IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ათონის მთა
:_მარიამი_:
პოსტი Jul 27 2006, 01:18 PM
პოსტი #1


gvirila_mari
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 441
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 8



IPB-ს სურათი

შეიძლება ფოტო არ არის ხარისხიანი, მაგრამ მაინც.. ათონის მთაა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
lado s
პოსტი Feb 16 2007, 04:59 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



დასასრული:

50-იან წლებში ათონის მთა მწვავე და საშიშ კრიზისს განიცდის განუსაზღვრელი შედეგით. ამის მიზეზი ბევრია, როგორც გარეგანი, ასევე შინაგანიც. წმ. მთა თავისი განცალკევების მიუხედავად, მაინც სამყაროს ნაწილია. ის, რაც ხდება მის გარეთ, აირეკლება ათონის ცხოვრებაში. მისი კრიტიკული მდგომარეობის ყველაზე მკვეთრი გამოხატულება, რა თქმა უნდა, ბერმონაზვნური დასახლებების სწრაფი კლებაა. მიმდინარე საუკუნის დასაწყისში, პირველ მსოფლიო ომამდე ათონზე თითქმის 10000 ბერი იყო. ახლა მათი რიცხვი 2000-ზე ნაკლებია. თავის მხრივ ეს რიცხვი (2000) ჯერ კიდევ არ არის ძალიან ცოტა. წარსულში, მაგ. XVI-XVII სს-ში ამავე რაოდენობის მოსახლეობა ხშირად ყოფილა ათონზე. მხოლოდ თავდაპირველად (X-XII სს) და XVIII ს-ის მეორე ნახევარში საბერძნეთში მომხდარ 1821 წლის ამბოხებამდე აღწევდა ბერების რაოდენობა წმ. მთაზე 10000 და მეტს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ბერების რაოდენობის კლების სიჩქარე ამაღელვებელია. ამ მოვლენის მიზეზებში ზოგიერთი უფრო გარეშე და პოლიტიკურიცაა. ახლახან მომხდარი ისტორიული მოვლენების ფონზე ათონი მართლმადიდებლური სამყაროს უდიდეს ნაწილს მოწყდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ათონი ჩამოცილდა რუსეთს, ხოლო ბალკანეთის მართლმადიდებელ ქვეყნებს, გარდა საბერძნეთისა – მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოყოლებული. საბერძნეთის მმართველობის პოლიტიკამ ეროვნულ უმცირესობასთან მიმართებაში, კიდევ უფრო გააძლიერა წმ. მთის იზოლაციის პროცესი. დიდი სირთულეები შეექმნათ ათონის მონასტრებში ბერად აღკვეცის მსურველ არაბერძნული წარმომავლობის პირებს.
ისტორიის განმავლობაში ათონი არასდროს ყოფილა და არც შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ერის საკუთრება. ის ყოველთვის იყო ხელმისაწვდომი ყველა ეროვნების მართლმადიდებელთათვის, როგორც მონაზვნობის მსოფლიო მართლმადიდებლური ცენტრი. აქ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წარსულში ქართველების უდიდესი როლი ათონზე, ისევე როგორც სერბებისა თავიანთი ისტორიული ხილენდარის მონასტრით XIII-XVI სს-ში და რუსებისა XIX ს-ში. თითოეულმა ამ ერმა დიდი სულიერი და კულტურული წვლილი შეიტანა ათონის აყვავებაში და იმავდროულად არ წაურთმევია მისთვის უპირატესი ბერძნული ხასიათი. მხოლოდ ერთი ერით შემოფარგლული ათონი დაკარგავდა თავის მსოფლიო მართლმადიდებლური ცენტრის მნიშვნელობას და მალე დაკნინდებოდა. ათონზე მოსახლეთა შემცირების იგივე პროცესი, სინამდვილეში ბერძნულ მონასტრებშიც მიმდინარეობდა, თუმცა უფრო ნელი ტემპით. დღევანდელ დღეს ათონზე მოღვაწე პიროვნებების რაოდენობა არ არის საკმარისი. ამის გარდა ბოლო წლებში შეიმჩნევა ბერების საკმაო რაოდენობა, რომლებსაც სურთ წავიდნენ ერში საეკლესიო საქმიანობისათვის. რა არის ამ სამწუხარო მოვლენის მიზეზი, რომელსაც წარსულში არ უარსებია? უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს სულიერი ცხოვრების საერთო დასუსტება და მორწმუნეების მიდრეკილება უფრო მეტად მისიონერული ღვაწლისკენ, ვიდრე მჭვრეტელობითი ცხოვრებისაკენ. ათონის სამონასტრო ტიპიკონის ასკეტურ სიმკაცრეს რთულად ეგუებიან თანამედროვე ადამიანები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც გათამამებულია თანამედროვე კომფორტით. შესამჩნევია აგრეთვე ზოგადად სულიერი წინამძღვრობის და კერძოდ ზოგ მონასტერში მორჩილების სწორი აღზრდის უკმარისობა. კანონიკური წყობიდან და წმ. მამების ჭეშმარიტი გადმოცემებიდან გადახვევა, რომელიც არის ათონის ახალ იურიდიულ ორგანიზაციაში, ხელს უწყობს დიდ უსამართლობას, რაც ძალიან ცუდად აისახება მონაზვნურ ცხოვრებაზე (მაგ. დამოკიდებულება იდიორითმულ მონასტრებში სხვადასხვა კლასის ბერებს შორის; “გაბატონებულ” მონასტრებსა და მათდამი “დაქვემდებარებულ” სენაკებსა და სკიტეებს შორის). ათონზე საღვთისმეტყველო განათლების არარსებობა და სირთულეები, რომლებსაც აწყდებიან მეცნიერები, როდესაც სურთ მონასტრებში საღვთისმეტყველო საქმიანობას მიუძღვნან თავი, არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ათონის მონაზვნობას ძირითადად 50 ან 60 წელს გადაცილებული ხანდაზმული ადამიანები შეადგენენ. ახლა რთულია იპოვო ვინმე ოცდაათ წელზე ნაკლები ხნის. ასეთები საერთოდ აღარ არიან არაბერძნულ მონასტრებში. ახალგაზრდა შრომისუნარიანი ბერების არარსებობა უდიდეს სირთულეებს ქმნის მონასტრების საეკლესიო მსახურების და საერთოდ სამონასტრო სამუშაოების შესრულებაში. ამ მოვლენის (ანუ ახალგაზრდა ბერების არარსებობა) არასასურველი სულიერი შედეგები კიდევ უფრო მძიმეა იმ მხრივ, რომ სამონასტრო ცხოვრება უსიცოცხლო, უმოქმედო, დაცემული ხდება. თითქმის იგივე შეიძლება ითქვას განათლებული ხალხის არარსებობაზე. რა თქმა უნდა, მართლმადიდებლური მონაზვნობა არასდროს არ უყურებდა მეცნიერებას და განსწავლულობას, როგორც მიზანს ან არსებით მხარეს, ან სულაც როგორც გამართლებას მონაზვნური ცხოვრებისა. ის ყოველთვის ღია იყო ყველა მდგომარეობისა და განათლების დონის პიროვნებებისათვის. ძმებისთვის არასდროს ყოფილა განსხვავება განათლებულ და გაუნათლებელ ადამიანებს შორის. ასეთი მიდგომით აღმოსავლელი მონაზვნები უფრო უახლოვდებიან ადრეული მონაზვნობის ჭეშმარიტ სულს, ვიდრე ზოგიერთი მონაზვნური ორდენები დასავლეთში, რომლებიც განასხვავებდნენ “მამებს” და “ძმებს”, რაც ძირითადად განათლების დონის სხვაობას ემყარებოდა. მიუხედავად ამისა, როცა მონაზვნური ძმობა თითქმის მხოლოდ გაუნათლებელი ადამიანებისაგან შედგება, მაშინ ეს არ შეიძლება იყოს ხელსაყრელი სულიერი ცხოვრებისათვის. ჭეშმარიტი მონაზვნური გადმოცემების შენარჩუნების აზრით ამას შეიძლება საშიში შედეგებიც მოჰყვეს. როგორი შესანიშნავი პირობები იყო ძველად, როცა ათონზე ასე ბევრი მაღალკულტურული ადამიანის დათვლა შეიძლებოდა!
მიუხედავად ზემოთქმულისა, ათონს უცვლელად უჭირავს თავისი ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში. ის ერთადერთია, სადაც აღმოსავლეთის უძველესი მონაზვნური გადმოცემა ჩვენს დრომდე მოყოლებული ჯერ კიდევ წარმოადგენს ცოცხალ ადამიანურ სინამდვილეს. აქ ის ბატონობს უცვლელად და თავის განსაკუთრებულ დაღს ასვამს ამ მხარეს. ის არის ერთადერთი ადგილი, სადაც სრული საეკლესიო წლის განმავლობაში ტარდება ბიზანტიური ღვთისმსახურება მთელი მისი სიმდიდრითა და სილამაზით. სამრევლო ეკლესიებში და ათონის გარეთ არსებულ მონასტრებშიც კი ჩვენ შეგვიძლია, ჩვეულებრივ, სრული მართლმადიდებლური ღვთისმსახურების მხოლოდ ფრაგმენტების ხილვა. წმიდა მთა ერთერთია იმ მცირერიცხოვან ადგილთა შორის, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის ისეთი დიდი ასკეტებისა და მისტკიოსების სწავლებები, როგორებიც იყვნენ მაკარი დიდი, წმ. იოანე კიბისაღმწერელი, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და სხვ. წარმოადგენენ არა მხოლოდ თეორიული შესწავლისა და ზოგიერთი მეცნიერ-სპეციალისტის კვლევის საგანს (პატროლოგების და ბიზანტოლოგების), არამედ რეალობის ცოცხალ სულიერ გადმოცემას, რომელიც განიცდება მთელი ჩვენი არსებით და ჭეშმარიტად არის სულიერი საარსებო პური. მე მახსენდება საუბარი ერთ გერმანელ პროფესორთან ათონზე. მან მკითხა, თუ რომელ წიგნებს კითხულობენ უფრო მეტად ჩვენი ბერები. პასუხად მე ბევრი ასკეტი მწერალი და მათ შორის წმ. იოანე კიბისაღმწერელი დავასახელე. “როგორ, – გაოცებით წამოიძახა პროფესორმა, – ჩვენთან მხოლოდ ძალიან ცოტა მაღალგანათლებულ ადამიანს შეუძლია ისეთი ავტორების წიგნების კითხვა, როგორიც იოანე კიბისაღმწერელია. თქვენი ბერები ძალიან განსწავლულები უნდა იყვნენ”. პროფესორს არ შეეძლო გაეგო, რომ როცა ვინმე ეკლესიის ცოცხალ გადმოცემას ეკუთვნის, მისთვის აღარ არის დიდი თეორიული ცოდნა საჭირო იმისათვის, რომ ჩაწვდეს ამ გადმოცემის გამომხატველ ნაწერებს. და მართლაც, ათონის ბევრ უსწავლელ ბერს ესმის და კითხულობს მშვენივრად არა მარტო კიბისაღმწერელს, არამედ ისააკ ასურს, სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველსა და სხვა მამებს...
იმისთვის, რომ ღირსეულად შეაფასო ამ მოვლენის მთელი მნიშვნელობა, უნდა გახსოვდეს, რომ თანამედროვე მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა უმრავლესობისთვის თითქმის სრულიად უცხოა ასკეტური გადმოცემა. მართლმადიდებლური მისტიციზმის მიმართ ისინი იმ თეორიულ ინტერესსაც არ ამჟავნებენ, რომელიც ხშირია დასავლეთის მეცნიერებში. არცთუ იშვიათად მათ არ იციან სახელებიც კი იმ დიდი მისტიკოსებისა, რომლებიც წმინდანად შერაცხა მართლმადიდებელმა ეკლესიამ. სამწუხაროდ, თითქმის იგივე შეიძლება ითქვას ზოგიერთ თანამედროვე ქრისტიანულ მოძრაობაზე საბერძნეთში და ვფიქრობ, სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებშიც. მე ვგულისხმობ ისეთ მოძრაობებს, რომლებიც თავიანთ ყურადღებას მისიონერულ სამუშაოზე, ქადაგებასა და საერთოდ სამოღვაწეო ცხოვრებაზე ამახვილებენ. ეჭვგარეშეა, რომ მათ დიდი და ღირებული შრომა გასწიეს ამ სფეროში, მაგრამ გაუცხოება მართლმადიდებლური სულიერი გადმოცემის, გონებითი ლოცვისა და საერთოდ მჭვრეტელობითი ცხოვრების მიმართ, რამდენადმე ზედაპირულ ელფერს აძლევს ყველა ამ მოძრაობას. ეს ყოველივე ბევრ მათ ახალგაზრდა და გულწრფელ წევრს სულიერად დაუკმაყოფილებელს ტოვებს. მახსოვს, ათონის მთის ყოფილი ბერი, ახალგაზრდა დიაკონი ათენში, ჩიოდა იმ სულიერი სიცარიელის გამო, რომელსაც ის განიცდიდა თავისი საქმიანობით მსგავსი ქრისტიანული მოძრაობის წევრად ყოფნისას. “და რაც ყველაზე ცუდია, – დაუმატა მან, – არცერთ ჩვენს ხელმძღვანელს ჩემი არ ესმის”. მას ძალიან სურდა ათონზე დაბრუნება. უეჭველია, რომ თანამედროვე ქრისტიანული მოძრაობის და მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი გადმოცემების უფრო მჭიდრო კავშირი ბევრ რამეში დაეხმარებოდა ამ მოძრაობებს ხალხში სულიერი ხელმძღვანელობის და აღსარების აღდგენაში. ათონს აქაც შეეძლო მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა.
ასკეტური გადმოცემის უბრალო შენახვაზე მნიშვნელოვანი მისი სულიერი ნაყოფია. ერთი სიტყვით, ეს ნაყოფი შეიძლება განისაზღვროს, როგორც სულიწმიდის მადლით მიღწეული სიწმინდე, რაშიც მდგომარეობს ჭეშმარიტება მონაზვნური ცხოვრებისა. მაგრამ ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა ჩვენს დროში იპოვო სიწმინდე ათონზე? თანამედროვე ადამიანისთვის ძალიან ძნელია ამ კითხვაზე ობიექტური პასუხის გაცემა. დასკვნა ეკლესიამ უნდა გააკეთოს. მე კი, თავს უფლებას მივცემ, რამდენიმე სიტყვით გამოვხატო ჩემი პირადი აზრი. ახლაც კი ათონზე ბევრი მაღალი სულიერებისა და ჭეშმარიტი სიწმინდის ადამიანი ცხოვრობს. იქ ცხოვრების წლებში მე სხვადასხვა ეროვნების ბერებს შევხვდი, რომლებმაც ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინეს მათში ცხადად არსებული სულიწმიდის მადლით. ეს ფაქტი ჩემთვის ეჭვგარეშეა. მე მხოლოდ დავამატებ, რომ ათონის გარდა მე არსად შემხვედრია სულიწმიდით ასე ნათლად გაბრწყინებული ადამიანები. მონაზონი მამები, რომლებსაც მე ვგულისხმობ, მონაზვნური ცხოვრების სხვადასხვა სახეს მიეკუთვნებიან, – ესენი არიან როგორც საერთო საცხოვრებელ მონასტერში მცხოვრებნი, ასევე განდეგილები. სულიწმიდით აღვსილი წმ. მამის მაგალითად შემიძლია მივუთითო პანტელეიმონის მონასტრის ბერზე – მამა სილუანზე, რომელიც 1938 წ. გარდაიცვალა. მთელი მისი ცხოვრება აღბეჭდილია სიწმინდით, რომელიც მის უდიდეს თავმდაბლობასა და ადამიანთა სიყვარულში გამოიხატა. ვფიქრობ, ეს იყო ერთადერთი ადამიანი ჩემს ნაცნობებში, რომელიც არასდროს განიკითხავდა მოყვასს. მას, უეჭველად, ჰქონდა ძალიან მდიდარი სულიერი სამყარო, ფლობდა უწყვეტი გონებითი ლოცვის ნიჭს. წარმომავლობით ის იყო გლეხი, ყოველგვარი მაღალი განათლების გარეშე. მან დიდი სულიერი სიბრძნე მოიხვეჭა. ამაში ყველა დარწმუნდა, ვისაც მასთან ურთიერთობის საშუალება ჰქონდა. ის იყო ერთ-ერთი სულიერი მამა, რომელსაც შეეძლო ეთქვა თითოეულისათვის ის, რაც მისთვის იყო საჭირო. მისი სიკვდილის შემდეგ დარჩა ბერის ჩანაწერები, რომლებშიც მოჩანს მისი სულიერი ზრახვები და გამოცდილება. შესაძლოა მისი წერის ენა ხანდახან არაოსტატურია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიდ გავლენას ახდენს მკითხველზე თავისი ჭეშმარიტებით და სრულიად განსაკუთრებული ხასიათით. არც თუ იშვიათად ის წმ. მამების ძველი მისტიკური ნაშრომების სიმაღლეს აღწევს. მასთან ურთიერთობით ბევრმა განიცადა მადლმოსილი გავლენა, რომელმაც საფუძვლიანად შეცვალა მათი შემდგომი ცხოვრება.
საბოლოოდ ვიტყვი, რომ ათონის ჭეშმარიტი მნიშვნელობა უპირველეს ყოვლისა მდგომარეობს იმაში, რომ შვას სიწმინდის ისეთი მოვლენები, როგორიც იყო სხვა მამებს შორის ეს ნეტარი ბერი სილუანი. და სანამ ეს პროცესი გრძელდება, წმ. მთის არსებობა სრულიად გამართლებულია და დიდი მნიშვნელობის მატარებელია მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში.

ათონის წმ. პანტელეიმონის მონასტერი, 1952 წ.
შემოკლებული თარგმანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
gvirila_mari   ათონის მთა   Jul 27 2006, 01:18 PM
gvirila_mari   http://b.foto.radikal.ru/0607/110a8a1cdb1c.jpg   Jul 27 2006, 01:29 PM
gvirila_mari   http://c.foto.radikal.ru/0607/bbdd9e0bc50c.jpg   Jul 27 2006, 01:44 PM
ellada   ყოჩაღ გვირილა მარი...   Jul 27 2006, 02:26 PM
gvirila_mari   http://d.foto.radikal.ru/0607/c30dd333d6e4.jpg   Jul 27 2006, 02:29 PM
mnate   ეს თუ მეხსიერება ა...   Jul 27 2006, 02:29 PM
gvirila_mari   mnate დასახელება ნამდ...   Jul 27 2006, 02:35 PM
gvirila_mari   http://c.foto.radikal.ru/0607/8f64d4bb8cb6.jpg   Jul 27 2006, 03:03 PM
gvirila_mari   http://c.foto.radikal.ru/0607/d4907e2d0dc8.jpg   Jul 27 2006, 03:34 PM
მარიამი   ეს ბოლო რუსული პან...   Jul 27 2006, 04:28 PM
gvirila_mari   ესეც ათონელი კუ http://c...   Jul 27 2006, 05:07 PM
მარიამი   ამობენ, ათონზე მდე...   Jul 27 2006, 05:36 PM
კანუდოსელი   ამობენ, ათონზე მდე...   Aug 1 2007, 11:54 AM
gvirila_mari   http://c.foto.radikal.ru/0607/5314fcfc4295.jpg   Jul 27 2006, 05:39 PM
მარიამი   [size=2]ჩვენი ივერონი [img...   Jul 27 2006, 06:16 PM
gvirila_mari   მარიამი შენ გაიხა...   Jul 27 2006, 06:30 PM
mnate   კი მემგონი ასეა :)   Jul 27 2006, 06:42 PM
solomony   კარგია აი კიდე :D   Jul 31 2006, 04:58 AM
ალექსანდრე   დოქიარის მონასტრი...   Jul 31 2006, 05:25 PM
ალექსანდრე   გრიგორიუსის მონას...   Jul 31 2006, 05:41 PM
ალექსანდრე   წმიდა პანტელეიმონ...   Jul 31 2006, 06:13 PM
salome   [img]http://d.foto.radikal.ru/0607/8067414f279c....   Aug 12 2006, 05:36 PM
ალექსანდრე   http://d.foto.radikal.ru/0608/dc12086761ac.jpg   Aug 5 2006, 03:35 AM
salome   http://d.foto.radikal.ru/0608/3ffee236dfae.jpg ...   Aug 11 2006, 06:23 AM
mnate   საშინელებაა, გამა...   Aug 11 2006, 10:21 AM
salome   http://d.foto.radikal.ru/0608/90785c82dd22.jpg ...   Aug 12 2006, 11:38 AM
mnate   salome :( ათონზე რა სიამ...   Aug 12 2006, 12:08 PM
salome   salome :( ათონზე რა სიამ...   Aug 12 2006, 12:09 PM
salome   http://b.foto.radikal.ru/0608/afe1a20c1446.jpg ...   Aug 12 2006, 11:42 PM
salome   http://b.foto.radikal.ru/0608/13e4e3c13e5b.jpg ...   Aug 14 2006, 12:53 PM
Irine   რა ლამაზი ფოტოებია...   Aug 21 2006, 11:53 PM
gabo   რა ლამაზი ფოტოები...   Jan 30 2008, 04:04 PM
lashka   ათონის მთის შესახე...   Sep 30 2006, 09:19 PM
Solomonia   ვათოპედის მონასტე...   Oct 21 2006, 10:42 PM
Solomonia   კარიესი. http://g.foto.radikal.ru/0...   Oct 21 2006, 11:13 PM
marine   რამდენიმე წლის წინ...   Nov 3 2006, 12:49 PM
კანონისტი   marine http://www.inathos.gr/athos/en/athos.asp?m...   Nov 3 2006, 03:36 PM
marine   უღრმესი მადლობა მი...   Nov 3 2006, 04:40 PM
ალექსანდრე   marine ვირტუალურად სა...   Nov 3 2006, 04:47 PM
marine   marine ვირტუალურად სა...   Nov 6 2006, 02:19 PM
Sotiris   ამ საიტზე ნახავთ ვ...   Nov 6 2006, 09:39 PM
ალექსანდრე   marine გამარჯობა :) ეს ს...   Nov 7 2006, 12:47 AM
Tornike Lobzhanidze   marine გამარჯობა :) ეს ს...   Oct 24 2007, 10:59 AM
ალექსანდრე   ათონის მთის შესახე...   Nov 14 2006, 05:09 AM
მხევალი ნინო   ათონის მთის საიტზე...   Jan 10 2007, 05:00 PM
irak   www.samegrelo.ucoz.ru ქართვე...   Feb 1 2007, 12:10 AM
lado s   მღვდელმონაზონი ბა...   Feb 16 2007, 04:07 PM
lado s   დასასრული: 50-იან წლ...   Feb 16 2007, 04:59 PM
მხევალი ნინო   ამ მოძღვარის გარდა...   Feb 20 2007, 01:20 PM
geller04   მხევალი ნინო დიდი ...   Feb 25 2007, 04:32 AM
Zeskvi_ucha   დღეს მოვუსმინე საპ...   Mar 1 2007, 02:25 AM
მხევალი ნინო   geller04 არც მამა პეტრ...   Mar 1 2007, 10:44 AM
mariami-k   http://img329.imageshack.us/img329/1942/qsenofonte...   Mar 24 2007, 03:41 PM
Cotne   მაგარი სურათებია   Apr 1 2007, 06:23 PM
კანონისტი   დღეს ათონის წმინდა...   Apr 10 2007, 06:02 PM
mariami-k   კანონისტი ამინ!   Apr 11 2007, 10:30 AM
ალექსანდრე   ივერონი http://t.foto.radikal.ru/07...   Apr 13 2007, 03:50 AM
ალექსანდრე   ივერონი http://u.foto.radikal.ru/07...   Apr 13 2007, 06:32 AM
ჯამბაკური   http://u.foto.radikal.ru/0704/4c/0d99005d28db.j...   May 17 2007, 01:36 AM
ალექსანდრე   ეს ხომ ქართველი ბე...   May 17 2007, 03:36 AM
du_du_na   http://s.foto.radikal.ru/0705/a3/160984354e25.jpg ...   May 4 2007, 05:22 AM
კანონისტი   du_du_na რა ევრორემონტ...   May 17 2007, 12:15 PM
gio_giorgi   i[font=Arial][size=1] kidev atoni   May 17 2007, 01:35 PM
კანონისტი   ჯამბაკური რას ამბ...   May 17 2007, 01:38 PM
ალექსანდრე   _ნინო_ იერუსალიმის ...   Jun 6 2007, 11:17 PM
ალექსანდრე   ვინმემ ხომ არ იცით ...   Jun 11 2007, 06:21 PM
di_onise   ვინმემ ხომ არ იცით ...   Jun 11 2007, 06:50 PM
ალექსანდრე   აპირობ?? :D თუ უფალმ...   Jun 12 2007, 10:09 AM
ნი-კაპა   აუ როგორ მინდა აქ წ...   Jul 31 2007, 07:39 PM
შოთა   ზებედე დაშავებით ა...   Jul 31 2007, 09:17 PM
ზებედე   ვატოპედი http://rj.foto.radikal.ru...   Aug 4 2007, 04:04 PM
თამარი_ცქნაფო   ერთი ეს კაიროსი რო...   Sep 27 2007, 11:00 PM
ალექსანდრე   ერთი ეს კაიროსი რო...   Sep 27 2007, 11:04 PM
თამარი_ცქნაფო   ახლა ''იმედზე'...   Oct 13 2007, 10:03 PM
ალექსანდრე   ახლა ''იმედზე'...   Oct 13 2007, 11:25 PM
თამარი_ცქნაფო   ეუფ რა კარგ დროს ვნ...   Oct 14 2007, 03:00 PM
ალექსანდრე   ჩანაწერი იდოს მაინ...   Oct 14 2007, 10:38 PM
k@the   ალექსანდრე :კი: მეც ...   Oct 14 2007, 11:25 PM
shengela   ათონი ძაან მაგარია...   Dec 19 2007, 09:38 PM
KAIROS   ათონის შესახებ სურ...   Dec 19 2007, 11:13 PM
ალექსანდრე   ათონის შესახებ სუ...   Dec 20 2007, 03:45 PM
KAIROS   რა ვიცი, იქ ყველაფ...   Dec 20 2007, 05:32 PM
ალექსანდრე   რა ვიცი, იქ ყველაფე...   Dec 20 2007, 11:59 PM
KAIROS   კარგი, მე ჩანაწერე...   Dec 22 2007, 02:26 PM
KAIROS   ურანოპოლისი ეს არ...   Dec 24 2007, 08:31 PM
ალექსანდრე   საჭირო ინფორმაცია ...   Jan 3 2008, 03:11 AM
იოანა   ერაზმუსელი ბიჭები ...   Mar 14 2008, 05:11 PM
ნათია   ერაზმუსელი ბიჭები...   Mar 14 2008, 11:34 PM
nino nino   ათონის რომელი მონა...   Mar 14 2008, 07:46 PM
ალექსანდრე   იოანა უხ შე რა გითხ...   Mar 14 2008, 11:31 PM
იოანა   იოანა უხ შე რა გით...   Mar 26 2008, 04:01 PM
Iona   ძაან მომეწონა ათონ...   Mar 15 2008, 01:14 PM
KAIROS   წადი შენც და შეეცა...   Mar 17 2008, 02:45 AM
ალექსანდრე   წადი შენც და შეეცა...   Mar 17 2008, 01:05 PM
თათარაშვილი   ნათია :D :D :D   Mar 17 2008, 03:03 AM
Iona   KAIROS გაიხარე შენც...   Mar 17 2008, 05:48 PM
KAIROS   მოგიხსენოს ღმეთმა...   Mar 17 2008, 06:00 PM
Iona   მესმის მაგრამ, დღ...   Mar 17 2008, 06:14 PM
tako@tako   java script:paste('KAIROS') ემოც...   May 9 2008, 11:47 AM
alibaba   ამ თემის პოსტები ჯ...   Sep 9 2008, 12:34 AM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 11:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი