თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ II მსოფლიო საეკლესიო კრების შესახებ

პოსტის ავტორი: izo თარიღი: Jun 6 2007, 05:01 PM

დამლოცეთ, მამაო!
მაინტერესებს, მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული კანონების შესახებ. II მსოფლიო კრებაზე 381 წელს დამტკიცდა "მრწამსი", სადაც აღიარეს მამის, ძის და სულიწმინდის ერთღმერთება, ანუ სამება. მაინტერესებს, მანამდე როგორ მოიხსენიებდნენ სამებას და აღიარებდნენ თუ არა ამას მანამდეც? რატომ გახდა ამ ცნების შემოღება საჭირო? და კიდევ რატომ მიმართეს კონსტანტინოპოლის წმინდა კრებამ რომაელ მმართველს თეოდოსს? ჰქონდა თუ არა უფლება მას ჩარეოდა საეკლესიო საქმიანობაში? ქრისტე ხომ სწორედ რომაული წესით აწამეს.

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.
ღმერთმა გაგაძლიეროთ.

პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Dec 7 2007, 02:57 AM

მსოფლიო საეკლესიო კრებები მხოლოდ აფიქსირებდნენ მართლმადიდელი სარწმუნოების დოგმატურ საკითხებს და არ იგონებდნენ მანამდე არარსებულს. ამის საჭიროებას განაპირობებდა მწვალებლობათა წარმოშობა, რომელთაც შემოჰქონდან ახალი, მანამდე არ არსებული მცნებები, ახალი შეხედულებები. მართლმორწმუნე და ეკლესიის მიმართ კეთილგანწყობილი მმართველები, იმპერატორები მართლაც მონაწილეობდნენ მსოფლიო კრებებში. ისინი იყვნენ გარანტები კრებათა დადგენილებების აღსრულებისა. მათი მონაწილეობა კრებებში არ ისახვდა მიზნად საეკლესიო სწავლების ჩამოყალიბებაში ჩარევას, არამედ წარმოადგენდა საერო და სასულიერო ხელისუფლების სიმფონიური ურთიერთობის გამოხატულებას.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)