თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე ეკლესიაა

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 16 2007, 09:34 PM

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ახალი ეკლესია შენდება რაც რა თქმა უნდა ძალიან მახარებს, მაგრამ არსებობს ისეთი ეკლესიებიც რომელთაც ჩემი აზრით უფრო სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება.

ვაკეში მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე ძააალიან დიდი ხნის წინ იყო ანდრიაპირველწოდებულის ეკლესია (ზუსტი თარიღი არ ვიცი) რომელსაც მერე გარშემო ''შემოაშენეს'' საავადმყოფო. ანუ ეს ეკლესია მოექცა შენობის შუაში. მის ტერიტორიაზე გაკეთდა საქტო დარბაზი და ამ მდგომარეობაში იყო აქამდე. ახლა ეს საავადმყოფო გასაყიდ ნუსხაში მოხვდა, თუ გაიყიდება რა თქმა უნდა დაინგრევა ეკლესიიანად.

მამა კონსტანტინემ (ადრე ტვერელის მოძღვარი, ახლა ქაშუეთშია) რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა ეს ამბავი შევიდა ამ ეკლესიაში და წირვა ლოცვებს ატარებს, რა თქმა უნდა იქ არაფერი არ არის , რაც მოახერხა თვითონ, მცირერიცხოვანი მრევლის დახმარებით : ''გიფსოკარდონით'' გადატიხრა საკურთხეველი, რამოდენიმე ხატი დაკიდა და ცდილობს ყველანაირად შეინარჩუნოს ეს ეკლესია.

ნებისმიერი შენაწირი იქნება ეს ხალიჩა, ჭურჭელი, ფარდები, ხატები და ა.შ ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია

იქნებ დავეხმაროთ თუ სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ.

თუ ეს ეკლესია იმოქმედებს (უკვე მოქმედებს) მაშინ დანგრევას გადაურჩება.

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Oct 16 2007, 09:43 PM

იქნებ თანხაც აგვეკრიფა?!

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 16 2007, 09:50 PM

ციტატა
თუ ეს ეკლესია იმოქმედებს (უკვე მოქმედებს) მაშინ დანგრევას გადაურჩება.



დარწმუნებული ხარ რომ მოხდება ამ ეკლესიის შენარჩუნება?

რაღაც ეჭვი მეპარება, თუმცა კარგი იქნება წვლილს თუ შევიტანთ....



პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Oct 16 2007, 09:55 PM

ხალოხ უნდა დაიდგეს წინს რას ქვია მოხდება , არა მგონია ხელისუფლება ასეთ პერიოდში რომ გაბედოს ეკლსეის დანგრევა, პირვლე რიგში ჩემი აზრით ტელევიზიას და პრესას უნდა მივაწოდოდ ინფორმაცია რომ ნათელი იყოს ყველასთვის რომ ეს საქმე ხმაურის გარეშე არ ჩაივლის.

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 16 2007, 09:56 PM

ნათია
თითქმის დარწმუნებული ვარ,
როდესაც მამა კონსტანტინემ იქ პირველი წირვა ჩაატარა, ეს ტელევიზიითაც გადაიცა და პატრიარქიც აპირებდა მიბრძანებას უბრალოდ გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და ვერ მოახერხა.
ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ, შევხვდეთ მამა კონსტანტინეს გვესაუბროთ და დეტალური ინფორმაცია მივიღოთ მისგან. ყოველ პარასკევს ჯანმრთელობის ლოცვებს კითხულობ და იქ არის. შემიძლია ტელეფონი გავიგო დავუკავშირდე (თან ახლოს ვცხოვრობ)

მე ორჯერ ვიყავი ამ ეკლესიაში და იმის მერე ვერ ამოვიგდე ტვინიდან ამაზე ფიქრი.
შოთა
ტელევიზიით მხოლოდ ერთხელ გადმოიცა, ხომ იცით ქართული რეალობა როგორია ხალხის უმეტესობა ინტერესდება იმის დახმარებით რაც მათ მერე ''გამოაჩენს'' სამებას რომ რამეს შესწირავენ ამაზე მერე 100 გადაცემას გააკეთებენ რადგან ეს სამებაა, დიდია, ჩანს.

ეს ეკლესია კი თითქმის არავინ იცის. მხოლოდ ერთი მღვდელი რას მოერევა, რას გაწვდება.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Oct 16 2007, 10:02 PM

შეხვედრის იდეა კარგია smile.gif იქნებ ასევე როგორც შოთამ თქვა ზოგიერთ ტელეარხს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ეკლესიის შესახებ. წინასწარ ვამბობ რომ ძალიან გაგვიჭირდება დაცვა ამ ტერიტორიის თუ უკვე ნუსხაშია შესული, მაგრამ ცდას წინ არაფერი უდგას. იქნებ უფრო დაწვრილებითი ცნობები მივიღოთ მამა კონსტანტინესგან და შემდეგ დავსახოთ მოქქმედების გეგმა smile.gif

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Oct 16 2007, 10:04 PM

კაი იქნება ფორუმელები თი შეიკრიბებით სრული მაშატაბით და ერათად მოინახულებთ მამა კონსტანტინესაც .

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 16 2007, 10:08 PM

მოვინახულოთ აუცილებლად მოძღვარი, დაველაპარაკოთ და თუ საჭირო იქნება ტელევიზიასაც გადავცეთ...

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 16 2007, 10:09 PM

თათი87
ხო ,შევხვდეთ გავესაუბროთ და იმის მიხედვით მოვიფიქროთ რითი შეგვიძლია დახმარება.

ელემენტარული ხალიჩის ნაგლეჯს რომ მიუტანს ვინმე და დააფენს უნდა ნახოთ რა სიხარულით ევსება თვალები. რაღაც შემოწირულობები ვიცი რომ ნელ ნელა გროვდება. ფანჯრების მაგივრად კომუნისტების დროინდელი ''ჩეკანკა'' იყო ჩასმული ისინი ამოუღიათ და როგორც მითხრეს ახლა ფანჯრებს ჩასვამენ, სამიოდე ხატი აქვს ჩამოკიდებული, საკურთხეველში შესასვლელში უბრალო ''ძველმანი'' ნაჭრები. სულ რომ ერთი ფარდის ნაგლეჟი შესწიროს ვინმემ ისეთი დღესასწაული აქვს ხოლმე რომ გული გაგისკდება ადამიანს ამის შემხედვარე.
ზიარებასაც კი ატარებს უკვე იქ, ზეთის ცხებასაც და ყველაფერს რასაც ახერხებს. მრევლი ცოტაა, ზოგი მამა კონსტანტინეს მრევლია სხვა ეკლესიიდან მოყოლილი და მიდიან ეხმარებიან, იქაური ექიმებიც როგორც შეუძლიათ გვერდით უდგანან. კარი რომელიც სამლოცველოში შესასვლელია ემიჯნება რეანიმაციის კარებს. სხვა თუ არაფერი ავადმყოფებისთვის რამხელა მადლია როცა იქ ლოცვა იკითხება.


პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Oct 16 2007, 10:11 PM

ციტატა
ელემენტარული ხალიჩის ნაგლეჯს რომ მიუტანს ვინმე და დააფენს უნდა ნახოთ რა სიხარულით ევსება თვალები. რაღაც შემოწირულობები ვიცი რომ ნელ ნელა გროვდება. ფანჯრების მაგივრად კომუნისტების დროინდელი ''ჩეკანკა'' იყო ჩასმული ისინი ამოუღიათ და როგორც მითხრეს ახლა ფანჯრებს ჩასვამენ, სამიოდე ხატი აქვს ჩამოკიდებული, საკურთხეველში შესასვლელში უბრალო ''ძველმანი'' ნაჭრები. სულ რომ ერთი ფარდის ნაგლეჟი შესწიროს ვინმემ ისეთი დღესასწაული აქვს ხოლმე რომ გული გაგისკდება ადამიანს ამის შემხედვარე.
ზიარებასაც კი ატარებს უკვე იქ, ზეთის ცხებასაც და ყველაფერს რასაც ახერხებს. მრევლი ცოტაა, ზოგი მამა კონსტანტინეს მრევლია სხვა ეკლესიიდან მოყოლილი და მიდიან ეხმარებიან, იქაური ექიმებიც როგორც შეუძლიათ გვერდით უდგანან. კარი რომელიც სამლოცველოში შესასვლელია ემიჯნება რეანიმაციის კარებს. სხვა თუ არაფერი ავადმყოფებისთვის რამხელა მადლია როცა იქ ლოცვა იკითხება.

გეფიცებიტ ტანში ჟრუანტელმა დამიარა smile.gif იქნებ გარკვეული თანხა გაგვეღო და ხატი შეგვეწირა ამ ტაძრისთვის?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 16 2007, 10:13 PM

მოვიფიქროთ და რამე გავაკეთოთ, ხატიც შევწიროთ და ვისაც რა შეგვიძლია.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 16 2007, 10:16 PM

ციტატა
მოვიფიქროთ და რამე გავაკეთოთ, ხატიც შევწიროთ და ვისაც რა შეგვიძლია.

+1

ჯობია ჯერ მამა კონსტანტინე ვნახოთ და ის გვეტყვის პირველ რიგში რა სჭირდება ტაძარს. შემდეგ უკვე თანხის აგროვებაზეც შეიძლება ფიქრი და ვისაც რა შეგვიძლია იგივე ხალიჩაო, როგორც ხათუნაც თქვა, ან ხატი ან სხვა რამე შევწიროთ ეკლესიას smile.gif

უფლის ნებით ყველაფერი კარგად იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 16 2007, 10:24 PM

თათი87
ჟრუანტელი მერე ნახე რამეს რომ მიუტან და ბავშვივით გახარებული ფურცლით რომ დაგდევს, შენი სახელი დამიწერე რომ ვილოცო შენთვისო.

მოკლედ თუ შევგროვდებით , როცა თქვენ მეტყვით როცა თქვენ გაწყობთ დავუკავშირდები და შევხვდეთ. მართლა დიდი მადლია , აქვე ყურისძირში გვაქვს უძველესი სალოცავი და აქამდე არაფერი გვცოდნია, თანაც შეგვიძლია რეალურად გადავარჩინოთ.


პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 16 2007, 10:28 PM

ხათუნა

sad.gif
ცუდად ვარ sad.gif

როდის შევიკრიბოთ? გუჯასთან შეხვედრაზე?

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Oct 16 2007, 10:32 PM

ციტატა
როდის შევიკრიბოთ? გუჯასთან შეხვედრაზე?

თუნდაც ... რაც მალე მით უკეთესი... ოღონდ ჯერ მამაოს დაველაპარაკოთ და მერე გადავწყვიტოთ რა მოვიმოქმედოთ smile.gif

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 16 2007, 10:39 PM

kato_Bato
თქვენ როცა იტყვით. მე სახეზე არც ერთს არგიცნობთ, სადაც მეტყვით იქ შევხვდეთ.
ამ ეკლესიაში პარასკევს ნამდვილად ვიცი რომ არის. მაგრამ დანარჩენი დღეები მისი ნახვა ქაშუეთში შეიძლება. ან ტელეფონით დავუკავშირდეთ და გვეტყვის სად ვნახოთ.
მინდა რომ ის ეკლესია ნახოთ .

მოკლედ თქვენ ჩამოწერეთ ვის და როდის გაწყობთ და მერე ან პმ ით ან თემით ან ტელეფონით დამიკავშირდით. ნუ როგორც უფრო მოსახერხებელი იქნება. და მივიდეთ.

თან შეგვიძლია ვისაც სახლში რამე გვაქვს უკვე მივუტანოთ, ნებისმიერი რამ გამოსადეგია მისთვის. მართლა ფარდის და ხალიჩის ნაგლეჯებიც კი მიაქვთ და იმასაც იყენებს.
იმ დღეს რომ მივედი გული მომიკვდა, ლოცვის მერე ნაკურთხი წყალი რომ უნდა ესხურებინა ხალხისთვის შუშის გრაფინები რომაა ზოგი სუფრაზე ღვინისთვის იყენებს, ზოგიც საყვავილედ. აი მაგაში ქონდა ის წყალი.

ნორმალური ჭურჭელიც კი არ აქვს რომ რიტუალისას გამოიყენოს.

რა თქმა უნდა დავეკითხოთ მაგრამ ასე ერთი თვალის შევლებით მე ვფიქრობ დიდი ზომის ხატები გამოადგება ყველაზე მეტად.

მიკლედ ადგილზე გავარკვევთ. მთავარია რომ თქვენ ეს ამბავი გულთან ახლოს მიიტანეთ. გაიხარეთ გულისხმიერებისათვის.
ძალიან ავღელდი, არც კი ველოდი ასეთ სწრაფ გამოხმაურებას.

ღმერთმა გამრავლოთ.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 16 2007, 11:06 PM

1. ხათუნა
2. თათარაშვილი

პ.ს ხათუნა თუ იცი რომ პარასკევს აქ არის მაშინ რა უდგას წინ მისვლას smile.gif შევიკრიბოთ პარასკევს და მივიდეთ. შეხვედრის დრო და ადგილი დავთქვათ

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 16 2007, 11:15 PM

პარასკევს მე ვერა ხალხო, ექიმთან მივდივარ და საღამოს ეკლესიაში ლოცვაზე..

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 16 2007, 11:19 PM

ციტატა
ჯობია ჯერ მამა კონსტანტინე ვნახოთ და ის გვეტყვის პირველ რიგში რა სჭირდება ტაძარს.



ეგრე სჯობს

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Oct 17 2007, 12:22 AM

smile.gif მართლაც სჯობს ჯერ პირადად დაველაპარაკოთ რა სჭირდება უფრო მეტად.რითაც შემეძლება გვერდში დაგიდგებით.პმ-ით შემატყობინეთ როდესაც დააპირებთ.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Oct 17 2007, 12:29 AM

სამწუხაროდ პარასკევი დღე მეც არ მაწყობს sad.gif იქნებ სხვა დღე დავთქვათ რა smile.gif და ქაშუეთში ვნახოთ მამა კონსტანტინე smile.gif მსურველთა სიაში ჩამწერეთ smile.gif თუ ვერ წამოვალ დავეხმარები მაინც რითიც შემეძლება.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 17 2007, 12:41 AM

კი ბატონო სხვა დღე იყოს ოღონდ ხუთშაბათს და შაბათს არ მცალია 4 საათის მერე sad.gif სხვა დღეებში კი ბატონო.

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Oct 17 2007, 11:49 AM

მეც დიდი სიამოვნებით დავდგები ეკლესიის გადარცენისათვის თავდაუზოგავად,მაგრამ ნათიას მოსაზრება ამ მთავრობის გადაწყვეტილებასთან ყველაზე ახლოსაა,სამწუხაროდ..მაგრამ ჩვენი უნდა გავაკეთოთ

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 17 2007, 12:11 PM

მეც დაგეხმარებით რითაც შემიძლია,

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 18 2007, 01:26 PM

ხვალ პარასკევია და ვაპირებ მისვლას

მოდიხართ ვინმე?

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 18 2007, 01:38 PM

ხათო როგორც გავიგე მე-9 საავადმყოფო პე ეს პე ჯგუფს შეუსყიდია

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 18 2007, 01:45 PM

ნომერი არ იცით მამა კონსტანტინესიი?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 18 2007, 04:09 PM

ხათუნა
სად აპირებ მისვლას?
catherina_10
აქ ეკლესიაზეა საუბარი smile.gif პსპ ვერ დაგვიდგება წინ smile.gif
აბა შემართებით WWW.CHURCH.GE ს წევრებოოოო smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Oct 18 2007, 04:59 PM

ხათუნა
პარასკევს სამწუხაროდ არ მცალია sad.gif ვერანაირად ვერ მოვახერხებ sad.gif ტუ ვინმე წამოხვალთ იქნებ შაბათს მამა კონსტანტინე ქაშუეთში გვენახა?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 18 2007, 05:02 PM

კონკრეტულად რა სჭირდებათ? ბარძიმ-ფეშხუმი და ასეთი რამეებიც არა აქვთ? ანუ ის, რაც წირვის ჩატარებისთვის აუციებელია?
ასეთ შემთხვევაში, ჯობია ფული შევაგროვოთ და წირვა-ლოცვისთვის აუცილებელი ნივთები ვიყიდოთ პირველ რიგში. ხალიჩა მერეც შეიძლება.

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 18 2007, 05:38 PM

ქავთარაძე
არამგონია პსპ იქნება ეს თუ სხვა რომელიმე ორგანიზაცია ხელი სეუშალოს ტაძრის არსებობას

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 18 2007, 05:53 PM

მარიამი

ციტატა

ჯობია ფული შევაგროვოთ და წირვა-ლოცვისთვის აუცილებელი ნივთები ვიყიდოთ პირველ რიგში.


ვეთანხმები!

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 18 2007, 11:14 PM

ქავთარაძე
კი ნომერი ვიცი .

ხვალ შუადღისათვის ვაპირებ მისვლას. დილით დავურეკავ ზუსტ დროს დავადგენ როდის იცკებს ლოცვას და დავწერ აქ.

და ვისაც გინდათ შევხვდეთ

მე-9 საავადმყოფოს წინ და შევიდეთ

მარიამი
კონკრეტულად ისევ სჯობს მას დავეკითხოთ. ასე ერთი თვალის მოვლებით რაც შევამჩნიე. არ აქვს ფარდები საკურთხევლის გვერდითა შესასვლელებისთვის . ხალიჩის ნაგლეჯები აფენია იატაკზე. არ აქვს სასანთლე (მრევლი სადაც სანთლებს ანთებს) სულ რამოდენიმე პატარა ხატი აკვს ჩამოკიდებული საკურთხევლის კართან. ეკლესიებში შუაში რომ არის დასვენებული ''ცენტრალური'' ხატი რომელსაც მრევლი ემთხვევა, ეგეც კი არ აქვს

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 18 2007, 11:17 PM

ციტატა
არ აქვს ფარდები საკურთხევლის გვერდითა შესასვლელებისთვის . ხალიჩის ნაგლეჯები აფენია იატაკზე. არ აქვს სასანთლე (მრევლი სადაც სანთლებს ანთებს) სულ რამოდენიმე პატარა ხატი აკვს ჩამოკიდებული საკურთხევლის კართან. ეკლესიებში შუაში რომ არის დასვენებული ''ცენტრალური'' ხატი რომელსაც მრევლი ემთხვევა, ეგეც კი არ აქვს

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამის გარეშე წირვა ტარდება. უფრო მნიშვნელოვანია მაინც წირვისთვის აუცილებელი ინვენტარი. მართლაც ვკითხოთ ჯობია, რა უფრო სჭირდებათ.

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 18 2007, 11:30 PM

მოკლედ ხვალ დილიტ დავწერ ზუსტ დროს და შევხვდეთ ვინც წამოხვალთ


პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 18 2007, 11:51 PM

გოგოებო, მეც მინდა ფული მოგცეთ და არ გამომაპაროთ რა smile.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Oct 19 2007, 12:11 AM

smile.gif შაბათს შეიძლება მეც მეცალოს დღის მეორე ნახევარში,თუ არადა რითაც შევძლებ დაგეხმარებით.
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ყოველ კეთილ საქმეში.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 19 2007, 12:15 AM

ამ შაბათ-კვირას მე ვერსად წამოვალ. სხვაგან მივდივარ. დააზუსტეთ ყველაფერი და მერე შეგეხმიანებით

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 19 2007, 12:16 AM

იყავი დღეს ხათუნა?

მოდით ერთი დღე დავთქვათ როდესაც ყველას გვცალია და ვნახოთ მოძღვარი და პირისპირ დაველაპარაკოთ. ჩვენ თვითონ ვნახავთ რა სჭირდება ტაძარს და რა არა ასე მარჩიელობით ძნელია მიხვდე რა უფრო უჭირს smile.gif.

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 19 2007, 12:19 AM

თათარაშვილი
ხვალ მივდივართ

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 19 2007, 12:22 AM

ციტატა(ხათუნა @ Oct 19 2007, 12:19 AM) *

თათარაშვილი
ხვალ მივდივართ


უფრო დაწვრილებით მითხარი თუ შეგიძლია smile.gif

რომელ საათზე, სად იკრიბებით და ა.შ smile.gif

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 19 2007, 12:27 AM

თათარაშვილი
დილით დავურეკავ მამა კონსტანტინეს და ვკითხავ რომელზე იწყებს ლოცვას. დავწერ ეგრევე ფორუმზე.

პმ ტელეფონი მომწერე და დაგირეკავ

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 19 2007, 12:33 AM

ხათუნა
ხვალ საღამოს ლოცვა თუ ტარდება, მე მაწყობს, სულერთია მანდ მივალ თუ ჩემ ტაძარშიsmile.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 19 2007, 12:38 AM

ხათუნა

პ.მ ნახე smile.gif

მოკლედ ხვალე დამიმესიჯე და ვინც მოდის სადმე შევხვდეთ ერთმანეთს და მივიდეთ smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 19 2007, 12:35 PM

აბა, რას ვშვებით?

არის დღეს ლოცვა?

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 19 2007, 01:02 PM

ინტტერნეტი არ მქონდა ვერ შემოვედი

13 ზე იწყება ლოცვა 14 მდე




პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 19 2007, 03:01 PM

ხათუნა

ციტატა
ინტტერნეტი არ მქონდა ვერ შემოვედი

13 ზე იწყება ლოცვა 14 მდე

წავჩანჩალდი ჩემ ტაძარში...

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 19 2007, 04:24 PM

ვიყავით მე და გიგა (თათარაშვილი) ვესაუბრეთ მამა კონსტანტინეს.

შენობისთვის სჭირდება ხარაჩოები ვინმემ რომ ათხოვოს კედლების მოსაწესრიგებლად და რა თქმა უნდა უკან დაუბრუნებს.
ასევე საღებავი, და ზარი . მაგრამ ზარი ძალიან ძვირია (50 კგ იანი პატარა ზარი რომ შეუკვეთო 1000$ ღირს) ამას ჩვენი ფორუმი ვერ გაწვდება. კარგი იქნება თუ ფორუმელები სხვა ფორუმებზეც გავავრცელებთ ინფორმაციას , იქნებ ვინმემ ნახოს და შეძლოს დახმარება.

ხატებიც სჭირდება , ძალიან ცოტა აქვს და პატარები.

ძალიან გაიხარა როდესაც გაიგო რომ არსებობს ეს ფორუმი და მართლმადიდებელი ახალგაზრდები იკრიბებიან . გვითხრა იმ პარასკევს ( 1 სათზე) მოდითო შევიკრობოთ, ლოცვას დაესწარითო ერთად ვისაუბროთო .

მაინც აჯობებს ერთად მივიდეთ ყველა და ვისაუბროთ.

თუ რამე გამომრჩა გიგა დაამატებს ალბათ რომ მოვა.

მოკლედ იმ პარასკევს 1 საათზე მე-9 საავადმყოფოსთან. 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 19 2007, 04:28 PM

ხათუნა

გაიხარეთ!

ციტატა
ზარი ძალიან ძვირია (50 კგ იანი პატარა ზარი რომ შეუკვეთო 100$ ღირს)


თუ იქტიურებს ხალხი შეიძლება ავაგროვოთ ეს თანხა...


ციტატა
მოკლედ იმ პარასკევს 1 საათზე მე-9 საავადმყოფოსთან


ვინც ვმუშაობთ.... sad.gif

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 19 2007, 04:46 PM

ნათია
ვაიიი ბოდში ერთი ნოლი დამაკლდა 100 კი არა 1000 user.gif

ჩავასწორებ ახლავე.


ამდენს ჩვენ ვერ შევაგროვებთ

აი მობილით რაც გადავიღე დღეს
http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 19 2007, 07:34 PM

sad.gif
ყველანაირად ვეცდები მოვიდე პარასკევსsmile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 19 2007, 07:38 PM

მგონია რომ ვინც იყიდის ის ყველაზე კარგი სპონსორი იქნება ეკლესიისათვის,

სავარაუდოდ თუ დაანგრევენ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მოხდება, და ეკლესია მარკეტინგულ მნიშვნელობას შეიძენს...

თუ ძალიან წუწურაქი არ აღმოჩნდა მეპატრონე დიდი შანსია რომ თვითონვე დააფინასოს მისი მოწესრიგება...


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 19 2007, 08:31 PM

neo

ციტატა
თუ ძალიან წუწურაქი არ აღმოჩნდა მეპატრონე დიდი შანსია რომ თვითონვე დააფინასოს მისი მოწესრიგება...

ნეტა მართლა ეგრე მოხდეს...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 19 2007, 08:33 PM

ციტატა
მოკლედ იმ პარასკევს 1 საათზე მე-9 საავადმყოფოსთან

მოვალ.

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 19 2007, 08:45 PM

neo
არა რას ამბობ ამის ყიდვა და მთლიანად დანგრევა ერთია. ანუ თუ დაინგრევა თვითონ საავადმყოფოს ორი ფლიგელი , ავტომატურად დაინგრევა ეკლესიაც. თანაც როგორც გავიგე ერთ ერთ (ხმამაღლა არ დავასახელებ) სამშენებლო კომპანიას სურს რომ მანდ სასტუმრო ააშენოს.

მაგრამ მამა კონსტანტინემ მოასწრო, აამოქმედა და ვერ ბედავენ, ასეა ჰაერში გამოკიდებული- არავსი არაა.
გამოსავალი ერთია: სანამ ეკლესია მოქმედებს მას დანგრევა არ ემუქრება.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 19 2007, 08:51 PM

ხათუნა

ეს ეკლესია შიგნით საავადმყოფოს შენობაში იყო?

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 19 2007, 09:19 PM

ნათია
არა ეკლესია იყო და მერე ''შემოაშენეს'' ზედ საავადყოფო და ეკლესია კი გადაიტიხრა ორ სართულად ერთში კლუბი გაკეთდა ( რომელშიც ახლა მამა კონსტანტინეა) მეორეში ფიზკულტურის დარბაზი. ანუ გამოდის რომ ეკლესია მოექცა შუა შაავადმყოფოს შენობაში.

სურათებზე რომ თაღებს ხედავთ გადალესილი იყო გარედან და ოთხკუთხედი ფორმა მიცემული, ფანჯრებში კი ''ჩეკანკა'' ჩასმული და ამ მეთოდით ამოქოლილი.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 19 2007, 10:22 PM

ხათუნა
კაი ეხლა შევიმუშაოთ მოქმედების გეგმა... smile.gif მორჩა მაგის გარჩევა თორე მერე ვიღაცეების ლანძღვაში გადავა laugh.gif ოხ ეს კომუ....

მოკლედ რა... მგონი ჯერ მამა ვახტანგს უნდა გავესაუბროთ ყველა... ის გვეტყვის როგორ შედგა მასსადა ახალ მფლობელებს შორის დიალოგი... ანუ
როგრი პასუხი მიიღო რა... რა ხალხია... და ასე შემდეგ...

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 19 2007, 10:27 PM

მოკლედ რაც ხათუნამ დაწერა ეგ არის smile.gif კიდევ შევხვდებით ალბათ იქითა პარასკევს ფორუმელები და უკეთესად დავალაგოდ აზრები და გავაანალიზოთ რა როგორ ჯობია smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 19 2007, 10:34 PM

თათარაშვილი
მაგას მარტო ფორუმელები ვერ გადავწყვეტთ . მამაოს შევხვდეთ და ეგაა.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 19 2007, 11:23 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Oct 19 2007, 10:34 PM) *

თათარაშვილი
მაგას მარტო ფორუმელები ვერ გადავწყვეტთ . მამაოს შევხვდეთ და ეგაა.


მე ვიგულისხმე ფორუმელები შევხვდებით მამაოს თქო თორე ისე აქ არა ვართ ფორუმელები? smile.gif

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 20 2007, 12:20 AM

ხო კარგი იქნება თუ იმ პარასკევს რეალურა დმოვლენ ის ფორუმელები რომლებმაც დაპოსტეს თანადგომის სურვილი, დღეს მარტო გიგა მოვიდა.
მართალია მე ინტერნეტი არ მქონდა და დრო გვიან დავწერე მაგრამ
იმპარასკევს უფრო ორგანიზებულად შევიკრიბოთ

თან გაგიცნობთ 2kiss.gif

თათარაშვილი
შემდეგ კვირას იმ უკვე აღდგენილი ეკლესიის სანახავად მივდივარ თეთრიწყაროსკენ (ფოტოები რომ გვაჩვენა) თუ გინდა წამოდი

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Oct 20 2007, 12:35 AM

ხათუნა
ხალხო მაინცდამაინც პარასკევი უნდა იყოს? სხვა დღე არ შეიძლება? sad.gif

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 20 2007, 12:44 AM

თათი87
მანდ მარტო პარასკევსაა მამა კონსტანტინე და იმიტომ.
დანარჩენი დღეები ქაშუეთში მსახურობს და შაბათ კვირას თეთრიწყაროს რაიონში გარბის. იქ ნანგრევებიდან აღადგინა მე-12 საუკუნის ეკლესია და იმას უვლის.


დღეს გახარებულმა მითხრა ეს არის მე 10 ეკლესია უმოქმედო ეკლესია რომელიც ავამოქმედეო. smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Oct 20 2007, 01:44 AM

ხათუნა
და ქაშუეთში რო მოვინახულოთ მამა კონსტანტინე და ვკითხოთ რა ჭირდებათ პირველ რიგში და რითი შევძლებთ რო დავეხმაროთ?

ციტატა
დღეს გახარებულმა მითხრა ეს არის მე 10 ეკლესია უმოქმედო ეკლესია რომელიც ავამოქმედეო.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს. უფრო და უფრო მეტი შეაძლებინოს smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 20 2007, 02:07 AM

თათი87
როგორც მოგეხერხებათ ისე მონახულეთ,

უბრალოდ თვითონაც თქვა კარგი იქნება თუ აქ მოხვალთ ყველა ერთადო, ლოცვასაც დაესწრებითო და ვისაუბრებთო. მისთვისაც ასე უფრო მოსახერხებელი ჩანს. საკმაოდ დიდი მრევლი ყავს და ქაშუეთში როცა მსახურობს ასე სასაუბრო სიტუაცია არა გმონია ქონდეს.

რა ვიცი ჩემთვის სულ ერთია მე ისედაც ვაპირებ პარასკევს მისვლას და ჯანმრთელობის ლოცვაზე დასწრებას. უმეტესობას როგორც გაწყობთ ისე ვქნათ.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Oct 20 2007, 12:33 PM

მაშინ ყველამ დავაფიქსიროთ რა აზრი ვისთვის რომელი დღე უფრო ხელსაყრელია. თუ მარტო მე ვერ ვახერხებ პარასკევს მაშინ პრობლემას არ შეგიქმნით თქვენ მიდით და დაელაპარაკეთ მამა კონსტანტინეს და მერე მე რომელიმეს შევხვდები და ვეცდები ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ამ კეთილ საქმეში.



უფალმა გაგვაძლიეროს ყველა smile.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Oct 20 2007, 01:31 PM

პარასკევს 1 საათზე მანდ მოსვლა ჩემთვის წარმოუდგენელია, სამსახურში ვარ... sad.gif

ყველაზე ადრე 6 საათზე შემიძლია სამუსაო დღეებში სადმე მისვლა...

თუ თქვენ წახვალთ და მამაოს შეხვდებით, მაცნობეთ რას გადაწყვეტთ და მეც აუცილებლად შევიტან ჩემს მცირე წვლილს...

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 23 2007, 11:36 AM

ხათო რა მოიფიქრეთ თანხას ვაგროვებთ თუ სხვა სახით ვეხმარებით ტაძარს?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 23 2007, 11:54 AM

სამწუხაროდ, მაგ დროისთვის ვერანაირად ვერ მოვახერხებ გამოსვლას

კითხეთ რა უფრო სჭირდება მამაოს და ავაგროვოთ თანხა

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 23 2007, 03:23 PM

ხათუნა

მე მოვალ უფლის წყალობით პარასკევს პირველ საათზე smile.gif

დაველაპარაკებით, რამეს მოვიფიქრებთ და მერე ფულსაც შევაგროვბთ, მე წამოვიღებ რამდენიც შემეძლება.

2kiss.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Oct 23 2007, 06:26 PM

თანხას პარასკევს აგროვებთ?

ვინ აგროვებს იქნებ გამაგებინოთ?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 23 2007, 07:30 PM

ხო მეც მოვდივარ და მეც მომაქ თანხა biggrin.gif მარიამმა მითხრა გამოგატანო და არ ვიცი ჯერ. ბალღებო ეგება რამე ხატი შეგვეწირა ჯერჯერობისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 23 2007, 07:36 PM

მე გნახავ თათარ ამ კვირაში, პარასკებს კი ნამდვილათ არ მეცლება

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 23 2007, 07:39 PM

პარასკევს მეც ვაპირებ მოსვლას smile.gif

ციტატა
მე გნახავ თათარ ამ კვირაში, პარასკებს კი ნამდვილათ არ მეცლება

ოკ smile.gif

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 24 2007, 03:52 AM

kato_Bato
ქავთარაძე
თათარაშვილი

მეც რა თქმა უნდა მოვალ. 1 ზე იქ ვიქნები.

yes.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Oct 24 2007, 09:30 AM

ხალხო პარასკევს 1-ზე ნამდვილად ვერ მოვალ თუმცა დიდი სურვილი მაქვს მოსვლის. ამიტომ იქნებ შემატყობინოთ, ფულს ვინ აგროვებს და როდის? რო მიმ კვირაში დავუკავშირდე ან სადმე შევხვდე smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Oct 24 2007, 03:37 PM

ციტატა(lamasvani @ Oct 24 2007, 03:34 PM) *

არც თქვენ გირჩევთ smile.gif

რისთვის აგროვებენ ფულს?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 25 2007, 07:05 PM

ხათუნა

მე მოვდივარ smile.gif

მეცხრე საავადმყოფო ის არის, ვაკის პარკთან როა ხო?

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 25 2007, 07:34 PM

kato_Bato
ხო დაახლოებით. მთლად პარკთან არაა. საიდან მოდიხარ მითხარი და აგიხსნი უფრო ზუსტად ან პმ მოგწერ ტელეფონს და დამირეკე ხვალ

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 25 2007, 08:27 PM

ხალხოოოო არაა სირცხვილიიი? კაცოოო საქეიფოდ მიდიხართ და ამ კაი საქმეზე არა ხო? დეეედაააა... სირცხვილი... ალბათ მერე იტყვიან ნეტავი მოგცლიაო...

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 25 2007, 08:42 PM

რატო ქავტარ არ შეიძლება პატარაც წაიქეიფო და კეთილი საქმეც აკეთო?


პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Oct 26 2007, 01:16 AM

უკვე მესამედ ვპოსტავ იგივეს smile.gif ვინმე გამცემს პასუხს? თუ არა და კარგად იყავით tongue.gif



ფულს ვინ აგროვებს, როდის ან სად? პარასკევს მე ვერ მოვალ ამიტომ სხვა დროს შევხვდები როგორმე იმას ვინც თანხას აგროვებს.




ერთი პასუხი რა გახდა? sad.gif

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 26 2007, 01:29 AM

თათი87
ჯერ არაფერს არ ვაგროვებტ, ნუ გვიბრაზდები. ხვალ მოძღვართან გასაუბრების მერე გადავწყვეტთ რითი დავეხმაროთ და შესაბამისად გვეცოდინება რამდენი ავაგროვოთ

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 26 2007, 11:20 AM

წვიმს და პატლოში რომ ჩავეკვეხო დამცინებენ? huh.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 26 2007, 11:33 AM

kato_Bato
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ვაიმეეე რა მაგარი ხაარ biggrin.gif მაგარი საყვარელი იქნებიიიი 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 26 2007, 11:49 AM

kato_Bato
მე არ დაგცინებ, ალბათ არც ქავთარაძე და მეტი არავინ მოდის. ეტყობა სიკეთის კეთება ცოტა ამინდთანაც ყოფილა დაკავშირებული sad.gif


პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 26 2007, 11:50 AM

ხათუნა
ხათო, ახლა ჩვენ შევხვდეთ და მოვილაპარაკოთ, მერე ვინც დღეს სამსახურშია და ვერ მოდის ამ დროს ყველა შემოგვიერთდება, აგერ თათია იხვეწება ამდენი დღეა, ნათიაც და სხვებიც დარწმუნებული ვარ გველოდებიან რას გავარკვევთ 2kiss.gif

არ ინერვიულო smile.gif

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 26 2007, 11:53 AM

kato_Bato
არ ვნერვიულობ, ვხუმრობ. 2kiss.gif


თათარაშვილმა დამირეკა ეგეც ვერ მოვა, კოლეჯშია და 1 ზე ვერ ახერხებს.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 26 2007, 11:54 AM

kato_Bato

მე გელოდებით! სამწუხაროდ, ვერ მოვალ

ოფები წაიშლება

პოსტის ავტორი: lamasvani თარიღი: Oct 26 2007, 01:41 PM

uamravi taZari gvengreva Tavze sad.gif ;(

da ra dros mecxre vsaavadmyofos taZaria ohmy.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 26 2007, 04:21 PM

lamasvani

ციტატა
uamravi taZari gvengreva Tavze ;(

da ra dros mecxre vsaavadmyofos taZaria

ეს ტაძარი თუ დაინგრევა, იმ სხვებრს რა შეღავათი?

ტაძარი იმიტომ არ უნდა დაინგრეს, რომ პირველ რიგში ტაძარია..
მერე მისი ეროვნული და კულტურული ღიერებულებები..

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 26 2007, 04:25 PM

kato_Bato

კატ, ნახეთ მამაო?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 26 2007, 04:34 PM

ვიყავით ამ ტაძარში, ვესაუბრეთ მოძღვარს და ის სია გადმოვიწერე, რა მასალაც ამ ტაძარს აღდგენისთვის და ცოტათი მაინც წელში გამართვისთვის სჭირდება:


ტაძრის სიგრძე არის დაახლოებით 22 მ., სიგანე 17 მ.
სულ დაახლოებით 380 კვ.მ

1კვ.მ მოზაიკა ჯდება დაახლოებით 20 ლარი.


1. იატაკის მოზაიკით მოპირკეთება: დაახლ. 10.000ლ
2.ჭერის ჩამოხსნა და თაღის მოწყობა: დაახლ. 15.000ლ
3.ხარაჩოების მოწყობა და დაშლა: დაახლ. 3.000ლ
4.დაძრის "დაშპავლა" და შეღებვა: დაახლ. 10.000ლ
5. გათბობა 5,000ლ
6.თაღიანი კარი 3 ცალი, ხის :დაახლ. 2.000ლ
7.აგურის კანკელი და ხატები: დაახლ. 10.000ლ
8.ზარი 3ცალი : დაახლ. 6.000
9. დიდი შანდლები და შვიდსანთელი: დაახლ. 3.000ლ
10.ტრაპეზის სახარება გამშვენებული: დაახლ. 1.800ლ
11.მღვდლის შესამოსელი, ფარდები, გადასაფარებლები, სამღვდელმსახურო წიგნები... დაახლ. 3.000ლ
12.ხატები ბლომად: დაახლ. 5,000ლ

სულ სავარაუდოდ 74,000 ლარი სჭირდებათ...

sad.gifამ თანხებს ჩვენ ვერ შევწვდებით, მაგრამ იქნებ ვინმე გამოჩნდეს ვინც რამეში მაინც შეეწევა, ჩვენ კი თუნდაც მღვდლის შესამოსელის ან ხატის ყიდვა შევძლოთ...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 26 2007, 04:41 PM

ციტატა
ჩვენ კი თუნდაც მღვდლის შესამოსელის ან ხატის ყუდვა შევძლოთ...


მღვდლის შესამოსელს ჩვენ ვერ ვიყიდით, მამაოს თანხა გადავცეთ და თვითონ იყიდის. (ნეტა რა ღირს შესამოსელი?)

ან ხატი შევწიროთ



პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Oct 26 2007, 05:21 PM

ტაძარი აგებული ყოფია XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. ტაძრის აგებაში დიდი წვლილი შეუტანია მღვდელს ეპიფანე ჯაოშვილს, რომლის შთამომავალი ქალბატონი დღეს ტაძარში ბრძანდებოდა smile.gif
დაბლა ყოფილა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი, მაღლა ანდრია პრველწოდებულის სახელობის.
ეს ყველაფერი ერთმა ქალბატონმა გვითხრა, რომელმაც "აღმოაჩინა" და წამოიწყო ამ ტაძრის აღდგენა.


პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 26 2007, 05:46 PM

ციტატა
1. იატაკის მოზაიკით მოპირკეთება: დაახლ. 10.000ლ
2.ჭერის ჩამოხსნა და თაღის მოწყობა: დაახლ. 15.000ლ
3.ხარაჩოების მოწყობა და დაშლა: დაახლ. 3.000ლ
4.დაძრის "დაშპავლა" და შეღებვა: დაახლ. 10.000ლ
5. გათბობა 5,000ლ
6.თაღიანი კარი 3 ცალი, ხის :დაახლ. 2.000ლ
7.აგურის კანკელი და ხატები: დაახლ. 10.000ლ
8.ზარი 3ცალი : დაახლ. 6.000
9. დიდი შანდლები და შვიდსანთელი: დაახლ. 3.000ლ
10.ტრაპეზის სახარება გამშვენებული: დაახლ. 1.800ლ
11.მღვდლის შესამოსელი, ფარდები, გადასაფარებლები, სამღვდელმსახურო წიგნები... დაახლ. 3.000ლ
12.ხატები ბლომად: დაახლ. 5,000ლ

სულ სავარაუდოდ 74,000 ლარი სჭირდებათ...

ფაქტიურად თავიდან ასაშენებელი ყოფილა

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 26 2007, 06:31 PM

ესეც მამა კონსტანტინე. rolleyes.gif მინდა რომ ნახოთ მოძღვარი, რომელმაც 10 მიტოვებული ეკლესია აამოქმედა.
როგორც დღეს გვითხრა სამშაბათს მიდის ერთ ერთ მათგანში წირვის ჩასატარებლად. თეთრიწყაროსთან არის ის ეკლესია რომელიც ნახევრად დანგრეული იყო და წლების მანძილზე აღდგენდა ახლა უკვე ამოქმედდა. ვისაც გსურთ შეგიგვიძლია წავიდეთ. მე ფოტოებზე ვნახე და ძალიან მომეწონა.
http://imageshack.us


პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 26 2007, 07:04 PM

ციტატა(lamasvani @ Oct 26 2007, 02:41 PM) *

uamravi taZari gvengreva Tavze sad.gif ;(

da ra dros mecxre vsaavadmyofos taZaria ohmy.gif

შენ ხო მაინც არ განაღვლებს არა როგორც წავიკითხე მილიონი რო გქონდეს ამ კეთილი საქმისთვის ლარს არ გაიღებ და ახლა რაღას ლაპარაკობ

ციტატა(ნათია @ Oct 26 2007, 05:41 PM) *

მღვდლის შესამოსელს ჩვენ ვერ ვიყიდით, მამაოს თანხა გადავცეთ და თვითონ იყიდის. (ნეტა რა ღირს შესამოსელი?)

ან ხატი შევწიროთ

ნათ ხატის ყიდვის ნაცვლათ ბარძიმ ფეშხუმის ფული რო მოვაგროვოთ უკეთესი არ იქნება? 500ლარი უნდა ღირდეს, ამდენნი ვართ ყველამ თუნდაც 5ლარი რო დავდოთ მოვაგროვებთ, შეიძლება არც კი Hქონდეთ, გავიგოთ ბევრგან არარი მაგალითად ჩემი მოძღვარი სამ ტაძარშია და მარტო ერთი ბარძიმ ფეშხუმი გვაქ, ახლა სოფელში ჩვენც გვინდა ავაგოროვოთ მაგისთვის თანხა ახლა აღვადგინეთ და აკურთხეს კიდეც ჩვენი ტაძარი, იმედია ამ ზაფხულს მოგალოცინებთ რკონის ხეობას

მე როგორც ვიცი სახარება შემკული ღირს 1000 ლარი სხვათაშორის მერაბ დვალმა ჩვენ დიდებული სახარება შემოგვწირა მადლი როა მაღაზია მაგის უფროსი,მანდ დახლოვებით 800ლარამდე ღირს და რატო წერია ამხელა თანხა? ვინ თქვამასე ღირსო?1.800

ციტატა(kato_Bato @ Oct 26 2007, 05:34 PM) *

ვიყავით ამ ტაძარში, ვესაუბრეთ მოძღვარს და ის სია გადმოვიწერე, რა მასალაც ამ ტაძარს აღდგენისთვის და ცოტათი მაინც წელში გამართვისთვის სჭირდება:
ტაძრის სიგრძე არის დაახლოებით 22 მ., სიგანე 17 მ.
სულ დაახლოებით 380 კვ.მ

1კვ.მ მოზაიკა ჯდება დაახლოებით 20 ლარი.
1. იატაკის მოზაიკით მოპირკეთება: დაახლ. 10.000ლ
2.ჭერის ჩამოხსნა და თაღის მოწყობა: დაახლ. 15.000ლ
3.ხარაჩოების მოწყობა და დაშლა: დაახლ. 3.000ლ
4.დაძრის "დაშპავლა" და შეღებვა: დაახლ. 10.000ლ
5. გათბობა 5,000ლ
6.თაღიანი კარი 3 ცალი, ხის :დაახლ. 2.000ლ
7.აგურის კანკელი და ხატები: დაახლ. 10.000ლ
8.ზარი 3ცალი : დაახლ. 6.000
9. დიდი შანდლები და შვიდსანთელი: დაახლ. 3.000ლ
10.ტრაპეზის სახარება გამშვენებული: დაახლ. 1.800ლ
11.მღვდლის შესამოსელი, ფარდები, გადასაფარებლები, სამღვდელმსახურო წიგნები... დაახლ. 3.000ლ
12.ხატები ბლომად: დაახლ. 5,000ლ

სულ სავარაუდოდ 74,000 ლარი სჭირდებათ...

sad.gifამ თანხებს ჩვენ ვერ შევწვდებით, მაგრამ იქნებ ვინმე გამოჩნდეს ვინც რამეში მაინც შეეწევა, ჩვენ კი თუნდაც მღვდლის შესამოსელის ან ხატის ყიდვა შევძლოთ...

ეკატერინე ეს ინფორმაცია ვინ მოგაწოდა?რო ეს თანხა საჭირო?

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 26 2007, 07:06 PM

ციტატა
ეკატერინე ეს ინფორმაცია ვინ მოგაწოდა?რო ეს თანხა საჭირო?


ციტატა
იყავით ამ ტაძარში, ვესაუბრეთ მოძღვარს და ის სია გადმოვიწერე, რა მასალაც ამ ტაძარს აღდგენისთვის და ცოტათი მაინც წელში გამართვისთვის სჭირდება:


ლოგიკურად მოძღვარმა.

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 26 2007, 07:08 PM

ციტატა(თათარაშვილი @ Oct 26 2007, 08:06 PM) *

ლოგიკურად მოძღვარმა/

არა თატარ წელ ჩვენთან აღვადგინეთ ტაძარი და საკმაოდ გავერკვიე უბრალოდ შემკული სახარების ფასმა დამაბნია, კიუფროძვირიც ღირს მაგრამ 1000ლარის ფარგლებში ძალიან დიდებულათ შემკული სახარება იყიდება, ბარძიმ ფეშხუმიც არ ექნებათ მგონი და ეგ ხო არ შეგვეწირა?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 26 2007, 07:10 PM

t.d

ციტატა
ეკატერინე ეს ინფორმაცია ვინ მოგაწოდა?რო ეს თანხა საჭირო?

მოძღვრის სიიდან გადმოვწერე...
ასე ეწერა, "ტრაპეზის სახარება გამშვენებული..."

შეიძლება "ტრაპეზი, სახარება გამშვენებული" ეწერა და შემეშალა? blink.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 26 2007, 07:16 PM

ციტატა(kato_Bato @ Oct 26 2007, 07:10 PM) *

t.d

მოძღვრის სიიდან გადმოვწერე...
ასე ეწერა, "ტრაპეზის სახარება გამშვენებული..."

შეიძლება "ტრაპეზი, სახარება გამშვენებული" ეწერა და შემეშალა? blink.gif


laugh.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 26 2007, 07:18 PM

თათარაშვილი
რა გაცინებს huh.gif იიი sad.gif biggrin.gif

ტრაპეზი როგორ უნდა იყიდო?

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 26 2007, 07:23 PM

ციტატა(kato_Bato @ Oct 26 2007, 08:10 PM) *

t.d

მოძღვრის სიიდან გადმოვწერე...
ასე ეწერა, "ტრაპეზის სახარება გამშვენებული..."

შეიძლება "ტრაპეზი, სახარება გამშვენებული" ეწერა და შემეშალა? blink.gif

არა ეკატერინე შემკული სახარება უფრო ძვირიც კი ღირს მაგრამ საშვალო ფასი თან ძალიან კარგათ შემკობილი 1000ლარამდე ღირს ჩვენ რო შემოგვწირეს 750ლარი ღირდა და ძალიან დიდებულათ იყო შემკული, ბარძიმ ფეშხუმი აქვთ?500ლარად ვიYიდით და მაგისთვის ხო არ ავკროFოთ თანხა?მსურველების სია დაიწეროას და ავკრიFოთ თანხა

ციტატა(kato_Bato @ Oct 26 2007, 08:18 PM) *

თათარაშვილი
რა გაცინებს huh.gif იიი sad.gif biggrin.gif

ტრაპეზი როგორ უნდა იყიდო?

რატო ტრაპეზის შეწირვა რა არ შეიძლება/? თუ ტაძარში არა ტრაპეზი და შესწირო ძალიან კაი იქნება
მარმარილოს ქვა ან შეიძლება ბოლნისში მოიპოვება კიდე კაი ქვა ისიჩ შეიძლება გამოიყენო რომელიც 1500ლარამდე ჯდება მერე სამებაში დამუშავებენ და გასწორებენ ჩვენ მასე გავაკეთეთ

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 26 2007, 07:27 PM

მოკლედ ხათუნას ვთხოვოთ და კიდევ ერთხელ გადაამოწმებს მაგ სიას.
ალბათ, "ტრაპეზი, შემკული სახარება", ასე იგულისხმებოდა.

მაგრამ ეგრე უფრო ძვირი არ ჯდება?

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 26 2007, 07:35 PM

ციტატა(kato_Bato @ Oct 26 2007, 08:27 PM) *

მოკლედ ხათუნას ვთხოვოთ და კიდევ ერთხელ გადაამოწმებს მაგ სიას.
ალბათ, "ტრაპეზი, შემკული სახარება", ასე იგულისხმებოდა.

მაგრამ ეგრე უფრო ძვირი არ ჯდება?

შეიძლება მაგ თანხაში ტრაპეზიც იგულისხმება, და თვითონ ტრაპეზის სახარებაც შემკული. ისე ჯობია ფულის გადაცემას ერთერთის თანხა შევაგროვოთ, მაგალითად რაც დავწერე ბარძიმ ფეშხუმი და ტრაპეზის ჯვარსაც თუ შევძლებთ კაი იქნება სუ 800ლარის თანხა საჭირო

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 26 2007, 07:40 PM

იქნებ სჯობს ჩვენ ავაგროვოთ თანხა და რამდენიც შეგვიგროვდება ,მერე ვუყიდოთ რასაც გავწვდებით.


სამშაბათს არ გინდათ წავყვეთ თეთრიწყაროში წირვაზე? ლამაზი ადგილია და პატარა ძალიან საყარელი ეკლესია (რაც ფოტოებით ვნახე) წირვასაც დავესწრებით და ''პიკნიკიც'' გამოგვივა. თუ მოიფიქრებთ წავიდეთ.

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 26 2007, 07:49 PM

ხატო უბრალოთ ჩვენ მიზნათ დავისახოთ რაიმე კონკრეტული თანხა და აუცილებლათ ავაგროვებთ უფლის წყალობით მე მჯერა. თან ეგ ტაძარი ერთ და ორთვეში ვერ აღდგებაასერომ დრო დიდი გვაქ, მამაოს შევთავაზოთ ჩვენი აზრი ტრაპეზის და ბარძიმფეშხუმის შესახებ სა ფორუმელების დახმარებით ერთ ორ თვეში ალბათ ავაგროვებთ ამ თანხას არ მეთანხნები?დავიჯერო 100კაცი მაინც არ იქნება მსურველი ბარძიმ ფეშხუმი რო მაინც შევიძინოთ ექსკურსისთვის და მოსალოცათ მიდიან 50კაცამდე და ეს უფრო კაიარა ტაძარს ასეთ დიდებულ რამეს რო შევწირავთ, თუ მეტს ავაგროვებთ ჯვარსაც შევწირავთ რომელიც,200ლარიდან 300ლარამდე ღირს, მოდით მამაოს დაველაპარაკოთ ამის შესახებ, ხო მართლა რითი მიდიხართ?

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 26 2007, 08:37 PM

t.d
გეთანხმები, კარგი აზრია. ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვნახოთ ქაშვეთში და ვესაუბროთ. მე ტელეფონის ნომერიც მაქვს თუ დაგვჭირდება დავურეკოთ.
დღეს მინდოდა ფორუმელებს იმ (თეთრიწყაროს) ეკლესიის ფოტოები ენახათ და თან არ ქონდა, მოდით ხვალ ქაშვეთში და განახებთო



როგორც თქვა თუ ძალიან ცუდი ამინდი არ იქნება სამშაბათს დილით ქაშვეთის ეკლესიასთან შევიკრიბოთ მსურველები და ვიქირავებთ ავტობუსსო. ეგრე დადიან ხოლმე სხვა დროსაც. მე არასდროს ვყოფილვარ. ორშაბათს დამირეკეთ და მეცოდინება ზუსტადო. ერთი ვიცი რომ გასვლა არის ხოლმე დილის 8 საათზე. მე კი მყავს მანქანა მაგრამ იქ ვერ ავა. ან თუ ავა შეიძლება დაზიანდეს.


პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 26 2007, 08:42 PM

ციტატა(ხათუნა @ Oct 26 2007, 09:37 PM) *

t.d
გეთანხმები, კარგი აზრია. ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვნახოთ ქაშვეთში და ვესაუბროთ. მე ტელეფონის ნომერიც მაქვს თუ დაგვჭირდება დავურეკოთ.
დღეს მინდოდა ფორუმელებს იმ (თეთრიწყაროს) ეკლესიის ფოტოები ენახათ და თან არ ქონდა, მოდით ხვალ ქაშვეთში და განახებთო
როგორც თქვა თუ ძალიან ცუდი ამინდი არ იქნება სამშაბათს დილით ქაშვეთის ეკლესიასთან შევიკრიბოთ მსურველები და ვიქირავებთ ავტობუსსო. ეგრე დადიან ხოლმე სხვა დროსაც. მე არასდროს ვყოფილვარ. ორშაბათს დამირეკეთ და მეცოდინება ზუსტადო. ერთი ვიცი რომ გასვლა არის ხოლმე დილის 8 საათზე. მე კი მყავს მანქანა მაგრამ იქ ვერ ავა. ან თუ ავა შეიძლება დაზიანდეს.

შენ იქნები ხვალ ქაშვეთში?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 26 2007, 10:25 PM

t.d

ციტატა
ნათ ხატის ყიდვის ნაცვლათ ბარძიმ ფეშხუმის ფული რო მოვაგროვოთ უკეთესი არ იქნება?

ნუ მამა ვახტანგმა რაც გვთხოვა ჯერ ეგ შევასრულოთ...
მე ხარაჩოებზე ბიძაჩემს დაველაპარაკები ეგება რამე გამოვიდეს...

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Oct 26 2007, 11:57 PM

ქავთარაძე
კონსტანტინემ biggrin.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Oct 27 2007, 04:57 AM

smile.gif მეც ვფიქრობ რომ ბარძიმ-ფეშხუმის ყიდვა კარგი იქნება.

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 27 2007, 03:43 PM

დღეს ვესაუბრე მამაოს ვკითხე ფიზიკურად თუ შჭირდებოდა დახმარება და მითხრა ერთი ხუთი ბიჩი ერთი დღით მაინც თუ მომეხმარებით ამ ორიკვირის განმავლობაში კაი იქნებაო ტელეფონი ვიცი და რო მოვგროვდებით და დღეს ვნახავთ თავისუფალს მამაოს დაუკავშირდები აბა მსურველებო




ბარძიმ ფეშხუმი ხვტის წყალობით ჰქონიათ და ტრაპეზის სახარება შჭირდებათ ასე თქვა არ გვაქვსო, დღეს ვნახე რა ღირდა 840ლარიდა500ლარი ზომებშია სხვაობა 500ლარიანიც კაი იქნება გთხოვთ ეგ შევწიროთ რა თან დრო გვაქ ერთი სამი თვე მაინც და ამ თანხას უფლის შეწევნით ავაგროვებთ ამ მე ავკრიფავ ან ხათომ ითავოსმ,თქვენ რას ფირობთ ამის შესახებ? მგონი კაი იქნება რო უთხარი იმ ჩამონათვალიდან რაიმის შემოწირვა გვინდა მეთქი ძალიან გაუხარდა და ვიფიქრე სახარება კაი აზრია მეთქი და მან თქვა თუ შემოწირავთ ძალიან კაირგ საქმეს გაკეთებთ ამითო, აბა დავდგეთ ერთმანეთის გვეძე და ამ სამ თვეში ავაგროვოთ თანხა ვისაც რის საშვალება გვაქ თუნდაც თითო ლარით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 27 2007, 03:50 PM

t.d

გაიხარე!


ციტატა
აბა დავდგეთ ერთმანეთის გვეძე და ამ სამ თვეში ავაგროვოთ თანხა ვისაც რის საშვალება გვაქ



ვუერთდები თხოვნას!


ნოემბრის დასაწყისიდან დავიწყოთ აგროვება და 2 თვის განმავლობაში იქნებ ავაგორვოთ 500 ლარამდე



პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 27 2007, 04:01 PM

ციტატა(ნათია @ Oct 27 2007, 03:50 PM) *

t.d

გაიხარე!
ვუერთდები თხოვნას!
ნოემბრის დასაწყისიდან დავიწყოთ აგროვება და 2 თვის განმავლობაში იქნებ ავაგორვოთ 500 ლარამდე

ხო ძალინ კაი ზომის და ძალიამ დიდებუილი სახარება ორ სამთვეში კი მოვახერხებთ ამ თანხის აგროვებას ამაზე მგონი უკეტესი იქნებოდა ახალი თემის გახსნა.

და ვონ ითაოს აგროვება? თემის გამხსნელმა ხო არა ხათუნამ, თუ გინდათ მე ავაგროვებ ან შენ

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 27 2007, 04:04 PM

t.d

ციტატა
დღეს ვესაუბრე მამაოს ვკითხე ფიზიკურად თუ შჭირდებოდა დახმარება და მითხრა ერთი ხუთი ბიჩი ერთი დღით მაინც თუ მომეხმარებით ამ ორიკვირის განმავლობაში კაი იქნებაო ტელეფონი ვიცი და რო მოვგროვდებით და დღეს ვნახავთ თავისუფალს მამაოს დაუკავშირდები აბა მსურველებო

რაცხა კაი კაცი ხარ შენ, ხომ იცი 2kiss.gif

შევაგროვოთ ბავშვებო კი, მე გუშინ მინდოდა ხათუნასთვის მიმეცა ფული, მაგრამ არ გამომართვა, შესწირეო ავდექი და შესაწირში ჩავაგდე, იმ თვეშიც შემოგიერთდებით, ღვთის შეწევნით smile.gif

ოღონდ მე თუ მოსვლა ვერ მოვახერხე, მერე იქნებ ვინმე შემხვდეს იმიტომ, რომ უკვე დიდი ღიპი მექნება და ალბათ მარტო ცოტას ვივლი ...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 27 2007, 04:07 PM

ციტატა(t.d @ Oct 27 2007, 05:01 PM) *

და ვონ ითაოს აგროვება? თემის გამხსნელმა ხო არა ხათუნამ, თუ გინდათ მე ავაგროვებ ან შენ



ან შენ ან ხათუნამ... smile.gif


იქნებ მეგობრებშიც გავავრცელოთ და ვინმეს ქონდეს დახმარების სურვილი

kato_Bato

ციტატა
ოღონდ მე თუ მოსვლა ვერ მოვახერხე, მერე იქნებ ვინმე შემხვდეს იმიტომ, რომ უკვე დიდი ღიპი მექნება და ალბათ მარტო ცოტას ვივლი ...



კატ, შენ არ ინერვიულო მაგაზე 2kiss.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 27 2007, 04:13 PM

ციტატა(kato_Bato @ Oct 27 2007, 04:04 PM) *

t.d

რაცხა კაი კაცი ხარ შენ, ხომ იცი 2kiss.gif

შევაგროვოთ ბავშვებო კი, მე გუშინ მინდოდა ხათუნასთვის მიმეცა ფული, მაგრამ არ გამომართვა, შესწირეო ავდექი და შესაწირში ჩავაგდე, იმ თვეშიც შემოგიერთდებით, ღვთის შეწევნით smile.gif

ოღონდ მე თუ მოსვლა ვერ მოვახერხე, მერე იქნებ ვინმე შემხვდეს იმიტომ, რომ უკვე დიდი ღიპი მექნება და ალბათ მარტო ცოტას ვივლი ...

გმადლობთ. biggrin.gif სხვათაშორი მე მაქ გამოცდილება ტაძრის აღდგენის და როვიცი რა ძნელიცარი ამიტომ მინდა რო სხვას რაიმე თუნდაცმინიმალური თანხით ან რაიმე შემოწირულობით დავეხმაროთ, ამ ქვეყნად სხვა რისთვის ვართ მოვლენილები თუ კაი საქმე არ ვაკეთეთ და ერთმანეთს არ ამოუდექით მხარში

ციტატა(ნათია @ Oct 27 2007, 04:07 PM) *

ან შენ ან ხათუნამ... smile.gif
იქნებ მეგობრებშიც გავავრცელოთ და ვინმეს ქონდეს დახმარების სურვილი

kato_Bato
კატ, შენ არ ინერვიულო მაგაზე 2kiss.gif

მე ეგ უკვე ვიფიქრე მეგობრებსაც უნდა ვთხოვე

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 27 2007, 04:31 PM

ტექსტი დავწეროთ და გავავრცელოთ.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 27 2007, 04:37 PM

გთხოვთ, forum.ge-ზე ვინც არის დარეგისტრირებული თემა გახსენით და იქნებ ისინიც შემოგვიერთდნენ smile.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 27 2007, 04:49 PM

ციტატა(ნათია @ Oct 27 2007, 04:37 PM) *

გთხოვთ, forum.ge-ზე ვინც არის დარეგისტრირებული თემა გახსენით და იქნებ ისინიც შემოგვიერთდნენ smile.gif

კაი აზრია ნათ, მე მეგობრებსაც ვთხოვ დახმარებას

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Oct 27 2007, 11:04 PM

გუშინ გადაღებულ სურათებს ვდებ
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Oct 27 2007, 11:16 PM

ამ სურათზე სწორედ ის ქალია, ვინც ამ ტაძრის აღდგენის საქმე წამოიწყო
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 27 2007, 11:21 PM

ციტატა(იოანა @ Oct 28 2007, 12:16 AM) *

ამ სურათზე სწორედ ის ქალია, ვინც ამ ტაძრის აღდგენის საქმე წამოიწყო
IPB-ს სურათი

დღეს ვსაუბრე მამოს, მაგასთან დაკავშირებით, სამსაბათს წამოხვალ ლოცვაზე?

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Oct 27 2007, 11:23 PM

IPB-ს სურათი

ციტატა
დღეს ვსაუბრე მამოს, მაგასთან დაკავშირებით, სამსაბათს წამოხვალ ლოცვაზე?


რასთან დაკავშირებით?
ვეცდები

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 27 2007, 11:27 PM

ციტატა(იოანა @ Oct 28 2007, 12:23 AM) *

IPB-ს სურათი
რასთან დაკავშირებით?
ვეცდები

მაგ ტაზართან დაკავშირებით ფიზიკურათაც სჩირდებათ დახმარება და მე აღუთქვი დახმარება, თან გვინდოდა რამის შეწირვა დაველაპარაკე და კაი იქნება ტრაპეზის სახარებას თუ შემოსწირავთო გვინდოდა ბარძიმ ფეშხუმი მაგრამ ის უკვე შეუწირიათ მიდი ნახე ჩემი თემა ტრაპეზის სახარებასაზეა გახსნილი

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Oct 27 2007, 11:29 PM

IPB-ს სურათი

ციტატა
მიდი ნახე ჩემი თემა ტრაპეზის სახარებასაზეა გახსნილი


კარგი smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)