თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ პროგრამების ლიცენზირება ქურდობა ხომ არაა?

პოსტის ავტორი: qristiani gio თარიღი: Feb 4 2010, 08:04 PM

IPB-ს სურათი


მაინტერესებს თქვენი თვალსაზრისი ინტერნეტში განთავსებული სხვადასხვა ფასიანი პროგრამების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვიწერთ და შეგვყავს ვიღაცის მიერ ,,მოპოვებული" ან გატეხილი ლიცენზია, ხომ არ შეიძლება ამით ჩვენ ქურდობის თანაზიარი გავხდეთ? unsure.gif

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Feb 4 2010, 08:12 PM

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 4 2010, 08:17 PM

qristiani gio

მოძღვრის პასუხია აქ smile.gif

http://church.ge/index.php?showtopic=3179


პოსტის ავტორი: qristiani gio თარიღი: Feb 4 2010, 10:28 PM

ციტატა
მოძღვრის პასუხია აქ smile.gif

გმადლობთ k@the smile.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 5 2010, 09:32 AM

qristiani gio
ქურდობის თანაზიარი რა გითხრა მაგრამ ნაქურდალის გამომყენებელი რო ვართ ფაქტია. ამაზე თემა გავხსენი ვინდოუსის იუზერები თანაზიარები ვართ მეთქი კანონდარღვევისაც და შავი საქმის მკეთებლების პროდუქტს ვიყენებთ მეთქი მარა გადამიარეს და დამცინეს.
მე არ ვამბობ რო მე არ ვიყენებ ნაქურდალს, მაგრამ მე ამას ვაღიარებ, რომ ეს ესეა.
სხვები კი ლოგიკურ თავის დაღწევას ცდილობენ და თავი სუფთები გონიათ ამ ამბავში.
ისაო ესაო ხელფასი პატარააო ამერიკას რო დავეწევით მერეო და ასეთი სისულელეები.
კანონი არ არსებობსო, ზნეობრივადაც ვერავინ შეგედავებაო.
მართალი ცხოვრება ძნელია ძმაო.
ლინუქსის რეკლამაშიც დამდეს ბრალი.
ბილ გეიტსი მილიარდერიაო, ისედაც არაფერი აკლიაო, ჩვენ კიდე ქრისტეს ვემსახურებითო კეთილი საქმეები ვაკეთეთო და ასეტი რამეები.
ეგ ყველაფერი თავის მართლებაა, კაცი რო ხედავ რომ მიჰქარავ.
ამერიკა ისა რიო ესა რიო , მაშინ დაანებე დალოცვილო თავი ტექნოლოგიებს,
ნაყროვანი და ამაყი ინტელიგენტის , ბოდიში თანამედროვე ერუდიტის და ტექნომოდერნის კაი ნიჭიერ-განვითარებული მაყუთის მკეთებელი ტიპის როლს თავი,
აიღე თოხი და წადი საქმეს მიხედე, ან აღიარე რო ქურდების ნაჩალიჩებით აკეთებ "ქრისტიანულ" საქმეებს.
მამა ანდრიამ გასაგებად და მოკლედ დაწერა, თუმცა არ დაუწერია თვიტონ რას იყენებს.
smile.gif

პოსტის ავტორი: qristiani gio თარიღი: Feb 5 2010, 11:11 AM

- ისჯება თუ არა ნაქურდალის მიმღები?

- ნაქურდალის მიმღები ისჯება ისევე, როგორც ქურდი.

http://www.orthodoxy.ge/pasukhebi/1.htm#5 - მოძღვრის პასუხია

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Feb 5 2010, 09:00 PM

მაქამდე, დანარჩენ ცოდვებს თუ მივხედავ, მერე აუცილებლად ვიზრუნებ იმაზე რომ როგორმე მოვინანიო, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში სოფტი დამიკრეკავს ან მომიპარავს და რასაც აწი დავკრეკავ a075.gif ისე გადახედეთ თქვენს სისტემებს და რამდენს გიყენიათ ლიცენზირებული სოფტები, დაწერეთ. საინტერესოა უდავოდ smile.gif

პოსტის ავტორი: neurotik თარიღი: Feb 8 2010, 01:36 PM

საინტერესოა... ლიცენზირებული პროგრამის მოპარვა ცოდვაა, მაგრამ დედის გინება, სიგარეტის მოწევა, ყოველდგე ტყუილი, და მოყვარეს და მტრის არასათანადო სიყვარული არაა ცოდვა? მემგონი ამ ბოლოს ჩამოთვლილთან შედარებთ პროგრამის გამოყენება ნიუანსია...

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 8 2010, 05:03 PM

ესე იგი ქრისტიანმა უნდა შეადგინოს სია, როგორც ვხედავ, დიდი , საშუალო, მცირე და სრულიად უმნიშვნელო ცოდვების, მერე ბრძოლა დაუწყოს დიდებს, და ესე ქვემოთ და ქვემოთ სიის სრულყოფისკენ.
საინტერესო იდეაა.
ხომ არ გვეცადა?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 8 2010, 05:11 PM

ლეონტი
პირიქით არა? უცებ დიდთან შეჭიდება?

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 12 2010, 02:41 AM

ციტატა(ikanosi @ Feb 8 2010, 05:11 PM) *

ლეონტი
პირიქით არა? უცებ დიდთან შეჭიდება?


მამა ანდრიას ზემოთ მოყვანილი პოსტიდან გამომდინარე, არათუ უბრალო პროგრამები, არამედ თვით ოპერაციული სისტემებიც (ვინდოუსი, ლინუქსი, მაკი და ა.შ.) კი ლიცენზირებული უნდა გვეყენოს. საქართველოში ალბათ 98 % მოსახლეობას არალეგალური ვინდოუსი უყენია (არ ვგულისხმობ იურიდიულ პირებს, მხოლოდ ფიზიკურ პირებს), რამეთუ ლეგალური ვინდოუსი რამოდენიმე ასეული დოლარი ღირს, რისი გადახდის საშუალება მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გაგვაჩნია. თვითონ მამა ანდრიას, როგორც ვიცი ლინუქსი უყენია კომპიუტერზე და არა ვინდოუსი. ლინუქსი, მოგეხსენებათ ყველას (ვისაც არ მოგეხსენებოდათ, ახლა მოგახსენებთ), რომ არის ვინდოუსის ალტერნატივა, ჩვეულებრივი ოპერაციული სისტემა რომელიც უფასოდ ვრცელდება. მისი გადმოწერა ინტერნეტიდან და ვინდოუსის ნაცვლად დაყენება კანონის ფარგლებში ჯდება მთლიანად და აბსოლუტურად ლეგიტიმურ საქციელს წარმოადგენს. აგრეთვე, ლინუქსის პროგრამები, ვინდოუსის პროგრამებისაგან განსხვავებით უფასოა. თუ ვინდოუსზე რაიმე პროგრამის დასაინსტალირებლად გვჭირდება მწარმოებლისაგან სერიული ნომრისა თუ აქტივაციის კოდის ყიდვა, ლინუქსზე ყველაფერი უფასოა. ასე რომ არ გვჭირდება კეიგენის/კრეკის/პატჩის და ა.შ. გამოყენებით კანონის დარღვევა.


შენ თქვი მცირე ცოდვასთან ბრძოლით დაწყება ჯობიაო და გეთანხმები, მაგრამ ხშირად ძალიან რთულია მცირე ცოდვასთან გამკლავებაც კი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ლინუქსზე გადასვლა რთულია მოსახლეობისთვის, რადგანაც იგი განსხვავებულია ვინდოუსისგან და ხალხი კი ვინდოუსსაა მიჩვეული. მე რამოდენიმე ჩემს მეგობარს დავუყენე ლინუქსი და ვერაფერი ვერ გაუგეს. რომ მოენდომებინათ გაუგებდნენ, მაგრამ თავს რატომ აიტკიებდნენ ახალ ოპერაციულ სისტემასთან მუშაობაზე შესწავლით?!

აგრეთვე, სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ლინუქსზე არ ინსტალირდება თამაშები. მოსახლეობის დიდი ნაწილი კი სწორედ თამაშების გამო ყიდულობს კომპიუტერს.

მესამე ასპექტი სირთულისა გახლავთ ის, რომ ლინუქსზე გადასვლა ვერ მოხერხდება მასობრივად, არამედ ზოგიერთი გადადის ლინუქსზე, ზოგიერთი კი ისევ ვინდოუსზე რჩება. როდესაც ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან რაიმეს კომპიუტერთან დაკავშირებით, მათ უნდა ჰქონდეთ ერთნაირი ოპერაციული სისტემები. პირად მაგალითს გეტყვით: მე მეყენა ხოლმე ლინუქსი, მაგრამ 99.9 %-ს ვისაც ვიცნობდი ვინდოუსი ეყენა. ამიტომ როცა გამიჭირდებოდა ხოლმე რაიმე, ვერავის ვპოულობდი დამხმარეს.

აი ეს სამი ასპექტია, რაც ართულებს მოცემული პრობლემის გადაჭრას.
თუმცა არის მეოთხე ბევრად უფრო რთული ასპექტიც: თუ გვინდა ლეგალურად ვიქცეოდეთ და ვიძენდეთ ოფიციალურ ვინდოუსსა და სხვა სამომხმარებლო პროგრამებს მათი მწარმოებლეებისგან, ამისათვის გვჭირდება ძალიან დიდი თანხები....

მოკლეთ, დილემის წინაშე ვდგევართ:
1) ან რთული გზა (ლინუქსზე გადასვლა);
2) ან ძვირი გზა (წინდოუსისა და სამომხმარებლო პროგრამების ყიდვა);
3) ან არალეგალური გზა (პირატული ოპერაციული სისტემებისა და პროგრამების გამოყენება).

ამ სამიდან არცერთის არჩევა არაა ადვილი, რადგანაც თითოეული მათგანი შეიცავს უარყოფით ასპექტს. ალბათ 1) და 2) ვარიანტებიდან უნდა ვაკეთებდეთ არჩევანს, მაგრამ ეს ძალიან რთულია... მერე პატარა ცოდვა უძახე ამას... sad.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Feb 14 2010, 06:48 PM

ციტატა
1) ან რთული გზა (ლინუქსზე გადასვლა);

გადავალ პრობლემა არაა ჩემთვის smile.gif ბარემ ლინკებიც დაგედოთ ლინუქსის კაი ვერსია რომელიცაა smile.gif

რო მთხოვენ ვინდოუსი გადამიყენეო აღარ გადავუყენო? laugh.gif :|

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 14 2010, 07:10 PM

llaasshhaa
აღსარებაზე როგორ უნდა თქვა ეგ ცოდვა? მოძღვარს ხომ ვერ ვეტყვი ახლა ვინდოუსი გადავაყენე მეთქი

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Feb 14 2010, 07:11 PM

ციტატა(ikanosi @ Feb 14 2010, 06:10 PM) *

llaasshhaa
აღსარებაზე როგორ უნდა თქვა ეგ ცოდვა? მოძღვარს ხომ ვერ ვეტყვი ახლა ვინდოუსი გადავაყენე მეთქი

თუ ლიცენზირებული ვინდოუსის გატეხილი ვერსია დავაყენე ალბათ ქურდობა უნდა თქვა თუ დაგეკითხება ხო დააკონკრეტებ biggrin.gif ხოლო თუ სხვას უყენებ გატეხილ ვერსიას იმიტო რო გთხოვა მანდ არ ვიცი რა ხდება huh.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 14 2010, 07:11 PM

llaasshhaa
ძალიან კარგი დისტრიბუტივია Ubuntu ლინუქსის, ეს გადმოწერე ახალი ვერსია-
შეწმდეგ დაყენების ინტრუქცია არის ქართალდ და დააყენე ძალიან კარგია

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Feb 14 2010, 07:16 PM

აკაკი

ციტატა
ძალიან კარგი დისტრიბუტივია Ubuntu ლინუქსის, ეს გადმოწერე ახალი ვერსია- შეწმდეგ დაყენების ინტრუქცია არის ქართალდ და დააყენე ძალიან კარგია

http://torrents.ru/forum/viewtopic.php?t=1161304 ამას ვიწერ და რავი გავაჩერო? mandriva

ამაზე რას იტყვი http://www.ubuntu.com/GetUbuntu/download smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 14 2010, 07:18 PM

უბუნტუ ნამდვილად ჯობია- წაიკითხე ქართული სტატიები და იქ გაერკვევი თვისებებს და ა.შ რა როგორ ხდება

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 14 2010, 07:25 PM

თუ კომპიუტერს მთელი ოჯახი იხმარს მაშინ როგორ დავაყენო ubuntu ან fedora biggrin.gif ვერ გაუგებენ ვერაფერს ალბათ

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 14 2010, 07:28 PM

ikanosi
ნამვილად ცოტა რთულია შეგუება გაცილებით მეტი რამის გაკეთებაა გიწევს ხელით, ანუ კოდებით ხდება ინსტალაციები და ა,შ თუმცა არსებობს პროგრამა

wine რომელიც უბუნტუზე ყენდება და ვინდოუსის პროგრამებს უშვებს

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 14 2010, 07:32 PM

ubuntu-ს ინსტალირება განსხვავდება windousis ინსტალირებისგან?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 14 2010, 07:32 PM

ციტატა
wine რომელიც უბუნტუზე ყენდება და ვინდოუსის პროგრამებს უშვებს

ვინდოუსის პროგრამები ფასიანი რომ არის და სალიცენზიო კოდი უნდა იმიტომ ვაყენებთ ლინუქს და მაშინ აზრი ეკარგება ლინუქსის დაყენებას sad.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 14 2010, 07:35 PM

windousic საკმაოდ ღირს....

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 14 2010, 08:11 PM

lingvo

ციტატა(lingvo @ Feb 14 2010, 08:32 PM) *

ვინდოუსის პროგრამები ფასიანი რომ არის და სალიცენზიო კოდი უნდა იმიტომ ვაყენებთ ლინუქს და მაშინ აზრი ეკარგება ლინუქსის დაყენებას sad.gif

გეთანხმები smile.gif




llaasshhaa
ტორენტ საიტი რათ გინდა, აქედან გადმოიწერე http://www.ubuntu.com/




ikanosi
ალბათ განსაკუთრებულს არცერთი არ აკეთებთ. ყველა ოჯახის წევრი სავარაუდოდ ინტერნეტს, საოფისე პროგრამებს, სკაიპს და სხვა მესენჯერებს და ფოტოშოპს იყენებთ. არა მგონია ამაზე მეტი გჭირდებოდეთ რომელიმეს. ამ ყველაფრის საშუალება არის უბუნტუში.

Microsoft Office - Open Office.Org
Photoshop - GIMP
Mozilla FireFox - Mozilla Firefox
Opera - Opera
Skype - Skype
Yahoo Messenger - Yahoo Messenger

აბა კიდევ რა გინდა?


ისე გახსენებაზე, ჩემი უბუნტუც უნდა "შევაკეთო"... რამდენი ხანია არ შევსულვარ...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 14 2010, 08:56 PM

აბე
გომ პლაიერი მიდის? ან მაგის დრაივერები სად ვიშოვო?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 14 2010, 09:27 PM

თუ იცით ლინუქსის საოფისე პროგრამებში გაკეთებული ფაილები, როგორ აღიქმება ვინდოუსის ოპერაციულ სისტემაში?

ვთქვათ პრეზენტაციისთვის სლაიდები ავაწყვე ლინუქსში პაუერ პოინტის ანალოგ პროგრამაში. შემდეგ ეს პრეზენტაცია ვინდოუსის გარემოში პაუერ პოინტის ფაილად აღიქმება? unsure.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 14 2010, 09:35 PM

ციტატა(ikanosi @ Feb 14 2010, 09:56 PM) *

აბე
გომ პლაიერი მიდის? ან მაგის დრაივერები სად ვიშოვო?


უბუნტუს აქვს თავისი პლეერები, რომლებიც გომ პლეერს არ ჩამოუვარდება. თუ კოდეკი იქნება საჭირო თვითონ მოძებნის ინტერნეტში (შეგეკითხება: ესა და ეს კოდეკია საჭირო და მოვძებნოვო?).

ციტატა(lingvo @ Feb 14 2010, 10:27 PM) *

თუ იცით ლინუქსის საოფისე პროგრამებში გაკეთებული ფაილები, როგორ აღიქმება ვინდოუსის ოპერაციულ სისტემაში?

ვთქვათ პრეზენტაციისთვის სლაიდები ავაწყვე ლინუქსში პაუერ პოინტის ანალოგ პროგრამაში. შემდეგ ეს პრეზენტაცია ვინდოუსის გარემოში პაუერ პოინტის ფაილად აღიქმება? unsure.gif


როგორც მახსოვს შეგიძლია შეინახო microsoft office-ს ფორმატებში (doc, xls, ppt...)

ახლა დავაინსტალირებ თავიდან ჩემს ლინუქსს და გეტყვი ერთი 2 საათში...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 14 2010, 09:37 PM

აბე
კარგი დრაივერები?
დისკები რომლებიც მოყვება ჩემ კომპიუტერს ძირითადად windows-ზე მიდის

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 14 2010, 09:40 PM

ანტივირუსული პროგრამა?

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 14 2010, 09:51 PM

ციტატა(lingvo @ Feb 14 2010, 10:40 PM) *

ანტივირუსული პროგრამა?


ლინუქსზე ვირუსები არ არსებობს (თეორიულად შეიძლება არსებობდეს, მაგრამ პრაქტიკულდ უვირუსო სისტემაა).


ერთად-ერთი პრობლემა რაც მე მექმნება ლინუქსზე არის ის, რომ ჩემს მობილურს ვერ ვუერთებ. თუმცა ბევრი ტელეფონი უპრობლემოდ უერთდება. თუ ნოკიას აქვს mass storage რეჟიმი პრობლემა არ არის. სამწუხაროდ ჩემს ნოკიას (მგონი ერთად-ერთია ასეთი biggrin.gif ) არა აქვს ასეთი რეჟიმი და მხოლოდ PC Suite აქვს... თუმცა ახალ ლინუქსზე შეიძლება PC Suite-ს მხარდაჭერაც იყოს... ვნახოთ აბა... Sony Ericsson-ებზე მგონი არაა პრობლემა... ზუსტად არ ვიცი რა...

წავედი ეხლა მე დასაინსტალირებლად....

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 14 2010, 09:59 PM

აბე
მაქვს ლინუქსზე გადასვლის სურვილი, მაშ შემდეგ რაც იუტუბზეც ვნახე ერთი თვალის გადავლებით უბუნტუ smile.gif
ვნახოთ...

http://www.youtube.com/watch?v=orbi31mE3r0&feature=related

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 14 2010, 10:03 PM

დრაივერებს თავისით აყენებს? ხმის დრაივერი ან ინტერნეტ დრაივერი რომ არ დამიყენოს....... sad.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 14 2010, 10:13 PM

ციტატა(ikanosi @ Feb 14 2010, 11:03 PM) *

დრაივერებს თავისით აყენებს? ხმის დრაივერი ან ინტერნეტ დრაივერი რომ არ დამიყენოს....... sad.gif


დრაივერებს თვითონ დაგიყენებს ინსტალაციის დროს smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 14 2010, 10:31 PM

აბე
ნეროს ანალოგიც აქვს? რადიოდან პირდაპირი ეთერის რეჟიმში რომ ჩაიწერო...

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 14 2010, 10:36 PM

ციტატა(lingvo @ Feb 14 2010, 10:59 PM) *

აბე
მაქვს ლინუქსზე გადასვლის სურვილი, მაშ შემდეგ რაც იუტუბზეც ვნახე ერთი თვალის გადავლებით უბუნტუ smile.gif
ვნახოთ...

http://www.youtube.com/watch?v=orbi31mE3r0&feature=related


მე გეტყვი ზოგად ინსტრუქციებს ინსტალაციის შესახებ.

1. ერთ ერთ დისკზე (C, D, E... მყარ დისკებზეა საუბარი) გაათავისუფლე ადგილი მთლიანად. საჭირო ფაილები გადაიტანე სხვა დისკებზე

რათქმაუნდა შეგიძლია თვითონ ვინდოუსის დისკზე (როგორც წესი C დისკი) ჩაწერო ლინუქსი...

2. ჩაწერე ubuntu.com-იდან გადმოწერილი .iso ფაილი დისკზე (შეგიძლია გამოიყენო Ashampoo Burning Studio. მენიუში აირჩევ Create/Burn Disc Images > Burn a CD/DVD/Blu-ray disc from a Disc Image )

3. გადატვირთე კომპიუტერი და დაიწყე ინსტალირება, როგორც ჩვეულებრივი პროგრამის ინსტალაცია

4. როდესაც მიადგები იმ ადგილს სადაც უნდა აირჩიო ვინჩესტერის მყარი დისკი შემოგთავაზებს რამოდენიმე მეთოდს. არავითარ შემთხვევაში არ აირჩიო ავტომატური მეთოდი, არამედ აირჩიე მანუალური მეთოდი (manual), რათა მთელ ვინჩესტერზე ინფორმაცია არ წაგიშალოს.


5. აირჩიე შენი მყარი დისკი და მიეცი რედაქტირება. რედაქტირების ფანჯარაში ეგ ფართიშენი (C დისკი იქნება, თუ რომელიც იქნება) წაშალე და გამოთავისუფლებული მოცულობიდან გააკეთე სანაცვლო ორი დისკი. ერთი ძალიან პატარა, დაახლოებით 1 გიგაბაიტიანი, რომლის ფორმატიც უნდა იყოს Linux SWAP და მეორე დისკი - მთელი დარჩენილი მოცულობა ext3 ფორმატში (მაგ, თუ შენი C დისკი იყო 20 გიგაბაიტიანი, მისი წაშლის შემდეგ გააკეთებ ერთ 1 გიგაბაიტიან SWAP ფორმატის დისკს და მეორე 19 გიგაბაიტიან ext3 ფორმატის დისკს).

6. ვინჩესტერის ფართიშენების (ლოკალური დისკების, იგივე მყარი დისკების) დამთავრდა. ახლა აირჩიე ext3 ფორმატის ფართიშენი და მაგაზე დააყენე ლინუქსი.

დანარჩენი პრობლემას არ წარმოადგენს. smile.gif



ციტატა(lingvo @ Feb 14 2010, 11:31 PM) *

აბე
ნეროს ანალოგიც აქვს? რადიოდან პირდაპირი ეთერის რეჟიმში რომ ჩაიწერო...


ახლა დავამთავრე დისკზე ჩაწერა და ინსტალაციას ვიწყებ. დავაინსტალირებ და გეტყვი. ვფიქრობ აუცილებლად იქნება რადიოდან ხმის ჩამწერი. სანამ მე არ ვისწავლი მაგას, შენ არ გადააყენო. ფორუმისთვის საარგებლო ხარ ქადაგებების დადების თვალსაზრისით a075.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 14 2010, 10:41 PM

აბე
როცა კარგად გაეცნობი ლინუქს - უბუნტუს გარემოს მერე გვირჩიე და კარგი იქნება თუ ფორუმელები დავაყენებთ. ვნახოთ მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Feb 14 2010, 10:44 PM

ჩემი ვებ კამერის დრაივერებზე ვისტაზე პრობლემატურად დაყენდა დ ეხლა ამაზე სად იქნება ამის დრაივერი sad.gif

პ.ს. ლინუქსი არ ვირუსდება ეგ ვიცი ნამდვილად smile.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 14 2010, 10:53 PM

ციტატა(llaasshhaa @ Feb 14 2010, 11:44 PM) *

ჩემი ვებ კამერის დრაივერებზე ვისტაზე პრობლემატურად დაყენდა დ ეხლა ამაზე სად იქნება ამის დრაივერი sad.gif

პ.ს. ლინუქსი არ ვირუსდება ეგ ვიცი ნამდვილად smile.gif


ვებ-კამერაზე პრობლემა არაა, თვითონ დააყეენებს დრაივერს... ეგ ყველაზე უფრო უპრობლემოა დრაივერის მსოაძებნად როგორც ვიცი...

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 15 2010, 12:12 AM

ახლა ამ პოსტს ლინუქსიდან ვწერ smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 15 2010, 12:14 AM

youtubze რამდენიმე ვიდეო ვნახე და მევ მომეწონა ლინუქსი.... მაგრამ winrar
ის შემცვლელი აქვს რამე?

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Feb 15 2010, 12:19 AM

ციტატა
youtubze რამდენიმე ვიდეო ვნახე და მევ მომეწონა ლინუქსი.... მაგრამ winrar ის შემცვლელი აქვს რამე?

მეც ძან მომწონს ეხლა ვწერ დისკზე და მალე მეც დავაყენებ smile.gif

ციტატა
ახლა ამ პოსტს ლინუქსიდან ვწერ

მიყვარს მრავალფეროვნება მომბეზდა ეს Windows 7 იც tongue.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 15 2010, 12:30 AM

ციტატა(ikanosi @ Feb 15 2010, 12:14 AM) *

youtubze რამდენიმე ვიდეო ვნახე და მევ მომეწონა ლინუქსი.... მაგრამ winrar
ის შემცვლელი აქვს რამე?


http://www.link.ge/file/310489/Win-RaR-----------------------------------.rar.html

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Feb 15 2010, 12:32 AM

წავედი რესტარტზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 15 2010, 12:32 AM

ახალი თემა, რომ გავხსნათ და იქ გავაგრძელოთ საუბარი? მგონი ამ თემას პირდაპირ არ ეხება ლინუქს უბუნტუ...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 15 2010, 02:50 PM

აბე
ასეთი თემა "ლინუქსი"

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 15 2010, 02:51 PM

სახლში რომ ვთქვი ლინუქს დავაყენებ მეთქი კინაღამ გამასახლეს სახლიდან sad.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 15 2010, 03:43 PM

XP 7 user.gif

http://www.radikal.ru

პ.ს. თავიდან ძაან გამაწვალა, მაგრამ როცა წვალებას მორჩა, კი მოვიხიბლე : )
ლინუქსს კი ცოცხალი თავით არ დავაყენებინებ

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 15 2010, 04:33 PM

ქევანა
ვინდოუსი იმიტომ არ გვინდა რომ ქურდობაც და ნაქურდალის მიღებაც ორივე ცოდვაა(ჩვენ უმეტესობას პირატული გზით გვაქვს მოპოვებული ვინდოუსები) ლინუქსი კი სრულიად უფასო სისტემაა და სინდისიც სუპთა გვექნება biggrin.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 15 2010, 04:58 PM

ციტატა(ikanosi @ Feb 15 2010, 04:33 PM) *

ქევანა
ვინდოუსი იმიტომ არ გვინდა რომ ქურდობაც და ნაქურდალის მიღებაც ორივე ცოდვაა(ჩვენ უმეტესობას პირატული გზით გვაქვს მოპოვებული ვინდოუსები) ლინუქსი კი სრულიად უფასო სისტემაა და სინდისიც სუპთა გვექნება biggrin.gif


გარდა ამისა, ლინუქსი ვირუსებისაგან 99 %-ით დაცულია, სწრაფია დაკომფორტული. ეგ არის, რომ თავდაპირველად მცირედი შესწავლაა საჭირო, რაც დაუზარელი და მონდომებული ადამიანისთვის სრულებით არ წამოადგენს პრობლემას. smile.gif

თქვენ წარმოიდგინეთ, ვინდოუსი ბევრად უფრო ხშირად მშლის ნერვებზე და მაწვალებს, ვიდრე ლინუქსი, რომლის ხმარება კარგად არ ვიცი. მის ხმარებას კარგად რომ ვისწავლი, მერე თითქმის საერთოდ აღარ გამაწვალებს. ამის გარანტიას ბევრი კომპიუტერის მცოდნე მაძლევს yes.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 15 2010, 05:14 PM

აბე
http://www.file.ge/?p=17815#more-17815 ნახე შემსწავლელი კურსი...და ვისწავლოთ ერთად smile.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 15 2010, 05:24 PM

ციტატა(ikanosi @ Feb 15 2010, 05:14 PM) *

აბე
http://www.file.ge/?p=17815#more-17815 ნახე შემსწავლელი კურსი...და ვისწავლოთ ერთად smile.gif


მაგი რათ გინდა, ლინუქსი ვისწავლოთ?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 15 2010, 05:44 PM

ციტატა
თქვენ წარმოიდგინეთ, ვინდოუსი ბევრად უფრო ხშირად მშლის ნერვებზე და მაწვალებს, ვიდრე ლინუქსი, რომლის ხმარება კარგად არ ვიცი. მის ხმარებას კარგად რომ ვისწავლი, მერე თითქმის საერთოდ აღარ გამაწვალებს. ამის გარანტიას ბევრი კომპიუტერის მცოდნე მაძლევს

აბა ეგ მე ვთქვი? biggrin.gif
ეგ ლინკი მაგიტომ დავდევი რომ როგორც ვიცი ლინუქსზე არ ყენდება პირდაპირ პროგრამები ისე როგოც ვინდოუსზე

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 15 2010, 05:48 PM

ციტატა
ვინდოუსი იმიტომ არ გვინდა რომ ქურდობაც და ნაქურდალის მიღებაც ორივე ცოდვაა(ჩვენ უმეტესობას პირატული გზით გვაქვს მოპოვებული ვინდოუსები)

biggrin.gif

მაშინ გამოდის სიკვდილის მერე ჯოჯოხეთში დავიხრუკები? biggrin.gif

კერქი რა...


პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 15 2010, 05:50 PM

ციტატა(ikanosi @ Feb 15 2010, 05:44 PM) *

აბა ეგ მე ვთქვი? biggrin.gif
ეგ ლინკი მაგიტომ დავდევი რომ როგორც ვიცი ლინუქსზე არ ყენდება პირდაპირ პროგრამები ისე როგოც ვინდოუსზე


ლინუქსზე პროგრამის დაყენება უმარტივესია. ჩამონათვალში, რომელიც ყოველ ოშაბათს ახლდება და ემატება ახალი აფდეითები და სრულიად ახალი პროგრამები, ამოირჩევ სასურველ პროგრამას და გაუკეთებ პწიჩკას. მისწემ apply-ს და ეგ არის...

ისე ლინკი რა შუაშია მაინც ვერ მივხვდი. ეგ კურსი ლინუქსს რაში ეხება?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 15 2010, 05:50 PM

ქევანა
აჰა დეკანოზი ანდრიას პასუხი

ციტატა
ქრისტეანი უნდა იყოს კანონმორჩილი, თუ ეს კანონი არ ეწინააღმდეგება სახარებისეულ სწავლებას. ამასთან ერთად სახარება გვასწავლის, რომ არ უნდა გაუკეთოთ სხვას ის, რაც არ გვინდა გაგვიკეთონ ჩვენ. ინტელექტუალური საკუთრების მცნება ჯერ კიდევ ახალია ჩვენთვის, მაგრამ მისი გათვალისწინება – ქრისტეანის მოვალეობაა. ჩვენი საქციელი არ უნდა აყენებდეს ჩრდილს ეკლესიას, არ უნდა აძლევდეს ჭეშმარიტების მტერს ეკლესიის განკითხვის საბაბს.

პირატული დისკების მიმართ მორწმუნეთა დამოკიდებულების თემა წამოწეული იყო თითქმის ყველა ჩემთვის ცნობილ მართლმადიდებლურ ფორუმზე. ვერსად ვერ შევხვდებით მათი გამოყენების ლოგიკურად და ზნეობრივად გამართლებულ არგუმენტაციას. Linux–ის არსებობის პირობებში არ უნდა გვექმნებოდეს პრობლემა პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევისა. მით უფრო, როცა (ჯერჯერობით მაინც) Linux–ის გარემო უფრო უსაფრთხოა. არის პროგრამები, რომლებიც მხოლოდ Windows–ზე მუშაობს. მაგრამ ძალიან მცირეა ისეთები, რომლებსაც არ მოეპოვება თავისუფალი ანალოგი.

აბე
ლინუქსის ვიდეო გაკვეთილები ეწერა და ვიპიქრე ვინც ახალბედები ვართ დაგვეხმარებოდა სისტემასთან შეჩვევაში

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 15 2010, 07:10 PM

ციტატა
ლინუქსის ვიდეო გაკვეთილები ეწერა და ვიპიქრე ვინც ახალბედები ვართ დაგვეხმარებოდა სისტემასთან შეჩვევაში
ესეც ახალბედებისთვის ლინუქსის ვიდეო გაკვეთილები:

http://hey.ge/ebook/10091-43094312430743084317.html

ესეც ნახეთ: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 15 2010, 09:15 PM

ციტატა(ikanosi @ Feb 15 2010, 05:50 PM) *

აბე
ლინუქსის ვიდეო გაკვეთილები ეწერა და ვიპიქრე ვინც ახალბედები ვართ დაგვეხმარებოდა სისტემასთან შეჩვევაში

ხოოო... მაგრამ ეგ არ გამოგვადგება ჩვენ...

ვახოს მიერ დადებულ ლინკს გადავხედე და ეგ ვიდეო გაკვეთილები უფრო გამოსადეგია, მაგრამ მე რუსული არ ვიცი... შენ თუ იცი, გადმოიწერე... ნახე აბა როგორია... smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 15 2010, 09:36 PM

აბე
ლინუქსი არ მიწერია ჯერ....დღეს დისკი მოვიტანე ჩავწერ მეტქი და არასწორად ჩამიწერია და დისკიც გავაფუჭე... tongue.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 15 2010, 09:55 PM

ციტატა(ikanosi @ Feb 15 2010, 09:36 PM) *

აბე
ლინუქსი არ მიწერია ჯერ....დღეს დისკი მოვიტანე ჩავწერ მეტქი და არასწორად ჩამიწერია და დისკიც გავაფუჭე... tongue.gif


შეგიძლია დისკის გარეშეც ჩაწერო. Daemon Tools-ით გახსენი და გამოვა ასეთი მენიუ
IPB-ს სურათი
და მანდ აირჩევ "ვინდოუსის შიგნით ინსტალაცია".

>>შემდეგ მანდ დააყენებ იმ ფართიშენს (С დისკი, D დისკი, თუ რომელზეც აყენებ).
>>მიუთითებ პაროლს, რომელსაც ლინუქსის log in-ისა და პროგრამების ჩაწერის დროს მოგთხოვს ხოლმე

(ასევე პაროლია საჭირო სისტემურ პაპკებში ფაილების ჩასაკოპირებლად, წასაშლელად, სახელების გადასარქმევად და ა.შ. ანუ ვინდოუსზე პაროლს რომ გთხოვდეს C:/Windows ან C:/Program Files პაპკაში მოქმედების წინ. დიდად არ ვერკვევი, მაგრამ ვფიქრობ სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ვირუსები ვერ ვარდებიან სისტემურ პაპკებში. C:/Windows-ში კი ვირუსები ისე იყრებიან რო არც პაროლს გეკითხებიან და არც არაფერს biggrin.gif )

>>მიუთითებ რამდენი გიგაბაიტი დაიკავოს ამორჩეულ ფართიშენზე ლინუქსმა. დანარჩენი გიგაბაიტების გამოყენება კი ვინდოუსიდან შეგეძლება ჩვეულებრივად. ანუ მთელ ფართიშენს კი არ გთხოვს ლინუქსის ინსტალაციის ეს მეთოდი (უდისკო მეთოდი), არამედ მის ნაწილზეც ყაბულდება. (რომ ვახსენე ვინდოუსიდან შეძლებ იმ გიგაბაიტების გამოყენებას მეთქი, ვიგულისხმე, რომ ვინდოუსიც და ლინუქსიც ერთდროულად გეყენება თავდაპირველ ეტაპზე, სანამ კარგად შეისწავლი ლინუქსს. კომპიუტერის ჩართვის დროს ამოსარჩევი მენიუ გაკეთდება თავისით Windows ჩავრთო თუ Linux-იო...)

მერე გაერკვევი ჩვეულებრივად... აღარ მოგიწევს ფართიშენიდან SWAP სივრცის გამოყოფა და დარჩენილი სივრცის ext3 ფორმატში კონვერტირება... ანუ NTFS ფორრმატის ფართიშენზე გეყენება ლინუქსი... მე ახლა ასე მაქვს. smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 15 2010, 10:05 PM

ციტატა
ვახოს მიერ დადებულ ლინკს გადავხედე და ეგ ვიდეო გაკვეთილები უფრო გამოსადეგია, მაგრამ მე რუსული არ ვიცი... შენ თუ იცი, გადმოიწერე... ნახე აბა როგორია... smile.gif

რუსული რომც არ იცოდე ვიდეოთი მიხვდები ლინუქსის ანბანს smile.gif

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Feb 16 2010, 12:22 AM

რად გინდათ ეგ ლინუქსი და თან უბუნტუ, მაინც ვერ გავიგე smile.gif ქსელი რომ გქონდეთ და ფედორას აყენებდეთ, კიდე მესმის...

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 16 2010, 12:36 AM

ციტატა(ლურჯი ბუ @ Feb 16 2010, 12:22 AM) *

რად გინდათ ეგ ლინუქსი და თან უბუნტუ, მაინც ვერ გავიგე smile.gif ქსელი რომ გქონდეთ და ფედორას აყენებდეთ, კიდე მესმის...


ოპერატიული სისტემა ლეგალურად რომ გვქონდეს.

პოსტის ავტორი: neurotik თარიღი: Feb 16 2010, 02:16 AM

ციტატა(ლეონტი @ Feb 8 2010, 05:03 PM) *

ესე იგი ქრისტიანმა უნდა შეადგინოს სია, როგორც ვხედავ, დიდი , საშუალო, მცირე და სრულიად უმნიშვნელო ცოდვების, მერე ბრძოლა დაუწყოს დიდებს, და ესე ქვემოთ და ქვემოთ სიის სრულყოფისკენ.
საინტერესო იდეაა.
ხომ არ გვეცადა?

ლეონტი არ მიწყინო ძმაო მარა. კაცი მოკლა და გულში არ ჩაიდო და გადაიპურტხო დავაიმე მიცა დავანაგვიანე და ცოდვა ჩავიდინეო არც ეგაა მართალი... მართალია ქრისტიანები ვართ და უნდა შევეცადოთ რომ სწორი მიმართულებით ვიცხოვროთ. მაგრამ ცხოვრება შეიცვალა, ეშმაკმა იმდენი ქნა რომ კაცი კაცს აღარ გავს და ქალი ქალს... ძველად კაბა კოჭებამდე რომ ქონდათ ჩამოწეული და ჭიპის გამოჩენა სირცხვილად ითვლებოდა. ეხლა პირიქითაა ვისაც ჭიპზე პერსინგი აქ ისაა მაგარი გოგო... ვისაც მაგარი მანქანა ყავს და დედას უფრო "მაღალფარდოვნად" იგინება ისაა კაცი. აი რა მენტალიტეტია ჩამოყალიბებული ეხლა.შეიძლება ჩემი და ძალიან ბევრის თვალი ის მაგარი გოგო(ბიჭი) კი არა საცოდავია, რადგან ამ ცხოვრებით არ შემოიფარგლება ცხოვრება მაგრამ ფაქტი ფაქტია. ესეც და ისეც თუ ბერად არ აღიკვეცე და არ განცალევდი ცოდვის გარეშე ვერ იცხოვრებ... ეშმაკი ქრისტიანებს განსაკუთრებით გვებრძვი. მაგრამ მემგონი პროგრამის ლიცენზირება ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა დანარჩენი. ( აი მაგალითად. წარმოიდგინე გზაზე მიდიხარ გოგოსთან ერთად და ვიღაცავ შეურაწუოპა მოგაყენა, შეგაგინა და ა.შ. დახრი თავს ? დაუსვი ეს კითხვა შენ თავს და თუ კი მაშინ მე მაპატიე რომ პროგრამის ლიცეზირებაზე ხმა ამივიღე ) არ მიწყინო ძამიკო. იგივეს კითხვას ხშირად ჩემ თავს ვუსვამ ხოლმე და ვცდილობ გადავლახო ეს ბარიერი...

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 16 2010, 11:48 AM

neurotik

მართალია უფრო მნიშვნელოვანია სხვა, უფრო დიდ ცოდვებს ვებრძოლოთ, მაგრამ პატარა ცოდვებსაც რომ ვებრძოლოთ ცუდია? და იქნებ პატარა ცოდვების დამარცხებით ჯობს დიდ ცოდვებთან ბრძოლის დაწყება - გვააქვს კი იმდენი ძალა, რომ თავიდანვე ძნელი შევძლოთ?!

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 16 2010, 06:42 PM

ციტატა(აბე @ Feb 15 2010, 10:55 PM) *

შეგიძლია დისკის გარეშეც ჩაწერო. Daemon Tools-ით გახსენი და გამოვა ასეთი მენიუ
IPB-ს სურათი
და მანდ აირჩევ "ვინდოუსის შიგნით ინსტალაცია".

>>შემდეგ მანდ დააყენებ იმ ფართიშენს (С დისკი, D დისკი, თუ რომელზეც აყენებ).
>>მიუთითებ პაროლს, რომელსაც ლინუქსის log in-ისა და პროგრამების ჩაწერის დროს მოგთხოვს ხოლმე

(ასევე პაროლია საჭირო სისტემურ პაპკებში ფაილების ჩასაკოპირებლად, წასაშლელად, სახელების გადასარქმევად და ა.შ. ანუ ვინდოუსზე პაროლს რომ გთხოვდეს C:/Windows ან C:/Program Files პაპკაში მოქმედების წინ. დიდად არ ვერკვევი, მაგრამ ვფიქრობ სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ვირუსები ვერ ვარდებიან სისტემურ პაპკებში. C:/Windows-ში კი ვირუსები ისე იყრებიან რო არც პაროლს გეკითხებიან და არც არაფერს biggrin.gif )

>>მიუთითებ რამდენი გიგაბაიტი დაიკავოს ამორჩეულ ფართიშენზე ლინუქსმა. დანარჩენი გიგაბაიტების გამოყენება კი ვინდოუსიდან შეგეძლება ჩვეულებრივად. ანუ მთელ ფართიშენს კი არ გთხოვს ლინუქსის ინსტალაციის ეს მეთოდი (უდისკო მეთოდი), არამედ მის ნაწილზეც ყაბულდება. (რომ ვახსენე ვინდოუსიდან შეძლებ იმ გიგაბაიტების გამოყენებას მეთქი, ვიგულისხმე, რომ ვინდოუსიც და ლინუქსიც ერთდროულად გეყენება თავდაპირველ ეტაპზე, სანამ კარგად შეისწავლი ლინუქსს. კომპიუტერის ჩართვის დროს ამოსარჩევი მენიუ გაკეთდება თავისით Windows ჩავრთო თუ Linux-იო...)

მერე გაერკვევი ჩვეულებრივად... აღარ მოგიწევს ფართიშენიდან SWAP სივრცის გამოყოფა და დარჩენილი სივრცის ext3 ფორმატში კონვერტირება... ანუ NTFS ფორრმატის ფართიშენზე გეყენება ლინუქსი... მე ახლა ასე მაქვს. smile.gif

D დისკზე თუ დავაყენებ რაც მიწერია მანდ ყველაფერს წამიშლის?

პოსტის ავტორი: neurotik თარიღი: Feb 16 2010, 06:57 PM

ციტატა(აბე @ Feb 16 2010, 11:48 AM) *

neurotik

მართალია უფრო მნიშვნელოვანია სხვა, უფრო დიდ ცოდვებს ვებრძოლოთ, მაგრამ პატარა ცოდვებსაც რომ ვებრძოლოთ ცუდია? და იქნებ პატარა ცოდვების დამარცხებით ჯობს დიდ ცოდვებთან ბრძოლის დაწყება - გვააქვს კი იმდენი ძალა, რომ თავიდანვე ძნელი შევძლოთ?!

კი აბე . უნდა ვცადოთ... მაგრამ ძალიან რთულია.. მე დიდი ხანი არაა რაც ასე მსჯელობა დავიცყე და ყოველთვის მივიღებ თქვენს რჩევებს თუ რამეს არასწირედ ვსაუბორობ. შემისწორეთ და გამიხარდება.

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Feb 16 2010, 07:19 PM

ციტატა(აბე @ Feb 16 2010, 12:36 AM) *

ოპერატიული სისტემა ლეგალურად რომ გვქონდეს.


აბე

კარგი, ეგ გავიგე ჩემო ძმაო smile.gif

ციტატა(ikanosi @ Feb 16 2010, 06:42 PM) *

D დისკზე თუ დავაყენებ რაც მიწერია მანდ ყველაფერს წამიშლის?


ikanosi

დიახ, წაგიშლის.

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 17 2010, 02:56 PM

ციტატა(ლურჯი ბუ @ Feb 16 2010, 07:19 PM) *

დიახ, წაგიშლის.
თუ ვინდოუსის შიგნით დააყენებს და არა დისკიდან, მემგონი არ წაუშლის.

ikanosi
ახლა გავდივარ სახლიდან, რომ მოვალ თავიდან დავაყენებ ისეთ NTFS ფართიშენზე, რომელზეც რაღაცა უსარგებლო ფაილებს და ფოლდერებს ჩავყრი წინასწარ, რათა ვნახო ინსტალაციის მერე ისინი თუ წაიშლება. რამოდენიმე საათში გეტყვი. ახლა მაღლივში უნდა ავიდე, ჩემი გამოცდის ქულა ვნახო სტრატეგიულ მენეჯმენტში biggrin.gif

neurotik
ციტატა
კი აბე . უნდა ვცადოთ... მაგრამ ძალიან რთულია.. მე დიდი ხანი არაა რაც ასე მსჯელობა დავიცყე და ყოველთვის მივიღებ თქვენს რჩევებს თუ რამეს არასწირედ ვსაუბორობ. შემისწორეთ და გამიხარდება.


მეც ახალი ვარ friends.gif ki.gif
შენგანაც მივიღებ რჩევებს ძმაო smile.gif

ციტატა(lingvo @ Feb 14 2010, 11:31 PM) *

აბე
ნეროს ანალოგიც აქვს? რადიოდან პირდაპირი ეთერის რეჟიმში რომ ჩაიწერო...


აი ვახტანგ ბატონო სურათი, თუ როგორ ვიწერ რადიოდან smile.gif rolleyes.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 17 2010, 03:24 PM

ესეგი რაც მოვიძიე თქვენც გაგიზიარებთ smile.gif
მოკლედ თუ თქვენ მარტო არ ხმარობთ კომპიუტერს და ოჯახის წევრები არიან წინააღმდეგი რომ ლინუქსი დააყენოთ მაშინ წარმოგიდგენთ ლინუქსს და ვინდოუსს ერთად......
http://compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=58
(ანუ თქვენ გეწერებათ როგორც ვინდოუსი ასევე ლინუქსი.....კომპიუტერი ჩატვირთვისას შეგეკითხებათ თუ რომელი სისტემა ჩაირთოს....ვისაც ვინდოუსი უნდა აირჩევს ხოლო ვისაც ლინუქსი კი ლინუქს)

ახლა კი ვინც არ იცის თუ როგორ უნდა დააყენოს ლინუქსი აგერ ლინკიც:
http://compinfo.ge/index.php?type=preview&area=1&p=articles&id=59

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Feb 17 2010, 09:33 PM

ციტატა(ikanosi @ Feb 17 2010, 03:24 PM) *

ესეგი რაც მოვიძიე თქვენც გაგიზიარებთ smile.gif
მოკლედ თუ თქვენ მარტო არ ხმარობთ კომპიუტერს და ოჯახის წევრები არიან წინააღმდეგი რომ ლინუქსი დააყენოთ მაშინ წარმოგიდგენთ ლინუქსს და ვინდოუსს ერთად......
http://compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=58
(ანუ თქვენ გეწერებათ როგორც ვინდოუსი ასევე ლინუქსი.....კომპიუტერი ჩატვირთვისას შეგეკითხებათ თუ რომელი სისტემა ჩაირთოს....ვისაც ვინდოუსი უნდა აირჩევს ხოლო ვისაც ლინუქსი კი ლინუქს)

ახლა კი ვინც არ იცის თუ როგორ უნდა დააყენოს ლინუქსი აგერ ლინკიც:
http://compinfo.ge/index.php?type=preview&area=1&p=articles&id=59




და თუ მაინც უნდა გვეყენოს და ძალაუნებურად გამოვიყენოთ ცოდვიანი გზით მოპოვებული ავადსახსენებელი ვინდოუსი და სხვა დანარჩენი იგივე გზით ნაშოვნი სოფტი ვინდოუსისთვის, რაღას ვიბრძვით? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 17 2010, 11:06 PM

აბე
მადლობა აბე ინფორმაციისთვის. რაც შეეხება lingvo-ს? ამ პროგრამის ანალოგი თუ აქვს ან თუ ყენდება ეს პროგრამა?

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 17 2010, 11:40 PM

ციტატა(lingvo @ Feb 17 2010, 11:06 PM) *

აბე
მადლობა აბე ინფორმაციისთვის. რაც შეეხება lingvo-ს? ამ პროგრამის ანალოგი თუ აქვს ან თუ ყენდება ეს პროგრამა?


ლინგვო ხომ ფასიანია და მაგის გატეხვა და გაკრეკვა არ გვაწყობს ჩვენ...

რაიმე ლექსიკონი ექნება ალბათ, მაგრამ ხომ არსებობს targmne.com. ეს საიტი ვერ ჩაანაცვლებს ლინგვოს?

ციტატა(ლურჯი ბუ @ Feb 17 2010, 09:33 PM) *

და თუ მაინც უნდა გვეყენოს და ძალაუნებურად გამოვიყენოთ ცოდვიანი გზით მოპოვებული ავადსახსენებელი ვინდოუსი და სხვა დანარჩენი იგივე გზით ნაშოვნი სოფტი ვინდოუსისთვის, რაღას ვიბრძვით? rolleyes.gif


დროებით გვინდა ერთდროულად ვინდოუსისა და ლინუქსის ქონა, სანამ მივეჩვეოდეთ და "სრულად გადავბარგდებოდეთ" ლინუქსზე... ასე ადვილი ხომ არ არის ერთი ხელის მოსმით ლინუქსზე გადასვლა... smile.gif

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Feb 18 2010, 10:27 AM

ციტატა(აბე @ Feb 17 2010, 11:40 PM) *

დროებით გვინდა ერთდროულად ვინდოუსისა და ლინუქსის ქონა, სანამ მივეჩვეოდეთ და "სრულად გადავბარგდებოდეთ" ლინუქსზე... ასე ადვილი ხომ არ არის ერთი ხელის მოსმით ლინუქსზე გადასვლა... smile.gif




მე კარად ვიცი რაა ლინუქსი და რაა ვინდოუსი, მით უმეტეს "სრულიად გადაბარგება" ნამეტნავად მაეჭვებს. ისე HDD-ს თუ დაყოფთ რამდენიმე ნაწილად და იმ ნაწილებზე სხვადასხვა სისტემებს ჩაწერთ, შედარებაც უფრო ადვილი იქნება. ისე ვთქვათ D დისკისთვის Partition Magic ან Acronis Disk Director ან რაიმე მაგდაგვარ პოგრამას თუ გამოიყენებთ თავიდან და ისე გამოყოფთ ცარიელ ადგილს HDD-ზე, ლოგიკურ დისკს შექმნით და დააფორმატებთ, სრულიად სავარაუდოა რომ მონაცემები არ წაგეშალოთ.

რა ვიცი, "მე აქა ვდგავარ და სხვავარად არ ძალმიძს"... მაინც დაკრკილით ვმუშაობ და ვიმუშავებ. თუ ორიგინალ ვინდოუსს მომცემს ვინმე თავისი ორიგინალი სოფტინად, ვეჭვობ რომ საკმარისი იყოს ეგ მაინც, იმიტომ რომ ყოველთვის რღაც ისეთი შეიძლება დაგჭირდეს, რასაც ფული უნდა, და ფული თუ არ გინდა გადაიხადო, არსებობს კრეკი, კიგენი და კიდე პროგრამისტი smile.gif

წარმატებები თქვენ ლინუქსზე გადაბარგებაში smile.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 18 2010, 07:23 PM

ციტატა(ikanosi @ Feb 16 2010, 06:42 PM) *

D დისკზე თუ დავაყენებ რაც მიწერია მანდ ყველაფერს წამიშლის?


ვცადე როგორც შეგპირდი. თუმცა მეგონა რომ აქ მქონდა დაწერილი ეგ უკვე, მაგრამ არ დამიწერია თურმე. გადაღლილობის ბრალია biggrin.gif laugh.gif

არაფერი არ წაუშლია იკანოს, შეგიძლია თავისუფლად დააყენო D დისკზე და არაფერს წაგიშლის. ადგილი გამოუყავი ერთი 7 გიგაბაიტი მაინც. (ზემოთაც მიწერია და კიდევ დავწერ: Daemon Tools-ით რომ გახსნის და იმ ფანჯარას გამოაგდებს, ზემოთ რომ სურათი დავდე, ხოლო შემდეგ აირჩევ "ვინდოუსის შიგნით ინსტალაციას" მანდ შეგეკითხება რამდენი გიგაბაიტი გამოვყო ლინუქსისთვისო. და მანდ 6-7 GB-ზე ნაკლები არ მიუთითო) smile.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Feb 18 2010, 08:51 PM

დავაყენე ოღონდ მივუთითე ავტომატურად ცე დისკი რო დაეფორმატებინა დ დაეყენა დე დისკი შემინარჩუნდა ჩვეულებრივ მარა ცე დისკზე ასეთი სიტუაციაა და პაპკას ვერ ვქმნი რა მოვუხერხო? NTFS მინდა რო იყოს ეს Ex4 ია მგონი და ეტყობა მაგის გამოა smile.gif

IPB-ს სურათი



რაც შეხება ლინუქს მშვენიერია მომეწონა


პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Feb 18 2010, 09:02 PM

ჰო კიდე აბე ხო არ იცი უბუნტუსთვის luxor თუ იშოვება? user.gif user.gif user.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 18 2010, 10:31 PM


ციტატა
ლინგვო ხომ ფასიანია და მაგის გატეხვა და გაკრეკვა არ გვაწყობს ჩვენ...

ეჰ სულ დამავიწყდა რომ არალეგალურად ვიყენებ ამ პროგრამას sad.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 19 2010, 12:51 AM

ციტატა(llaasshhaa @ Feb 18 2010, 08:51 PM) *

დავაყენე ოღონდ მივუთითე ავტომატურად ცე დისკი რო დაეფორმატებინა დ დაეყენა დე დისკი შემინარჩუნდა ჩვეულებრივ მარა ცე დისკზე ასეთი სიტუაციაა და პაპკას ვერ ვქმნი რა მოვუხერხო? NTFS მინდა რო იყოს ეს Ex4 ია მგონი და ეტყობა მაგის გამოა smile.gif

რაც შეხება ლინუქს მშვენიერია მომეწონა


laugh.gif laugh.gif

გენაცვალე ლაშა...
ეხლა გეტყვი რაც ხდება... მაგისი ცე დისკი ეგეთია და ნუ შეგეშინდება. მანდ ვერც პაპკას ჩააკოპირებ და ვერც ფაილს, ვერც წაშლი ვერაფერს და ვერც სახელს გადაარქმევ პაროლის გარეშე. ეგ არის სისტემური პაპკები. ანუ ვინდოუსში რომ შეხვიდე С:\WINDOWS პაპკაში იქ რაც ყრია იმეების წაშლა ხომ არ შეიძლება, რათა ვინდოუსი არ მოიშალოს, მანდაც ეგრეა. არც С:\WINDOWS-ში ვარგა ფაილების ჩაყრა და მანდაც ეგრეა, მითუმეტეს ვირუსული ფაილების ჩაყრა biggrin.gif

მოკლეთ პრობლემა არ არის არავითარი...

შენ კიდე იმდენ რამეს ნახავ ახალს და ორიგინალურს, რომ გადაირევი... მარა დავეხმაროთ ერთმანეთს და ეგაა... ახლა დაგიდებ მე ჩემს ტუტორიალებს. laugh.gif ჯერ მე თვითონ არაფერი არ ვიცი, მაგრამ რასაც ვსწავლობ ანა-ბანას, იმეებს ვაკონსპექტებ...

http://pcmaster.ge/

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 19 2010, 03:01 PM

ციტატა(neurotik @ Feb 16 2010, 02:16 AM) *

ლეონტი არ მიწყინო ძმაო მარა. კაცი მოკლა და გულში არ ჩაიდო და გადაიპურტხო დავაიმე მიცა დავანაგვიანე და ცოდვა ჩავიდინეო არც ეგაა მართალი... მართალია ქრისტიანები ვართ და უნდა შევეცადოთ რომ სწორი მიმართულებით ვიცხოვროთ. მაგრამ ცხოვრება შეიცვალა, ეშმაკმა იმდენი ქნა რომ კაცი კაცს აღარ გავს და ქალი ქალს... ძველად კაბა კოჭებამდე რომ ქონდათ ჩამოწეული და ჭიპის გამოჩენა სირცხვილად ითვლებოდა. ეხლა პირიქითაა ვისაც ჭიპზე პერსინგი აქ ისაა მაგარი გოგო... ვისაც მაგარი მანქანა ყავს და დედას უფრო "მაღალფარდოვნად" იგინება ისაა კაცი. აი რა მენტალიტეტია ჩამოყალიბებული ეხლა.შეიძლება ჩემი და ძალიან ბევრის თვალი ის მაგარი გოგო(ბიჭი) კი არა საცოდავია, რადგან ამ ცხოვრებით არ შემოიფარგლება ცხოვრება მაგრამ ფაქტი ფაქტია. ესეც და ისეც თუ ბერად არ აღიკვეცე და არ განცალევდი ცოდვის გარეშე ვერ იცხოვრებ... ეშმაკი ქრისტიანებს განსაკუთრებით გვებრძვი. მაგრამ მემგონი პროგრამის ლიცენზირება ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა დანარჩენი. ( აი მაგალითად. წარმოიდგინე გზაზე მიდიხარ გოგოსთან ერთად და ვიღაცავ შეურაწუოპა მოგაყენა, შეგაგინა და ა.შ. დახრი თავს ? დაუსვი ეს კითხვა შენ თავს და თუ კი მაშინ მე მაპატიე რომ პროგრამის ლიცეზირებაზე ხმა ამივიღე ) არ მიწყინო ძამიკო. იგივეს კითხვას ხშირად ჩემ თავს ვუსვამ ხოლმე და ვცდილობ გადავლახო ეს ბარიერი...

იაცი რას გეტყვი ძამა?
გოგოსთან რომ მივდივარ და ვინმე შემაგინებს, დაუმსახურებლად ვიFქრებ გიჟია თქო და გავივლი.
ხოლო თუ დავიმსახურე და ისე სემაგინა, მაშინ ვიფიქრებ რაც დავიმსახურე ის მივიღე თქო.
არავის არ მოვკლავ არც დავარტყავ არც უპასუხებ, თუნდაც გამლახონ.
აი ეს მგონია ქრისტიანის საქმე, უბრალოდ მაგ დროს ვილოცებ რომ დამსახურებული სასჯელი ამცდეს.
ისე დროს ნუ დააბრალებ ნურაფერს სოდომი და გომორის დროსაც ესე ამბობდნენ, დრო არაფერ სუასია, მართლები ყოველტვის იყვნენ და ცუდია როცა თავი მართალი გგონია, და თავს იმართლრებ.
მოსულა ძმაააააო?

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Feb 19 2010, 06:03 PM

ციტატა
გენაცვალე ლაშა...
ეხლა გეტყვი რაც ხდება... მაგისი ცე დისკი ეგეთია და ნუ შეგეშინდება. მანდ ვერც პაპკას ჩააკოპირებ და ვერც ფაილს, ვერც წაშლი ვერაფერს და ვერც სახელს გადაარქმევ პაროლის გარეშე. ეგ არის სისტემური პაპკები. ანუ ვინდოუსში რომ შეხვიდე С:\WINDOWS პაპკაში იქ რაც ყრია იმეების წაშლა ხომ არ შეიძლება, რათა ვინდოუსი არ მოიშალოს, მანდაც ეგრეა. არც С:\WINDOWS-ში ვარგა ფაილების ჩაყრა და მანდაც ეგრეა, მითუმეტეს ვირუსული ფაილების ჩაყრა biggrin.gif

მოკლეთ პრობლემა არ არის არავითარი...

შენ კიდე იმდენ რამეს ნახავ ახალს და ორიგინალურს, რომ გადაირევი... მარა დავეხმაროთ ერთმანეთს და ეგაა... ახლა დაგიდებ მე ჩემს ტუტორიალებს. laugh.gif ჯერ მე თვითონ არაფერი არ ვიცი, მაგრამ რასაც ვსწავლობ ანა-ბანას, იმეებს ვაკონსპექტებ...

კი ეგ გასაგებია მარა 250 გბ მეკარგება მაგის გამო ცე დისკზე თუ მასეთი გახდა tongue.gif სხვანაირად უნდა ეტყობა ინსტალაცია რო მაგ სისტემური ფაილებისთვის ცალკე გამოვუყო ადგილი huh.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 19 2010, 07:25 PM

ინსტალირების დროს უნდა მიუთიტო რამდენი GB დაიკავოს...და მაგას შეავსებს მარტო

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Feb 19 2010, 07:36 PM

დღეს აღარ ჩამერთო უბუნტუ და ახლიდან დავაყენე sad.gif მასე ვქენი ეხლა 10გბ დავუტოვე უბუნტუს დნარჩენი 490 მე tongue.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Feb 20 2010, 12:21 PM

აქ წერია მშვენივრად თუ როგორ უნდა დაყენდეს http://news.softpedia.com/news/Installing-Ubuntu-9-10-126370.shtml

პოსტის ავტორი: m.g.giorgi93 თარიღი: Feb 24 2010, 12:00 PM

მე Zorin OS დავაყენე ძალიან მომწონს, უბუნტუს ჩემი აზრით ჯობია.ვიზუალურად ვინდოუზს გავს.

გადმოსაწერი ლინკი : http://zorin-os.webs.com/download.htm

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 24 2010, 01:19 PM

ციტატა(m.g.giorgi93 @ Feb 24 2010, 12:00 PM) *

მე Zorin OS დავაყენე ძალიან მომწონს, უბუნტუს ჩემი აზრით ჯობია.ვიზუალურად ვინდოუზს გავს.

გადმოსაწერი ლინკი : http://zorin-os.webs.com/download.htm

ისევე როგორც ძალიან ჰგავს უინდოუზს, აგრეთვე საოცრად ჰგავს ლინუქსს (და არის კიდეც ლინუქსი, ან სულ მცირე ლინუქსის ბაზაზე შექმნილი ოპერაციული სისტემა). უბუნტუშიც იგივე პროგრამებია: Gimp, OpenOffice, Evolution e-mail client, Rhythmbox music player, Totem video player. ბოლო-ბოლო Zorin OS-იც ღია კოდის (open source) ოპერაციული სისტემაა და მისი გრაფიკული გარსიც არის GNOME. ამ Zorin OS-შიც, ისევე როგორც უბუნტუში, უინდოუზის აპლიკაციების (პროგრამები, თამაშები) გაშვება ხდება WINE-ის დახმარებით.

მოკლეთ, ეს იგივე ლინუქსია. რა პრობლემაა, ვისაც რომელი ვერსია მოეწონება ლინუქსის ის დააყენოს. smile.gif


პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 24 2010, 03:08 PM

აბე
თარგმანიც მიაყოლე ხოლმე შენს ნათქვამს biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 24 2010, 10:51 PM

ციტატა(ikanosi @ Feb 24 2010, 03:08 PM) *

აბე
თარგმანიც მიაყოლე ხოლმე შენს ნათქვამს biggrin.gif biggrin.gif

კი ბატონო. biggrin.gif
დიდი არაფერი გამეგება მეც, მაგრამ ვცადოთ... biggrin.gif მემგონი ღრმა ცოდნა არც თქვენ გჭირდებათ...


ისევე როგორც ძალიან ჰგავს უინდოუზს, აგრეთვე საოცრად ჰგავს ლინუქსს (და არის კიდეც ლინუქსი, ან სულ მცირე ლინუქსის ბაზაზე შექმნილი ოპერაციული სისტემა).

ზოგადად ოპერაციული სისტემა ნიშნავს იმ "დიდ პროგრამას", რომელიც მრავალი პატარა პროგრამისაგან შედგება. ოპერაციული სისტემა საშუალებას გვაძლევს კომპიუტერის ნაწილებს მივცეთ ბრძანებები კონკრეტული დავალების შესასრულებლად.

ოპერაციული სისტემები სხვადასხვა "გვარისაა". ლინუქსი მიეკუთვნება ე.წ. ღია კოდის "გვარის" ოპერაციულ სისტემას.

უბუნტუშიც იგივე პროგრამებია: Gimp, OpenOffice, Evolution e-mail client, Rhythmbox music player, Totem video player.
Gimp არის ფოტოშოპის ალტერნატიული საკმაოდ ძლიერი პროგრამა;
OpenOffice არის მაიკროსოფტ ოფისის ალტერნატიული, ასევე საკმაოდ ძლიერი პროგრამა;
Evolution e-mail client არის Outlook Express-ის ალტერნატიული, ასევე საკმაოდ ძლიერი პროგრამა. მისი ფუნქციაა ელ-ფოსტის მენეჯმენტში დაგეხმაროს. მისი საშუალებით კითხულობ და აგზავნი წერილებს ბრაუზერის (ინტერნეტში შესასვლელი პროგრამა. მაგ: Internet Explorer, Opera, Mozilla FireFox, Google Chrome...) გამოყენების გარეშე. ელ-ფოსტის მართვის საქმეში მოსახმარად ბრაუზერზე უფრო კომფორტულია. ამ Evolution-ის გარდა არსებობს კიდევ სხვა მრავალი მეილის კლიენტი პროგრამა.
Rhythmbox music player ჩვეულებრივი მუსიკის დასაკრავი პროგრამაა
Totem video player ვიდეოების დასაკრავი პროგრამა, ასევე საკმაოდ მომწონს მე...


ბოლო-ბოლო Zorin OS-იც ღია კოდის (open source) ოპერაციული სისტემაა
Zorin OS საკუთარ სახელს წარმოადგენს იმ ოპერაციული სისტემისა, რომელიც m.g.giorgi93-მა შემოგვთავაზა. მის სახელწოდებაში ჩართული ასოთ-შეთანხმება OS წარმოადგენს ინიციალებს საზოგადო სახელისა Operating System (ოპერაციული სისტემა).

ღია კოდი, როგორც ზემოთ აღვნიშნე ოპერაციული სისტემის "გვარია", ანუ ტიპი... ეს პრაქტიკულად ჩვენ რაში გვეხმარება? იმაში, რომ მოსახმარად უფრო მოხერხებულია, მაგრამ ჯერ მე არ ვიცი რატომ... ზოგადად, ბორბლებიანი "გვარის" სკამები უფრო მოსახერხებელია კომპიუტერთან დასაჯდომად, ვიდრე არაბორბლებიანი "გვარის"... ასეთი რაღაცაა, მაგრამ ჯერ არ ვიცი რას ნიშნავს ღია კოდი ზუსტად და კონკრეტულად რა არის ასეთი ტიპის (ღია კოდის) ოპერაციული სისტემის უპირატესობანი...

და მისი გრაფიკული გარსიც არის GNOME.
გრაფიკული გარსი არის ოპერაციული სისტემის ვიზუალური მხარე. ალბათ გინახავთ ფილმებში პროგრამისტები რომ მუშაობენ კომპიუტერზე, სადაც შავ, ლურჯ თუ სხვა ფერის ეკრანზე მხოლოდ ასოები წერია და კლავიატურით წერენ რაღაცა ბრძანებებს. ჩვენ კი როდესაც კომპიუტერს ვრთავთ ეკრანზე "იხატება" რაღაცეები: ფონი, ქვემოთ ამოცანათა პანელი, რომელზეც არის Start მენიუ. მუშაობის პროცესში ფანჯრები, პაპკები, ფაილები და ა.შ. უამრავი რაღაცეები იხატება მონიტორზე. აი ეს არის გრაფიკული გარსი.

ლინუქსზე მაგარი პროგრამისტები მუშაობენ გრაფიკული გარსის გარეშე და ერთფეროვან ეკრანზე ასოების გარდა არაფერი არ "იხატება". თუმცა ამგვარ მუშაობასაც აქვს ალბათ თავისი უპირატესობა, თორემ თავს რატომ დაიტანჯავდნენ... მათთვის ტანჯვა გრაფიკულ გარსთან მუშაობაა ზოგჯერ/ყოველთვის...


ამ Zorin OS-შიც, ისევე როგორც უბუნტუში, უინდოუზის აპლიკაციების (პროგრამები, თამაშები) გაშვება ხდება WINE-ის დახმარებით.
უინდოუზის პროგრამები ზოგადად ლინუქსზე არ ყენდება. მაგრამ არსებობს ლინუქსისთვის დაწერილი პროგრამა WINE, რომელიც აღიქვამს უინდოუზის პროგრამებს და გაძლევს საშუალებას დააინსტალირო ისინი ლინუქსზე...

თუ კიდევ ვერ ხვდებით რაცხას, იქნებ სხვა ფორუმელი დამეხმაროს, ვინც უფრო განათლებულია კომპიუტერებში...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 24 2010, 11:12 PM

აბე
გმადლობ.....რაცხა კი გავიგე მაგრამ

ციტატა
პროგრამა WINE

ეგ რათ გვინდა თუ ვინდოუშ ვშორდებით

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 24 2010, 11:18 PM

ციტატა(ikanosi @ Feb 24 2010, 11:12 PM) *

აბე
გმადლობ.....რაცხა კი გავიგე მაგრამ

ეგ რათ გვინდა თუ ვინდოუშ ვშორდებით


უინდოუზზეც არის ისეთი პროგრამები, რომლებიც უფასოა და ლეგალურია მათი გამოყენაბა. ასე რომ მათი გამოყენება შეგვიძლია მოგვინდეს ლინუქსზე და მაგაში დაგვეხმარება ვაინი... თუმცა მე ჯერ არ დამჭირვებია...

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Mar 8 2010, 11:26 PM

მოკლედ ასეთ რამეებში ვერ ვერკვევი ხოლმე(ვინდოუსი ჩემით პირველად შარშან გადავაყენეbiggrin.gif, ასეთი უვიცი ვარ). ვინდოუსს ისე მივეჩვიე რომ ახალ სისტემაზე გადასვლა გამიჭირდება. რა მაინტერესებს იცით? ლინუქსზე ვინდოუსისთვის განკუთვნილი პროგრამები და თამაშები თუ დაინსტალირდება? პატარა ძმა მყავს და ლინუქსი რომ დავაყენო და თამაშები ვერ ჩართოს მომკლავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamti1 თარიღი: Mar 9 2010, 04:14 PM

გამარჯობათ.
იცით რა მაინტერესებს? უფრო სწორედ რა მინდა ვთქვა ჯერ და მერე გკითხოთ..
მთლად ვერ ვეთანხმებოდი, რომ დავუშვათ ქურდობის შეფასება მივცეთ პროგრამების კოპირებას, მაგრამ დავუშვებ რომ ასეა...აი, მე რომ მიყენია უკვე ვინდოუსი, უფრო სწორედ ვიყიდე ლეპტოპი, რომელსაც მოჰყვა თავისი ვინდოუსი და წარმოდგენა არა მაქვს ,,მოპარულია'' თუ არა. დავუშვათ გადავაყენე და ლინუქსი დავაყენე-ეს ქურდობის ცოდვას როგორ შემიმსუბუქებს? რას ვგულისხმობ, მოიპარე ადამიანმა რაღაც და მერე უკან უნდა დაუბრუნო ხომ პატრონს და ცოდვა მოინანიო და -რა შეიცვლება იმისთვის ვისაც უნდოდა რომ ფული გადავუხადო ამ პროგრამის გამოყენებაში?
შეიძლება მთლად ვერ ჩამოვყალიბდი რისი თქმაც მინდოდა. იმედია მიმიხვდებით...
წინასწარ გმადლობთ პასუხისთვის. smile.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Mar 10 2010, 09:55 PM

ციტატა(tamti1 @ Mar 9 2010, 04:14 PM) *

გამარჯობათ.
იცით რა მაინტერესებს? უფრო სწორედ რა მინდა ვთქვა ჯერ და მერე გკითხოთ..
მთლად ვერ ვეთანხმებოდი, რომ დავუშვათ ქურდობის შეფასება მივცეთ პროგრამების კოპირებას, მაგრამ დავუშვებ რომ ასეა...აი, მე რომ მიყენია უკვე ვინდოუსი, უფრო სწორედ ვიყიდე ლეპტოპი, რომელსაც მოჰყვა თავისი ვინდოუსი და წარმოდგენა არა მაქვს ,,მოპარულია'' თუ არა. დავუშვათ გადავაყენე და ლინუქსი დავაყენე-ეს ქურდობის ცოდვას როგორ შემიმსუბუქებს? რას ვგულისხმობ, მოიპარე ადამიანმა რაღაც და მერე უკან უნდა დაუბრუნო ხომ პატრონს და ცოდვა მოინანიო და -რა შეიცვლება იმისთვის ვისაც უნდოდა რომ ფული გადავუხადო ამ პროგრამის გამოყენებაში?
შეიძლება მთლად ვერ ჩამოვყალიბდი რისი თქმაც მინდოდა. იმედია მიმიხვდებით...
წინასწარ გმადლობთ პასუხისთვის. smile.gif


ლეპტოპი როგორც ვიცით ნაწილ-ნაწილ არ იწყობა, როგორც ე.წ. დესკტოპ ტიპის კომპიუტერი. დესკტოპ ტიპის კომპიუტერის აწყობა შესაძლებელია სხვადასხვა მწარმოებლების სხვადასხვა მახასიათებლების მქონე ნაწილებით. ეს გულისხმობს იმას, რომ როდესაც მე შევდივარ კომპიუტერულ მაღაზიაში და ვთხოვ ამიწყონ კომპიუტერი ამა და ამ ნაწილებით, აწყობის შემდეგ ისინი დგებიან პრობლემის წინაშე - არ აქვთ ოფიციალური უინდოუზი ჩასაწერად, რამეთუ კონტრაქტები აქვვთ გაფორმებული ნაწილების მწარმოებლებთან და არა ოპერაციული სისტემების მწარმოებლებთან, ამ შემთხვევაში კორპორაცია მაიკროსოფტთან (Microsoft), ამიტომ აინსტალირებენ გატეხილ ვერსიას, მაშინ როცა ლეპტოპების მწარმოებელი კომპანიებისგან პროდუქციას იძენენ ჩაწერილი (დაინსტალირებული) ოპერაციული სისტემითურთ. მაშასადამე, როდესაც მე მაღაზიაში ვყიდულობ მწარმოებლის მიერ დადგენილი კონფიგურაციის, მის მიერვე აწყობილ ლეპტოპს, მე ვღებულობ თავად მწარმოებლის მიერ ჩაწერილ ოპერაციულ სისტემას ლეპტოპის ფასში და არა დამატებითი თანხის სანაცვლოდ. შეიძლება თავად ოპერაციული სისტემის ფასი ლეპტოპის თვითღირებულებაში შეყვანილიც კი ჰქონდეთ მის მწარმოებლებს. ნაკლებ სავარაუდოა, პირადად ჩემთვის კი წარმოუდგენელიც კი, რომ ისეთმა გიგანტურმა კომპანიებმა, როგორებიც არიან Hewlett-Packard, compaq, Acer, Apple, Samsung, დააინსტალირონ გატეხილი ოპერაციული სისტემა.

თუმცა არ მინდა ეს პოსტი გამომივიდეს ლეპტოპების სასარგებლო პროპაგანდა. ნებისმიერ X ლარად შეძენილი ლეპტოპი ვერ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც იქნება ამავე ფასად შეძენილი დესკტოპ კომპიუტერი. თან საქმე იმაშიც არის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არა აქვს საშუალება შეიძინოს ლეპტოპი, არამედ გაწვდებიან მხოლოდ დესკტოპ კომპიუტერის შეძენას.

პოსტის ავტორი: tamti1 თარიღი: Mar 10 2010, 10:24 PM

აბე
გაიხარე! ესე იგი სინდისის ქენჯნის გარეშე გმოვიყენებ ჩემს ვინდოუსს!

mze.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Mar 10 2010, 11:35 PM

ციტატა(tamti1 @ Mar 10 2010, 10:24 PM) *

აბე
გაიხარე! ესე იგი სინდისის ქენჯნის გარეშე გმოვიყენებ ჩემს ვინდოუსს!

mze.gif


დაგლოცოს ღმერთმა!

kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2023, 08:05 PM

"გზაშიც რომ იპოვო რაიმე, აიღო და საკუთარ თავს უთხრა, რომ ეს ნივთი შენია - მაშინაც კი დაკარგავ სიმშვიდეს. მპოვნელმა არ იცის, ვისია ეს ნივთი, მას არავისთვის უწყენინებია, არც გაუძარცვავს ვინმე, მაგრამ სიმშვიდეს მაინც კარგავს. და რაღა უნდა ვთქვათ ქურდზე?! ის ვერ განიცდის იმ სიხარულს, რომელსაც განიცდიან, როდესაც რაღაცას გასცემენ. და რა სიხარული უნდა იყოს, როცა ქურდობა და შეურაცხყოფა მისგან მოდის. ამიტომ უცქირეთ მათ, ვინც სხვებს ჰპარავს და ატყუებს. რა საშინელი სახეები აქვთ, რა მახინჯი გრიმასები!"

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)