თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ სახელმწიფო და ეკლესია

პოსტის ავტორი: 777avto თარიღი: Sep 18 2012, 11:38 AM

დღეს ძალლიან ბევრი ქრისტიანი საუბრობს სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის შეზღუდვაზე. მოკლე ექსკურსს გავაკეთებ: ყველაფერი 2004 წლის მოვლენებით დაიწყო, როდესაც დაარბიეს გლდანის ტაძარი, მართალია მამა ბასილი და მისი მრევლი არ ემორჩილებოდა საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიას , თუმცა ამან მაინც დაგვანახა ჩვენი მთავრობის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. ამის მერე მოხდა პრაქტიკულად ყველა მედია საშუალებებით (რომლებიც სახელმწიფოს მიერაა მართული) უზნეობის მასობრივი პროპაგანდა, პატრიარქის სიტყვებით: ხელისუფლებამ ბრძოლა დაუწყო ავტორიტეტებს, მათ შორის პატრიარქსაც , რაგდან როდესაც პარტიარქი რუსეთის პატრიარქს კირილს ესტუმრა ამას ნაციონალურ მაუწყებლებზე პატრიარქის კრიტიკა მოყვა. ამას ემატება ახალი კანონი, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს (სსიპ) გაუთანაბრდა რამდენიმე რელიგიური მიმდინარეობა საქართველოში, ეს მოხდა მოტივით თითქოს ევროსაბჭოს რეკომენდაციაას ასრულებდნენ, არადა ევროსაბჭოს რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს (განსაკუთრებით ბოლო დროს) ჩვენი მთავრობა არ იზიარებს. რაღა ეს გაიზიარეს?? პაარტიარქის კურთხევას ამ კანონთან დაკავშირებით რეაქცია არ მოჰყოლია. ქალაქის მერი კი ერთ-ერთი მეუფის თქმით პირდაპირ უყვიროდა პატრიარქს. 100 000 წმინდა მოწამის წამების ადგილას აშენდა სიძვის სახლი ბუდა ბარი. პატრიარქის ეპისტოლე კი სადაც გაკრიტიკებული იყო ეს ფაქტი შესწორებულ იქნა რამმენიმე წყაროს მიერ. ამ ყველაფერს თან სდევდა გეი.პარადების მოწყობის მცდელობა, წელს ანტი ფენიმისტების სახელი უწოდეს ამ აქცის, რა თქმა უნდა ამ საქმეში მთავრობის როლი პირდაპირ არ იკვეთება მაგრამ კულუარულად ამაზე საუბარი არსებობს. ასევე მოხდა რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი, მაგალითად მამა თეოდორე გაგნიძეს თსუ-ში ლექციების კითხვა აუკრძალეს. (უბრალოდ არ შეუშვეს რასისტობის მოტივით) ილიას უნივერსიტეტის მიერ (რომელიც რა თქმა უნდა ახალგაზრდობის სამინისტროს მართულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ) გამოიცა მკრეხელური შინაარსის წიგნი დეისაძის ავტორობით. ბაგრატის ტაძრის თავდაპირველ ვარიატში (სანამ პატრიარქი მშენებლობის შეჩერებას არ მოითხოვდა) გათვალისწინებული იყო ტაძრის შემინული ნაწილი ჩამონტაჟებული გამჭვირვალე ლიფტი და როგორც ამბობენ მუზეუმი. ასევე მოხდა პატრიარქის კურთხევის და აზრის სრული უგულებელყოფა ბევრ შემთხვევაში: მაგალითად მანდატურების თემა და სხვა. მაინტერესებს ფორუმელების აზრი ასრულებს კი ჩვენი სახელმწიფო იმ ფუნქციას რასაც ისტორიულად ტვირთულობდა? ხომ არ არის ის დაინტერესებული ეკლესიის დასუსტებით და წმინდა სინოდში განხეთქილების შეტანით (რისი უამრავი ფაქტიც არსებობს)? განა მნიშვნელოვანი არ არის ხელისუფლება ეკლესიას გვერდით ედგეს? განა ეს ხელისუფლების ინტერესიც არ უნდა იყოს? უამრავი კითხა დავსვათ და გავცეთ პასუხი. აქვე აღვნიშნავ რომ ეს თემა აპოლიტიკურია ვინაიდან ჩვენი ეკლესიის ბედს ეხება ასე რომ უნდა გვაინტერესებდეს და ადმინისტრატორებს ვთხოვ არ დახურონ. ეს ჩვენ ეკლესიას და ჩვენი სვილების მომავალს ეხება გავარკვიოთ სიმართლე ერთმანეთის აზრი და ვემსახუროთ უფალს.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 18 2012, 02:49 PM

777avto

ციტატა
100 000 წმინდა მოწამის წამების ადგილას აშენდა სიძვის სახლი ბუდა ბარი

მარტო ბუდა ბარი რატო გახსენდებათ?
ანჩისხატის წინ რომ რესტორნებია, ის რა წმინდა ადგილები გახდა? :/

ერთზე ჩაიციკლებიან და მერე ვეღარ მოშორდებიან რა. ყველაზე მეტად ობიექტურობას და სამართლიანობას ვაფასებ ამ დამპალ ქვეყანაში


მეორეც, თემა სწორედ რომ პოლიტიკურია და რაღაც მეეჭვება ამ ფორუმზე ასეთ თემას გაქანება მიეცეს.. რავიცი რავიცი

პოსტის ავტორი: 777avto თარიღი: Sep 18 2012, 03:32 PM

დღეს ჩვენი რელიგიის შეზღუდვას თუ ვინმე პოლიტიკად მიიჩნევს, ვენაცვალე მასეთ პოლიტიკას, მე არ ვთვლი ამას პოლიტიკად. მაგ გაგებით ზალიან ბევრი რამე გამოდის პოლიტიკა და აღარ ვისაუბტროთ ამაზე. საბჭოთა კავშირის დროს რომ მსგავსი საკითხი წამოჭრილიყო ისიც პოლიტიკა იქნებოდა??? და დაგვებლოკა არა ის თემა და რაც უნდათ უქნათ და ჩვენ არც ვისაუბროთ ამაზე?? პარტიებს არ ვეხები და არც მინდა უბრალოდ ფორუმელების აზრი მაინტერესებს როგოი უნდა იყოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა?
მე რა თქმა უნდა ყველაფერი ვერ ჩამოვთვალე. ამ თემის გარშემო რომ ყველაფერი ვიცოდე არც გავხსნიდი თემას.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 18 2012, 06:00 PM

ციტატა
დღეს ჩვენი რელიგიის შეზღუდვას თუ ვინმე პოლიტიკად მიიჩნევს, ვენაცვალე მასეთ პოლიტიკას,

ყველაფერი პოლიტიკაა დღეს.
როცა სპექტაკლებიც კი ხელისუფლების დაკვეთით (და პროპაგანდით იდგმება), ისიც კი ხელოვნების გარდა, პოლიტიკის ნაწილი ხდება


ბევრჯერ დასმულა ასეთი კითხვა (მარადიული გახდა უკვე): უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია სახელმწიფო საქმეებში? ან პირიქით... (ისე ცნობისათვის, ერთმანეთის საქმეებში რომ ერეოდნენ, ეს არაერთხელ ყოფილა დაფიქსირებული ჩვენს ძვირფას ისტორიაში)

ჩემს აზრს არ დავაფიქსირებ : )

პოსტის ავტორი: 777avto თარიღი: Sep 18 2012, 06:15 PM

დღეს ეკლესია კი არა სახელმწიფო ერევა უხეშად ეკლესიის საქმეებში. არ მესმის ეკლესია როგორ უნდა ჩაერიოს. იქნებ მაგალითი დაასახელოს ვინმემ. ვინც ამ თემაზე დუმს მის სინდისზე იყოს ის რაც ხდება ეკლესიის მიმართ. ჩვენ იმიტომ ვართ მართმადიდებლები უნდა დავიცვათ მისი შეუვალობა. რა თქმა უნდა უფალი იცავს მას , თუმცა ჩვენც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. საბედნიეროთ პატრიარქის სიბრძნის წყალობით სიმშვიდე და ერთიანობაა დღეს. ამ საკითხს კი ჯობია ირონიის გარეშე მივუდგეთ, საირონიო არა მგონია იყოს რამე. ზოგადი ფრაზები და ყველასათვის ცნობილი რეპლიკები კიდევ არ გვინდა, კონკრეტულად ვისაუბროთ. კონკრეტულ ფაქტებზე და მის მიზეზებზე ვისაუბროთ. თუ დავიხშოთ ყურები და თვალები? მართლა მაშფოთებს ეს დუმილი.

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Sep 18 2012, 09:29 PM

უკვე მღვდლებიც უხეშად ერევიან პოლიტიკაში რაც ხალხის თვალში ცუდად ჩანს და განიკითხავენ არამარტო მღვდლები რაც არ მომწონს ეს და არც უწმინდეს უსმენენ

პოსტის ავტორი: 777avto თარიღი: Sep 20 2012, 01:39 AM

ხო უწმინდესს უნდა დაუჯერონ რა თქმა უნდა. მაგრამ მათი განკითხვა არ შეიძლება მაინც. მე უფრო ის მაინტერესებს, თქვენი აზრით რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს ეკლესიის მიმართ. რა მოტივები ამოძრავებს. 8-9 წელია უკვე ეს მთავრობა გვყავს მოდი გამოვიტანოთ აზრი, რა დამოკიდებულება აქვს მას ეკლესიის მიმართ???

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Sep 20 2012, 03:30 PM

ცუდი დამოკიდებულება აქ ამას წყალი არ გაუვა ბევრიც მსმენია და ჩემი თვალითაც მინახია მთავრობის უხეში მოპყრობა სასულიერო ფირებზეც და ეკლესიაზეც.. ისეთი კავშირი არაა როგორც საჭიროა და უნდა იყოს ჯერესერთიც რომ მთავრობა ეკლესიას უნდა უსმენდეს და შემდეგ უნდა მოქმედებდნენ.. უწმინდესის სიტყვებია- პოლიტიკოსები მიდიან, ერი და ეკლესია რჩება



პოსტის ავტორი: 777avto თარიღი: Sep 29 2012, 05:40 PM

ნამდვილად სწორი პოზიციაა. ჩემი აზრით, უნდა ისწავლოს სახელმწიფომ ჩვენი ეკლესიის გვერდში დგომა, ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ არ უნდა ებრძოლოს მას. იმედია მოვა დრო და ასეც იქნება.

პოსტის ავტორი: ნოე თარიღი: Oct 8 2012, 09:36 PM

777avto
მეტი გვერდში დგომა რა გინდა? smile.gif ამხელა დაფინანსება აქვს, რასაც ქვია ფულს ღუნავს საპატრიარქო და მისი მაღაზიები.
სამწუხაროდ..

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 9 2012, 03:18 AM

ნოე
კიდე ის დაგავიწყდა რომ მღვდლები ჯიპებით დადიან...
როგორ შეიძლება...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნოე თარიღი: Oct 9 2012, 08:24 PM

A.V.M
უბრალო ეკლესიის მღვდელი რომ ჯიპით დადის უხერხულობაა კი. smile.gif ჩვენი საზოგადოების ცხოვრების დონესთან შედარებით. პატრიარქსა და მეუფეებზე არ ვამბობ. smile.gif


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 9 2012, 10:02 PM

ციტატა
უბრალო ეკლესიის მღვდელი რომ ჯიპით დადის უხერხულობაა კი.

და რატომაა უხერხულობა?
უხერხულობა საგანში კი არა მის მოხმარებაშია.
თუ საჭიროება მოითხოვს მღვდელმა ვერტმფრენითაც უნდა იაროს და თუ არ სჭირდება ელემენტარული ფეხსაცმელიც არ უნდა იყიდოს.
თუ ფეხსაცმელი არა მოხმარება-საწიროება-გამოყენების არამედ ფუფუნების საგანია მე და შენც არ უნდა ჩავიცვათ.

ციტატა
ჩვენი საზოგადოების ცხოვრების დონესთან შედარებით.

ამ საკითხთან მიმართებასი 20 საუკუნეზე მეტია დაახლოებით მაგდაგვარი გამოთქმა გამოიყენება.
ვფიქრობ შეცვლაა საჭირო.რამე ახალი უნდა მოიფიქროთ....

პოსტის ავტორი: ნოე თარიღი: Oct 9 2012, 10:39 PM

A.V.M
და რატომაა უხერხულობა?
უხერხულობა საგანში კი არა მის მოხმარებაშია.
თუ საჭიროება მოითხოვს მღვდელმა ვერტმფრენითაც უნდა იაროს და თუ არ სჭირდება ელემენტარული ფეხსაცმელიც არ უნდა იყიდოს.
თუ ფეხსაცმელი არა მოხმარება-საწიროება-გამოყენების არამედ ფუფუნების საგანია მე და შენც არ უნდა ჩავიცვათ.
_______________________________________
უხერხულობაა ძვირადრირებული მანქანებით სიარული. მოხმარება სხვა რამეა მეგობარო. აქ საგნის მოხმარებაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ ფუფუნებაზეა. ფეხსაცმლის მაგალითი უადგილო მგონია. სასულიერო პირი დავუშვათ 20 000 $-იანი ჯიპით დადის, სულ მაინტერესებდა რატომ არ შეიძლება იაროს სიტყვაზე 5000 $იანი პაჯეროთინ. გადადოს დანარჩენი ფული ან ოჯახს მაოხმაროს ან მრევლს. კიდევ ვიმეორებ ფუფუნებაზეა აქ საუბარი! ფეხსაცმელი რომ ახსენე, იგივე სიტუაცია გამოდის მამაომ ,,ვაგზალზე" 100 ლარიანი ფეხსაცმლის მაგივრად, 5000 ლარიანი არმანის ბოტები რომ გამოიწეროს. biggrin.gif
არანაირად არ მოითხოვს საჭიროება ასეთ ძვირიან მანქანებზე ისხდნენ სასულიერო პირები, როცა მართლამადიდებლობა უბრალოებას მოითხოვს. smile.gif სასაცილოდ გვეჩვენება უკვე ეს შევეჩვიეთ საზოგადოება.
უკიდურრესი გაჭIრვების დროს, როცა ამდენი ეკლესიამონასტერი შენდება და ყოველ ფეხისნაბიჯზე რეკლამებია ამადაამ ტელეფონზე დარეკეთ ლარი ჩაგვირიცხეთ და ღმერთი შეგეწევათო. სასულიერო პირებმა თავიანთი მანქანები რომ გაყიდონ და შედარებით მცირედით დაკმაყოფილდნენ უამრავი ტაძრის რესტავრაცია მოხდება biggrin.gif


ვფიქრობ შეცვლაა საჭირო.რამე ახალი უნდა მოიფიქროთ....
___________________________________________
ეს ვერ მივხვდი


პ.ს ამ თემაზე აღარ დავპოსტავ რაც არ უნდა მომწერო

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 9 2012, 10:53 PM

ნოე
კითხვა პირველი:
რატომ მიგაჩნია ახლა რომ იესო დედამიწაზე იყოს არ ივლიდა ჯიპით?
იგი დადიოდა ყველა სასუალებით რაც მაშინ არსებობდა და რაც სჭირდებოდა.
ბზობის დროს კი არა ერთი არამედ ორი სახედრით შევიდა ქალაქში.

ახლა ყველაზე მთავარზე:

ციტატა
სასულიერო პირი დავუშვათ 20 000 $-იანი ჯიპით დადის, სულ მაინტერესებდა რატომ არ შეიძლება იაროს სიტყვაზე 5000 $იანი პაჯეროთინ.გადადოს დანარჩენი ფული ან ოჯახს მაოხმაროს ან მრევლს. კიდევ ვიმეორებ ფუფუნებაზეა აქ საუბარი! ფეხსაცმელი რომ ახსენე, იგივე სიტუაცია გამოდის მამაომ ,,ვაგზალზე" 100 ლარიანი ფეხსაცმლის მაგივრად, 5000 ლარიანი არმანის ბოტები რომ გამოიწეროს.
არანაირად არ მოითხოვს საჭიროება ასეთ ძვირიან მანქანებზე ისხდნენ სასულიერო პირები, როცა მართლამადიდებლობა უბრალოებას მოითხოვს.

ვნახოთ ბატონო შენამდე რამდენი საუკუნით ადრე აცნდა ეს აზრი.ვის მხრიდან და ვის მიმართულებით:
3. ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი. 4. მაშინ ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა: 5. რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და გლახაკებს არ მიეცა ფული? 6. ხოლო ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა. 7. იესომ უთხრა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა. 8. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.
(ინ.თავი 12)

ციტატა
ვფიქრობ შეცვლაა საჭირო.რამე ახალი უნდა მოიფიქროთ....
___________________________________________
ეს ვერ მივხვდი

შევეცდები ისე აგიხსნა მეგობარო რომ მიხვდე.
რასაც შენ ამბობ ეგ აზრი მართლმადიდებელ სასულიერო პირების საწინააღმდეგოდ (თვით იესოს საწინააღმდეგოდ) უკვე 20 საუკუნეზე მეტია მუსირებს.ამიტომ რამე ახლის მოფიქრებაა საჭირო.ესა თუ ის ნივთი გაყიდონ და ამით ქველმოქმედება გააკეთოს მღვდლებმაო იუდასია.

პოსტის ავტორი: Martl_madidebeli თარიღი: Jan 9 2013, 08:06 PM



ეეხ დიდო წმინდანო ვახტანგ გორგასალო შენი შემწეობით ისევ გააერთიანე და გააქრისტიანე სრულიად საქართველო, რა კარგი დრო იყო როცა შენ მეფობდი

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 10 2013, 04:38 AM

ციტატა(A.V.M @ Oct 9 2012, 10:53 PM) *

ნოე
კითხვა პირველი:
რატომ მიგაჩნია ახლა რომ იესო დედამიწაზე იყოს არ ივლიდა ჯიპით?
იგი დადიოდა ყველა სასუალებით რაც მაშინ არსებობდა და რაც სჭირდებოდა.
ბზობის დროს კი არა ერთი არამედ ორი სახედრით შევიდა ქალაქში.

ახლა ყველაზე მთავარზე:
[/b]
ვნახოთ ბატონო შენამდე რამდენი საუკუნით ადრე აცნდა ეს აზრი.ვის მხრიდან და ვის მიმართულებით:
3. ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი. 4. მაშინ ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა: 5. რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და გლახაკებს არ მიეცა ფული? 6. ხოლო ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა. 7. იესომ უთხრა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა. 8. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.
(ინ.თავი 12)
შევეცდები ისე აგიხსნა მეგობარო რომ მიხვდე.
რასაც შენ ამბობ ეგ აზრი მართლმადიდებელ სასულიერო პირების საწინააღმდეგოდ (თვით იესოს საწინააღმდეგოდ) უკვე 20 საუკუნეზე მეტია მუსირებს.ამიტომ რამე ახლის მოფიქრებაა საჭირო.ესა თუ ის ნივთი გაყიდონ და ამით ქველმოქმედება გააკეთოს მღვდლებმაო იუდასია.


მომეწონა. კაი პასუხებია. ცოტა სხვანაირად შევხედე ახლა მაგ საკითხებს...

არამგონია მღვდელი 20 000$ იანი ჯიპს ყიდულობდეს, ძირითადად მასეთ მანქანებს და რაღაცებს ჩუქნიან ხოლმე სასულიერო პირებს... ასე რომ იარონ იმ ჯიპებით და გამოიყენონ ის რასაც აჩუქებენ, თუ ეს ყველაფერი არ აბრკოლებს მათ და ხელს არ უშლის სულიერ ცხოვრებაში და თავიანთ საქმეში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 10 2013, 11:01 AM

MIRDAT

ციტატა
მომეწონა. კაი პასუხებია. ცოტა სხვანაირად შევხედე ახლა მაგ საკითხებს...

არამგონია მღვდელი 20 000$ იანი ჯიპს ყიდულობდეს, ძირითადად მასეთ მანქანებს და რაღაცებს ჩუქნიან ხოლმე სასულიერო პირებს... ასე რომ იარონ იმ ჯიპებით და გამოიყენონ ის რასაც აჩუქებენ, თუ ეს ყველაფერი არ აბრკოლებს მათ და ხელს არ უშლის სულიერ ცხოვრებაში და თავიანთ საქმეში.

გაიხარე...დასაწყსისთვის ძალიან კარგი ფორუმელი ხარ...

ახლა შენ პასუხს რაც შეეხება. ეგრეა მეგობარო...
შენ თუ გამოყენება იცი 20 000 იანი კი არა 100 000 იანი მანქანა ვერაფერს დაგაკლებს , ხოლო თუ არ იცი 100 ლარიც დაგაბრკოლებს.

ერთი რამ გვავიწყდება:
სიმდიდრე კი არაა ცუდი , ცუდია სიმდიდრის ცუდად გამოყენება.
სიღარიბე კიარაა კარგი , კარგია სიარიბის სასარგებლოდ გამოყენება...

პოსტის ავტორი: crazy_priest თარიღი: Jan 12 2013, 09:13 PM

QUOTE(MIRDAT @ Jan 10 2013, 04:38 AM) *

მომეწონა. კაი პასუხებია. ცოტა სხვანაირად შევხედე ახლა მაგ საკითხებს...

არამგონია მღვდელი 20 000$ იანი ჯიპს ყიდულობდეს, ძირითადად მასეთ მანქანებს და რაღაცებს ჩუქნიან ხოლმე სასულიერო პირებს... ასე რომ იარონ იმ ჯიპებით და გამოიყენონ ის რასაც აჩუქებენ, თუ ეს ყველაფერი არ აბრკოლებს მათ და ხელს არ უშლის სულიერ ცხოვრებაში და თავიანთ საქმეში.

კი ჩუქნიან, მაგრამ არ არის ლამაზი რომ სასულიერო პირი 20 ათასიანი ჯიპით დაშლიგინობდეს. იცი რა უნდა ქნას? უნდა გაყიდოს ის ჯიპი და იყიდოს ვთქვათ 4-5 ათასიანი... დანარჩენი ფულით კი გაჭირვებულ მრევლს დაეხმაროს. მაგალითად სოფელში 15 ატასად უყიდოს სახლი მრავალშვილიან, გაჭირვებულ ოჯახს....
არ უხდება მღვდელს ბოჰემა.... ოპელ ასტრით ან იოთი მაინც რომ იაროს არაფერი დაუშავდება

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 12 2013, 11:00 PM

crazy_priest

ციტატა
იცი რა უნდა ქნას? უნდა გაყიდოს ის ჯიპი და იყიდოს ვთქვათ 4-5 ათასიანი... დანარჩენი ფულით კი გაჭირვებულ მრევლს დაეხმაროს. მაგალითად სოფელში 15 ატასად უყიდოს სახლი მრავალშვილიან, გაჭირვებულ ოჯახს....
არ უხდება მღვდელს ბოჰემა.... ოპელ ასტრით ან იოთი მაინც რომ იაროს არაფერი დაუშავდება


რამე ახალი მიზეზი თქვი შე კაი კაცო...
ეს ხომ 21 საუკუნისაა. აი მაგალითად:


ციტატა
3. ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი. 4. მაშინ ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა: 5. რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და გლახაკებს არ მიეცა ფული? 6. ხოლო ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა. 7. იესომ უთხრა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა. 8. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.
(ინ.თავი 12)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 17 2013, 02:13 AM

მოდემა გადაიტანოს თუ ა მოეწონება , მაგრამ იურისტების აზრი მაინტერესებს ამაზე :

,,პატიმრები სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვენ
გიორგი გელაძე უვადო პატიმარია. გლდანის ციხეში იხდის სასჯელს, დანაშაული კი ისეთი აქვს: თავდაცვის მიზნით მოკლული ჰყავს 4 ადამიანი, ორი - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ორიც საქართველოს ტერიტორიაზე. მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა და მოხდილი აქვს 17 წელი. საქართველოში მყოფი 92 უვადო პატიმრიდან ყველაზე მეტი მას აქვს გატარებული ციხეში. 15 აპრილს ღამის 11 საათზე "ალიას" სწორედ გიორგი გელაძე დაუკავშირდა გლდანის ციხიდან შემდეგი ინფორმაციით.

- დღეს, 15 აპრილს, 75-მა უვადო პატიმარმა გამოვაცხადეთ უვადო შიმშილი და უარი განვაცხადეთ საკვების მიღებაზე გლდანის მე-8 დაწესებულებაში.

- რას მოითხოვთ?
- მოვითხოვთ იმას, რომ უვადო სასჯელი შეიცვალოს დახვრეტით, რადგან უვადო პატიმრობის სასჯელი არარეალური განთავისუფლების შესაძლებლობით, როგორც დღეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ 25 წლის მერე შეიძლება უვადო მსჯავრდადებული პირობით ვადაზე ადრე იყოს განთავისუფლებული, ეს არის არარეალური და შენელებული სიკვდილის ფორმა! რაც თავის დროზე თომას ჰამერბერგმა თავისი 2008 წლის 20 თებერვლის მოხსენებაში ნათლად ასახა და იგივე არის გაეროს მოხსენებაში ნათქვამი. თომას ჰამერბერგს, ვინც ხშირად სტუმრობს საქართველოს, აქვს რეზოლუცია გამოცემული და ეს რეზოლუცია მე მაქვს ხელში, რომელიც მან მიიღო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში ჩემი ხელმძღვანელობით უვადო პატიმრებმა მოვაწყვეთ შიმშილობა და 80 კაცი ვშიმშილობდით თითქმის 30 დღე, ეს იყო 2008 წელს და ჰამერბერგმა თავის რეზოლუციაში აღნიშნა, რომ თუ უვადო მსჯავრდადებულებს ყოველგვარი იმედის გარეშე პატიმრობაში ამყოფებენ, და თუ მათ გარკვეული ვადის მოხდის შემდეგ არ ექნებათ ვადამდე განთავისუფლების შესაძლებლობა, ეს ტოლფასია შენელებული სიკვდილისა და ეს დაუშვებელიაო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 65 წელი, 25 წელი არ არის ნამდვილად ცოტა.

არსებობს გაეროს 95 წლის რეზოლუციაც, სადაც ნათქვამია, რომ უვადო პატიმრობაში პიროვნების აყვანის დროს, ასეთი მსჯავრი არ აღწევს მიზანს, რადგანაც ეს მძიმე ტვირთად აწვება "ნალოგების" გადამხდელებსაც. ამიტომ ევროპის საბჭოში იყო მიღებული რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც მე-11 პუნქტში მითითებულია, რომ უვადო მსჯავრდადებულთა განაჩენები უნდა გადაიხედოს პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად 8-დან 14 წლამდე სასჯელის მოხდის პერიოდში. შვეიცარიაში ასეთ შემთხვევაში აღებულია 9 წელი, საშუალოდ, ინგლისში 14 წელია და საქართველოში 25 წელია მაქსიმალური. მეორე მხრივ, 2012 წელს დეკემბრის ამნისტია რომ იქნა მიღებული, ამით შეიძლებოდა ამ ყველაფრის დარეგულირება, მაგრამ ამნისტიის აღსრულებამ გამოიწვია თავისებური იურიდიული კაზუსი, როცა სასამართლოები დაიბნენ: მათ არ იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ ეს ამნისტია უვადო მსჯავრდადებულებისთვის.

- უვადო მსჯავრდადებულები საერთოდ არ იყო ნახსენები ამნისტიაში?
- ნახეთ, როგორ არის: ამნისტიაში არ წერია სიტყვა, რომ შეღავათი უვადო მსჯავრდადებულებზე არ ვრცელდება. არადა, არის ასეთი პრინციპი, რომ, თუ არ არსებობს კანონი, მაშინ არ არსებობს დანაშაული.

- ე.ი. თუ კანონმა არ აკრძალა რამე, მაშინ ის დაშვებულია?
- დიახ და რადგანაც ამნისტიაში არ ახსენებენ უვადო მსჯავრდადებულებს, ის უნდა გავრცელებულიყო უვადოებზე, მაგრამ არ გავრცელდა. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს,

ჩვენ დავიწყეთ შიმშილობა.

- მე ვიცი, რომ 92 უვადო პატიმარი ხართ და ყველა არ შიმშილობს?
- მხოლოდ 75-მა კაცმა დავიწყეთ! ვინც აქ ვართ, გლდანის ციხეში, ვინც ავადმყოფი არ არის და ვინც "რეზბალნიცაზეა" გადაყვანილი, ისინი არ შიმშილობენ მხოლოდ. ყველანი ვართ მამაკაცები, თუმცა 4 ქალიცაა მისჯილი.

- რა მოთხოვნები გაქვთ?
- მთავარი მოთხოვნა ის დავაყენეთ, რომ, თუკი ჩვენი მდგომარეობა ასეთი დარჩება, მაშინ გვირჩევნია, დახვრეტით შეგვიცვალონ ეს პატიმრობა და რატომ მივედით ამ დონემდე, ახლავე აგიხსნით: საკანონმდებლო დონეზეც და სასამართლო ხელისუფლების დონეზეც ვიყავით სრულიად იგნორირებულები, ჩვენ ამ ამნისტიის მიხედვით ვადის ერთი მეოთხედით გვეკუთვნოდა სასჯელის მოკლება, მაგრამ უარი გვითხრეს და არ მოგვაკლეს და გვითხრეს, რომ, როცა შეგეცვლებათ სასჯელები და ვადიანზე გადახვალთ, მაშინ მოგაკლებთო. პარლამენტი კი ამას არ აკეთებს. ამასთანავე, გვეგონა, რომ პარლამენტი მოგვაქცევდა ყურადღებას და გაიტანდა სასამართლოს ხარვეზების აღმომფხვრელი კომისიის შესახებ კანონპროექტს და ეს კომისია რომ ამუშავდებოდა, ვინც ჩვენს შორის უდანაშაულოა, და არის ასეთი ადამიანები, ვისაც არასწორი კვალიფიკაციით აქვს მინიჭებული უვადო სასჯელი, მივმართავდით ამ კომისიას და იმედი გვქონდა, რომ ჩვენი განაჩენები გადაიხედებოდა, მაგრამ ამაზეც უარი თქვეს, განაცხადეს, რომ წლის ბოლოს შეიქმნება ეს კომისია.

- და რატომ წლის ბოლოს?
- გვითხრეს, ვენეციის კომისიასთან გვინდა შეთანხმებაო, რადგანაც ვიღაცა წინააღმდეგია ამ კომისიის შექმნის, ვიღაც თანახმაა. მოკლედ, ამნისტია არ შეგვახეს და კანონიერი მოთხოვნების მიუხედავად არც კომისია არ შექმნეს ამ ძალაში შესული განაჩენების გადასახედად, არც შეკრებითობის პრინციპზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს არ შეახეს, ხომ? გამოდის, რომ უვადო პატიმრებს დისკრიმინაცია მოგვიწყვეს, ყველამ ფეხზე დაგვიკიდა, პარლამენტმაც და ხელისუფლებამაც. გვითხარით, რა დაგვრჩენია? რა აზრი აქვს რამეს?

- ვინმემ მოგინახულათ?
- არავინ! არავინ! ადმინისტრაციამ შეადგინა ოქმი, მოვაწერეთ ხელი ყველამ და განცხადებები დავგზავნეთ ეკა ბესელიასთანაც, წულუკიანთანაც, პრემიერთანაც, არ დაგვიტოვებია ინსტანცია.

- სუბარი იყო მოსული?
- არა, მაგრამ იურისტებისგან ვიცით, რომ ინფორმირებულია ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ.

- რას აპირებთ?
- არც არაფერს, გავაგრძელებთ მშვიდად შიმშილს. მოვითხოვთ, რომ მოვიდეს ბესელია და ვახტანგ ხმალაძე და პირადად მე ვარ ბიჭების სახელით მოლაპარაკე და სხვებიც არიან და ვისაც შეუძლია თავისი უფლებების დაცვა. ვითხოვთ, ერთი საბუთი მაინც დაგვიდონ, არ არის კანონიერი ჩვენი მოთხოვნა, რასაც, წესით და კანონით, ვითხოვდით. თუ არადა, ბოლომდე შევაკლავთ თავს. არაფრით არ დავიხევთ უკან! ბოლომდე ვიდგებით და თუ შევამჩნიეთ, რომ ძალიან ცუდად გახდებიან ბიჭები, გავაკეთებთ კარუსელს, 20-20 კაცი ერთმანეთს შევეცვლებით. ეს ვიცით კარგად. თუ ევროსტანდარტებს არ მიიღებენ, არ გავჩერდებით, რადგანაც ოჯახის წევრებისთვის არც მკვდრებში ვართ და არც ცოცხლებში. დასაკარგი კი ჩვენ ნამდვილად არაფერი არ გვაქვს. ჩვენი სიტყვის პატრონები ვართ და ნახავთ ამას.''


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/75890-patimrebi-sikvdilith-dasjis-shemoghebas-ithkhoven.html#ixzz2QfQ0yaX1

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 17 2013, 09:47 AM

ჩემი აზრით 25 წლის მერე რომ გადახედონ საქმეს სწორია. 10 წელიწადში რომ გადახედონ და გამოუშვან 4 კაცის მკვლელი მგონი საზოგადოებისთვის მაინც საფრთხეს წარმოადგენს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 10 2013, 11:19 PM

კანონისტს და მნათეს უყურეთ გუშინ?

http://www.tabula.ge/ge/tv/religion/75597-martlmadidebloba-da-tanamedroveoba

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 11 2013, 09:09 AM

A.V.M
არა არ მიყურებია მაგრამ ახლა მოვუსვმენ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2013, 12:50 PM

"ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში უძველესი ეკლესია წყალში ჩაიძირება. ეს არის წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც მთაში განსაკუთრებულად ფასობს. ეს სერიოზული პრობლემაა. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ამ პროცესს, რადგან იქ კერძო საკუთრებასაც ეხება საქმე. მე უფლება არ მაქვს კერძო საკუთრების ინტერესებში ჩავერთო, მაგრამ თამარ მეფის დროინდელი ტაძრისა და სვანეთის სოფლების განადგურება დაუშვებელია.

ხუდონჰექსის მშენებლობა სვანეთისათვის დამღუპველია, მე ასე ვფიქრობ. ისე მოიმატებს ტენიანობა, რომ 40 კილომეტრის რადუისში ვერავინ იცხოვრებს, ავადმყოფობებიც საგრძნობლად გახშირდება.

ტაძარი ღვთის სახლია. ტაძრის თავი არის ქრისტე და უკვე ღმერთს ეხებიან. იმიტომაც ხდება ამდენი უბედურება, რომ ღვთის ტაძრებსაც მივადექით და უპატიოდ ვექცევით. ტაძრის წყალში დაძირვის მსურველმა ადამიანებმა როგორ უნდა ამტკიცონ რწმენა გვაქვსო?!"


/მეუფე ილარიონი/



კატეგორიულად გადავიფიქრე, რომ ივანიშვილის კანდიდატურას დავუჭირო მხარი არჩევნებში... mellow.gif

ბიძინამ განაცხადა, ეკლესიასაც გადავაადგილებთო mad.gif თითქოს მისი კანტორა იყოს, რომელსაც მარტივად დაშლი და სხვაგან ააშენებ mad.gif

ივანიშვილმა ათასი ეკლესია რომ ააშენოს და ერთი დაანგრიოს, უკვე ღმერთის გმობაა...

არა, სანამ მირონცხებული მეფე არ გვეყოლება, ჩვენი საშველი არაა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2013, 02:32 PM

უკვე წლებია რაც საქართველოში როსტომ ხანობა გრძელდება... sad.gif

"ქართველთა თავადნი და აზნაურნი სრულ მიუვიდნეს და როსტომ მეფეს ფეხს აკოცეს".

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 27 2013, 06:13 PM

პოლიტიკა და რელიგია აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2014, 11:40 AM

"საყურადღებოა ტრადიციული რუსული თვალსაზრისი:

სახელმწიფო იმისთვის არ არსებობს, რომ ცხოვრება სამოთხედ აქციოს, მისი დანიშნულებაა, დედამიწაზე ცხოვრება ჯოჯოხეთად არ გადაიქცეს".

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 10 2014, 11:55 AM

ციტატა
პოლიტიკა და რელიგია აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან...

ეს ყოველთვის რთული იყო და ყოველთვის რთულ საკითხად ჩაითვლება.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2014, 01:44 PM

"წმიდა იოანე ოქროპირი ყველას მოუწოდებდა, რაც შეიძლება ხშირად ყოფილიყვნენ ეკლესიაში, სადაც ადამიანი თავისი ნების მიუხედავადაც კი უკეთესობისაკენ იცვლება.

იოანე ამბობდა: "როცა ადამიანი ეკლესიიდან გამოდის, არავის ასწავლის, არავის უქადაგებს, მაგრამ სახის სიმშვიდე, გამოხედვა და თვით ხმა აჩვენებს, თუ რა სიხარული განიცადა, როგორი მადლი მიიღო თავის სულში.

ჩვენ ეკლესიიდან ისე უნდა გამოვიდეთ, როგორც ხელდასხმულნი გამოდიან საკურთხევლიდან, რათა ჩვენი შეხედვით შეიგრძნონ, რა მადლი მოგვაქვს აქედან".

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 29 2014, 09:16 PM

ძალიან გთხოვთ , მხოლოდ იმან დაწერეთ რომ ,,დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი'' გამრყვნელი და გადამაგვარებელია , ვინც გაცნობილი ხართ , ან მინიმუმ წაკითხული მაინც გაქვთ .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 30 2014, 09:00 AM

A.V.M
წავიკითხავ და დავწერ ჩემო გურამ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 30 2014, 09:29 PM

G_saxva
წაიკითხე ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 1 2014, 09:02 AM

A.V.M
კი წავიკითხე და ბევრ ვიდეოსაც ვუყურე. ახლა შენ რას ამბობ ის მითხარი რომ ერთიდაიგივე არ ვიძახოთ განსახვავებულ კონტექსტში biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 2 2014, 01:03 AM

რას ვიძახი და ჭიანჭველასგან სპილო ,არ უნდა შევქმნათ !

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 2 2014, 09:08 AM

A.V.M

ციტატა
რას ვიძახი და ჭიანჭველასგან სპილო ,არ უნდა შევქმნათ !

ანუ შენ ამბობ ეს კანონი არაფერს არ ეწინააღმდეგება და თანახმა ხარ მივიღოთ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 2 2014, 01:00 PM

https://www.youtube.com/watch?v=mo0RW5_2ldw#t=402
ამას მოუსმინე აბა გურამ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 3 2014, 01:18 AM

G_saxva
არ მითქვამს რომ უნიკალურია .
ბევრი რამ შესწორდა და კიდევ თუ შესწორდება კარგი იქნება , მაგრამ სპილოდ არ უნდა გავხადოთ ჭიანჭველა .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 5 2014, 09:15 AM

A.V.M
არ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით ასეთ სერიოზულ საკითხებზე მსჯელობისა და შეთანხმების გარეშე კონსტიტუციაში შეტანა, თან ასე საჩქაროდ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 18 2014, 11:39 AM

დაჭრილ და ტრავმირებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ეკლესია იზრუნებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, დღეს შეთანხმებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ მოაწერეს ხელი.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, შეთანხმება სულიერი, ზნეობრივი და მამულიშვილური საწყისების განმტკიცებას, სამშობლოს წინაშე სამხედრო ვალდებულების კიდევ უფრო ღრმად გააზრებას, სამხედრო პატრიოტული სულის აღორძინებასა და განმტკიცებას ითვალისწინებს.

მათივე თქმით, მხარეთა შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სარწმუნოებრივი შემწყნარებლობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას. გარდა ამისა, მემორანდუმი საქართველოს

სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო-სასწავლო დაწესებულებებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, ასევე დაჭრილ და ტრავმირებულ სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კუთხით ღვთისმსახურთა დახმარებას გულისხმობს.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილეები, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, სამხედრო მაღალჩინოსნები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/108827-datcril-da-travmirebul-samkhedro-mosamsakhureebze-eklesia-izrunebs.html#ixzz3Aj6cln66

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 06:21 PM

"რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე (რომლის საფუძველიც რელიგიაში მდგომარეობს), თუ არა - ყაჩაღთა დიდი ბანდა?"

/წმ. ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 08:09 PM

"ღმერთმა მახვილი მთავრობას გადასცა სამართავად და არა მოქალაქეებს - რევოლუციებისთვის. მახვილი მიეცა ნოეს უწესრიგო მოქალაქეების მოსათოკად (დაბ. 9:6; 6-11). მსგავსადვე, პავლემ უთხრა რომაელებს - დამორჩილებოდნენ ნერონს, რადგანაც "ის ღვთის მსახურია... ტყუილად როდი ატარებს მახვილს" (რომ. 13:4). აქ კვლავ მთავრობაა ის ობიექტი, რომელმაც უნდა გამოიყენოს მახვილი ქვეშევრდომებზე და არა მოქალაქეები, რომლებმაც მახვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა აღიღონ.

ღმერთი გვაფრთხილებს, არ შევუერთდეთ რევოლუციონერებს. წმინდა წერილი გარკვევით აცხადებს: "შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ გაეკარებით" (იგავ. 24:21). ვინაიდან ეს გაფრთხილება მოგვიწოდებს, გვეშინოდეს გვეშინოდეს ღვთისა და მისგან დადგენილი მეფისა, ეს არის ბრძანება აშკარა, არ შევურიგდეთ ამბოხს მთავრობის წინააღმდეგ.

ღმერთი მკვეთრად კიცხავს რევოლუციონერებს. ბიბლიაში რევოლუციის მრავალი მაგალითია, თუმცა ისინი დაგმობილია ღვთისგან. კორახმა ამბოხი მოაწყო მოსეს წინააღმდეგ და მიწამ უყო პირი კორახსა და მის მომხრეებს (რიცხვ. 16). მსგავსადვე დამარცხდა აბესალომის ჯანყი დავითის წინააღმდეგ. აბესალომი მოკლეს (2 მეფე. 15). იერობოამმაც აუმხედრა ჩრდილოეთის ათი შტო სამხრეთელი იუდას შტოს, რაც ღმერთმა მკაცრად დაგმო (3 მეფ. 12).

/მამა ლევან მათეშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2017, 10:36 AM

"მოციქულთა სწორის წმინდა მეფე კონსტანტინეს მამა კონსტანტი წარმართი იყო, მაგრამ პატიოსნების, ერთგულების, შრომისმოყვარეობის გამო დიდად აფასებდა ქრისტიანებს და სურდა, გვერდით ჰყოლოდა. ერთხელ ასეთი რამ გააკეთა: მიიწვია ქრისტიანი დიდებულები და უთხრა: ვინც ჩემი ერთგულია და სამშობლოს სამსახური უნდა, დაე თაყვანი სცეს ჩემს ღმერთებს და მსხვერპლი შესწიროს. ვისაც ეს არ სურს, დაე განეშოროს სამეფო კარს, რადგან არ მინდა, ჩემს გვერდით სხვა რწმენის ხალხი იყოსო.
ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა მაშინვე დაუტევეს რეგალიები და გაშორდნენ სამეფო კარს. სულმოკლენი, რომელთაც ქრისტე ღმერთზე მეტად უყვარდათ ამა სოფლის დიდება, მორჩილად გამოცხადდნენ მეფის წინაშე და მზად იყვნენ მსხვერპლიც კი შეეწირათ კერპებისათვის, მაგრამ მეფემ მოაბრუნა ურჩი ქრისტიანები და უთხრა: "მინდა, მხოლოდ თქვენ იყოთ ჩემი მსახურნი, მრჩეველნი და მეგობარნი, რადგან იმედი მაქვს, ისევე ერთგულნი იქნებით ჩემი, როგორც თქვენს ღმერთს ერთგულობთ. თქვენ კი, - მიუბრუნდა ქრისტეს უარმყოფელებს, - ვეღარ იმსახურებთ ჩემს კარზე, რადგან ის, ვინც ერთგული არ არის თავისი ღმერთისა, მეფესაც უღალატებსო". და ყველა ჩამოაშორა სახელმწიფო სამსახურს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2017, 11:47 AM

"პოლიტიკური პროცესები, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ეკლესიისგან დამოუკიდებლად ვითარდება. ეკლესია კი, თუმცა არაა პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ რადგანაც მისი მრევლი იმავდროულად სახელმწიფოს მოქალაქებიც არიან, შეძლებისდაგვარად ცდილობს, გამოეხმაუროს ყველა მნიშვნელოვან საერო მოვლენას და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ამა თუ იმ ფაქტის შესახებ. ეკლესია მუდამ საკუთარი ქვეყნის ტკივილითა და სიხარულით ცხოვრობს და ამის დაუნახაობა უსამართლობაა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2017, 09:50 PM

"როდესაც ეთნოფსიქოლოგიაზე მიდგება საქმე, წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველა ერს აქვს თავისი ვნება (ნაკლი) და ღირსება. ქართველებს განსაკუთრებით გვებრძვის ვერცხლისმოყვარეობა და ამპარტავნება. ხელისუფლებისკენ სწრაფვა ანუ მთავრობისმოყვარეობა ამ ორივე ვნებას აკმაყოფილებს და თუკი ჩვენს ერს ეს ვნებები ასე ძალუმად ეძალება, მაშინ რაღა გასაკვირია, რომ ირგვლივ ამდენი პარტია არსებობს, ყველას ხელისუფლების სათავეში უნდა ყოფნა."

/ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2017, 01:49 PM

"ჩვენ იოლად ვაკრიტიკებთ, განვიკითხავთ და განვსჯით პოლიტიკოსს, მაგრამ არ ვიცით, რა საზომით უდგება ის ამა თუ იმ საკითხს, რა ძალებს უწევს აგარიშს, რას ითვალისწინებს. ჩვენ არც მისი შინაგანი მოტივაცია ვიცით. ამიტომ ეკლესია გვასწავლის, არავინ განვიკითხოთ, რამეთუ ერთი და იგივე ქმედება შესაძლოა სიყვარულითაც იყოს გამოწვეული და სიძულვილითაც."

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2017, 11:13 AM

"წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებდა: თავმდაბლობა, სიმამაცე გამოიჩინა და საკუთარი უძლურება აღიარა პრინცმა კონოემ, იაპონიის მთავრობის თავჯდომარემ - 1938 წლის დეკემბერში გადადგა და თავისი გადაწყვეტილება იაპონიის იმპერატორს ასე აუხსნა: - მე ვერ გავიზარდე ამისთვის და შექმნილ სიტუაციაში ორიენტირება არ შემიძლია... გთხოვთ გამათავისუფლოთ და დანიშნეთ ის, ვინც უფრო შესაფერისი იქნება სახელმწიფოს მართვისთვისო.
ევროპის ისტორიაში ძალზე ძნელია მსგავსი მაგალითი - ვინმეს პრემიერ-მინისტრობისთვის თავისი მოუმწიფებლობა და უუნარობა ეღიარებინოს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 12:17 PM

"ეკლესია იყო და არის ჩვენი დედა, ქართველი კაცი ამბობს: "დედა-ეკლესია". ბევრმა ეკლესიისგან პოლიტიკაში აქტიური ჩარევა მოითხოვა, რადგან არ იცოდა, რომ ეკლესია არც იყო, არც არის და არც არასოდეს იქნება პოლიტიკური ძალა, რადგან ქრისტიანობა ყოველგვარ პოლიტიკას აღემატება".
/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 12:36 PM

"თუ ერს სურს ამ დუხჭირი ყოფიდან გამოსვლა, თუ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სურს გადარჩენა, მან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ეკლესიასთან ყველა სფეროში: აღზრდა-განათლებაში, კულტურაში, მედიცინაში, სამხედრო სფეროში და პოლიტიკაშიც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2017, 02:42 PM

"როცა ჰარმონია არსებობს ერსა და ეკლესიას შორის, მაშინ უფალი დგას ჩვენ შორის".

/წმ. ანდრია კრიტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 05:57 PM

"ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით".

/გიორგი კვირიკაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2017, 08:55 PM

"პოლიტიკური ცხოვრება შედგება აღმართ დაღმართისაგან, თუ დღეს კარგად მიგდის საქმე, ხვალ უკვე შეიძლება ქვესკნელში ჩაეშვა".

/სოსო სიგუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2017, 10:04 AM

"- ეკლესია ღვთის მიერ დადგენილ კანონებს ეფუძნება, სახელმწიფო კი ცდილობს, დაიცვას კონსტიტუცია. რა განსხვავებაა ამ კანონებს შორის და რა როლი ეკისრება ეკლესიას სახელმწიფო მოწყობის საქმეში?

- არსებობს გამონათქვამი: "ეკლესია არის სახელმწიფო სახელმწიფოში" და ამ ფონზე განვიხილოთ, თუ რა განსხვავებაა ამ ორ სახელმწიფოს შორის. ორივეს აქვს მოწყობის პრინციპი და საფუძველი, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ. ეკლესიასაც აქვს კონსტიტუცია და სახელმწიფოსაც. მათ შორის არსებითი განსხვავება პირველის უცვლელობაში და მეორის ცვალებადობაშია. ეკლესიის კანონები მოცემულია უზენაესი და უსრულყოფილესი არსების, კაცობრიობის შემოქმედის მიერ. კონსტიტუცია არის იმის გარანტი, რომ მისდამი ნებით დაქვემდებარებული საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი ამ მიწიერ ცხოვრებაში იცხოვრებს შესაძლო მაქსიმუმით, ანუ სრულყოფილებით.

სახელმწიფოს კონსტიტუციის ცვალებადობის პრინციპი გულისხმობს მის ექსპერიმენტულობას სრულყოფილების ძიებაში. ისტორია ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს სათავეში მოსული ადამიანი (არჩევით იქნება თუ ძალადობით, ცბიერებით) ცდილობს კონსტიტუციის შეცვლას თავისი შეხედულებით. მაგრამ ადამიანი არ არის სრულყოფილი არსება. უფალი კი სრულყოფილია და მისდამი მორჩილება არის ბედნიერი ცხოვრების საფუძველი.

ეკლესია პოლიტიკაში არ ერევა. ყველას, ვინც სახელმწიფოს სათავეში მოვა (წარმართი იქნება თუ ათეისტი) ეკლესია ამბიონიდან მოუწოდებს ღვთისგან მოცემული მცნებების აღსრულებისაკენ. ეკლესიის უპირველესი მოვალეობაა - ადამიანებს უთხრას სიმართლე მიწიერი და ზეციური ცხოვრების შესახებ. თუ რომელიმე ხელისუფალი მოინდომებს სულიერ ცხოვრებას და სახელმწიფოს სულიერი პრინციპებით მართავს, ეკლესია, რა თქმა უნდა, გვერდით უდგას და ხმარდება მას. ხოლო თუ ხელისუფალი ღვთის საპირისპირო პრინციპებით შეუდგება ქვეყნის მართვას და ყოველივე ეროვნულსა და ზნეობრივს უარყოფს, მაშინ ეკლესია ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ თანაუგრძნობს, ტკივილით ლოცულობს ღვთის წინაშე, რათა ღმერთმა მიანიჭოს ხელისუფალთ გონიერება, სიბრძნე და მოაქციოს სიკეთისაკენ."

/მამა შიო მენაბდე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2017, 09:51 AM

"სასულიერო პირი ვალდებულია, ქრისტიანული სიყვარულით შეახსენოს ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება მართლმადიდებლური დავით გარეჯის მონასტერი აზერბაიჯანს გადასცე; არ შეიძლება ასი ათასი ქრისტიანის მოწამეობრივად აღსრულების ადგილზე - ბუდაბარი, საპატრიარქოს გვერდზე კი კაზინო ააშენო; არ შეიძლება ქალაქში ამდენი სამეძავო სახლი და კაზინო იყოს... ეს აუცილებლად უნდა თქვას ეკლესიამ, თუ არ იტყვის, მას თავისი ფუნქცია ეკარგება".

/დეკ. დავით (ქვლივიძე)
"ქვაკუთხედი" N10, 2017, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2017, 09:19 AM

"ეკლესიის პირდაპირი მოვალეობაა ქვეყნის გაერთიანებასა და ზნეობრიობაზე იფიქროს, თუ ხელისუფალი ცდება, ეკლესიამ ის აუცილებლად უნდა ამხილოს".

/დეკ. დავით (ქვლივიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 10:31 AM

"თუ ჩვენს სახლში, ქვეყანაში, პარლამენტში უფალი, როგორც მმართველი არ შემოვა, წონასწორობა არ დამყარდება".

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 10:52 AM

"ძველი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იყო და არის მცველი სისუფთავისა და სიწმინდისა მართლმადიდებლობაში".

/რუსეთის პატრიარქი პიმენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2018, 11:17 AM

"თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს თუ დავუკვრიდებით, დავინახავთ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება, რელიგიური მიმდინარეობა თუ მასმედია გამოდის მშვიდობის ლოზუნგებით.

მოგვიწოდებენ ურთიერთპატივისცემისკენ, ამუშავებენ ახალ-ახალ კანონროექტებსა და უფლებათა დაცვის ქართიებს, თუმცა, რაც მეტია ასეთი მოწოდება, სამართლებრივი ნორმები თუ მემორანდუმები, მით უფრო იზრდება მსოფლიოში მკვლელობების, შეიარაღებული დაპირისპირების და სხვა შემზარავი დანაშაულების რიცხვი".

/მღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2018, 10:10 PM

“დემოკრატია, ისევე როგორც ნებისმიერი სახელმწიფოებრივი წეს-წყობილება, ვერ იქცევა იდეალად. იდეალი ყოველთვის ღმერთი იყო და კვლავაც იგი იქნება.”

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 09:23 PM

"ეკლესიის წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაცაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2018, 08:55 PM

"ძლიერი სახელმწიფოებრიობა ერის მაღალი რელიგიური შეგნების წყალობით მიიღწევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2018, 11:12 AM

"ერთხელ მამა პორფირემ მკითხა, როგორი პოლიტიკური სიტუაციაა ქვეყანაშიო. მთლიანობაში საქმე კარგად არ მიდის-მეთქი.

მითხრა: "რას ელოდები ამ პოლიტიკოსებისგან? ისინი მთლიანად ჩაეფლნენ თავიანთ სულიერ ვნებებში. თუ კაცს საკუთარი თავის დახმარება არ შეუძლია, სხვას როგორ შეეწევა? ასეთი მდგომარეობის გამო ჩვენც დამნაშავენი ვართ.

ნამდვილი ქრისტიანები რომ ვიყოთ, მაშინ შევძლებდით, თუ ქრისტიანული პარტია არა, მორწმუნე პოლიტიკოსები მაინც აგვერჩია და მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2018, 06:21 PM

"თუ რომელიმე ერი, ან სახელმწიფო იტანჯება, ყველამ უნდა მოინანიოს და ღმერთი ყველაფერს გამოასწორებს".

/წმ. სილოვანე ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)