IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სასწაული სირიაში, 2004 წლის დეკემბერში დამასკო და საუდის არაბეთი სასყაულებმა შეძრეს მოგ
neurotik
პოსტი Feb 7 2010, 07:38 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 3-February 10
წევრი № 8,106



2004 წელს დეკემბერში ერთმა არაბმა, საუდის არაბეთიდან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავისი სასყაულებრივი გადარჩენის ამაღელვებელი ისტორია მოუთხრო (გადაიცა საუდის არაბეთში, პალესტინაში და ყველა მეზობელ ქვეყნებში ტელევიზიით, რადიოთი, დაიბეჭდა ჟურნალ- გაზეთებში. განთავსდა ინტერნეტში არაბულ ენაზე),
ეს არაბი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა ერთ მდიდარ ქალზე, რომელიც უშვილო აღმოჩნდა. წლები გადიოდა, მაგრამ ცოლ ქმარს შვილი არ უჩნდებოდა. მთელ საუდის არაბეთში ბევრ ექიმს მიმართეს, მაგრამუშედეგოდ. ვაჟს მშოვლები კიდევ ერთი ცოლის შერთვას ურევდნენ, რადგან მამაკაცს მათი კანონი ოთხი ცოლის ყოლის უფლებას აძლევდა. არაბმა, ზალზე გადაღლილმა და გულგატეხილმა, ცოლთან ერთად მეზობელ სირიაში დასასვენებლად და გულის გადასაყელებლად წასვლა გადაწყვიტა. დამასკოში მათ იქირავეს ლიმუზინი, მძღოლი გიდობდა კიდეც. მათ სთხოვეს, რომ სირიაის ღირსშესანიშნაობებიეჩვენები
ა. მძღოლმა ცოლ-ქმრის მოწყენილი და დარდიანი სახეები შენიშნა და ჰკითხა - მისი მომსახურებით ხომ არ იყვნენ უკმაყოფილონი. მაშინ მათ თავიანთი პრობლემის - უშვილობის შესახებ უამბეს. ამის გაგონებისას მუსულმანმა მძღოლმა უთხრა, რომ აქ, სირიაში, მართლმადიდებელ ქრისტიანებს აქვთ ”სეინდანაღიას” ( არაბულად ნიშნავს - ქალწულ დედოფალს ) სახელობის მონასტერი, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მორწმუნეები შვილის გაჩენას ევედრებოდნენ. მონასტერში მათ აძლევენ ფითილს ამ სასწაულებრივი ხატის კანდელიდან და მაშინ ქრისტიანების ”მარია”, მათივე რწმენისა და მისწრაფების შესაბამისად პასუხობს. არაბმა და მისმა ცოლმა მძღოლს ”ქრისტიანების ქალწულთან” წაყვანა მოთხოვეს და თან აღუთქვეს, რომ თუკი ნატვრა აუხდებოდათ, მძღოლს 20 000 დოლარს მისცემდნენ, ხოლო მონასტერს 80 000 დოლარს შესწირავდნენ. მივიდნენ მონასტერში და ყველაფერი ისე გააკეთეს როგორც მონაზვნებმა აუხსნეს. სახლში დაბრუნების შემდეგ ქალი დაორსულდა და ლამაზი და ჯანსაღი ბიჭი გააჩინა. მაშინვე, როგორც კი მეუღლემ იმშობიარა, არაბმა აღთქმის შესრულება გადაწყვიტა და სირიელ მძღოლს დაურეკა, რათა მას დამასკოს აეროპორტში დახვედროდა და მონასტერში წაეყვანა. მძღოლმა, შეტყობინებისთანავე, ბოროტი საქმე ჩაიფიქრა და თავის ორ თანამძრახველთან ერთად არაბის მოკვლა და გაძარცვა გადაწყვიტა, რადგანაც იცოდა, რომ მას მონასტრისთვის განკუთვნილი 80 000 დოლარიც თან ექნებოდა. მართლაც აცე მოხდა, არაბს აეროპორტში დახვდნენ, მონასტრის ნაცვლად უკაცრიელ ადგილას წაიყვანეს და მოკლეს, შემდეგ კი მისი სხეული დაანაწევრეს: მოკვეთეს თავი, ხელები, ფეხები და მანქანის საბარგულში ჩააწყვეს, სხვა უკაცრიელ ადგილას რომ დაემარხათ. გამოვიდნენ ცენტრალურ გზაზე, მაგრამ უეცრად ლიმუზინის ძრავა ჩაქრა და ისინიც მანქანიდან გადმოვიდნენ. ერთმა გამვლელმა მძღოლმა მანქანა გააჩერა, რომ მათთვის დახმარება გაეწია, მაგრამ ბოროტმოქმედებმა, იმის შიშით, რომ დანაშაული არ განმჟღავნებულიყო, ანიშნეს, რომდ ახმარებას არ საჭიროებდნენ. თუმცა მძღოლმა საბარგულიდან ჩამოღვენთილი სისხლის წვეთები შეამჩნია და პოლიციას აუწყა. პოლიციაც თითქმის 5 წუთში ადგილზე გაჩნდა და ბოროტმოქმედებს საბარგულის გახსნა მოსთხოვა. აკანკალებულმა მძღოლმა ახადა საბარგული და იქიდან სრულიან საღსალამათი არაბი გადმოვიდა. მანქანის საბარგული სისხლით იყო სავსე. ხოლო არაბს კისერზე და კიდურებზე ნაკერების კვალი ემჩნეოდა. გადმოსვლისთანავე არაბმა ყველას აჩვენა ნაჭრილობევის კვაი კისერზე და უთხრა: ”... ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც მითხრა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია - სხეულის ნაწილები მიმაკერა”.
ლიმუზინის მძღოლს და მის თანამგზრახველებს ენა მუცელში ჩაუარდათ, თვალებს არ უჯერებდნენ, ჭკუიდან შეიშალნენ და ყვიროდნენ: ”... ჩვენ მოგკალით, ჩვენ აგკუწეთ, თავი მოგჭერით დაეს შენ ხარ? შენ ადამიანი არა ხარ?”. პოლიციამ მათ ხელბორკილები დაადო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანა. თავად არაბი კი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ექიმებმა და მეცნიერებმა წერილობით დაადასტურეს ეს ბრწყინვალე სასწაული. თვალნათლივ ჩანდა ძაფისა და გაკერვის კვალი. არაბი, საქვეყნოდ საინფორმაციო წყაროებში აღიარებდა: რომ ”ყოვლაწმიდამ გამიკერა სხეული და აღმადგინა მისი ძის ძალით”, თან აღნიშნავდა, რომ მართლმადიდებლურად მონათვლის დიდი სურვილი აქვს. ამ სასაულის შესახებ სირიის საინფორმაციო საშუაებებით გავრცელებას ხალხში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. მკვდრეთით აღდგენილმა არაბმა ტელეფონით შეატყობინა თავის მოგებრებსა დანათესავებს, ღათა სირიაში ჩასულიყვნენ და ყოვლაწმიდა ღვთისმშობლისადმი მადლიერება გამოეხატათ. მართლაც, ყველანი ჩავიდნენ და არაბმა მადლიერების ნიშნად მონასტერს არა 80 000, არამედ 800 000 დოლარი შესწირა. დღეს იგი თავად უყვება ყველას ამ სასწაულის შესახებ და თხრობას ასე იწყებს: ”...როდესაც მე მუსულმანი ვიყავი,ეს ამბავი შემემთხვა და მას შემდეგ არც მე და არც ჩემი ოჯახი მუსულმანები აღარ ვართ...”
ამ ფაქტებმა არა მარტო არაბეთის მუსულმანური ქვეყნები, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთი შეძრა და ხალხის მღელვარება და გაოცება გამოიწვია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მუსულმანი რელიგიური ლიდერები ამ სასწაულს უარყოფას და დაკნინებას შეეცადნენ, რათა მარადცოცხალი იერო ქრისტეს ეკლესიაში მუსულმანების მასობრივი გადასვლა თავიდან აეცილებინათ.

ინტერნეტჟურნალი ”ი ორთოდოქსია სტინ ელლადა კია ტონ კოსმო”, 3 აგვისტო 2005 წელი. ახალბერძნულიდან თარგმნა ზურაბ ალასანიამ ” საპატრიარქოს უწყებანი” 2005 წელი ნომერი 31..
პ.ს. ხოლო მე სიტყვასიტყვით გადმოვწერე გაზეთ ” კანდელი” - დან . 2010 წლის ნომერი 1 ( 354)
თუ შეცდომებია წერაში მეპატიება... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neurotik
პოსტი Feb 7 2010, 07:59 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 3-February 10
წევრი № 8,106



თან ეს ჩემი პირველი თემაა აქ... მოძიებული მაქ კიდევ სხვა თემებიც სასწაული შესახებ და მომავალში მათაც დავწერ .. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 04:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი