თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ რა გჭირდებათ?

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Mar 2 2007, 05:43 PM

ერთ-ერთ თემაში ასეთი პოსტი წავიკითხე : ხშირად მანდ დარჩენილები არც კი ფიქრობენ დახმარება გაუწიონ უცხოეთში წასულ ხალხს ( მაპატიეთ თუ ზუსტი პერეფრაზი ვერ გავაკეთე, მაგრამ აზრი ასეთი იყო)
ამიტომ გამიჩნდა სურვილი გამეხსნა ეს თემა!



მოდით აქ დაწერეთ ვის რა გჭირდებათ (ქართულის რვეულები ბავშვებისთვის, დედა ენა, ან თუნდაც სამშობლოს ნოსტალგიის ოდნავ გამქარვებელი რამე) და ჩვენ ვეცდებით აქედან რამით დაგეხმაროთ! გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია.



იმედია ეს წამოწყება იდეად არ დარჩება და ხალხი გამოეხმაურება smile.gif

პოსტის ავტორი: leli თარიღი: Mar 3 2007, 09:34 PM

მეც გიერტდებით smile.gif კარგი იდეაsmile.gif იქ მყოფ ქართველებს მართლაც სჭირდებათ დახმარება...პირველ რიგში სითბო smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Mar 3 2007, 11:45 PM

ციტატა
იქ მყოფ ქართველებს მართლაც სჭირდებათ დახმარება...პირველ რიგში სითბო

სითბოზე არ მაქვს აქ საუბარი! სითბო ყველას მიმართ უნდა გამოვამჟღავნოთ არა მარტო ემიგრანტების მიმართ! და ისიც მიუღებელია ჩემთვის ემიგრანტს თბილად მოვექცე მხოლოდ მისის სტატუსის გამო. ეს უბრალოდ თამაში იქნება ურთიერთობაში smile.gif


აქედან ემიგრანტებს მატერიალურად დავეხმაროთთქო რომ ვთვქვა სასაცილო იქნება! smile.gif
მაგრამ შეგვიძლია გავუგზავნოთ ისეთი ნივთები, რომლებსაც იქ ვერ იშოვიან და ამ ნივთებს იმისთვის გამოიყენებენ რომ თავიანთი ქართველობა არ დაკარგონ, არ დაივიწყონ ვისი გორისანი არიან და შესაბამისად მომავალი თაობაც ქართველებად აღზარდონ smile.gif

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Mar 3 2007, 11:51 PM

წოწ რა მაგარი თემააა
მომწონს მომწონს wub.gif

მეც თქვენს გვერდით მიგულეთ smile.gif

პოსტის ავტორი: geoheli თარიღი: Mar 4 2007, 08:17 PM

მე მგონი ეს ყველაფერი ჩემი პოსტის შემდეგ დაიწერა.
დიდი მადლობა ძვირფასებო! პირველ რიგში ჩვენ გვინდა ,რომ თქვენი ნდობა დავიმსახუროთ, გვენდეთ იმაში, რომ უცხოეთში გაზრდილი პატარა ქართველების უმრავლესობა არ იქნება დაკარგული ჩვენი ქვეყნისათვის, გვენდეთ იმაში, რომ ჩვენც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ "მივატოვეთ" და გვენდეთ იმაშიც, რომ "თუ დავსჭირდი მე ჩემს მამულს, თავზე შემოვევლები"...
ძალაინ კარგი იდეაა, მე მაქვს ღმერთის წყალობით ბევრი ქართული საბავშვო ლიტერატურა.
მე კი ასეთ რამეს შემოგთავაზებთ: კარგი ხომ არ იქნებოდა, რომ გაცვლითი ფორმა მიეღო ამ იდეას? თქვენც ხომ გჭირდებათ რაღაცეები აქედან, ხოდა თუ თქვენც მოინდომებთ რამეს გვითხარით, ჩვენ კი მოგთხოვთ იმას , რაც ჩვენ გვჭირდება და ასე კი "ბარი- ბარში ვიქნებით biggrin.gif wub.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Mar 5 2007, 06:30 PM

geoheli
მართალი ხარ! ამ თემის იდეა შენმა პოსტმა დაბადა smile.gif
უბრალოდ გავიაზრე, რომ ადვილია მოითხოვო "ემიგრანტებო არ დაუკარგოთ მომავალი თაობა სამშობლოს", შენ კი არც დაფიქრდე რა შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ ეს თაობა, თუნდაც უცხო მიწაზე გაზრდილი, საქართველოს სიყვარულით იყოს ანთებული smile.gif

ეს იქნება მცირედი ვალის დაბრუნება სამშობლოსთვის, ანუ თამამად დაწერეთ რა გჭირდებათ!

ციტატა
"ბარი- ბარში ვიქნებით



ნუ მაგასაც არაუშავს tongue.gif
მაგრამ ის რომ გვეცოდინება რომ თუნდაც ერთი ემიგრანტი ბავშვის ქართველობაში წვლილი გვაქ შეტანილი, ეს უფრო ფასეულია smile.gif

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Mar 5 2007, 10:07 PM

სალამი ყველა ფორუმელს. რამოდენიმე დღეა რაც თქვენს ფორუმს თვალს ვადევნებ და გული სითბოთი მევსება. თითქოს უკვე ყველა თქვენგანს ვიცნობ, თითქოს ყველნი ჩემი ახლობლები ხართ. აქამდე არცერთ ფორუმზე არ ვყოფილვარ და არც გუნებაში მქონია ასეთი რამ, მაგრამ აქ თქვენმა საუბრებმა სურვილი აღმიძრა თქვენამდე ხმა მომეწვდინა. განსაკუთრებით კი ამ თემამ ემიგრანტებზე. ყველა თემა ძალიან საინტერესოა, თქვენი სურვილები, თქვენი ფიქრები, თქვენი ხალისიც და ვისურვებ, რომ ღმერთმა ყველა თქვენი კეთილი სურვილი რეალობად აქციოს. ვირტუალური გარემო ყოველთვის ალამაზებს რეალობას, მაგრამ ეს თქვენი ურთიერთობა, თქვენი ფიქრები და საუბრები უამისოდაც ლამაზია. დარჩით მუდამ ასეთნი ლამაზნი, როგორც ეხლა ხართ, გიყვარდეთ ყოველთვის ისე, როგორც ეხლა გიყვართ...

თათი, მადლობა შენ და ყველა ფორუმელს. თუნდაც მარტო იმისთვის, რომ სურვილი გაქვთ დაეხმაროთ უცხოეთში მყოფ ქართველებს, განსაკუთრებით პატარებს. ბევრი რამ გვაკლია, ყველას მაგივრად ვერ ვიტყვი, ყველას თავისებურად უყვარს, მაგრამ ალბათ ყველა მათგანმა იცის, რომ მეორე საქართველოს ვერავინ ვერ იპოვის უცხოეთში. სხვა საქართველო არ არის, ერთია! იცით, თქვენი ასეთი ფიქრი, ზრუნვა უკვე საამოა. თუნდაც ასეთი ინტერნეტ გვერდის არსებობა რაღაცნაირი კავშირია საქართველოსთან. მე ერთ რამეს ვისურვებდი, შეინახეთ საქართველო, თქვენი, ჩვენი საქართველო. ადრე თუ გვიან, ბოლოს მაინც ყველა ბრუნდება...

მოგვწერეთ რაც შეიძლება მეტი, მოგვიყევით როგორ აფეთქდება ეს გაზაფხული, როგორ აყვავდება ნუში, როგორ დაითვრება ყვავილების სურნელში მთა-ბარი, როგორ გალამაზდება თბილისი, როგორი ფირუზისფერია ეხლა ცა…

ჩვენ ყველაზე მეტად მანდ ყოფნა გვაკლია… ყველანი გვიყვარხართ და გვენატრებით…

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Mar 5 2007, 10:26 PM

იმერელი
პირველ რიგში კეთილი იყოს შენი ამ ფორუმზე დარეგისტრირება smile.gif

ციტატა
სურვილი გაქვთ დაეხმაროთ უცხოეთში მყოფ ქართველებს, განსაკუთრებით პატარებს.


სურვილი ერთია , მაგრამ მთავარი მაინც ისაა როგორ განვახორიელებთ ამ იდეას smile.gif


ციტატა
ადრე თუ გვიან, ბოლოს მაინც ყველა ბრუნდება...


ბუდიდან გადავრდნილი და ქარს გაყოლილი ბარტყი ყოველთვის უბრუნდება თავის ბუდეს smile.gif ჩვენი ემიგრანტების უმრავლესობაც ასეა! smile.gif

ციტატა
მოგვიყევით როგორ აფეთქდება ეს გაზაფხული, როგორ აყვავდება ნუში, როგორ დაითვრება ყვავილების სურნელში მთა-ბარი, როგორ გალამაზდება თბილისი, როგორი ფირუზისფერია ეხლა ცა…


ამ სიტყვებმა თვალები ამიცრემლიანა ! წარმოვიდგინე რა ძნელია გენატრებოდეს მშობლიური ჰაერი, მიწა, მთები და ველები და ამ მონატრებას ვერაფერი გიკლავდეს smile.gif
ძნელია სიშორე !!! მაშინ როცა სამშობლო შენთან ახლოა smile.gif

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Mar 5 2007, 10:37 PM

მე პირადად უკვე მივიგე თქვენგან სითბო. ჩემთვის ეს მთავარია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ჩვენიანი ბევრი მგზავრობს. თითქმის ყოველ ჩამოსვლაზე ამანათს თუ არა მოკითხვას მაინც აბარებენ smile.gif

კი, ძნელია სიშორე, როცა სამშობლო შენთან ახლოსაა.

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Mar 6 2007, 07:22 PM

გუშინ ვფიქრობდი, რა შეიძლება დამჭირვებოდა ან როგორ შეიძლებოდა რამე მეთხოვნა. ალბათ ყველას თან აქვს წაღებული ის, რაც მისთვის ძვირფასი იქნებოდა. მაგრამ აქ ლაპარაკია ალბათ პატარებზე. მათთვის კი ყველაზე საუკეთესო წიგნია, ქართული წიგნი, რასაც აქ ვერ იყიდი. თუმცა იყიდი, მაგრამ უცხო ენაზე. თუკი თაროზე ქართული წიგნი იდება ადრე თუ გვიან მაინც იპოვის მკითხველს.

ან კიდევ საბავშო სიმღერები, კონცერტების ჩანაწერები, რაზეც პატარებს გულისყური გაურბით.

ადრე ბასტი-ბუბუ ძალიან პოპულარული იყო. კონცერტებიც ბევრი ქონდათ. თუ არის მათი კონცერტები ლაზერულ დისკებზე ჩაწერილი?

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Mar 6 2007, 07:33 PM

თქვენ რა დაგჭირდებათ ჩვენგან?

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Mar 6 2007, 10:42 PM

იმერელი

ძალიან ლამაზ საიტს მივაგენი, საბავშოა იმედია მოგწონება smile.gif
საიტს ასე ქვია,
http://children.iatp.ge/

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Mar 6 2007, 10:52 PM

გაგიმარჯოს. გაიხარეთ. რატომღაც ჩემს გარდა არავინ არაფერს წერს. ვგულისხმობ უცხოეთში მყოფმა რომ სურვილი დაწეროს. გყაავთ კი ასეთები ამ ფორუმზე? (მე მხოლოდ რამოდენიმეში ამოვიცანი უცხოეთში მყოფი). მე თქვენმა სურვილმა უბრალოდ გამახარა და გამოგეხმაურეთ. არც თქვენ მინდა რომ გაწყენინოთ და არც ვიცი რა გთხოვოთ ისეთი.

ვიცი ეს საიტი. ძალიან კარგია. მეც სიამოვნებით ვკითხულობ მანდ ლექსებს და მოთხრობებს.

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Mar 6 2007, 10:54 PM

ციტატა(იმერელი @ Mar 6 2007, 10:52 PM) *

გაგიმარჯოს. გაიხარეთ. რატომღაც ჩემს გარდა არავინ არაფერს წერს. ვგულისხმობ უცხოეთში მყოფმა რომ სურვილი დაწეროს. გყაავთ კი ასეთები ამ ფორუმზე? (მე მხოლოდ რამოდენიმეში ამოვიცანი უცხოეთში მყოფი). მე თქვენმა სურვილმა უბრალოდ გამახარა და გამოგეხმაურეთ. არც თქვენ მინდა რომ გაწყენინოთ და არც ვიცი რა გთხოვოთ ისეთი.

ვიცი ეს საიტი. ძალიან კარგია. მეც სიამოვნებით ვკითხულობ მანდ ლექსებს და მოთხრობებს.



კი არინ უცხოეთში მყოფინი smile.gif

ეს საიტი ეხლა ვიპოვე smile.gif ძალიან მომეწონა, თითქმის ყველაფერია ბავშვებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Mar 6 2007, 11:09 PM

მართლა ძალიან კარგია. მე ბევრ საიტს მივაგენი სადაც ქართველი მწერლების ნაწარმოებებია შეტანილი ელექტრონულ ფორმატში. ალბათ არავინ წაიღებს უცხოეთში "დიდოსტატის მარჯვენას" (წონის გამო), აქ კი უკვე შეგიძლია წაიკითხო როცა მოგინდება. ძალიან გამეხარდა ასეთი საიტის აღმოჩენა. ჩემი აზრით დიდებულ საქმეს აკეთებენ ეს ადამიანები. მაგრამ სამწუხაროდ აქაც პრობლემებია. იგივე ინტერნეტში წავიკითხე, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის ეს განყოფილება, რომელიც სწორედ ამას აკეთებდა რომ ქართული მწერლობა შეეტანა ელექტრონულ ფორმატში, თითქოს დაიხურაო. არც ვიცი ვის აწყობს ასეთი რამ და მართალია თუ არა. არ მეჯერება. იქნებ გაიგოთ ამის შესახებ სიმართლე? ესეც ერთგვარი დახმარებაა, ხომ მეთანხმებით?

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?a=p&p=home&l=ka&w=utf-8

აი ის სტატია რომელზეც ვსაუბრობ
http://www.opentext.org.ge/07/sakartvelos-respublika/036/036-20.htm

იცით, ის საიტი რომ მოვიძიე იმ დღეს ერთბაშად გავმდიდრდი. წარმოიდგინეთ სახლში რამოდენიმე ერთეული ქართული წიგნი და უცებ ამხელა ბიბლიოთეკა შენს ხელთაა.
ცოდვაა ერთი მხირვ ამ საიტის გაუქმება და მეორეს მხრივ იმ ხალხის ღვაწლის არდაფასება ვინც ეს გააკეთა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 7 2007, 04:14 PM

იმერელი
ღმერთმა გაგახაროს!

ძალიან მცირედით თუ შევძლებ უცხოეთში მყოფს გავუგო, სულ 10 დღე ვიყავი თურქეთში და ისე მომენატრა საქართველო, რომ როცა დავბრუნდი მგონი სარფიდან ქუთაისამდე ვმღეროდი.... biggrin.gif

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Mar 7 2007, 04:22 PM

ციტატა(კანონისტი @ Mar 7 2007, 04:14 PM) *

იმერელი
ღმერთმა გაგახაროს!

ძალიან მცირედით თუ შევძლებ უცხოეთში მყოფს გავუგო, სულ 10 დღე ვიყავი თურქეთში და ისე მომენატრა საქართველო, რომ როცა დავბრუნდი მგონი სარფიდან ქუთაისამდე ვმღეროდი.... biggrin.gif


რა კარგია, რომ ბევრნი ხართ და ასე ფიქრობთ. მაგრამ უფრო ბევრი მგონი "ევროპელობას" ცდილობენ. მე არ მიყვარს გამონათქვამი "ჩვენ ვართ ევროპელები". არა ბატონო, ჩვენ ვართ ქართველები! ყველგან, ცუდიც და კარგიც, ქართველები ვართ.

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Mar 12 2007, 11:47 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Mar 12 2007, 11:09 PM) *

იმერელი
მე ახლობელი მყვას იტალიაში, ესეიგი მისი თქმით ქართველების 90 % ან ნარკომანია ან ქურდი ან ორივე ერთად. ყველაფერი ძვირიანი რაც იყიდება მაღაზიებში იგივეს იყიდი ქართველისგან ბევრად ნაკლებადო. შენ შვეიცარიაში ხარ smile.gif ძალიამ მიყვარს ეგ ქვეყანა მაგრამ ძნელია მანდ ცხოვრება sad.gif სამსახური გაქ?


არ ვიცი რამდენი პროცენტია ნარკომანი და ქურდი, მაგრამ ეგეთები მარტო უცხოეთში არ არიან. ნარკომანია საქართველოშიც პრობლემაა. თანაც დიდი პრობლემა. სიმართლეა ის, რომ აქ ჩამოსულები ძირითადად ბარდებიან ლტოვლილებად. მათ შეზღუდული უფლებები აქვთ და სანამ მათი სასამართლო არ შედგება, ანუ არ გარკვევა ის, თუ რამდენად ლტოლვილები არიან, არ შეუძლიათ გარკვეული ტერიტორიის დატოვება. მე გადმოცემით ვიცი, რომ ეს ტერიტორია ყაზამასავითაა და იქ ყოფნა რთულია. მათ სახელმწიფო უხდის შემწეობას, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. მათი ძირითადი მიზანი ხომ ფულის შოვნაა. ზოგი ოჯახს ეხმარება ამით, ზოგი კი საკუთარი სიამოვნებისთვის შოულობს ფულს. ხოდა ხშირად უხდებათ კანონის დარღვვა. თუმცა ფულის შოვნის ეს მეთოდები ქართველების მოგონილი არაა. ბევრია ალბანელი, უკრაინელი და სხვადასხვა. თუმცა ჩვენ ჩვენი გვტკივა.

ცხოვრების სირთულეს რაც შეეხება, ცხოვრება ყველგან რთულია. მითუმეტეს თუ სხვის ქვეყანაში ხარ და სხვისი წესებით უნდა იცხოვრო. თუ ამ წესებს ვერ შეეგუე, ვერ იცხოვრებ. არადა აქაური მენტალიტეტი ძალიან განსხვავდება ქართულისგან.

მაგრამ არიან აქ ისეთებიც ვისაც მუშაობის უფლება აქვს მიღებული. მე აქ ვმუშაობ ერთერთ სამეცნიერო ინსტიტუტში. არის რამოდენიმე ოჯახი, რომელიც საფუძვლიანად არის მოწყობილი და მუშაობს საკმაოდ პრესტიზულ ადგილზე, ზოგსაც მიღებული აქვს მოქალაქეობა და თავისი სტატუსით შეუძლია იცხოვროს. არის შერეული ოჯახებიც, ქართველები გათხოვილები არიან უცხოელებზე. მაგრამ ჩვენ უმცირესობა ვართ.
იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა ითველბა განვითარებად ქვეყანად ჩვენზე დიდი კონტროლია. ასე რომ ვცხოვრობთ როგორც შეგვიძლია. იმედია, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ყველა თავის საქმეს მოეკიდება პატიოსნად.

ზოგისგან გამიგონია, ჩვენ არ ვჭირდებით ჩვენს ქვეყანას და ამიტომაც წამოვედითო. შეიძლება გაუჭირდეს ადამიანს და რადგან სამსახური არ არის საქართველოში წახვიდე სხვაგან და მიიღო მუშაობის უფლება, მაგრამ ”არ ვჭირდებიო” არ უნდა თქვა. მე ვიტყოდი, რომ ქვეყანას კი არ უნდა სჭირდებოდე და გეძახდეს, შენ უნდა გამოადგე ქვეყანას. ხოლო თუ არაფრს არ წარმოადგენ და არაფერი არ შეგიძლია, არც შენს ქვეყანას დაჭირდები მაშინ და უცხოს ხომ მითუმეტეს.

პოსტის ავტორი: natikunia თარიღი: Mar 13 2007, 01:34 PM

რამდენიმე ხანია ინტერესით ვკითხულობ ფორუმის ამ თემას. მინდა შევთავაზო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, თუ სურვილი აქვთ, მოგვწერონ წერილები, გაგვიზიარონ თავიანთი შეხედულებები და ჩვენ, მართლმადიდებლური ჟურნალი ..დედაეკლესია.. გამოვაქვეყნებთ მათ წერილებს. პატივისცემით

პოსტის ავტორი: geoheli თარიღი: Mar 14 2007, 05:17 PM

რა გვჭირდება?
მეგობრობა და თქვენი სიყვარული. მერე რა, რომ შორსა ვართ, ღმერთის წყალობით არის ინტერნეტი, ტელეფონი და ა.შ. ურთიერთ გაგება და კარგი მეგობრულ ნათესაური მოკითხვა გვჭირდება და თქვენი კარგად ყოფნა!

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Mar 14 2007, 05:27 PM

ციტატა
მეგობრობა და თქვენი სიყვარული.

ეს ფორუმი მოგცემთ ორივეს! მაგრამ ხანდახან მეგობრებიც ვერ თანხმდებიან ხოლმე რაღაც რაღაც საკითხებზე smile.gif
ციტატა
მერე რა, რომ შორსა ვართ

შორს ყოფნა იმას არ ნიშნავს რომ შეუძლებელა სითბოს გადმოცემა თქვენთვის, იმიტომ რომ მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემისთვის მანძილი არაფერს ნიშნავს smile.gif ნამდვილი მეგობრობა დროსაც უძლებს, სივრცესაც და მანძილსაც (რავარი გავაფილოსოფეეეეეეე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif tongue.gif)

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Mar 14 2007, 06:57 PM

მჭირდება ქართული მუტლფილმი ”თოვლის გუნდა” ვერსაიდან ვერ გადმოვიწერე. თუ გაქვთ ვინმეს? ქართული საიტებიდან არ მაწერინებს.

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Mar 14 2007, 08:49 PM

იმერელი

ავტვირთე, აბა ანხე smile.gif

წესით აქედან უნდა გადმოწერო smile.gif

http://www.link.ge/file/92071/Tovlis-Gunda.wmv.html

ძალიან მომწონდა ეს მულთფილმი ბავშობაში და სულ დამვიწყებია smile.gif

უფ კძალიან მაგრა ვისიამოვნე wub.gif

ცოტა ცუდი ხარისხია, მაპატიეთ smile.gif

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Mar 14 2007, 09:21 PM

დიდი მადლობა ნიკოლოზ, ვტვირთავ, მაგრამ სიჩქარე ძალიან ნელია. ალბათ რადგან გარედან ვტვვირთავ. ვნახოთ ხვალამდე თუ მოახერხებს ჩამოტვირთვას და არ გაითიშება.

პოსტის ავტორი: TAMAR_QALI თარიღი: Mar 21 2007, 02:20 AM

მშვენიერი წამოწყებაა.თითქოს ინტერნეტში ბევრი რამის მოძიება შეიძლება,მაგრამ ნაკლებია ღირებული.საინტერესოა,რამდენად მოვახერხებთ ჩვენ ამ საიტიდან რაიმეს ატვირთვას?!მე პირადად ქართული საიტებიდან ვერაფერს ვიწერ...

პოსტის ავტორი: tetete თარიღი: Mar 27 2007, 01:36 AM

თათი შენ საქართველოში ცხოვრობ

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Mar 27 2007, 02:25 PM

tetete
კი საქართველოში ვცხოვრობ smile.gif

პოსტის ავტორი: liageorgia თარიღი: Apr 6 2007, 04:14 PM

ძალიან საყვარლები ხართ ყველანი... თვალებიდან ნიანგის ცრემლები რომ არ მდიოდეს ბევრს მოგეფერებოდით სიტყვებიტ ყველას შორეულ გერამანიიდან...


"ლხინში - ავხირდები,
ჩრდილში გაგიდგები,
ჩემვის ვაჩხაკუნებ
ფანდურს სანატრელო,
ჭირში - დაგიტკბები,
ბევრს არ დაგპირდები
ფეხზე დაგიდგები
ჩემო საქარტველო..."

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Apr 19 2007, 04:46 PM

ვინმემ ხომ არ იცის საიდან შეიძლება გადმოვიწერო ქართული სიმღერების ტექსტები აკორდებთან ერთად? ფორტეპიანოსთვის და გიტარისთვის.

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Apr 24 2007, 12:26 AM

ციტატა
ვინმემ ხომ არ იცის საიდან შეიძლება გადმოვიწერო ქართული სიმღერების ტექსტები აკორდებთან ერთად? ფორტეპიანოსთვის და გიტარისთვის.



ეგეთი რამე მეც მჭირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ მგონი არ არსებობს.... IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Apr 24 2007, 12:30 PM

ციტატა
ეგეთი რამე მეც მჭირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ მგონი არ არსებობს....

ძალიან ცუდია. თითქოს ყველაფერია ინტერნეტში ფილმებიდან დაწყებული სიმღერებით დამთავრებული. smile.gif ეტყობა მუსიკოსები ნაკლებად აქტიურობენ.

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: May 1 2007, 03:06 PM

ბოვშვებოოოო, მჭირდება რა თქვენი დახმარება, იქნებ გაქვთ ვინმეს ლამაზი ჯვრები, ან იცით საიტი საიდანაც გადმოვიწერ, მომეცით რაააა. დიდი მადლობა ყველას

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2007, 03:12 PM

Irma

smile.gif აბა, ამ საიტზე შედი:

http://www.gudgio.com/galery.php?language=english&a=cross_a

პოსტის ავტორი: pawawuna თარიღი: Jun 4 2007, 09:56 PM

ძალიან თბილი ფორუმია smile.gif თვალს გადევნებთ დიდი ხანია smile.gif ყველანი ძალიან საყვარლები ხართ smile.gif მანდ რომ ვიყო ყველას სულში ჩაგიკრავდით და მოგეფერებოდით smile.gif ისე მაკლია ქართული სითბო და სიყვარული sad.gif ყველას შორიდან smile.gif არ გიცნობთ მაგრამ უზომოდ მიყვარხართ და იმედია გულს ოდნავ მაინც გამითბობს ეს სიყვარული smile.gif


ეხლა მე მარტო სითბო მჭირდება ... ქართული სითბო და ქართული გული ...

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Jun 4 2007, 09:58 PM

pawawuna
უფ, აქ ეს ბევრია smile.gif თან ამათ ეს არ ელევათ.

პოსტის ავტორი: pawawuna თარიღი: Jun 4 2007, 10:00 PM

იმერელი
იმიტო მიყვარს უკვე ეს ფორუმი smile.gif ფორუმზე პირველად ვარ, მაგრამ ასე მგონი ჩემი ოჯახი ვიპოვე... დიდი ხანია სტუმრის სტატუსით ვაკვირდებოდი და ვყოყმანობდი ... დავრეგიტრირებულიყავი თუ არა... ბოლოს მაინც გადავწყვიტე და დავრეგისტრირდი... ძალიან ბევრი თბილი ადამიანია ამ ფორუმზე ამას ნათლად ვხედავ ბევრი მათგანის ნაწერებიდან...

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Jun 4 2007, 10:02 PM

pawawuna
smile.gif რომელი ქვეყნიდან მოსულხარ? მე ეხლაც სტუმარი ვარ და მასპინძლობაში არც შევეჯიბრები. კარგები არიან

პოსტის ავტორი: pawawuna თარიღი: Jun 4 2007, 10:04 PM

იმერელი
ბედკრული საქართველოს შვილი ვარ smile.gif ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით რომ მოისროლა შავმა ქარებმა ... მაგრამ მაინც რომ თავისი უყვარს და თავისას ეტრფის... თავისას ნაღვლობს და თავისი სტკივა... თუმცა კი იქ თავისი აღარავინ ეგულება sad.gif

პოსტის ავტორი: იმერელი თარიღი: Jun 4 2007, 10:06 PM

pawawuna
რატომ აღარავინ ეგულება?

პოსტის ავტორი: pawawuna თარიღი: Jun 4 2007, 10:08 PM

იმერელი
დრომ მოიტანა ასე რომ ჩემებში ჩემი ხალხი აღარ მყავს სამწუხაროდ sad.gif მე კი ჩემი ხალხი მინდა და მჭირდება smile.gif

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 4 2007, 11:23 PM

pawawuna
გაიხარე ჩემო კარგო, მართლა უამრავ სითბოს და სიყვარულს იპოვი ამ ფორუმზე! wub.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 4 2007, 11:47 PM

ციტატა(pawawuna @ Jun 4 2007, 08:08 PM) *

იმერელი
დრომ მოიტანა ასე რომ ჩემებში ჩემი ხალხი აღარ მყავს სამწუხაროდ sad.gif მე კი ჩემი ხალხი მინდა და მჭირდება smile.gif

ეხ, მეც მჭირდება, მეც და ეგოისტურად ვიქცევი, მე უფრო მჭირდება ეს ფორუმი ვიდრე ამ ფორუმს მე smile.gif
ხოდა კეთილი იყოს შენი მოსვლა, ჩვენც მოსულები ვართ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 4 2007, 11:55 PM

აქ რამდენი ხართ წასული და იქიდან რომ გვწერთ?

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 4 2007, 11:58 PM

ბევრნი...
მე
k@the
შოთა
იმერელი
likka
d.p.
teo
poposa
iako
pawawuna...

კიდევ არიან მგონი...

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 5 2007, 12:00 AM

Qeti
შენც? ჰმ. wink.gif
ხო, ცუდია იქ რომ ხართ მარა თუ ხართ კარგად მაშინ კარგია მით უმეტეს თუ დაბრუნებაც გინდათ და ნორმალურად დაბრუნება

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 5 2007, 12:02 AM

ციტატა(მამფალი @ Jun 4 2007, 04:00 PM) *

Qeti
შენც? ჰმ. wink.gif
ხო, ცუდია იქ რომ ხართ მარა თუ ხართ კარგად მაშინ კარგია მით უმეტეს თუ დაბრუნებაც გინდათ და ნორმალურად დაბრუნება

გვინდა გვინდა, sad.gif მაგრამ მართლა ნორმალურად

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 5 2007, 12:04 AM

Qeti
ხოდა მაგას გისურვებთ.

wub.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 5 2007, 12:12 AM

ციტატა(მამფალი @ Jun 4 2007, 04:04 PM) *

Qeti
ხოდა მაგას გისურვებთ.

wub.gif 2kiss.gif

გაიხარე 2kiss.gif

ბრუტუს biggrin.gif

პოსტის ავტორი: geo_iveron თარიღი: Jun 5 2007, 05:32 PM


მთავარია სულიერად და ფიზიკურად დავეხმაროთ ერთმანეთს, მათ ჩვენი სითბო და სიყვარული ჭირდებათ, ისინი ჩვენს გამო არიან წასულები და იქიდან გვეხმარებიან რითაც შეუძლიათ, გაჭირვებამ მოახდინა მათი ემიგრირება. მე მესმის მათი თუ როგორ ძნელია საქართველოში ცხოვრება!

მათ ჩვენი სითბო და სიყვარული ჭირდებათ!

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 5 2007, 06:46 PM

ციტატა
მთავარია სულიერად და ფიზიკურად დავეხმაროთ ერთმანეთს, მათ ჩვენი სითბო და სიყვარული ჭირდებათ, ისინი ჩვენს გამო არიან წასულები და იქიდან გვეხმარებიან რითაც შეუძლიათ, გაჭირვებამ მოახდინა მათი ემიგრირება. მე მესმის მათი თუ როგორ ძნელია საქართველოში ცხოვრება!

მათ ჩვენი სითბო და სიყვარული ჭირდებათ!


გაიხარე , კარგი იქნებოდა ყველა შენნაირად რომ აზროვნებდეს, და ემიგრანტებს მოღალატეებს არ უწოდებდეს sad.gif ,

პოსტის ავტორი: d.p თარიღი: Jun 6 2007, 09:39 AM

რა გვჭირდება შენ ხარ ჩემი ბატონი და კაი ჩახუტება, მეობის და სიყვარულის ამბავი და კაი დროსტარება გენაცვალე:

http://imageshack.us

ჩიტი გვრიტი მიფრინავდა ჰოვ რანინააააააააა
მე შროშანი მეეეგონაო ჰოვ რანიიიიიიინაააააა.... ჰეჰეჰე

არადა მართლა ეგ მჭირდება მარა ვინ დაგიჯერებს - რო მიაშლიან ამ პოსტს მერე ნახე შენ..... რაცხა ნამეტანი ხმამაღლა ვფიქრობ ჰეჰეჰე

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 6 2007, 01:24 PM

d.p
yes.gif yes.gif

ნამეტანი..biggrin.gif

მარა მე არ ვიტყვი.....wink.gif

პოსტის ავტორი: natani თარიღი: Nov 29 2007, 12:37 AM

ერთადერთი სითბოა საჭირო ჩემი აზრით აქ მყოპი ქართველებისთვის.

მე ვმუშაობდი ქართულ საკონსულოში როგორც უბრალოდ დამხმარე. იქ ყოველ დღე უამრავი ქართველი მოდს დღესაც. მათ სახეებზე ვატყობ რომ რაგაც სჭირდებათ რაგაც ღვთიური და თბილი, ჩემი აზრით და ასევე ჩემივე გამოცდილების მიხედვით მათ სითბო და ალერსი სჭირდებათ.

ბოდიში თუ ძაან გაუგებარი ვარ smile.gif tongue.gif biggrin.gif wink.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Nov 29 2007, 05:31 PM

ციტატა(natani @ Nov 29 2007, 12:37 AM) *

ერთადერთი სითბოა საჭირო ჩემი აზრით აქ მყოპი ქართველებისთვის.

მე ვმუშაობდი ქართულ საკონსულოში როგორც უბრალოდ დამხმარე. იქ ყოველ დღე უამრავი ქართველი მოდს დღესაც. მათ სახეებზე ვატყობ რომ რაგაც სჭირდებათ რაგაც ღვთიური და თბილი, ჩემი აზრით და ასევე ჩემივე გამოცდილების მიხედვით მათ სითბო და ალერსი სჭირდებათ.

ბოდიში თუ ძაან გაუგებარი ვარ smile.gif tongue.gif biggrin.gif wink.gif



რომელ ქვეყანაში მუშაობდი ქართულ საკონსულოში, შემთხვევით გერმანიაში ხომ არა. იქნებ მიაწვდინო ხმა ამ შემთხვევაში, რომ პასპორტების საქმეს სერიოზულობით მოეკიდონ და უშეცდომოდ შეავსონ. უკვე საკმაოდ ბევრისგან მსმენია რომ ნერვების ფასად უჯდებათ ახალი პასპორტების აღება. ძალიან დიდი გულგრილობაა ამ მხრივ.

მაპატიეთ მხილებისთვის, მაგრამ საქმე ძალიან სერიოზულ მიხედვას საჭიროებს.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 29 2007, 06:21 PM

ხო, ეხლა რა მჭირდება.
ჩურჩხელები მჭირდება აუცილებლააად !!! biggrin.gif
კიდევ კარალიოკი და წაბლი მჭირდებააა!!
კიდევ მჭირდება გოზინაყი!!!
კიდევ მჭირდება ... mail1.gif ჰო, მივიფიქრებ და მივამატებ მერე სიას...






biggrin.gif

პოსტის ავტორი: შაკუნა თარიღი: Nov 29 2007, 07:20 PM

ზეგ მოვდივარ მიუნხნში შემდეგ იტალიაში კონკრეტულად ვენეციასა და ფლორენციაში პიზაც smile.gif თუ ვინმეს შეგიძლიათ მნახოთ დამიკავშირდით და რაც გსურთ წამოვიგებ smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 29 2007, 07:29 PM

შაკუნა
ეხ შაკუნა, მე რო ვერ გნახავ user.gif
კიოლნიდან მიუნხენამდე არის 575 km – about 5 hours 9 mins მანქანით უნდა... ვოტ.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 29 2007, 07:33 PM

საქართველოში წამსვლელი არის ვინმე გერმანიიდან ახლო ხანში? შემეხმიანეთ რა წიგნის გატანება მინდა,არაა მძიმე.

წინასწარ მადლობა.

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Nov 29 2007, 07:41 PM

რეცეპტი მინდა ძალიან...

აი ბლინის პონტში რომ აცხობენ და მერე ხორცის რულეტს რომ აკეთებენ...

ძალიან მინდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Nov 29 2007, 08:43 PM

ციტატა(staywhite @ Nov 29 2007, 06:50 PM) *

სულთანსკები ქვია მაგას მგონი. არაა ძნელი გასაკეთებელი. თუ რამეა გასწავლით smile.gif



ძნელი გასაკეთებელი რა... საჩალიჩო როა ეგ ვიცი... smile.gif

მაგრამ საშობაოდ რამე გემრიელი უნდა გავაკეთო და ამ ოხრებსაც გავასინჯო... თორე ღამე მუსლი დილით ნუთელა შუადღეზე გუფთა... ამოგვივიდა ყელში biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 29 2007, 08:44 PM

გენეზის,

ქინძის ყიდვა შეიძლება ჩინურ ან ტაილანდიურ მაღაზიებში, უხვადაა აქ ეგ მაღაზიები კი იცი, ოხრახუში და სხვა მწვანილეულობა თურქებთან კიდევ,ასევე ხმელი სანელებლებიც აირჩევა თურქებთან, ხმელი ქინძი,წითელი წიწაკა და რაღაც მსგავსები, ჩვენებურების მაგვარი.

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Nov 29 2007, 08:47 PM

ციტატა(staywhite @ Nov 29 2007, 07:44 PM) *

გენეზის,

ქინძის ყიდვა შეიძლება ჩინურ ან ტაილანდიურ მაღაზიებში, უხვადაა აქ ეგ მაღაზიები კი იცი, ოხრახუში და სხვა მწვანილეულობა თურქებთან კიდევ,ასევე ხმელი სანელებლებიც აირჩევა თურქებთან, ხმელი ქინძი,წითელი წიწაკა და რაღაც მსგავსები, ჩვენებურების მაგვარი.



უი... ჩვენთან ჩინური მაღაზია და თურქული არაა huh.gif
ახლა გაიხნსა საშობაო ბაზარი რამღამობით და სეიძლება იქ გაიჩითნონ..



მგონი ყველა სუნელია მარკეტებში მოცემული... მაგრამ ხომ არ გავხსნი და დავყნოსავ... სახელები კიდე არ ვიცი biggrin.gif



პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 29 2007, 08:49 PM

ისე, კულინარიის თემა რომ გაგვეხსნა გვიყვირებენ? ასე საზღვარგარეთ წასულ (უცოლო ან უცხოელი ცოლის მყოლე) ბიჭებს თუ რამე რეცეპტი დაჭირდებათ, გამოიყენებენ. სამარხო რეცეპტებიც კაი იქნება, ახალი წელი მოდის და უფლება მაინც გვაქვს სამარხო არც თუ ისე მოკრძალებული სუფრის. შეიძლება უცხოური სამზარეულო რეცეპტების დაწერა, ბევრისთვის საინტერესო იქნება.

რა სუნელიც გაინტერესებს დაწერე და გეტყვი რა ქვია გერმანულად,არაა პრობლემა, წესით უნდ აიყოს ეგ მაღაზიები მანდ,ყველგანაა, გაიკითხე კარგად.

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Nov 29 2007, 08:54 PM

ჯერ სულტანიკების რეცეპტი მინდა... ძალიან smile.gif

და თუ რამე სანელებელი სჭირდება მაგისი გერმანული დასახელებაც smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 29 2007, 09:18 PM

კაი, მაშინ ასე: (მე "თვალით" ვღებულობ პროდუკტებს, მაგრამ დაახლოებით ასე გამოდის)

2-3 კვერცხი, რძე 2 ჭიქა, ფქვილი მაქსიმუმ 500 გრამი, გატარებული ხორცი 1კგ (hackfleich gemischt, Lydl-ის ყველას ჯობია, 2 ცალი), მარილი, შავი წიწაკა, ხმელი ქინძი, ცოტა ოხრახუში თუ საშუალებაა, 2 საშუალო ზომის თავი ხახვი.

ბლინი (როგორც ფრანგული crepes , მაგრამ უშაქრო):

ავთქვიფოთ კვერცხი, ცოტა მარილი დავამატოთ და ოდნავ შემთბარი რძე, შემდეგ თვალის ზომით ნელნელა ჩავამატოთ ფქვილი, ისე რომ ოდნავ გასქელდეს, რადგან ბლინი თხელი უნდა იყოს, სისქე ცომის როგორ გაგაგებინო არ ვიცი, დაახლოებით ბანანის ნატურალური წვენები რომ იყიდება იმ სითხელის უნდა იყოს, კარგად ავთქვიფოთ, გავაჩეროთ ასე 10 წუთი და მერე კიდევ ერტხელ მოვურიოთ. მანამდე ტაფა უნდა გახურდეს, პატარა ყავის ჭიქაში მოამზადე ზეთი, ძალიან ცოტაა საჭირო. ცხელ ტაფას ოდნავ მოუსვი ეს ზეთი, თუ გაქვს ფუნჟი სამზარეულო უკეთესია იმით მოსმა. დაასხი ცომი ამ ტაფას, მაგრამ ძალიან ცოტა, რაც ძირს დაუფარავს , მერე ატრიალე ტაფა და რაც ზედმეტია უკან გადმოასხი. შეიწვება ეს ბლინი მხოლოდ ერთი მხრიდან, ასე გააგრძელებ ბოლომდე, ცალკე თეფშზე კი ეს ბლინები auf einandern stappeln.

ფარში:

ცხელ ტაფაში ჩავასხათ ზეთი, ძალიანნწვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ, დავამატოთ ხორცი და კარგად მოვშუშოთ, შევკაზმოთ მარილით, წიწაკით და ხმელი სუნელებით, ოხრახუშის შემთხვევაში კი, როცა ეს ფარში დამზადდება, სულ ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. გადმოვდგათ ცოტა გასაცივებლად.

დამზადებული ბლინები ავიღოთ და უმ მხრიდან დავადოთ ფარში, თვალით შეაფასე რაოდენობა, ერთი სუფრის კოვზი ალბათ ან ცოტა მეტი, გააჩნია ბლინის სიდიდეს. შევახვიოთ, ეს გასაგებია როგორ და შევწვათ ან ღუმელში, ან ოდნავ ზეთიან ტაფაზე, gelegentlich umdrehen auf aller seite. და ესაა smile.gif

ბლინები ცოტა სახლაფორთოა, თუ პირველად აკეთებ, მარა რამდენიმე რომც გაფუჭდეს, მერე მაინც გამოვა, მიხვდები მეთოდს, მთავარია ტაფა იყოს ძალიან ცხელი.

არ ვიცი რამდენად წარმატებულად აგიხსენი,მაგრამ ეგებ გამოგივიდესsmile.gif

პ.ს. ქინძს ქვია koriander, ოხრახუში კი petersilien.

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Nov 29 2007, 09:30 PM

staywhite
მადლöბა დიდი

ზეგვე გავაკეთებ... რაღა შობას ვუცადო...
სურათს გადავაღებინებ ვინმეს და დავდებ ფორუმზე smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 29 2007, 09:32 PM

გენეზის 2kiss.gif წარმატებები აბა. სამადლöბელö კი არäფერია .

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 29 2007, 10:08 PM

staywhite
2kiss.gif სანამ მე ვმუშაობდი და გამახსენდა კი დაგიწერია, თან რა დეტალურად.
მარა მე რძის გარეშე წყლითაც გამიკეთებია და თან 1 კვერცხით biggrin.gif.

ნან სოდას არ უშვები ცოტას? რავი მე ვუშვები და არ მიცდია უსოდოთ, იქნებ უკეთესიცაა unsure.gif

მე მაგ ბლინებს ვაცხობ ორივე მხრიდან, პესოკს ვაყრი, ან ნუსპლი, ან თაფლი გადავახვევ და ისე მივირთმევ biggrin.gif biggrin.gif :სლადკაეშკა:
ხორცების და ზეთში შებრაწვების გარეშე.

ნან ფარშში მოხარშული ბრინჯი არ უნდა? თუ მე ხორციანი პერაშკები მოვინდომე უცებ? biggrin.gif




პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 29 2007, 10:13 PM

კატ,

რათქმა უნდა შეიძლება წყალიც, მაგრამ რძე უკეთესია, სოდას არ ვუშობი,თხელი უნდა იყოს მაინც და ისედაც არაა საჭირო, ეგ რუსულ ბლინებს უნდა და ალადიკებს.

ორივე მხრიდან მაშინ ვაცხობ, როცა შენსავით ან შაქრის პუდრას ვაყრი,ან ბავშვები შოკო ან ვანილის კრემით ისურვებენ, ან კიდევ ცხელი მალინის გრუცე და ვანილის ნაყინით.

ერთი მხრიდან ეს ხორცის ბლინები იმიტომ იწვება, მერე მაინც უნდა შეიწვას ხორცს რომ შეახვევ და ასე ჯობია.

მე რასაც ვაკეთებ აქაც და საქართველოშიც რომ ვიყავი, ბრინჯი არ უნდოდა , არ ვუკეთებდით, ისედაც, ბრინჯი მაინც პურეულის პონტში გადის და კიდევ რომ გაახვიო ბლინში რა ვიცი აბა.

პ.ს. მოვიფიქროთ კულინარიის თემა გვინდა თუ არაsmile.gif

პოსტის ავტორი: natani თარიღი: Nov 30 2007, 01:20 AM

iako
არა იაკო. მე ამერიკაში ვარ ეხა და ამერიკის საკონსულოში ვმუშაობდი. აქაც მასეა ისე ხო იცი, ზრზსწორ შევსებაზე რა გითხრა მარა ზარებს ვერ ვპასუხობდით და ყველა გვაგინებდა, მარა დარწმუნებული ვარ იქაც ზუსტად ისეთივე სიტუაციაა როგორც აქ, და სხვათა შორის ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში და ყველას ერთად ხო ვერ დაველაპარაკებოდით და მაგიტომაც მაგრა ცუდ ამბავში ვიყავით, ყველას უნდოდა რო არა მე დამირეკეთ და არა მე და რამე, ჩვენ კიდე 2 კაცი ვიყავით, უჩემოდ კიდევ 1, ასე რომ იაკო მე ნამუშევარი მაქ იქ და მესმის სიტუაცია, ტყუილას ნუ განსჯი აადამიანებს ძალიან გთხოოოვ.

უხეშად არ მიიღო პირიქით:*:*:*:*:* laugh.gif wink.gif smile.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Dec 3 2007, 05:56 PM

natani

ჩემო კარგო განსასჯელად არ დამიწერია. მე რაც მესმის ჩემი ნაცნობებისგან ამხელა გზაზე რომ წაიყვან ადამიანს. საქმეს მოაცდენ და ცალკე ბილეთის ხარჯს გაწევს. დარეკვაზე და დალაპარაკებაზე კი არ არის საუბარი. პასპორტი სწორად შევსებული ხომ უნდა გადასცე სწორი სახელით და გვარით და სწორი თარიღებით.
თორემ ბევრი რომ არის რიგში ეს ჩვენც გვესმის და მართლაც 2 ადამიანი მუშაობს. smile.gif

სამარხვო კერძებზე იყო გახსნილი თემა და საკმაოდ ბევრი რეცეპტიც იდო. ხომ არ მოგვეძებნა და დაგვემატებინა ახლები.

პოსტის ავტორი: d.p თარიღი: Dec 12 2007, 05:36 AM

მჭირდება მჭადი და იმერული ყველი ... ოღონდ ემიგრანტი არ ვარ

პოსტის ავტორი: myami თარიღი: Apr 7 2009, 12:38 AM

გამარჯობათ,
ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა ჩემი თხოვნა აქ, ბევრს შეიძლება სასაცილოდაც კი მოეჩვენოს მაგრამ, რაკი მართმადიდებლები და ქრისტიანები ვართ ალბათ გაგებით მოეკიდებით...
მოკლედ საქმე ასეა, 24-26 აპრილს ანდა წავიდე კიოლნში Weiterbildungsseminar- ზე, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნებოდა, ხო არავინ არის ამ ფორუმზე, რომელიც ცხოვრობს (სტუდენტი, გოგონა) კიოლნში და მასთან შემეძლო ღამის გათენება (Übernachtung), ასევე მინდა დავურთო რომ, არავითარი ცუდი განზრახვა არ მამოძრავებს...

თუ ასთი პიროვნება გამოჩნდება მაშინ მე დავუკადშირდები ტელეფონით

დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Apr 7 2009, 01:58 AM

ციტატა(myami @ Apr 7 2009, 12:38 AM) *

გამარჯობათ,
ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა ჩემი თხოვნა აქ, ბევრს შეიძლება სასაცილოდაც კი მოეჩვენოს მაგრამ, რაკი მართმადიდებლები და ქრისტიანები ვართ ალბათ გაგებით მოეკიდებით...
მოკლედ საქმე ასეა, 24-26 აპრილს ანდა წავიდე კიოლნში Weiterbildungsseminar- ზე, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნებოდა, ხო არავინ არის ამ ფორუმზე, რომელიც ცხოვრობს (სტუდენტი, გოგონა) კიოლნში და მასთან შემეძლო ღამის გათენება (Übernachtung), ასევე მინდა დავურთო რომ, არავითარი ცუდი განზრახვა არ მამოძრავებს...

თუ ასთი პიროვნება გამოჩნდება მაშინ მე დავუკადშირდები ტელეფონით

დიდი მადლობა


ბოდიში, მაგრამ აუცილებლად გოგო უნდა იყოოს? მე მაპატიეთ და რაღაც ნიტოდ ჟღერს biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 7 2009, 01:25 PM

myami
მაია, სოფიკოს (*ალეკოს სოფიკო) და უნდა იყოს კოლნში და დაუკავშირდი სოფიკოს. სამწუხაროდ მისი დის ნომერი მე არ მაქვს.

პოსტის ავტორი: myami თარიღი: Apr 7 2009, 02:27 PM

კველას გილოცავთ ხარებას და დაესწარით მრავალს

მადლობა ნანა...

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Apr 7 2009, 05:33 PM

ციტატა

myami
მაია, სოფიკოს (*ალეკოს სოფიკო) და უნდა იყოს კოლნში და დაუკავშირდი სოფიკოს. სამწუხაროდ მისი დის ნომერი მე არ მაქვს.



მე მაპატიეთ smile.gif რატომღაც ძველი პოსტებიდან მახსოვდა რომ myami ბიჭი იყო, სხვანაირად გავიგე,კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს smile.gif


პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 7 2009, 07:17 PM

subterranean

ციტატა
რას გვილოცავ?

ი, შენ კუდრაჭა biggrin.gif ახლა რა ხდება, დღესასწაულების სახელები მეც მეშლება ან საერთოდ არ ვიცი ქართულად ... ამიტომ ასე თუ შეგვეშალა უცხოეთში მყოფებს , მხოლოდ ტერმინოლოგიის გამო 2kiss.gif მაიამიც სერბულ ეკლესიაში დადის და ცხადია თარგმანში უნებურად შეეშალა, სერბულად ქვია ხარებას -> ბლაგოვესტი smile.gif

პ.ს. ტერმინებზე სულ ვაწუხებ კანონისტს,კაიროსს ან კანუდოსელს biggrin.gif ან სულაც ტერმინოლოგიის თემაში ვსვამ კითხვას , რომ არ გავმაზო smile.gif

S a l l y
ციტატა
მე მაპატიეთ smile.gif რატომღაც ძველი პოსტებიდან მახსოვდა რომ myami ბიჭი იყო, სხვანაირად გავიგე,კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს

ეგ გასაგებია , სალი 2kiss.gif იმიტომ მოგწერე, რომ გოგონაა თქვა smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 8 2009, 12:23 AM

myami
მაია გამარჯობა, ზუსტად მაგ რიცხვებში იმედი მაქვს ერთი ადამიანი მესტუმრება და თუ ვერ ჩამოვა შეგეხმიანები, დაგაბინავებდი.
მაგრამ წინასწარ ვერაფერს გეტყვი sad.gif

პოსტის ავტორი: myami თარიღი: Apr 8 2009, 01:23 AM

კარგი, დიდი მადლობა ხალხო, მადლობა ნანა, სალი და ქეთი

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Apr 18 2009, 07:14 PM

ხალხებოოო, ვინც იცით ქრისტიანოსბის ანაბანა ინგლუსრ ტუნდაც გერმანულ ენაზე მიკარნახეთ რა პასუხი შეკითხვაზე: for what is necessary the candels? Wozu werden die Kerzen in der Kirche verbraucht?

thanks inadvance

პოსტის ავტორი: tamtab თარიღი: May 5 2009, 04:42 AM

Irma<--სამწუხაროდ ეკლესიური პასუხი არ მაქვს სანთლის შესახებ,რომ ვიცოდე ინგლისურად გითარგმინდი აუცილებლადsmile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 5 2009, 04:58 AM

ციტატა
for what is necessary the candels?

Candles play a historic role in the Orthodox Church. Though candles were originally used as a means of lighting, the symbolism of the light of many candles to represent how we as Orthodox Christians are to allow Christ’s light to shine in our own lives remains extant in our worship to the present day.

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: May 5 2009, 03:17 PM

გაიხარე კაიროს

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 2 2010, 02:19 AM

ბავშვის წამლის დასამზადებლად მჭირდება ნამდვილი თაფლი, რომელსაც დედა გამომიგზავნის საქართველოდან. , იქნებ ვინმე მოდიოდეს გერმანიასში და წამომიღოს. გთხოვთ თუ გაქვთ საშუალება, თუ იცნობთ ვინმეს რომელიც მოდის გერმანიაში. ჩემი ტელეფონის ნომერია 0176/46677974 ანა

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 2 2010, 02:23 AM

ბავშვის წამლის დასამზადებლად მჭირდება ნამდვილი თაფლი, რომელსაც დედა გამომიგზავნის საქართველოდან. , იქნებ ვინმე მოდიოდეს გერმანიასში და წამომიღოს. გთხოვთ თუ გაქვთ საშუალება, თუ იცნობთ ვინმეს რომელიც მოდის გერმანიაში. ჩემი ტელეფონის ნომერია 0176/46677974 ანა unsure.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 2 2010, 05:51 PM

rcmena

უფ, არავინ მახსენდება ეხლა რომ მოდიოდეს.
აქ ვერ ნახავ ნამდვილ თაფლს? ბიო მაღაზიებში იქნება ანა, იქ მკაცრად ამოწმებენ და არ იქნება რამე გადარეული.

პოსტის ავტორი: myami თარიღი: Mar 2 2010, 07:30 PM


რამდენი გესაჭორეობა დაახლოებით, მე ახლა გამიმიგზავნეს და ცოტა დაახ. 200 გრამი შემიძლია გიწილადო (ბევრი არც მე მაქვს) თუ წამლისთვის სასწრაფოდ გჭირდება...

ჩემი ნაცნობი დადის ხოლმე საქართველოში, რუსთავიდან, ახლა აქ არის ეს კაცი და წავა დაახლოებით 10 დღეში ალბათ უკან, და მალევე დაბრუნდება და შემძლო მისთვის მეკითხა..


პოსტის ავტორი: myami თარიღი: Mar 2 2010, 07:45 PM

მოლკედ მე ვიგულისხმე თაფლის ქილა, რომლითაც მაგალიტად Alnaturashi an DM(Alnaturapoduktion) იყოდება, ახლა დავხედე და 500 გრამიანი ყოფილა, მე 200 მეგონა,

თუ ამდენი საკმარისი იკნება შემიძლია გიწილადო

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 2 2010, 10:45 PM

დიდი მადლობა პასუხებისთვის smile.gif იქნებ შემეხმაურო, როცა შშენი ნაცნობი ცამოვა უკან. rolleyes.gif

rolleyes.gif არა გმადლობ, არ შეწუხდე myami. იქნებ წამომიღოს იმ ნაცნობმა თუ შეძლებს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 3 2010, 05:46 AM

ანას მგონი უკვე უპასუხეს...

ახლა ჩემს დოიჩლანდელ ქართვლებთან ერთი კითხვა მაქვს, გვყავს თუ არა ვინმე ბერლინელი და თუ არა, იცით თუ არა ქართული წირვების შესახებ ბერლინში?

დანქე-თი;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 4 2010, 12:07 AM

ბერლინში ატარებდა ქართულ წირვას მამა თამაზი მიუნხენიდან.

მაგრამ ეხლა სხვა მოძღვარი ჩადის მე რამდენადაც ვიცი. მოვიკითხავ ჩემსკენ თუ ვინმემ რაიმე იცის ამის შესახებ.

პოსტის ავტორი: myami თარიღი: Mar 4 2010, 01:51 AM

კარგი, როგორც გინდა, ჩემს ნაცნობს ვკითხავს, ის ახლა კიონლშია, და სუსტად არ ვიცი როდის წავა საქართველოში და იქიდან როდის დაბრუნდება, დავეკითცები და პასუხს გაგაგებინებ...

ისე თქვენ/ შენ ტერიოტორიულად სად ცხოვრობ (თ) აქ გერმანიაში? და საქართველოდან სადან უნდა გამოგიგზავნონ? ჩემი ნაცნობი რუსთაბელია, ამიტომ რუსთავი ან თბილისი იქნება მოსახერხებელი.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 4 2010, 02:19 AM

მადლობა და დაწერე რა მერე სად ჩადის და როგორ ხდება, ერთი ახლობელი მყავს და მისთვის მინდა...

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 6 2010, 09:49 PM

KAIROS

გავიგე ბერლინის ეკლესიის მისამართი.
ქართულ წირვას ისევ მამა თამაზი ატარებს. მოძღვარი, რომელმაც მამა თამაზი შეცვალა, საქართველოში დაბრუნებულა.

მისამართს გერმანულად დავწერ.

Holzmann straße 38
12099 berlin

ortsteil: Tempelhof

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 7 2010, 05:31 AM

დანქე smile.gif
ისე როდის ატარებს ეგ არ ვიცით ხომ?
საიდან შეიძლება გაგება?

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 7 2010, 03:49 PM

გერნ გეშეენ biggrin.gif

თვის მესამე ან მეოთხე შაბათს. პირველ შაბათს ჩვენთან არის, მეორე შაბათს ფრანკფურტში.

დავრეკავ მამა თამაზისთან, მხოლოდ დღეს არა, წირვაზე იქნება.


პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Mar 7 2010, 07:05 PM

ციტატა(iako @ Mar 7 2010, 03:49 PM) *

გერნ გეშეენ biggrin.gif

თვის მესამე ან მეოთხე შაბათს. პირველ შაბათს ჩვენთან არის, მეორე შაბათს ფრანკფურტში.

დავრეკავ მამა თამაზისთან, მხოლოდ დღეს არა, წირვაზე იქნება.


თვის პირველი შაბათი: წირვა შტუტგარტში
თვის მეორე შაბათი: წირვა ფრანკფურტში
თვის მესამე შაბათი: წირვა ბერლინში


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 8 2010, 06:04 AM

ციტატა
თვის მესამე შაბათი: წირვა ბერლინში

ვა, რა კარგია ე.ი. ეს გადაწყვეტილი ამბავია ხომ? რამე რომ იყოს მიუნჰენის ვებ.გვერდზე ხომ არ დევს ესეთი ინფოები? ბარემ შევადგენ ყველაფერს და გადავაგზავნი ბერლინში,
მადლობა!

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Mar 8 2010, 01:27 PM

პროგრამული კოდი
ვა, რა კარგია ე.ი. ეს გადაწყვეტილი ამბავია ხომ? რამე რომ იყოს მიუნჰენის ვებ.გვერდზე ხომ არ დევს ესეთი ინფოები? ბარემ შევადგენ ყველაფერს და გადავაგზავნი ბერლინში,
მადლობა!  

სამწუხაროდ ვებ-გვერდი არ არის დახვეწილი, მამაოს დაველაპარაკები ამ საკითხზე, რომ გვერდი დაიხვეწოს.

ასე იყო დაგეგმილი, რომ ბერლინში სხვა მოძღვარი უნდა ყოფილიყო და მუდმივად ეწირა. ჩამოვიდა კიდევაც ერთი მოძღვარი, თუმცა სამწუხაროდ რატომღაც ვერ მოხერხდა მისი დარჩენა და უკან დაბრუნდა. ამიტომ ისევ მამა თამაზი ჩადის ბერლინში და სწირავს თვეში ერთხელ.
არა და ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბერლინთან მიმართებით. ადრე მამა ლაზარე უნდა დარჩენილიყო იქ, მაშინაც ვერ მოხერხდა. ახლა ეს ახალი მოძღვარი.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 8 2010, 03:20 PM

ზურა

კარგია შენ თუ დანამდვილებით იცი. აღარ დამჭირდება მამაოსთან დაკავშირება.

ბერლინის მისამართს დავდებ ქვეთავში: ქართული ეკელსიები და სამრევლოები.


ჩევნი, შტუტტაგრტის ეკლესიის მისამართი შეიცვლება აპრილის ბოლოს. ჯერ ჩვენ თვითონაც არ ვიცით სად ვიქნებით. რადგან ის შენობა სადაც ეხლა ვიმყოფებით გაიყიდა და დაცლა მოგვთხოვეს.

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 15 2010, 01:01 PM

მე ზალცგიტერ-ში ვცხოვრობ. მშობლები თბილისში ცხოვრობენ.

და რათქმაუნდა "შენ".... ;-)

პოსტის ავტორი: myami თარიღი: Mar 15 2010, 03:13 PM

გამარჯობა რწმენა,


მე მანჰაეიმში ვზხოვრობ ჯერ-ჯერობით, დგეს უნდა შემხვდე იმ ჩემს ნაცნობს და მომწერე შენი მშობლების მისამართი და კორდინატები, რომ იქიდან გამოატანონ მას თაფლი, მე მას დგეს ვეტყვი და მის კორდინატებასაც გაცნობებ,

აბა კარგად

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Mar 16 2010, 11:27 PM

გამარჯობათ ხალხებო,
ზეთისცხებანი შაბათ-კვირას (აღდგომამდე რა თქმა უნდა) თუ იცით სადმე: მანჰაიმი, შტუტგარტი, ფრანკფურტ/ბონნ, კარლსრუეს, საარბრუკენ ან ჰეიდელბერგის მიდამოებში biggrin.gif გამიხარდება ძალიან, თორემ მეორე წელია დავრჩი დიდ მარხვაში უზიარებელ/უცხებელი sad.gif
კეთილი სურვილებით
ირმა

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 17 2010, 12:02 AM

ირმა,

ჩვენთან ამ კვირას არის ზეთისცხება, შემეშალა შაბათი რომ გითხარი. მეორე რუსულ ეკლესიაში არ ვიცი, გავიგებ.

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Mar 17 2010, 07:12 PM

sad.gif((( აუუუ ამ შაბათ-კვირას რომ ვერ მოვახერხებ sad.gif(((

პოსტის ავტორი: myami თარიღი: Mar 18 2010, 02:01 AM

ირმა,


მანჰიმის რუსულ ეკლესიაში ყოველ შაბათის მწუხრზე (იწყება) 5 საათზე და ასე 7:15 მთავრდება არის ზეთის ცხება, თუ ამ ზეთის ცხებას გულისხმობ, შეგიძლია მოხვიდე.

ისე მეც მაინტერესებდა, როდის არის შტუტგარტში შვიდ გზის ზეთის ცხება ან ბადენ-ბადენში ან ფრანკფურტში, ხო არავი იცით?
მ.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 18 2010, 12:44 PM

myami

შტუტტგარტში არის ამ კვირას 7 გზის ზეთისცხება წირვის შემდეგ დაახლოებით 13:00 საათზე.
თუ გაინტერესებს დავდებ მისამართს რუსული ეკლესიისას.


პოსტის ავტორი: myami თარიღი: Mar 18 2010, 06:14 PM

იაკო,


კი თუ შეგიძლია დადე ეკლესიის მისამართი სტუტგართში

ისე ასე ადრე რატომ არის?
მ.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 18 2010, 10:35 PM

myami

არც ადრე არ არის. ეს თან უკვე მეორედ ჩატარდება, მათთავის ვინც პირველს ვერ დაესწრო.


Neue Starße 176
Stuttgart

Von Hauptbahnhof Bus 40-Richtung Wagenburgstraße, ბოლო გაჩერებაზე

umsteig auf den Bus 45-Richtung Buchwald ბოლო გაჩერებაა.

ეკლესია განთავსებულია 2 სართულიან შენობაში, მეორე სართულზე.

პოსტის ავტორი: myami თარიღი: Mar 19 2010, 12:17 AM

იაკო,

მადლობა ინფორმაციისთვის...

მეც მთლად ზუსტად არ ვიცი ჩამოვალ თუ არა, მაგრამ შენ თვითონ სტუტგარტში ხარ თუ შენც მატარებლით ჩადიხარ, თუ ასეა შეგვეძლო ერთადაც წავსულიყავით, მე მანჰეიმში ვარ

აბა კარგად
მ.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 19 2010, 01:11 AM

მე შტუტგარტში ვცხოვრობ.მაგრამ კვირას ვერ მოავხერხებ წირვაზე წასვლას. ზეთისცხების მერე შეგვხვდები, თუ ჩამოხვალ.

პოსტის ავტორი: myami თარიღი: Mar 19 2010, 03:18 PM



იაკო მადლობ,


მე რატომგაზ მეგონა, რომ შენ კაიზერსლაუტერიდან მიდიოდი სტუტგარტში, სუსტად არ წიზი თუ ჩამოვალ მაგრამ თუ დააპირე ჩამოსვლა შაბათს საგამოს გაგაგებინებ.

ისე შენ ხო არ იცი იმ მეორე ეკლესიაში (მეორე ეკლასიაც არის ხო რუსსული სტუტგარტში) როდის არის 7 გზის ზეთის ცხება.


კეთილის სურვილებით
მ.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 20 2010, 12:13 AM

myami

კაიზერსლაუტენიდან არის ირმა. მე არ ვიცი მოახერხებს თუ არა ჩამოსვლას.

მეორე რუსულ ეკლესიაში ვიკავი რომ მეკითხა , მაგრამ დაკეტილი დამხვდა. დაფაზე, გარეთ არ ქონდათ მითითებული საერთოდ 7 გზის ზეთისცხება.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)