biggrin.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 13 2008, 07:53 PM

თათარაშვილი

ციტატა
მე გეტყვი, ნინო, ჩემო კარგო რომ აქ დაწერილი უმრავლესობა სწორედ რომ ეწინაღამდეგება ქრისტიანულ სწავლებას. თუ სურვილი გაქვს , ვრცელ პოსტს დაგიწერ და ვეცდები გაგიშიფრო რამხელა დეფორმაცია იგრძნობა მათ წინასწარმეტყველებებსა და ქრისტეს მოძღვრებას შორის.

თუ აბო არ გაგვინაწყენდება დადე.ჩემნაირად რამდენს ექნება ეს წიგნი....ვისაუბროთ და გავარკვიოთ

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 07:53 PM

თათარაშვილი

ციტატა
პელგიამ თუ მატრონამ აღარ მახსოვს იწინასწარმეტყველა რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ ანტიქრისტე გამოჩნდდებაო. 1966 წელს გარდაიცვალა ეს ადამიანი, არის თუ არა ეს " წინასწარმეტყველება" ჭეშმარიტი?

ვერც იმას იტყვი არ გამოჩენილაო მით უფრო ვერ დაამტკიცებ. რა იცი სადაა ჩასაფრებული ის დასაწვავი?

კაი ახლა გავაგრძელებ თხრობას ეს უფრო საინტერესო და დამაჯერებელი.
აბო.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 13 2008, 07:54 PM

თათარაშვილი

ციტატა
წაუღე აუცილებლად და წაკითხვის შემდეგ რა რეაქცია ექნება ვიდეოზე გადაიღე

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif და განახო ხო?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 13 2008, 07:54 PM

ციტატა
ისე რატო არ ხდება მაგ წიგნების გაყიდვის შეზღუდვები?ტუ ასეთი სისულელეა?
დამაინტერესა თქვენმა გამოხმაურებებმა და ამ კვირასი ჩემს მამაოს წავუღებ მაგ წიგნს და ვანახებ


კარგად საღდება გენაცვალე... a075.gif

წაუღე...

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 13 2008, 07:58 PM

abo

ციტატა
ვერც იმას იტყვი არ გამოჩენილაო მით უფრო ვერ დაამტკიცებ. რა იცი სადაა ჩასაფრებული ის დასაწვავი?

მეც მაგას ვფიქრობ ხოლმე.ესე რო ვამტკიცებთ ესეა და არა ისე.იქნებ ზუსტად ისეა? biggrin.gif

იცით რა მაინტერესებს კიდევ?ეს ყველაფერი ტყუილიაო რომ ამბობთ,ანუ დააბრალეს ამ წმინდანებს ეს ხილვები?ტუ წმინდანები თანაც ამდენი წმინდანი შეცდა? ohmy.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 08:16 PM

15. 5-6.

შემდგომ ამისა გავიხედე და აჰა, გამოჩდა ტაზარი მოწმობის კარავისა ცაში.
გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, რომლებსაც ჰქონდათ წყლულება შვიდი,სელის წმიდა და ბრწყინვალე სამოსით მოსილნი და მკერდზე ოქროს სარტყელით შემოგარსული.



აქ ლაპარაკია ზეციურ კარავზე , რომლის მსგავსი მიწიერი კარვის დადგმა, ძველი აღთქმის მიხედვით ღმერთმა უბრძანა მოსეს.
რომელი ტაძრიდანაც გამოვიდნენ ანგელოზები, რომლებიც მათი არსების სიწმინდისა და ქვაკუთხედდთან- ქრისტესთანსიახლოვისა და სათნოების ნათლის გამო, მოსილნი იყვნენ სულის წმინდა სამოსში. ზოგის აზრით სუფთა ქვაში. მკერდზე ოქროს სარტყლით შემოგარსულნი: სიძლიერის, მათი ბუნების სიწმინდის, პატიოსნების და განუსაზღვრელი მსახურების გამო.
წმ ანდრია.

nino_ni

ციტატა
ამდენი წმინდანი შეცდა?

არა ყველა ერთად ვერ შეცდებოდა, მაგრამ რაღაც დეტალებს რომ იტყვიან თუნდაც საროველი ხორც შეისხამსო, ეს ნაკლებ სარწმუნოა. თუმცა მაგ დეტალი მე არსად არ წამიკითხავს. შეიძლება მტრის ჭორიც იყოს შემდეგ რომ არგუმენტად ქონდეთ და დაგვცინონ. ამიტომ სიფრთხილე საჭიროა.
აბო.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jul 13 2008, 08:26 PM

nino_ni

ციტატა
ამდენი წმინდანი შეცდა?


რაში?

რომელი წმინდანების "წინასწარმეტყველებები" ემთხვევა ერთმანეთს?

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 08:30 PM

15. 7


ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთმა შვიდ ანგელოზს მისცა ოქროს თასი, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღვთის რისხვით აღვსილი.



ეს ცხოველები არიან ქერუბიმები ან სერაფიმები, ღვთის დიდების უმაღლესი მოშურნეები, ღვთის განგების სიღრმისეული მაუწყებელნი, როგორც წარსულისა , აგრეთვე მომავლის,რაზეც ამნეტარი არსებების შესახედაობა მიუთითებს. თვალებით წინ და უკან. ისინი მიიღებენ ღვთის უწყებას იმაზეც რათა უფლებამოსილება მიცენ შვიდ ანგელოზს, რომ მიწაზე გადმოღვარონ რისხვით სავსე შვიდი თასი, ქვეყნის დასასრულს და ბოლო სამჯავროზე ცოცხლებზე და მკვდრებზე. (იხ. ეზ. 5.13)

თათარაშვილი

ციტატა
რომელი წმინდანების "წინასწარმეტყველებები" ემთხვევა ერთმანეთს?

ძალიან ბევრი და რასაც მე ვწერ ახლა. და ეს წაიკითხე თუ ჯერ არ წაგიკითხავს, შედარებით ადვილად იკითხება.
აბო.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 08:50 PM

15. 8

და აღივსო ტაძარი ღვთის დიდებისა და მისი ძლიერების კვამლით, ასე, რომ, აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ აღესრულებოდა შვიდი ანგელოზის წყლულება.



ამ კვამლის საშუალებით, ამბობს წმ.ანდრია " ჩვენ გავიგებთ, რომ ღვთის რისხვა არის საშინელი, მკაცრი და მტანჯველი. კვამლი რომელმაც აავსო ტაძარი, სამჯავროს დღეს მოიკითხავს ღირსეულთ და უწინარეს ყოვლისა ანტიქრისტეს და განდგომილებს" ეს დასტურდება რამეთუ ამბობს" და აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა,ვიდრე არ აღესრულებოდა შვიდი ანგელოზის შვიდი წყლულება. ე.ი. ცოდვილთა დასჯა. ხოლო შემდეგ წმინდანები დამკვიდრდებიან უზენას ქალაქში."
წმ ანდრია.

გაგრძელება იქნება.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 09:44 PM

თავი მეთექვსმეტე
შვიდი ანგელოზი, ღმრთის რისხვით სავსე შვიდი თასის გადმომღვრელი დედამიწაზე


16. 1

და მომესმა ტაძრიდან მგრგვინავი ხმა, შვიდ ანგელოზს რომ ეუბნებოდა: წადით და დასთხიეთ ქვეყნად შვიდი თასი ღვთის რისხვისა.



აქ გამოხატულია ღვთის მსჯავრი ეკლესიის მტრებზე შვიდი თასის ემბლემით ან ღმრთის რისხვით სავსე შვიდი თასი, რომელსაც გადმოღვრის შვიდი ანგელოზი. დასჯის ემბლემა აღებულია ძველი ეგვიპტის სასჯელიდან რომელთადამარცხებაც იყო ცრუ ქრისტიანული სამეფოს დამარცხების მსგავსი რომელსაც ზემოდ ( აპ. 11.8) ეწოდება ეგვიპტე შემდეგ კი ბაბილონი.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jul 13 2008, 09:52 PM

abo

ციტატა
ძალიან ბევრი და რასაც მე ვწერ ახლა. და ეს წაიკითხე თუ ჯერ არ წაგიკითხავს, შედარებით ადვილად იკითხება.
აბო.


აბო თუ შეგიძლია ციტატებით მომიყვანო? smile.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 09:53 PM

16 2.

წავიდა პირველი და დაასთხია თავისი თასი ქვეყნად: და მოწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი რომლებსაც ქონდათ მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს.



ეს ემბლემა აღებულია მეექვსე სასჯელიდან, რომელმაც ეგვიპტე დაამარცხა. ზოგის განმარტებით აქ უნდა გავიგოთ ხორციელი ეპიდემია.წმ ანდრიას მიხედვით ეს არის ჩირქიანი ჭრილობები, განდგომილების გულში წარმოქმნილი მწუხარება, რაც მტანჯველია გულის დაჩირქების მსგავსად, რამეთუ ღმერთის მიერ დასჯილნი, ანტიქრისტედან ვერავითარ შემსუბუქებას ვერ მიიღებენ.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 10:05 PM

თათარაშვილი

ციტატა
აბო თუ შეგიძლია ციტატებით მომიყვანო?

აბა ახლა რას ვაკეთებ მე? და თავში რომ წმ. მამები დავასახელე მათი ნააზრევია ეს და ერთმანეთს ემთხვევა. ხოლო ზოგი სხვა თუ რამეს მთხოვ მათგან ბევრი მეც ზღაპარი მგონია, ხოლო რაც არ მგონია ზღაპარი, თუ უფალმა მომახერხებია თითო საკითხზე თითო თემას შემოგთავაზებთ თავის მტკიცებულებებით ხოლო ვარაუდებსაც ვარაუდი ეწერება. ასე რომ მივყვეთ თანმიმდევრობით იმიტომ რომ ყველაფერი ერთმანეთისგან გამომდინარეობს და წინ გასწრებამ აქ ფორუმზე არასწორ გზაზე დაგვაყენა.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 13 2008, 10:21 PM

nino_ni
მადლობა ნინ, საინტერესოა.
როცა მოიცლი თუ შეძლებ კიდევ დაგვიწერე smile.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 10:22 PM

16, 3
მეორე ანგელოზმა დასთხია თასი ზღვაზე, რომელიც იქცა თითქოს მკვდრის სისხლად, და ყოველი სულდგმული ამოწყდა ზღვაში.


აქ მოიაზრება საერთაშორისო და სამოქალაქო ომები.
" გასაოცარი ის არის , რომ ანტიქრისტეს უძლურებისა და ცდუნებულების დაუფიქრებლობის მხილებისათვის ღვთიურიძალა, წინასწარმეტყველების ენოქისა და ელიას საშუალებითზღვას გადააქცევს დახოცილთა სისხლად და მასში ყველა არსება დაიღუპება, როგორც ოდესღაც ღმერთმა მოსეს საშუალებითეგვიპტეში მოახდინა ( გამოს. 7, 19.). სარწმუნოა სხვა დაშვებებიც, რომ ამით აღინიშნება მისი მისი მოსვლის დროს ბრძოლაში დამარცხება; რამეთუ გოგი და მაგოგი ქვეყნის ყველა ნაწილიდან ერთმანეთს შეებრძოლებიან და და როცა დაუმორჩილებელი მეფეები მთლიანდ ჯართან ერთად განადგურდებიანხოლო ადგილებზე მოხდება მკვლელობები, მაშინ საზღვაო ომების შედეგად ზღვა სისხლით წაიბილწება, ხოლო მოკლულებისგან მდინარეები გათბებიან."
წმ ანდრია.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jul 13 2008, 10:27 PM

ციტატა(nino_ni @ Jul 13 2008, 08:12 PM) *

წმ.ნიოლს მირონმდინარე:"ანტიქრისტეს სიკვდილით დადგება დასარული მკვლელობისა ადამიანებსი.კაენმა სათავე დაუდო მკვლელობას,ანტიქრისტე კი დაასრულებს მკვლელობას,ე.ი. მასზე დასრულდება მკვლელობა.როცა აღსრულდება მკვლელობა,მასინ დაირღვევიან ცისა და მიწის საფუზვლები და კავშირი."



იოანე კრონშტანდტელზე და ეფრემ ასურზე არ მაქვს ლაპარაკი, მათი ახსნა განამრტება რა თქმა უნდა მისაღებია
მე ზუსტად მარტო პელაგია რიაზანელზე მაქვს ლაპარაკი, რომლის ნათქვამებიც წამიკითხვას და ბევრ რამეში ტყუის, თუნდაც იმაში რომ ანტიქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი აქვს მოცემული, ამ იმისი გჯერა რომ მას გამოცხადება ჰქონდა რომ თითქოს ლენინათან ანგელოზი მივიდა და უთხრა თუ აღიარებ შენს ცოდვებს სამოთხეში მოხვდებიო და ლენინმა გაიცინა არასოდესო"

თუმცა ვისაც როგორ უნდა,

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 13 2008, 10:29 PM

არაა ნინის წიგნი ისეთი რომ არ წაიკითხო. ვფიქრობ, ბევრს რომ წაიკითხავ, დასკვნებს თავად გამოიტან ადამიანი.

ნინის წიგნს ნამდვილად არ ეხება, მაგრამ, ამბობენ, მტრის გეგმებს რაც უფრო კარგად შეისწავლი, მით იოლია მისი დამარცხებაო.

ამიტომ ვიცოდეთ ჩვენ რას საუბრობენ და რას წერენ, არ გვიშლის ხელს ნამდვილად

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 10:34 PM

16. 4-6

მესამემ მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე დასთხია თავისი თასი , და წყალი სისხლად იქცა.
მაშინ მომესმა ხმა წყალთა ანგელოზისა, რომელმაც თქვა: მართალი ხარ , უფალო რომელიც ხარ და იყავი: მართალი ხარ წმინდაო, რადგან ასე განსაჯე.
რაკიღა წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი დასთხიეს, შენც სასმელად სისხლი მიეც მათ, და ღირსიც არიან.



აქედან ჩანს რომ სტიქიებს ანგელოზები განაგებენ. აქ საუბარია საშინელ სისხლის ღვრაზე, რაც მოხდება ანტიქრისტეს დროს ქვეყნის დასასრულის წინ.
წმ. ანდრია

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 10:46 PM

16. 7

და მომესმა ხმა საკურთხევლიდან, რომელმაც თქვა: დიახ უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, მართალი და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი.


საკურთხევლიდან მოისმა ხმა, რომელიც ხოტბას ასხამდა ღვთის სამართლიან სასჯელს, რაც აღემატებოდა ყოველგვარ გონებასა და სიტყვას. გარდა ამისა სახარების ნაწერებიდანაც ვიცით რომ გონიერ ძალებს უხარიათ და მხიარულებენ მონანიების საშუალებით მოქცეულების ცხონებაზე, წუხნან ჭეშმარიტი გზიდან აცდენის გამო და ემადლიერებიან ღმერთს უფლის მცნებების დამრღვევების დასჯის გამო, რათა თუნდაც ნაწილობრივ მიეტევოთ მათ ცოდვები
წმ. ანდრია

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jul 13 2008, 10:50 PM

ციტატა(მნათე @ Jul 13 2008, 08:41 PM) *

ჩემო კარგო, რას გადავეკიდე და იმას გადავეკიდე რომ არის დარტყმული და რომ ჩემთვის პირადი სირცხვილია მისი ამ საიტზე გამოჩენა...

პირადად თქვენ კი გირჩევთ წაიკითხოთ მღვდელი ლევან მექოშვილის წიგნი, მამა თეოდორე გიგნაძის რედაქციით, "საქართველო მეორედ მოსვლის წინ, მითი თუ რეალობა" სადაც ამ თქვენს ექსტრემისტულ წიგნებს და სიბნელის ზეიმს გემრიელად და არგუმენტირებულად უსწორდებიან....

ყველა სხვა დანარჩენთან ერთად გოიმობის ფეიერვერკიცაა...




გაიხარეეეე შენ. გიერთდებიიიიიიიიიიი. მაგას ვწერ სულ და რომ ეს წიგნი წაიკითხონ ან მიმართონ დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს ან დეკანოზ არჩილ მინდიაშვილს და უკეთ აუხსნიან,

თათარაშვილი შენც გეთანხმები smile.gif

ციტატა(თათარაშვილი @ Jul 13 2008, 08:46 PM) *

nino_ni

მე გეტყვი, ნინო, ჩემო კარგო რომ აქ დაწერილი უმრავლესობა სწორედ რომ ეწინაღამდეგება ქრისტიანულ სწავლებას. თუ სურვილი გაქვს , ვრცელ პოსტს დაგიწერ და ვეცდები გაგიშიფრო რამხელა დეფორმაცია იგრძნობა მათ წინასწარმეტყველებებსა და ქრისტეს მოძღვრებას შორის.

პელგიამ თუ მატრონამ აღარ მახსოვს იწინასწარმეტყველა რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ ანტიქრისტე გამოჩნდდებაო. 1966 წელს გარდაიცვალა ეს ადამიანი, არის თუ არა ეს " წინასწარმეტყველება" ჭეშმარიტი? smile.gif



ეს პელაგიამ დაწერა, რომელიც სულაც არ არის შერაცხული წმინდანად, და რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ამას არ ცნობს


მაყრონაზე შესაძლებელია ცრუ ინფორმაციებია გავრცელებული, ან მას მიაწერეს ვინმეს გამონათქვამები

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Jul 13 2008, 10:54 PM

ციტატა
ეს პელაგიამ დაწერა, რომელიც სულაც არ არის შერაცხული წმინდანად, და რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ამას არ ცნობს

ხო სხვათაშორის გექნებათ ნანახი ნოკლე ფილმი მეორედ მოსვლაზე სწორედ "ნეტარი პელაგია" ასე არის ნახსენები იგი ამ ფილმში და ხომ არ იცით საერთოდ სანდო წყაროა ეს ფილმი??

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 10:55 PM

16. 8-9 მეოთხე ანგელოზმა თავისი თასი დასთხია მზეზე, და მიეცა მზეს კაცთა დაბუგვა ცეცხლით.
დაიწვნენ კაცნი სიცხით და ჰგმეს სახელი ღვთისა, რომელსაც აქბს ხელმწიფება მათ წყლულებზე, მაგრამ არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის.


წმ ანდრია ამბობს, რომ სასჯელ შეიძლება გავიგოთ ან პირდაპირ ან ამ სიცხეში უნდა მოვიაზროთ სიცხე განსაცდელის რათა ადამიანებმა განსაცდელის მჭვუნვარების აშუალებით შეიძულონ ამის იზეზი - ცოდვა. გონდაკარგული , გამძვინვარებული ადამიანები, უუნარონი იქნებიან მონანიებისთვის

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jul 13 2008, 10:57 PM

ციტატა(-tamar- @ Jul 13 2008, 11:54 PM) *

ხო სხვათაშორის გექნებათ ნანახი ნოკლე ფილმი მეორედ მოსვლაზე სწორედ "ნეტარი პელაგია" ასე არის ნახსენები იგი ამ ფილმში და ხომ არ იცით საერთოდ სანდო წყაროა ეს ფილმი??



დიდად სანდო არ უნდა იყოს, გაიკითხო ჯობია

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Jul 13 2008, 11:00 PM

ციტატა(Ligia @ Jul 13 2008, 10:57 PM) *

დიდად სანდო არ უნდა იყოს, გაიკითხო ჯობია

რავიცი ძირითად წმინდა იოანეს გამოცხადებიდან იყო ამონარიდები და ვიფიქრე ნორმალურია თქო, და ისე სხვა წიგნი მაქვს ერთი კიდე, წმინდა მამების წინასწარმეტყველებანი მეორედ მოსვლაზე და იქაც ეგეთი მსგავის რაღაცეები ეწერა, ოღონდ რა თქმა უნდა ზუსტად ისე არა როგორ იმ ფილმშია...

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 11:08 PM

16. 10-11


მეხუთემ თავის თასი დასთხია მხეცის ტახტზე და დაბნელდა საუფლო მისი და სიმწრისგან იკვნეტდნენ თავიანთ ენებს.
და ჰგმობდნენ ცის ღმერთს თავიანთი სიმწრისა და წყლულების გამო, მაგრამ არ მოინანიეს თავიანთი საქმენი.



ეს გვახსენებს მე-9 ეგვიპტურ სასჯელს (გამოსვლა 10. 21.) ამ სასჯელში უნდა მოვიაზროთანტიქრისტეს მედიდურობისა და ძალაუფლების მნიშვნელოვანი შემცირება, რომელის ბრწყინვალებაც აოცებდა მანამდე ხალხს და ამავე დროსანტიქრისტეს პატივისმცემლების შეუპოვარი მოუნანიებლობა.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 11:20 PM

16, 12.

მეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა,რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლეთით.



აქ ევფრატი წარმოდგენილია როგორც ზღუდე რომელიც ეწინააღმდეგება მეფეს, მის შესვლას ჯარებით ღმრთის მსჯავრის აღსასრულებლად ანტიქრისტეს მეფობის წინააღმდეგ.ეს ემბლემა აღებულია ძველი რომის იმპერიის მდებარეობიდან,რომლისთვის ევფრატი წარმოადგენდა აღმოსავლეთის ხალხების თავდასხმისაგან დამცავ ზღუდეს.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 13 2008, 11:41 PM

16 13-14.

და ვიხილე ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ წინასწარმეტყველთა პირით, გამომავალი სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი.
ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელ ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავიმოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს.


ეშმაკთა სულების ქვეშ მოიაზრება ცრუ მოძღვრებები ყბედები აბეზარები, მუცელღმერთებს, უსირცხვილოებსა და გაამპარტავნებულებს, რომლებიც ხალხს ცრუ სასწაულებით მიიზიდავენ. დიად დღედ იწოდება ის დრო, როცა ღმერთი თავის დიდებას ეკლესიის მტრების დასჯაში გაამჟღავნებს.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jul 14 2008, 10:08 AM

ციტატა(-tamar- @ Jul 13 2008, 11:00 PM) *

რავიცი ძირითად წმინდა იოანეს გამოცხადებიდან იყო ამონარიდები და ვიფიქრე ნორმალურია თქო, და ისე სხვა წიგნი მაქვს ერთი კიდე, წმინდა მამების წინასწარმეტყველებანი მეორედ მოსვლაზე და იქაც ეგეთი მსგავის რაღაცეები ეწერა, ოღონდ რა თქმა უნდა ზუსტად ისე არა როგორ იმ ფილმშია...



გააჩნია რომელი წმინდა მამის

ისე არააა გამორიცხული რომ წმინდა მამების გამონათქვამებს ყველა თავისებურად ამღერებდეს ან უბრალოდ მიაწერენ მათ
აჯობებს სასულიერო პირს ანახო ჯერ და მერე წაიკითხო,
ისე სადაც ზუსტი თარიღებია მითითებული მეორედ მოსვლაზე ჩათვალე რომ არასწორია,

და იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადების" სრული განმარტება წმინდა მამებს არ აქვთ, ეს ერთადერთი ნაწილია წმინდა წერილის რომლის განამრტება არ არსებობს, და ამიტომაც დიდად ნუ ენდობი ნურავის დაწერილს

რაც ახალ აღთქმაში წერია ეგეც საკმარისია

მღვდელ ლევან მექოშვილის "საქართველო მეორედ მოსვლის წინ, მითი თუ რეალობა" აი ეს წაიკითხე, რეცენზიანთი დეკანოზი თეოდორე გიგნაძეა, რომელიც საკმაოდ განათლებული სასულიერო პირია

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jul 14 2008, 10:15 AM

და კიდევ ერთი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამა თუ იმ სასულიერო პირის თუ ბერის გამოთქმული აზრის "წინასწარმეტყველებად" გამოცხადება. წიგნ "საქართველო მეორედ მოსვლის წინ"ში და ფილმ "სამყაროს აღსასრულში" კი სავსეა ასეთი ფაქტები. ადამიანს შეიძლება რაიმე აზრი ქონდეს ამა თუ იმ მოვლენაზე. არ შეიძლება ეს მისი აზრი გამოვაცხადოთ წინასწარმეტყველებად.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jul 14 2008, 10:29 AM

ციტატა(თათარაშვილი @ Jul 14 2008, 10:15 AM) *

და კიდევ ერთი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამა თუ იმ სასულიერო პირის თუ ბერის გამოთქმული აზრის "წინასწარმეტყველებად" გამოცხადება. წიგნ "საქართველო მეორედ მოსვლის წინ"ში და ფილმ "სამყაროს აღსასრულში" კი სავსეა ასეთი ფაქტები. ადამიანს შეიძლება რაიმე აზრი ქონდეს ამა თუ იმ მოვლენაზე. არ შეიძლება ეს მისი აზრი გამოვაცხადოთ წინასწარმეტყველებად.



გეთანხმები რაც დაწერე
ზემოთ აღნიშნულ წიგნში უბრალოდ რაც შენ დაწერე ესენია მოცემული ( ანუ რომ არ უნდა ვენდოთ ვიღაც ვიღაცების გამონათვამებს და დაზუსტებულია სახელები და გვარები, და მათი ცრუ წინასწარმეტყველებები) თორემ ვინმეს ახალი აზრი არ არის გამოხატული, ამიტომაც ვურჩევ ყველას რომ ეს წიგნი წაიკითხონ
კარგად არის მოცემული პელაგია რიაზანალის და სტარაცების ცრუ გამონათქვამები


პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 14 2008, 01:12 PM

თათარაშვილი

ციტატა
და კიდევ ერთი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამა თუ იმ სასულიერო პირის თუ ბერის გამოთქმული აზრის "წინასწარმეტყველებად" გამოცხადება. წიგნ "საქართველო მეორედ მოსვლის წინ"ში და ფილმ "სამყაროს აღსასრულში" კი სავსეა ასეთი ფაქტები. ადამიანს შეიძლება რაიმე აზრი ქონდეს ამა თუ იმ მოვლენაზე. არ შეიძლება ეს მისი აზრი გამოვაცხადოთ წინასწარმეტყველებად.

მე მაქვს ნანახი ფილმი ზუსტად იგივეზე იყო ლაპარაკი რაც აქ დავწერე........

Ligia
ციტატა
იოანე კრონშტანდტელზე და ეფრემ ასურზე არ მაქვს ლაპარაკი, მათი ახსნა განამრტება რა თქმა უნდა მისაღებია
მე ზუსტად მარტო პელაგია რიაზანელზე მაქვს ლაპარაკი, რომლის ნათქვამებიც წამიკითხვას და ბევრ რამეში ტყუის, თუნდაც იმაში რომ ანტიქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი აქვს მოცემული, ამ იმისი გჯერა რომ მას გამოცხადება ჰქონდა რომ თითქოს ლენინათან ანგელოზი მივიდა და უთხრა თუ აღიარებ შენს ცოდვებს სამოთხეში მოხვდებიო და ლენინმა გაიცინა არასოდესო"

გასაგებია smile.gif
ბევრი რამე მეც გადაზედმეტებულად მომეჩვენა,მაგრამ ზოგი რაღაც აბო რასაც წერს იმასაც ემთხვევა,უბრალოდ იგივე რომ იყო აღარ დავწერე.......არის დამთხვევებიც

abo
ციტატა
მაგრამ რაღაც დეტალებს რომ იტყვიან თუნდაც საროველი ხორც შეისხამსო, ეს ნაკლებ სარწმუნოა

რატო?რახამ იოანეს წინასწარმეტყველებასი არ წერია?
სადაც ენუქი და ილია წინასწარმეტყველი გაცოცხლდებიან.სერაფიმე საროველის 'გაცოცხლება"რატომარის დაუჯერებელი?
ჩვენ არც ის ვიცით,რა მოხდება და რა არა,ხო ასეა რეალურად,მასინ გადაჭრით ნუ ვიტყვით ეს მოხდება და ეს არაო....მგონი ასე აჯობებს.
მე პირადადარ ვიცი რა არის ტყუილი და რა არა......

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Jul 14 2008, 01:20 PM


ციტატა
აჯობებს სასულიერო პირს ანახო ჯერ და მერე წაიკითხო,

Ligia
არა ფილმია, წიგნი კი არაა, რავიცი ერთხელ ვუყურე და მერე მეგობარსაც ვაყურებინე და ნუ.... აღარ ვუყურებ მეტჯერ, ყველას ჯობია წმინდა წერილი ვიკითხოთ რაც ვიცით რომ 100% იანი სარწმუნოა, !!! smile.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jul 14 2008, 01:29 PM

და კიდევ ერთი,მამათა გამონათქვემებს ძალიან დიდი ყურედღება ექცევა და ამ საკითხში რატომ არ იზიარებენ მათ მოსაზრებებს?ცოტა დავიბენი...........

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jul 14 2008, 01:39 PM

ციტატა(nino_ni @ Jul 14 2008, 01:29 PM) *

და კიდევ ერთი,მამათა გამონათქვემებს ძალიან დიდი ყურედღება ექცევა და ამ საკითხში რატომ არ იზიარებენ მათ მოსაზრებებს?ცოტა დავიბენი...........


ხანდახან არის რომ ცრუ გამონათქვამებს მიაწერენ ზოგ წმინდა მამას, ან უბრალოდ იყენებენ

ყველაზე სარწმუნოა წმინდა წერილის წაკითხვა, როგორც წერია ისე მივიღოთ, რადგანაც ოფიციალური განმარტებები არ არსებობს


პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 15 2008, 12:46 AM


nino_ni

ციტატა
საროველი ხორც შეისხამსო, ეს ნაკლებ სარწმუნოა




ციტატა
.სერაფიმე საროველის 'გაცოცხლება"რატომარის დაუჯერებელი?

მე ნინო ნაკლებ სარწმუნოათქო ვამბობ და არა არ მჯერათქო, არც ვამტკიცებ მაგ ფაქტის შეუძლებლობას ხომ?
ხოლო მე რასაც ვწერ განმარტებებს, ეს დიდი მამების ურთიერთშეჯერებული და ოფიციალურად მიღებული განმარტებებია რაც დღეისათვისაა ცნობილია აპოკალიპსის ახსნის შესახებ.
აბო.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 15 2008, 01:01 AM

16, 15
აჰა მოვალ, როგორცმპარავი: ნეტა მას , ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილოს მისი სირცხვილი.



აქ საუბარია ქრისტეს მოულოდნელ მეორედ მოსვლაზე (შეად. მათე 24, 43-44)
"ფხიზლობა და სამოსის დაცვა" ნიშნავს იყო ფხიზელიდა კეთილი საქმეების დაუღალავი მზრუნველი, რაც შეადგენს წმინდანთა სამოსს"
წმ. ანდრია


16, 16

და შეკრბეს ისინი იმ ადგილას, რომელსაც ებრაულად ქვია ჰარმაგედონი.


სიტყვა არმაგედონი ნიშნავს გაკვეთას ან მკვლელობას. წმ. ანდრიას განსაზღვრებით" ამაში მოიაზრება ადგილი სადაც ეშმაკის მიერ თავმოყრილი ადამიანები იქნება განადგურებული, რამე თუ იგი ადამიანების სისხლით მშვიდდება."

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 15 2008, 01:26 AM

16, 17-18.


მეშვიდე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ჰაერში და მოისმა ციური ტაძრის ტახტიდანმგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა და იქმნაელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად.



მეშვიდე თასის გადმოღვრით საბოლოოდ იქნება განადგურებული მხეცის სამეფო.
"მიწისძვრა ნიშნავს არსებულის შეცვლას, როგორც თქვა მოციქულმა", "ერთხელ შევძრავ არა მარტო ქვეყანას არამედ ცასაც (ებრ. 12, 26)


16, 19.

სამ ნაწილად გაიყო დიდი ქალაქი, დაემხენ წარმართთა ქალაქები და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონის წინაშე,რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა.



"ქალაქი დიდი " ამ სიტყვებში მოიაზრება ანტიქრისტეს სამეფოს დედაქალაქი,რომელიც იქნება იერუსალიმი." მისი სამ ნაწილად გაყოფა , ვვარაუდობთ, რომ მიუთითებს მასში მცხოვრებ ქრისტიანებს,იუდეველებსა და სამარიტელებს; მოხდება სამ ნაწილადგაყოფა- კეთილმორწმუნეებად, უღმერთოებად, და ცოდვილებად,და ყველა წავა მათთან ერთგანძრახვით. კერპთაყვანისცემლების ქალაქი დაეცემა ან დაინგრევა, კერპთაყვანისცემა შეწყდება ღმერთის მეფობის დადგომისას.ბაბილონი ხომ დიდია, ღმერთის დიდი მოთმინების გამო, თითქოს დავიწყებული და გაახსენდება მართალთა განადგურების, ბიწიერი სიტყვისა და საქმის გამო და შესვამს რისხვის თასს".

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 15 2008, 01:56 AM

16, 20.

ყველა კუნძული გაუჩინარდა და არსად ჩანდნენ მთები.



წმ. წერილიდან ცნობილია რომ "კუნძულებში მოიაზრება წმ. ეკლესიები, ხოლო "მთებში"კი მათი მრძანებლები. "გაუჩინარება" - ვიცით უფლის ნათქვამიდან "რადგან იქნება მაშინ დიდ ჭირი" (მათე 24, 21). როცა ერთნი ცოდვებისათვის დაისჯებიან მეორენი სათნოების გამოცდისათვის გადაიტანენ ტანჯვასა და უბედურებას, არა ანტიქრისტესაგან ქრისტესთვის წამებისათვის , არამედ განერიდებაში და დიდ ტანჯვაში მთებსა და მღვიმეებში. რომლებსაც ისინი მართლმორწმუნეობის შესანარჩუნების გამოქალაქში ყოფნასთან შედარებით უპირატესობას მისცემენ
წმ. ანდრია


16, 21.

ტალანტის ოდენა სეტყვა თავს დაატყდა ზეციდან ხალხს, და ჰგმო სეტყვით მოწყლულმა ხალხმა სახელი ღვთისა, რადგანაცმძიმე იყო მისი წყლება.



ამ სეტყვაში ბომბები კი არ უნდა ვიგულისხმოთ, ჩვენ დროშიც ხშირად ვაკვირდებით ისეთ გაქვავებულ გულებს, როცა ადამიანები არაფერს იჯერებენ[/b[b]], არამედ მხოლოდ ღმერთს ჰგმობენ.
"ზეციდან ჩამომავალი სეტყვის სახით , მოვიაზრებთ ღმერთისგან გამოგზავნილს და ზეციდან გადმოსულ მის რისხვას. ხოლო ტალანტის სიდიდის მქონე სეტყვა , სრული სიმძიმის და უკიდურესი ცოდვის მიზეზით, რისხვის სისრულეს ნიშნავს: აის ჩვენებას ემსახურება ტალანტი, ვითარ იგი ზაქარიამ იხილა. ( ზაქ. 5, 7)
წმ. ანდრია

მე17 თავი შემდეგ გავაგრძელოთ.

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 19 2008, 12:39 PM

http://www.predanie.ru/mp3/protoierei_oleg_stenyaev/

Беседы на Откровение Иоанна Богослова

მთელი აპოკალიფსი არის გარჩეული smile.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 22 2008, 02:43 PM

abo
კარგი თემაა. მადლობა ამ თემისთვის ბატონო აბო

პოსტის ავტორი: ani7777777 თარიღი: Aug 29 2008, 10:16 PM

მეორედ მოსვლაზე საუბარი ძალიან მტკივნეული თემაა!
მაგაზე ფიქრი გაგიჟებამდე მიიყვანს ადამიანს ეგ იქნება ბოლოს!
რაც მოსახდენია მოხდეს მაგრამ ამის წამკითხავი აღარ ვარ აღარასოდეს! ჩემი მთელი ცოდნა ამით მინდა ამოვწურო, მეტის მოსმენა აღარ მინდა! აღარ! მხოლოდ ეს ყოველივე მაშორებს იმედს! -აღარ დავაკონკრეტებ! გვაქვს სიცოცხლე! არსებობენ კარგი და ცუდი ადამიანები და არსებობს ღმერთი რომელიც სამართლიანობის მცველია! რომელიც ერთადერთია ვისაც ჩევნი განსჯის უფლება აქვს! ვუყვარვართ და გვეხმარება! და ბოლოს ბოლობდე ამ ცხოვრების მიზანს ან საიდუმოს ვერასდროს ამოვხსნით!
ღმერთი არსებობს! დანარჩენი ყოველივე ჩემთვის გაუგებარი და უხეშად რომ ვთქვათ გადაჭარბებულია! აღარ შემიძლია უკვე ამდენი ინფორმაციის მიღება რელიგიაზე! რაც უფრო მეტს ვიგებ მით უფრო მეტი კითხვა მიჩნდება! მით უფრო მეტს ვცოდავ უაზრო ფიქრებით! თუ ჯოჯოხეთი მიწერია მეწეროს! მე სიკეთეს როგორც შემეძლება ან თუ შემეძლება გავაკეთებ! ასე სულს ვიწამებ! მეტი აღარ შემიძლია!
"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!"



პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Aug 29 2008, 11:34 PM

ani7777777

ყოველი ადამიანის ცხოვრების აზრი, ცხონებაა. smile.gif
მე ასე ვთვლი.
ცხონება სიყვარულით უნდა დაიწყოს ადამიანმა და არა სამყაროს არსის შესწავლით, რასაც უმეტეს შემთხვევაში სულისათვის კატასტროფულ შედეგებამმდე მიყავხარ. sad.gif

პოსტის ავტორი: constantine თარიღი: Aug 29 2008, 11:43 PM

ხოო... ანი შენ ბევრი გინერვიულია მაგაზე.

პოსტის ავტორი: ani7777777 თარიღი: Sep 1 2008, 05:23 PM

ციტატა(kmunebi @ Aug 30 2008, 12:34 AM) *

ani7777777

ყოველი ადამიანის ცხოვრების აზრი, ცხონებაა. smile.gif
მე ასე ვთვლი.
ცხონება სიყვარულით უნდა დაიწყოს ადამიანმა და არა სამყაროს არსის შესწავლით, რასაც უმეტეს შემთხვევაში სულისათვის კატასტროფულ შედეგებამმდე მიყავხარ. sad.gif




მიმიყვანა...
სიყვარულით დავიწყე და სწავლებამ ცუდ შედეგამდე მიმიყვანა...
სულ მოწყალებას უნდა ვითხოვდე იმის გულისათვის, რაც ღმრად მაქვს ცხოვრების წესად ჩამჯდარი რამდენჯერ უნდა ჩავწერო მაკიაჟი აღსარებაში?! გაჩენისთვის ვარ დამნაშავე...არ დამიმსახურევია ეტყობა სიცოცხლის მადლი...არის რაღაცეები რაზეც უარს ვერ ვამბობ...იმიტომ რომ თავად ეს მე ვარ!

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 1 2008, 05:55 PM

ani7777777

ციტატა
რამდენჯერ უნდა ჩავწერო მაკიაჟი აღსარებაში?!

huh.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Sep 1 2008, 08:53 PM

ani7777777
მანქანა რომ გეყოლება, მერე მაგასაც ჩაგაწერინებენ... მოძღვრის გამოცვლაზე იფიქრე

biggrin.gif

პოსტის ავტორი: ani7777777 თარიღი: Sep 1 2008, 08:56 PM

ციტატა(afxazi @ Sep 1 2008, 06:55 PM) *

ani7777777

huh.gif




ხო ალბათ უეჩვეულოა...იმის გაგება თუ ეს რა აღუკვეთელი ცოდვაა, მაგრამ ვერაფერს ვშველი. არანაირი რუმიანა ან მსგავსი...თვალის ფანქარი და წენი...მაგრამ ესეც კმარა რომ...ჯერ გაუაზრებელი რამდენი ცოდვა მაქვს და ეხლა ეს გააზრებულები რო არ მომემატოს... sad.gif(((

ციტატა(Genesis @ Sep 1 2008, 09:53 PM) *

ani7777777
მანქანა რომ გეყოლება, მერე მაგასაც ჩაგაწერინებენ... მოძღვრის გამოცვლაზე იფიქრე

biggrin.gif






ძალიან საყვარელი პოსტი იყო, მარა ჩემი გამჭირვებია ...იუმორის დროა huh.gif
ეგ არ მიშველის...მაინც გმადლობ ...
პ.ს მანქანაც ცოდვაა? ohmy.gif

პოსტის ავტორი: თამარ თარიღი: Dec 22 2008, 11:37 AM

ციტატა(Genesis @ Sep 1 2008, 08:53 PM) *

ani7777777
მანქანა რომ გეყოლება, მერე მაგასაც ჩაგაწერინებენ... მოძღვრის გამოცვლაზე იფიქრე

biggrin.gif


ანი7777777, მთავარია, ჩემი აზრით, გვქონდეს სიყვარული, რამდენიც არ უნდა ვინანიოთ ჩვენი ცოდვები, ვილოცოთ და ვიმარხულოთ, ან თვითგვემას მივეცეთ, არაფერს არ ექნება აზრი, თუ დავმძიმდებით, ხოლო სიყვარული არ გვექნება. მეც ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ამაში დარწმუნებული ვარ. სიყვარული ყოვლისმომცველია, უამრავი გამოხატულება აქვს. მეტისმეტი დამძიმება გულისა საკუთარი ცოდვების გამო ბოროტის ერთ-ერთი ხრიკია, რომ სასოწარკვეთამდე მიგვიყვანოს. „სიყვარულითაა ქვეყანა, თორემ ისე ვინ გაუძლოს ღვთის სამართალს?“
საკმაოდ კარგი წიგნები არსებობს ბატონ ოთარ ნიკოლაიშვილის მონდომებით გამოცემული მამა გაბრიელზე, ასევე ძალიან კარგი წიგნია „ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი“. მე ვნახე აქ ბევრი პასუხი ჩემს შეკითხვებზე.
მხიარული იყავი და წარმატებებს გისურვებ! smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 22 2008, 12:55 PM

ციტატა(ani7777777 @ Sep 1 2008, 09:56 PM) *

პ.ს მანქანაც ცოდვაა? ohmy.gif

თუ მაკიაჟი ცოდვაა - ეგეც ცოდვა იქნება biggrin.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Dec 22 2008, 01:19 PM

კანუდოსელი

ციტატა
თუ მაკიაჟი ცოდვაა - ეგეც ცოდვა იქნება

მაკიაჟი და მანქანა რა შესადარებელია? biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 22 2008, 01:31 PM

მანქანას გააჩნია biggrin.gif

პოსტის ავტორი: MR.NOE თარიღი: Dec 22 2008, 03:53 PM

ბოლო ჟამია სქვენ ანტიქრისტეს მოესწრებითთ. ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზეე. ბერი გაბრილეი

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 22 2008, 04:00 PM

MR.NOE

ციტატა
ბოლო ჟამია სქვენ ანტიქრისტეს მოესწრებითთ. ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზეე. ბერი გაბრილეი

ეს არ შეესაბამება ქრისტიანულ სწავლებას.

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Dec 22 2008, 05:17 PM

afxazi
ქრისტიანული სწავლების მიხედვით როგორაა აბა?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 22 2008, 05:50 PM

Rozoma

ციტატა
ქრისტიანული სწავლების მიხედვით როგორაა აბა?

როგორაა და მეორედ მოსვლის კონკრეტული ეპოქის, დროის მონაკვეთის, და მითუმეტეს თარიღის განსაზღვრა არავის შეუძლია. ესაა საღვთო საიდუმლო და მხოლოდ და მხოლოდ მან უწყის ის კალენდარული თარიღი როდესაც მეორედ მოსვლა მოხდება. არცერთ ქმნილებას, ანგელოზებს თუ ადამიანს არ შეუძლია თქვას რომ აი ამ დროს მოხდება მეორედ მოსვლა, ესაა შეუძლებელი.

პოსტის ავტორი: JoKeR თარიღი: Jan 22 2009, 07:35 PM

ციტატა(afxazi @ Dec 22 2008, 04:00 PM) *

MR.NOE

ეს არ შეესაბამება ქრისტიანულ სწავლებას.

რატომ არ შეესაბამბა?

ციტატა(afxazi @ Dec 22 2008, 05:50 PM) *

Rozoma

როგორაა და მეორედ მოსვლის კონკრეტული ეპოქის, დროის მონაკვეთის, და მითუმეტეს თარიღის განსაზღვრა არავის შეუძლია. ესაა საღვთო საიდუმლო და მხოლოდ და მხოლოდ მან უწყის ის კალენდარული თარიღი როდესაც მეორედ მოსვლა მოხდება. არცერთ ქმნილებას, ანგელოზებს თუ ადამიანს არ შეუძლია თქვას რომ აი ამ დროს მოხდება მეორედ მოსვლა, ესაა შეუძლებელი.

თარიღი არც უთქვამს ბერ გაბრიელს. მან თქვა რომ ჩვენ მოვესწრებით მას.

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Feb 24 2009, 03:36 PM

ციტატა(JoKeR @ Jan 22 2009, 07:35 PM) *

რატომ არ შეესაბამბა?
თარიღი არც უთქვამს ბერ გაბრიელს. მან თქვა რომ ჩვენ მოვესწრებით მას.


გამარჯობა JoKeR

შენ თქვი რომ: "თარიღი არც უთქვამს ბერ გაბრიელს. მან თქვა რომ ჩვენ მოვესწრებით მას."

მე არანაირი ბრალის დადება არ მსურს ბერი გაბრიელის მიმართ, მაგრამ, ვფიქრობ რომ, იმის თქმა რომ 'ჩვენ მოვესწრებით მას' ხომ არ ნიშნავს იმას რომ მან განსაზღვრა აპოკალიპსის მოსვლის დრო ?

მოყვასი.

პ.ს.
საკამათოდ არ ვწერ და გთხოვთ ზოგიერთმა ცუდი მიმართულება არ მისცეს ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას. უბრალოდ მაინტერესებს პასუხი ჩემს შეკითხვაზე. მადლობა.

პოსტის ავტორი: მარიანა თარიღი: Mar 19 2009, 06:55 PM

ციტატა
როგორაა და მეორედ მოსვლის კონკრეტული ეპოქის, დროის მონაკვეთის, და მითუმეტეს თარიღის განსაზღვრა არავის შეუძლია. ესაა საღვთო საიდუმლო და მხოლოდ და მხოლოდ მან უწყის ის კალენდარული თარიღი როდესაც მეორედ მოსვლა მოხდება. არცერთ ქმნილებას, ანგელოზებს თუ ადამიანს არ შეუძლია თქვას რომ აი ამ დროს მოხდება მეორედ მოსვლა, ესაა შეუძლებელი.

1. მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად.

2. ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი - უგუნური.

3. უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი.

4. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით.

5. და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა.

6. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო.

7. მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები.

8. და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება.

9. გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.

10. როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი.

11. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.

12. ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ.

13. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა.

მნიშვნელობა აქვს არა იმას როდის, არამედ იმას,როდესაც მოხდება ადამაინი მზად იყოს



პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: May 8 2009, 08:14 PM

ციტატა(afxazi @ Dec 22 2008, 06:50 PM) *

Rozoma

როგორაა და მეორედ მოსვლის კონკრეტული ეპოქის, დროის მონაკვეთის, და მითუმეტეს თარიღის განსაზღვრა არავის შეუძლია. ესაა საღვთო საიდუმლო და მხოლოდ და მხოლოდ მან უწყის ის კალენდარული თარიღი როდესაც მეორედ მოსვლა მოხდება. არცერთ ქმნილებას, ანგელოზებს თუ ადამიანს არ შეუძლია თქვას რომ აი ამ დროს მოხდება მეორედ მოსვლა, ესაა შეუძლებელი.



აფხაზი

მაინტერესებს მართლმადიდებელი ეკლესიის მამების განმარტება გამოცხადების წიგნზე და ხომ არ იცით ყველაზე დეტალურად ვის აქვს ახსნილი.

მადლობა

პოსტის ავტორი: laziale თარიღი: May 23 2009, 06:32 PM

ციტატა(afxazi @ Dec 22 2008, 05:50 PM) *

Rozoma

როგორაა და მეორედ მოსვლის კონკრეტული ეპოქის, დროის მონაკვეთის, და მითუმეტეს თარიღის განსაზღვრა არავის შეუძლია. ესაა საღვთო საიდუმლო და მხოლოდ და მხოლოდ მან უწყის ის კალენდარული თარიღი როდესაც მეორედ მოსვლა მოხდება. არცერთ ქმნილებას, ანგელოზებს თუ ადამიანს არ შეუძლია თქვას რომ აი ამ დროს მოხდება მეორედ მოსვლა, ესაა შეუძლებელი.

გაგახარებს ღმერთი smile.gif მასეა

პოსტის ავტორი: IkaMac თარიღი: Jun 23 2009, 04:21 PM

ბევრი სურათები და ვიდეოები მაქვს ბოლო ჟამთან და რავიცი ყველაფერთან დაკავშირებული თუ გინდათ ავტვირთავ დავდებ ლინკს...





...................

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jun 23 2009, 08:52 PM

IkaMac

ციტატა
ბევრი სურათები და ვიდეოები მაქვს ბოლო ჟამთან და რავიცი ყველაფერთან დაკავშირებული თუ გინდათ ავტვირთავ დავდებ ლინკს...

მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წმინდა წერილთან იქნება პირდაპირ კავშირში. smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 12 2009, 03:21 PM

ბოლო სამი გვერდი ჩავიკიტხე და გამოცხადებაზე ვერაფერი ვნახე ...
ალბათ პირველი გვერდიდან უნდა დამეწყო კითხვაsad.gif
თემის სათაური ხომ არ არის ცოდვები?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 12 2009, 04:59 PM

ერთI კაი მუჯლუგუნი ამ მახინჯ ცხოველს და ეგარი mad.gif

პოსტის ავტორი: shavlegi თარიღი: Dec 23 2009, 03:44 PM

ხალხო უკვე ეგ ბეჭედი რუსეთში შევიდა! ეტყობა მალე აქაც შემოვა. მიკროჩიპი. რევოლუციური გამოგონება(რუსულ კანალზე ვუყურე). აგარ სჭირდება მომხმარებელს:დისტანციონი, მაუსი... უბრალოდ გაფიქრება და ტელევიზორი ირთვება... მხოლოდ ორ დოლარად. ეს ჩიპი კონტროლდება კოსმოსიან! პასპორტი გულში გექნება , ამიტომ არა ქაღალდის პასპორტი.გაგიკონტროლებენ წნევას სისხლის მიმოქცევას და ა.შ. მაგრდება მარჯვენა ხელსა და შუბლზე. აი რა ცდუნებები აქვს უკვე ბოროტ ცულს გამოგონებული. ჩემი აზრით მალე მხეცი მოვა დედამიწის სამართავად და სიფრთხილე გვმართებს!!!!!


ამიტომ უნდა ვიკითხოთ წმინდა წერილი რომ ყოველივეზე პასუხი ვიცოდეთ და ბოროტი ვეღარ გვაცდუნებს, ამით კი სიხარული გაჩნდება ადამიანში

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Dec 23 2009, 05:58 PM

ამ თემაში რამდენი ხანია არ შემომიხედია, აქ კი სულ სხვა თემები ირჩევა. ყველა მათგანზეა სათითაოდ ტემა გახსნილი, იქ შეგიძლიათ გააგრძელოთ.
აქ კი აღნიშნულზე ვისაუბროთ
აბო.

პოსტის ავტორი: სოფიო1977 თარიღი: Feb 21 2010, 03:41 AM

ციტატა(ani7777777 @ Aug 29 2008, 10:16 PM) *

მეორედ მოსვლაზე საუბარი ძალიან მტკივნეული თემაა!
მაგაზე ფიქრი გაგიჟებამდე მიიყვანს ადამიანს ეგ იქნება ბოლოს!
რაც მოსახდენია მოხდეს მაგრამ ამის წამკითხავი აღარ ვარ აღარასოდეს! ჩემი მთელი ცოდნა ამით მინდა ამოვწურო, მეტის მოსმენა აღარ მინდა! აღარ! მხოლოდ ეს ყოველივე მაშორებს იმედს! -აღარ დავაკონკრეტებ! გვაქვს სიცოცხლე! არსებობენ კარგი და ცუდი ადამიანები და არსებობს ღმერთი რომელიც სამართლიანობის მცველია! რომელიც ერთადერთია ვისაც ჩევნი განსჯის უფლება აქვს! ვუყვარვართ და გვეხმარება! და ბოლოს ბოლობდე ამ ცხოვრების მიზანს ან საიდუმოს ვერასდროს ამოვხსნით!
ღმერთი არსებობს! დანარჩენი ყოველივე ჩემთვის გაუგებარი და უხეშად რომ ვთქვათ გადაჭარბებულია! აღარ შემიძლია უკვე ამდენი ინფორმაციის მიღება რელიგიაზე! რაც უფრო მეტს ვიგებ მით უფრო მეტი კითხვა მიჩნდება! მით უფრო მეტს ვცოდავ უაზრო ფიქრებით! თუ ჯოჯოხეთი მიწერია მეწეროს! მე სიკეთეს როგორც შემეძლება ან თუ შემეძლება გავაკეთებ! ასე სულს ვიწამებ! მეტი აღარ შემიძლია!
"უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!"

აბსოლიტურად გეთანხმები,მთავარია რომ ლოცვაში გავძლიერდეთ,მივყვეთ იმას რასაც წმ წერილი გვასწავლის და ეკლესია,უფალი მოწყალეა,ის ყოველი ადამიანის გულს ხედავს.გაიხარე,ჩემი სათქმელი თქვი

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 21 2010, 12:40 PM

მხეცი ქრისტეს მოსვლამდე 7 წლით ადრე გამეფდება... იუდეველები მას აღიარებენ როგორც "მესიას", თუმცა საბოლოოდ იუდეველებსაც უჩვენებს მის მხეცურ სახეს, ამ დროს უფალი გამოაგზავნის ძველი აღთქმის 2 უდიდეს წინასწარმეტყველს: ელიასა და ენუქს, ისინი ჩვენს შორის იქნებიან ხორცით და ამხელენ მხეცს, უქადაგებენ და ასწავლიან ხალხს სიმართლეს, ბოლოს ისინი ეწამებიან მხეცისავე მახვილით, შემდეგ კი მოვა ქრისტე და მერე უკვე იცით. . . . .



" ქრისტე მეორედ მოვა არა კაცთა სახსნელად (ყოველთვის მხსნელია), არამედ კაცთა განსასჯელად! რადგან მან უკვე იხსნა კაცნი - ამით განირჩევა ქრისტე ანტიქრისტესაგან smile.gif


ამის მერე "მხეცი" რომ დაიწყებს ასე და ასეო, მე გადაგარჩენთო, ასე აჯობებსო ისეო, ამას შემოვიღებთ, იმას შემოვიღებთ და გადავრჩებითო, biggrin.gif როგორღა ვაღიარებ მას

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Feb 21 2010, 02:03 PM

დედაკაცი - ,,თავისუფლების ქანდაკება";

წითელი მხეცი, ,,ყოფილი საბჭოტა კავშირი", რომელიც აღარ არის და რომელიც არის დიდი შვიდეულის შემდეგ მერვე, და რომელიც მოვალს...


ა ბატონ სიტყვა სიტყვით წერია:



1. და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა აქუნდა შჳდი იგი ლანკნები, და იტყოდა ჩემ თანა და თქუა: მოვედ და გიჩუენო შენ საშჯელი იგი მეძვისა მის დიდისაჲ, რომელი-იგი ზის წყალთა მათ ზედა მრავალთა, 2. რომლისა თანა ისიძვეს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და დაითრვნეს მკჳდრნი ქუეყანისანი ღჳნისა მისგან სიძვისა მისისა. 3. და წარმიყვანა მე სულითა უდაბნოს, და ვიხილე დედაკაცი, მჯდომარე მჴეცსა ზედა წითელსა, სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი. 4. და დედაკაცსა მას ემოსა პორფირი და ძოწეული, შემკული ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა. და აქუნდა ჴელთა მისთა ბარძიმი ოქროჲსაჲ, სავსე საძაგელებითა და არაწმიდებითა სიძვისა ქუეყანისაჲთა. 5. და შუბლსა მისსა ზედა სახელი დაწერილი: საიდუმლოჲ, ბაბილონი დიდი დედაჲ მეძავთაჲ და საძაგელებათა ქუეყანისათაჲ. 6. და ვიხილე დედაკაცი იგი დამთრვალი სისხლითა წმიდათაჲთა და სისხლითა მით მოწამეთა იესუჲსთაჲთა. და დამიკჳრდა, ვიხილე რაჲ იგი, საკჳრველებითა დიდითა. 7. და მრქუა მე ანგელოზმან მან: რად დაგიკჳრდა? მე გითხრა შენ საიდუმლოჲ დედაკაცისაჲ მის და მჴეცისაჲ, რომელსა-იგი უტჳრთავს, რომელსა ჰქონან შჳდნი თავნი და ათნი რქანი. 8. მჴეცი ეგე, რომელ იხილე, იყო და არა არს, და ეგულების აღმოსლვაჲ უფსკრულით და წარსაწყმედელად წარსლვაჲ. და დაუკჳრდეს მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა დასაბამითგან სოფლისაჲთ, რაჟამს-იგი ჰხედვიდენ, რამეთუ იყო მჴეცი იგი და არა არს, და მოვიდეს. 9. აქა არს გონებაჲ, რომელსა აქუნდეს სიბრძნე. შჳდნი იგი თავნი შჳდნი მთანი არიან, რომელთა ზედა დედაკაცი ზის. 10. და მეფენი არიან შჳდნი: ხუთნი იგი დაეცნეს, და ერთი არს, და სხუაჲ იგი არღა მოსრულ არს, და მო-რაჲ-ვიდეს, მცირედ ჯერ-არს მისი ყოფაჲ. 11. და მჴეცი იგი, რომელი იყო და არა არს, და ესე მერვე არს, და შჳდთაგანი არს და წარსაწყმედელად წარვალს. 12. და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, ათნი მეფენი არიან, რომელთა მეფობაჲ არღა მიუღია, არამედ ჴელმწიფებასა, ვითარცა მეფენი, ერთსა ჟამსა მიიღებენ მჴეცისა მის თანა. 13. ამათ ერთი ნებაჲ აქუს და ძალსა და ჴელმწიფებასა მათსა მჴეცსა მისცემენ. 14. ესენი კრავსა მას ებრძოლნენ, და კრავმან სძლოს მათ, რამეთუ უფალი უფლებათაჲ არს და მეუფე მეუფეთაჲ, და მის თანა წოდებულნი იგი და რჩეულნი და მორწმუნენი.

15. და მრქუა მე: წყალნი იგი, რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი. 16. და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, და მჴეცი - მათ მოიძულონ მეძავი იგი, განრყუნილ და შიშუელ ყონ იგი, და ჴორცნი მისნი შეჭამნენ და იგი დაწუან ცეცხლითა. 17. რამეთუ ღმერთმან მოსცა გულთა მათთა ყოფად ნებისა მისისა და ყოფად ნებისა ერთისა და მიცემად მეფობაჲ მათი მჴეცსა, ვიდრემდის აღესრულნენ სიტყუანი ღმრთისანი. 18. და დედაკაცი იგი, რომელ იხილე, არს ქალაქი იგი დიდი, რომელსა აქუს მეფობაჲ მეფეთაჲ ქუეყანასა ზედა.

პოსტის ავტორი: newbie თარიღი: Feb 21 2010, 02:08 PM

ციტატა
ერთI კაი მუჯლუგუნი ამ მახინჯ ცხოველს და ეგარი

აგერ ა გამოსავალი.. biggrin.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Feb 21 2010, 03:48 PM

ჩემი აზრით არასწორი დამოკიდებულებაა დღევანდელ ქრისტიანებში მეორედ მოსვლის შესახებ.
ჯერ ერთი, რომ უფალს არ უბრძანებია თარიღი საუკუნეებით ან დღეებით ჩხრიკეთო, გაიხსენეთ საქმე მოციქულთას პირველი თავი, რას ეუბნება მოციქულებს, კითხვაზე: უფალო, როდის აღუდგენ სამეფოს ისრაელს? პასაუხი გასაოცარი იყო: თქვენ არ გჭირდებათ ამის ცოდნა, რადგან ეს ,,მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა", თქვენ დარჩით იერუსალიმში და არ გახვიდეთ მანამ, სანამ არ აღივსებით სულიწმინდის მადლით, ამის შემდეგ კი ყველა სულდგმულს უქადაგეთ ჩემი სახელი. მე ვფიქრობ მსგავსადვე უნდა ვიქცეოდეთ ჩვენც, უნდა ვცდილობდეთ სულიწმინდის მადლის მოხვეჭას-მიღებას, რაც არის კიდეც ჩვენი ცხოვრების უმთავრესი მიზანი. და თუ გვექნება მადლი, როცა უნდა მოვიდეს გინდ მხეცი და გინდ ურჩხული, გინდ ქიმერა. განა უფალთან ყოფნა არ გვინდა, განა სასუფეველს არ სასუფეველს არ მოველით, განა ღვთისმშობელს არ ვსასოებთ. ეს მითქმა მოთქმა კი, რაც ატეხილია სულ ტყუილად ერთ რამეს ააშკარავებს, ჩვენ, ზოგადად კაცობრიობა არაა მზად მიიღოს უფალი და ამიტომაც ზრწის და ეშინია მხეცის და ეძებს რაღაც უაზრო თარიღებს. როგორ გგონიათ უფალი იმ დროს მოვა, როცა კაცობრიობა მის მისაღებად ყველაზე ნაკლებადაა მზად? ამიტომ არ ღირს თარიღების ძიება და ჩხრეკა, მოსხდენი მოხდება, მთავარია მზად იყოს ადამიანი. საქართველოს ისტორიიდან გახსოვთ ალბათ, რომ იყო მოლოდინი ქართველ ხალხში, რომ მეორედ მოსვლა დაიწყებოდა, მაგრამ გადაიარა დროებითმა განსაცდელმა და ყველაფერი თავიუს კალაპოტში ჩადგა. მოციქულებიც კი თავის ეპოქაში მორწმუნეებ ეუბნებოდნენ, რომ უფლის მოსვლა ,,ახლო არს", მაგრამ თარიღს კი არა ეძიებდა, უბრალოდ ხალხს მუდმივ მოლოდინს უნერგავდა უფლისა და ამით მათ მზაობას ავითარებდა. ასე, რომ პასპორტი ჩიპი, მხეცი და დევგმირი სულ ფუჭი შიშებია, თავისუფალი ნების გარეშე ჩვენ არ დავიღუპებით, და არჩვანი კიდე ჩვენზეა!

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: Mar 20 2010, 08:03 PM



მაგრამ ვიღაცას ხომ დაასიზმრებდა უფალი ანტიქრისტეს , რადგან ბოლო ჯამია. რადგან წმიდა მამები ჩვენ გვეუბნებიან რომ თქვენი ხართ ისინი ვინც ბოლო ჟამს მოესწრებაო.. რაღაც სიგნალები ხომ იქნება უფლისაგან, ?არ შეიძლება ვიღაც არ გააფრთხილოს უფალმა..

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Mar 21 2010, 06:09 PM

,,სიგნალები" მუდამ არის გამოსწორებისაკენ.

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: Mar 21 2010, 06:40 PM

მე სხვა სიგნალი ვიგულისხმე.გაფრთხილება

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Mar 22 2010, 12:06 AM

გაფრთხილებაა ეგეც

პოსტის ავტორი: shavlegi თარიღი: May 5 2010, 07:59 PM

წინაზე ერთმა მონაწილემ თავისი სატკივარი ბოლომდე თქვა. მე მას ვეთანხმები. ერთ-ერტი გამოსავალი რწმენაში მოსვლაა, ლოსვის გაძლიერება, მორჩილება უფლის წინაშე, წმინდა წერილის შესწავლა და მის მცნებებზე თავდადება. რა გაშინებთ?!რაც არ უნდა მოხდეს თქვენს სულებს არაფერი დაემართება და დედამიწაზე ყოველივე წარმავალია. ხორცის გვემაც. ბოლოს კი მართალი ადამიანებს სიხარული ეუწყებათ საყვირის ხმით. ვერაფერი ვერაფერს დაგაკლებთ(მე მატერიალურზე არ მაქვს საუბარი). სულს არაფერი მოუვა თუ მყარია. ამიტომ ფიქრი იმაზე თუ რა მოხდება ნერვბის მოშლაა და სიმშვიდის დარვევა.სწორი ცხოვრებით იცხოვრეთ!!!!!!!!!

ისე აღმსარებელი არ გეთანხმები. იოანეს გამოცხადებას თუ წაიკითხავ უფრო სწორედ გაიგებ ყოველივეს. ახლა დზალიან ბევრ ხრიკებს იგონებენ ხალხი რომ დაიქვემდებარონ ამიტომ არც იმ იკროჩიპებს გამოვრიცხავ.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 10 2010, 05:43 PM

"და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარე მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხჳ ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა.

და მესმა ზეცით ჴმაჲ, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ და ვითარცა ჴმაჲ ქუხილისა დიდისაჲ; და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა, ვითარცა მეათძალეთაჲ, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა.

და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთასა. და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა მის, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან."


(აპოკალიფსი 14.1-3)

ამ სიტყვების გაშიფვრა იცის ვინმემ? რა გალობაზეა საუბარი? ან რა სახელზე? ან რა ნიშანზე შუბლზე?

პოსტის ავტორი: shavlegi თარიღი: Jun 11 2010, 05:50 PM

ზუსტად ამის განმარტება მე არ ვიცი. ისე იოანეს გამოცხადებაში ძალიან ბევრი რამ ალეგორიულია. აპოკალიფსში ერთ ადგილს დავაკვირდი, ჩემეულად გავშიფრე და თუ დამეთანხმებით...
ზუსტად აღარ მოხსოვს, რომელიღაც თავში ანგელოზი ამობს, რომ ქალი რომელი შობს ანტიქრისტეს არის ქალაქი. მე ასე ვთვლი რომ ის(ანტიქრისტე) არ იქნება ერთი კონკრეტული პიროვნბა. ”ქალაქში” იგულისხმება ადამიანთა დიდი, გლობალური ჯგუფი. სიტყვა გლობალური- საერთოს, მსოფლიოს მაშტაბს ნიშნავს.ასეთი მსჯელობით კი მივედი, რომ ეს ადამიანთა ჯგუფი ხომ ვერ შობს მას, შესაბამისად ყველაზე დიდი სატანა რაც კი დაბადებულა ადამიანთა ერთობა იქნება. მოხდება უგუნურების ირონია. ისინი ვიც ერთ კონკრეტულ პიროვნებას ელოდებოდნენ არ დაიბადება და ქრისტიანულ სარწმუნოებას უარყოფენ. აქედან შეიქმნება გლობალური სარწმუნოება და განიდევნებიან ყოველი ქრისტიანები. ეს მხოლოდ ჩემეული ხედვაა smile.gif

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 11 2010, 06:42 PM

ციტატა(Atman @ Jun 10 2010, 05:43 PM) *

"და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარე მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხჳ ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა.

და მესმა ზეცით ჴმაჲ, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ და ვითარცა ჴმაჲ ქუხილისა დიდისაჲ; და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა, ვითარცა მეათძალეთაჲ, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა.

და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთასა. და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა მის, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან."


(აპოკალიფსი 14.1-3)

ამ სიტყვების გაშიფვრა იცის ვინმემ? რა გალობაზეა საუბარი? ან რა სახელზე? ან რა ნიშანზე შუბლზე?

ლოპუხინის განმარტება გინდა?

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 11 2010, 07:02 PM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jun 11 2010, 07:55 PM

Atman

ციტატა
ამ სიტყვების გაშიფვრა იცის ვინმემ? რა გალობაზეა საუბარი? ან რა სახელზე? ან რა ნიშანზე შუბლზე?

ეს თემა რომ გავხსენი სპეციალურად მე-13 თავიდან დავიწყე წამოყევი და მაგის განსაზღვრებაც არის. ეს განსაზღვრებები რომელსაც აქ გადმოვცემ, დღესდღეობით ყველაზე მისაღები ახნებია. კერძოდ კი ზუსტად ის, კაიროსი რომ მასწავლიდა ამ ერთი თვის წინ წაიკითხეო. მე ამ დროს წაკითხულიც მაქვს და თემაც გავხსენი მაგის შესახებ 2 წლის წინ.

გულსატკენია რომ ამ თემას არ კითხულობენ თავიდან და თავის მცდარ თეორიებს აყალიბებს ყველა.
სიყვარულით აბო.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 11 2010, 09:04 PM

kinoteli

ციტატა
ლოპუხინის განმარტება გინდა?


წავიკითხე. ვფიქრობ ყველა ისე შიფრავს ამ ტექსტს როგორც თავის ცნობიერებაში და რწმენაში ჯდება. მე სხვანაირად ვხედავ. ჭეშმარიტება უფალმა იცის და იმედია გამჟღავნდება ოდესმე და ამ 144 000-ში ვიქნებით ყველანი (ყოველ შემთხვევაში ამ ფორუმელები მაინც biggrin.gif )


abo

ციტატა
ეს თემა რომ გავხსენი სპეციალურად მე-13 თავიდან დავიწყე წამოყევი და მაგის განსაზღვრებაც არის. ეს განსაზღვრებები რომელსაც აქ გადმოვცემ, დღესდღეობით ყველაზე მისაღები ახნებია. კერძოდ კი ზუსტად ის, კაიროსი რომ მასწავლიდა ამ ერთი თვის წინ წაიკითხეო. მე ამ დროს წაკითხულიც მაქვს და თემაც გავხსენი მაგის შესახებ 2 წლის წინ. გულსატკენია რომ ამ თემას არ კითხულობენ თავიდან და თავის მცდარ თეორიებს აყალიბებს ყველა. სიყვარულით აბო.


აბო იქნებ ლინკი მიმითითო და გადავხედავ.

aralass
ციტატა
რავი ჩემი აზრით იქ მესამე მსოფლიო ომი დავინახე და გარკვევით წერია რომ დიდებულებიო თავის შეფარებასო მთებს სთხოვენო.. ხო კიდევ ჩემი აზრით შვიდი ტანჯვის თასი ეს არის ატომური ბომბის სახეობები და თუ სად ჩავარდება.. ხოლო იმაზე ლაპარაკს არ დავიწყებ ამერიკულ ატომურ ბომბებს იოანეს აპოკალიპსიდან ამონარიდები რომ აწერია თავზე... იქ ვიღაც ვიღაცეები ცდილობენ რომ მთელი ომი რიტუალის დონეზე აიყვანონ.. მათ იარაღებზეც კი კონკრეტული ამონარიდები არის იოანეს აპოკალიპსიდან..


მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. იქნება გლობალური კატაკლიზმები (და ეს ჯობია ომს რა თქმა უნდა) ანუ ღმერთი გვეხმარება იმით რომ სულიერ გადარჩევას აკეთებს თავად ბუნების დახმარებით.

ეს ჯერ არაა აქტუალური (სამწუხაროდ) და ამაზე მერე ვისაუბრებთ.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jun 11 2010, 09:14 PM

Atman

ციტატა
აბო იქნებ ლინკი მიმითითო და გადავხედავ.

ეს თემაა და თავიდან დაიწყე. I გვერდიდან.

მერე რომ შევატყვე ხალხს არ აინტერესებდა გავჩერდი. თან ელექტრონული ვერსია ამ წიგნისა არ არსებობს და წიგნიდან აკრებაც შემეზარა. ცოტა დროც მიჭირს.
აბო

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 11 2010, 09:24 PM

ციტატა
ნიშნავს იმას რომ ეს ხალხი ღვთის მსახურებისათვის მიძღვნილ ცხოვრებას ეწევა. და გალობს ისეთ საგალობელს რომელიც 144 000 გარდა ვერავინ ისწავლა ( ალბათ იგულისხმება უფალსმიძღვნილი ხალხი (ჩემი ვარაუდია)


ჰოდა ეს საგალობელი მაინტერესებს რა არის...

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jun 11 2010, 10:01 PM

abo

ციტატა
ეს თემაა და თავიდან დაიწყე. I გვერდიდან.

მერე რომ შევატყვე ხალხს არ აინტერესებდა გავჩერდი. თან ელექტრონული ვერსია ამ წიგნისა არ არსებობს და წიგნიდან აკრებაც შემეზარა. ცოტა დროც მიჭირს.
აბო

აბო როგორც შეძლებ გაგრძელე გეხვეწები kiss1.gif


პოსტის ავტორი: aralass თარიღი: Jun 11 2010, 10:19 PM

Atman

ციტატა
მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. იქნება გლობალური კატაკლიზმები (და ეს ჯობია ომს რა თქმა უნდა) ანუ ღმერთი გვეხმარება იმით რომ სულიერ გადარჩევას აკეთებს თავად ბუნების დახმარებით.

მე არ ვფიქრობ ასე თუმცა ვნახოთ.. მაგრამ სულ თავი რომ დავანებოთ სულიერებას.. რომ დაუკვირდე პოლიტიკურ მდგომარეობას მესამე ომი გვეჭყანება მაგრამ ვერ ვხედავთ biggrin.gif

ეს გამოჩნდება მაშინ როცა ზაფხულში ტUრქეთი პლატინის მეშვეობით მდინარე ევფრატის დაშრობას დაიწყებს 200 მილიონიანი ჩინეთის არმიისთვის რომ მათ გადმოლახონ.. (აღმოსავლეთიდან)ხოლო უფრო ადრე ამერიკას თავზე დაატყდება ქარიშხალი რომელიც ვესთ ქოუსთს ანუ მათ სანაპიორს მდებარე ქალაქებს დაანგრევს თითქმის მთლიანად ძალიან დიდი მსხვერპლი იქნება.. შეიძLება ამერიკის ამ მდგომარეობით სხვა სახელმწიფომ ისარგებლოს და ომი დაიყწოს მეორესთან..

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jun 12 2010, 01:43 AM

ზღვა = ერი, ხალხი, ტომი მოდგმა.....

მხეცი = რომი

მასზე მდჯომი დედაკაცი = კათოლკური(ლათინური, რომის) ეკლესია

მხეცის 7 თავი= რომის 7 მთა http://en.wikipedia.org/wiki/Seven_hills_of_Rome (სხვათაშორის სხვაგანაც წერია, რომ ის თავი, მთებია)

10 რქა = პიროვნებები... იმპერატორები (რომის)

ანუ რომის იმპერია იდენტიფიცირდება რომის კათოლიკურ ეკლესიასთან....

სხვათაშორის იოანეს გამოცხადებაში წერია, დედაკაცს ემოსა ძოწეულიო, მორთული იყოვო ოქროებითO, და ლამაზი თვლებითო.... კათოლიკურ ეკლესიას, რმ დავაკვირდეთ ასეა მართლაც, ტაძრები მოოქროვებული მოჭედილი, თვლებით და ყველაფრით, და კიდევ კარდინალები და პაპები.. . . . წითელი ფერის შესამოსლებით....

კიდევ წერია, რომ დაჭრილი იყოვო ერთერთი თავი თუ რქაო და მერე განიკურნაო

... გაიხსენეთ იოანე პავლე II როგორ დაუპირეს მოკვლა ხალხში, მაგრამ მისი ჭრილობა განიკურნა .....

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 12 2010, 06:05 AM

aralass

ციტატა
მე არ ვფიქრობ ასე თუმცა ვნახოთ.. მაგრამ სულ თავი რომ დავანებოთ სულიერებას.. რომ დაუკვირდე პოლიტიკურ მდგომარეობას მესამე ომი გვეჭყანება მაგრამ ვერ ვხედავთ


ლოკალური ომები იქნება, მაგრამ არა მგონია მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. ვერ მოასწრებს უბრალოდ დაწყებას - ბუნება შეუშლის ხელს და ომისთვის არავის ეცლება, ყველა გადარჩენაზე იფიქრებს smile.gif (ესეც თავისებური ომია გადარჩენისათვის მაგრამ მაინც სხვა რაღაცაა ვიდრე მესამე მსოფლიო ომი).

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: Jun 12 2010, 10:39 AM

Atman

ციტატა
მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. იქნება გლობალური კატაკლიზმები (და ეს ჯობია ომს რა თქმა უნდა) ანუ ღმერთი გვეხმარება იმით რომ სულიერ გადარჩევას აკეთებს თავად ბუნების დახმარებით.

ციტატა
ლოკალური ომები იქნება, მაგრამ არა მგონია მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. ვერ მოასწრებს უბრალოდ დაწყებას - ბუნება შეუშლის ხელს და ომისთვის არავის ეცლება, ყველა გადარჩენაზე იფიქრებს

გეთანხმები.
მე პირადად ომს ნიბირუ მირჩევნია.

პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Jun 19 2010, 09:14 AM

Atman

ციტატა
უფალმა იცის და იმედია გამჟღავნდება ოდესმე და ამ 144 000-ში ვიქნებით ყველანი (ყოველ შემთხვევაში ამ ფორუმელები მაინც )

ამ 144 000 ვერ ვიქნებით ეგ უკვე ღმერთის ერთგული სულები არიან.. ყველაზე საინტერესოა რისთვის ჩამოყავს აქ? სადღაც წავიკითხე ჩინეთის 200 0000 მილიონი არმიის დასამარცხებლადო smile.gif მოკლედ ეგ არის ღმერთის არმია სპეც ნაზი რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Jun 19 2010, 12:46 PM



ციტატა(Atman @ Jun 10 2010, 05:43 PM) *

"და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარე მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხჳ ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა.

და მესმა ზეცით ჴმაჲ, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ და ვითარცა ჴმაჲ ქუხილისა დიდისაჲ; და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა, ვითარცა მეათძალეთაჲ, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა.

და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთასა. და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა მის, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან."


(აპოკალიფსი 14.1-3)

ამ სიტყვების გაშიფვრა იცის ვინმემ? რა გალობაზეა საუბარი? ან რა სახელზე? ან რა ნიშანზე შუბლზე?



"კრავში" უეჭველად უნდა ვიგულისხმოთ ქრისტე (გამოცხ. 5: 6-9; 12:11; 13:8), რომელიც დაიკლა კაცთა მოდგმის ცოდვათათვის და თავისი სისხლით მისცა მას (კაცთა მოდგმას) ღმრთის საყდართან მიახლების უფლება და "ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი" (იოანე 1:12-13).

ის დგას სიონზე, მაგრამ არა ძველ მთაზე, არამედ ცოცხალი ღმერთის ახალ ქალაქზე, ზეციურ იერუსალიმზე (წმ. ანდრია კესარიელი).

ამ "სიონის მთაზე", ანუ ახალ იერუსალიმში, იოანე ხედავს 144 ათას წმინდანს, "რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა".

წმ. ანდრია კესარიელის განმარტებით ეს "144 ათასი" ან მოციქულთა მიერ ჩათესილი (სიტყვიერი) თესლის უხვმოსავლიანობაზე მიუთითებს, რომელთაგან საღმრთო მადლმა თითოეულისგან აირჩია "თორმეტი ათასი", რაც სიმბოლურად ცხონებულთა რწმენის სრულ ნაყოფიერებაზე მიანიშნებს; ან კიდევ ეს 144 ათასი ახალაღთმისეულ ხორციელ და სულიერ ქალწულებს წარმოადგენენ, რამეთუ ძველ აღთქმაში მცირე იყო ქალწულთა რაოდენობა.

ანდრია კესარიელი ამ 144 000 განასხვავებს იმ 144 000-სგან, რომელზეც უფრო ადრეა ლაპარაკი იოანეს გამოცხადებაში (იხ. გამოცხ. 7:9-17), რომლებთანაც დაკავშირებული იყო ისრაელთა 12 ტომის სახელწოდება და რომელთა ქალწულებაზე იოანეს არაფერი უთქვამს. ამაში მრავალ კომენტატორია შეთანხმებული.
რას ნიშნავს, რომ ამ 144 000 წმინდანს "აქუნდა სახელი მისი (ანუ კრავისა ქრისტესი) და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა".

აპოკალიფსისის 2:17 და 3:12 მუხლებთან პარალელურად, ეს სიტყვები უნდა გავიგოთ მიწიერ ცხოვრებაში გაწეული მოსაგრეობისთვის ბოძებული ჯილდოს სახით. მათი მიწიერი ცხოვრება, მათი ქრისტეანული ღვაწლი, მათი განუხრელი მიმდევრობა და ერთგულება იესუ ქრისტესადმი, რომელიც არის უბიწო კრავი, იმდენად გამსჭვალა მათი არსება, რომ ერთგვარად აღიბეჭდება მათ შუბლზე (ცხადია ეს უნდა გავიგოთ ხატოვანი, სიმბოლური აზრით) და მეტყველებდა იგი მათ ღმრთისა და კრავისადმი კუთვნილებასა დამსახურებულ ნეტარებაზე.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, შუბლზე კრავისა და მამის სახელები რომ აღბეჭდვიათ, ახალაღთქმისეულ წმინდანთა შინაგან განწყობას, მათ შინაგან სიწმიდეს, ზნეობრივ ხასიათსა და ქრისტეანულ ცხოვრების წესზე მიანიშნებს, რომელთაც საკუთარი თავი მთლიანად ღმერთს მიუძღვნეს.
შუბლზე "გამოსახულია" არა მარტო მამა ღმერთის სახელი, არამედ კრავისა, ანუ იესუ ქრისტესი, რადგან კაცის ცხოვნება აღესრულება მამისა და ძის მიერ (იოანე 3:35-36).

რა გალობაზეა საუბარი?

ეს არის ღმრთის სადიდებელი საგალობელი, რომელიც გამოცხადების თქმით არის "ახალი". წმ. წერილის კომენტატორთა აზრით, ეს არის გამარჯვების და ამავე დროს სამადლობელი გალობა.
რატომ ვერავინ ისწავლა მათ გარდა ეს საგალობელი? ამისთვის უნდა გავარკვიოთ ვინ არის ეს 144 000 წმინდანი. ცხადია ესენი არიან უფლის მიერ გამოსხყიდულნი, მაგრამ რაშია მათი დამსახურება უფლის წინაშე? ამაზე პასუხს გვაძლევს მუხლები: 4 და 5.

"ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგანაც არიან ქალწულნი; ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი; ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის. მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან" (გამოცხ. 14:4, 5). აქ, ცხადია, არ იგულისხმება მარტო ის, რომ ისინი არ შებილწულან სიძვა-მრუშობის ცოდვით, ან კერპთაყვანისმცემლობით (რაც არის სულიერი მრუშობა), ეს თავისთავად იგულისხმება მათ ქალწულობაში, არამედ ისიც, რომ ისინი საერთოდ არ გაკარებიან დედაკაცებს, იყვნენ მკაცრი ქალწულები, არ დაქორწინებულან და არ გათხოვილან. უბიწოება თითოეული ქრისტეანის მოვალეობაა, მაგრამ უქორწინებლობა არის სრულყოფილების ღვაწლი.

ზოგიერთი კომენტატორი ფიქრობს, რომ ესენი არიან ბოლო ჟამის (იგულისხმება აპოკალიფსური პერიოდი, სამყაროს აღსასრულის წინა ჟამი) ქალწულები, როდესაც მეტად საძნელო იქნება ასეთი თავშეკავება, მაგრამ არა მარტო ცალკეული პიროვნებები შეუდგებიან უქორწინებლობის ღვაწლს, არამედ მთელი ქრისტეანული საზოგადოებაც, რომელთა რიცხვი იქნება 144 000 (არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაშიც ეს იყოს სრულყოფილების გამომხატველი რიცხვი). იმ დროს, ეს რჩეული და სრულყოფილი ქრისტეანები, ქრისტეს ერთგულებისთვის, ანტიქრისტეს საშინელი დევნულებისა და ყოვლად გაუსაძლისი ცხოვრების პირობებში, სრულიად უარს იტყვიან ქორწინებაზე და აიღებენ უქორწინებლობის ღვაწლს, რომელსაც შეუძლია შეკრას ისინი ათასგვარი არასასურველი საკვრელებით ანტიქრისტეანულ სამყაროსთან.

ამ ქალწულებისთვის დამახასიათებელი იქნება არა მარტო სრული უბიწოება და ქალწულება (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), არამედ ქალწულობა მისი ვრცელი შინაარსით, როგორც უმაღლესი ქრისტეანული სათნოება ან ყველა ქრისტეანულ სათნოებათა ერთობლიობა, როგორც სრულყოფილი სიწმიდე და უბიწოება.

პოსტის ავტორი: tatoabdushelishvili თარიღი: Jun 21 2010, 06:00 PM

ძალიან მომწონს საი ტერესოა კიდე დადეთ

პოსტის ავტორი: nikolas თარიღი: Jun 24 2010, 09:08 PM

მე უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს...აი რატომ გონიათ რომ მეორედ მოსვლა მაინც და მაინც მალე იქნება...XIV_XV საუკუნეებში...ივანე მრისხანეს ეგონა რომ მეორედ მოსვლა იქნებოდა და სპეციალურად ააგებინა სასახლე, სადაც მისი თქმით ის გადარჩებოდა...ეგრე ფიქრობდნენ XV საუკუნეში, როდესაც რომის პაპმა გამოაცხადა რომ მეორედ მოსვა უახლოვდებოდათ...ამის საპასუხოდ კი მარტინ ლუთერმა მას ანტიქრისტე უწოდა...იგივე შემთხვევა განმეორდა XVIII საუკუნის ბოლოს როდესაც ერთმა ბაპტისტმა მღვდელმა განაცხადა რომ ხილვა ქონდა, თითქოს უფალი მობრძანდებაო დედამიწაზე...ამასთან დაკავშირებით, იმ დროს სპეციალური მეორედ მოსვლის კვართების გაყიდვა დაიწყეს და ამ მღვდელმა საკმაოდ დიდი ქონება იშოვა...ეგ არავინ არ იცის...ადამიანებმა კი არა ანგელოზებმა არ იციან ამის შესახებ არაფერი...ყველა დროში ეგონათ რომ უფალი მეორედ მოვიდოდა ქვეყანაზე და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს თემა ახლო მომავალში სპეკულაციის საგანი გახდება (ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ვამბობ)...ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ლოცვა-ვედრება გავაძლიეროთ უფლისადმი, ღვთისმშობელისადმი...არ უნდა შეეშინდეს უფლის წინაშე მართალ კაცს მეორედ მოსვლის...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 25 2010, 04:35 AM

starscream

ციტატა
ამ 144 000 ვერ ვიქნებით ეგ უკვე ღმერთის ერთგული სულები არიან.. ყველაზე საინტერესოა რისთვის ჩამოყავს აქ? სადღაც წავიკითხე ჩინეთის 200 0000 მილიონი არმიის დასამარცხებლადო მოკლედ ეგ არის ღმერთის არმია სპეც ნაზი რა


უკვე არიან რას ქვია? გახდი ღმერთის ერთგული და შენც ამ არმიის ნაწილი იქნები. ჯერ არაა შევსებული და შევსებას ელოდებიან biggrin.gif ან ჩამოყავს რას ქვია? ბევრი აქაა უკვე დედამიწაზე და დროს ელოდება a075.gif

ეს სულიერი არმიაა რა თქმა უნდა (თუმცა არა ანგელოზების, არამედ ადამიანების) და სულიერ ბრძოლაში თუ მიიღებენ მონაწილეობას თორე არა მგონია ჩინეთის არმიას ეომონ კონკრეტულად. smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jun 25 2010, 01:21 PM

დავწერ ამ 144 000 -ის განმარტებასაც თუ რა სიმბოლო დევს

პოსტის ავტორი: Giooo თარიღი: Aug 7 2010, 01:32 PM

ციტატა(აკაკი @ Jun 25 2010, 02:21 PM) *

დავწერ ამ 144 000 -ის განმარტებასაც თუ რა სიმბოლო დევს


ძალიან საინტერესოა რას ნიშნავს ეს რიცხვი. ანუ ვინ იქნებიან ესენი?

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Aug 29 2010, 01:03 AM

იოანეს გამოცხადება
თავი მეთორმეტე

1. და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე.

2. მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული.

3. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი.

4. კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი.

5. და შვა ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი: და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე.



იქნებ ვინმემ მითხრათ რომელ ყრმაზეა საუბარი? ან ამ ადგილის განმარტება დამიდოთ

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Aug 29 2010, 01:43 AM

ციტატა
იქნებ ვინმემ მითხრათ რომელ ყრმაზეა საუბარი?

ანდრია კესაიელის მიხედვით იგი ქრისტეა, მაგრამ ქალი არა ღვთისმშობელი არამედ ეკლესიაა.

დაწვრილებით თუ დრო მოვნახე დავდებ ცოტა ბევრია ასაკრები. იქ ყველაფერია ახსნილი.
ელ ვერსია მე მგონი არ არის
აბო

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Aug 29 2010, 02:22 AM

გაიხარე აბო ზუსტად მაგან დამაბნია ქალი რომ ეწერა თუ იგულისხმება დედა ეკლესია მაშინ კიდევ რაღაცას გავიგებ მადლობელი დაგრჩები თუ ამიკრეფავ ამასთან დაკავშირებით

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Sep 20 2010, 10:16 AM

Atman

ციტატა
"და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარე მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხჳ ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა.

და მესმა ზეცით ჴმაჲ, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ და ვითარცა ჴმაჲ ქუხილისა დიდისაჲ; და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა, ვითარცა მეათძალეთაჲ, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა.

და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთასა. და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა მის, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან."


(აპოკალიფსი 14.1-3)

ამ სიტყვების გაშიფვრა იცის ვინმემ? რა გალობაზეა საუბარი? ან რა სახელზე? ან რა ნიშანზე შუბლზე?
გაგიმარჯოს ატმან. მე მაქვს წიგნი ასეთი სათაურით: http://www.amazon.com/Revelation-Ancient-Christian-Commentary-Scripture/dp/0830814973/ref=sr_1_1?s=books&ie=UTF8&qid=1284960156&sr=1-1. ეს წიგნი წარმოადგენს სხვადასხვა მამის (მართლმადიდებელი და კათოლიკე, მაგრამ ძველი ავტორების) კომენტარებს "გამოცხადებასთან" დაკავშირებით. კომენტარები ცოტათი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, თუმცა ზოგადი ხაზი მსგავსია ყველა კომენტარში. "რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა" ამაში იგულისხმებაო "ჭეშმარიტი" ქრისტიანიო, ანუ ისინიო, ვინც ყველანაირად წმინდანები იყვნენ (ცელიბატობის ჩათვლით). ესენიო ყველაფერში ბაძავენ ქრისტესო და ესენი შელებენ მოისმინონ ახალი გალობაო. "ახალ გალობაში" რა იგულისხმება მხოლოდ http://en.wikipedia.org/wiki/Bede კომენტარში წერია. ეს ავტორი ახალ გალობაში გულისხმობს ახალ "დევიზს", კერძოდო "საჭურისებს, რომლებიც ინახავენ ჩემს შაბათებს, ირჩევენ ჩემთვის სასურველს და მტკიცედ უჭირავთ ჩემი აღთქმა, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: საჭურისთა, რაოდენთაცა დაიმარხნენ ბრძანებანი ჩემნი, და აღირჩინენ, რომელნი მე მნებვან, და შეეწეოდიან აღთქმაჩემთა. მივცემ ჩემს სახლში და ჩემს კედლებს შორის ძეგლს და სახელს, ჩემს ვაჟებზე და ასულებზე უკეთესს, საუკუნო სახელს მივცემ, რომელიც არ წაიშლება." (ესაია 56:4-5)

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 18 2011, 06:23 PM

http://forum.ge/?f=84&showtopic=34206998&st=645

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 19 2011, 01:19 AM

ებრაელმა რაბინებმა საუბარში სხვათაშორის ახსენეს, 2014-ში მესიას ველოდებით, მისთვის უკვე ყველაფერი მზად არისო.(არ ყოფილა საუბარი სოლომონის ტაძარზე) მათი მესია ჩვენი ვინაა ალბათ მიხვდებით.
აბო

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 19 2011, 11:01 AM

ციტატა
ებრაელმა რაბინებმა საუბარში სხვათაშორის ახსენეს, 2014-ში მესიას ველოდებით, მისთვის უკვე ყველაფერი მზად არისო.(არ ყოფილა საუბარი სოლომონის ტაძარზე) მათი მესია ჩვენი ვინაა ალბათ მიხვდებით.
აბო

არაა დასაჯერებელი, ვინაიდან უფალი გვაფრთხილებს, რომ ჟამის და დროის ცოდნაა არაა ჩვენვის მოცემული.

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 19 2011, 09:11 PM

abo

შვიდთავიან მხეცს როგორ ახსნიდით?

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 20 2011, 01:12 AM

ციტატა(elusia @ May 19 2011, 09:11 PM) *

abo

შვიდთავიან მხეცს როგორ ახსნიდით?

დიდი ხანია არ შემხვედრიხარ smile.gif
რომელ თავშია ნახსენები მითხარი და ვნახავ... (მე ვინ მკითხავს მაგის ახსნას) ანდრია კესარიელის მიხედვით.
ისე ძნელია რომ ვნახო. biggrin.gif
აბო

lingvo
ციტატა
არაა დასაჯერებელი, ვინაიდან უფალი გვაფრთხილებს, რომ ჟამის და დროის ცოდნაა არაა ჩვენვის მოცემული.

მე არ მითქვამს რომ მჯერა. ბოლო ჟამის დროზე რომ გვაფრთხილებს უფალი მაგი მეც ვიცი, მაგრამ იუდეველები როდის არიან მზად რომ მსოფლიო მეფე დასვან, მათ ეს დრო დაახლოებით რომ იციან ისიც ვიცი. ( მხოლოდ არ თქვა ჯერ სოლომონის ტაძარი არ აშენებულაო)
აბო

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 20 2011, 10:19 AM

abo

ციტატა
დიდი ხანია არ შემხვედრიხარ

ჰო smile.gif
ძალიან მაინტერესებს
იოანეს გამოცხადებაში შვიდთავიანი მხეცის განმარტება არსებობს ? ან იქნებ ვინმეს საკუთარი აზრი აქვს.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-13.htm
.................................
ციტატა
მხოლოდ არ თქვა ჯერ სოლომონის ტაძარი არ აშენებულაო)

სადღაც წავიკითხე ყველა დეტალი მზად არის და შენობის აშენებას მხოლოდ რამოდენიმე კვირა დასჭირდებაო.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 20 2011, 10:05 PM

elusia

ციტატა
იოანეს გამოცხადებაში შვიდთავიანი მხეცის განმარტება არსებობს ? ან იქნებ ვინმეს საკუთარი აზრი აქვს.

ზუსტად მაგის ახსნით (მე-13 თავი) იწყება ეს თემა. სულ თავიდან წაიკითხე.

აბო

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 20 2011, 10:23 PM

abo
დანიელის ხილვა წაკითხული გექნებათ ოთხ მხეცზე. არ ფიქრობთ რომ იმ დროის მხეცებს სადაც აგრეთვე მოხსენიებილია ლომი , დათვი და ავაზა . რაც ასევ არის იოანეს გამოცხადებაში კავშირში შეიძლება იყვნენ ერთმანეთთან?
იგივე მხეცები რაც დანიელმა იხილა არის იოანეს გამოცხადებაში მაგარმ იოანესთან ეს მხეცების ნაერთი მხეცია ანუ მხეცი რომელიც ვიხილე გავდა ავაზას, დათვის ფეხები ჰქონდა და ხახა როგორც ლომის.


http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-7.htm

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 10:48 AM

"გაიხსენეთ წმიდა მოციქულისა და მახარებელის იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადება". რა არის იქ ნათქვამი ბოლო ჟამზე, იმ 144 ათას გამოსყიდულზე, ღმრთის ტახტის წინაშე რომ წარმდგარან, ანუ იმათზე, ვინც სატანის მახეს გადაუჩება და ცხონდება.

წმიდა იოანეს ზეციდან ხმა შემოესმა: "ესენი არიან, რომელნი იგი დედათა თანა არ შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან..." (გამოცხ. 14, 4). არ გეშინიათ, რომ გამოსყიდულთა მთავარი ნიშანი სწორედ სიძვის ცოდვისგან შეუბილწავი ქალწულებრივი სისპეტაკეა? (რომელშიც, რათა თქმა უნდა, ერთგული ცოლ-ქმრობაც იგულისხმება). როგორც ჩანს, ბოლო ჟამის ადამიანები სიძვის ეშმაკით ცდუნდებიან!"

/არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2017, 07:47 PM

"სახარებიდან და გამოცხადებიდან ვიცით, რომ სანამ ქრისტე საბოლოოდ მიგვიღებს, სამყარო ცუდიდან უარესისკენ წავა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2018, 07:44 PM

" პირველივე საუკუნეებიდან არსებობს ჩამოყალიბებული საეკლესიო სწავლება იმის შესახებ, თუ რომელი წიგნებია გამოსული მოციქულთა ხელიდან, რომელი წიგნებია სულიწმინდის მიერ აღბეჭდილი, მისი მადლით დაწერილი.

იმავე ხანებიდან კანონიკურად მიჩნეული და მიღებული იყო ის წიგნები, რომლებიც დღესაც შედის ახალ აღთქმაში. ყველაზე ფრთხილად მაინც აპოკალიფსს ეპყრობოდნენ. ზოგიერთი მამა მას კანონიკურად თვლიდა, ზოგიც - არა. საბოლოოდ მე-6 საუკუნეში დამტკიცდა, რომ აპოკალიფსი კანონიკური წიგნია.

ის მამები, რომლებიც მას კანონიკურად არ მიიჩნევდნენ, კი არ ცდებოდნენ, არამედ ეს იყო სიფრთხილის გამოვლინება - ეკლესია სულ ამოწმებდა, რომელიმე წიგნი ნაყალბევი ხომ არ იყო. თუმცა ეკლესიას ერთსულოვნად არასოდეს უღიარებია აპოკალიფსი არაკანონიკურად; არსებობდა მხოლოდ სხვადასხვა აზრი მამებისა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ეკლესიაში არ გამართულა ისეთი საღვთისმეტყველო დავა, რომ განხეთქილება გამოეწვია. როდესაც საბოლოოდ დამოწმდა, რომ ეს წიგნი ნამდვილად მოციქულის ხელიდან იყო გამოსული, წმინდა ეკლესიამ ერთსულოვნად და საბოლოოდ აღიარა კანონიკურად."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2018, 08:41 PM

"იმ დღეს როცა ეზიარები, საჭიროა, უფრო მეტად კითხულობდე წიგნს, განსაკუთრებით ახალ აღთქმას, ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს და აპოკალიფსს".

/წმ. ამბროსი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2020, 10:09 PM

"შეუძლებელიც კია გავიგოთ, თუ რას გადმოგვცემს აპოკალიფსი, თუკი მას წმინდა მამათა განმარტებების გარეშე წავიკითხავთ. აპოკალიფსში ყველაფერი გადმოცემულია სიმბოლურად, პირდაპირი მნიშვნელობა, იოანეს გამოცხადების თითქმის არც ერთ სიტყვას არ აქვს, ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა აქვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 03:25 PM

"ყველამ ვიცით, რომ წმინდა წერილი წმინდა იოანე ღმრთისმეტყველის გამოცხადებით მთავრდება. ვიცით, რომ ყველას მოგვიწევს ღმრთის წინაშე წარდგომა. ვიცხოვორთ ისე, რომ არ შეგვრცხვეს მაშინ და მივანდოთ აწმყო უფალს"

/დეკ. ანდრია კემულარია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2020, 02:45 PM

"აპოკალიფსის წიგნს, შესაბამისად, აქვს არა მარტო წინასწარმეტყველური, არამედ ზნეობრივი მნიშვნელობაც. ამ სიტყვების აზრი ასეთია: ნეტარია ის, ვინც ამ წიგნს კითხულობს და თავისი ღვთისმოსავი ცხოვრებითა და ქმედებებით მარადისობისათვის ემზადება, რამეთუ თითოეული ჩვენგანისათვის მარადისობაში გადასვლა ახლოს არის".

/იოანე ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 06:47 PM

"ღვთისმსახურებაზე აპოკალიპსისი არ იკითხებოდა და არც ახლა იკითხება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ძველად ღვთისმსახურებაზე წმინდა წერილების კითხვას ყოველთვის თან ახლდა მათი განმარტება, ხოლო აპოკალიპსისი განსამარტავად მეტად რთულია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 07:06 PM

"წმინდა იოანე ასახელებს ადგილს, სადაც მას გამოცხადების მადლი მიენიჭა. ეს გახლავთ კუნძული პატმოსი, რომელიც ეგეოსის ზღვაში მდებარეობს, იკარეის კუნძულსა და მილეტსკის კონცხს შორის. ეს არის უდაბური და კლდოვანი კუნძული, რომლის პერიმეტრი 56 ვერსს შეადგენს. წყლის უკმარისობის გამო იგი მცირედ არის დასახლებული და ხასიათდება არაჯანსაღი კლიმატითა და უნაყოფო მიწით. ახლა მას "პალმოზა" ეწოდება. ერთი მთის მღვიმეში ახლაც აჩვენებენ ხოლმე ადგილს, სადაც წმინდა იოანეს გამოცხადება ჰქონდა. იქ მდებარეობს პატარა ბერძნული მონასტერი, რომლის სახელწოდებაა "აპოკალიპსისი".

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 09:37 PM

"უფლის სასჯელი ერთბაშად არ განხორციელდება, არამედ თანდათანობით, რაც ღვთის დიდსულოვნებასა და მიმტევებლობას გამოხატავს; ცოდვილებს უფრო სინანულისკენ მოუწოდებს. ღვთის სასჯელი პირველად მიწას ევლინება, ნადგურდება ხეების მესამედი და ბალახი, რაც აუცილებელია ადამიანთა და ცხოველთა გამოსაკვებად. მიწაზე მოვლენილი "სეტყვა" და "ცეცხლი, სისხლში არეული", ბევრი განმმარტებლის მოსაზრებით, მომსვრელი ომია. და ვინ იცის, იქნებ ეს საჰაერო დაბომბვაა, ყოველივეს მომსპობი და გადამბუგველი?!"

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)