ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
sopo... |
Nov 11 2008, 08:29 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 |
თითო თავს სახარებიდან, სამოციქულოდან ვახერხებ თითქმის ყოველ დღე.. უბრალოდ ხან ისეთ სიღრმეებს ვხედავ, მიკვირს ეს ადრეც წავიკითხე და ასე არ დამინახავს, ხან ზერელედ ვკითხულობ და არ მესმის
ეს ეპიზოდი "ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას. და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი. და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი. ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს. ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს, და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი. ჰრქუა მას იესუ: მარიამ! მიიხილა მან გარეთ და ჰრქუა ებრაელებრ: რაბბუნი! რომელსა ჰრქჳან მოძღუარ, და მირბიოდა შემთხუევად მისა. " ხო არც მოწოდება, სწავლება, არც ნეტარება.. ერთი უბრალო ეპიზოდი.. მაგრამ ჩემთვის ეს - ნუგეშიის, სიხარულიის, აღდგომის განცდის, უფლის სიყვარულის.......... მწვერავალთა მწვერვალია. |
tamar84 |
Nov 11 2008, 08:48 PM
პოსტი
#22
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,516 |
"მშვიდობა თქვენდა"...
როდესაც სახარების ამ ნაწილს ვუსმენ არ ვკითხულობ, საოცარი განცდა მაქვს...ძალიან მიყვარს: "და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! 20. და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი. 21. რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. 22. და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. 23. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ. 24. ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. 25. უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს. 26. და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! 27. მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ. 28. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! 29. ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე." |
KAIROS |
Nov 12 2008, 03:50 AM
პოსტი
#23
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ჰრქუა მას იესუ: მარიამ! რა საინტერესოა, რა ძალა, რა სითბო, რა მადლი იქნებოდა ამ ხმაში, რომ უცებ იცნო უფალი? ისევე როგორც მათეს მიმართა მომყევიო... ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ხდება თუნდაც ერთხელ ეს მომენტი, როცა ჩვენც ვიგრძნობთ ამ ხმის ძალას და სიტკბოს, მერე მიყოლაა მხოლოდ საჭირო... ახლა დღევანდელი სახარება, მართლაც სრულიად შემთხვევით ამომაქვს ეპიზოდები, და ნახეთ რა ადგილებია ლუკა; 13-ე თავი: 22. და მიმოვიდოდა ქალაქებსა და დაბნებსა და ასწავებდა და წარიგზავნებოდა იერუსალჱმდ. 23. და ჰრქუა ვინმე მას: უფალო, უკუეთუ მცირედ არიან ცხორებულნი? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: 24. იღუაწეთ შესლვად იწროჲსა მისგან კარისა. ხოლო გეტყჳ თქუენ: მრავალნი ეძიებდენ შესლვად და ვერ უძლონ. 25. ვინაჲთგან აღდგეს სახლისა უფალი და დაჰჴშას კარი, და გარეშე სდგეთ და იწყოთ რეკად კარსა და იტყოდით: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! მოგიგოს და გრქუას თქუენ: არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ. 26. მაშინ იწყოთ სიტყუად: ვჭამდით წინაშე შენსა და ვსუემდით, და უბანთა ჩუენთა ზედა გუასწავებდ. 27. და გრქუას: არა გიცნი, ვინანი ხართ; განმეშორენით ჩემგან ყოვლნი მოქმედნი უსჯულოებისანი. 28. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ, რაჟამს იხილოთ აბრაჰამი, ისაკი და იაკობი და ყოველნი წინაწარმეტყუელნი სასუფეველსა ღმრთისასა და თქუენ განსხმულნი გარეშე. 29. და მოვიდოდიან მზისა-აღმოსავალით და მზისა-დასავალით, ჩრდილოჲთ და სამხრით, და ინაჴ-იდგმიდენ სასუფეველსა ღმრთისასა. 30. და აჰა ესერა არიან უკუანაჲსკნელნი, რომელნი იყვნენ პირველ, და არიან პირველნი, რომელნი იყვნენ უკანაჲსკნელ. ესაა ქრისტიანობა, ვისწავლოთ "უკანასკნელობა" , რადგან ესაა ის გზა რასაც ვიწრო კარიბჭისაკენ მივყავართ, ცოტა გამომაფხიზლებელიცაა ეს ნაწილი, შემაშინებელი, ყოვლისმცოდნე უფლისაგან ისე რომ გაუცხოვდება კაცი, რომ თავად ღმერთი ეტყვის ": არა გიცნი ვინანი ხართო" , ეს არ ნიშნავს, რომ ამ ღმერთი არ იცნობდა ამ ადამიანებს, პირიქით, ეს ადამიანები არ იცნობდნენ უფალს, მიუხედავად იმისა, რომ "ვჭამდით წინაშე შენსა და ვსუემდით, და უბანთა ჩუენთა ზედა გუასწავებდ" ანუ მასთან იყვნენ ყოველდღიურ შეხებაში, არც მისი მოსმენა გასჭირვებიათ, მაინც : "მოქმედნი უსჯულოებისანი" იყვნენ, ამიტომ არ იცნობს მათ უფალი... რამდენად გვგავს ეს ხალხი ჩვენ თუ პირიქით, რამდენად ვემგვანებით ჩვენ ამ ხალხს? ყველაფერი წინა გვაქვს, სიწმიდეები, ტაძრები, უფლის სიტყვა, ყველაფერი და ჩვენ?... ციტატა უბრალოდ ხან ისეთ სიღრმეებს ვხედავ, მიკვირს ეს ადრეც წავიკითხე და ასე არ დამინახავს აი ეს მინდა ვიგრძნოთ ხოლმე ხშირად, ამ თემის მიზანიც ესაა და თუნდაც ერთხელ მაინც თუკი გაგრძნობინათ ეს "აღმოჩენა" ამ თემამ, მაშინ ჩემი მისია შესრულებულია იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Nov 12 2008, 04:47 AM
პოსტი
#24
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
და თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ დააპირა თქვენი გაცხრილვა, როგორც ცხრილავენ ხორბალს. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები.
ლუკა 22; 31-32 ოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. იოანე 21; 15-17 -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
mak |
Nov 12 2008, 12:46 PM
პოსტი
#25
|
M A R I A M ჯგუფი: Members პოსტები: 668 რეგისტრ.: 31-March 08 მდებარ.: TBILISI. წევრი № 4,377 |
mak ძველი აღთქმა ახალთან პარალელების გარეშე წარმოუდგენელია ამიტომ ჯობია პარალელურად იკითხო ერთიც და მეორეც მაგასაც კურთხევა უნდა მოძღვრისგან? კარგით გასაგებია -------------------- უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
|
დათიკო |
Nov 12 2008, 11:26 PM
პოსტი
#26
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
mak
ციტატა მაგასაც კურთხევა უნდა მოძღვრისგან? მოძღვრის კურთხევა რა შუაშია? |
mak |
Nov 13 2008, 11:42 AM
პოსტი
#27
|
M A R I A M ჯგუფი: Members პოსტები: 668 რეგისტრ.: 31-March 08 მდებარ.: TBILISI. წევრი № 4,377 |
mak მოძღვრის კურთხევა რა შუაშია? ნუ რა ვიცი აბა. მამაომ მომცა კურთხევა რომ წამეკითხა თითო თავი ძველ აღქმიდან. და მე ჩავთვალე რომ ასევე საჭიროა ამაზე კურთხევაც. --- 11. და იყო მისლვასა მას მისსა იერუსალჱმდ და თავადი განვიდოდა შორის სამარიასა და გალილეასა. 12. და შე-რაჲ-ვიდა იგი დაბასა რომელსამე, მოეგებვოდეს მას ათნი კეთროვანნი კაცნი, რომელნი დადგეს შორს. 13. და მათ აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და იტყოდეს: იესუ მოძღუარ, შემიწყალენ ჩუენ! 14. და თავადმან ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: წარვედით და უჩუენენით თავნი თქუენნი მღდელთა. და იყო ვითარცა წარ-ოდენ-ვიდეს იგინი მისგან, განწმიდნეს კეთროვნებისა მისგან. 15. ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა და ჴმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა. 16. და დავარდა წინაშე ფერჴთა იესუჲსთა და ჰმადლობდა მას. და ესე იყო სამარიტელი. 17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: არა ათნივე განიკურნნესა? და D? 18. ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაჲთამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა, გარნა უცხო-თესლი ხოლო ესე? 19. და ჰრქუა მას: აღდეგ და წერვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. (ლუკა 17 თავი) მე პირადად მრცხვენია ამ ნაწილს რომ ვკითხულობ , სულ ჩემს თავს ვხედავ იმ ცხრაში... სადაა ის ცხრა უფალო? ათიდან-ცხრა უმადური , მადლობის თქმა საქმეა თურმე, მარტო "ამირან გულში მღეროდა" არაა, უნდა მიხვიდე უფალთან საქმით, საქმით უნდა დაეგო ფეხქვეშ და მადლობდე საქმით... უმადურობაა ცოდვათა საწყისი ამპარტავნების ნაყოფი და მადლიერება მისი წამალი... ორმაგი განკურნება მიიღო მადლიერმა, კეთრისაგან ხორცისა და მერე კი ხსნაც მოდის რწმენისმიერი... არადა ის ათი უბრალო ათი კი არაა, არამედ ისინი, ვინც გაიცნო უფალი, ვინც მას ხსნა თხოვა და ვინც მისგან თხოვნის აღსრულება მიიღო, მიიღო და მიატოვა... ამიტომ მრცხვენია ამ მუხლებს რომ ვკითხულობ... მეათე კეთროვანი უნდა ვიპოვოთ ჩვენში... იხარეთ; კაიროსი! [/quote] მართლაც ასეა .ყკველაფერი დამაფიქრებელია. მე პირადად უმადური ვარ რომ არ ვიქცევი ისე როგორც საჭიროა თქვენ ასახეთ ჩემი შინაგანი სულიერება. -------------------- უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
|
KAIROS |
Nov 15 2008, 04:35 AM
პოსტი
#28
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
21. მერმე ჰრქუა მათ იესუ: მე წარვალ, და მეძიებდეთ მე და არა მპოოთ და ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ; და ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად. 22. იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ნუუკუე მოიკლავს თავსა თჳსსა, რამეთუ იტყჳს: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად? 23. და ეტყოდა მათ იესუ: თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ, ხოლო მე ზეცისაგანი ვარ; თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ, ხოლო მე არა ამის სოფლისაგანი ვარ. 24. [b]გარქუ თქუენ, ვითარმედ მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა. 25. ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ. 26. მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად, არამედ რომელმან მომავლინა მე, ჭეშმარიტ არს, და რაჲ-იგი მესმა მისგან, მას ვიტყჳ სოფელსა ამას შინა. 27. ხოლო მათ არა ცნეს, რამეთუ მამასა თჳსსა უთხრობდა მათ. 28. მერმე ჰრქუა მათ იესუ: ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყჳ. 29. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოჲ მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის. 30. ამას რაჲ იტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი.[/b]
სხვათაშორის არ მახსოვდა ეს ორი საინტერესო და ძალიან სავსე ციტატა, თითქოსდა ახლა აღმოვაჩინე, იშვიათია როცა უფალი საკუთარ თავზე საუბრობს ასე გახსნილად, სათნოების წყარო მხოლოდ უფალია და მხოლოდ იგი იქმს მას მარადის, და სხვანი მას იქმნიან მის მიერ, რადგან სათნო მარადიული მხოლოდ ღმერთია! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
mak |
Nov 17 2008, 02:14 PM
პოსტი
#29
|
M A R I A M ჯგუფი: Members პოსტები: 668 რეგისტრ.: 31-March 08 მდებარ.: TBILISI. წევრი № 4,377 |
21. არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. 22. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? 23. მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. 24. ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა. 25. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა. 26. და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა. 27. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად.
28. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, 29. რამეთუ იყო სწავლაჲ იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი და ფარისეველნი. -------------------- უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
|
KAIROS |
Nov 18 2008, 04:17 AM
პოსტი
#30
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მოკლედ მთელ ფორუმზე ან ჩვენ სამნი ვკითხულობთ სახარებას ან დანარჩენები არ გვიმხელენ თავიანთ გამოცდილებას, ფიქრებს და აზრს
28. და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად. 29. და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე. 30. და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია. 31. რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს. 32. ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი. 33. და იყო განშორებასა მას მათსა მისგან ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა, − რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა. 34. და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას. 35. და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ. 36. და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იპოვა იესუ მარტოჲ. და მათ დაიდუმეს და არაჲ ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს. დღეს ფერისცვალება შემხვდა , მესიამოვნა, ეს ადგილი ისე მსიამოვნებს, როგორც ამ ეპიზოდში პეტრე რომ ამბობს "კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი", აშკარად რაღაც წმინდა, რაღაც თბილი, მადლი იგრძნო პეტრემ. საკუთარი თავისათვის კარავიც არ უნდოდა, თითქოსდა იმას ამბობდა, ოღონდ აქ თქვენთან დავრჩე და ასე ვიქნებიო ღია ცის ქვეშ... როგორი გულღია და გულწრფელი იყო პეტრე... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
alilo |
Nov 19 2008, 05:05 PM
პოსტი
#31
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 303 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,393 |
.
-------------------- კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
|
Ligia |
Nov 20 2008, 03:04 PM
პოსტი
#32
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
|
KAIROS |
Nov 20 2008, 04:14 PM
პოსტი
#33
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა თქვენი ნაწერის კითხვა მირჩევნია :) დიდი გრაციე, მარა როგორც ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია, ისევე განუმეორებელია თითოეული ადამიანის მიერი ხედვა და გრძნობა წმ. წერილისა, ამიტომ მაინტერესებს თქვენეული გამოცდილება წმ. წერილის კითხვისას... |
Ligia |
Nov 20 2008, 05:03 PM
პოსტი
#34
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
დიდი გრაციე, მარა როგორც ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია, ისევე განუმეორებელია თითოეული ადამიანის მიერი ხედვა და გრძნობა წმ. წერილისა, ამიტომ მაინტერესებს თქვენეული გამოცდილება წმ. წერილის კითხვისას... გრძნობა, ხედვა და გამოცდილება რომ მქონდეს ... ან მე რაღა მიჭირდა ან შენს ვარკეთილელ ძმაკაცს კიდე გაოFებათ ჩათვალე თუ გინდა და წაშალე |
KAIROS |
Nov 21 2008, 04:39 AM
პოსტი
#35
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ან მე რაღა მიჭირდა ან შენს ვარკეთილელ ძმაკაცს კიდე მაგას ენაცვალოს კურსელი მომიკითხე ციტატა გაოFებათ ჩათვალე თუ გინდა და წაშალე მე კი ჩავთვლი, მარა სად მე და სად ამხელა ძალაუფლება დაწერე გოგო რამე უხ ..... ხო, არ გაოფდეს: მარკოზი 10თავი ეს სახარება: 32. და იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინა-უძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანნა კუალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათა მერმისა მისთჳს, რომელი შემთხუევად იყო მისა, 33. ვითარმედ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა; 34. და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ანუ მოწაფეებს ეშინოდათო, და მაინც მიყვებოდნენ უფალს, როგორ ზუსტად აღწერა არა უფალმა რა ელოდა, ნერწყვაც, ტანჯვაც, კიცხვაც და სიკვდილიც... და ეს თითოეული ჩვენთაგანისათვის... ისე კი დაუკვირდით ყველგან სადაც წერია იერუსალიმი იწერება არა "მისვლა" ან "ჩასვლა" არამედ "აღსვლა", ეს მხოლოდ გეოგრაფიული მოვლენით არაა განსაზღვრული, ეს სიმბოლოცაა ზეციური იერუსალიმის... ახლა სამოციქულო: პავლე მოციქულისა წიგნი კოლასელთა მიმართ თავი 1 24. აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთჳს და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა გუამისათჳს მისისა, რომელ არს ეკლესიაჲ 25. რომლისა ვიქმენ მე მსახურ მოღუაწებითა ღმრთისაჲთა, რომელი მომეცა მე თქუენდა მიმართ აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა 26. საიდუმლოჲ იგი, დაფარული საუკუნითგან და ნათესავითგან, ხოლო აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა, 27. რომელთაჲ-იგი ინება ღმერთმან უწყებად, რაჲ-იგი არს სიმდიდრე დიდებისა საიდუმლოჲსაჲ მის წარმართთა შორის, რომელ არს ქრისტე თქუენ შორის, სასოებაჲ იგი დიდებისაჲ, 28. რომელსა-ესე ჩუენ ვქადაგებთ, ვასწავებთ ყოველსა კაცსა და ვჰმოძღურით ყოველსა კაცსა ყოვლითა სიბრძნითა, რაჲთა წარუდგინოთ ყოველი კაცი სრული ქრისტე იესუჲს მიერ. 29. რომლისათჳსცა ვშურები და ვიღუწი შეწევნისაებრ მისისა, შეწევნულისა ჩემ შორის ძალითა. უზარმაზარი სიტყვებია! მოციქულობის, მოძღვრობის და ზოგადად ქრისტიანობის სიმძიმეზეც, მისიაზეც და სიყვარულზეც მიანიშნებს, წარმოვიდგენ ხოლმე, პავლე მოციქულს, რომელიც აქ სადღაც რომის ერთერთ ხალხმრავალ შარაგზაზე, რომელიღაც ბაზრობასთან იდგა და საკუთარი ხელით გაკეთებულ კარვებს ყიდიდა, იმისათვის რომ ტევერზე (ტიბრი) მცხოვრებ ღარიბ მეთევზე ოჯახს ტვირთად არ დაწოლოდა! და ეს თავად პავლე მოციქულთა თავი... რა შორს ვართ ხო? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
Nov 21 2008, 01:28 PM
პოსტი
#36
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ციტატა ეს მხოლოდ გეოგრაფიული მოვლენით არაა განსაზღვრული, ეს სიმბოლოცაა ზეციური იერუსალიმის... და ებრაული გამოთქმიდანაც: "ალიაჰ იერუშალაიმ" - იერუსალიმში ასვლა "ალიაჰ იშრაელ" - ისრაელში ასვლა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Nov 22 2008, 12:01 PM
პოსტი
#37
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
რაღაც ურევს აქ, ვერაფრით ვერ ვპოსტავ ციტატა და ებრაული გამოთქმიდანაც: თავად მხოლოდ ებრაულად კითხულობ წმ. წერილს? ....... ეს დღევანდელ სახარებად იყოს ----------------- 47. და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა ესერა იუდა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა. 48. ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა სასწაულად და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი. 49. და მეყსეულად მოუჴდა იესუს და ჰრქუა: გიხაროდენ, მოძღუარ! და ამბორს-იყო მას. 50. ხოლო იესუ ჰრქუა: მოყუასო, რომლისათჳსცა მოსრულ ხარ? მაშინ მოუჴდეს და დაასხნეს ჴელნი მათნი იესუს ზედა და შეიპყრეს იგი. 51. და აჰა ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. 52. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. 53. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? 54. და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად? 55. მას ჟამსა ჰრქუა იესუ ერსა მას: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდალ დღითი-დღე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე. 56. ხოლო ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულნენ წიგნნი წინაწარმეტყუელთანი. მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს.[u] ........... ეს ერთერთი ყველაზე მღელვარე, მწუხარე და ძლიერი ადგილისა სახარებაში, კაცისშვილი ძე კაცისას კაცისმკვლელებს კოცნით გადასცემს თან ერთი თორმეტთაგანი, თან ის ვისაც უფალმა , ამ პერიოდშიც კი, ამ უკანასკნელი დაცემის მომენტშიც კი ხელი გაუწოდა, რათა იხსნას, და მას უთბილესად "მოყვასო" უწოდა ( სხვაგან დამატებული, რომ ამხილა კიდევ კოცნით გასცემო ძე კაცისას), შემდეგ უფალი, რაც აქ გადაკრულად და მხოლოდ შინაგანად ამხილა იუდა ( სხვაგან სწერია რომ პირდაპირაც უთხრა, ალბათ უფრო მხოლოდ მისთვის გასაგონად), მერე ამხილა პეტრეც, რადგან ის ისევ მიწიერი მეთოდებით აპირებდა ქრისტეს გზაზე სიარულს, როგორც თაბორს კარავს უკეთებდა, ახლა მახვილით აპირებს იმის დაცვას ვინც ყოვლადძლიერია და უთვალავი ანგელოზთნი ათორმეტი დასთაგან ახლავს თან, პეტრეს მხილების შემდეგ, ის კურნებით ამხილებს მღვდელთმთავარის მონასაც, რომელმაც როგორ პავლე მოგვიანებით სხეულის ერთი ორგანოს ( პავლემ თვალის ჩინის, ამან ყურის) დაკარგვის და თავიდან მიღების შემდეგ, როგორც ვიცით შეინანა და ქრისტეს მიმდევარი გახდა შემდეგ, მერე უფალმა ამხილა მთელი იქ მოსული ბრბო, ვინც უიარაღოს შუაღამით მრავალრიცხოვანი და შეიარაღებულნი ადგებიან... და მაინც... უფალი ყველამ მიატოვა და გაიქცა ნებისმიერი ჩვენთაგანიც გაიქცეოდა, და მე პირადად აქ ვგრძნობ, რომ ჩვენც ახლაც ზურგს ვაჩვენებთ უფალს, ის გვწყალობს, ჩვენ კი გავრბივართ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
kato_Bato |
Nov 22 2008, 12:13 PM
პოსტი
#38
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
KAIROS
ციტატა ეს ერთერთი ყველაზე მღელვარე, მწუხარე და ძლიერი ადგილისა სახარებაში, კაცისშვილი ძე კაცისას კაცისმკვლელებს კოცნით გადასცემს თან ერთი თორმეტთაგანი, თან ის ვისაც უფალმა , ამ პერიოდშიც კი, ამ უკანასკნელი დაცემის მომენტშიც კი ხელი გაუწოდა, რათა იხსნას, და მას უთბილესად "მოყვასო" უწოდა ( სხვაგან დამატებული, რომ ამხილა კიდევ კოცნით გასცემო ძე კაცისას), შემდეგ უფალი, რაც აქ გადაკრულად და მხოლოდ შინაგანად ამხილა იუდა ( სხვაგან სწერია რომ პირდაპირაც უთხრა, ალბათ უფრო მხოლოდ მისთვის გასაგონად), მერე ამხილა პეტრეც, რადგან ის ისევ მიწიერი მეთოდებით აპირებდა ქრისტეს გზაზე სიარულს, როგორც თაბორს კარავს უკეთებდა, ახლა მახვილით აპირებს იმის დაცვას ვინც ყოვლადძლიერია და უთვალავი ანგელოზთნი ათორმეტი დასთაგან ახლავს თან, პეტრეს მხილების შემდეგ, ის კურნებით ამხილებს მღვდელთმთავარის მონასაც, რომელმაც როგორ პავლე მოგვიანებით სხეულის ერთი ორგანოს ( პავლემ თვალის ჩინის, ამან ყურის) დაკარგვის და თავიდან მიღების შემდეგ, როგორც ვიცით შეინანა და ქრისტეს მიმდევარი გახდა შემდეგ, მერე უფალმა ამხილა მთელი იქ მოსული ბრბო, ვინც უიარაღოს შუაღამით მრავალრიცხოვანი და შეიარაღებულნი ადგებიან... და მაინც... უფალი ყველამ მიატოვა და გაიქცა ჩახლართააააა კარგია, მივყვეთ სახარებას, თორემ გონზე არ ვართ რა "გვწამს", მე როგორც ვხედავ... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
KAIROS |
Nov 22 2008, 10:23 PM
პოსტი
#39
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ჩახლართააააა ჩემი ხელობაა ციტატა კარგია, მივყვეთ სახარებას, თორემ გონზე არ ვართ რა "გვწამს", მე როგორც ვხედავ... მაგას გავყვირი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Nov 25 2008, 04:54 AM
პოსტი
#40
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
როცა რაღაც მინდა ავარჩიო, რათქმაუნდა შემთხვევით ვარჩევ, მაგრამ მაინც ვცდილობ მცირე მონაკვეთი ავიღო:
მათეს სახარებიდან: "46. და იყო ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. 47. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. 48. ხოლო იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? 49. და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ თჳსთა და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! 50. რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი. " ამით უფალი დედა ღვთისას რაიმეთი კი არ ამცირებს, არამედ ნებისმიერ ჩვენთაგანს გვაძლიერებს, როგორია არა, გავხდეთ "არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ " განკაცებული უფლისა... ასეა ან ძმა და და უფლისა, ან მეგობარი მისი, ან მასთან ან მისი მტრობა... ან მისი ცნობა და მისი მიყოლა, ან... ეს საშინელი განაჩენი ციტატა არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი