IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა?
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 17 2011, 11:44 PM
პოსტი #61


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



A.V.M
ციტატა
ძალიან ცუდი ლოგიკური აზროვნება და დედუქციის ნიჭი მაქვს და ვერ მივხვდი 53-ე პოსტში რას გულისხმობ?


თქვენი სურვილი იყო (და მეც დაგეთანხმეთ), რომ დიალოგი გამართულიყო ზედმეტი ირონიის თუ ზომიერების ფარგლებში). თქვენ თუ დედუქციას იყენებთ იქ, სადაც არაფერი წერია, კარგად გქონიათ საქმე.

მე კი თქვენს ირონიას ვუპასუხებ, რომ ჩემი პასუხი ვერ დაიდო საიტზე არსებული (ჩემთვის უცნობი) ტექნიკური წუნის გამო. იმედია ეს პასუხი გამოქვეყნდება და თუ ასე მოხდა, ჩემს წინა პასუხსაც მივაყოლებ.







A.V.M
ციტატა
მოდი ასე ვთქვათ ნოემ რომ დაწყევლა ქამის მთელი შთამომავლობა რა მოხდა?
ქამის შვილთაშვილის შვილი რა შუაში იყო იმასთან რომ ქამმა დასცინა მთვრალ ნოეს?
მაგრამ ფაქტია ქამის მთელი მოდგმა დაისაჯა.
რამდენად მართლმადიდებლურია ეს შენ მითხარი.


ჩემი პასუხის გაცემისას გამოვდივარ იმ შეხედულებიდან, რომ ვესაუბრები მართლმადიდებელ ადამიანს (თუ ასე არ არის, გთხოვთ შემისწოროთ). ამიტომაც, ვერ ვიტყვი, რომ წყევლა-კრულვის საკითხი უნდა დავიწყოთ ძველაღთქმისეული მაგალითებიდან (თუმცა, სწორედ ძველი აღთქმა მოწმობს იმას, რომ მამათა ცოდვის გამო შვილები არ უნდა დაისაჯონ, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ).


"დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი. შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას. აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ. გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!" (დაბ. 9:20-25).

ეს მუხლები, როგორც ბიბლის კომენტატორები განმარტავენ, წარმოადგენს ნოეს შთაგონებულ წინასწარმეტყველბას ქანანის მოდგმაზე. ნოემ, რომელმაც თავისი შვილების საქციელში გარკვეული მიდრეკილებები შენიშნა (რომლებიც უცილობლივ უნდა ასახულიყო მათ მოდგმაზე), ყოველ მათგანს, მათ შთამომავლობასთან ერთად, თავისი მომავალი უწინასწარმეტყველა. ამდენად, ნოეს "წყევლა", ეს არის ერთგვარი წინასწარმეტყველება ქამის შთამომავლობის მომავალზე.


ბუნებრივია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ქამის შთამომავლობა ცუდი მხოლოდ ნოეს წყევლის გამო გახდა. ქამის შთამომავლობის უვარგისობა თვით ქამში არსებულ და ნოეს მიერ განჭვრეტილ მიდრეკილებებსა და თვისებებში მდგომარეობს, რაც ნოემ თავის შემცოდე შვილს წინასწარ აუწყა.

რატომ დაიწყევლა ქანაანი, ქამის მოდგმა და არა ქამი, ცოდვის უშუალო ჩამდენი? წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით: "უმიზნოდ და ამაოდ როდი ახსენა წერლიმა ქამის შვილი, არამედ ერთგვარი დაფარული მიზეზით. ნოეს უნდოდა ქამის დასჯა მოყენებული შეურაცხყოფისთვის, მაგრამ ამავე დროს, არ სურდა დაერღვია ღმრთის მიერ მისთვის მიცემული კურთხევა. როდესაც კიდობნიდან გამოვიდნენ: "აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა" (დაბ. 9:1).

შემდეგ ოქროპირი დეტალურად გვიხსნის, რომ ნოემ, წყევლა დაადო რა ქანაანს, - რომელშიც ყველაზე მეტად იყო განხორციელებული მამის ტიპიური თვისებები, ყველაზე მეტად ჰგავდა მამას და რის გამოც ქამს ის ყველაზე მეტად უყვარდა, - ამით თვით ქამს შეეხო და დასაჯა. ამდენად, ნოე თვით ქამს არ შეეხო უფლის კურთხევის გამო, მაგრამ დაუსჯელი მაინც არ დატოვა და ამცნო მას თავისი შთამომავლობის მომავალი.


მეორე, როდესაც წყევლა-კრულვაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ უნდა გამოვდიოდეთ, ახალაღთქმისეული სწავლებიდან, ქრისტეს მოძღვრებიდან, რომელმაც გააუქმა აჩრდილი (ანუ ძველი აღთქმა) და გამოაბრწყინვა ჭეშმარიტება. ჩვენ, როგორც ქრისტეანები, ნებისმიერ საკითხში აჩრდილის (ძველი აღთქმის) მაგალითებით კი არ უნდა ვხელმძღვანელობდეთ, არამედ ახალი აღთქმის სწავლებით. პრიორიტეტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნებისმიერ საკითხში ყოველთვის ეკუთვნის ახალ აღთქმას. მოციქულთა და წმიდა მამათა სწავლებას.

ამაზე წინასწარმეტყველებდნენ ძველ აღთქმაშიც. აი, მაგალითად, რას ამბობს ღმერთი წინასწარმეტყველ ეზეკიელის პირით: "თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს! ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება. თუ ბოროტეული განუდგება ყველა თავის ცოდვას, რაც ჩაუდენია, დაიცავს ყველა ჩემს წესს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება; არცერთი შეცოდება, რაც ჩაუდენია, არ გაუხსენდება; თავისი სიმართლით, როგორც იქცეოდა, იცოცხლებს. განა მსურს ბოროტეულის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, არამედ რომ მოიქცეს თავისი გზებიდან და იცოცხლოს. თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და ჩაიდენს უკეთურებას, ჩაიდენს ყველა სისაძაგლეს, რასაც ბოროტეული სჩადის, იცოცხლებს განა? ყოველი სიკეთე, რაც გაუკეთებია, არ გაუხსენდება; მისი ვერაგობის გამო, რაც ივერაგა, და ცოდვის გამო, რაც შესცოდა, ამათ გამო მოკვდება.


თქვენ იტყვით: არ არის სწორიო გზა უფლისა. ისმინე, ისრაელის სახლო! ჩემი გზა არ არის სწორი? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის! თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და უკეთურებას ჩაიდენს, ამის გამო მოკვდება; იმ უკეთურების გამო კვდება, რასაც სჩადის. თუ ბოროტეული განუდგება თავის ბოროტებას, რაც ჩაუდენია, და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, თავად გაიცოცხლებს სულს. თუ შეიგნებს და შეინანებს თავის ყველა შეცოდებას, რაც ჩაუდენია, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება. ამბობს ისრაელის სახლი: არ არის სწორიო გზა უფლისა. ჩემი გზა არ არის სწორი, ისრაელის სახლო? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის! ამიტომ ყველას თავისი გზისაებრ განგსჯით, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი. შეინანეთ და მოიქეცით ყველა თქვენი შეცოდებისგან და აღარ გექცევათ დაბრკოლებად უკეთურება" (ეზეკ. 18:19-30).

ხოლო წინასწარმეტყველ იერემიასთან, რომელიც ქრისტეს მოსვლას წინასწარმეტყველებდა, ნათქვამია: "იმხანად აღარ იტყვიან: მამებმა ჭამეს მკვახე ყურძენი და შვილებს მოეკვეთათო კბილები. რადგან ყველა თავისი დანაშაულის გამო მოკვდება; ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება. აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს" (იერ. 31:29-30).


აი, მართლმადიდებლური სწავლება. ანუ, არავის ეკისრება პასუხისმგებლობა მამათა და წინაპართა ცოდვებისთვის. ცოდვით მემკვიდრეობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ (რადგან ცოდვილად მცხოვრები მშობლების სნეულებანი, თვისებანი და ხასიათი დიახაც რომ გადადის მემკვიდრეობით), მაგრამ არა პასუხისმგებლობაზე მამათა ცოდვის გამო.

რადგან, უფალს არ სურს ბოროტეულის წარწყმედა... რადგან "თუ ბოროტეული განუდგება ყველა თავის ცოდვას, რაც ჩაუდენია, დაიცავს ყველა ჩემს წესს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, ჭეშმარიტად იცოცხლებს..." (ეზეკ. იქვე).


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 18 2011, 01:23 AM
პოსტი #62


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



d


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 18 2011, 10:25 AM
პოსტი #63


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



A.V.M
ციტატა
ამის შემდეგ თუ ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ(ვიმედოვნებ,რომ გავაგრძელებთ)გამოვიყენოთ ხოლმე ახალი აღთქმის სწავლება+წმ.მამათა ცხოვრება,ოღონდ შეთანხმება ძალაში რჩება შეურაცხყოფისა და ირონიის გარეშე(მე რის მომხრეცა ვარ ყოველთვის)


კეთილი, ეგრე იყოს.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Oldorthodox
პოსტი Jul 22 2011, 03:08 AM
პოსტი #64


Gold Member
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 10-July 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,314



dzvelmartlmadidebeli

რაღაც მაინტერესებს biggrin.gif დაწყევლას არ ეხება მაგრამ მაინც tongue.gif ერთმა დამიწერა ფეისბუქზე, საპატრიარქოს ცნობილი ბერი გაბრიელი იჯდა მონასტრის შესასვლელშიო და ქათმის ბარკალს შეექცეოდაო, მოწაფემ გაოგნებულმა კითხა რას შვები მამაო ამით ხომ ხალხს დააბრკოლებო...გაბრიელმა კი უპასუხა ვინც ჩემ გულიზე მოდის დაბრკოლდება და ვინც ღმერთთან არაო. რამდენად ნამდვილია ეს გადმოცემა არ ვიცი მაგრამ მგონი ბერს ხორცის ჭამა ეკრძალება ხომ? თან ასეთი სწავლება თუ შეიძლება?

ასევე რამოდემინე პიროვნება მომიყვა საკუთარ მოძღვარებზე რომ ხელჩართული ჩხუბი მოსვლიათ ქუჩაში და ასევე მათ სასულიერო აკადემიაში, სამებაში კიდე ვიღაც პროვოკატორ ქალს მღვდელმა ხელი გაარტყა :| biggrin.gif არაუშავს ეპატიებათ biggrin.gif


--------------------
... მღვდელმთავრად კი მას იმის გამო კი არ უწოდა, რაც გვეძლევა მსხვერპლშეწირვის მეშვეობით, არამედ იმის გამო, რაც სულიერად გვეძლევა მისგან, ანუ მით, რათა ის ყოფილიყო განმწმენდელი შთაფლვითი ნათლობით და არა პკურებით" (წმ. ეფრემ ასურელი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 22 2011, 09:34 AM
პოსტი #65


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Oldorthodox
ციტატა
ერთმა დამიწერა ფეისბუქზე, საპატრიარქოს ცნობილი ბერი გაბრიელი იჯდა მონასტრის შესასვლელშიო და ქათმის ბარკალს შეექცეოდაო, მოწაფემ გაოგნებულმა კითხა რას შვები მამაო ამით ხომ ხალხს დააბრკოლებო...გაბრიელმა კი უპასუხა ვინც ჩემ გულიზე მოდის დაბრკოლდება და ვინც ღმერთთან არაო.



ეს მე გაბრიელზე არ მახსოვს, სხვაზე იყო.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Oldorthodox
პოსტი Jul 22 2011, 02:23 PM
პოსტი #66


Gold Member
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 10-July 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,314



მხევალი ნინო

ნუ რავიცი მე არ მსმენია სხვაზეც, ის კი მიმტკიცებდა, მეორე მიმტკიცებდა კიდე ვიდეო როა მღვდელი თავში რო ხელს ურტყავს სიძეს ჯვრისწერის დროს, თურმე გაყრის რიტუალი იყო biggrin.gif თან მღვდელი მთვრალია მანდ+გაყრის რიტუალი მართლმადიდებლობაში არ არსებობს. მოკლედ რას არ გაიგებ, ვინ რას არ ამტკიცებს თავისი ჭკუით


--------------------
... მღვდელმთავრად კი მას იმის გამო კი არ უწოდა, რაც გვეძლევა მსხვერპლშეწირვის მეშვეობით, არამედ იმის გამო, რაც სულიერად გვეძლევა მისგან, ანუ მით, რათა ის ყოფილიყო განმწმენდელი შთაფლვითი ნათლობით და არა პკურებით" (წმ. ეფრემ ასურელი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jul 22 2011, 03:20 PM
პოსტი #67


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ყოველი წყევლას თავისი ბუმერანგივით უბრუნდება- კარგი დაწყევლო რომ ბუმერანგივით მოხვდეთ კარგი ცხოვრება - რაღა ცუდი უნდა დაიწყევლო რომ გაუბედურდე ორივე მხარე.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 22 2011, 11:40 PM
პოსტი #68


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



Oldorthodox
ციტატა
რაღაც მაინტერესებს დაწყევლას არ ეხება მაგრამ მაინც ერთმა დამიწერა ფეისბუქზე, საპატრიარქოს ცნობილი ბერი გაბრიელი იჯდა მონასტრის შესასვლელშიო და ქათმის ბარკალს შეექცეოდაო, მოწაფემ გაოგნებულმა კითხა რას შვები მამაო ამით ხომ ხალხს დააბრკოლებო...გაბრიელმა კი უპასუხა ვინც ჩემ გულიზე მოდის დაბრკოლდება და ვინც ღმერთთან არაო. რამდენად ნამდვილია ეს გადმოცემა არ ვიცი მაგრამ მგონი ბერს ხორცის ჭამა ეკრძალება ხომ? თან ასეთი სწავლება თუ შეიძლება?


ბერ გაბრიელზე არაფერი ვიცი. არც მისი ცხოვრება წამიკითხავს, მხოლოდ ყურმოკვრით გამიგია ზოგიერთი რამ. მაგალითად, ის, რომ ოფიციალურ ეკლესიაში მაინცა და მაინც არ სწყალობდნენ ამ ადამიანს. თუმცა, ვერ დავიჩემებ. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს.

ხორცის ჭამას რაც შეეხება. ხორცის ჭამა არავის აუკრძალავს, ყოფილა შემთხვევები ბერებსაც უჭამიათ ხორცი. ძველ ეგვიპტეში ფრინველის ხორცს ჭამდნენ (ცხადია, არა ყველა). საერთოდ, ხორცის ჭამის აკრძალვა თითოეული მონასტრის განაწესის ან კერძო განდეგილის პირადი ღვაწლის საქმეა და არა ზოგადი კანონი.



davithet
ციტატა
ყოველი წყევლას თავისი ბუმერანგივით უბრუნდება- კარგი დაწყევლო რომ ბუმერანგივით მოხვდეთ კარგი ცხოვრება - რაღა ცუდი უნდა დაიწყევლო რომ გაუბედურდე ორივე მხარე.


უსამართლო წყევლა რომ მაწყევარს უბრუნდება, ეგ სწორია. ამაზე მთელი ჰომილია აქვს დაწერილი ღირ. იოსებ ვოლოკოლამელს (XV ს.). ერეტიკოსთა არც წყევლაა რაიმე ძალის მქონე და არც კურთხევა (თუ კურთხევა არაფერია, წყევლა რაღა იქნება).

არსებობს კიდევ ჯადოქართა და შამანთა წყევლა, რომელიც ფაქტიურად ეშმაკის გამოძახებაა. ჯადოქრები სხვადასხვა ფორმულებით მიმართავენ ეშმაკს, შეუძლიათ ვინმეს მიუსიონ დემონები და დაუზიანონ ან ჯანმრთელობა, ან მოსავალი და ა. შ. მაგრამ, მართლმადიდებელ ქრისტეანს ამგვარი ჯადოქრებისა და დემონებისა არ უნდა ეშინოდეს, რადგან მას ღმრთის მადლი იცავს, რომელიც ნებისმიერ შელოცვაზე თუ წყევლაზე ძლიერია.

მაგალითისთვის ალბათ საკმარისი იქნება დავასახელოთ, წმ. კვიპრიანე მოგვისა და იუსტინას ცხოვრება.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jul 23 2011, 01:21 AM
პოსტი #69


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ Jul 22 2011, 11:40 PM) *

Oldorthodox
ბერ გაბრიელზე არაფერი ვიცი. არც მისი ცხოვრება წამიკითხავს, მხოლოდ ყურმოკვრით გამიგია ზოგიერთი რამ. მაგალითად, ის, რომ ოფიციალურ ეკლესიაში მაინცა და მაინც არ სწყალობდნენ ამ ადამიანს. თუმცა, ვერ დავიჩემებ. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს.

ხორცის ჭამას რაც შეეხება. ხორცის ჭამა არავის აუკრძალავს, ყოფილა შემთხვევები ბერებსაც უჭამიათ ხორცი. ძველ ეგვიპტეში ფრინველის ხორცს ჭამდნენ (ცხადია, არა ყველა). საერთოდ, ხორცის ჭამის აკრძალვა თითოეული მონასტრის განაწესის ან კერძო განდეგილის პირადი ღვაწლის საქმეა და არა ზოგადი კანონი.
davithet
უსამართლო წყევლა რომ მაწყევარს უბრუნდება, ეგ სწორია. ამაზე მთელი ჰომილია აქვს დაწერილი ღირ. იოსებ ვოლოკოლამელს (XV ს.). ერეტიკოსთა არც წყევლაა რაიმე ძალის მქონე და არც კურთხევა (თუ კურთხევა არაფერია, წყევლა რაღა იქნება).

არსებობს კიდევ ჯადოქართა და შამანთა წყევლა, რომელიც ფაქტიურად ეშმაკის გამოძახებაა. ჯადოქრები სხვადასხვა ფორმულებით მიმართავენ ეშმაკს, შეუძლიათ ვინმეს მიუსიონ დემონები და დაუზიანონ ან ჯანმრთელობა, ან მოსავალი და ა. შ. მაგრამ, მართლმადიდებელ ქრისტეანს ამგვარი ჯადოქრებისა და დემონებისა არ უნდა ეშინოდეს, რადგან მას ღმრთის მადლი იცავს, რომელიც ნებისმიერ შელოცვაზე თუ წყევლაზე ძლიერია.

მაგალითისთვის ალბათ საკმარისი იქნება დავასახელოთ, წმ. კვიპრიანე მოგვისა და იუსტინას ცხოვრება.

მერე ესენი ადამიანები იყვნენ და იმიტომ დაწერეს მასე- ქრისტე ჩვენ წყევლას არ გვასწავლიდა რომ დავწყევლო.
რატომ არ დაწყევლა ჯვარსმულმა ? რა თქვა მათზე ქრისტემ? მიუტევეთ მათ არ იციან რას აკეთებენო.
ვისი უფრო ძლიერია ქრისტეში თუ ვინც შენ დაასახელე მისი აზრები?


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Oldorthodox
პოსტი Jul 23 2011, 01:34 AM
პოსტი #70


Gold Member
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 10-July 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,314



dzvelmartlmadidebeli

ვინც კათაკმევლებში ვდგევართ მაგათზე თუ მოქმედებს ჯადოქრების წყევლები?


--------------------
... მღვდელმთავრად კი მას იმის გამო კი არ უწოდა, რაც გვეძლევა მსხვერპლშეწირვის მეშვეობით, არამედ იმის გამო, რაც სულიერად გვეძლევა მისგან, ანუ მით, რათა ის ყოფილიყო განმწმენდელი შთაფლვითი ნათლობით და არა პკურებით" (წმ. ეფრემ ასურელი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jul 23 2011, 09:51 AM
პოსტი #71


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ Jul 15 2011, 10:57 AM) *

GIORGI LELUASHVILI
ძალიან მიკვირს თქვენი ქრისტეანული პოზიცია. ჯერ ერთი, დიდი რჯულისკანონი თქვენც რომ წაგეკითხათ ურიგო არ იქნებოდა, რადგან წმიდა მამები თუ ვინმეს წყევლიდნენ (ანათემას გადასცემდნენ), მხოლოდ სარწმუნოებრივი ცდომილებების გამო.


ეს ტყუილია... მაგალითად ქალკედონის კრების კანონებში სავსებით სამართლიანად წერია: "ვინც ქალს მოიტაცებს ცოლად მოყვანის მიზნით წყეულიმც იყოს!" - ნუ ცხადია დღეს(ბოლო საუკუნეებში) ჯვარს წერენ უკვე ამგვარებს, მაგრამ მაშინ სავსებით ნათლად იქნენ დაწყევლილნი... გადაიკითხეთ დიდი სჯულის კანონი...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jul 23 2011, 10:08 AM
პოსტი #72


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(Otherguy @ Jul 23 2011, 09:51 AM) *

ეს ტყუილია... მაგალითად ქალკედონის კრების კანონებში სავსებით სამართლიანად წერია: "ვინც ქალს მოიტაცებს ცოლად მოყვანის მიზნით წყეულიმც იყოს!" - ნუ ცხადია დღეს(ბოლო საუკუნეებში) ჯვარს წერენ უკვე ამგვარებს, მაგრამ მაშინ სავსებით ნათლად იქნენ დაწყევლილნი... გადაიკითხეთ დიდი სჯულის კანონი...


ეს ძველ აღთქმაში წერია - მართალია კანონი კანონობდა იმდროის ხალხისთვის რადგან მასე იყო საჭირო - ახალ აღთქმამ ქრისტემ თავის თავზე იტვირთა ადამიანთა ცოდვა . ყველაფერი ქრისტეს მამის ნების სრულდებოდა კანონი და მერე ძდემ იტვირთა რათა არ გაენადგურებინა მამის ქმნილება. წყევლა ქრისტემ გააუქმა და კიდევ წყევლიან.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jul 23 2011, 10:13 AM
პოსტი #73


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(davithet @ Jul 23 2011, 10:08 AM) *

ეს ძველ აღთქმაში წერია - მართალია კანონი კანონობდა იმდროის ხალხისთვის რადგან მასე იყო საჭირო - ახალ აღთქმამ ქრისტემ თავის თავზე იტვირთა ადამიანთა ცოდვა . ყველაფერი ქრისტეს მამის ნების სრულდებოდა კანონი და მერე ძდემ იტვირთა რათა არ გაენადგურებინა მამის ქმნილება. წყევლა ქრისტემ გააუქმა და კიდევ წყევლიან.


რა შუაშია ძველი აღთქმა? V საუკუნეში მოხდა ქალკედონის ქრისტიანული კრება და იმის კანონი დავწერე...

პ.ს. თუ შენც ეს იგულისხმე, ბოდიშს გიხდი. დიახ, წყევლა უყვარდათ ქრისტიანებს მას მერე რაც ოფიციალური რელიგია გახდა რომის იმპერიის... smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jul 23 2011, 10:17 AM
პოსტი #74


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(Otherguy @ Jul 23 2011, 10:13 AM) *

რა შუაშია ძველი აღთქმა? V საუკუნეში მოხდა ქალკედონის ქრისტიანული კრება და იმის კანონი დავწერე...


ხო არ ვიცი არ ვიცი- მაგრამ სად V საუკუნე და სად ქრისტეს გადმოსცემული სიტყვები- ვიცი უფრო ძლიერია ქრისტეს სიტყვები თუ ქრისტიანული კრების დადგენილი წესები?


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 23 2011, 11:39 AM
პოსტი #75


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



davithet
ციტატა
რატომ არ დაწყევლა ჯვარსმულმა ? რა თქვა მათზე ქრისტემ? მიუტევეთ მათ არ იციან რას აკეთებენო.
ვისი უფრო ძლიერია ქრისტეში თუ ვინც შენ დაასახელე მისი აზრები?


ქრისტე ცოდვილთა საცხოვნებლად მოვიდა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ქრისტეს მიერ დაღვრილ სისხლს არად აგდებენ და მის მიერ გაღებულ ამ უდიდეს მსხვერპლს ეწინააღმდეგებიან. ასეთები არიან წარმართები და მწვალებლები (ასევე იუდეველები). ამიტომაც, ვინც ქრისტეს განგებულებას ეწინააღმდეგება და მით ადამიანის სულის ცხოვნებას აბრკოლებს, - წყეულია.

წყევლა რას ნიშნავს მოკლედ უკვე დავწერე. აქ კიდევ უფრო მოკლედ გეტყვი ეს არის ღმრთისგან სრული მოკვეთა. ასეთი ადამიანი სრულიად ექცევა დემონურ ძალთა გავლენის ქვეშ. წყეული ადამიანი (თუ არ შეინანებს) წარწყმდება. ასე, რომ ნუ აღვიქვამთ ქრისტეანულ წყევლას რაღაც მაგიურ ქმედებად.

Oldorthodox
ციტატა
ვინც კათაკმევლებში ვდგევართ მაგათზე თუ მოქმედებს ჯადოქრების წყევლები?


ჯადოქრების წყევლები, ანუ დემონები, ქრისტეანებზეც ზემოქმედებს. ერთადერთი ძალა დემონთა წინააღმდეგ კი არის საეკლესიო საიდუმლოებები. განსაკუთრებით, ნათლისღება, მირონცხება და ზიარება, რომელსაც მღვდელმსახურნი აღასრულებენ.

Otherguy
ციტატა
ეს ტყუილია...


ძალიან ემოციურად და ხმამაღლაა ნათქვამი... ტყუილი სხვა რამეა... შეგეძლოთ სხვაგვარად გეთქვათ (მაგ. არაზუსტია, ან სხვა...). ტყუილის დაბრალება მძიმე ცოდვაა. თანაც, ჩემი ნათქვამი სულაც არ არის ტყუილი. მე თუ რაღაც ნიუანსი გამომრჩა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ვინმე მოვატყუე. ისე, მომავალში სჯულისკანონს რომ დაიმოწმებთ, კონკრეტული კანონი მიგვითითეთ. წესია უბრალოდ. ჰაერში ხომ არ უნდა ვილაპარაკოთ.

ციტატა
გადაიკითხეთ დიდი სჯულის კანონი...

დიდი მადლობა რჩევისთვის... მაგრამ, ძალიან ნუ გამედიდურდებით, თორემ რაც უფრო მაღლა აიწევით, მით უფრო მტკივნეულად დაეცემით...

davithet
ციტატა
ვიცი უფრო ძლიერია ქრისტეს სიტყვები თუ ქრისტიანული კრების დადგენილი წესები?

წმიდა მამები სულიწმიდის შთაგონებით და წმიდა წერილის თანხმიერად წერდნენ და ცხოვრობდნენ. პირველი შეჩვენება გამოთქვა წმ. პავლე მოციქულმა და შეაჩვენა არც მეტი არც ნაკლები, თვით ანგელოზები და მოციქულები, თუ იმას არ იქადაგებდნენ, რაც უკვე ეხარა კაცობრიობას მოციქულთა პირით: "მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს" (გალატ. 1:8-9).

(ძვ. ქართ.: "არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ! ვითარცა წინაწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყჳ: უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ!").

ასე, რომ მოდი, ველოსიპედის გამოგონებას თავი დავანებოთ.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jul 23 2011, 12:03 PM
პოსტი #76


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



dzvelmartlmadidebeli

ბოდიშს გიხდით... ქალკედონის საეკლესიო კანონებს გადახედეთ და ნახავთ რომ ბოლოშია, მგონი 28-ე თუ 29-ე კანონია...

დიდი სჯულის კანონის წიგნი მაქვს სახლში და იქაც წერია, მაგრამ გვერდს ხომ არ მიგითითებთ?


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 23 2011, 01:22 PM
პოსტი #77


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



Otherguy
ციტატა
ბოდიშს გიხდით... ქალკედონის საეკლესიო კანონებს გადახედეთ და ნახავთ რომ ბოლოშია, მგონი 28-ე თუ 29-ე კანონია...

დიდი სჯულის კანონის წიგნი მაქვს სახლში და იქაც წერია, მაგრამ გვერდს ხომ არ მიგითითებთ?


გმადლობთ, მაგრამ, ეს ბოლო სიტყვები: "გვერდს ხომ არ მიგითითებთ?" ცოტა ირონიულად მეჩვენება და რაშია საქმე? თუ ვცდები?


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jul 23 2011, 01:42 PM
პოსტი #78


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ Jul 23 2011, 01:22 PM) *

Otherguy
გმადლობთ, მაგრამ, ეს ბოლო სიტყვები: "გვერდს ხომ არ მიგითითებთ?" ცოტა ირონიულად მეჩვენება და რაშია საქმე? თუ ვცდები?


არა არა, ესე ჟღერდა ალბათ. უბრალოდ დიდი სჯულის კანონში რთულია მითითება ისე, რომ თქვენც ადვილად იპოვოთ და ამიტომ პირდაპირ გითხარით რომ ქალკედონის კრების კანონებშია თქო.


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jul 23 2011, 03:16 PM
პოსტი #79


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ხო მე არ ვიცი - თუ მასე წერია სადმე.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 23 2011, 03:33 PM
პოსტი #80


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Otherguy
ციტატა
დიდი სჯულის კანონის წიგნი მაქვს სახლში და იქაც წერია, მაგრამ გვერდს ხომ არ მიგითითებთ?

რაღა დროს სჯულისკანონია 21 საუკუნეში, სადა ბანაობთbiggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 11:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი