თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 10 2006, 08:24 PM

მოკლედ ჩემმა წინა ფოსტმა გაუგებრობა გამოიწვია ძალიან ბევრი, ალბათ ვერ გამოვხატე გასაგებად. აი რას ვგულისხმობდი:

ზოგიერთი მართლმადიდებელი ადამიანის ცნობიერებაში შემოვიდა ისეთი სუროგატები, რაც თავისი არსით მართლმადიდებლობასთან ან ნაკლებ კავშირშია ან არანაირი კავშირი არ გააჩნია მასთან...მაგალითები ბევრია, ერთ ერთი ამათგანი ქვემოთ არის მოცემული, კერძოდ

რატომ ეშინია ზოგ მართლმადიდებელ ადამიანს:

1. შტრიხ კოდების
2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების
3. საიდენტიფიკაციო ნომრების
4. შელოცვების
5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის
6. ტელევიზორის
7. კომპიუტერის
8. ზღვაზე "სიშიშვლის"
9. ცეკვის
10. სპორტის

ქრისტიანობა ლიტურგიკული ხასიათისაა და მისი შინაარსი არის სიხარული-ხარება და არა შიში.
ნუ დაგავიწყდება რა სიტყვები მიმართა ანგელოზმა ღვთისმშობელ მარიამს: გიხაროდეს
ნუ დაგავიწყდება რა სიტყვებით მიდიოდნენ მოციქულები საქადაგებლად: ჩვენ გვინდა გახაროთ
და ნუ დაგავიწყდება რა ქვია ჩვენს წმინდა წერილს: სახარება

აქვე კი ბარემ პირველ კითხვას თავად გავცემ პასუხს:

ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ ეკლესია არის უნივერსალური და როდესაც რაიმე შფოთი ტყდება არა რომელიმე კონკრეტული პირი, თუნდაც წმინდანი,არამედ ეკლესიის სისავსე წყვეტს ამას. დავიწყებ ალექსი II-ის სიტყვით პარქიალურ კრებაზე: Заверяю вас, в штрих-кодах нет никаких шестерок!

პირველიერარქის სიტყვა გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რომელიმე კონკრეტული პიროვნების. მაგარამ მაინც ვნახოთ რატომ არ არის იქ 6-ები.

პირველი იმიტომ, რომ შტრიხ-კოდი არის კომპიუტერისთვის წასაკითხი და არა ადამიანისთვის, იქ არის თეთრი და შავი ზოლები....ლაზერული სკანერი გადის მასზე და შავ ხაზზე გასვლისას იძლევა 0-ს და თეთრზე იძლევა 1-ს, ანუ კოდის შიფრი სინამდვილეში შედგება არა 6-ების კრებულიდან, არამედ 0 და 1-ების კომბინაციით.

ასევე, ჯერ ერთი იქ ყოველთვის არ არის სამი ექვსიანი, არამედ 2

მესამეც: დავუშვათ, რომ არის სამი, ამ შემთხვევაშიც ვერ უძლებს ეგ მიგომა კრიტიკას რადგან 6-ების გარდა არის სხვა ციფრებიც, მაგალითად 6498689456 ეს ციფრი შეიცავს სამ ექვსიანს მაგრამ რა შუაშია აქ 666?

მეოთხე: იქ ის 6-იანის შესაბამისი ხაზები რომ უფრო გრძელია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეგ არის გამოყოფილი ხაზები, ისევ მივანიშნებ შესაბამის სკანერს-ეს უკანასკნელი აღრიცხავს არა სიგრძეს არამედ მხოლოდ სიგანეს შავი და თეთრი ხაზებისა, ამიტომ კონცენტრირება ნამეტანი ამ ფაქტზეც არ გამოდის

მეხუთე: საქმე იმაშია რომ წმინდა წერილი დაწერილია სიტყვებით და შესაბამისი რიცხვებიც სიტყვებითაა გადმოცემული,ანუ 666 ქართულად პირდაპირი ტრადიციით რომ გვეთარგმნა იქმებოდა: ექვს-ას-სამოც-და-ექვსი
თავად ქართულშიც კი არ გვაქვს სამი გამეორება და მითუმეტეს ასეთი სიტუაციაა ბერძნულ ორიგინალში.

ამიტომ დასკვნა ასეთია:
1. კომპი ვერ ხედავს მაგ 6-ებს
2. ადამიანი ცდილობს დაინახოს, მაგრამ ხშირად არც არის სამი 6-ანი
3. თუნდაც იყოს, ავიწყდება რომ მათ შორის კიდევ მრავალი ციფრია
4. მოკლებულია სერიოზულობას, ვინაიდან ძველი კოდეზსები არ წერს ციფრებს არც არაბულ და არც რომაულ სტანდარტში, არამედ ასოებით
5. თესავს შფოთს
6. ეწინააღმდეგება რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის განჩინებას და უშუალოდ ამ ეკლესიის პირველი იერარქის პოზიციას

მცირე შენიშვნა: რუსეთზე იმიტომ გავაკეთე აქცენტირება, რომ საქართველოში არ იყო შესაბამისი კრება იქ კი იყო...ჩვენ მოვიაზრებით ერთ ბარძიმში მყოფად და მგონია გასათვალისწინებელია ფრიად.

ვისაუბროთ...

პ.ს.
აჯობებს იხილოთ ყველაზე ბოლო პოსტი სიების ჩამონათვალისა, რადგან სწორედ ის წარმოადგენს განახლებულ ვერსიას

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Nov 10 2006, 08:24 PM

მომრავლდნენ " ფანატიკოსი მორცმუნეები" რომლებიც საერო ტრადიციებს, ტელევიზორის ყურებას, თეატრში ან ოპერაში სიარულს, ქართულ ხალხურ ცეკვა-სიმღერასაც კრძალავენ და სხვებსაც უკრძალავენ მაგრამ ამაყობენ სჯულის კანონის მიხედვით ვცხოვრობთო...ნუთუ სწორად მიგაჩნიათ სხვას აუკრძალო და შენ იამაყო?

ერთი ფანატიკოსი მაფრთხილებდა რომ თუ არ შევწყვიტავდი "იუმორინაში" მონაწილეობას ღმერთი აუცილებლად მკაცრად დამსჯიდა ასეთ ხალხს მიაჩნია რომ უფალი მხოლოდ მართლმსაჯულია და ავიწყდებათ თუ როგორი მოწყალეა...

ერთმა ფანატიკოსმა რუსთავი2-ზე პირდაპირ ეთერში განაცხადა რომ მიწისძვრა მკრეხელური ფილმის დროს მოხდაო და ღმერთმა ამიტომ დაგვსაჯაო, ხედავთ რა მართლმსაჯული ჰგონიათ უფალი? მაშინ რატომ ყოველდღე არაა მიწისძვრები და ვულკანები, თითქმის ყოველდღე საშინელებები და მკრეხელობები ხდება ტელევიზიით და არამარტო ტელევიზიით...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 10 2006, 08:31 PM

აი თემა, მაგრამ სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მგონი აჯობებდეს გავარკვიოთ ხალხი, როგორ უნდა წერონ, რომ ის რა წინას მოუვიდა იგივე ბედი არ ეწიოს ამ თოფიქსაც.
დაიცავით საუბრის და კამათის ეტიკეტი და ისაუბრეთ მხოლოდ საკითხის ირგვლივ, დასაბუთებულად!

და მე მაინც ყველაზე დიდ პრობლემად რაც საქართველოში დღეს იბადება, არის სამოქალაქო-საერო საზოგადოებასთან პირისპირ შეხვედრისადმი მოუმზადებლობა, რაც ბადებს იმ ფანატიკურ ჩაკეტილობას და ობსკურანტიზმს, რასაც ხშირად მართლმადიდებლობის სახელით ავრცელებენ, სამწუხაროდ ხშირად ამბიონიდანაც კი!

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 10 2006, 08:33 PM

ციტატა(KAIROS @ Nov 10 2006, 09:31 PM) *

აი თემა, მაგრამ სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მგონი აჯობებდეს გავარკვიოთ ხალხი, როგორ უნდა წერონ, რომ ის რა წინას მოუვიდა იგივე ბედი არ ეწიოს ამ თოფიქსაც.
დაიცავით საუბრის და კამათის ეტიკეტი და ისაუბრეთ მხოლოდ საკითხის ირგვლივ, დასაბუთებულად!

და მე მაინც ყველაზე დიდ პრობლემად რაც საქართველოში დღეს იბადება, არის სამოქალაქო-საერო საზოგადოებასთან პირისპირ შეხვედრისადმი მოუმზადებლობა, რაც ბადებს იმ ფანატიკურ ჩაკეტილობას და ობსკურანტიზმს, რასაც ხშირად მართლმადიდებლობის სახელით ავრცელებენ, სამწუხაროდ ხშირად ამბიონიდანაც კი!

ეს გასაგებია ჯიგარ, მარა თქვი რამე შენც, თემა საზოგადოების მოუმზადებლობას არ ეხება, თუმცა მისი შედეგია...

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 10 2006, 08:47 PM

ძალიან გთხოვთ ვისაუბროთ მხოლოდ თემაზე. აქ თუ მთავარი თემის გვერდზე გადადება და ირონიაზე ორიენტირება დაიწყო, ფიასკო გარანტირებული გვაქვს!

ვისაუბროთ სამწუხაროობაზე და არა მოცემულ პირთა გაუნათლებლობასა და უვიცობაზე. . . თუმცაღა რა თქმა უნდა ესეც კავშირშია ყოველივესთან. . .

რა ბადებს გარიყულობას? რომლის შედეგადაც ადამიანი მართლმადიდებლობად წარმოადგენს სხვადასხვა ზღაპარს? კონკრეტიკას ვერ მივყვები. . . წინა თემაში მართალი არ აღმოვჩნდი (ზოგიერთ საკითხში) მაგრამ ფაქტია, რომ ამ ყოველივეს სუნი უკვე იგრძნობა მკაფიოდ(!) სამართლმადიდებლოში. . . რაც რა თქმა უნდა სამწუხარა ჩვენთვისაც გვეხებიან რა ეს ადამიანები ჩვენც.

თუ ეკლესიას მხოლოდ ქვის კედლებად არ აღვიქვავთ და ერთიან საკრებულოდ (რაც არის კიდეც) წარმოვადგენთ და შემდეგ მას ქრისტეს ორგანიზმს ვუწოდებთ, აღმოჩნდება რომ ჩვენ მისი შემადგენელი უჯრედები ვართ, ერთმანეთთან კავშირში ქრისტეთი. . . და როგორც ყველა უჯრედს უნაწილდება რომელიმე ერთის ტკივილი თუ სიამე, ასე გვინაწილდება ყველას ჩვენი მოძმის (მართლმადიდებელი ქრისტიანის!) ავი თუ კარგი. . . ასე რომ ერთი რომელიმეს პრობლემა თუ ცოდვა ქრისტესთან და ჩვენთანაა კავშირში. . .ხოლო სულელია ის ვინც საკუთარ პრობლემას განაქიქებს. . .

ასე რომ გვიყვარდეს ერთმანეთი! სიყვარულში გააზრებული პრობლემის ბოლო, მის არარსებობაა!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 10 2006, 08:51 PM

საქმე, ჩემო კარგო, იმ ცნობილი აპოკალიფსური სიმბოლოს "მხეცის ნიშნის" შეცვლილ და უცნაურ განმარტებასთან გვაქვს, მარჯვენა ხელი და შუბლი; სიმბოლო თუ ბუკვალური გაგება? იქნებ ორივე ერთად?
1) თუკი სიმბოლოა, გასაგებია, ანტიქრისტეს საბოლოო მორჩილება გონებით და საქმით
2) თუკი ბუკვალურია-მაშინ გამოდის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ნიშანს მიიღებენ, მაშინვე წარწყმედულები არიან, რაჟამს ეს რაღაც ნიშანი ( თუ ჩიპი, როგორც გინდათ), მიიღეს, მაგრამ ეს არ მოდის თანხმობაში, მართლმადიდებლური სოტიოროლოგიასთან, რადგან ყოველ ხორცში მყოფს აქვს შენანების შანსი და საშუალება, აქედან ცხონებისაც, აქედან შეიძლება ადამიანები, ბოლო პერიოდშიც კი მოექცნენ, მაშინ ვინ არიან "დაღდასმულები"? ისინი ვინც გონებითაც დაემორჩილნენ ანტიქრისტეს და მისი მსახურები გახდნენ, ამიტომ არა მგონია რაიმე ფიზიკურ-მატერიალური განსხვავება ქონდეთ ( ძვალზე დასხივებული კოდები თუ ჩადობილი ჩიპები...), არამედ თავისუფალი პიროვნული არჩევანით დამონებულები იქნებიან სატანას...
3) ორივეს შეთანხმებას მე არ ვაპირებ, რადგან მიმაჩნია, რომ სულ სხვადასხვა სულის მატარებლები არიან ისინი...

ე.ი. თუკი დავუშვებთ, რომ 666 არ არის რაიმე სახის მატერიალიზებადი საგანში ან კოდში, არამედ სიმბოლურად გადმოცემს სატანისადმი დამორჩილებას ( ეგ ცალკე საკითხია, თუ რატომ), მაშინ აშკარაა, თუ რატომ არაა ეს რიცხვი საშიში, მაგ: ბიბლიაში, სადაც არის კიდეც ასეთი გვერდი, ან ტელეფონის, მანქანის, სახლის და ა.შ. ნომრებში ( თუმცა ბევრს მაინც ეშინია) და რატომ იძენს მთელ დამღუპველ ძალას, როცა ანტიქრისტეს თემატიკას ეხება, რადგან მხოლოდ ამ პერიოდთან მიმართებაშია იგი სიმბოლური, დანარჩენ სხვა შემთხვევაში ისეთივე რიცხვია, როგორიც 230 ან 426 ...

და დავამთავრებ, იმ კოდებში რომც იყოს რაიმე ექვსები, ( თუმცა ვიცით, რომ როგორც პატრიარქმა პარქიალურ კრებაზე: Заверяю вас, в штрих-кодах нет никаких шестерок!) და ვამბობდი რომც იყოს მაინც არანაერ საშიშროებას არ წარმოადგენს, ზემოთ მოყვანილი და სხვა ათასი არ მოყვანილი მიზეზის გამო! ერთ მაგალიტს მოგიყვანთ, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ადრე, სადღაც 12 წლის უკან შემოვიდა რაღაც ჩინური ფანქრები, ზედ კი რიცხვები ეწერა, მათ შორის ეს 666-იც, შესანიშნავად გამოვიყენე, ისეთივე ფანქარი იყო, როგორც ნებისმიერი სხვა ჩინური ნაწარმი... ასე რომ ფორმის კი არა შინაარსის ძიება უნდა მოხდეს!

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Nov 10 2006, 08:53 PM

ანუ პრობლემა არა იმაშია რო ჯერათ და ეშინიათ უფრო იმაში რო ვიღაც ამ ფაქტორების საფუძველზე იმყარებს რწმენას და შიშით იძახებს მორჩილებას ეს უფრო დამღუპველია თუ მორწმუნე ბოლომდე ამ სტადიაში რჩება და ამ ნაყოფზე იზრდება მისი რწმენა თუ ასე იწყებს და მერე იძენს ნამდვილ სიყვარულს უფლისას და ადგება ჭეშმარიტების გზას მაშინ რატო განვკიცხოთ არ ვიცი მეშინია სტერეოტიპულად აზროვნების
არ მინდა ვიღაცაზე ხელი ჩავიქნიო თუ ის კომპიუტერს ეშმაკისეულს ეძაღის biggrin.gif ვინ იცის გაიზარდოს და ვინ იცის იქნება კარგია რო ასე იწყებდა რწმენაში ცხოვრებას rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 10 2006, 08:56 PM

ციტატა(liliana @ Nov 10 2006, 05:53 PM) *

არ მინდა ვიღაცაზე ხელი ჩავიქნიო თუ ის კომპიუტერს ეშმაკისეულს ეძაღის biggrin.gif

ვინ იცის გაიზარდოს და ვინ იცის იქნება კარგია რო ასე იწყებდა რწმენაში ცხოვრებას rolleyes.gif

ხელს არც არავინ იქნევს, მაგრამ არც იმას ვფიქრობთ, რომ ასეთი სისულელებით დაიწყებს რწმენაში ცხოვრებას, პირიქით ასე შორდება ადამიანი რწმენას და იქცევა ზომბად, მათი ნახვა კი ნამდვილად არაა ძნელი...

განათლება გონების განათებას ნიშნავს, რაც უწყობს ხელს ადამიანის ჭეშმარიტებისაკენ სვლაში.

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Nov 10 2006, 08:57 PM

კანუდოსელი
KAIROS
გუჯა

აი მესმის თემაააააააააააააა
ყურადღებით გისმენთ

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 10 2006, 08:59 PM

glaxa
biggrin.gif

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Nov 10 2006, 09:00 PM

ციტატა(KAIROS @ Nov 10 2006, 08:56 PM) *

ხელს არც არავინ იქნევს, მაგრამ არც იმას ვფიქრობთ, რომ ასეთი სისულელებით დაიწყებს რწმენაში ცხოვრებას, პირიქით ასე შორდება ადამიანი რწმენას და იქცევა ზომბად, მათი ნახვა კი ნამდვილად არაა ძნელი...

განათლება გონების განათებას ნიშნავს, რაც უწყობს ხელს ადამიანის ჭეშმარიტებისაკენ სვლაში.

თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ რო ასეთი ადამიანი ზომბად იქცევა rolleyes.gif
მე არ ვარ დარწმუნებული ამიტომ არ მყოფნის გამბედაობა......

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 10 2006, 09:01 PM

ციტატა(liliana @ Nov 10 2006, 06:00 PM) *

თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ რო ასეთი ადამიანი ზომბად იქცევა rolleyes.gif
მე არ ვარ დარწმუნებული ამიტომ არ მყოფნის გამბედაობა......

თუკი რწმენას იმით დაიწყებს რომ კომპიუტერი ამუნიაა და ტელევიზორი ეშმაკის ყუთი მაშინ დამერწმუნე დიდი და ნათელი მომავალი ნამდვილად არ გადაეშლება...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 10 2006, 09:03 PM

ციტატა(liliana @ Nov 10 2006, 10:00 PM) *

თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ რო ასეთი ადამიანი ზომბად იქცევა rolleyes.gif
მე არ ვარ დარწმუნებული ამიტომ არ მყოფნის გამბედაობა......

თუ დარჩება მოძღვართან, რომელიც ქადაგებს მაგ სისულელეებს, რა თქმა უნდა ზომბად დარჩება, რადგან მოძღვართან ყოფნა მორჩილებას მოითხოვს, მორჩილება თანხმობას რწმენის საკითხებში და არა მარტო და ვინაიდან ზოგი ფანატიკოსთა ჯგუფი ამ სუროგატებს ლამის რწმენის "სიმბოლოდ" მიჩნევს-შედეგი გარდუვალი იქნება.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 10 2006, 09:06 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 10 2006, 06:03 PM) *

თუ დარჩება მოძღვართან, რომელიც ქადაგებს მაგ სისულელეებს, რა თქმა უნდა ზომბად დარჩება, რადგან მოძღვართან ყოფნა მორჩილებას მოითხოვს, მორჩილება თანხმობას რწმენის საკითხებში და არა მარტო და ვინაიდან ზოგი ფანატიკოსთა ჯგუფი ამ სუროგატებს ლამის რწმენის "სიმბოლოდ" მიჩნევს-შედეგი გარდუვალი იქნება.

კანუდოსელ, შევეშვათ ახლა ამ თემას, და ის ძველი განავრცე, რას ფიქრობ, ჩემს პოსტინგზე? cool.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 10 2006, 09:09 PM

ციტატა(KAIROS @ Nov 10 2006, 10:06 PM) *

კანუდოსელ, შევეშვათ ახლა ამ თემას, და ის ძველი განავრცე, რას ფიქრობ, ჩემს პოსტინგზე? cool.gif

რომელზე მურაბავ?

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Nov 10 2006, 09:10 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 10 2006, 09:03 PM) *

თუ დარჩება მოძღვართან, რომელიც ქადაგებს მაგ სისულელეებს, რა თქმა უნდა ზომბად დარჩება, რადგან მოძღვართან ყოფნა მორჩილებას მოითხოვს, მორჩილება თანხმობას რწმენის საკითხებში და არა მარტო და ვინაიდან ზოგი ფანატიკოსთა ჯგუფი ამ სუროგატებს ლამის რწმენის "სიმბოლოდ" მიჩნევს-შედეგი გარდუვალი იქნება.

ინდივიდუალურია , მე უფრო ხანდაზმული ქალბატონები მაშფოთებენ ეკლესიებში განმირავი თვალებით რო უცქერენ მომღიმარი სახით შესულ ქალას ან კაცს biggrin.gif ( რა უხარიათ ან არ აცინებთ რო აწერით თვალებზე ) მოკლედ ესეთი ცრურწმენები უფრო გაბოროტებული ადამიანის ფსიქიკას ერგება წარმატებით ამ რწმენაში თავიან ხასიათს ავლენენ და ერთგვარ სიამოვნებას იღებენ იმიტომ რო არ შეუძლიათ უხაროდეთ ამ ტიპზეც უნდა დავფიქრდეთ ადამიანების

ციტატა(KAIROS @ Nov 10 2006, 09:06 PM) *

კანუდოსელ, შევეშვათ ახლა ამ თემას, და ის ძველი განავრცე, რას ფიქრობ, ჩემს პოსტინგზე? cool.gif

ანუ მე ამ თემაში შათ დაუნი laugh.gif

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 10 2006, 09:13 PM

მაპატიეთ, მაგრამ მეცინება ამ ყველაფერზე, კედელი და ცერცვი მახსენდება, ნეტა რას იკლავთ თავს, ვინც საჭიროა, ის მაინც არ აკეთებს სათანადოს არაფერს და თქვენ წერეთ აქ ტრაქტატები

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 10 2006, 09:15 PM

ციტატა
ცრურწმენები უფრო გაბოროტებული ადამიანის ფსიქიკას ერგება წარმატებით ამ რწმენაში თავიან ხასიათს ავლენენ და ერთგვარ სიამოვნებას იღებენ იმიტომ რო არ შეუძლიათ უხაროდეთ ამ ტიპზეც უნდა დავფიქრდეთ ადამიანების

შესანიშნავი დაკვირვებაა ლილიანა, ყოჩაღ, მაგრამ ესენიც იმ ზომბების მოწინავე რიგების საპატიო წარმომადგენლებია smile.gif , ასე რომ ვიმეორებ, მცდარ საფუძვლიანი სახლი ადრე თუ გვიან ინგრევა, ამიტომაა საჭირო ასეთი ადამიანების გამორიდება "მოსტრების კორპორაციიდან"...

ციტატა
რომელზე მურაბავ?

აი ზემოთ ექვსიანების ფილოსოფიაზე biggrin.gif

ციტატა
ანუ მე ამ თემაში შათ დაუნი

რას ამბობ "ველქამი", პირიქით wink.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 10 2006, 09:16 PM

ციტატა(თამარი @ Nov 10 2006, 10:13 PM) *

მაპატიეთ, მაგრამ მეცინება ამ ყველაფერზე, კედელი და ცერცვი მახსენდება, ნეტა რას იკლავთ თავს, ვინც საჭიროა, ის მაინც არ აკეთებს სათანადოს არაფერს და თქვენ წერეთ აქ ტრაქტატები

ჩვენ ერთმანეთის კანონიზაციის დაჩქარებას ვუწყობთ ხელს biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 10 2006, 09:17 PM

ციტატა(თამარი @ Nov 10 2006, 06:13 PM) *

მაპატიეთ, მაგრამ მეცინება ამ ყველაფერზე, კედელი და ცერცვი მახსენდება, ნეტა რას იკლავთ თავს, ვინც საჭიროა, ის მაინც არ აკეთებს სათანადოს არაფერს და თქვენ წერეთ აქ ტრაქტატები

ჩვენთანაც მოვა გაზაფხული wink.gif

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 10 2006, 06:16 PM) *

ჩვენ ერთმანეთის კანონიზაციის დაჩქარებას ვუწყობთ ხელს biggrin.gif

laugh.gif
კოცონი, კოცონი biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 10 2006, 09:17 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 10 2006, 09:16 PM) *

ჩვენ ერთმანეთის კანონიზაციის დაჩქარებას ვუწყობთ ხელს biggrin.gif

ნელა, გზაში ინკვიზიაციამ არ მოგისწროთ tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 10 2006, 09:17 PM

ციტატა(KAIROS @ Nov 10 2006, 10:15 PM) *

აი ზემოთ ექვსიანების ფილოსოფიაზე biggrin.gif

რა დაგიწერო, გეთანხმები 100%, მათემატიკა არ იძლევა საშუალებას, თორემ 1000% - ვიტყოდი smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 10 2006, 09:18 PM

ციტატა

რა დაგიწერო, გეთანხმები 100%, მათემატიკა არ იძლევა საშუალებას, თორემ 1000% - ვიტყოდი

მთელის 1000%-ად აღქმას რას უწუნებთ? tongue.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 10 2006, 09:19 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 10 2006, 06:17 PM) *

რა დაგიწერო, გეთანხმები 100%, მათემატიკა არ იძლევა საშუალებას, თორემ 1000% - ვიტყოდი smile.gif

მოკლედ დიდად გამახარე, ვიფიქრე ახლა რა ამტკიცებს თავიდანთქო biggrin.gif

გადადი სხვაზე თუ არაა კითხვები და შემოგიერთდები მერე smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 10 2006, 09:20 PM

ციტატა(KAIROS @ Nov 10 2006, 09:19 PM) *

მოკლედ დიდად გამახარე, ვიფიქრე ახლა რა ამტკიცებს თავიდანთქო biggrin.gif

გადადი სხვაზე თუ არაა კითხვები და შემოგიერთდები მერე smile.gif

მოდი კალენდარზე ვისაუბროთ tongue.gif laugh.gif (მოგზავნილი ვარ მგონი biggrin.gif)

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 10 2006, 09:25 PM

ციტატა(თამარი @ Nov 10 2006, 10:20 PM) *

მოდი კალენდარზე ვისაუბროთ tongue.gif laugh.gif (მოგზავნილი ვარ მგონი biggrin.gif)

ხოიცი,მაგაზე მე თუ ავიწყვიტე ვერ გამაჩერებთ biggrin.gif

ან კიდევ უფრო ბულ'კი თემა: სამყაროს წლოვანების შესახებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 10 2006, 09:28 PM

ციტატა
ან კიდევ უფრო ბულ'კი თემა: სამყაროს წლოვანების შესახებ

ნუ პროვოკატოროპ tongue.gif laugh.gif

ეჭვი მაქვს ეს თემა გეომეტრიული პროგრესით გაიზრდება laugh.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 10 2006, 09:28 PM

ციტატა(თამარი @ Nov 10 2006, 10:20 PM) *

მოდი კალენდარზე ვისაუბროთ tongue.gif laugh.gif (მოგზავნილი ვარ მგონი biggrin.gif)

დედაკაცო "შარო საიდან მოდიხარ" უნდა გერქვას შენ-შექსპირის პერეფრაზირება biggrin.gif

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Nov 10 2006, 09:28 PM

ნახევარი საათის წინ გავაცილე მუსლიმანი სტუმარი რომელიც დაჟინებით მიმტკიცებდა რო 75 წელში მოხდება მეორედ მოსვა biggrin.gif ისიც მითხრა 2 წელში ჩვენი ქვეყანააა აყვავდებაო მოკლედ დედამიწის წლოვანებასაც გადაწვდა და ტრა ლა ლა ვეღარ გავაჩუმე cool.gif
მე მგონი ვაოპტიკებთ თემას და არ ვსაუბრობთ არამეთ ვშაირობთbiggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 10 2006, 09:31 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 10 2006, 09:28 PM) *

დედაკაცო "შარო საიდან მოდიხარ" უნდა გერქვას შენ-შექსპირის პერეფრაზირება biggrin.gif

გავთხოვდი tongue.gif biggrin.gif და ეტყობა მაგის მიზეზია....
ერთი კითხვა მაქვს სერიოზულად: ქალისთვის შარვლის ჩაცმა-არ ჩაცმა (ერში და არა ეკლესიაში) ცხონება-არხონების ტოლფასია?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 10 2006, 09:32 PM

ციტატა(mnate @ Nov 10 2006, 10:28 PM) *

ეჭვი მაქვს ეს თემა გეომეტრიული პროგრესით გაიზრდება laugh.gif

გეომეტრიული პროგრესიით, ან დამთავრდება მიტინგით მთავრობის სახლის წინ:

"მოგვეცით ნება სამყაროს წლოვანება იყოს რამდენიმე ათასი წელი" biggrin.gif

ციტატა(თამარი @ Nov 10 2006, 10:31 PM) *

გავთხოვდი tongue.gif biggrin.gif და ეტყობა მაგის მიზეზია....
ერთი კითხვა მაქვს სერიოზულად: ქალისთვის შარვლის ჩაცმა-არ ჩაცმა (ერში და არა ეკლესიაში) ცხონება-არხონების ტოლფასია?

მდააააა.......
ნუ ტი მენია პონიალ biggrin.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 10 2006, 09:33 PM

ციტატა
გეომეტრიული პროგრესიით, ან დამთავრდება მიტინგით მთავრობის სახლის წინ:

"მოგვეცით ნება სამყაროს წლოვანება იყოს რამდენიმე ათასი წელი"

კი და მთავრობაც სასკოლო პროგრამიდან ამოიღებს,_მისივე ჩადებულ ევოლუციონიზმს laugh.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 10 2006, 09:33 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 10 2006, 09:32 PM) *

გეომეტრიული პროგრესიით, ან დამთავრდება მიტინგით მთავრობის სახლის წინ:

"მოგვეცით ნება სამყაროს წლოვანება იყოს რამდენიმე ათასი წელი" biggrin.gif
მდააააა.......
ნუ ტი მენია პონიალ biggrin.gif

არა, მართლა, მეც არ ვიცოდი, ისე გავთხოვდი, დღეს მითხრეს biggrin.gif

მე კი პონიალა, მაგრამ მართლა სერიოზულად მაინტერესებს ამ შარვლის საკითხი

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 10 2006, 09:35 PM

ციტატა(mnate @ Nov 10 2006, 10:33 PM) *

კი და მთავრობაც სასკოლო პროგრამიდან ამოიღებს,_მისივე ჩადებულ ევოლუციონიზმს laugh.gif tongue.gif

და მერე როგორც ზღაპრები მთავრდება ხოლმე: და ცხოვრობდნენ ისინი დიიიდ ხანს და ბედნიერად biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 11 2006, 06:20 AM

კიდევ ეთი მაგალითი ფსევდო მართლმადიდებლობის და ფსევდო ღირებულებების. ამას წინათ წავაწყდი სტატიას, რომელიც თარგმნილია ქართულადაც, სტატიას ეწოდება:

ტელეგონია, ანუ ქორწინების საიდუმლოს მნიშვნელობა.

მოკლედ სტატია არცთუ პატარაა, მაგრამ არის თავიდან ბოლომდე დიდი აბსურდი, როგორც მეცნიერების თავლსაზრისით, ისე ქრისტიანული ღვთისმეტყველების გადასახედიდან.

იდეა იმაშია, რომ, იმისათვის, რომ დაამტკიცოს ქორწინების აუცილებლობა და აღვირახსნილობის სიმახინჯე, ავტორი ორიგინალური სტატიისა მიდის ვაბანქზე და ამბობს, რომ თურმე მეცნიერულადაც კი დამტკიცებულია ასეთი რამ. ანუ თუ ქალს ოდესღაც ქონია ურთიერთობა კაცთან, გათხოვების შემდეგაც შეიძლება გაუჩნდეს პირველი მამაკაცის გენეტიკური შვილი. ე.ი. შეიძლება ამ ქალმა აჩინოს და აჩინოს ზანგები მთელი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ყავს თეთრი, ყვითელი ან მწვანე biggrin.gif უკაცრავად,მაგრამ ამაზე როგორ არ გამეცინოს. ასეთ თეორიებში ყველაზე კლასიკური ისაა, რაც ჩემი თემის სიაში წერია-საიდუმლო შეთქმულების შესახებ, ანუ რაღაც საიდუმლო ძალებზე...ჰოდა აქაც იგივეს ვაწყდებით. ბუნებრივია ადამიანი არ დაიჯერებს ამ აბსურდს, და გაუჩნდება კითხვა, კი მაგრამ ეგ როგორ, ვინ დაამტკიცა...შედეგები სად არის...აი ვინაიდან შედეგები არ არის, სტატიის ავტორი მიიმართავს ჩვეულ მეთოდს, ის ამბობს:

დაიწყო ცდები სხვა ცხოველებზეც. ტელეგონიის ფენომენი მათშიც გამოვლინდა. ამან კიდევ უკეთ დაადასტურა ტელეგონიის, როგორც ფაქტის არსებობა. სამწუხაროდ, მეცნიერული ახსნა ამისა არ არსებობს, უბრალო მიზეზის გამო, იდუმალმა ძალებმა აიძულეს მეცნიერები, შეეწყვიტათ ექსპერიმენტები.

ავტორი იქამდეც კი მიდის, რომ აყალიბებს გრანდიოზულ თეორიას: თურმე არათუ იმ ქალს გაუჩნდება თავისი პირველი პარტნიორის შვილი სხვა კაცთან, არამედ შესაძლებელია ასეთი რამეც:

იყო შემთხვევა, როდესაც დედის ცოდვების გამო ქალიშვილი დაისაჯა, რამეთუ შვა შავკანიანი ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ მას კონტაქტი ზანგთან საერთოდ არ ჰქონია.

ამის დამწერი ძალიან რომ მოიკოჭლებს მეცნიერების თვალსაზრისით, ეს ცალსახაა, საკმარისია ეს უთხრათ რომელიმე მეცნიერს შესაბამისი დარგისა, რომ თქვენს თვალწინ დაინახავთ, როგორ დაუდგება თმები ყალყზე, მაგრამ ავტორი ასევე ავლენს ქრისტიანული ღვთისმეტყველების უვიცობას . თურმე დედის გამო შვილი დაისჯება და ეს მაშინ როდესაც:

Пятая Книга Моисеева. Второзаконие Глава 24 стих 16
Отцы не должны быть наказываемы смертью за детей, и дети не должны быть наказываемы смертью за отцов; каждый должен быть наказываем смертью за свое преступление.

Книга пророка Иеремии Глава 31
29. В те дни уже не будут говорить: "отцы ели кислый виноград, а у детей на зубах оскомина",
30. но каждый будет умирать за свое собственное беззаконие; кто будет есть кислый виноград, у того на зубах и оскомина будет

Послание к Галатам Святого Апостола Павла Глава 6 стих 5
ибо каждый понесет свое бремя.

არა მე ქორინების წინააღმდეგი კი არ ვარ, არამედ ქორწინების არასწორად წარმოჩინების, ვინაიდან, ქორწინება საიდუმლოებაა და მისი ასე ფსევდო ტერმინებში ახსნა მისივე შეურაცყოფაა და შედეგად მართლმადიდებლობისა.

პოსტის ავტორი: liliana თარიღი: Nov 11 2006, 10:32 AM

კიდევ კარგი რო სტატია ქართულადაც არის ნათარგმანი და არა ქართულიდან ნათარგმნი huh.gif
არ ვიცი მე ასევე მწყრალად უყურებ იმ აზრს რო წინაპართა ცოდვების გამო შეიძლება მე დავისაჯო და როგორც რაიონებში იტყვიან ხოლმე "ღმერთმა დამწყევლოს " unsure.gif
მაგალითად ბებიაჩემს ( დედაჩემის დედას ) ღრმად სწამს რო უფროსი ქალიშვილის ბედის "ჩეკეტვის" მიზეზი ბაბუა რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს ტაძარის დანგრევაში მიიღო მონაწილეობა რაჭაში unsure.gif

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Nov 11 2006, 11:46 AM

განამრავლენ შვილნი და შვილთა შვილნი ჩვენნი, გული წმიდაი დაბადე მათ შორის, სული წრფელი განუახლე გვამსა მათ შინა.

აკურთხე გვირგვინი ქორწინებულთა და სიყვარულითა განამტკიცე კავშირი მათი, ცოდვანი სიჭაბუკისანი და უმეცრებისანი შეუნდევ და ნათელ ჰყავ მომავალი მათი.
. . .

გევედრები უფალო, განუნათლე გონება მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ჩვენთა. დალოცე საქმე მათი, რათა იქმნას ნაღვაწი მათი საკეთილოდ ქვეყნისა, რათა შრომითა თვისითა გემსახურონ შენ, ემსახურონ ერსა შენსა ივერიისასა.
. . .
გარნა რა გთხოვო, უფალო, მათთვის, რომელნი უარგყოფენ შენ, რომელნი ვლენან გზასა ცთომილთასა? გეაჯები, შეიწყალენ იგინი, მოაქციე და მრევლსა შენსა შეუერთე: "რათა იყოს ერთ სამწყემსო და ერთ მწყემს".

უწმიდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ლოცვა ყოვლადწმიდა სამებისადმი, დაწერილი და წარმოთქმული სინას მთაზე 1984 წელს

+ + + + + + +

ვფიქრობ ამ თემაში აღწერილი პრობლემები ზნეობისაა და არა რწმენის.
ზნეობის მთავარი მაკონსტრუირებელი კატეგორია თავისუფლებაა - იგი აყალიბებს ადამიანის მორალის და ზნეკეთილი ცნობიერების საზღვრებს, ანუ ვთვლი, რომ, თუ გული სავსეა სიყვარულით უფლისადმი და მოყვასისადმი, არ უნდა რჩებოდეს დრო ადამიანს შტრიხ-კოდებში დაწყევლილი სიმბოლიკა ეძიოს და სხვადასხვა "თეოლოგიური ნოუ-ჰაუები" წარმოშვას, უფალმა შექმნა სამყარო უთვალავ და ულამაზეს ფერითა და გვიჯობს თუ რწმენაში ყოფნა გვსურს, დავტკბეთ მის(უფლის) ქმნილებათა მშვენიერებით და ვიღვაწოთ უფლისგანვე ნაბოძები სამშობლოსათვის.
აღნიშნული პირველ რიგში მე მეხება, ისე რომ არავინ ჩამითვალოს შეგონებად, რწმენის და მისგან წარმოებული თავისუფალი აზროვნების მომხრე ვარ მუდამ!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 11 2006, 01:14 PM

ციტატა(liliana @ Nov 11 2006, 07:32 AM) *

კიდევ კარგი რო სტატია ქართულადაც არის ნათარგმანი და არა ქართულიდან ნათარგმნი huh.gif
არ ვიცი მე ასევე მწყრალად უყურებ იმ აზრს რო წინაპართა ცოდვების გამო შეიძლება მე დავისაჯო და როგორც რაიონებში იტყვიან ხოლმე "ღმერთმა დამწყევლოს " unsure.gif
მაგალითად ბებიაჩემს ( დედაჩემის დედას ) ღრმად სწამს რო უფროსი ქალიშვილის ბედის "ჩეკეტვის" მიზეზი ბაბუა რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს ტაძარის დანგრევაში მიიღო მონაწილეობა რაჭაში unsure.gif

იმ ლოცვა-კურთხევას რაც გეორგ-მა დაწერა ვუერთდები და ვფიქრობ მკაცრადაა სამხელი ყოველგვარი ცრურწმენა, რომელიც ხშირად ეკლესიურ სამოსში გამოწყობილი, ლამის დოგმატად არის გამოცხადებული...

ქრისტიანული ანთროპოლიგიის უმთავრესი ქვაკუთხედია ქრისტიანის თავისუფლება და რომ ის არ აგებს პასუხს მისი წინაპრის მიერ ჩადენილ ცოდვებზე, თუმცაღა აქაც ცოტა დაზუსტებაა საჭირო,რადგან არის აზრი რომ, როცა გვარი ან რამოდენიმე თაობა იყო ღვთისმებრძოლი ან მგმობი, ან მკვლელი ან რაიმე დიდი ცოდვის მონა, მაშინ თავითავად ნათელია, რომ რაღაც ამას შეიძლება შედეგი მომავალ თაობებშიც მოყვეს. ეს შეიძლება იყოს, რაიმე სახის ტრაგედია, შვილთა დაკარგვა-დაღუპვა ( კარგი იქნება აქ თუ გავიხსენებთ დავითისა და ბერსაბეს მრუშობის პირველი ნაყოფის დაღუპვას), ან ინვალიდი შვილის დაბადება( რაც ერთგვარი ტვირთია ან ჯვარიც კი მცოდველი ოჯახისა)... ე.ი. ასეთ შემთხვევებს ჩვენ მიჩვეული ვართ, როცა ეს ეხება მხოლოდ ერთ პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ ცოდვებს, რომლებისთვისაც ხშირად აქვე ( და შეიძლება მერე "იქაც") აგებს პასუხს ( განსაცდელი, ავადმყოფობა...), ასე რომ ზემოთაღწერილი აზრი, არის ამ იდეის განზოგადება, სადაც ოჯახი ან უფრო განზოგადებულად გვარი ( ან კიდე უფრო განზოგადებულად ერი-აქ კარგია თუ გავიხსენებთ ისრაელი ერის ერთიან შენანების ბევრ ფაქტს ძველი აღთქმიდან), მომავალშიც იწვევს იმ ცოდვების შედეგს რაც ამ მიკრო ( ან მაკრო) სამყაროში დაგროვდა... თუმცა მსგავსი ცოდვათა შედეგი არ შეიძლება შევადაროთ, მედიცინისათვის კარგად ცნობილ ზოგიერთ დაავადებას, რომელიც გენეტიკურად გადადის თაობებზე ( ეპილეფსია, ფსიქიკური მოშლილობა, გულის დაავადებები და ა.შ) არც ფიზიკური თუ თვისობრივი მსგავსებებს, რომლებიც ასევე გენეტიკურად გადადის ( თვალების ფერი, ზოგადი იერი, ხასიათის მსგავსება, მსგავსი სიარული თუ სხვა მანერები), არამედ ცოდვის შედეგი სულ სხვაა, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში "მუშაობს", როცა ის მომავალი თაობებიც ისეთები რჩებიან, როგორებიც მისი წინაპრები იყო, როცა ცოდვის ქვეშ ცხოვრება ისევ ძველი კალაპოტით მიდის, ხოლო თუ გვარმა შეინანა, ითხოვა ღვთისგან რათა ეპატიოს მას და მის წინაპარს ის ცოდვა ( ხშირად აგებენ ეკლესიებს, დაალოცვინებენ გვარს, აკურთხებინებენ სახლებს...) მაშინ ძველი ცოდვის "გავლენა" აღარ იქნება...
მაგრამ მაინც აქ შეიძლება კიევ უფრო დავზუსტდეთ, მიუხედავად იმსა რაც ვისაუბრეთ, მაინც ადამიანი ცხონდება ან წარწყმდება, მხოლოდ იმ საქმეთა გამო რაც მან თვითონ ჩაიდინა და არავითარ შემთხვევაში, რომელიღაც წინაპრის გამო აგებს პასუხს (აქ გამორიცხეთ ადამის ცოდვის საკითხი , ის სულ სხვაა და ქრისტეში შობით ისიც გვშორდება), ასე რომ დასკვნა :
სადღაც, გამონაკლისის სახით, შეიძლება დავუშვათ, რომ დიდი და მძიმე ცოდვას შეიძლება რაიმე სახის "ასახვა" მოყვეს მომავალ თაობებში, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ როცა ის თაობა მცოდველი წინაპრების გზაზე იქნება და ეს "ასახვა" მხოლოდ ამ ქვეყნიურ განსაცდელებით შემოიფარგლება, იმ ქვეყნად ყველა საკუთარ ქმედებებზე აგებს პასუხს.

სულ ეს იყო... smile.gif

მადლობა

კაიროსი

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 12 2006, 02:50 AM

[quote name='KAIROS' date='Nov 11 2006, 02:14 PM' post='18335'],

კაიროს ტკბილო, ეგ ცხადია, მაგრამ მე ხომ სხვა რამეზე დავწერე მურაბავ smile.gif
ახლა მე რომ გავზარდო ჩემი შვლი ვირად, ამასაც შეიძლება დავარქვა ცოდვის გადასვლა, მაგრამ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ წინაპრის ცოდვას, როგორც მამოძრავებელს, ქონდეს ზემოქმედების ძალა ჩემზე და ვამბობ, რომ ასეთი რამ არ არსებობს იდეაშიც (არც მე ვგულისხმობ ადამის ცოდვას)

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 12 2006, 01:19 PM

ციტატა
წინაპრის ცოდვას, როგორც მამოძრავებელს, ქონდეს ზემოქმედების ძალა ჩემზე და ვამბობ, რომ ასეთი რამ არ არსებობს იდეაშიც (არც მე ვგულისხმობ ადამის ცოდვას)

ნუ ახლა ეგ ეგრეა, ადამიანი ადამიანობას თავისუფლებაში ამჟღავნებს, და ამის წართმევა მხოლოდ მასვე შეუძლია...

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Nov 12 2006, 02:39 PM

ჰო რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა მხოლოდ პირად ცოდვებზე გვაკისრია მაგრამ ცოდვა გენეტიკური ფენომენია... ვერ ვიტყვი მხოლოდ გამონაკლის ცოდვებზე, სულიც გენეტიკური არსებაა ისევე როგორც ხორცი... უფრო მეტიც ზოგი წმინდა მამის აზრით გენეტიკური გავლენა შვილზე მშობლისაგან დაბადების შემდეგაც ვრცელდება...

მგონი ქრისტე სწორედ ამიტომ იშვა განსაკუთრებულად სუფთა გენეტიკური შტოსაგან...

პოსტის ავტორი: usgar თარიღი: Nov 12 2006, 03:55 PM

თამარი

ციტატა
ერთი კითხვა მაქვს სერიოზულად: ქალისთვის შარვლის ჩაცმა-არ ჩაცმა (ერში და არა ეკლესიაში) ცხონება-არხონების ტოლფასია?

ჩემი აზრით ქალს თუ სიძვის ნიავქარი ააფარფატებს,ჩადრის ტარებაც კი ვერ იხსნის სულის წაწყმედისაგან,სანამ არ შეინანებს.(იგივე მამაკაცებს ეხებათ).
მონანული ქრისტიანი ქალი კი,დამერწმუნეთ შარვლის ტარებას იხამუშებს ერთადერთი მიზეზით,თავისი სხეულის ნაკვთებით ბილწი ვნება არ აღძრას გარშემომყოფ ერისკაცებში.

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Nov 12 2006, 04:56 PM

კარგა ხანია აქ არ ვყოფილვარ და გამეხარდა ამდენი ახალი თემა რომ ვნახე.
მიხარია ისევ თქვენთან რომ ვარ,მაგრამ ეს ზოგიერთი ახალი თემა ცოტათი პროვოკაციული მგონია
თუ ფსევდომართლმადიდებლებს ვუწოდებთ მათ ვისაც შარვალი აცვია ან მთელი დღე ტელევიზორს უყურებს, ცხადია ეს არასწორია.
ცხადია, ცუდს კარგს ვერ უწოდებ, მაგრამ ცუდის დანახვისას კი არ უნდა მოვყვეთ ძმისა თუ დის განკითხვას, უნდა შეგვებრალოს იგი, და ასე სიბრალულით განმსჭვალულებმა გულით ვილოცოთ მისთვის, რომ უფალმა გაუნათოს გონება, გამოაფხიზლოს და მისცეს ძალა მტკიცედ იაროს იმ გზით, რომელიც მას შეეფერება. თუ ყოველთვის სხვების შეცოდებათა დანახვისას ჩვენს გონებას ასე წარვმართავთ, სიყვარულით განვიმსჭვალებით მის მიმართ. მე და თქვენ ვერავის აღვზრდით, საკუთარი თავი კი უნდა აღვზარდოთ და ეს შეგვიძლია კიდეც.
აქ მთავარია გვინდა ჩვენ ცხონება თუ არა. იძულებით არავინ ცხონდება და თუ მოინათლე კიდეც მართლმადიდებლურად ეს შენთვის გარანტია არ არის რომ აუცილებლად ცხონდები.აქ მთავარია როგორ ცხოვრობ; ეკლესიური თუ ხარ ? იცავ ქრისტეს მცნებებს თუ არა?.ერთმა წმინდა მამამ ასეთი რამ თქვა, რომ თუ ჩვენ სულის ცხონებას არ ვიმსახურებთ, მაშინ ჩვენი ხვედრი მხოლოდ სულის წარყმედა შეიძლება იყოს.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 12 2006, 06:00 PM

სრულიად გეთანხმები ირინა მიუხედავად მათი ქცევის წესისა არ შეიძლება ხალხი კატეგორიებად დავყოთ და განვიკითხავდეთ მათ არამედ ვილოცოთ მათთვის და უფალიც შეეწევა მათ და სწორ გზაზე დააყენებს.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 12 2006, 09:17 PM

ციტატა(solomony @ Nov 12 2006, 07:00 PM) *

სრულიად გეთანხმები ირინა მიუხედავად მათი ქცევის წესისა არ შეიძლება ხალხი კატეგორიებად დავყოთ და განვიკითხავდეთ მათ არამედ ვილოცოთ მათთვის და უფალიც შეეწევა მათ და სწორ გზაზე დააყენებს.

ირინა და სოლომონ

მოგიწოდებთ წაიკითხოთ კიდევ ერთხელ...ფსევრო მართლმადიდებლები და ფსევდო მართლმადიდებლობა-სვადასხვა რამეა

ციტატა(Irine @ Nov 12 2006, 05:56 PM) *

ერთმა წმინდა მამამ ასეთი რამ თქვა, რომ თუ ჩვენ სულის ცხონებას არ ვიმსახურებთ, მაშინ ჩვენი ხვედრი მხოლოდ სულის წარყმედა შეიძლება იყოს.

მეორე წმინდა მამამ, ისააკ ასურმა ასეთი რამეც თქვა, რომ ჩვენ არავინ არ ვიმსახურებთ ცხონებასო

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Nov 13 2006, 01:06 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 12 2006, 05:17 PM) *

ირინა და სოლომონ

მოგიწოდებთ წაიკითხოთ კიდევ ერთხელ...ფსევრო მართლმადიდებლები და ფსევდო მართლმადიდებლობა-სვადასხვა რამეა
გთხოვთ ამიხსნათ რა განსხვავებას ხედავთ მართლმადიდებლებსა და მართლმადიდებლობას შორის?
მეორე წმინდა მამამ, ისააკ ასურმა ასეთი რამეც თქვა, რომ ჩვენ არავინ არ ვიმსახურებთ ცხონებასო

ამაში კი გეთანხმებით, რომ არავინ არ ვიმსახურებთ ცხონებას,
მაგრამ ის რაც შეუძლებელია კაცთაგან,შესაძლებელია ღმერთისთვის

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 13 2006, 08:47 PM

ციტატა(shota1 @ Nov 12 2006, 11:39 AM) *

ჰო რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა მხოლოდ პირად ცოდვებზე გვაკისრია მაგრამ ცოდვა გენეტიკური ფენომენია ... ვერ ვიტყვი მხოლოდ გამონაკლის ცოდვებზე, სულიც გენეტიკური არსებაა ისევე როგორც ხორცი ... უფრო მეტიც ზოგი წმინდა მამის აზრით გენეტიკური გავლენა შვილზე მშობლისაგან დაბადების შემდეგაც ვრცელდება...

მგონი ქრისტე სწორედ ამიტომ იშვა განსაკუთრებულად სუფთა გენეტიკური შტოსაგან ...

ძალიან ბევრი ადგილი დატოვა შოთა პირველო ( ისე დიდი შოთას მერე, შოთა II დაგეწერა, არ ჯობდა? smile.gif ვხუმრობ wink.gif )

ცოდვა გენეტიკური ფენომენი... სადღაც კი , რადგან ყველანი ცოდვის მონები ვართ და სადღაც არა, რადგან გენეტიკა სულს არ გააჩნია, სწორედ ეს არის შენი შეცდომა, რასაც ამბობ კიდეც, ჩემო კარგო, აბა კარგად დაფიქრდი, როგორ შეიძლება სული გენეტიკური არსება იყოს? "გენი" ის ინფორმაციაა, რომელიც ხორციდან ხორცს, ხორციელი გზით ხორციელი სახით გადაეცემა? შეიძლება იმ "გენში" რაღაც იპოვო "სულიერი" ან ფსიქიკური, მაგ: მსგავსება ხასიათში და ა.შ. მაგრამ აქ სული და მით უმეტეს ცოდვა არაფერ შუაშია! ცოდვა, რომ გენეტიკურად გადადიოდეს, რაც აბსურდია, მაშინ მკვლელი მამის შვილიც მკვლელი იქნება, ხოლო პირიქით წმინდანის წმინდა... ანუ გავლენა სხვაა, რაც გამოიხატება გენეტეკური მოქმედებით, რომელიც არის ჩადებული ფსიქო-ფიზიკური კოდი დნმ-ში და გადადის შთამომავლობაზე, მაგრამ აი ცოდვა კი დნმ-ში არაფერი ესაქმება, და სულიც სპერმატოზიოდს არ მიყვება, არამედ განაყოფირებისას მყისიერად და ღვთისიერად, სრულიად ახალი ქმნილება იქმნება, ე.ი. სული და ცოდვა გენეტიკურად არ გადადის, მაგრამ ხასიათი და მიდრეკილებები კი...

ახლა უფალზე... საერთოდ გამოთქმას :"სუფთა გენეტიკას" არათუ ქრისტიანობასთან, საერთოდ ჰუმანურობასთან არაფერი ესაქმება, რადგან სწორედ აქედან იკვებება რასიზმი, ქრისტეს შტოს სულაც არ ყოფილა " სუფთა", როგორ მათეს სახარებიდან ვგებულობთ :"..იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისაგან" ( მთ. 1: 3 ) და ვინ იყო ახლა ეს თამარი და იუდა ვისგანაც ეს ტყუპები დაიბადა? მამამთილი და რძალი ( თან მრავალგზის...), ან კიდევ "დავით მეფემან შვა სოლომონ ურიას ცოლისაგან" ( იქვე 6-ე მუხლი) ე.ი. მისი ცოლისაგან კი არა, სხვისი კაცის, იუდას ( რომელიც მოაკვლევინა კიდეც) ცოლისაგან... და რა აქ ასე გამორჩეული და წმინდა? გენეტიკა? არა, აღთქმა და განწმედის მადლი! ასე რომ უფალი იშვა იქ სადაც ცოდვა განიწმიდა და არა იქ სადაც ცოდვა არ იყო... მოკლედ იმედია გასაგებია....

გმადლობთ

კაიროსი

პოსტის ავტორი: Sexvewili თარიღი: Nov 14 2006, 10:50 AM

ციტატა(თამარი @ Nov 10 2006, 09:13 PM) *

მაპატიეთ, მაგრამ მეცინება ამ ყველაფერზე, კედელი და ცერცვი მახსენდება, ნეტა რას იკლავთ თავს, ვინც საჭიროა, ის მაინც არ აკეთებს სათანადოს არაფერს და თქვენ წერეთ აქ ტრაქტატები

100%-იანი ხარ.

პოსტის ავტორი: Sexvewili თარიღი: Nov 14 2006, 11:10 AM

ღმერთი ყველას თავისი საკუთარი ცოდვებისათვის მოჰკითხავს

პოსტის ავტორი: Sexvewili თარიღი: Nov 14 2006, 11:33 AM

smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 14 2006, 06:42 PM

ციტატა
საერთოდ არასწორად მიმაჩნია აქცენტის მარტო ხორცზე გაკეთება. იღებს ეს ოხერი ხორცი წინაპართა გენეტიკურ გადახრებს, დაავადებებს მემკვიდრეობით სიმახინჯეებს და რას იზამ, ეს ფაქტია. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, ხორცი სადაურია, მთავარია ცნობიერება როგორი აქვს ადამიანს, ცნობიერაბზე კი ხორცი დიდი მაგრამ არა გადამწყვეტ გავლენას ახდენს

კაი აქ აღარ შეგეკამათები, ეს უფრო ეროვნულ-ინტელექტუალურ-კულტურული საკითხია უფროა ვიდრე რელიგიურ-თეოლოგიური, ასე რომ იდეაში გეთანხმები smile.gif

ციტატა
კარგი მსჯელობაა, კაიროს. ხშირად პირიქითაც ხდება. მაგრამ წმინდანის შთამომავლობაში ჩვეულებრივ წინაპრის მადილი იგრძნობა მაინც. ცოდვილის შთამომავალს კი ღმერთი ყოველთვის მისცემს გამოსწორების შესაძლებლობას ცოდვილი წინაპრის ცოდვათა გამოსასწორებლად

კაი კაცი ხარ smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 14 2006, 06:49 PM

ძალიან გთხოვთ, ეს ამიხსნათ?

წმინდანის შთამომავლობაში ჩვეულებრივ წინაპრის მადილი იგრძნობა მაინც.
რატომღაც ცხოვრებაში სულ საპირისპირო მაგალითებია, დიდ და სახელოვან წინაპართა შთამომავლები ძნელად თუ არიან მათი მსგავსნი, ოდნავ მაინც wink.gif
მართლა მაინტერესებს, როგორ უნდა იგრძნობოდეს მადლი მათში წინაპართაგან გამომდინარე, თუ თავად არ განამრავალა იგი თავის თავში.
ეს დაახლოებით იმ ამბავს ჰგავს, ჩემი მეზობელი რომ ყვებოდა ბავშვობაში: ჩვენ ცოდვები არ მოგვეკითხება, დედაჩემის ბაბუა არქიმანდრიტი იყოო wink.gif

პოსტის ავტორი: Sexvewili თარიღი: Nov 14 2006, 07:09 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 14 2006, 07:23 PM

ციტატა
თუმცა ეს რომ ცხონებასთან ნაკლებ კავშირშია ჩემს ზემოთა პოსტებშიც მიხვდები.

სწორედ ამიტომ დაგეთანხმე ( ნაწილობრივ ) wink.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 16 2006, 06:18 PM

სხვადასხვა მიზეზების გამო, ერთი პერიოდი შევჩერდით, ახლა ვფიქრობ ამ თემასაც სჭირდება ნათლის მოფენა, კანუდოსელის სიაში ესენიცაა:

8. ზღვაზე "სიშიშვლის"
9. ცეკვის

ვიცი, რომ ეს დიდი კამათის საგანია საქართველოში, აბა ჩვენც ვისაუბრით ( ! ) და ვნახოთ, სად გადის ის საზღვარი, რომელსაც არ გადაცდეს ქრისტიანი.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 16 2006, 06:34 PM

ციტატა
8. ზღვაზე "სიშიშვლის"
9. ცეკვის

ამ ორ თემას დიდი გარჩევა მგონი არ სჭირდება ზღვაზე შიშველმა რომ არ უნდა იარო როგორც ევროპაშია ამას რა თქმა უნდა ანდა დისკოთეკებზე მთელი ღამე რომ ცეკვავენ გიჟებივით ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არც ამას უნდა ბევრი გარჩევა ანდა ისეთი ცეკვები ტანზე რომ არაფერი აცვიათ.აი ნამდვილი ცეკვა ქართული არც შიშველი ცეკვავს ვინმე საყურებლადაც რა კარგია.ცეკვაში უნდა იგრძნობოდეს იმ ქვეყნის ტრადიციები და აშ.მაგ ბერძნებში სირტაკი და აშ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 16 2006, 07:15 PM

მაშინ ჩემო სოლომონ დავზუსტდეთ, ცოდვაა ტანგოს და მსგავსი კლასიკური ცეკვების, ასევე შეუხებელად თანამედროვე სტილის, ცეკვა?

და კიდევ

ციტატა
ზღვაზე შიშველმა რომ არ უნდა იარო როგორც ევროპაშია
აქ ალბათ ნუდისტების პლაჟს გულისხმობდი, მაგრამ ჩვენთან ბევრი,საერთოდ ზღვაზე ბანაობას რომ კრძალავს?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 16 2006, 08:34 PM

ციტატა(solomony @ Nov 16 2006, 07:34 PM) *

ამ ორ თემას დიდი გარჩევა მგონი არ სჭირდება ზღვაზე შიშველმა რომ არ უნდა იარო როგორც ევროპაშია ამას რა თქმა უნდა ანდა დისკოთეკებზე მთელი ღამე რომ ცეკვავენ გიჟებივით ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არც ამას უნდა ბევრი გარჩევა ანდა ისეთი ცეკვები ტანზე რომ არაფერი აცვიათ.აი ნამდვილი ცეკვა ქართული არც შიშველი ცეკვავს ვინმე საყურებლადაც რა კარგია.ცეკვაში უნდა იგრძნობოდეს იმ ქვეყნის ტრადიციები და აშ.მაგ ბერძნებში სირტაკი და აშ.

სოლომონ-"სიშიშვლესა" და სიშიშვლეს შორის განსხვავებას ვერ ხედავ?
ჩემს სიაში "სიშიშვლე" წერია, რაც გულისხმობს არა დედაშობილა სირბილს ნაპირზე, არამედ, ისე, როგორც ზღვაზე ნორმალურად ყოფნას შეეხება.

არის ხალხი, ვინც ამასაც უკრძალავს თავის მრევლს მართლმადიდებლობიდან გადახვევის მოტივით: ამაზე ვამბობ, ასეთი კატეგორიული მოთხოვნა არის არასწორი და სრული აბსურდი, გინდა ეს აზრი საერო პირს ეკუთვნოდეს, გინდა სასულიეროს.

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Nov 17 2006, 03:09 PM

იმას რაც კანონზომიარია ზღვაზე ანუ "ნორმალური ყოფნა " და არა სიშიშვლე ჩემი აზრით არ უნდა გულისხმობდეს იმას რომ მე ვიღაცას ვაცდუნებ ჩემი სიშიშვლით ან ცოდვაში ვაგდებ ეს ნორმაა და ამის არავის უკვრის სანაპიროზე ( პლიაჟზე ) ეს ზოგადად

აი ცეკვას რაც შეეხება გააჩნია რისთვის იყენებ ცეკვას რა მიზნით ანუ მოტივი თუ უბრალოდ ერთობი იღებ შენთვის მისაღებ მუხტს და ცეკვით მიღებული სიამოვნება გახალისებს და ა.შ. ამაში ცუდი არაფერი ბოლოს და ბოლოს ადამიანი ასე თუ ისე ყველა შემოქმედებითია და ცეკვაც თვითგამოხატვის ერთ ერთი საშვალებაა ემოციების ( ისეთაც ადამიანის ორგანიზმისთვის სასიკეთოა )
აი თუ ცეკვაში ეძებ ნირვანას და ა.შ. ნუ აქ რა უნდა ითქვას ისედაც ფაქტია რო ნებისმიერი მცდელობა რეალობიდან ხელოვნური გაქცევის დამღუპველი შეიძლება აღმოჩდეს ადამიანის ფსიქიკისთვის

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Nov 17 2006, 10:40 PM

დღეს კონცერტზე დავუკარი "ტანგო" და ცოდვაში ჩამეთვლება? biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 17 2006, 10:44 PM

ციტატა(გუჯა @ Nov 17 2006, 11:40 PM) *

დღეს კონცერტზე დავუკარი "ტანგო" და ცოდვაში ჩამეთვლება? biggrin.gif

გიწია აღსასრულმა biggrin.gif
1000 მეტანია, 500 ატჟიმანიე და 2000 მეტრი სპრინტით biggrin.gif

პოსტის ავტორი: სალომე თარიღი: Nov 17 2006, 10:46 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 17 2006, 06:44 PM) *

გიწია აღსასრულმა biggrin.gif
1000 მეტანია, 500 ატჟიმანიე და 2000 მეტრი სპრინტით biggrin.gif

ნუ ღადაობთ!!!გუჯა! შენ კიდევ რომ არ დაგეწერა, დავუკარი და რა მელისო, არ შეიძლებოდა? ჰა? huh.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 17 2006, 10:48 PM

ციტატა(სალომე @ Nov 17 2006, 11:46 PM) *

ნუ ღადაობთ!!!გუჯა! შენ კიდევ რომ არ დაგეწერა, დავუკარი და რა მელისო, არ შეიძლებოდა? ჰა? huh.gif

არ მგონია, რომ მართლმადიდებლებს იმ კუნთების ატროფირება ემართებათ, რომლებიც სახეზე სიცილისთვის არის პასუხისმგებელი smile.gif

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Nov 17 2006, 10:54 PM

სალომე

და რა მელის?

პოსტის ავტორი: სალომე თარიღი: Nov 17 2006, 11:01 PM

ციტატა(გუჯა @ Nov 17 2006, 06:54 PM) *

სალომე

და რა მელის?

ჩემი აზრით, ცუდი არაფერი...უბრალოდ, არ უნდა დაგეწერა... smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 18 2006, 08:46 PM

ციტატა
ნუ ღადაობთ...უბრალოდ, არ უნდა დაგეწერა...

სალომე, ერთ მოძღვარს ვიცნობ, ასე ამბობს ხოლმე, ქრისტიანი როცა იუმორს არ ღებულობს ამ ვერ გებულობს, ქრისტიანობამდე ბევრი აკლიაო...

"
ციტატა
არ მგონია, რომ მართლმადიდებლებს იმ კუნთების ატროფირება ემართებათ, რომლებიც სახეზე სიცილისთვის არის პასუხისმგებელი

მეც არა მგონია, იმედია მაინც ყველას არ ეხება smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 14 2006, 03:53 PM

წმინდანთა ზედმეტი პატივისცემა თაყვანისცემაში ხომ არ გადადის, რაც მხოლოდ ღმერთს უნდა მივაგოთ?

მოლედ მეჩვენება რომ ესეც ფსევდო მართლმადიდებლობის გამოვლინებაა. არადა იერარქია ხომ ასეთია: ღმერთი, ღვთისმშობელი, ანგელოზები, წმინდანნი...
როგორ შეიძლება ამისი ერთმანეთში აღრევა.

ერთი მაგალითი:იტალიის ხსენებაზე მართლმადიდებელ ადმიანს უპირველესად ახსენდება წმინდა ნიკოლოზი, რომელიც უდაოდ უდიდესი წმინდანია, მაგრამ არცთუ ბევრისგან მსმენია 1. უფლის უდიდესი სიწმინდე-სუდარა 2. მოციქულთა სიწმინდეები 3. კატაკომბები. მგონი ამაზეც საჭიროა დაფიქრება

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 14 2006, 04:00 PM

ციტატა
1. უფლის უდიდესი სიწმინდე-სუდარა

გულზე მოგხვდა რაღაც laugh.gif

მოერეც, ჩვენ ხომ წმიდათა პატივისცემით ქრისტეს ვეთაყვანებით? biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 14 2006, 04:03 PM

ციტატა(მნათე @ Dec 14 2006, 05:00 PM) *

მოერეც, ჩვენ ხომ წმიდათა თაყვანისცემით ქრისტეს ვეთაყვანებით? biggrin.gif

შენა კითხვა იცი? biggrin.gif
აბა კიდე წაიკითხე ერთხელ biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 14 2006, 04:09 PM

ციტატა

შენა კითხვა იცი?

ვცდილობ laugh.gif

ციტატა
აბა კიდე წაიკითხე ერთხელ

წავიკითხე tongue.gif tongue.gif tongue.gif შარი მოგდე რა იყო tongue.gif

ისე უფლის სახელს მართლაც ვივიწყებთ ზოგჯერ sad.gif მრევლი ხშირად წმიდა მამებს უფრო კითხულობს ვიდრე სახარებას sad.gif რა თქმა უნდა ორივე საჭირო და აუცილებელია, მაგრამ იერარქიას ნუ დავივიწყებთ. . .

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 14 2006, 04:14 PM

ციტატა(მნათე @ Dec 14 2006, 05:09 PM) *

ვცდილობ laugh.gif
წავიკითხე tongue.gif tongue.gif tongue.gif შარი მოგდე რა იყო tongue.gif

ისე უფლის სახელს მართლაც ვივიწყებთ ზოგჯერ sad.gif მრევლი ხშირად წმიდა მამებს უფრო კითხულობს ვიდრე სახარებას sad.gif რა თქმა უნდა ორივე საჭირო და აუცილებელია, მაგრამ იერარქიას ნუ დავივიწყებთ. . .

აი მეც მანდ ვარ, რომ ქრისტეს გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. ის, რომ წმინდა მამები უნდა წაიკითხო ეს უპირობოა, მაგრამ სახარებას თუ არ კითხულობ?

აქაც ხომ იერარქიაა:
სახარება ღვთივსულიერია
წმინდა მამათა წერილები: სულისთვის სათნო

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 14 2006, 04:20 PM

ციტატა
აქაც ხომ იერარქიაა:
სახარება ღვთივსულიერია
წმინდა მამათა წერილები: სულისთვის სათნო

რა თქმა უნდა wink.gif და სამწუხაროდ ვივიწყებთ ამას. . .

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Dec 14 2006, 06:47 PM

გთხოვთ ნუ იკამათებთ!!! (არ გვინდა რა)

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 14 2006, 08:54 PM

ციტატა
გაეთღიე

რატო ასე ფრანგულში გადაწყვეტილად? laugh.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Dec 14 2006, 08:58 PM

მნათე
ნუთუ არ იცი რომ განათლებულებს ასე მიმართავენ.... laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 14 2006, 09:35 PM

რახან ვსაუბრობთ ჩემს აზრსაც გაგაცნობთ უფალმა მომიტევიოს თუ რაიმეს ვამბობ რაც ცოდვაა, მაგრამ ვამბობ სიმართლეს. წუხელ სიზმარში ვიხილე და მესმოდაკიდეც ვიღაც ამ ციფრზე მელაპარაკებოდა... სიმართლე გითხრათ უსიამოვნო შეგრძნება დამყვა, გავხსენი თემა და ამ პოსტსაც წავაწყდი...

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 10 2006, 07:24 PM) *

მესამეც: დავუშვათ, რომ არის სამი, ამ შემთხვევაშიც ვერ უძლებს ეგ მიგომა კრიტიკას რადგან 6-ების გარდა არის სხვა ციფრებიც, მაგალითად 6498689456 ეს ციფრი შეიცავს სამ ექვსიანს მაგრამ რა შუაშია აქ 666?

მე მგონი სახარებიდან საიდანაც ვგებულობთ "მხეცი"-ს რიცხვს, ნახსენებია 666 ანუ ექვს-ას -სამოც-და-ექვსი, ანუ სამი 6-იანი ერთად სიტყვიერადაც და რიცხობრივადაც ეს სამი ციფრი ერთადმდგომია... და ვერანაირად ვერ წარმოიდგენ თუნდაც სიტყვიერად ნათქვამ ექვს-ას-სამ-ოც-და-ექვსს სხვა ციფრებთან ერთად მაგალითად 645760346 ასე.

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 10 2006, 07:24 PM) *

მეხუთე: საქმე იმაშია რომ წმინდა წერილი დაწერილია სიტყვებით და შესაბამისი რიცხვებიც სიტყვებითაა გადმოცემული,ანუ 666 ქართულად პირდაპირი ტრადიციით რომ გვეთარგმნა იქმებოდა: ექვს-ას-სამოც-და-ექვსი
თავად ქართულშიც კი არ გვაქვს სამი გამეორება და მითუმეტეს ასეთი სიტუაციაა ბერძნულ ორიგინალში.

ვისაუბროთ...

საერთოდ რაიმე ლიტერატურულ ნაწარმოებებში (ლექსები,მოთხრობები, პოემები, წერილები, წმ.წერილები) არასოდეს არ იწერება რიცხვები ციფრობრივად არამედ იწერება სიტყვიერად. საინტერესოა "ტრადიციულად" ნათარგმნ "ექს-ას სამ-ოც-და-ექვსი"-ს როგორ დაგვიწერდით რიცხობრივად?? smile.gif ასე ხომ არა? 6 100 60 და 6?? smile.gif

იქვე იოანეს გამოცხადების მე-13-ე თავში წერია:-

16 და აკეთებს, რომ ყველამ - პატარებმა და დიდებმა, მდიდრებმა და ღარიბებმა, თავისუფლებმა და მონებმა, მიიღონ ნიშანი თავიანთ მარჯვენა ხელზე ან თავიანთ შუბლზე.

17 და რომ არავის არ შეეძლება იყიდოს ან გაყიდოს, იმათ გარდა, რომელთაც აქვთ ნიშანი,მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი.

18 აქაა სიბრძნე, ვისაც გონება აქვს, დათვალოს მხეცის რიცხვი; და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი.

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Dec 14 2006, 09:38 PM

teo..

ციტატა
მე მგონი სახარებიდან საიდანაც ვგებულობთ "მხეცი"-ს რიცხვს, ნახსენებია 666 ანუ ექვს-ას -სამოც-და-ექვსი

ეს იოანეს გამოცხადებაში წერია და არა სახარებაში wink.gif

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 14 2006, 10:29 PM

ციტატა(glaxa @ Dec 14 2006, 08:38 PM) *

teo..

ეს იოანეს გამოცხადებაში წერია და არა სახარებაში wink.gif

რათქმაუნდა ჩემო კარგო იოანეს გამოცხადებიდან რომ მოვიყვანე ეს ფრაზები მივანიშნე კიდეც მაგრამ თქვენი აზრით იოანეს გამოცხადება; გალატელთა მიმართ; იუდას წერილი; ებრაელთა მიმართ და ასე შემდეგ ახალი აღთქმა ანუ სახარება არ არის? smile.gif wink.gif

ისე სიმართლე გითხრათ ძალიან დამაინტერესა თქვენი ნიკის დაბადების ისტორიამ, თუ რათქმა უნდა ცუდად არ გამიგებთ ასეთ ცნობისმოყვარეობას

გფარავდეთ უფალი

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Dec 14 2006, 11:24 PM

ციტატა(teo.. @ Dec 14 2006, 10:29 PM) *

რათქმაუნდა ჩემო კარგო იოანეს გამოცხადებიდან რომ მოვიყვანე ეს ფრაზები მივანიშნე კიდეც მაგრამ თქვენი აზრით იოანეს გამოცხადება; გალატელთა მიმართ; იუდას წერილი; ებრაელთა მიმართ და ასე შემდეგ ახალი აღთქმა ანუ სახარება არ არის? smile.gif wink.gif

blink.gif blink.gif blink.gif მაშინ ამ ლოგიკით რა დააშავა ძველი აღთქმის წიგნებმა?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 14 2006, 11:34 PM

ციტატა
ახალი აღთქმა ანუ სახარება არ არის

smile.gif გენა, ახალი აღთქმა კრებულია წიგნებისა, რომელშიც სახარებები შედიან სხვა წიგნებთან ერთად, ანუ სახარება ოთხია, ახალი აღთქმა კი ერთგვარი კრებულია და ერთია, როგორც ძველი აღთქმა არის კრებული 50 წიგნისა და ერთად ძველი და ახალი შეადგენენ ბიბლიას( "ბიბლიოს"-ბერძ. წიგნები) wink.gif ეს ისე, დაზუსტების მიზნით...

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Dec 14 2006, 11:59 PM

გთხოვთ ზოგიერთებმა (მიხვდება ვინც) თავი შეიკავეთ კამათისგან და "ძველბიჭობისგან" smile.gif

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 15 2006, 01:25 AM

ციტატა(თამარი @ Dec 14 2006, 10:24 PM) *

blink.gif blink.gif blink.gif მაშინ ამ ლოგიკით რა დააშავა ძველი აღთქმის წიგნებმა?

არაფერი არ დააშავა ჩემო კარგო უბრალოდ მაგალითი ახალი აღთქმოდან მოვიყვანე და არა ძველი აღთქმიდან

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Dec 15 2006, 01:27 AM

ციტატა(teo.. @ Dec 15 2006, 01:25 AM) *

არაფერი არ დააშავა ჩემო კარგო უბრალოდ მაგალითი ახალი აღთქმოდან მოვიყვანე და არა ძველი აღთქმიდან

მომიტევე, მაგრამ მთლად სწორი არ იყო ეგ შენი მაგალითი

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 15 2006, 01:42 AM

ციტატა(KAIROS @ Dec 14 2006, 10:34 PM) *

smile.gif გენა, ახალი აღთქმა კრებულია წიგნებისა, რომელშიც სახარებები შედიან სხვა წიგნებთან ერთად, ანუ სახარება ოთხია, ახალი აღთქმა კი ერთგვარი კრებულია და ერთია, როგორც ძველი აღთქმა არის კრებული 50 წიგნისა და ერთად ძველი და ახალი შეადგენენ ბიბლიას( "ბიბლიოს"-ბერძ. წიგნები) wink.gif ეს ისე, დაზუსტების მიზნით...

ქართლიდან ბრძანდებით არა?? თქვენი მომართვიდან იგრძნობა, მაგრამ აქ ეს მომართვა უფრო ცინიზმს წააგავს ვიდრე ალალ ქართლურ მიმართვას და რაც შეეხება თქვენს მიერ ახსნა-განმარტებულს უღრმეს მადლობას მოგახსენებთ რომ განმანათლეთ და დაწვრილებით ამიხსენით ძველი და ახალი აღთქმის, საერთოდ ბიბლიის რაობა... სწავლა სიკვდილამდეაო ნათქვამია და მადლობა უფალს თუნდაც ამისთვის

ისე ხუმრობა იქით იყოს და ერთმანეთს თუ სიტყვებში არ გამოვეკიდებით და აზრს ჩავწვდებით მართლაც ჩვენმა მსჯელობამ ამათუიმ საკითხზე შესაძლოა დიდ ჭეშმარიტემაბდე მიგვიყვანოს თუნდაც ეს 666 -ის ჯერ კიდევ ბევრისთვის ამოუხსნელი კოდიდან დავიწყოთ

ახლა კი პირადად თქვენ მინდა ეს ლექსი გაჩუქოთ და ვფიქრობ არც თემისთვის იქნება შეუფერებელი ... გფარავდეთ უფალი

...სივრცეში გაიფანტა ამინ...
(ორთოდოქს ებრაელ პაციენტთან მუშაობის დროს)

ახლა ლოცვაში დამღამებია და
სივრცეში იფანტება - ამინ!
აგერ ერთის სულში რწმენამ დაივანა
მეორე მიკედვლია - დარვინს.
რა საოცარია ეს წუთისოფელი
ნეტავ რისთვის არის დავა,
სანამ ამ ქაოსში სიმართლეს გავარკვევთ
წლები ფეხაკრეფით გავა.
წავა და გადივლის ღრმა უღელტეხილებს,
ჭიუხვებს, მთებსა და სერებს,
მათ ნაკვალევზე კი ვით მიქელანჯელო
"სხვები" მოხატავენ ფერებს
და აირ-დაირევა ამ ფერთა ციალში
შავსა და თეთრ შორის ზღვარი,
კეთილს, ბოროტისგან ნისლი გადაფარავს,
სიყალბის მოვარდება ღვარი...
"ძველი" და "ახალი" ერთმანეთს შეეხლება,
ვიღაც სულს მიყიდის მოლას,
მე უფალ იესოს ლოცვა აღვუვლინე ,
ჩემს გვერდით კითხულობდნენ - თორას.
შემაკრთო "ერთ-არსის" დანაწევრებამ
მკერდზე მოვიძიე ჯვარი
დაე, უფალმა განსაჯოს ჩვენს შორის
რაოდენ დიდი იყო ზღვარი,
ჩემსა და მას შორის - თორას რომ ფურცლავდა,
მას შორის - ვინც სწავლობდა დარვინს,
მე ჩემს ღმერთს მოვუხმე, მათ უხმეს თავისას და
სივრცეში გაიფანტა - ამინ!

03.23.04
თეა კანდელაკი

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Dec 15 2006, 10:47 AM

teo..

ციტატა
ისე სიმართლე გითხრათ ძალიან დამაინტერესა თქვენი ნიკის დაბადების ისტორიამ, თუ რათქმა უნდა ცუდად არ გამიგებთ ასეთ ცნობისმოყვარეობას

იმდენად უბრალოა ჩემი ნიკი რომ ყველას რთული და იდუმალი ეჩვენება ... wink.gif..ერთი გლახა ვარ და მორჩა..მეტი არაფერი..ხო და კიდევ ილია ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი" მიყვარს ძალიან.... smile.gif

ციტატა
რათქმაუნდა ჩემო კარგო იოანეს გამოცხადებიდან რომ მოვიყვანე ეს ფრაზები მივანიშნე კიდეც მაგრამ თქვენი აზრით იოანეს გამოცხადება; გალატელთა მიმართ; იუდას წერილი; ებრაელთა მიმართ და ასე შემდეგ ახალი აღთქმა ანუ სახარება არ არის?

ჩემო ტეო მე საკამათოდ როდი გითხარით, რომ 666 ზე გამოცხადებაში ეწერა.... smile.gif

და კაიროსმა კარგად ახსნა:
ციტატა
გენა, ახალი აღთქმა კრებულია წიგნებისა, რომელშიც სახარებები შედიან სხვა წიგნებთან ერთად, ანუ სახარება ოთხია, ახალი აღთქმა კი ერთგვარი კრებულია და ერთია, როგორც ძველი აღთქმა არის კრებული 50 წიგნისა და ერთად ძველი და ახალი შეადგენენ ბიბლიას( "ბიბლიოს"-ბერძ. წიგნები) ეს ისე, დაზუსტების მიზნით...

smile.gifsmile.gifsmile.gif

teo..
მადლობა ლექსისათვის smile.gif wub.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 15 2006, 01:48 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Dec 14 2006, 12:53 PM) *

წმინდანთა ზედმეტი პატივისცემა თაყვანისცემაში ხომ არ გადადის, რაც მხოლოდ ღმერთს უნდა მივაგოთ?

მოლედ მეჩვენება რომ ესეც ფსევდო მართლმადიდებლობის გამოვლინებაა. არადა იერარქია ხომ ასეთია: ღმერთი, ღვთისმშობელი, ანგელოზები, წმინდანნი...
როგორ შეიძლება ამისი ერთმანეთში აღრევა.

ერთი მაგალითი:იტალიის ხსენებაზე მართლმადიდებელ ადმიანს უპირველესად ახსენდება წმინდა ნიკოლოზი, რომელიც უდაოდ უდიდესი წმინდანია, მაგრამ არცთუ ბევრისგან მსმენია 1. უფლის უდიდესი სიწმინდე-სუდარა 2. მოციქულთა სიწმინდეები 3. კატაკომბები. მგონი ამაზეც საჭიროა დაფიქრება

მატუშკა რასია! laugh.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Dec 15 2006, 02:03 PM

კანუდოსელი

ციტატა
ერთი მაგალითი:იტალიის ხსენებაზე მართლმადიდებელ ადმიანს უპირველესად ახსენდება წმინდა ნიკოლოზი, რომელიც უდაოდ უდიდესი წმინდანია, მაგრამ არცთუ ბევრისგან მსმენია 1. უფლის უდიდესი სიწმინდე-სუდარა 2. მოციქულთა სიწმინდეები 3. კატაკომბები. მგონი ამაზეც საჭიროა დაფიქრება

რაღა შორს წახვედი (თუმცა იტალია უფროა ახლოშია wink.gif)
საქართველოში წმინდა გიორგიზე უფრო მეტს გეტყვიან ვიდრე ქრისტეზე...ნუ მის მოწაფეებზე აღარაფერს ვამბობ...

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Dec 15 2006, 08:51 PM

[quote name='glaxa' post='27207' date='Dec 15 2006, 09:47 AM']
teo..
იმდენად უბრალოა ჩემი ნიკი რომ ყველას რთული და იდუმალი ეჩვენება ... wink.gif..ერთი გლახა ვარ და მორჩა..მეტი არაფერი..ხო და კიდევ ილია ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი" მიყვარს ძალიან.... smile.gif
ჩემო ტეო მე საკამათოდ როდი გითხარით, რომ 666 ზე გამოცხადებაში ეწერა.... smile.gif [/quote]
smile.gif არა გლახა საკამათოდ არც მიმიღია, არც საწყენად ღმერთმა დამიფაროს, რაც შეეხება შენს ნიკს უბრალოდ თავიდანვე თავმდაბლობის და პატივისცემის შეგრძნება დაბადა და რომ იყტვიან "ინტრიგანული შეკითხვა' დაგისვი smile.gif
[quote name='glaxa' post='27207' date='Dec 15 2006, 09:47 AM']
და კაიროსმა კარგად ახსნა:
smile.gifsmile.gifsmile.gif [/quote]

რა თქმა უნდა, უბრალოდ სიტყვებში გამოკიდება მოხდა და ამან გამოიწვია ჩვენი მომდევნო პოსტებიც, რაც შეეხება "ბიბლიის" რაობას ჩემი ქრისტიანული შემეცნებაც ადრეულ ასაკიდან ზუსტად ამის ახსნა-განმარტებით დაიწყო და მაინც დიდი მადლობა ყოველგვარი სწავლების გამო. სიტყვა ცოტა გამიგრძელდა მაგრამ ძალიან მინდა რომ გითხრათ, ზემოთ ჩემს პოსტში მადლობის მერე ვახსენე:- სწავლა სიკვდილამდეა მეთქი... და მე ეს ბიბლისს სწავლების გამო არ მითქვავს ნამდვილად , უბრალოდ ჩვენმა ასე ვთქვათ "დიალოგმა" დამანახა ის, რომ მე როგორც ქრიატიანმა თავმდაბლად არ მივიღე თქვენი პოსტები და შევეცადე "თავის მართლებას", რაც მიუღებელია ქრისტესთვის
იმედია ნათქვამს ზუსტად მიმიხვდებით და აქვე ყველას ვისაც ჩემსმიერ დაწერილმა პოსტებმა უსიამოვნო გულითქმაში ჩააგდოთ მინდა გთხოვოთ მოტევება.
ყველანი მიყვარხართ ... თქვენი ხუმრობებით, დატუქსვებით, მოფერებებით... მე ხომ დიდი ხანია ვკითხულობ თქვენს პოსტებს და საკმაოდ კარგად გიცნობთ ვირტუალურად

გფარავდეთ უფალი

teo..
მადლობა ლექსისათვის smile.gif wub.gif
[/quote]

სიამოვნებით გაჩუქებთ კიდევ ბევრ ლექსს პოეზიის გვერძე

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Dec 16 2006, 05:51 PM

teo..

ციტატა
იმედია ნათქვამს ზუსტად მიმიხვდებით და აქვე ყველას ვისაც ჩემსმიერ დაწერილმა პოსტებმა უსიამოვნო გულითქმაში ჩააგდოთ მინდა გთხოვოთ მოტევება.

მგონი არაფერია საბოდიშო და არც არავინ ჩავვარდნილვართ უსიამოვნო გულისთქმაში. შენი სიტყვებიდან დადებითი მუხტი მოდის...
რაც შეეხება გამოკიდებას სიტყვებზე მერე რა..ფორუმია ბოლოს დაბოლოს..smile.gif ან ისე იქნება ან ასე..
მთავარია სიყვარული და პატივისცემა გვახსოვდეს მოყვასისა.. smile.gif
იცოცხლე!

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Dec 17 2006, 01:22 AM

ახალი შიში აღმოვაჩინე ”ზოგიერთ მორწმუნეში” -კონცერტებზე სიარული არ შეიძლება biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 17 2006, 01:33 AM

ციტატა
ახალი შიში აღმოვაჩინე ”ზოგიერთ მორწმუნეში” -კონცერტებზე სიარული არ შეიძლება

ნუ ახლა ბალეტზე და ოპერაზე ხომ ზედმეტია საუბარი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Dec 17 2006, 11:11 AM

ხალხო რა მაინტერესებს იცით biggrin.gif დღევანდელი დღე ბარბარობა მოიაზრება როგორც ბედობის დღე საიდან მოდის ეს წარმოდგენა და არის თუ არა საფუძვლიანი ?
დილით მეზობელი შემომივარდა ეკლესიაში დადიხარო და გეცოდინებაო laugh.gif დღეს ჩემი ქმარი მაიძულებს სასაფლაოზე გავყვეო ( ძმა დაეღუპა 2 თვის წინ ) ცუდათ დამებადებაო ხო სასაფლაოზე ჩემი ფეხიო biggrin.gif
დავიბნები და უმალ ღიმილით მიუგე რა სისულელეა მეთქი ( სახეზე ეტყობოდა იმდეგი გაუცრუე )biggrin.gif აი ასე უპრთხილდები ავტორიტეტს laugh.gif
ისე ასეთი კატეგორია რამდენია ამ ქალს სახეზე ეწერა ზღაპრის მოსმენა უნდოდა აი ეს ასეა იმიტომ რო ასე იქ წერია იმიტომ რო მოციქულები ამობენჯ ერთხელ ასე მოხდა მამაო მითხრაო ასეო და მოკლედ რა .....biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Dec 17 2006, 12:32 PM

ლილიანა

ციტატა
დღევანდელი დღე ბარბარობა მოიაზრება როგორც ბედობის დღე საიდან მოდის ეს წარმოდგენა და არის თუ არა საფუძვლიანი ?

წარმართობას შერწყმული ქრისტიანობა...ერთერთი კლასიკური მაგალითია ეს..
და ასეტი მაგალიტები მრავლად მოიპოვება ჩვენს ქართულ რეალობაში...
ციტატა
ამობენჯ ერთხელ ასე მოხდა მამაო მითხრაო ასეო და მოკლედ რა .....

აი ეს კი ყველაზე სავალალოა, როდეასაც სასულიერო პირი ზღაპრებს ასწავლის თავის მრევლს...

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Dec 17 2006, 12:33 PM

ციტატა

სავალალოა, როდეასაც სასულიერო პირი ზღაპრებს ასწავლის თავის მრევლს...

blink.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 17 2006, 01:35 PM

ციტატა
დღევანდელი დღე ბარბარობა მოიაზრება როგორც ბედობის დღე

მაგარი სასაცილოა smile.gif იცით კიდევ რაზე მეცინება ხოლმე? ბზობას თევზს და ბარბარობას ლობიანს ყველა რომ აკეთებს და ყველა რომ ჭამს, არადა ბევრს ამ თევზ-ლობიანის შემდეგ კაი ხინკალი ელოდება ან უკვე ხაშნაყლაპია smile.gif

ჩვენთან ტრადიციები უფრო ძლიერია ვიდრე რელიგია, ეს განაპირობებს სწორედ ათას არეულობას...

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Dec 17 2006, 01:39 PM

ციტატა

ბარბარობას ლობიანს ყველა რომ აკეთებს და ყველა რომ ჭამს

შენ არ აკეთებ და არ მიირთმევ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 17 2006, 01:41 PM

ციტატა(t.l. @ Dec 17 2006, 10:39 AM) *

შენ არ აკეთებ და არ მიირთმევ? biggrin.gif

ეეჰ sad.gif

რომ იცოდე როგორ მენატრება ლობიანი...

კაი ვაოფთოფიქებთ აქ.. მრავალს დაესწარით ყველანი...

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Dec 17 2006, 01:45 PM

ციტატა(KAIROS @ Dec 17 2006, 02:41 PM) *

ეეჰ sad.gif

რომ იცოდე როგორ მენატრება ლობიანი...

კაი ვაოფთოფიქებთ აქ.. მრავალს დაესწარით ყველანი...

მოი მერე და გაჭმევbiggrin.gifიცი რამდენი მაქვსbiggrin.gif

გვერძე თემაში მოგვილოცე ვრცლადsmile.gif

პ.ს. ნუ ამ სმაილის გარეშე არ შემიძლია რააა blink.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 17 2006, 03:56 PM

ციტატა

მოი მერე და გაჭმევიცი რამდენი მაქვს

ბილეტებს შენ უყიდი? laugh.gif

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Dec 17 2006, 04:20 PM

ციტატა(მნათე @ Dec 17 2006, 04:56 PM) *

ბილეტებს შენ უყიდი? laugh.gif

blink.gif
სადა არის რო? blink.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 17 2006, 04:25 PM

ციტატა

სადა არის რო?

ალაჰმა უწყის laugh.gif საქართველოში რომ არ არის ვიცი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Dec 17 2006, 04:33 PM

ციტატა(მნათე @ Dec 17 2006, 05:25 PM) *

ალაჰმა უწყის laugh.gif

შენ სულ დაუბერე ამ ბოლო დროს? laugh.gif

პ.ს. კარგახანია არ მინახიხარ blink.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 31 2006, 11:41 PM

მოკლედ ჩემს მიერ ადრე დადებულ სიას ფსევდო მართლმადიდებლობისა, რომ ზოგს ეშინია:

1. შტრიხ კოდების
2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების
3. საიდენტიფიკაციო ნომრების
4. შელოცვების
5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის
6. ტელევიზორის
7. კომპიუტერის
8. ზღვაზე "სიშიშვლის"
9. ცეკვის
10. სპორტის

მიემატა კიდევ ერთი:

ეშინიათ:
11. ახალი წლის აღნიშვნის 1 იანვარს

იმ მოტივით, რომ თურმე ამ დროს ვუგმანავთ კარებს ღვთისმშობელს, მოკლედ რა შეიძლება ითქვას ამაზე? ალბათ ერთი რამ: მაგრად ვბანაობთ ზოგი უკუნითი უკუნისამდე

biggrin.gif

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 1 2007, 09:16 AM

ციტატა(კანუდოსელი @ Dec 31 2006, 07:41 PM) *

მოკლედ ჩემს მიერ ადრე დადებულ სიას ფსევდო მართლმადიდებლობისა, რომ ზოგს ეშინია:

1. შტრიხ კოდების
2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების
3. საიდენტიფიკაციო ნომრების
4. შელოცვების
5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის
6. ტელევიზორის
7. კომპიუტერის
8. ზღვაზე "სიშიშვლის"
9. ცეკვის
10. სპორტის

მიემატა კიდევ ერთი:

ეშინიათ:
11. ახალი წლის აღნიშვნის 1 იანვარს

იმ მოტივით, რომ თურმე ამ დროს ვუგმანავთ კარებს ღვთისმშობელს, მოკლედ რა შეიძლება ითქვას ამაზე? ალბათ ერთი რამ: მაგრად ვბანაობთ ზოგი უკუნითი უკუნისამდე

biggrin.gif

მიემატა კიდევ ერთი შიში

12. მუსიკის მოსმენის ვგულისხმობ კლასიკურ მუსიკას, ხალხურ ფოლკლორს, ნუ ჯაზზე და როკზე აღარ მაქვს საუბარი biggrin.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Jan 2 2007, 03:09 PM

გუჯა

ციტატა
12. მუსიკის მოსმენის ვგულისხმობ კლასიკურ მუსიკას, ხალხურ ფოლკლორს, ნუ ჯაზზე და როკზე აღარ მაქვს საუბარი

საპატრიარქოს რადიოში ხშირად აჟღერებენ კლასიკურ მუსიკას...

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 2 2007, 07:42 PM

ციტატა(glaxa @ Jan 2 2007, 11:09 AM) *

გუჯა
საპატრიარქოს რადიოში ხშირად აჟღერებენ კლასიკურ მუსიკას...

ვიცი, მაგრამ ფანატიკოსებს რა გამოლევს biggrin.gif საპატრიარქოს რადიოსიც ეშინიათ შენ წარმოიდგინე, და არ უსმენენ, ისიც ვიცი რამოდენიმე მოძღვარი რომ უკრძალავს თავის მრევლს რადიო "ივერიის" მოსმენას smile.gif

პოსტის ავტორი: keti თარიღი: Jan 3 2007, 01:41 AM

ეგ უკვე მართლა ფანათიზმია...
მე როგორც ვიცი პატრიარქს ძალიან უყვარს კლასიკური მუსიკა

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 3 2007, 01:45 AM

ციტატა
მე როგორც ვიცი პატრიარქს ძალიან უყვარს კლასიკური მუსიკა

არა მხოლოდ უყვარს, ასრულებს laugh.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 3 2007, 05:57 AM

აქ რაზეცაა საუბარი ასეთი ფაქტები იშვიათია მაგ მკალავიშვილის მიმდევრები და სხვა რომლებიც თავისი მოძღვრის გარდა აღარავის უჯერებენ არც პატრიარქს არც სინოდს და აშ.მაგრამ ასე დაყოფა რახან იმას რაღაცის ეშინია ანუ არ უნდა იმ საქმის კეთება ისეიგი ის ფსევდო მართლმადიდებელია არასწორია.კაცია და გუნება ზოგს არ უნდა ამა თუ იმ საქმის გაკეთება გინდაც აქ მოყვანილ სიაში მყოფის გარკვეული თავისი შეხედულებების გამო ამიტომ იგი ფსევდო მართლმადიდებელია არასწორია ეგრე მეც რამდენიმე წელია კარტი არ მითამაშია (გინდა ამას დაარქვით მეშინია)არც ახალ წელს შევხვედრილვარ დიდიზარზეიმით,არც პლიაჟებზე მიყვარს ყოფნა და აშ აღარ (გავაგრძელებ)რადგანაც ამ საკითხებზე გამაჩნია გარკვეული ჩემი შეხედულება და ამიტომ მე ეი ფსევდო მართლმადიდებელი ვარ დავინც კიდე ამ ყველაფერს იცავს (და ამ სიის ცოტა დაგრძელებაც შეიძლება )ის ნამდვილი მართლმადიდებელია.ყველას აქვს ამათუ იმ საკითხტან მიმართებაში თავისი გარკვეული პოზიცია და მასზე ძალადობა რატო ესეთი მიმარტება ამ საკითხთან ნამდვილად არასწორია. smile.gif

პოსტის ავტორი: orthodox_82 თარიღი: Jan 3 2007, 06:24 AM

კარტი დიდი ხანია არც მე მითამაშია. მაგრამ ახალ წელს სიხარულით შევხვდი და არა "ძალით თავშეკავებით" როგორც ამას ბევრი ფანატი აკეტებს. მე მიხარია ახალი წლის დადგომა, და ვისაც არ უხარია პრობლემა მის თავში ეძიოს smile.gif რაც შეეხება პლიაჟებზე გასვლას საკითხავია რა იგულისხმება ამაში, ნუ ზოგიერთზე პლიაჟზე გასვლა ვნებების აღძვრას იწვევს, ყველას სხვანაირი ბრძოლები აქვს, ამიტომ ვინც ამის გამო პლიაჟზე გასვლას ერიდება "ფსევდო მართლმადიდებელად" მე ვერ მოვიხსენიებ,მით უმეტეს თუ სხვას არ უშლის და არ ქადაგებს ამის შესახებ, მხოლოდ მის თავს უფრთხილდება. ადამიანმა მრუშული აზრებიდან თავი აარიდო ამას ფსევდო არ შეიძლება უწოდო, აი სხვებს რომ მოძღვრავენ და "იგივეს ურჩევენ" იმ მიზეზით რომ მათნაირ დღეში ჰგონიათ სხვა ეს ფანატიზმია.

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Jan 3 2007, 11:57 AM

orthodox_82

ციტატა
რაც შეეხება პლიაჟებზე გასვლას საკითხავია რა იგულისხმება ამაში, ნუ ზოგიერთზე პლიაჟზე გასვლა ვნებების აღძვრას იწვევს, ყველას სხვანაირი ბრძოლები აქვს, ამიტომ ვინც ამის გამო პლიაჟზე გასვლას ერიდება "ფსევდო მართლმადიდებელად" მე ვერ მოვიხსენიებ,მით უმეტეს თუ სხვას არ უშლის და არ ქადაგებს ამის შესახებ, მხოლოდ მის თავს უფრთხილდება. ადამიანმა მრუშული აზრებიდან თავი აარიდო ამას ფსევდო არ შეიძლება უწოდო, აი სხვებს რომ მოძღვრავენ და "იგივეს ურჩევენ" იმ მიზეზით რომ მათნაირ დღეში ჰგონიათ სხვა ეს ფანატიზმია.

მომწონს ასე ნათქვამი smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 3 2007, 01:37 PM

glaxa
შენ ბევრი რამე მოგწონს biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Jan 3 2007, 01:39 PM

ქავთარაძე

ციტატა
შენ ბევრი რამე მოგწონს

ალა ალა..
პილიქით ბევლი ლამე ალ მომწონს..
აბა მაცნობე ლოგოლ გამიგე... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 3 2007, 02:31 PM

ხალხო, რა ცუდია, როდესაც არ ვკითხულობთ ბოლომდე ნაწერს.
მანდ არ წერია რომ ვინმე ფსევდო მართლმადიდებელია, არამედ წერია ფსევდომართლმადიდებლობაზე, ანუ ისეთ მოვლენაზე, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიები იგივდება მართლმადიდებლობასთან...გესმით? იგივდება.

მე წინააღმდეგი კი არ ვარ იმისი, თუ ვინმე არ ჭამს ბორშს biggrin.gif, მე წინააღმდეგი ვარ, როდესაც ბორშის არ ჭამა ცხადდება რწმენის საგნად.

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Jan 3 2007, 02:37 PM

ციტატა
მე წინააღმდეგი ვარ, როდესაც ბორშის არ ჭამა ცხადდება რწმენის საგნად.

ზუსტადაც

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 3 2007, 02:58 PM

ფუნდამენტალისტები გაიტანეთ

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 3 2007, 03:15 PM

ციტატა(მნათე @ Jan 3 2007, 03:58 PM) *

ფუნდამენტალისტები გაიტანეთ

თან მიაყოლეთ მამა რაფაელი

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 3 2007, 10:17 PM

გაზრდილი სია:

1. შტრიხ კოდების
2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების
3. საიდენტიფიკაციო ნომრების
4. შელოცვების
5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის
6. ტელევიზორის
7. კომპიუტერის
8. ზღვაზე "სიშიშვლის"
9. ცეკვის
10. სპორტის
11. ახალი წლის აღნიშვნის 1 იანვარს
12. მუსიკის მოსმენის
13. ფიქრის
14. ახალი სტილის კალენდრის

აზზე ვარ წლის ბოლოს რამდენი შეგროვდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 4 2007, 12:14 AM

ციტატა
13. ფიქრის

ეგ დააზუსტე... საინტერესოა, როგორ "ფიქრზეა" ჭიკჭიკი wink.gif

ეშინიათ დემოკრატიის და არიან ულტრა მონარქისტები
( ზოგადად არაფერი მაქვს მონარქიის წინააღმდეგი, როგორიც დემოკრატიის მიმართ, შედარება ძნელი საქმეა და მერე დავკონკრეტდები, მაგრამ ულტრა ვეწინააღმდეგები ორივე მხარეს!)

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 4 2007, 02:04 AM

ციტატა
14. ახალი სტილის კალენდრის

ამაში რა იგულისხმება იქნებ დაწეროთ ხოლო თუ იგულისხმება ახალ კალენდარზე გადასვლა ეს დიდი სისულელეა და მაშინ ამ სიიდან შეგიძლიათ ამოიღოთ smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 4 2007, 02:25 AM

ციტატა(solomony @ Jan 4 2007, 03:04 AM) *

ამაში რა იგულისხმება იქნებ დაწეროთ ხოლო თუ იგულისხმება ახალ კალენდარზე გადასვლა ეს დიდი სისულელეა და მაშინ ამ სიიდან შეგიძლიათ ამოიღოთ smile.gif

კაი ამოვიღებ, ოღონდ შენი ნებართვით მივაყოლებ: საბერძნეთის, კონსტანტინეპოლის, რუმინეთის, ამერიკის ეკლესიასაც, ოკ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 4 2007, 02:37 AM

ეგრე მეც არ ჩამოვთვლი დანარჩენ ავტოკეფალურ ეკლესიებს რუსეთის და აშ.ამერიკისა და რუმინეთის რა ვთქვა მაგრამ საბერძნეთში ამან კამათები და განხეთქილებები გამოიწვია და მემგონი იმ პატრიარქის მიერ იქნა მიღებული კალენდარი მემგონი კონსტანტინოპოლში, სამი ეკლესიის პატრიარქი რომ იყო და სამივედან რომ გააძევეს მემგონი მელეტი მეტამა....
ისე კი აღდგომას მაინც ყველა ავტოკეფალური ეკლესია ძველი კალენდრით აღნიშნავს და არა როგორც კათოლიკები.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 4 2007, 02:43 AM

ციტატა
მაგრამ საბერძნეთში ამან კამათები და განხეთქილებები გამოიწვია

ეკლესიისდან გადაიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს ყოფილან ეკლესიის წევრები. ვგონებ უნდა გვქონდეს სულიერ ცხოვრებაში კალენდარსა და ათას 'საერო' მოვლენეაზე მნიშვნელოვანი თემები. ეს არის წმიდა წყლის რიტუალიზება რელიგისა და მისი საკრალურის უკუგდება, როდესაც საუბარი იწყება მეორეხარისხოვანზე იკარგება მართლმადიდებლობა.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 4 2007, 02:49 AM

მე კალენდრის შეცვლას არ მივიჩნევ მეორე ხარისხოვნად და თუ ეს მეორე ხარისხოვანია მაშინ დავანებოთ თავი საუბარს მისი შეცვლის შესახებ.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 4 2007, 02:55 AM

ციტატა
მე კალენდრის შეცვლას არ მივიჩნევ მეორე ხარისხოვნად და თუ ეს მეორე ხარისხოვანია მაშინ დავანებოთ თავი საუბარს მისი შეცვლის შესახებ.

მანახე სად იყო საუბარი შეცვლაზე.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 4 2007, 03:02 AM

ზევით და წინა გვერდის პოსტი წაიკითხე

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 4 2007, 03:19 AM

ციტატა
ზევით და წინა გვერდის პოსტი წაიკითხე

აქცენტი ამაზე შენ გააკეთე, კალენდრის შემოღება, არშემოღება, არის მეორეხარისხოვანი თემა ეკლესიისთვის, იგი არ განეკუთვნება დოგმათა რანგს-დოგმისა და ტრადიციის, არ გამიჯვნა არ შეიძლება.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 4 2007, 03:23 AM

კალენდრის შეცვლას როგორც მე ვიცი არავინ აპირებს. ყოველ შემთხვევისათვის საქართველოს საპატრიარქოს ამის შესახებ არაფერი განუცხადებია.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 4 2007, 03:26 AM

ციტატა
კალენდრის შეცვლას როგორც მე ვიცი არავინ აპირებს. ყოველ შემთხვევისათვის საქართველოს საპატრიარქოს ამის შესახებ არაფერი განუცხადებია.

რა თქმა უნდა. მაგრამ ეს არ არის საბაბი ავტოკეფალური ეკლესიების ანათემიზირებისთვის.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 4 2007, 03:26 AM

ციტატა(ალექსანდრე @ Jan 4 2007, 04:23 AM) *

კალენდრის შეცვლას როგორც მე ვიცი არავინ აპირებს. ყოველ შემთხვევისათვის საქართველოს საპატრიარქოს ამის შესახებ არაფერი განუცხადებია.

თუ შემოიღებს არ ავხტები და თუ არ შემოიღებს, არც მაშინ გადავიჭრი ვენებს

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 4 2007, 03:27 AM

მნათე

ციტატა
რა თქმა უნდა. მაგრამ ეს არ არის საბაბი ავტოკეფალური ეკლესიები ანათემიზირებისთვის.

გეტანხმები

კანუდოსელი
ციტატა
თუ შემოიღებს არ ავხტები და თუ არ შემოიღებს, არც მაშინ გადავიჭრი ვენებს

smile.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 4 2007, 03:31 AM

კალენდრის შეცვლას რომ არავინ არ აპირებს ეს მეც ვიცი მე ამ თემაში განხილვისას ვსაუბრობ და არც ამის გამო სხვა ეკლესიების ანათემიზირებას ამბობს და აპირებს ვინმე

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 4 2007, 03:33 AM

ციტატა(solomony @ Jan 4 2007, 04:31 AM) *

არც ამის გამო სხვა ეკლესიების ანათემიზირებას ამბობს და აპირებს ვინმე

აბა დიდი სისულელე რატომ უწოდე ახალმესტილე მართლმადიდებელი ეკლესიების არჩევანს?
მითხარი ახალი სტილი არის თუ არა დიდი სისულელე და თუ არის ისიც თქვი, რომ ამ ეკლესიების არჩევანი დიდი სისულელეა, ოღონდ ისიც დაამატე: ჩვენთან თანაზიარებაში მყოფი ეკლესიების არჩევანი დიდი სისულელეათქო...აბა გელი

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 4 2007, 03:34 AM

ციტატა
კალენდრის შეცვლას რომ არავინ არ აპირებს ეს მეც ვიცი მე ამ თემაში განხილვისას ვსაუბრობ და არც ამის გამო სხვა ეკლესიების ანათემიზირებას ამბობს და აპირებს ვინმე

ციტატა
მე კალენდრის შეცვლას არ მივიჩნევ მეორე ხარისხოვნად

რატომ არის პირველხარისხოვანი?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 4 2007, 03:36 AM

კერგით რა ხალხო ახლა კალენდარზე დაიწყო დაკა დაკა laugh.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 4 2007, 03:37 AM

ციტატა(ალექსანდრე @ Jan 4 2007, 04:36 AM) *

კერგით რა ხალხო ახლა კალენდარზე დაიწყო დაკა დაკა laugh.gif

ძამია აქ დაკა დაკა კალენდარზე კი არა ფსევდო კატეგორიების მართლმადიდებლობად გამოცხადებაზეა...ეს კი არაა მეორეხარისხოვანი

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 4 2007, 03:48 AM

მე ზევით დავწერე არგუმენტები თუ რატომ არ არის სწორი კალენდრის შეცვლა და კალენდრის შეცვლა შეცდომაა ამას არც ვუარყოფ და არც იმ ზევით მოყვანილ სიაში არის ამ საკითხის ადგილი

უბრალოდ ასეთ კითხვას დავსვავ აღდგომას ამერიკის საბერძნეთის და აშ ეკლესიები ძველი კალენდრით აღნიშნავენ თუ ახლით როგორც კათოლიკეები?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 4 2007, 03:53 AM

ციტატა
მე ზევით დავწერე არგუმენტები თუ რატომ არ არის სწორი კალენდრის შეცვლა და კალენდრის შეცვლა შეცდომაა ამას არც ვუარყოფ და არც იმ ზევით მოყვანილ სიაში არის ამ საკითხის ადგილი

ნუ თქვენ, შეიძლება თვლიდეთ კიდეც არგუმენტებად [მრავლობითი ფორმა სრულიად უადგილოა] ზევით დაწერილს.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 4 2007, 03:55 AM

პასუხს მეთვითონ გავცემ ძველი კალენდრით მაშ რა საჭიროა შობის ახალი კალენდრით აღნიშვნა და აღდგომის ძველი კალენდრით?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 4 2007, 03:58 AM

ციტატა
პასუხს მეთვითონ გავცემ ძველი კალენდრით მაშ რა საჭიროა შობის ახალი კალენდრით აღნიშვნა და აღდგომის ძველი კალენდრით?

აჰ, ეს თქვენ გაიაზრეთ და 5-მა ავტოკეფალურმა ეკლესიამ ვერა biggrin.gif უხ, როგორ არ დაიჯერეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 4 2007, 04:04 AM

10 ავტოკეფალურ ეკლესიას რაღა ვუყოთ და მე მაინტერესებს მაინც კონკრეტული პასუხი.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 4 2007, 04:06 AM

ციტატა
10 ავტოკეფალურ ეკლესიას რაღა ვუყოთ და მე მაინტერესებს მაინც კონკრეტული პასუხი.

კონკრეტულად ვერავინ გაგვემთ პასუხს biggrin.gif გეოპოლიტიკური გააზრება სჭირდება biggrin.gif

მაპატიე, მაგრამ შენი გამონათქვამები ფუნდამენტალისტურია.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 4 2007, 04:06 AM

ციტატა(solomony @ Jan 4 2007, 04:48 AM) *

მე ზევით დავწერე არგუმენტები თუ რატომ არ არის სწორი კალენდრის შეცვლა და კალენდრის შეცვლა შეცდომაა ამას არც ვუარყოფ და არც იმ ზევით მოყვანილ სიაში არის ამ საკითხის ადგილი

უბრალოდ ასეთ კითხვას დავსვავ აღდგომას ამერიკის საბერძნეთის და აშ ეკლესიები ძველი კალენდრით აღნიშნავენ თუ ახლით როგორც კათოლიკეები?

კითხვაზე კითხვით პასუხი, რეალური პასუხის არქონის ტოლფასია, მითუმეტეს რომ მე სულ სხვა კითხვა დავსვი...

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 4 2007, 04:11 AM

ციტატა
მაპატიე, მაგრამ შენი გამონათქვამები ფუნდამენტალისტურია

ამაში რას გულისხმობ არვიცი.ისე კი ჩემს კითხვაზე პასუხი არ არის

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 4 2007, 04:12 AM

ვაიმეეეე

ძლივს მოვაღწიე აქამდე.....
ძალზედ საინტერესო თემაა
მალე შემოგიერთდებით

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 4 2007, 04:18 AM

მნათე ისე კონსტანტინოპოლმა რა გარე მიზეზით მიიღო ახალი კალენდარი ეს ვრცელი თემაა და საინტერესოა თუ გაეცნობი ვინ მიიღო რატომ და აშ

ვინმე თუ გავაბრაზე მომიტევეტ მაგრამ ყველაფერში ვერ დაგეთანხმებით და რამეს რომ წერთ მისი არგუმენტაციაც მაინტერესებს

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 4 2007, 12:59 PM

ციტატა
მნათე ისე კონსტანტინოპოლმა რა გარე მიზეზით მიიღო ახალი კალენდარი ეს ვრცელი თემაა და საინტერესოა თუ გაეცნობი ვინ მიიღო რატომ და აშ

გაცნობილი ვარ, აგერ უკვე რამდენიმე თვეა wink.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Jan 4 2007, 01:01 PM

მნათე

ციტატა
გაცნობილი ვარ, აგერ უკვე რამდენიმე თვეა

ნეტა თუ არსებობს ისეთი რამე რასთანაც შენ გაცნობილი არა ხარ...
ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 4 2007, 01:10 PM

ციტატა

ნეტა თუ არსებობს ისეთი რამე რასთანაც შენ გაცნობილი არა ხარ...
ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა

მოგიწოდებ გაეთრიო laugh.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Jan 4 2007, 01:11 PM

მნათე
შენს ავატარს რომ ვუყურებ მაგრად მეცინებაააააააა
ჰაააააა
ჰაჰაჰაჰაჰა
laugh.gif laugh.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jan 4 2007, 01:58 PM

ის ადამიანები ვისაც ამის სჯერა არიან გამოუცდელები და ის ვიც მათ განიკიტხავს კიდევ უფრო გამოუცდელები არიან....

კომპიუტერი და ტელევიზორი ერის კაცისთვის დღეს - დრეობიტ საზიანო არაა... მაგარმ როდესაც ბერს სენაკში კომპიუტერი უდგას და ADSL აქვს ჩართული ან ტერლევიზორი და 200ზე მეტ არხს იჭერს, ვფიქრობ ეშმაკი სენაკში ჰყოლია, რადგან იცი რამდენი ცდუნებაც მოდის გინდ ტელევიზორიდან და გინდ კომპიდან...

რაც შეეხება კაოლიკურ ტაძარს მე პირადად ამიკრძალა მოძღვარმა მანდ შესვლა, რადგან ზალიან მიტაცებს გოთიკა, ორღანი, მისტიკური ბუტბუტი biggrin.gif და ა.შ. და როდესაც ვკითხე არგუმენტი ამის აკრძალვისა მან მიტხრა რომ მე არ მაქვს ჯერ ის სულიერი სიძლიერე რომ კათოლიკეთა მესსიტ ან სხვა მსახურებით არ მოვხუბლულიყავ.... და თუ მოვიხიბლეოდი იცოდა რომ უსათუოდ იქ დავრჩებოდი...

რაც შეეხება 666 მე ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ მაქვს გამოცხადება წაკიტხული და ის რომ რვეულის იმის გამო ყიდვა არ შეიძლება რომ ზედ 666 აწერია ამი რათქმა უნდა არ მჯერა laugh.gif

რაც შეეხება შელოცვებს... მიუხედავად იმისა რომ მისტიკა ყოველტვის მიტაცებდა ამ სულელურ შელოცვებზე ყოველთვის მეცინებოდა.... მაგრამ სამწუხაროდ დღეს -დღეობით ყოველი მეორე მკითხავთან დადის... და ყოველ მეორე გაზეთში მკითხავებისა და ნათელ მხილველების ინტერვიუებია.... მართლა მეცინება რომ ვკითხულობ.... და მათი კლიენტები წერენ, რომ მკითხავი აგზავნით მღვდელთან ეომ ვინმესთვის წსი აუგოთ... სასაცილოა, როდესაც მკითხავი და ნათელმხილველი ეკლესიაზე და მღვდელზე მაღლა დგას....

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Jan 4 2007, 02:01 PM

დავით ივერიელი

ციტატა
რაც შეეხება შელოცვებს... მიუხედავად იმისა რომ მისტიკა ყოველტვის მიტაცებდა ამ სულელურ შელოცვებზე ყოველთვის მეცინებოდა....

შელოცვა მოქმედებს... იცი?

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jan 4 2007, 02:06 PM

glaxa
ბაბო გყაამს??

ეგ შენნაირებზე მოქმედებს ქრისტეს მონებს არ ეხებათ... wink.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Jan 4 2007, 07:55 PM

დავით ივერიელი

ციტატა
glaxa
ბაბო გყაამს??

ეგ შენნაირებზე მოქმედებს ქრისტეს მონებს არ ეხებათ...

კი ერთი..შენნაირად..იმასაც ნინა ჰქვია smile.gif

შენ ვის ეუბნები ჰაჰაჰაჰ ვისაც რამე სეულოცია ყველას სენზე მოუხდენია ეფექტი ვახახახახახახაახახახახა
laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 4 2007, 08:45 PM

ეხლა მე წიგ ნიდან მომაქვს ამონაწერი

1) მართლაც შეიცავს თუ არა შტრიხკოდი მხეცის რიცხვს _666?
შესაძლოა, ჩვენს თანამედროვეთაგან მავანს კიდევ ეპარება ეჭვი, შეიცავს თუ არა შტრიხკოდები მხეცის რიცხვს-666. აღნიშნული საკითხის ნათელსაყოფად მოგვყავს საბერძნეთში კომპიუტერული სისტემების ცნობილი სპეციალისტი, თომა ფსარასის წერილის ფრაგმენტი ერთი ბერძნული მონასტრის იღუმენის, არქიმანდრიტ ნექტარისადმი:
"ღმად პატივცემულო მამაო ნექტარ!
თქვენს კითხვაზე, თუ რამდენადაა ტექნიკურად გამართლებული შტრიხკოდებისა და ე.წ. ჭკვიან ბარათებში რიცხვ "666"-ის გამოყენება, გაცნობებთ შემდეგს:
იმისათვის, რომ შტრიხკოდი უშეცდომოდ იქნეს გამოყენებული, მასში ინფორმაციის დაყოფა ხდება ორმაგი გრძელუ შტრიხით_ თავში, შუაში და ბოლოში, რომელთა კომპიუტერული ციფრული მნიშვნელობა არის ექვსი (ერთადერთი რაც საერთოა ყველა შტრიხკოდებისთვის, რიცხვი "666"-ია.)"

ეს არის წიგნიდან ამონაწერი.... ასე რომ ის აზრი რომ "666"_მხეცური ნიშანია_ სერიოზულობას მოკლებულია , ყოვლად მცდარია. მთელი ეკლსია მაგას ქადაგებს, რომ არ მივიღოთ ს რიცხვი-იგი სატანურია, დღეს უკვე ზოგიერთი მღვდელიც კი იმას ამბობს რომ ხალხი არ შევაშინოთ, არ დავაპანიკოთ, და ეუბნება რომ ამ რიცხვს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როგორ არა აქვს? წინასწარმეტყველება სულ ანტიქრისტეს მოსვლაზე სუბრობს. რა წერია აპოკალიპსში? როგორც ჯვარია ჩვენთვის მართლმდადიბელებისთვის, ქრისტეს ნიშანიუ და ჩვენი ფარი, ასეა 666 სატანისთვის. ეხლა შემოდის უკვე ელექტრონული პირადობის მოწმობები, რომლიშ შტრიხკოდი ასევე შეიცავს 666-ს. (რა თქმა უნდა ეს გარედან არ ჩანს) ქრისტიანებმა სასტიკი უარი უნდა ვთქვათ ამაზე, თუ მივიღეტ ეს პირადობის მოწმობა, მასზე მოვაწერეთ ხელი- გამოდის რომ სატანის ქაღალდზე ვაწერთ ხელს, და უნდა ვატაროთ მისი ნიშანი. ზოგიერთი იმასაც ამბობბს მივიღებ ამ პირადობის მოწმობას რა მნიშვნელობა აქვს, მე ვილოცებო... რა ძალა ექნება შენს ლოცვას თუ შენი სახელი პირდაპირ სატანის ქაღალდზე დაწერე. ზუსტად ამაზე იქადაგა იმდენი ჩვენთან მამა დავითმა... ასე რომ თითქოს ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ-არ შეიძლება... ამით ხომ ანტიქრისტეს გამეფებას ვუწყობთ ხელს.

პოსტის ავტორი: kaxa-beri თარიღი: Jan 13 2007, 02:36 AM

ფსევდომართლმადიდებლობაზე რომ ვლაპარაკობთ გვააქვს კი ამის ნება ?? ნუ შეწუხდებით იმის დაწერით, რომ ნება თავისუფალი გვაქვს......

..... ეს თემა უფრო კაი იქნებოდა სხვა ფორუმზე, მაგალითად როკერების ფორუმზე, იქ ხალხი გაიხარებდა... ნუღა იკითხავთ ..... აი ის უნდა ნახოთ როგორ განგვსჯიან ჩვენი "როკერი ძმები"... და ის სია აქ რომ აგროვებდით ბევრად დიდი იქნებოდა sad.gif ....

ამდაგვარი კითხვებით პირდაპირ მამაოსთან გადავიდეთ ის აჯობებს, "ია ტაკ დუმაიუ ".....

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 13 2007, 06:19 AM

ციტატა(დავით ივერიელი @ Jan 4 2007, 09:58 AM) *

კომპიუტერი და ტელევიზორი ერის კაცისთვის დღეს - დრეობიტ საზიანო არაა...

ზოგიერთებისთვის საზიანო კი არა დამღუპველიცაა...მაგრამ არიან ადამიანები ვინც საქმისთვის იყენებს კომპ. და ტელევიზორს, და ყველასთვის არაა საზიანო...

ციტატა(დავით ივერიელი @ Jan 4 2007, 09:58 AM) *

მაგარმ როდესაც ბერს სენაკში კომპიუტერი უდგას და ADSL აქვს ჩართული ან ტერლევიზორი და 200ზე მეტ არხს იჭერს, ვფიქრობ ეშმაკი სენაკში ჰყოლია, რადგან იცი რამდენი ცდუნებაც მოდის გინდ ტელევიზორიდან და გინდ კომპიდან...

რა სისულელეა, ბერმა თუ ინტერნეტი ჩართო, აქ რაა ცუდი, მით უმეტეს რომ ბევრი საეკლესიო ვებ-გვერდია და ინფორმაციასაც ბევრს მიიღებს...რაც შეეხება ტელევიზორს, 200 მეტი არხი აქვს თუ 30000 ალბათ ისიც სჭირდება ინფორმაციისთვის, და ტელევიზორი ხანდახან ნუგეშია მათთვის...ნუ გვავიწყდება რომ მონაზვნებიც ადამიანები არიან... მით უმეტეს მათ, ვინც მამა რაფაელის წიგნებს იზეპირებს...

ციტატა(დავით ივერიელი @ Jan 4 2007, 09:58 AM) *

რაც შეეხება კაოლიკურ ტაძარს მე პირადად ამიკრძალა მოძღვარმა მანდ შესვლა, რადგან ზალიან მიტაცებს გოთიკა, ორღანი, მისტიკური ბუტბუტი biggrin.gif და ა.შ. და როდესაც ვკითხე არგუმენტი ამის აკრძალვისა მან მიტხრა რომ მე არ მაქვს ჯერ ის სულიერი სიძლიერე რომ კათოლიკეთა მესსიტ ან სხვა მსახურებით არ მოვხუბლულიყავ.... და თუ მოვიხიბლეოდი იცოდა რომ უსათუოდ იქ დავრჩებოდი...

მე ვფიქრობ რომ კათოლიკური ეკლესიის მიმართ ზოგიერთ "მორწმუნეს" შიში კი არა ზიზღი აქვთ, კანუდოსელ იმ ჩამონათვალში კათოლიკური ეკლესიის შიში კი არა ზიზღი უნდა დაგეწერა smile.gif შიშით არ ეშინიათ, მაგრამ სძულთ კათოლიკები...დავით, შენს შემთხვევაში მეც გირჩევ რომ მოძღვარს დაემორჩილო...ისე რაც მე კათოლიკურ ეკლესიებში დამიკრავს მაგრად გადავრჩენილვარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Jan 13 2007, 06:25 AM

სწორედ ამ თემას რომ ვკითხულობდი შემთხვევით მნათეს ავატარს შევხედე და პოსტების რაოდენობა დავინახე.

ამდენი კაი ხანია არ მიცინია. laugh.gif
http://imageshack.us

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 13 2007, 10:14 PM

ციტატა(ხათუნა @ Jan 13 2007, 02:25 AM) *

სწორედ ამ თემას რომ ვკითხულობდი შემთხვევით მნათეს ავატარს შევხედე და პოსტების რაოდენობა დავინახე.

ამდენი კაი ხანია არ მიცინია. laugh.gif
http://imageshack.us

მნათე ეს რა ჰქენი??? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 15 2007, 07:21 PM

IPB-ს სურათი

ეს არის ცნობილი რუსი მრთლმადიდებელი მსახური ალექსანდრე მენი

Fr Alexander was a man rooted in Russian 0rthodoxy whose vision was open to other traditions, embracing all Christians as brothers and sisters, and all of humanity for Christ. Bishop Seraphim (Sigrist) has said: "Christianity today cannot be understood without understanding the life and work of Fr. Alexander Men." Noted Evangelical author Philip Yancey describes Fr Men' as "an extraordinary Orthodox priest."

Born a Jew, he was baptized as an infant by his mother, who had become a member of the catacomb (or underground) church in Russia under Soviet suppression. Young Alik showed a keen interest in the faith: his favorite saint was Seraphim of Sarov and by the age of 15 he was well-read in Augustine, Chrysostom, and the Cappadocian Fathers. Entering college to study biology, he began serving in the Church and was barred from graduating. Thus, the way was open for him to become a priest. Fr Alexander received formal training in the Leningrad and Moscow Theological Academies. He served as a priest for thirty years, the last twenty in a small wooden church in Novaya Derevnya, a village near Moscow. On Sunday morning, September 9, 1990, while walking to catch the train to Novaya Derevnya to celebrate the Divine Liturgy, he was murdered by an ax-blow to the back of his skull.

ალექსანდრე მენი ყველა ქრისტიანს დებსა და ძმებს უწოდებდა.
იგი ებრაულ ოჯახსი დაიბადა. დედამისი იატაკქვესა მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი გახლდათ. მსახურობდა მრვდლად 30 წლის განმავლობაში. ბოლო 20 წლის მანძილზე მოსკოვტან ახლოს, სოფელ ნოვაია დერევნიას ხის ეკლესიაში. 1990 წლის 9 სექტემბერს წირვაზე მიმავალს გზაში თავს დაესხა მკვლელი, რომელმაც კეფაში ნაჯახის ჩარტყმით სასიკვდილოდ გაიმეტა იგი.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 15 2007, 07:22 PM

გლახა
ეს ვინღაა?

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 15 2007, 07:22 PM

http://home.earthlink.net/~amenpage/amen-bio.htm

კანონისტი
არ მეგონა შენ თუ ეს არ გეცოდინებოდა ...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 15 2007, 07:23 PM

გლახა
არ ვიცოდი ნაღდად. ისე თემასთან რა შუაში იყო? wink.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 15 2007, 07:25 PM

კანონისტი

ციტატა
არ ვიცოდი ნაღდად. ისე თემასთან რა შუაში იყო?

სხვა დამატებითი ტემის გახსნა არ მინდოდა...
მერე საუბარს განვავრცობ და დავუკავშირებ ამ ტემას.. wink.gif

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 16 2007, 06:40 AM

აღმოვაჩინე კიდევ რამოდენიმე ახალი ფსევდომართლმადიდებლური შიში (?)

1. აბორტის შიში, იმის კი არ აქვთ რომ ადამიანს კლავენ, უფრო მეტად განიცდიან იმას რომ აბორტით მოკლულები თურმე "ჯოჯოხეთში ხვდებიან"

2. იუმორინაზე და შაბათის შოუს კონცერტზე წასვლა...

3. ქართული ხალხური ფოლკლორის სიმღერა და მოსმენა (ვიცი მოძღვრები რომლებიც კრძალავენ ქართულ ფოლკლორს)

4. ეკუმენიზმის ზიზღი და შიში, სძულთ მართლმადიდებელი იერარქები, რომლებიც ეკუმენისტურ შეკრებებზე ესწრებიან...

5. www.church.ge ამ საიტის შიში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

6. გაზეთ "საპატრიარქოს უწყებანი"-ს კითხვა, სასულიერო სემინარია-აკადემიაში სწავლა, თითქოს იქ მწვალებლობას ასწავლიდნენ...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 16 2007, 01:35 PM

დღეს კლასელმა მითხრა: "ანტიქრისტე 15 წლისაა" sad.gif და მერე ამას ასაღებენ მართლმადიდებლობად sad.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 16 2007, 02:15 PM

QUOTE
დღეს კლასელმა მითხრა: "ანტიქრისტე 15 წლისაა"

კიდევ კარგი უკვე 16-ის ხარ biggrin.gif თორემ რაღაც ასოციაციები წამომივიდა 15 წელზე laugh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 16 2007, 02:18 PM

ციტატა
დღეს კლასელმა მითხრა: "ანტიქრისტე 15 წლისაა" და მერე ამას ასაღებენ მართლმადიდებლობად

თვითონ იცნობს თუ რა იცის, რომ 15 წლის არის? ვერ ჰკითხე 15 წლის საიდან არის ტქო? ალბათ რაღაც რიცხვიდან ითვლიან. მახსოვს წლების უკან, ალბათ მართლაც 15 წლის უკან, ცაზე ვარსკვლავი გამოჩნდა, ძალიან დიდი და ნათელი ვარსკვლავი იყო, მაშინ მე პატარა ვიყავი და რელიგიაც მაშინ იკდებდა ფეხს ასე ვთქვათ, მაშინ ამბობდნენ, რომ ეს ვარსკვალი ვიღაცის დაბადების სიმბოლოა, თუმცა უფრო კეთილის დაბადებას ელოდნენ, მერე ალბათ ცოტა სხვანაირად განმარტეს... რა ვიცი რას გაიგებ. ისე მაინც დაგეზუსტებინა რა ვქნა...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 16 2007, 02:24 PM

ციტატა
კიდევ კარგი უკვე 16-ის ხარ თორემ რაღაც ასოციაციები წამომივიდა 15 წელზე

შენცა არ მყავდე ახლა ელია laugh.gif

ციტატა
ისე მაინც დაგეზუსტებინა რა ვქნა...

რა დამეზუსტებინა ნენა? laugh.gif ანტიქრისტე დაბადებულა და ჩვენ ეგრე ვზივართ laugh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 16 2007, 02:33 PM

ციტატა
რა დამეზუსტებინა ნენა? ანტიქრისტე დაბადებულა და ჩვენ ეგრე ვზივართ

biggrin.gif blink.gif blink.gif . გეხვეწები ნუ მაცინებsmile.gif. რა ვიცი აბა მაინც საინტერესოა, რატომ 15 და არა 20-ის ვინ აღრიცხა მისი დაბადება.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 16 2007, 02:40 PM

ციტატა
. გეხვეწები ნუ მაცინებ. რა ვიცი აბა მაინც საინტერესოა, რატომ 15 და არა 20-ის ვინ აღრიცხა მისი დაბადება.

ანტიქრისტე ისეა 15 წლის, როგორც ქათამი დებს წითელ კვერცს laugh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 16 2007, 02:43 PM

საინტერესოა ეს თემა რატომ წამოიჭრა? ასეთი მნიშვნელოვანია ანტიქრისტე? მართალი გითხრათ ამ თემაზე არანაირი ინფორმაციის წაკითხვა არ მიყვარს.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 16 2007, 02:47 PM

ციტატა
საინტერესოა ეს თემა რატომ წამოიჭრა? ასეთი მნიშვნელოვანია ანტიქრისტე? მართალი გითხრათ ამ თემაზე არანაირი ინფორმაციის წაკითხვა არ მიყვარს.

სიმართლე გითხრა ახლა მხოლოდ კოკა-კოლა მინდა laugh.gif ანტიქრისტე მოვიდეს ბატონო, ქრისტეანებს მაგის რომ გვეშინოდეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 16 2007, 03:55 PM

ციტატა(დავით ივერიელი @ Jan 4 2007, 02:58 PM) *

კომპიუტერი და ტელევიზორი ერის კაცისთვის დღეს - დრეობიტ საზიანო არაა... მაგარმ როდესაც ბერს სენაკში კომპიუტერი უდგას და ADSL აქვს ჩართული

ჩემს მოძღვარ ბერს, ჩართული აქვს ინტერნეტიც და უდგას კელიაში კომპიუტერიც.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 16 2007, 04:01 PM

ციტატა

ჩემს მოძღვარ ბერს, ჩართული აქვს ინტერნეტიც და უდგას კელიაში კომპიუტერიც.

შენი მოძღვარი ერში ცხოვრობს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 16 2007, 04:06 PM

მასე ნუ ამბობ მნათე, მასე ხელაღებით თქმა არ შეიძლება. მხოლოდ უფალმა იცის ის ბერი მისთვის როგორია. კაცის გულს უფალი ხედავს, ჩვენ გარეგნულ მხარეზე ვამახვილებთ ყურადღებას.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 17 2007, 03:12 AM

ციტატა
(ვიცი მოძღვრები რომლებიც კრძალავენ ქართულ ფოლკლორს)

ხომ ვერ გვეტყოდი ( ან ამხილებდი smile.gif )

ციტატა
საპატრიარქოს უწყებანი"-ს კითხვა

იქ ლამის არაფერი იწერება, და რატომ არიან ასე აცრილები?

ციტატა
დღეს კლასელმა მითხრა: "ანტიქრისტე 15 წლისაა

და მას ალბათ მოძღვარმა გაუნდო sad.gif

ციტატა
კელიაში კომპიუტერიც.

ზოგს კი პირიქით, კომპიუტერში აქვს კელია biggrin.gif

ციტატა
ასეთი მნიშვნელოვანია ანტიქრისტე? მართალი გითხრათ ამ თემაზე არანაირი ინფორმაციის წაკითხვა არ მიყვარს

ანტიქრისტე კია მნიშვნელოვანი, მაგრამ ის ლიტერატურაც რაც საქართველოში ვრცელდება, უმრავლესობა სისულელეს ცდება და პროვოკაციაში გადადის, ამიტომ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიგიღია smile.gif

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 17 2007, 03:35 AM

ციტატა(KAIROS @ Jan 16 2007, 11:12 PM) *

ხომ ვერ გვეტყოდი ( ან ამხილებდი smile.gif )

არაა საჭირო smile.gif შენ ისედაც მიხვდები ვისაც ვგულისხმობ smile.gif

ციტატა(მნათე @ Jan 16 2007, 12:01 PM) *

შენი მოძღვარი ერში ცხოვრობს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ათონის მთაზეც არის ინტერნეტი smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jan 17 2007, 03:37 AM

მეგობრებო
სამწუხაროდ მე არ მოქნდა დრო რომ ამ თემას კარგად გავცნოვოიდ და შეიძლება ამ საკითხზე უკვე გქონდაც კიდეც საუბარი.
მე მაინტერესებნს თქვენი აზრი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირზე და დავით აღმაშენებლის კავშირზე (ამ ბოლოს სათაური მგონი მეშლება).
რას ფიქრობთ მათ ქმედებებზე?

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 17 2007, 03:46 AM

ციტატა(KAIROS @ Jan 16 2007, 11:12 PM) *

ანტიქრისტე კია მნიშვნელოვანი, მაგრამ ის ლიტერატურაც რაც საქართველოში ვრცელდება, უმრავლესობა სისულელეს ცდება და პროვოკაციაში გადადის, ამიტომ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიგიღია smile.gif

კი გეთანხმები, ერთ-ერთ "საეკლესიო გაზეთში" წავიკითხე ასეთი სათაური ანტიქრისტე უკვე დასახელებულია sad.gif და ვიღაც ეპისკოპოსი (უცხოელი) ამბობს რომ ანტიქრისტეს სახელს და გვარს biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(დათიკო @ Jan 16 2007, 11:37 PM) *

მეგობრებო
სამწუხაროდ მე არ მოქნდა დრო რომ ამ თემას კარგად გავცნოვოიდ და შეიძლება ამ საკითხზე უკვე გქონდაც კიდეც საუბარი.
მე მაინტერესებნს თქვენი აზრი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირზე და დავით აღმაშენებლის კავშირზე (ამ ბოლოს სათაური მგონი მეშლება).
რას ფიქრობთ მათ ქმედებებზე?

ეგ "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი"ს წევრები აქტიური მომხრეები არიან ბიზანტიური გალობის, ვერ იტანენ ეკუმენისტ მართლმადიდებლებს, და მანქანებითაც ეჯახებიან მათ biggrin.gif biggrin.gif ჩასაფრებულები არიან ქართველ სასულიერო პირებზე და იერარქებზე ვინმეს რაიმე არ წამოსცდეს, რომ შემდეგ "ამხილონ" და "განიკითხონ", ქუჩებში ღებავენ რეკლამებს "არამართლმადიდებლურიაო", დანარჩენი სხვამ დაწეროს smile.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 17 2007, 03:47 AM

ჩემის აზრით ასეთ ინფორმაციებთან ჯობია ნეიტრალური პოზიცია ყველაფერს მომავალი აჩვენებს სწორია თუ არა.პირდაპირ თქმა ეს რა სისულელეა ან ეს ნამდვილად სწორია არა მართებული მგონია.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 17 2007, 10:03 AM

ციტატა(გუჯა @ Jan 17 2007, 03:46 AM) *

კი გეთანხმები, ერთ-ერთ "საეკლესიო გაზეთში" წავიკითხე ასეთი სათაური ანტიქრისტე უკვე დასახელებულია sad.gif და ვიღაც ეპისკოპოსი (უცხოელი) ამბობს რომ ანტიქრისტეს სახელს და გვარს biggrin.gif biggrin.gif
ეგ "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი"ს წევრები აქტიური მომხრეები არიან ბიზანტიური გალობის, ვერ იტანენ ეკუმენისტ მართლმადიდებლებს, და მანქანებითაც ეჯახებიან მათ biggrin.gif biggrin.gif ჩასაფრებულები არიან ქართველ სასულიერო პირებზე და იერარქებზე ვინმეს რაიმე არ წამოსცდეს, რომ შემდეგ "ამხილონ" და "განიკითხონ", ქუჩებში ღებავენ რეკლამებს "არამართლმადიდებლურიაო", დანარჩენი სხვამ დაწეროს smile.gif

მართალი გითხრათ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, თუმცა ვხედავ ამით არაფერი დამიკარგავს.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 17 2007, 01:20 PM

მარიამი

ციტატა
"ანტიქრისტე 15 წლისაა"

კიდევ კარგი უკვე 16-ის ხარ თორემ რაღაც ასოციაციები წამომივიდა 15 წელზე

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ეგ ანტიმნათეა

გუჯა
ციტატა
ათონის მთაზეც არის ინტერნეტი

ათონის მთაზე ინტერნეტი კი არა, დენიც არ არის laugh.gif (და ტელეფონი მხოლოდ კარიესშია)
იმ საიტებს ათონის მთას რომლებიც ეძღვნება, სერვერი ურანოპოლისში ან სალონიკში აქვთ

ციტატა
ანტიქრისტე უკვე დასახელებულია

ამაზე ერთი ქართული ზღაპარი მახსენდება: "მგელი, მგელიო" და მერე მართლა რომ აღარ დაუჯერეს მწყემსს

როცა გამოჩნდება ანტიქრისტე (ღმერთმა გაგვაძლიეროს!) ამას სათანადოდ გვაუწყებს უმაღლესი საეკლესიო იერარქია

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 17 2007, 01:31 PM

კანონისტი
[quote]ამაზე ერთი ქართული ზღაპარი მახსენდება: "მგელი, მგელიო" და მერე მართლა რომ აღარ დაუჯერეს მწყემსს

როცა გამოჩნდება ანტიქრისტე (ღმერთმა გაგვაძლიეროს!) ამას სათანადოდ გვაუწყებს უმაღლესი საეკლესიო იერარქია

---------------------------------
კარგად აღნიშნე, რომ ამას გვაუწყებს უმაღლესი საეკლესიო იერარქია და არა გაუთავებელი ჟურნალ-გაზეთები, წიგნები ხალხის აზრი და აშ. ამიტომაც მართლა ზღაპარში, რომ არის ,,მგელი, მგელივო~ ისე არ მოგვივიდეს, არ არის საჭირო ზედმეტი ყურადღება და ამდენი ინფორმაცია და ასეთი შიში. როცა დრო მოვა გვაუწყებენ, ვისაც ყურა აქვს ისმენს ვინც არადა ... ღმერთო დაგვიფარე.

ისე ცოტა თემას კი გადავუხვევ, მაგრამ შენიშვნის სახით მინდა აღვნიშნო, ჩვენი ფორუმი აჩვენებს, რომ უახლოეს 5 დღეში მნიშვნელოვანი თარიღები არ არის, არადა ნათლისღება მოდის

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 17 2007, 03:55 PM

ციტატა
ჩემის აზრით ასეთ ინფორმაციებთან ჯობია ნეიტრალური პოზიცია ყველაფერს მომავალი აჩვენებს სწორია თუ არა.პირდაპირ თქმა ეს რა სისულელეა ან ეს ნამდვილად სწორია არა მართებული მგონია

სისულელეს რომ სისულელე არ დავუძახოთ ნამდვილი სისულელე იქნება!

ციტატა
მე მაინტერესებნს თქვენი აზრი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირზე და დავით აღმაშენებლის კავშირზე

ერთი კაპას-აქტიურ ქალთა და მეორე მოძალადე-აქტიურ კაცთა თავდამსხმელთა გუნდია smile.gif

ვფიქრობ, პირველს უნდა მოეთხოვოს, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით იმოქმედოს ან დაიშალოს, მეორეს კი საერთოდ სჯობია თვითონ დაიშალოს, სანამ მკალავიშვილის ბედს გაიზიარებენ!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 17 2007, 04:00 PM

KAIROS

ციტატა
მე მაინტერესებნს თქვენი აზრი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირზე და დავით აღმაშენებლის კავშირზე
_____________________________________
ერთი კაპას-აქტიურ ქალთა და მეორე მოძალადე-აქტიურ კაცთა თავდამსხმელთა გუნდია

ვფიქრობ, პირველს უნდა მოეთხოვოს, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით იმოქმედოს ან დაიშალოს, მეორეს კი საერთოდ სჯობია თვითონ დაიშალოს, სანამ მკალავიშვილის ბედს გაიზიარებენ!

laugh.gif laugh.gif laugh.gif

მე რომ სახელმწიფოს წარმომადგენელი ვიყო (უფრო სწორედ სათანადო უფლებამოსილება რომ მქონდეს) მაგ ხალხს საერთოდ ავუკრძალავდი მართლმადიდებლობის სახელით საუბარს (თანახმად საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა)

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 17 2007, 05:42 PM

ერთიც და მეორეც დიდად შთამბეჭდავი იდიოტებისგან შემდგარი კრებულია

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 18 2007, 01:07 AM

ციტატა(კანონისტი @ Jan 17 2007, 09:20 AM) *

გუჯა

ათონის მთაზე ინტერნეტი კი არა, დენიც არ არის laugh.gif (და ტელეფონი მხოლოდ კარიესშია)
იმ საიტებს ათონის მთას რომლებიც ეძღვნება, სერვერი ურანოპოლისში ან სალონიკში აქვთ
ამაზე ერთი ქართული ზღაპარი მახსენდება: "მგელი, მგელიო" და მერე მართლა რომ აღარ დაუჯერეს მწყემსს

კანონისტ, რომელ საუკუნეში ჩარჩი? biggrin.gif biggrin.gif რაის დენი არაა ათონზე? biggrin.gif დენიც არის და ინტერნეტიც biggrin.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 18 2007, 12:38 PM

კანონისტი
კაცო ათონი საქართველოში კი არ არის შუქი რომ არ იყოს?
მაშა...
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 18 2007, 12:45 PM

გუჯა

ციტატა
კანონისტ, რომელ საუკუნეში ჩარჩი? რაის დენი არაა ათონზე? დენიც არის და ინტერნეტიც

ათონზე არც მე ვყოფილვარ და არც შენ და ინტერნეტ-გვერდებზე მითითებულია, რომ უმეტეს მონასტრებს დენი არ აქვთო და მე რა ვქნა მითხარი?

ხოლო რომლებსაც აქვთ მხოლოდ განათებისთვის. არც ტელეფონია (კარიესის გარდა) და მით უმეტეს ინტერნეტი

და ისე უდენობა ჩამორჩენა რატომაა (სულიერების თვალსაზრისით) მაგასაც ვერ ვხვდები...

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 18 2007, 12:52 PM

კანონისტი

ციტატა
და ისე უდენობა ჩამორჩენა რატომაა (სულიერების თვალსაზრისით) მაგასაც ვერ ვხვდები...

მართალი ხარ....
მაგიტომ უქრობს ჩვენი მთავრობა დენს მივარდნილ სოფლებს....

laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 18 2007, 01:38 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jan 17 2007, 05:42 PM) *

ერთიც და მეორეც დიდად შთამბეჭდავი იდიოტებისგან შემდგარი კრებულია

laugh.gif laugh.gif laugh.gif სიმართლე ასე სასაცილოდ ამ ფორუმზე ჯერ არავის გამოუთქვამს მგონი!
ყველაზე ცუდი კი ის არი თვითOნ რომ ვერ ხვდებიან ამას და გონიათ რომ ერს დიდ სამსახურს უწევენ! არადა რა ამბავი ატეხე "დავინჩის კოდზე" ! დაავიწყდათ , რომ ანტირეკლამა რეკლამის საუკეთესო საშუალებაა! ბევრი ვიცი , ვინც მაგ ფილმის სანახავად მხოლოდ იმიტომ წავიდა , რომ ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია და ინტერესიც გაუძლიერა ამით ხალხს!!!

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 18 2007, 01:54 PM

თათი87
არ გეთანხმები... იმიტომ რომ ამხელა ამბავი რომ არ ატეხილიყო ამ ფილმის გაშვებას აპირებდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში... და საკმაოდ დიდი წარმატებითაც მიდიოდა თუ არა მრევლის აქტიურობა... ეკლესიას გამოუვიდა ის, რომ ჩაიშალა ამ ფილმის ჩვენება, 1 თვის მაგივრად 2 კვირა ძლივს გასტანა სეანსმა.. ბოლო ჩვენებაზე კი სულ რაღაც 12 კაცი ყოფილა მგონი... რუსთაველის კინო=ტეათრი ვალებში გადავარდა.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 04:02 PM

ციტატა(miss_kartveli @ Jan 18 2007, 02:54 PM) *

თათი87
არ გეთანხმები... იმიტომ რომ ამხელა ამბავი რომ არ ატეხილიყო ამ ფილმის გაშვებას აპირებდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში... და საკმაოდ დიდი წარმატებითაც მიდიოდა თუ არა მრევლის აქტიურობა... ეკლესიას გამოუვიდა ის, რომ ჩაიშალა ამ ფილმის ჩვენება, 1 თვის მაგივრად 2 კვირა ძლივს გასტანა სეანსმა.. ბოლო ჩვენებაზე კი სულ რაღაც 12 კაცი ყოფილა მგონი... რუსთაველის კინო=ტეათრი ვალებში გადავარდა.

მე მაგალითად ვუყურე მაგ ფილმს და მერე რა?

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 18 2007, 04:04 PM

კანუდოსელი
მაგ ფილმს როგორ უყურე? როგორ შეილძლება ადამიანმა ქრისტეს დამცირებას უყუროს...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 04:06 PM

ციტატა(miss_kartveli @ Jan 18 2007, 05:04 PM) *

კანუდოსელი
როგორ შეილძლება ადამიანმა ქრისტეს დამცირებას უყუროს...

ზუსტად ისევე, როგორც უყურებდნენ ქრისტეს გაშოლტვას და დამცეირებას თავის დროზე

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 18 2007, 04:08 PM

კანუდოსელი
თანამონაწილედ გინდა ჩაითვალო?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 04:09 PM

ციტატა(miss_kartveli @ Jan 18 2007, 05:08 PM) *

კანუდოსელი
თანამონაწილედ გინდა ჩაითვალო?

ზუსტად ისეთივე თანამონაწილედ, როგორც მარიამ ღვთისმშობელი, როდესაც უყურებდა თავის დროზე წამებას მისი ძისა

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2007, 04:11 PM

QUOTE(კანუდოსელი @ Jan 18 2007, 04:06 PM) *

ზუსტად ისევე, როგორც უყურებდნენ ქრისტეს გაშოლტვას და დამცეირებას თავის დროზე

თავის დროზე მაგას სამი კატეგორიის ხალხი უყურებდა: მოწაფეები, ჯვრამცმელები და გულგრილი ბრბო, რომელთათვისაც სულერთი იყო ყველაფერი. მთავარია, რომელ კატეგორიაში იყავი შენ პირადად, როცა მაგას უყურებდი wink.gif იმედია, მოწაფეებში... რასაც ვერ ვიტყვი ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილზე, ვისაც მისი ყურება შესთავაზეს. უმეტესობა ალბათ იმ ბრბოში იქნებოდა, როგორც მაშინ sad.gif
პ.ს. და საერთოდ არ მესმის, რა საჭირო იყო ქრისტიანულ ქვეყანაში (გინდაც არაქრისტიანულში) ამ სისულელის ჩვენება? mad.gif

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 18 2007, 04:12 PM

ის წამებას უყურებდა შვილისას იძUლებული იყო, მაგრამ მასეთი ფილმის ნახვა რომ აკრძალულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, არ იცი? როცა მთელი ეკლესია მაგის წინააღმდეგ გამოდის, მაგ ფილმის ყურებით ადამიანი თვითონ ღებულობს ქრისტეს დამცირებაში მონაწილეობას...(მარიამ ღვთისმშობელს კი ნუ შევედრებით, მას სულაც არ სურდა შვილი ჯვარცმული ეხილა)

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 04:13 PM

ციტატა(მარიამი @ Jan 18 2007, 05:11 PM) *

თავის დროზე მაგას სამი კატეგორიის ხალხი უყურებდა: მოწაფეები, ჯვრამცმელები და გულგრილი ბრბო, რომელთათვისაც სულერთი იყო ყველაფერი. მთავარია, რომელ კატეგორიაში იყავი შენ პირადად, როცა მაგას უყურებდი wink.gif

მაგ კითხვას აზრი არა აქვს, და თუ აქვს, მხოლოდ შეურაცხმყოფელი

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 18 2007, 04:14 PM

ციტატა(მარიამი @ Jan 18 2007, 04:11 PM) *

თავის დროზე მაგას სამი კატეგორიის ხალხი უყურებდა: მოწაფეები, ჯვრამცმელები და გულგრილი ბრბო, რომელთათვისაც სულერთი იყო ყველაფერი. მთავარია, რომელ კატეგორიაში იყავი შენ პირადად, როცა მაგას უყურებდი wink.gif იმედია, მოწაფეებში...

მაშინ მასე თუ ჩავთვლით მაგ ფილმის ყურება არ უნდა აკრძალულიყო, და გვეყურა მთელ საქართველოს როგორ თელავენ ქრისტეს-როგორც ღმერთს

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 04:14 PM

rolleyes.gif

ციტატა(miss_kartveli @ Jan 18 2007, 05:12 PM) *

ის წამებას უყურებდა შვილისას იძUლებული იყო, მაგრამ მასეთი ფილმის ნახვა რომ აკრძალულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, არ იცი? როცა მთელი ეკლესია მაგის წინააღმდეგ გამოდის, მაგ ფილმის ყურებით ადამიანი თვითონ ღებულობს ქრისტეს დამცირებაში მონაწილეობას...(მარიამ ღვთისმშობელს კი ნუ შევედრებით, მას სულაც არ სურდა შვილი ჯვარცმული ეხილა)

არაფრის ნახვა არაა აკრძალული, აკრძალულია დანახულის არაქრისტიანულად მიღება

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2007, 04:15 PM

QUOTE(miss_kartveli @ Jan 18 2007, 04:14 PM) *

მაშინ მასე თუ ჩავთვლით მაგ ფილმის ყურება არ უნდა აკრძალულიყო, და გვეყურა მთელ საქართველოს როგორ თელავენ ქრისტეს-როგორც ღმერთს

არაა... ჩავასწორე წინა პოსტი და წაიკითხე wink.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 04:17 PM

ციტატა(miss_kartveli @ Jan 18 2007, 05:14 PM) *

მაშინ მასე თუ ჩავთვლით მაგ ფილმის ყურება არ უნდა აკრძალულიყო, და გვეყურა მთელ საქართველოს როგორ თელავენ ქრისტეს-როგორც ღმერთს

ეგ ფილმი არის სერიოზული პრიმიტივიზმი და მისი ყურებიტ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ასეა. და განსხვავებიტ თქვენგან მაქვს არგუმენტირებული პასუხი დენ-ბრაუნისტების საწინააღმდეგოდ, რა და როგორ ვუპასუხო მათთვის გასაგები ენით

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2007, 04:18 PM

QUOTE(კანუდოსელი @ Jan 18 2007, 04:14 PM) *

rolleyes.gif

არაფრის ნახვა არაა აკრძალული, აკრძალულია დანახულის არაქრისტიანულად მიღება

პავლე მოციქულის სიტყვები გამახსენდა: ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდიაო...
"დანახულის არაქრისტიანულად მიღება" გამოუვიდოდა საზოგადოების 99% პროცენტს, თუნდაც რელიგიური განათლების არქონის გამო.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 04:19 PM

ციტატა(miss_kartveli @ Jan 18 2007, 05:12 PM) *

მარიამ ღვთისმშობელს კი ნუ შევედრებით, მას სულაც არ სურდა შვილი ჯვარცმული ეხილა

და თქვენ გგონიათ, რომ მე მინდა ეგეთი იდიოტიზმების არსებობა?

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 18 2007, 04:19 PM

კანუდოსელი
მაშIნ გაგვევრცელებინა მთელ საქართველოში და ყველას გვეყურა ფილმისთვის, ჩვენც გვექნებოდა არგუმენტირებული პასუხი....
თუმცა რასაც ეკლესია კრძალავს აკრძალულია ჩემთვისაც თქვენი არ ვიცი...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2007, 04:20 PM

QUOTE(კანუდოსელი @ Jan 18 2007, 04:17 PM) *

ეგ ფილმი არის სერიოზული პრიმიტივიზმი და მისი ყურებიტ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ასეა. და განსხვავებიტ თქვენგან მაქვს არგუმენტირებული პასუხი დენ-ბრაუნისტების საწინააღმდეგოდ, რა და როგორ ვუპასუხო მათთვის გასაგები ენით

ეგ არგუმენტები იქნებ ჩვენც გვქონდეს... და ეგ არ ნიშნავს, რომ მაგ ფილმის ნახვა ყველასთვის შეიძლება. ძალიან ბევრი შეიძლება დაზიანდეს მასეთი სანახაობებით.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 04:22 PM

ციტატა(მარიამი @ Jan 18 2007, 05:18 PM) *

პავლე მოციქულის სიტყვები გამახსენდა: ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდიაო...
"დანახულის არაქრისტიანულად მიღება" გამოუვიდოდა საზოგადოების 99% პროცენტს, თუნდაც რელიგიური განათლების არქონის გამო.

99%? თითქოს ეკლესიური მრევლი 20% იაო, არა მგონია, რომ ეკლესიური მრევლი იდიოტიზმის ყურებით შეირყეს...თუმცა მართალი ხართ, მე არც ვამბობ აუცილებლად უყურეთთქო, მე ვამბობ, ვინც უყურა, ჯერ გაარკვიეთ-რატომ

ციტატა(miss_kartveli @ Jan 18 2007, 05:19 PM) *

კანუდოსელი
მაშIნ გაგვევრცელებინა მთელ საქართველოში და ყველას გვეყურა ფილმისთვის, ჩვენც გვექნებოდა არგუმენტირებული პასუხი....
თუმცა რასაც ეკლესია კრძალავს აკრძალულია ჩემთვისაც თქვენი არ ვიცი...

ეკლესიამ ძალიან კორექტული პასუხი გასცა: სასურველია თავი შეიკავოთო, ხოლო აკრძალა იმ ბერძენოიდთა ჯგუფმა და შესძინა მაგ უნიჭობას კარგი რეკლამა

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 18 2007, 04:22 PM

კანუდოსელი
სამწუხაროდ მას ხალხი უყურებდა, არარლიგიური ხალხი....

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 18 2007, 04:23 PM

miss_kartveli

ციტატა
მაგრამ მასეთი ფილმის ნახვა რომ აკრძალულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, არ იცი?

ვინ აკრძალა? მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა?
რატომ პორნო ფილმებს არ კრძალავენ? თრილერებს, საშინელებებს, სატანურ ფილმებს? ინტერნეტს? დავიჯერო მათი სვილები ინტერნეტში არ შედიან...
შევლენ აბა არ შევლენ...მათ ხომ უნდათ რომ სვილები განათლებული ჰყავდეთ...
იმ ქვეყანაშიც გააგზავნიან სასწავლებლად, რომელმა ქვეყანამაც ეგ ფილმი გადაიღო..რა ტყუილია?

იტყვი ეგ სხვა რამეაო...

მე პირადად სულაც არ მიყურებია..არ მაინტერესებდა და იმიტომ....

მერე გენაცვალეთ და შემოგევლეთ, მაგ საპროტესტო აქციებს, წყევლასა და კრულვას არ სჯობდა ქადაგება მოეწყოთ სადმე გარეთ, თუნდაც სტადიონზე? სიყვარულზე ელაპარაკათ?
მაგრამ, მაგასაც ხომ მიხვედრა უნდა...

მარიამი
ციტატა
"დანახულის არაქრისტიანულად მიღება" გამოუვიდოდა საზოგადოების 99% პროცენტს, თუნდაც რელიგიური განათლების არქონის გამო.

მერე ეგეც ბრაუნის ბრალია?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 04:24 PM

ციტატა(მარიამი @ Jan 18 2007, 05:20 PM) *

ეგ არგუმენტები იქნებ ჩვენც გვქონდეს... და ეგ არ ნიშნავს, რომ მაგ ფილმის ნახვა ყველასთვის შეიძლება. ძალიან ბევრი შეიძლება დაზიანდეს მასეთი სანახაობებით.

თუ არ გინახავს, რა არგუმენტი გექნება, ისეთი,რომ სწორედ ფილმიდან ან წიგნიდან დაუსაბუთო რომ ის სისულელეა....გაითვალისწინე, რომ ვისაც უნდა დაუსაბუთო, არ ესმის ბიბლიური ჭეშმარიტება...უნდა ესაუბრო მისი ენით

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2007, 04:26 PM

QUOTE(კანუდოსელი @ Jan 18 2007, 04:21 PM) *

99%? თითქოს ეკლესიური მრევლი 20% იაო, არა მგონია, რომ ეკლესიური მრევლი იდიოტიზმის ყურებით შეირყეს...თუმცა მართალი ხართ, მე არც ვამბობ აუცილებლად უყურეთთქო, მე ვამბობ, ვინც უყურა, ჯერ გაარკვიეთ-რატომ

მრევლი შეიძლება 20%-ია, მაგრამ მათი უმრავლესობა დაემორჩილებოდა ეკლესიის კურთხევას და არ წავიდოდა სანახავად. ვინც იქ წავიდა, მათ 99%-ზეა საუბარი (ჩემი ვარაუდით რა თქმა უნდა). აქვე ვიტყვი, დავის თავიდან ასასცილებლად, რომ მაგ 99%-ში არ მოგიაზრებ smile.gif

QUOTE(კანუდოსელი @ Jan 18 2007, 04:24 PM) *

თუ არ გინახავს, რა არგუმენტი გექნება, ისეთი,რომ სწორედ ფილმიდან ან წიგნიდან დაუსაბუთო რომ ის სისულელეა....გაითვალისწინე, რომ ვისაც უნდა დაუსაბუთო, არ ესმის ბიბლიური ჭეშმარიტება...უნდა ესაუბრო მისი ენით

ჰოდა მაგაშია საქმე სწორედ! უნდა ნახოს იმან, ვისაც არგუმენტების ჩამოსაყალიბებლად სჭირდება მისი ნახვა და სათანადო სასულიერო განათლება აქვს და არა ყველამ.
მგონი, ამაში დამეთანხმები...
პიდადად მე მყავს ავტორიტეტები, რომელთა არგუმენტებისაც მჯერა და ამიტომ თავს არ ვიტკიებ და დროს არ ვკარგავ მაგ სისულელების ყურებით.

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 18 2007, 04:26 PM

გლახა
წყევლა-კრულვა არ ვიცი, მაგრამ ჩემი ტაძრის მრევლი მანდ იყო, ლოცვებით გამოვიდნენ... ეკლესიის მრევლი იყო მისული და ეკლესია გამოვიდა მათ წინააღმდეგ...
რაც შეეხება ტელევიზიის წინააღმდეგ ბრძOლას, ეკლესია იბრძVის მის წინააღმდეგ. 19 დეკემბერს ტელევიზიასთან დაკავშირებით კანონს ღებულობდნენ, მაგრამ ეკლესია გამოვიდა მათ წინააღმდეგ. რამდენი წელია ცდილობენ სექსუალუირი განათლება შემოიღონ სკოლებში მაგრამ იბრძVის მართლმადიდებლური ეკლესია და განათლებას ჯერ არაფერი გამოუვიდა.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 04:31 PM

ციტატა(მარიამი @ Jan 18 2007, 05:26 PM) *

მრევლი შეიძლება 20%-ია, მაგრამ მათი უმრავლესობა დაემორჩილებოდა ეკლესიის კურთხევას და არ წავიდოდა სანახავად. ვინც იქ წავიდა, მათ 99%-ზეა საუბარი (ჩემი ვარაუდით რა თქმა უნდა). აქვე ვიტყვი, დავის თავიდან ასასცილებლად, რომ მაგ 99%-ში არ მოგიაზრებ smile.gif
ჰოდა მაგაშია საქმე სწორედ! უნდა ნახოს იმან, ვისაც არგუმენტების ჩამოსაყალიბებლად სჭირდება მისი ნახვა და სათანადო სასულიერო განათლება აქვს და არა ყველამ.
მგონი, ამაში დამეთანხმები...
პიდადად მე მყავს ავტორიტეტები, რომელთა არგუმენტებისაც მჯერა და ამიტომ თავს არ ვიტკიებ და დროს არ ვკარგავ მაგ სისულელების ყურებით.

ჩემი მოკლე პასუხია: მართ. მშობელთა კავშირმა დიდი რეკლამა გაუკეთა მაგ უნიჭობას....

ციტატა(miss_kartveli @ Jan 18 2007, 05:26 PM) *

გლახა
წყევლა-კრულვა არ ვიცი, მაგრამ ჩემი ტაძრის მრევლი მანდ იყო, ლოცვებით გამოვიდნენ... ეკლესიის მრევლი იყო მისული და ეკლესია გამოვიდა მათ წინააღმდეგ...
რაც შეეხება ტელევიზიის წინააღმდეგ ბრძOლას, ეკლესია იბრძVის მის წინააღმდეგ. 19 დეკემბერს ტელევიზიასთან დაკავშირებით კანონს ღებულობდნენ, მაგრამ ეკლესია გამოვიდა მათ წინააღმდეგ. რამდენი წელია ცდილობენ სექსუალუირი განათლება შემოიღონ სკოლებში მაგრამ იბრძVის მართლმადიდებლური ეკლესია და განათლებას ჯერ არაფერი გამოუვიდა.

ბრძოლას ცოდნა უნდა და უპირველეს ყოვლისა მართლმადიდებლობის ცოდნა, ის ბერძენოიდები კი იშვიათი დებილები არიან (პირადი აზრია)
ეკლესიის პოზიციას ნუ აიგივებთ იმ მშობელთა კავშირის პოზიციასთან

ციტატა(მარიამი @ Jan 18 2007, 05:26 PM) *

ჰოდა მაგაშია საქმე სწორედ! უნდა ნახოს იმან, ვისაც არგუმენტების ჩამოსაყალიბებლად სჭირდება მისი ნახვა და სათანადო სასულიერო განათლება აქვს და არა ყველამ.

ამიტომ ეს ინდივიდუალური გადასაწყვეტია და არა თითის ქნევით, როგორც ამას მშობელთა კავშირი აკეთებს და მეორეც: მაგ ფილმის იდიოტობაში დარწმუნებისთვის არაა აუცილებელი სულიერება და საერთოდ ათეისტიც, თუ ხარ ოდნავ განათლებული (სოფლის ბებოზე არ მაქვს საუბარი), მიხვდები, რომ ეგ აბსურდია

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 18 2007, 04:33 PM

miss_kartveli

ციტატა
გლახა
წყევლა-კრულვა არ ვიცი, მაგრამ ჩემი ტაძრის მრევლი მანდ იყო, ლოცვებით გამოვიდნენ... ეკლესიის მრევლი იყო მისული და ეკლესია გამოვიდა მათ წინააღმდეგ...
რაც შეეხება ტელევიზიის წინააღმდეგ ბრძOლას, ეკლესია იბრძVის მის წინააღმდეგ. 19 დეკემბერს ტელევიზიასთან დაკავშირებით კანონს ღებულობდნენ, მაგრამ ეკლესია გამოვიდა მათ წინააღმდეგ. რამდენი წელია ცდილობენ სექსუალუირი განათლება შემოიღონ სკოლებში მაგრამ იბრძVის მართლმადიდებლური ეკლესია და განათლებას ჯერ არაფერი გამოუვიდა.

სამწუხაროდ მალე გამოუვათ, იმიტომ რომ 1 სტერეოზე გაზრდილი თაობა მოდის,
იმიტომ რომ პატრიოტულ ბანაკებში გაზრდილი თაობა მოდის (ბუჩქების თაობა )
იმიტომ, რომ ჯეო ბარის თაობა მოდის....

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 04:35 PM

ციტატა(მარიამი @ Jan 18 2007, 05:26 PM) *

მრევლი შეიძლება 20%-ია, მაგრამ მათი უმრავლესობა დაემორჩილებოდა ეკლესიის კურთხევას

შენ გგონია, რომ ეკლესიის კურთხევა იყო აკრძალვა? ნუ გერევა მშობელთა კავშირში...გაიხსენე კარგად ეკლესიის აზრი...იქ არ ყოფილა თითის ქნევა...მაინც გამომიყვანე დაუმორჩილებელი smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2007, 04:38 PM

QUOTE(კანუდოსელი @ Jan 18 2007, 04:35 PM) *

შენ გგონია, რომ ეკლესიის კურთხევა იყო აკრძალვა? ნუ გერევა მშობელთა კავშირში...გაიხსენე კარგად ეკლესიის აზრი...იქ არ ყოფილა თითის ქნევა...მაინც გამომიყვანე დაუმორჩილებელი smile.gif

smile.gif ჰო, კურთხევა თუ არა მოწოდება ხომ იყო? მამა რომ მეტყვის, არ წახვიდე შვილოო, მაინც და მაინც უნდა მოაყოლოს: კურთხევას გაძლევო? smile.gif ისე არ უნდა დავუჯერო?
შენზე საერთოდ არ მაქვს საუბარი და საკუთარ თავზე ნუ ღებულობ wink.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 04:38 PM

ციტატა(გლახა @ Jan 18 2007, 05:33 PM) *

miss_kartveli
სამწუხაროდ მალე გამოუვათ, იმიტომ რომ 1 სტერეოზე გაზრდილი თაობა მოდის,
იმიტომ რომ პატრიოტულ ბანაკებში გაზრდილი თაობა მოდის (ბუჩქების თაობა )
იმიტომ, რომ ჯეო ბარის თაობა მოდის....

ვააააა, გლახას დავენაცვლე, რა მოკლედ და რა ზუსტად ჩამოაყალიბა

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2007, 04:41 PM

QUOTE
რატომ პორნო ფილმებს არ კრძალავენ? თრილერებს, საშინელებებს, სატანურ ფილმებს? ინტერნეტს?

ინტერნეტი რა შუაშია ვერ ვხვდები, მაგრამ სხვა ყველაფრის მიმართ ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულება ათასჯერ დაფიქსირებულია უკვე.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 04:42 PM

ციტატა(მარიამი @ Jan 18 2007, 05:38 PM) *

smile.gif ჰო, კურთხევა თუ არა მოწოდება ხომ იყო? მამა რომ მეტყვის, არ წახვიდე შვილოო, მაინც და მაინც უნდა მოაყოლოს: კურთხევას გაძლევო? smile.gif ისე არ უნდა დავუჯერო?
შენზე საერთოდ არ მაქვს საუბარი და საკუთარ თავზე ნუ ღებულობ wink.gif

ჰოდა მოწოდება რომ იყო, კურთხევად ნუ აღვიქვამთ მაინცდამიაინც და გადაწყვეტილება ყველამ დამოუკიდებლად მიიღოს...არ ვართ ცხვრის ფარა, ვართ ქრისტიანები, არა ყურმოჭრილი მონები, არამედ ქრისტეს რაინდებად ვითვლებით და რაინდებად იმიტომ, რომ ქრისტეს სახელს ვიცავთ (იდეაში მაინც) და ვატარებთ ხალხის წინ და შესაბამისად ამავე ხალხის წინ მშიშრებად არ უნდა გამოვჩნდეთ, რომ ერთი დეგენერატი უნიჭო მწერლის და კიდევ უფრო უნიჭო რეჟისორის გადაღებულმა ფილმმა ასე დაგვაშინოს და ეგზალტირებული ხალხისგან შემდგარი მიტინგები გავმართოთ

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2007, 04:54 PM

QUOTE(კანუდოსელი @ Jan 18 2007, 04:42 PM) *

ჰოდა მოწოდება რომ იყო, კურთხევად ნუ აღვიქვამთ მაინცდამიაინც და გადაწყვეტილება ყველამ დამოუკიდებლად მიიღოს...არ ვართ ცხვრის ფარა, ვართ ქრისტიანები, არა ყურმოჭრილი მონები, არამედ ქრისტეს რაინდებად ვითვლებით და რაინდებად იმიტომ, რომ ქრისტეს სახელს ვიცავთ (იდეაში მაინც) და ვატარებთ ხალხის წინ და შესაბამისად ამავე ხალხის წინ მშიშრებად არ უნდა გამოვჩნდეთ, რომ ერთი დეგენერატი უნიჭო მწერლის და კიდევ უფრო უნიჭო რეჟისორის გადაღებულმა ფილმმა ასე დაგვაშინოს და ეგზალტირებული ხალხისგან შემდგარი მიტინგები გავმართოთ

სხვათაშორის, როცა ეს მოწოდება მოვისმინე, პირველად არგუმენტებით დავინტერესდი და მათი მოსმენის შემდეგ არანაირი სურვილი არ გამჩენია მაგ ფილმის ყურების. და სულაც არ ვგრძნობ თავს ცხვრის ფარის ნაწილად dry.gif
მე უფრო სხვა რამე მაფიქრებს: დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს სახარება არც კი წაუკითხავს და რა ქრისტეს მხედარზე და რაინდზეა საუბარი. წარმოიდგინეთ ახლა, ადამიანი, რომელსაც არანაირი წარმოდგენა არა აქვს ქრისტეზე, რა შთაბეჭდილებას იღებს ამ ფილმიდან მასთან დაკავშირებით? პირველ შთაბეჭდილებას ხომ დიდი გავლენა აქვს? მით უმეტეს, როცა ის ვიზუალური და შთამბეჭდავი ფორმითაა მოწოდებული. ამას დაამატეთ საზოგადოების არაჯანსაღი ინტერესი სკანდალური ინფორმაციებისადმი და მათი ადვილად დაჯერებისადმი მიდრეკილება და კიდევ ბევრი ფსიქოლოგიური ფაქტორი... და შედეგად მივიღებთ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც სულაც არ დებენ თავს ”ქრისტეს მხედრობაზე” და ძალიან ზედაპირული ან ნულოვანი ცოდნა გააჩნიათ სარწმუნოებაში, ამ ფილმს არ უნდა უყურონ, რომ არ დაზიანდნენ.
და ეკლესია ვალდებულია, რომ გააფრთხილოს საზოგადოება, როცა წინ ასეთ საცდურს უდებენ. თუმცა ძალადობა და ”ქვის სროლა” მართლმადიდებლობაში გამართლებული მეთოდი არასდროს ყოფილა და ყველაფერი ნორმის ფარგლებში უნდა მოხდეს, რომ უკუშედეგი არ მივიღოთ.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 04:58 PM

ციტატა(მარიამი @ Jan 18 2007, 05:54 PM) *

მე მორწმუნე ხალხზე ვამბობ და არა იმათზე, თუმცა მათთანაც ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი თუნდაც იმ მიზეზით, რომ ისინი თუ ეკლესიაში არ არიან, ე.ი. ჩვენი ხმა მათთვის ავტორიტეტი არაა, ამიტომ უნდა ელაპარაკო მათ იმ ენაზე, რაც მათ ესმით. სხვა ენაზე საუბარი,გამოვა გაფუჭებული ტელეფონით საუბარი.

არ ვიქნეოდი თითის ქნევით სწორედ მათდამი სიყვარულის გამო...უნდა აუხსნა ისე, რომ მაქსიმალურად გასაგები იყოს მათთვის შენი ახსნილი და არა წმინდა მამების ენით, რაც ბევრ მართლმადიდებელს არ ესმის წესიერად.

დაიკო გამოსავალი მოწოდებებში კი არაა, არამედ უპირველეს ყოვლისა მართლმადიდებლობის სწორად გაგებაში მართლმადიდებლების მიერ, რაც ფსევდო რაღაცეების გადაგდებას მოითხოვს, ეს ერთი და მეორეც მართლმადიდებლობის ქადაგებაში...ქადაგებაში ყველგან, ქუჩებში, სახლებში, შინ, გარეთ....არა მარტო ტაძრებში, სადაც ზოგს ქუდი რომ შეუგდო იქ არ შევა, ის არ შევა, შენ მიდი მასთან, როგორც მოციქულნი აკეთებდნენ, არ გამოვა დამოწაფება, არაფერი, მომქცევი მაინც ღმერთია და არა მისიონერი.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2007, 05:09 PM

QUOTE(კანუდოსელი @ Jan 18 2007, 04:58 PM) *

მე მორწმუნე ხალხზე ვამბობ და არა იმათზე, თუმცა მათთანაც ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი თუნდაც იმ მიზეზით, რომ ისინი თუ ეკლესიაში არ არიან, ე.ი. ჩვენი ხმა მათთვის ავტორიტეტი არაა, ამიტომ უნდა ელაპარაკო მათ იმ ენაზე, რაც მათ ესმით. სხვა ენაზე საუბარი,გამოვა გაფუჭებული ტელეფონით საუბარი.

ვერ ვიტყვი, რომ თუ ადამიანი ეკლესიაში არ დადის, ეკლესიის ხმა მისთვის ავტორიტეტული არაა. ჩემს ახლობლობაში ბევრი სწორედ საწინააღმდეგოს მაგალითად გამოდგება: არ დადიან, მაგრამ ძალიან დიდ ავტორიტეტად მიაჩნიათ ეკლესია და საპატრიარქო. კიდევ კარგი smile.gif
მორწმუნეებზე კი ვიტყოდი, რომ ყველას (აბსოლუტურად) უნდა გააჩნდეს არგუმენტები, როცა საწინააღმდეგოდ მოაზროვნეს ესაუბრება. მაგრამ ამ არგუმენტებისთვის ფილმის ყურება აუცილებელი სულაც არაა. ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო მისი ძირითადი შინაარსის გაგება, რომ უკვე თავისით მომიზღვავდა არგუმენტები გონებაში. აქ ხომ კონკრეტული ფრაზების გარჩევა არაა საჭირო, ძირითადი იდეის ცოდნა სრულიად საკმარისია.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 05:10 PM

მართალი ხარ

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2007, 05:11 PM

QUOTE
არ ვიქნეოდი თითის ქნევით სწორედ მათდამი სიყვარულის გამო...უნდა აუხსნა ისე, რომ მაქსიმალურად გასაგები იყოს მათთვის შენი ახსნილი და არა წმინდა მამების ენით, რაც ბევრ მართლმადიდებელს არ ესმის წესიერად.

ამის პასუხად შემიძლია გითხრა, რომ რამდენიმე ადამიანმა ჩემთან საუბრის შემდეგ გადაიფიქრა მაგ ფილმის სანახავად წასვლა. ანუ შემძლებია მშვიდობიანად და გასაგებად ახსნა wink.gif

QUOTE
დაიკო გამოსავალი მოწოდებებში კი არაა, არამედ უპირველეს ყოვლისა მართლმადიდებლობის სწორად გაგებაში მართლმადიდებლების მიერ, რაც ფსევდო რაღაცეების გადაგდებას მოითხოვს, ეს ერთი და მეორეც მართლმადიდებლობის ქადაგებაში...ქადაგებაში ყველგან, ქუჩებში, სახლებში, შინ, გარეთ....არა მარტო ტაძრებში, სადაც ზოგს ქუდი რომ შეუგდო იქ არ შევა, ის არ შევა, შენ მიდი მასთან, როგორც მოციქულნი აკეთებდნენ, არ გამოვა დამოწაფება, არაფერი, მომქცევი მაინც ღმერთია და არა მისიონერი.

კი ბატონო smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 05:15 PM

ციტატა(მარიამი @ Jan 18 2007, 06:11 PM) *

ამის პასუხად შემიძლია გითხრა, რომ რამდენიმე ადამიანმა ჩემთან საუბრის შემდეგ გადაიფიქრა მაგ ფილმის სანახავად წასვლა. ანუ შემძლებია მშვიდობიანად და გასაგებად ახსნა wink.gif
კი ბატონო smile.gif

აი მეც მანდ ვარ, თორე კი არ გაძალებთ იმ უნიჭობის ყურებას, რომლის ნახვისას ერთი სული მქონდა როდის მორჩებოდა biggrin.gif და არა იმიტომ რომ არაქრისტიანული იდეაა, არამედ უფრო იმიტომ რომ ის იდეაც გადმოცემულია კოკა-კოლის და ბიგ მაკის საზოგადოების ენით biggrin.gif
პრიმიტივიზმია მოკლედ დღევანდელი სუბკულტურა და რა შუაშია აქ დენ ბრაუნი, რომელიც ერთი ჭანჭიკია ამ "კულტურის" და გალაშქრება სწორედ ამ კოკა-კოლის კულტურის წინააღმდეგაა საჭირო და არა ჭანჭიკის წინააღმდეგ...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 18 2007, 05:17 PM

კანუდოსელი

ციტატა
ზუსტად ისევე, როგორც უყურებდნენ ქრისტეს გაშოლტვას და დამცეირებას თავის დროზე

დარწმუნებული ვარ ღვთისმშობელი საშინლად იტანჯებოდა, როცა თავისი შვილის ტანჯვას უყურებდა. შენ იქ სატანჯველად წახვედი? არ მგონია უფლის დამცირება და ტანჯვის ყურება სიამოვნების მიღების წყარო იყოს.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jan 18 2007, 05:22 PM

miss_kartveli

ციტატა
არ გეთანხმები... იმიტომ რომ ამხელა ამბავი რომ არ ატეხილიყო ამ ფილმის გაშვებას აპირებდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში... და საკმაოდ დიდი წარმატებითაც მიდიოდა თუ არა მრევლის აქტიურობა... ეკლესიას გამოუვიდა ის, რომ ჩაიშალა ამ ფილმის ჩვენება, 1 თვის მაგივრად 2 კვირა ძლივს გასტანა სეანსმა.. ბოლო ჩვენებაზე კი სულ რაღაც 12 კაცი ყოფილა მგონი... რუსთაველის კინო=ტეათრი ვალებში გადავარდა.

ეგ იმიტომ კი არ მოხდა რომ მრევლმა იაქტიურა, არამედ იმიტომ რომ კრეტინული კინოა, გათვლილი ფულის გაკეთებისთვის. ყველაზე ურწმუნო მეგობრებმაც კი მითხრეს რომ ასეთი სისულელე მეორე არ გვინახავსო.

რაც შეეხება ”მრევლის აქტიურობას” ასეთ საკითხებზე შესანიშნავი მაგალითია შარაძის და ბასილის ”აქტიურობა” ამ დარგში. მაგენის წყალობით იეღოველებმა უდიდეს პოპულარობას მიაღწიეს. ახლა ერთიოც გაჩუმებულია და მეორეც, სადღა არიან იეღოველები, ვინმეს ახსენდება? არადა დრო იყო ყოველდღე ტელევიზორში იყვნენ გამოჭიმულნი და ყველას პირზე ეკერა საწყალი უმცირესობის შევიწროება და მართლმადიდებელი ფუნდამენტალისტების პარპაში.

ყველას საყურადღებოდ ვიძახი, ბრძოლა კამათით, გზების გადაკეტვებით, ჯვრების თავში რტყმით არაა მართლმადიდებლური გზა. მართლმადიდებლური გზა არის მისიონერობა, საკუთარი მაგალითით გზის ჩვენება, სიყვარული და სათნო დამოკიდებულება ისეთ ხალხთან ვინც გზას არის აცდენილი.
მავანი ვერ იტანს ეკლესიას, მღვდელს? სამაგიეროდ შენ აიტანე ის, თბილად მოეპყარი და დღეს თუ არა ხვალ ის ადამიანი დაფიქრდება რა არის სწორი გზა.
გზის გადაკეტვა და პროტესტი კი ჰარი პოტერის უზომოდ დარეკლამების შედეგს გამოიღებს და უკურეაქცია იქნება მხოლოდ.
მაგ ფილმებზე და წიგნებზე გაცილებით მკრეხელური და საშინელიფილმები და წიგნები არსებობს (მარტო რუსთაველზე რომ გაიარო წიგნები სადაც იყიდება გული გაგისკდება), მაგრამ მასამდე არ მიდის (მადლობა ღმერთს).. საკმარისია ერთი კაცი გამოვიდეს ტელევიზორით და ეს წიგნი საჯაროდ დახიოს, რამ ჩათვალე ზუსტად ერთ დღში ამ წიგნის უზომო რაოდენობა გაიყიდება.
ასე რომ სანამ ვინმე თავში ჯვარს ჩავარტყამთ მოდით დავფიქრდეთ რას მოგვიტანს ეს.
უკაცრავად სიტყვა გამიგრძელდა...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 05:25 PM

ჯიგარი ხარ smile.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 18 2007, 05:27 PM

დათიკო

ციტატა
რაც შეეხება ”მრევლის აქტიურობას” ასეთ საკითხებზე შესანიშნავი მაგალითია შარაძის და ბასილის ”აქტიურობა” ამ დარგში. მაგენის წყალობით იეღოველებმა უდიდეს პოპულარობას მიაღწიეს.

მართალია...
ციტატა
სადღა არიან იეღოველები

ეჰ ჩემო დათიკო..სადღა აღარ არიან....ყველგან..
ციტატა
მართლმადიდებლური გზა არის მისიონერობა, საკუთარი მაგალითით გზის ჩვენება, სიყვარული და სათნო დამოკიდებულება ისეთ ხალხთან ვინც გზას არის აცდენილი.

მეორე კაცი ხარ ამ ფორუმზე ვინც ამას ამბობს...გაგიმარჯოს smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jan 18 2007, 05:32 PM

გლახა

ციტატა
ეჰ ჩემო დათიკო..სადღა აღარ არიან....ყველგან..

კი რაოდენობა იმდენივეა რაც იყო (მეტი თუ არა) მაგრამ მასე რომ გაგრძელებულიყო დამერწმუნე გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი გამოუჩნდებოდა.
მარტო შარაძის სიძულვილით კინაღამ მეც იეღოველი გავხდი (შემინდოს უფალმა) biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 05:32 PM

ციტატა(დათიკო @ Jan 18 2007, 06:32 PM) *

მარტო შარაძის სიძულვილით კინაღამ მეც იეღოველი გავხდი biggrin.gif

დაგლიჯა laugh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 18 2007, 05:34 PM

კანუდოსელი
[quote]ჰოდა მოწოდება რომ იყო, კურთხევად ნუ აღვიქვამთ მაინცდამიაინც და გადაწყვეტილება ყველამ დამოუკიდებლად მიიღოს...არ ვართ ცხვრის ფარა, ვართ ქრისტიანები, არა ყურმოჭრილი მონები, არამედ ქრისტეს რაინდებად ვითვლებით და რაინდებად იმიტომ, რომ ქრისტეს სახელს ვიცავთ (იდეაში მაინც) და ვატარებთ ხალხის წინ და შესაბამისად ამავე ხალხის წინ მშიშრებად არ უნდა გამოვჩნდეთ, რომ ერთი დეგენერატი უნიჭო მწერლის და კიდევ უფრო უნიჭო რეჟისორის გადაღებულმა ფილმმა ასე დაგვაშინოს და ეგზალტირებული ხალხისგან შემდგარი მიტინგები გავმართოთ

-------
მე იმ მსახიობების არ მიკვირს, რომლებიც მაგ ფილმში მონაწილეობენ. ანუ ვგულისხმობ მათი სარწმუნოებიდან გამომდინარე. სარწმუნოებას ხელტათმანებივით იცვლიან. ხან რას ირგებენ ხან რას. მათთვის ცხადია სულერთია ქრისტეც და ღვთისმშობელიც. ანუ მათი ფილმით დაამცირებენ თუ არა. უბრალოდ მე შენი პოზიცცია მაინტერესებს რატომ წახვედი? უბრალოდ, როგოც ადამიანს ჩვეულებრივ მოქალაქეს, მაინტერსებს შენი წასვლის მიზეზი. მე ჩემი დამოკიდებულება იმით გამოვხატე, რომ არ წავედი, დამოკიდებულება ფილმის შინაარისიდან გამომდინარეობდა არა არა ვინმეს მოწოდებინდა და ქუჩაში გამოსვლის გამო. ერთ მაგალისთს მოგიყვები, ცოტა გადაუხვევ, მაგრამ მაინც. რამოდენიმე თვის უკან ტელევიზორში რუსეთზე იუმორისტულ გადაცემას ვუყურებდი, ხომ იცი პეტროსიანი და აშ, რომ ჰყავთ ასეთი სტილის იყო. გამოვიდა ერთი შტერი რუსი და ტავის კომიკურ ტექსტში ძალიან დამამცირებლად მოიხსენია ქართველები და ბოლოდ, როგორც მივხვდი გაზით დახრჩობაც კი გვისურვა. იცი რა ? ძალიან შეურაცყოფილი და ნაწყენი ვიყავი. დარბაზი გაიგუდა სიცილით. ეს გადაცემა რამოდენიმეჯერ განმეორდა. მე , როგოც ქართველი ამ გადაცემას ვეღარ ვნახავდი, არ შემეძლო ამ შეურაცყოფის მოსმენა და ვერც იმ იუმორისტის სხვა გამოსვლებს ვეღარ ვუსმენ. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ჩემთვის ამ ფილმის ყურება შეურაცყოფა და ტკივილი იქნებოდა. ვიღაც , გაურკვეველი რჯულის ამერიკელი, რომელიც ერთ რელიგიაზე ვერ რჩება 10 წელი ჩემს ღმერთს და ღვთისმშობელს აყენებს შეურაცყოფას. მე შენ შეურაცყოფისთვის არ დაგიწერე ის ზემოთა ფრაზა ღვთისმშობელზე, უბრალოდ მაინტერესებს, რატომ წახვედი, შენი დაამოკიდებულება, ჩემი გითხარი. გთხოვ, მიპასუხე.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2007, 05:34 PM

ახლა რა ვიფიქრე:
1. თუ ეკლესია მოუწოდებს რამეს საწინააღმდეგოდ (ქვის სროლაზე არ ვამბობ), რეკლამა გამოდის sad.gif
2. თუ ეკლესია არაფერს იტყვის რაიმე საშინელ მოვლენაზე, გლახასნაირები (უკაცრავად გლახა wink.gif) ბრალს სდებენ, რომ ეკლესია არაფერს ამბობს. მაგალითად, იხ. გლახას ერთ-ერთი პოსტი ამ თემაში.
ერთი ანეგდოტის არ იყოს ”რა ქნას პეპელამ”? smile.gif
უფრო სერიოზულად რომ დავსვათ კითხვა: აბა როგორ უნდა მოვიქცეთ, იმის შიშით, რეკლამა არ გამოგვივიდესო, არაფერი ვთქვათ?
არავის არ ვეკამათები, მართლა წამომეჭრა ეს კითხვა და თქვენი აზრი მაინტერესებს.
პ.ს. ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ, რომ არაა საუბარი ძალადობაზე, არამედ მოწოდებაზე.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 05:36 PM

ციტატა(მარიამი @ Jan 18 2007, 06:34 PM) *

თქმის ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია: ერტ შემთხვევაში პავლე მოციქულმა სამოსი შემოიხია, მეორე შემთხვევაში სიყვარულლით მიმართა-უცნობ ღმერთს გახარებთო-მისიონერის გზა ყოველთვის ვიწრო გზაზე სიარულია

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 18 2007, 05:42 PM

მარიამი

ციტატა
ახლა რა ვიფიქრე:

ვიცი რომ ეს ყველაფერი არ არის რაც შენ იფიქრე მაგრამ, ან ვერ მიხვდი რას ვამბობ, ან არ გინდა მიხვდე...მე უფრო ბოლო მგონია...

ციტატა
უფრო სერიოზულად რომ დავსვათ კითხვა: აბა როგორ უნდა მოვიქცეთ, იმის შიშით, რეკლამა არ გამოგვივიდესო, არაფერი ვთქვათ?

როგორ ჩემო მარიამ და ზემოთ დათიკომ მისიონერობა ახსენა...
იცი ყველა ტაძრის კედლებში ვერ მოვა და ვე რმოისმენს..უფრო სწორად არ მოვა...
ციტატა
1. თუ ეკლესია მოუწოდებს რამეს საწინააღმდეგოდ (ქვის სროლაზე არ ვამბობ), რეკლამა გამოდის

საწინააღმდეგოც არის და საწინააღმდეგოც...
მეტი ქადაგებაა საჭირო ტაძრის გარეთ... ბირჟაზეც, ქუჩაშიც...
ქადაგება სხვაა და :თქვე ესეტებო თქვე ისეტებო სხვა...
ციტატა
. თუ ეკლესია არაფერს იტყვის რაიმე საშინელ მოვლენაზე, გლახასნაირები (უკაცრავად გლახა ) ბრალს სდებენ, რომ ეკლესია არაფერს ამბობს. მაგალითად, იხ. გლახას ერთ-ერთი პოსტი ამ თემაში.

ეკლესიამ საჭიროა თავის დროზე თქვას სათქმელი და არა მაშინ, როდესაც ურემი ამობრუნდება...
თანაც ეკლესიურად, ქრისტიანულად...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 05:45 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 18 2007, 06:34 PM) *

მე იმ მსახიობების არ მიკვირს, რომლებიც მაგ ფილმში მონაწილეობენ. ანუ ვგულისხმობ მათი სარწმუნოებიდან გამომდინარე. სარწმუნოებას ხელტათმანებივით იცვლიან. ხან რას ირგებენ ხან რას. მათთვის ცხადია სულერთია ქრისტეც და ღვთისმშობელიც. ანუ მათი ფილმით დაამცირებენ თუ არა. უბრალოდ მე შენი პოზიცცია მაინტერესებს რატომ წახვედი? უბრალოდ, როგოც ადამიანს ჩვეულებრივ მოქალაქეს, მაინტერსებს შენი წასვლის მიზეზი. ...მე , როგოც ქართველი ამ გადაცემას ვეღარ ვნახავდი, არ შემეძლო ამ შეურაცყოფის მოსმენა და ვერც იმ იუმორისტის სხვა გამოსვლებს ვეღარ ვუსმენ. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ჩემთვის ამ ფილმის ყურება შეურაცყოფა და ტკივილი იქნებოდა. ვიღაც , გაურკვეველი რჯულის ამერიკელი, რომელიც ერთ რელიგიაზე ვერ რჩება 10 წელი ჩემს ღმერთს და ღვთისმშობელს აყენებს შეურაცყოფას. მე შენ შეურაცყოფისთვის არ დაგიწერე ის ზემოთა ფრაზა ღვთისმშობელზე, უბრალოდ მაინტერესებს, რატომ წახვედი, შენი დაამოკიდებულება, ჩემი გითხარი. გთხოვ, მიპასუხე.

მართალი ხარ, მაგრამ ყველა წყვეტს თვითონ, შენი გადაწყვეტილება შენი პოზიციიდან აბსოლუტურად მართალია.
ჩემი წასვლის მიზეზი იყო
1. კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი დღევანდელი კოკა-კოლის "კულტურის" არსებობაში თვალნათლივ
2. მქონოდა სწორი არგუმენტირებული პასუხი და პასუხი მათეული ენით (თუმცა ჩემთვის პიროვნულად აბსოლუტურად მიუღებელით) იმათთვის, ვინც "მოხიბლულია" მაგ "ნაწარმოების" დიდი მეცნიერული ფუნდამენტით.

ციტატა(მარიამი @ Jan 18 2007, 06:34 PM) *

გლახასნაირები

საზოგადოებას ყოფ: გლახასნაირებად და არა გლახასნაირებად? მგონი ვერაა მთლად ეს სწორი მიდგომა

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2007, 05:46 PM

გლახა
იცი შენ ჩემი აზრები მაგაზე და არ გიპასუხებ რა... wink.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jan 18 2007, 05:46 PM

კანუდოსელი

ციტატა
თქმის ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია: ერტ შემთხვევაში პავლე მოციქულმა სამოსი შემოიხია, მეორე შემთხვევაში სიყვარულლით მიმართა-უცნობ ღმერთს გახარებთო-მისიონერის გზა ყოველთვის ვიწრო გზაზე სიარულია

გეთანხმები smile.gif

მარიამი
ციტატა
უფრო სერიოზულად რომ დავსვათ კითხვა: აბა როგორ უნდა მოვიქცეთ, იმის შიშით, რეკლამა არ გამოგვივიდესო, არაფერი ვთქვათ?არავის არ ვეკამათები, მართლა წამომეჭრა ეს კითხვა და თქვენი აზრი მაინტერესებს.

მრევლს შეიძლება აუხსნა ამბიონიდან, რომ ასეთი ფილმის ყურება შეიძლება დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს.
ნაცვლად ამისა ამბიონიდან (როგორც მე მომიყვნენ) გაიჟღერა მოწოდებამ მოეწყოთ პიკეტი.
შესაძლებელია მოიძებნოს ფორმა რითიც მოხდება ინფორმაციის ცივილური გზით მიწოდება და არა პიკეტები და დემონსტრაციები.
ის ხალხი ვინც იმ პიკეტს აწყობდა 99% დარწმუნებული ვარ აზრზე არ იყო რაში მდგომარეობდა მკრეხელობის ძირეული საკითხები. მათ უბრალოდ უთხრეს რომ ეს მკრეხელური ფილმია და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ცდუნებისგანო.
ასე არ შეიძლება. ეს ხალხი ადრე თუ გვიან მიხვდება რომ ისინი გამოიყენეს (ახსნა განმარტების გარეშე) და ძალიან ცუდ დასკვნებამდე მივლენ.

საკითხი მართლაც პრობლემატურია და ამას ძლიან ჭკვიანური ქმედებები ესაჭიროება. უპირველეს ყოვლისა საზოგადოდების კონრტაქტის ფორმები ეკლესიასთან ჩემი აზრით არ უნდა იყოს მხოლოდ ამბიონიდან ქადაგება.
უნდა ხდებოდეს ხალხის ინფორმირება სხვადასხვა საშუალებებით ტელევიზია, რადიო, გაზეთი... პირადი შეხვედრები... ლექციები...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2007, 05:47 PM

QUOTE(კანუდოსელი @ Jan 18 2007, 05:45 PM) *

საზოგადოებას ყოფ: გლახასნაირებად და არა გლახასნაირებად? მგონი ვერაა მთლად ეს სწორი მიდგომა

შედარება იყო ეგ, უახლოესი მაგალითი მოვიყვანე smile.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 18 2007, 05:47 PM

მარიამი

ციტატა
გლახა
იცი შენ ჩემი აზრები მაგაზე და არ გიპასუხებ რა...

ხო და მაგ აზრებს ვერ ვიზიარებ ბოლომდე და მესროლეთ ახლა დამბაჩა ან რაიმე მსგავსი laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 05:47 PM

ციტატა(მარიამი @ Jan 18 2007, 06:34 PM) *

პ.ს. ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ, რომ არაა საუბარი ძალადობაზე, არამედ მოწოდებაზე.

მოწოდება არაა სწორი ფორმა, ეკლესია არ წარმოადგენს აბსოლუტური ავტორიტეტის მქონეს, აჯობებდა რჩევა, რასაც ეკლესია აკეთებს-თქვენ ის მოწოდებად მიგაჩნიატ, მაგრამ საზოგადოებისთვის ერთი სიტყვაც ძალიან მნიშვნელოვანია მოწოდებას დაარქმევ მას თუ რჩევასმამობრივი სიყვარულიტ გაჟღერებულს

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2007, 05:50 PM

დათიკო
მართალია, ეკლესიაში აგრესიულობისკენ მოწოდება არ უნდა იყოს. მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას მისაღებ ფორმებში. მეც მაგ აზრზე ვარ.

QUOTE(კანუდოსელი @ Jan 18 2007, 05:47 PM) *

მოწოდება არაა სწორი ფორმა, ეკლესია არ წარმოადგენს აბსოლუტური ავტორიტეტის მქონეს, აჯობებდა რჩევა, რასაც ეკლესია აკეთებს-თქვენ ის მოწოდებად მიგაჩნიატ, მაგრამ საზოგადოებისთვის ერთი სიტყვაც ძალიან მნიშვნელოვანია მოწოდებას დაარქმევ მას თუ რჩევასმამობრივი სიყვარულიტ გაჟღერებულს

პარდონ smile.gif მეც არ მომწონდა ეგ სიტყვა და ჩანაცვლება მინდოდა...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 18 2007, 05:52 PM

ციტატა
საკითხი მართლაც პრობლემატურია და ამას ძლიან ჭკვიანური ქმედებები ესაჭიროება. უპირველეს ყოვლისა საზოგადოდების კონრტაქტის ფორმები ეკლესიასთან ჩემი აზრით არ უნდა იყოს მხოლოდ ამბიონიდან ქადაგება.
უნდა ხდებოდეს ხალხის ინფორმირება სხვადასხვა საშუალებებით ტელევიზია, რადიო, გაზეთი... პირადი შეხვედრები... ლექციები...

ეს ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ტელევიზიამდე ვინ უშვებენsmile.gif) ერთადერთო რელიგიური გადაცემების გაკეთება იმედმა იცის იმედითა შენითაში და გიროგი თარგამაძემ დროებაში. ტეევიზიაში გადაცემა კი არა სკოლაში აღარ ასწავლიან რელიგიას სხვისი უფლება არ შეილახოსოsmile.gif)) მე მახსოვს, მამა არჩილ მინდიაშვილის ქადაგებები ზვიადიდ პრეზიდენტობის დროს გადიოდა და სხვათა შორის დიდი სიამოვნებით ვუსმენდით. ეხლა მღვდელს ვინ დაუთმობს ეტEრს, თუმცა არის ამისთვის რადიო ივერია.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 05:52 PM

ციტატა(მარიამი @ Jan 18 2007, 06:50 PM) *

პარდონ smile.gif მეც არ მომწონდა ეგ სიტყვა და ჩანაცვლება მინდოდა...

მე ხოიცი მაინც ინტრიგანი ვარ, მაგრამ ჩემი წყალობით ზოგი მუდმივად ფორმაშია biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2007, 05:52 PM

QUOTE(გლახა @ Jan 18 2007, 05:47 PM) *

მარიამი

ხო და მაგ აზრებს ვერ ვიზიარებ ბოლომდე და მესროლეთ ახლა დამბაჩა ან რაიმე მსგავსი laugh.gif laugh.gif laugh.gif

მიუხედავად იმისა, რომ გაცნობის დღიდან გეკამათები, დამბაჩა მგონი ჯერ არ მისვრია dry.gif და არც ვაპირებ wink.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 18 2007, 05:54 PM

მე არ მახსოვს, მაგრამ პატრიარქი თუ გამოვიდა მაშინ ტელევიზიითდა თუ უთხრა ხალხს რამე ამ ფილმტან დაკავშირებით?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2007, 05:55 PM

QUOTE(გლახა @ Jan 18 2007, 05:54 PM) *

მე არ მახსოვს, მაგრამ პატრიარქი თუ გამოვიდა მაშინ ტელევიზიითდა თუ უთხრა ხალხს რამე ამ ფილმტან დაკავშირებით?

მე როგორც მახსოვს, საპატრიარქოს განცხადება გავრცელდა ამასთან დაკავშირებით.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 05:56 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 18 2007, 06:52 PM) *

სკოლაში აღარ ასწავლიან რელიგიას სხვისი უფლება არ შეილახოსო

ეს იმიტომ, რომ მასწავლებლების მხრიდა იყო მრავალი შემთხვევა დისკრიმინაციის (ვიცი ეს საკითხი საკმაოდ კარგად), როდესაც მწვალებლებად მოიხსენიებდნენ არამართლმადიდებელ მოსწავლეებს, ეს კი მერე აიტაცეს არასამთავროებმა და მეტი რა უნდათ მათ...

ამიტომ ყველაფერი სწორად უნდა წარმართო, რელიგიის სწავლება შეიძლება, ოღონდ 1. უნდა ასწავლოს პროფესიონალმა და 2. არ შეილახოს სხვისი უფლება.
იქამდე კი სანამ არ მოგვარდება ეს საკითხები, აჯობებს, რომ არ ვასწავლოთ საერთოდ, რადგან ეგეთ შემთხვევაში გამოვა ა) არასწორი სწავლება და ბ) არეულობას გამოიწვევს და დაპირისპირებას საზოგადოებაში

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jan 18 2007, 05:58 PM

მარიამი

ციტატა
მართალია, ეკლესიაში აგრესიულობისკენ მოწოდება არ უნდა იყოს. მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას მისაღებ ფორმებში. მეც მაგ აზრზე ვარ.

უთუოდ.
მამობრივი რჩევა დიდი რამეა. და დიდი ძალაც გააჩნია. ეკლესია არ ჰყავს ჯარისკაცები, რომელიბიც ბრძანებებს ემორჩილებიან არამედ მრევლი, რომელიც უფლისგან მინიჭებული საკუთარი ნების მოქმედებს და მოძღვრისგან ქრისტესმიერი გზის ჩვენებას ელის.

ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ საზოგადოებასთან ურთიერთობა ვინ არ დადის ეკლესიაში. ასეთები ძალიან ბევრნი არიან.
ღვთის სიტყვა მათთანაც უნდა მივიდეს. სწორედ ამისთვის ცივილური და დღევანდელობისთვის შესაფერისი გზებია საჭირო.
ისე როგორც 20 საუკუნის წინ მოციქულები ავრცელებდნენ, ოღონდ თანამედროვე ფორმებში. აუცილებლად სიყვარულით და სათნოებით და არა ჭკუის სწავლებითა და ქრისტიანობისთვის მიუღებელი ფორმებით.

აქვე დავამატებდ: ის ვისაც ჰგონია რომ აგრესიით მართლმადიდებლობას ”იცავს”.
მახსენდება უწმინდესის სიტყვები: ხალხნო არ დაგავიწყდეთ რომ მართლმადიდებლული ეკლესია თავად ქრისტეა. და ჩვენი დაცვა მას კი არ სჭირდება, არამედ ჩვენ გვჭირდება მისგან დაცვა და მფარველობა.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 18 2007, 05:59 PM

მაინტერესებს ეკლესიი პოზიცია როგორი იქნებოდა საბერძნეთსი? მე ვიცი, რომ იქაც დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ ამ ფილმის გამშვების მსურველებს, მაგრამ ზუსტად ეკლესიის პოზიცია მაინტერესებს, ანუ როგორც ტქვენ ამბობთ იყო მოწოდება თუ მხოლოდ დარიგება?

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 18 2007, 06:01 PM

მხევალი ნინო
აბა ევროკავშირსი ინტეგრაცია რომ უნდა ჩვენს მთავრობას, ისე ვინ შეგიშვებს.... (ან ასე)
ვიღაცისთვის ვიღაცის რელიგიის სწავლება შეურაცყოფად ითვლება..ამას ქადაგებს გლობალიზაცია...
მაშინ ჩავკეტოთ საზღვრები და ა.შ...
სამწუხაროდ ....ჩვენ რომ გვინდა მასე სად არის...

ამიტომ არის ქრისტეს გზა ვიწრო და ეკლიანი...
არა ძალადობრივი...
გინდა მომყევი..თუ არა..როგორც გენებოს...
უფალი არ არის მოძალადე... smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 06:02 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 18 2007, 06:59 PM) *

მაინტერესებს ეკლესიი პოზიცია როგორი იქნებოდა საბერძნეთსი? მე ვიცი, რომ იქაც დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ ამ ფილმის გამშვების მსურველებს, მაგრამ ზუსტად ეკლესიის პოზიცია მაინტერესებს, ანუ როგორც ტქვენ ამბობთ იყო მოწოდება თუ მხოლოდ დარიგება?

იყო რჩევა, როგორც ჩვენთან და იყო მიტინგები და პიკეტები უფრო უარესი ვიდრე ჩვენთან (იქაც მრავლად არიან გიჟები), მეგობარი მყავს ბერძენი და მითხრა, რომ მრავალი წავიდა სწორედ პიკეტის აგრესიის შედეგად დაინტრიგებულ-დაინტერესებული...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 18 2007, 06:05 PM

ციტატა
არასწორი სწავლება და ბ) არეულობას გამოიწვევს და დაპირისპირებას საზოგადოებაში

ეს ცოტა ხმამარალი ნათქვამია, შენ სწორედ აღნიშნე. ალბათ მართლაც მოხდა რაღაც არასასიამოვნო ფაქტი სკოლაში და ის აიტაცეს არასამტავროებმა. რამოდენიმე წელია სკოლაში რელიგიას ასწავლიდნენ და ამას დაპირისპირება არ გამოუწვევია. ამასტან დაკავშირებით მახსენდება დემოკრატიული საფრანგეთის პოზიცია სკოლაში ტავსაბურავებთან დაკავშირებით. სულ ერთი წლის ამბავიც არ იქნება გახსოვს. მიუხედავად დიდი დაპირისპირებისა და გამოსვლებისა საფრანგეთმა არ დათმო პოზიცია და სკოლაში აიკრძალა ტავსაბურავით სიარული. ანუ აქ უფრო სახელმწიფოს სიძლიერეზეა ლაპარაკი

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 06:07 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 18 2007, 07:05 PM) *

სულ ერთი წლის ამბავიც არ იქნება გახსოვს. მიუხედავად დიდი დაპირისპირებისა და გამოსვლებისა საფრანგეთმა არ დათმო პოზიცია და სკოლაში აიკრძალა ტავსაბურავით სიარული. ანუ აქ უფრო სახელმწიფოს სიძლიერეზეა ლაპარაკი

და შენ მოგწონს ეგ გადაწყვეტილება?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 18 2007, 06:12 PM

მე სახელმწიფო მომწონს, რომელსაც აქვს ძალა უპასუხოს და არ არის დამოკიდებული ჩვენნაირად ვიღაცის მითითებებზე, რა მოსწონს ევროკავშირს და აშ.

იცი რა? ზედეტად ლიბერალიზმმა საფრანგეთიც კი კარგ შედეგებამდე არ მიიყვანა. აბა გაიხსენე უახლესი ამბები

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 18 2007, 06:25 PM

მხევალი ნინო

ციტატა
მე სახელმწიფო მომწონს, რომელსაც აქვს ძალა უპასუხოს და არ არის დამოკიდებული ჩვენნაირად ვიღაცის მითითებებზე, რა მოსწონს ევროკავშირს და აშ.

გეთანხმები

როდესაც ევროპარლამეტის სხდომაზე დაისვა ათონის მთის საკითხი (!), გამოითქვა აზრი, რომ იქ ქალებს შესვლაზე აკრძალვა არის არადემოკრატიული (?) და საბერძნეთმა უნდა იზრუნოს ამაზე
მახსოვს ისეთი ამბავი დააწია ბერძნების დეპუტაციამ, რომ მგონი 3 თვე ბოდიშს იხდიდნენ...

ისე, მინდა დაგაიმედოთ (და მომიტევეთ ცოტათი პოლიტიკური განცხადება), რომ ჩვენი სახელმწიფო არც ისე სუსტია. ახლა მახსენდება ის წინააღმდეგობები, რაც შეხვდა ჩვენს მთავრობას ევროპის საბჭოში ჯვრიანი დროშის მიღების გამო, თუმცა წარმატებით იქნა დაძლეული

მთავარია, ხალხის შეგნება იყოს სათანადო დონეზე

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 18 2007, 06:30 PM

კანონისტი

ციტატა
მთავარია, ხალხის შეგნება იყოს სათანადო დონეზე

იცი რა, ზუსტად ეგ საკითხი ანუ (შეგნება) მაღელვებდა. ხალხი, რომ ავარდა კინოს სანახავად გაიქცა, თუმცა მერე რამოდენიმე ახალგაზრდა გამესაუბრა და სასტიკად დასცინა ფილმს. ვგულისხმობ არარელიგიურ და თანამედროვე ახალგაზრდას,

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 18 2007, 06:44 PM

მხევალი ნინო
გეთანხმები

და დავამატებდი:

ციტატა
მთავარია, ხალხის შეგნება იყოს სათანადო დონეზე

+ ხელისუფლების შეგნებაც....

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 07:03 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 18 2007, 07:12 PM) *

მე სახელმწიფო მომწონს, რომელსაც აქვს ძალა უპასუხოს და არ არის დამოკიდებული ჩვენნაირად ვიღაცის მითითებებზე, რა მოსწონს ევროკავშირს და აშ.

იცი რა? ზედეტად ლიბერალიზმმა საფრანგეთიც კი კარგ შედეგებამდე არ მიიყვანა. აბა გაიხსენე უახლესი ამბები

ჰოდა ეგ ლიბერალიზმის შედეგია რაც მოხდა საფრანგეთში...ერტი ადვოკატის აზრით, მართლმადიდებელი მონაზვნებიც ყვებიან მაგ აკრძალვის ქვეშ...ეგაა ზუსტად ცუდი..საფრანგეთმა ის არა ქრისტიანული, არამედ ლიბერალური მოსაზრებებით გააკეთა

ციტატა(კანონისტი @ Jan 18 2007, 07:25 PM) *

მხევალი ნინო
გეთანხმები

როდესაც ევროპარლამეტის სხდომაზე დაისვა ათონის მთის საკითხი (!), გამოითქვა აზრი, რომ იქ ქალებს შესვლაზე აკრძალვა არის არადემოკრატიული (?) და საბერძნეთმა უნდა იზრუნოს ამაზე
მახსოვს ისეთი ამბავი დააწია ბერძნების დეპუტაციამ, რომ მგონი 3 თვე ბოდიშს იხდიდნენ...

ბერძნებმა უთხრეს, ჯერ იმ სახელმწიფოს მიხედეთ, რომლის მოქალაქეები მხოლოდ მამაკაცები შეიძლება იყვნენ და მერე ვიფიქრებთ ათონზეო biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 18 2007, 07:05 PM

ციტატა
ჰოდა ეგ ლიბერალიზმის შედეგია რაც მოხდა საფრანგეთში...ერტი ადვოკატის აზრით, მართლმადიდებელი მონაზვნებიც ყვებიან მაგ აკრძალვის ქვეშ...ეგაა ზუსტად ცუდი..საფრანგეთმა ის არა ქრისტიანული, არამედ ლიბერალური მოსაზრებებით გააკეთა

მე არ ვიცი ვინ იყო ეგ ადვოლაკტი, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია თუმცა არ ვარ დარწმუნებული, ეგ აკრძალვა სკოლებს და მოსწავლეებს შეეხო, ამდენად, ჩემთვის გაურკვეველია რა შუაშია მონაზვნები. ანუ მათი კავშირის სკოლასთან...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 07:06 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 18 2007, 08:05 PM) *

მე არ ვიცი ვინ იყო ეგ ადვოლაკტი, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია თუმცა არ ვარ დარწმუნებული, ეგ აკრძალვა სკოლებს და მოსწავლეებს შეეხო, ამდენად, ჩემთვის გაურკვეველია რა შუაშია მონაზვნები. ანუ მათი კავშირის სკოლასთან...

ეგ აკრძალვა შეეხება ნებისმიერ სასწავლებელსაც, სადაც მონაზვნებიც სწავლობენ...ის ადვოკატი არის ფრანგი მართლმადიდებელი

დავით აღმაშენებელს ეგეთი აზრი თავადაც არ მოუვიდოდა, რადგან იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი

რა ვქნათ ახლა ჩვენ, ავდგეთ და ავუკრძალოთ მაგალითად მუსლიმ ქალებს თავზე ხილაბანდის ტარება? იქნებ პატივი გვეცა ადამიანებისთვის ჭეშმარიტი ქართული ტრადიციის მიხედვით?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jan 18 2007, 07:35 PM

ციტატა
რა ვქნათ ახლა ჩვენ, ავდგეთ და ავუკრძალოთ მაგალითად მუსლიმებ ქალებს თავზე ხილაბანდის ტარება?

ისე მართლაც რამ გადარია ეს ფრანგები?
მე რომ ეხლა თავზე კაპიშონი დავიხურო და ისე წავიდე სკოლაში არ მაქვს უფლება?
რის მიხედვით აკვნიან რა არის რელიგიური ქუდი და რა ისე, უბრალოდ სილამაზისთვის და მოდისთვის დახურებული ტავსაბურავი?
სულ გადაირია ეს ხალხი რა
ანტირელიგიურობის ნიადაგზე უკვე არაადეკვატური მოძრაობები აქვთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 07:37 PM

მოკლედ სია იზრდება biggrin.gif

მართლმადიდებლობად საღდება შიში:

1. შტრიხ კოდების
2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების
3. საიდენტიფიკაციო ნომრების
4. შელოცვების
5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის
6. ტელევიზორის
7. კომპიუტერის
8. ზღვაზე "სიშიშვლის"
9. ცეკვის
10. სპორტის
11. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის
12. მუსიკის მოსმენის
13. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის
14. ახალი სტილის კალენდრის
15. კონცერტებზე სიარულის
16. ბალეტზე და ოპერაში წასვლის

და უკვე
17. დენ ბრაუნის კრეტინობის ყურების

ამასთან ერთად კი
18. ჰარი პოტერის კითხვის

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 07:48 PM

ციტატა(დათიკო @ Jan 18 2007, 08:35 PM) *

ისე მართლაც რამ გადარია ეს ფრანგები?
მე რომ ეხლა თავზე კაპიშონი დავიხურო და ისე წავიდე სკოლაში არ მაქვს უფლება?
რის მიხედვით აკვნიან რა არის რელიგიური ქუდი და რა ისე, უბრალოდ სილამაზისთვის და მოდისთვის დახურებული ტავსაბურავი?
სულ გადაირია ეს ხალხი რა
ანტირელიგიურობის ნიადაგზე უკვე არაადეკვატური მოძრაობები აქვთ biggrin.gif

ჩემი სტატისტიკით, რაც ფრანგი მინახავს არცერთი არ იყო უბრალოდ, თუნდაც რაღაცის მორწმუნე...არ ვამბობ ქრისტიანობაზე ან საერთოდ ღმერთის მეტნაკლებად კლასიკურ გაგებაზე რწმენისა...ვამბობ, ზოგადად "სულიერებაზე" თუნდაც წარმართულზე....ნამეტანი ანტიკლერიკალები არიან და ეს სხვა ქვეყანაში არ შემიმჩნვია ამ დოზით როგორც მანდ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 18 2007, 07:57 PM

კანუდოსელი

ციტატა
ბერძნებმა უთხრეს, ჯერ იმ სახელმწიფოს მიხედეთ, რომლის მოქალაქეები მხოლოდ მამაკაცები შეიძლება იყვნენ და მერე ვიფიქრებთ ათონზეო

მართალი ხარ
ეგრე იყო ზუსტად...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 18 2007, 08:02 PM

რამდენი გიწერიათ blink.gif

ამიხსენით რაზე ისაუბრეთ მოკლედ. . .

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 08:07 PM

ციტატა(მნათე @ Jan 18 2007, 09:02 PM) *

რამდენი გიწერიათ blink.gif

ამიხსენით რაზე ისაუბრეთ მოკლედ. . .

რომ ლაწირაკების ყოფნა ფორუმის სენატში დიდი ფსევდო მართლმადიდებლობაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 18 2007, 08:08 PM

ციტატა
რომ ლაწირაკების ყოფნა ფორუმის სენატში დიდი ფსევდო მართლმადიდებლობაა

მუხლთდრეკა აღასრულე, უტრიბუნესი სენატორის წინაშე უგუნურო laugh.gif

ახლა სერიოზულად, რაზე ისაუბრეთ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 08:10 PM

ციტატა(მნათე @ Jan 18 2007, 09:08 PM) *

მუხლთდრეკა აღასრულე, უტრიბუნესი სენატორის წინაშე უგუნურო laugh.gif

ახლა სერიოზულად, რაზე ისაუბრეთ? biggrin.gif

იმაზე რომ დენ ბრაუნის დეგენერატობა არაა საშიში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და
1. მისი ნახვა მორწმუნეს არ შეარყევს არანაირად
2. პიკეტების მოწყობა კიდე უფრო დიდი იდიოტობაა
3. რეკლამას უკეთებს იმ კოკა-კოლას სუბკულტურას
4. აკრძალვები ზოგადად საფრთხილო რამეა

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jan 18 2007, 08:12 PM

ჰარი პოტერზე ვერ გეტყვი, ჯოჯოეთში მოხვედბი-თქო, მაგრამ.... მთლად რომ კარგ რამეს არ წაიკითხავ იქ, ცხადია... მიდი, კანუდოსელო, ჩამქოლე! biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 08:15 PM

ციტატა(თამარი @ Jan 18 2007, 09:12 PM) *

ჰარი პოტერზე ვერ გეტყვი, ჯოჯოეთში მოხვედბი-თქო, მაგრამ.... მთლად რომ კარგ რამეს არ წაიკითხავ იქ, ცხადია... მიდი, კანუდოსელო, ჩამქოლე! biggrin.gif

გულზე ხელი დაიდე და მითხარი წაიკითხე თავიდან ბოლომდე?
ეგა ზღაპარია ქალოოო biggrin.gif

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 18 2007, 08:15 PM

არა რა ეს ხალხი მაინც ეკლესიის საწინააღმდეგოს ქადაგებს....

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 08:16 PM

ციტატა(miss_kartveli @ Jan 18 2007, 09:15 PM) *

არა რა ეს ხალხი მაინც ეკლესიის საწინააღმდეგოს ქადაგებს....

უღრმესი მადლობა smile.gif
ისე იქნებ თქვათ სად ვეწინააღმდეგები(თ)?
თუ არ ამბობთ,მაშინ ცილისწამების სუნი მცემს biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jan 18 2007, 08:17 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jan 18 2007, 08:15 PM) *

გულზე ხელი დაიდე და მითხარი წაიკითხე თავიდან ბოლომდე?

ნახევრამდე, არ დამაინეტერსა და მოვისროლე biggrin.gif არადა ორნაირი გამოცემა მედო წინ: სქელყდიანი, თხელყდიანი biggrin.gif
იცი რას ვფიქრობ, ძალიან უსუსური არგუმენტები წამოაყენეს მის საწინააღმდეგოდ, ცოტა წესიერად და საფუძვლიანად რომ აეხსნათ და თან არა მხოლოდ ფრაზა-ლოზუნგებით, უკეტესად გაიგებდა ხალხი.... თუმცა მე მაინც არ მადარდებს, არ დამიანიტერესა და შევეშვი....

პს. ახლა ძალიან უცნაურ რამეზე დამირეკეს, გითხრა? laugh.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jan 18 2007, 08:19 PM

miss_kartveli

ციტატა
არა რა ეს ხალხი მაინც ეკლესიის საწინააღმდეგოს ქადაგებს...

ციტატა
უღრმესი მადლობა

თამარი
ციტატა
ნახევრამდე, არ დამაინეტერსა და მოვისროლე

მე მაგრა დამევასა. კაი ზღაპარია biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 08:20 PM

ციტატა(თამარი @ Jan 18 2007, 09:17 PM) *

ნახევრამდე, არ დამაინეტერსა და მოვისროლე biggrin.gif არადა ორნაირი გამოცემა მედო წინ: სქელყდიანი, თხელყდიანი biggrin.gif
იცი რას ვფიქრობ, ძალიან უსუსური არგუმენტები წამოაყენეს მის საწინააღმდეგოდ, ცოტა წესიერად და საფუძვლიანად რომ აეხსნათ და თან არა მხოლოდ ფრაზა-ლოზუნგებით, უკეტესად გაიგებდა ხალხი.... თუმცა მე მაინც არ მადარდებს, არ დამიანიტერესა და შევეშვი....

პს. ახლა ძალიან უცნაურ რამეზე დამირეკეს, გითხრა? laugh.gif

თუ ძმა ხარ რაა, ზღაპარია, თავისი ჯადოქრებით და ჯადოქრობით....კარგიტ რაა...ბავშვებს დაუტოვეთ ზღაპრები. თუმცა ეგ არაა შედევრი ნამდვილად.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 18 2007, 08:21 PM

ციტატა
იმაზე რომ დენ ბრაუნის დეგენერატობა არაა საშიში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და
1. მისი ნახვა მორწმუნეს არ შეარყევს არანაირად
2. პიკეტების მოწყობა კიდე უფრო დიდი იდიოტობაა
3. რეკლამას უკეთებს იმ კოკა-კოლას სუბკულტურას
4. აკრძალვები ზოგადად საფრთხილო რამეა

პროტესტია რა. . . biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჩემი აზრით პასუხი ჭირდებოდა რადგან ნომინალურ ორთოდოქსთა დიდი ნაწილი, მადიდებლობას მხოლოდ სანთლის ანთებით რომ გამოხატავს, შეიძლება დააბრკოლოს ეკლესიის მხრიდან, თუნდაც მხატვრულად შეურაცხმყოფელ ფილმზე დუმილმა smile.gif

თუმცა რასაკვირველია, აქციები და შეჩვენებები საჭირო არ არის smile.gif

სხვათაშორის

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jan 18 2007, 08:24 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jan 18 2007, 08:20 PM) *

თუ ძმა ხარ რაა, ზღაპარია, თავისი ჯადოქრებით და ჯადოქრობით....კარგიტ რაა...ბავშვებს დაუტოვეთ ზღაპრები. თუმცა ეგ არაა შედევრი ნამდვილად.

თუ ძმა ხარ რა, ნუ ''მეკაჩავები'' რა laugh.gif laugh.gif laugh.gif
ეგ თუ ზღაპარია და მე ვყოფილვარ გრეტა გარბო

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 18 2007, 08:24 PM

"ბეჭდების მბრძანებელზე" რას იტყვით?

მარტო ჰარი პოტერია ცუდი ბიჭი?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 08:26 PM

ციტატა(თამარი @ Jan 18 2007, 09:24 PM) *

ეგ თუ ზღაპარია და მე ვყოფილვარ გრეტა გარბო

გრეტა გარბო არა, შენა ხარ ჩვენი ცქნაფო

ციტატა(kato_Bato @ Jan 18 2007, 09:24 PM) *

"ბეჭდების მბრძანებელზე" რას იტყვით?

მარტო ჰარი პოტერია ცუდი ბიჭი?

ეხლა ჩუ! biggrin.gif
ეგ წიგნი ჩემი სამაგიდო ზღაპარია...აი ეგ მართლა დონეა...თან ძალიან მაგარი

წიგნის ორიგინალურ, ინგლისურ გამოცემას აწერია:
მკითხველთა საზოგადოება იყოფა ორ ნაწილად: პირველი ვინც წაიკითხა ბეჭდების მბრძანებელი და მეორე: ვინც აპირებს მის წაკითხვას

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 18 2007, 08:27 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jan 18 2007, 08:26 PM) *

ეხლა ჩუ! biggrin.gif
ეგ წიგნი ჩემი სამაგიდო ზღაპარია...აი ეგ მართლა დონეა...თან ძალიან მაგარი

მერე ვინ გითხრა რო ჩემიც არააbiggrin.gif

ზეპირად ვიცი laugh.gif

ლამისაა ელფური ენაც ვისწავლოbiggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 08:31 PM

ციტატა(kato_Bato @ Jan 18 2007, 09:27 PM) *

მერე ვინ გითხრა რო ჩემიც არააbiggrin.gif

ზეპირად ვიცი laugh.gif

მაშინ ჩემგან საჩუქრად:

Pursuing it with eager feet,
Until it joins some larger way
Where many paths and errands meet.
And wither then? I can not say.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 18 2007, 08:33 PM

ჰარი პოტერი, ჰმ, ზაზა ვერ დაგეთანხმები, ეკლესიაში მისვლამდე ორი ტომი ზეპირად ვიცოდი wink.gif [და 4-ივე სერია მინახავს] ახლაც მახსოვს ის შელოცვები sad.gif

არ აქვს მერწმუნეთ კარგი ზეგავლენა, საგნების გადაადგილების სურვილი მიჩნდებოდა. . . და ზოგადად მაგიისადმი ინტერესი. . . შურისძიებას გაჩვევს და ა.შ უწყინარ ზღაპრად ვერ მივიჩნევ. . .

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jan 18 2007, 08:35 PM

ციტატა(მნათე @ Jan 18 2007, 08:33 PM) *

ჰარი პოტერი, ჰმ, ზაზა ვერ დაგეთანხმები, ეკლესიაში მისვლამდე ორი ტომი ზეპირად ვიცოდი wink.gif [და 4-ივე სერია მინახავს] ახლაც მახსოვს ის შელოცვები sad.gif

არ აქვს მერწმუნეთ კარგი ზეგავლენა, საგნების გადაადგილების სურვილი მიჩნდებოდა. . . და ზოგადად მაგიისადმი ინტერესი. . . შურისძიებას გაჩვევს და ა.შ უწყინარ ზღაპრად ვერ მივიჩნევ. . .

ამას ვჩივი მეც, თვარა ისე დიდებსთვის კია კაი და სახალისო, ბავშვზე მართლა ცოტა სხვანაირად ახდენს გავლენას, ეგ კი არა, გრაფინია კოსელი რომ წავიკითხე ოდესღაც, იმ ქალივით ვიქცეოდი, ანუ სახარების ციტატებით ვითომ მკითხაობა, გადაშლიდი და აბა, რა გევდი მოუწევდა, ამიტოა რა, ყველა ასაკს თავისი წიგნი აქვს, მე იმ დროს კარლსონი უნდა მეკითხა biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 08:36 PM

ციტატა(მნათე @ Jan 18 2007, 09:33 PM) *

ჰარი პოტერი, ჰმ, ზაზა ვერ დაგეთანხმები, ეკლესიაში მისვლამდე ორი ტომი ზეპირად ვიცოდი wink.gif [და 4-ივე სერია მინახავს] ახლაც მახსოვს ის შელოცვები sad.gif

არ აქვს მერწმუნეთ კარგი ზეგავლენა, საგნების გადაადგილების სურვილი მიჩნდებოდა. . . და ზოგადად მაგიისადმი ინტერესი. . . შურისძიებას გაჩვევს და ა.შ უწყინარ ზღაპრად ვერ მივიჩნევ. . .

მერე სად ვთქვი რომ მთლად უწყინარია...ნებისმიერი კეთილი ჯადოქარიც სხვა ზღაპრიდან ასევე გიტაცებს ჯადოქრობისკენ...მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ეგ არ არის ისეთი საშიში, როგორც ჩვენი შიში მის მიმართ.
მე როგორც მშობელი, თუ ჩემი შვილი მოინდომებს მის წაკითხვას, შევეცდები მასთან ერთად წავიკითხო და უცნაური მომენტები ავუხსნა როგორც საჭიროა

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 18 2007, 08:38 PM

ციტატა
ამას ვჩივი მეც, თვარა ისე დიდებსთვის კია კაი და სახალისო, ბავშვზე მართლა ცოტა სხვანაირად ახდენს გავლენას, ეგ კი არა, გრაფინია კოსელი რომ წავიკითხე ოდესღაც, იმ ქალივით ვიქცეოდი, ანუ სახარების ციტატებით ვითომ მკითხაობა, გადაშლიდი და აბა, რა გევდი მოუწევდა, ამიტოა რა, ყველა ასაკს თავისი წიგნი აქვს, მე იმ დროს კარლსონი უნდა მეკითხა

ეგაა თორემ გართობისთვის ახლაც ვუყურებ biggrin.gif

და ზოგადად იქ არის მომენტები, როდესაც არაქრისტეანული საქციელი დადებითად საღდება. . . და შენ წარმოიდგინე მაშინ ვაიდეალებდი ამ ყოველივეს. . .

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jan 18 2007, 08:38 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jan 18 2007, 08:36 PM) *

მერე სად ვთქვი რომ მთლად უწყინარია...ნებისმიერი კეთილი ჯადოქარიც სხვა ზღაპრიდან ასევე გიტაცებს ჯადოქრობისკენ...მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ეგ არ არის ისეთი საშიში, როგორც ჩვენი შიში მის მიმართ.
მე როგორც მშობელი, თუ ჩემი შვილი მოინდომებს მის წაკითხვას, შევეცდები მასთან ერთად წავიკითხო და უცნაური მომენტები ავუხსნა როგორც საჭიროა

მასე ვაპირებ მეც, აბა, ანტონ კათალისკოსივით წიგნების წვას ვერ დავიწყებთ ჩვენც და ვერ ავკრძალავთ კითხვას... smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 18 2007, 08:40 PM

ციტატა
მერე სად ვთქვი რომ მთლად უწყინარია...ნებისმიერი კეთილი ჯადოქარიც სხვა ზღაპრიდან ასევე გიტაცებს ჯადოქრობისკენ

ოოოო laugh.gif ელაპარაკე ახლა laugh.gif გეუბნები რომ ეს ზღაპარი გაცილებით სხვაგვარი მოვლენაა. . .

მაგრამ თუ არ წაიკითხე ვერ გაიგებ, კარგია თუ ცუდი. . .

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 08:41 PM

ციტატა(მნათე @ Jan 18 2007, 09:40 PM) *

ოოოო laugh.gif ელაპარაკე ახლა laugh.gif გეუბნები რომ ეს ზღაპარი გაცილებით სხვაგვარი მოვლენაა. . .

მაგრამ თუ არ წაიკითხე ვერ გაიგებ, კარგია თუ ცუდი. . .

მისდამი უაზრო პროტესტით ნამეტანი დიდ პატივს ვანიჭებთ მას-ამას ვამბობ მე და სხვა არაფერს

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Jan 18 2007, 08:48 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jan 18 2007, 08:41 PM) *

მისდამი უაზრო პროტესტით ნამეტანი დიდ პატივს ვანიჭებთ მას-ამას ვამბობ მე და სხვა არაფერს

და უაზრო პროტესტი რომ არ არის?! unsure.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 18 2007, 08:49 PM

ციტატა
მისდამი უაზრო პროტესტით ნამეტანი დიდ პატივს ვანიჭებთ მას-ამას ვამბობ მე და სხვა არაფერს

-მაგრამ ამ წვრილმანებით იწყება ყველაფერი. . . . მაგალითად, მე, საკმაოდ დიდი ხანი ვცდილობდი, ჩემი მასწავლებლისთვის კუდი ამომეყვანა, სწორედ ისე როგორც რუბეუს ჰაგრიდმა კუნძულზე ამოუყვანა დადლი დერსლის laugh.gif და იცი როგორ ვიტანჯებოდი, რომ არ გამომდიოდა? sad.gif რა გითხრა, აგრესიული გავხდი. . . ამით იმის თქმა მსურს, რომ განსხვავებით ბეჭების მბრძანებელისა და ნარნიას ქრონიკებისგან, ეს ზგაპარი პატარებისთვის მხოლოდ ცუდის მიმცემი შეიძლება აღმოჩნდეს smile.gif ნუ გართობით ახლაც ვერთობი laugh.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 18 2007, 08:53 PM

ციტატა(მნათე @ Jan 18 2007, 08:49 PM) *

-მაგრამ ამ წვრილმანებით იწყება ყველაფერი. . . . მაგალითად, მე, საკმაოდ დიდი ხანი ვცდილობდი, ჩემი მასწავლებლისთვის კუდი ამომეყვანა, სწორედ ისე როგორც რუბეუს ჰაგრიდმა კუნძულზე ამოუყვანა დადლი დერსლის laugh.gif და იცი როგორ ვიტანჯებოდი, რომ არ გამომდიოდა? sad.gif რა გითხრა, აგრესიული გავხდი. . . ამით იმის თქმა მსურს, რომ განსხვავებით ბეჭების მბრძანებელისა და ნარნიას ქრონიკებისგან, ეს ზგაპარი პატარებისთვის მხოლოდ ცუდის მიმცემი შეიძლება აღმოჩნდეს smile.gif ნუ გართობით ახლაც ვერთობი laugh.gif

ვაიმე, უკაცრავად პასუხია და გადმოვვარდი სკამიდან სიცილით
laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Jan 18 2007, 09:09 PM

ჩემს პატარა დას "ყველაზე ჭკვიანში" აჩუქეს "ჰარი პოტერის" სამტომეული.პატარამ თავიდან განაცხადა:დავწვათო,მერე: გავყიდოთო,და ბოლოს:წავიკითხავ,გავერთობიო.წაიკითხა და ვეღარ მოსცილდა,იმ წიგნთან ერთად იძინებდა და ლამის ზეპირად ისწავლა.
მადლობა უფალს,დროზე მიხვდა,რომ ეს მასზე ცუდად მოქმედებდა(მართლა მიხვდა) და წიგნი გადააგდო.
ერთი 13 წლის ახლობელი მყავს,რომელიც შუბლზე ზიგზაგის ამოჭრას ცდილობდა,მაგრამ დროზე მიუსწრეს...
სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს... sad.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 09:15 PM

ციტატა(მარინე @ Jan 18 2007, 10:09 PM) *

ჩემს პატარა დას "ყველაზე ჭკვიანში" აჩუქეს "ჰარი პოტერის" სამტომეული.პატარამ თავიდან განაცხადა:დავწვათო,მერე: გავყიდოთო,და ბოლოს:წავიკითხავ,გავერთობიო.წაიკითხა და ვეღარ მოსცილდა,იმ წიგნთან ერთად იძინებდა და ლამის ზეპირად ისწავლა.
მადლობა უფალს,დროზე მიხვდა,რომ ეს მასზე ცუდად მოქმედებდა(მართლა მიხვდა) და წიგნი გადააგდო.
ერთი 13 წლის ახლობელი მყავს,რომელიც შუბლზე ზიგზაგის ამოჭრას ცდილობდა,მაგრამ დროზე მიუსწრეს...
სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს... sad.gif

აგერ მეც დავწერე ზემოთ,ეგ წიგნი არ გამოირჩევა დიდი დონით, მაგრამ თუ ბავშვი მაინც გადაწყვეტს მის წაითხვას, ნება ვიბოძოთ და მასთან ერთად წავიკითხოთ.

ბავშვებს ჩვენ ვჭირდებით სწორედ ეგეთ დროს და მარტო თითის ქნევა არაფერს არგებს საქმეს, თანაც კიდევ ერთხელ ვიტყვი: ეგ წიგნი იმდენად არაა საშიში, როგორც მის მიმართ ფსევდო მართლმადიდებლური ღირებულებებით გაჯერებული ანტი-პოტერისტული აპოლოგეტიკა.

ციტატა(მნათე @ Jan 18 2007, 09:49 PM) *

-მაგრამ ამ წვრილმანებით იწყება ყველაფერი. . . . მაგალითად, მე, საკმაოდ დიდი ხანი ვცდილობდი, ჩემი მასწავლებლისთვის კუდი ამომეყვანა, სწორედ ისე როგორც რუბეუს ჰაგრიდმა კუნძულზე ამოუყვანა დადლი დერსლის laugh.gif და იცი როგორ ვიტანჯებოდი, რომ არ გამომდიოდა? :

laugh.gif
რა მაგის პასუხია და მაგრად უბერამ ჩვენო დამთხვეულო სენატორო
laugh.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 18 2007, 09:15 PM

ა, ბატონო, თვითონ ბავშვების რეაქცია ჰარი პოტერზე (მნათე, ბავშვებში რომ გაგიყვანე, არ გეწყინოს biggrin.gif), ზოგიერთი უფროსი კი რატომღაც მხოლოდ თავისი საზომით ზომავს sad.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2007, 09:16 PM

ციტატა(მარიამი @ Jan 18 2007, 10:15 PM) *

ა, ბატონო, თვითონ ბავშვების რეაქცია ჰარი პოტერზე (მნათე, ბავშვებში რომ გაგიყვანე, არ გეწყინოს biggrin.gif), ზოგიერთი უფროსი კი რატომღაც მხოლოდ თავისი საზომით ზომავს sad.gif

როგორც ჩანს ვერ გამიგეთ რას ვამბობ მე... სამწუხაროა

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jan 18 2007, 09:17 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jan 18 2007, 09:16 PM) *

როგორც ჩანს ვერ გამიგეთ რას ვამბობ მე... სამწუხაროა

მორჩა რა, ვატყობ, დაიწყო ისევ შენი ანათემა biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)