IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> წმიდა სპირიდონ თრიმიფუნტელი
lev@ni_TS
პოსტი Dec 11 2010, 08:04 PM
პოსტი #1

archer
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 8-December 10
მდებარ.: რუსთავი
წევრი № 10,057

წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა III საუკუნის დასასრულს. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის მწყემსი იყო, ჰყავდა ცოლ-შვილი, მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: ნეტარი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ზეობისას, სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფლის რჩეულს ამის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების წესი. საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით, წმიდა სპირიდონი 325 წელს პირველი მსოფლიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა. კრებაზე მღვდელთმთავარი სიტყვიერ პაექრობაში ჩაერთო ბერძენ ფილოსოფოსთან, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. უფლის რჩეულის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახა კაცობრივი ამაოდ ბრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე: "მისმინე, ფილოსოფოსო, რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ ყოვლად ძლიერმა უფალმა თავის სიტყვით არაფრისგან შექმნა ზეცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცოდვებისათგვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა და შემდეგ აღსდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა პირველქმნილი ცოდვა და თანა აღადგინა მთელი მოდგმა. გვწამს, რომ იგი თანაარსი და თანასწორია მამისა". მღვდელთმთავართან საუბრის შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე გახდა. მან თავის მეგობრებს უთხრა: "სანამ არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთებების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლური გახდა, რადგან ადამიანს არ ძალუძს ღმერთს წინ აღუდგეს. თუ რომელიმე თქვენთაგანს შეუძლია, ისევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ, ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი ბაგეებითაც თვით უფალი მეტყველებდა".
მღვდელთმთავარი სიყვარულით ზრუნავდა თავის სამწყსოზე. მისი ლოცვებით გვალვას განმაცხოველებელი წვიმა ცვლიდა, გადაუღებელი წვიმების შემდეგ კი ცა იწმინდებოდა, სნეულები იკურნებოდნენ, ეშმაკები იკურნებოდნენ, ეშმაკები განიდევნებოდნენ. ერთხელ წმიდანთან მივიდა ქალი მკლავებზე დასვენებული მკვდარი ჩვილით და შემწეობა ითხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა. ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთი მეგობარი უსამართლოდ განსაჯეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ნეტარი მღვდელთმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად წმიდანმა ქრისტეს სახელით შეაჩერა ადიდებული მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაული, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარიც გაათავისუფლა.
წმიდა სპირიდონის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაა ცნობილი: იგი ერთხელ ცარიელ ტაძარში შევიდა, კანდელებისა და სანთლების ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როცა წარმოთქვა: "მშვიდობა ყოველთა", მას და დიაკონს ზევიდან დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩაესმათ: და სულისაცა შენისათანა". კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: "უფალო, შეგვიწყალენ". ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისკენ გაეშურნენ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ უფლის სახლს, ხმა მით უფრო ძლიერდებოდა. მაგრამ, როცა ტაძარში შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამოდენიმე ღვთისმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა, რამაც ყველანი განაცვიფრა.
წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი – ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერი - მას პატრიარქ აბრაამს ადარებს სტუმართმოყვარეობით. სოზომენე კი თავის ‘,,საეკლესიო ისტორიაში,, ასეთ საკვირველ ამბავს მოგვითხრობს წმიდა მღვდელმთავრის ცხოვრებიდან: დიდმარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა სპირიდონ თრიმიფუნტელის სახლს მწირი მიადგა: მგზავრი ძალიან დაქანცული ჩანდა, ამიტომ მეუფემ ასულს მიმართა: ,,სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე. ,, ქალიშვილმა უპასუხა, სახლში არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მოუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძზე უარი განაცხადა. მასპინძელმა კი უპასუხა: მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: "ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის" (ტიტ. 1,15)
სოზომენეს მიერ მოთხრობილი სხვა ისტორიაც მეტად დამახასიათებელია წმიდა სპირიდონისათვის. ნეტარს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისთვის დაერიგებინა, ნაწილი კი - სესხად გაეცა. თავად მღვდელთმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ მიანიშნებდა ხოლმე ბეღლისაკენ, სადაც ყველას შეეძლო აეღო, რამდენიც სურდა, შემდეგ კი, ამგვარადვე, ზედამხედველობის გარეშე, დაებრუნებინა.
სოკრატე სქოლასტიკოსის ცნობით, ერთხელ ქურდებს წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განუზრახავთ და ბნელ ღამეში ფარეხში გადაპარულან, მაგრამ უჩინარ ძალას ისინი იქვე შეუბოჭავს. დილით მეუფე ფარასთან მისულა, ავაზაკები გაუთავისუფლებია და დაურწმუნებია დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით მოეპოვებინათ. ბოლოს კი ორივესთვის თითო ცხვარი უჩუქნია.
წმიდა სპირიდონის მთელი ცხოვრება საკვირველი უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით იყო გაბრწყინებული. ნეტარმა სპირიდონმა სიმართლითა და სიწმიდით გაატარა მიწიერი ცხოვრება და დაახლოებით 348 წელს მშვიდობით მიიცვალა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები - გარდა მარჯვენისა, რომელიც რომშია დაცვული, - კუნძულ კორფუზე, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმიდა მღვდელთმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენიებს.

--------------------
"ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?
-უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
teoteo1991
პოსტი Jun 18 2011, 04:50 PM
პოსტი #2

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 19-November 10
წევრი № 9,917

წმინდა სპირიდონი აღესრულა ქრისტეშობიდან 348 ან 350 წელს. იგი დაკრძალეს ქ. ტრიმიფუნტის მოციქულთა სახელობის ტაძარში. გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის შემდეგ მისი სხეული საფლავიდან ამოაბრძანეს. საფლავის გარშემო არნახული კეთილსურნელება იდგა. უფალმა კეთილმორწმუნე მრევლს წმინდანის უხრწნელი სხეული მიჰმადლა და მათაც შესაფერისი პატივი მიაგეს მას და ტაძარს მისი სახელი მიანიჭეს. მისი უხრწნელი სხეული სასწაულთმოქმედების ძალას დღემდე ინარჩუნებს.

მართლმადიდებელი ეკლესია წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს ძვ.სტ. 12 დეკემბერს/ახ.სტ. 25 დეკემ. აღნიშნავს. წმინდა მღვდელთმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენებს (ხს. ყოველთა ღირსთა მამათა, ღუაწლით გაბრწყინვებულთა)

კვიპროსელები დიდი მოწიწებითა და სიყვარულით იყვნენ განმსჭვალულნი საკუთარი თანამემამულე მღვდელმთავრის მიმართ და მისი წმინდა ცხოვრებისა და უხრწნელი ნაწილების გამო, რომლებსაც თითქმის სამი საუკუნე ტრიმიფუნტში ინახავდნენ, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. არაბთა თავდასხმების შედეგად, კვიპროსზე ვითარება შეიცვალა და წმინდანის ნაწილები, მეტი უსაფრთხოებისათვის კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. ცნობილია, რომ მე-XI-XII ს.ს.-ში წმინდანის უხრწნელი ნაწილები ესვენა წმ. სოფიას ტაძარში, სადაც წირავდნენ პატრიარქები და მსახურებებს იმპერატორები ესწრებოდნენ. აქვე აღინიშნებოდა წმ. სპირიდონის დღესასწაული ორდღიანი ლოცვებითა და ლიტანიით. ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში წმინდანის სხეულიდან გამოაცალკევეს მარჯვენა ხელის მტევანი და 1592 წ. რომის პაპს კლიმენტი VIII-ს გაუგზავნეს.

მრავალწლიანი ბრძოლების შედეგად თურქებმა ბიზანტიის აღმოსავლეთ ტერიტორიებისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი დაიპყრეს, გარშემოერტყნენ კონსტანტინოპოლს და 1453 წლის 29 მაისს, იმპერატორ კონსტანტინე XI პალეოლოგის მამაცური წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქი აიღეს. მღვდელმა გიორგი პოლიევქტოსმა ღმრთის შეწევნით მოახერხა წმ. სპირიდონის, ასევე იმპერატორ თეოფილეს მეუღლისა და იმპერატორ მიქაელ III-ის დედის - დედოფალ თეოდორას წმინდა ნაწილები და ტომრებში მოთავსებული სიწმინდე სხვა ბარგთან ერთად ურემზე დაასვენა და ასე, დიდი ტანჯვა-წამებით, სამშვიდობოს გააღწია. იგი ჯერ პატარა ქალაქ პარამითიაში ჩავიდა, ხოლო შემდეგ, 1456 წელს - კუნძულ კერკირაზე, რომელიც 1386 წლიდან ვენეციელებს ჰქონდათ დაპყრობილი. აქ, ამ კუნძულზე, მამა გიორგიმ, ისევე როგორც მრავალმა სხვა დევნილმა ბერძენმა, კარგი თავშესაფარი იპოვა.

წმ. სპირიდონი ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო კრების დროიდან იყო ცნობილი, როგორც სასწაულთმოქმედი, ამიტომ როდესაც 1456 წ. კერკირაზე მისი უხრწნელი ნაწილები ჩააბრძანეს, მთელი კუნძული უსაზღვრო სიხარულმა მოიცვა. ხალხმა ეს ფაქტი ღმრთის წყალობად აღიქვა. კერკირას ეკლესიის ხელმძღვანელობამ (იმ დროს პირველიერარქი იყო ანდრია სოტერიანოსი, 1452-1472 წ.) წმ. სპირიდონისა და წმ. დედოფალ თეოდორას უხრწნელი ნაწილები წმ. ათანასეს სახ. ტაძარში (დღეს აღარ არსებობს) დააბრძანა. 1489 წ. წმ. სპირიდონის უხრწნელი ნეშტი რამდენიმე თვით წმ. ლაზარეს სახელობის ტაძარში, ხოლო შემდეგ მთავარანგელოზთა სახ. ცნობილ ტაძარში (განადგურდა 1940 წ. საჰაერო დაბომბვისას) გადაასვენეს. ტაძრის კურთხევა შედგა 1589 წელს, სწორედ იმ დღეს, როდესაც გარიციდან წმინდანის უხრწნელი ნაწილები გადმოაბრძანეს. მართლმადიდებლობისათვის მებრძოლი წმინდანისადმი ეკლესიის განსაკუთრებული პატივისცემის გამოსახატავად (და აგრეთვე იმისათვის, რომ ტაძარი პაპისტების ხელყოფისაგან დაეცვათ), იგი მსოფლიო საპატრიარქომ სტავროპიგიალურად გამოაცხადა.

1577 წლის 4 დეკემბერს ვენეციის სახელმწიფომ ვულგარისების ოჯახს წმინდა სპირიდონის სახელზე ტაძრის ასაშენებლად ქალაქის ცენტრში ნაკვეთი გამოუყო. ტაძარი, რომელიც მაშინ აშენდა, არის რიგით მეექვსე, რომელმაც წმინდა სპირიდონს კუნძულ კერკირაზე უმასპინძლა, და რომელშიც დღემდეა დაბრძანებული წმინდანის უხრწნელი სხეული. ადგილობრივი მოსახლეობის კეთილმორწმუნეობამ და წმინდანის სასწაულებმა, რომლებიც ღრმად აღიბეჭდა ქრისტიანთა სულებში, ტაძრის მშენებლობაში ხალხის მხურვალე და საყოველთაო მონაწილეობა განაპირობა. ისტორია გვამცნობს, რომ მასში კერკირელთა გვერდით სხვა ეროვნების ქრისტიანებიც მონაწილეობდნენ. შუა საუკუნეებში კერკირას მეორე სახელი -კორფუ - ეწოდა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მას მაინც უძველესი სახელით მოიხსენებს (კუნძული მდებარეობს იონიის ზღვაში-ადრიატიკის ზღვის სამხრეთით (სიგრძე 61 კმ., სიგანე 9 კმ., ფართობი 593 კვ.კმ., ყველაზე მაღალი წერტილი-906 მ., მოსახლეობა-113 000, კუნძულის ცენტრი-ქ. კორფუ. თუმცა ბერძნები კუნძულს კვლავ კერკირას ეძახიან, სხვები კი კორფუს, ანუ მწვერვალებს და იმ ორ ციხესიმაგრეს გულისხმობენ, რომლებიც გარს ერტყმის ძველ ქალაქს. გადმოცემის მიხედვით აქ ერთ დროს თავს აფარებდნენ კოლხეთიდან გამოქცეული მედეა და იაზონიც. კუნძული უკვე ბრინჯაოს ხანიდან იყო დასახლებული. გარკვეული ხნის მანძილზე კუნძული წარმოადგენდა ცალკე რესპუბლიკას ინგლისის პროტექტორატის ქვეშ. დიდი ხანი კორფუ იყო ვენეციის გავლენის ქვეშ. შესაბამისად ქ. კორფუს არქიტექტურა არის ვენეციური და საბერძნეთის სხვა ქალაქებისგან ძლიერ განსხვავდება. კუნძულზე მთავარი რელიგია მართლმადიდებლური ქრისტიანობაა. კუნძულზე არის 600-დე ეკლესია, ვლაქერნის და „პანაღია მირტიოტიცას” მონასტრები და წმ. დედოფალ თეოდორას საფლავი.).

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი სხეული, რომელიც დაბრძანებულია სარკოფაგით ქ. კორფუს მთავარ ტაძარში, კუნძულის უდიდეს სიწმიდეს წარმოადგენს, მფარველმა წმინდანმა მრავალჯერ იხსნა კუნძული სხვადასხვა განსაცდელებისგან: ოთხჯერ სტიქიური უბედურებისგან, ორჯერ შავი ჭირისაგან, ერთხელ შიმშილისაგან, და ერთხელაც თურქთა შემოსევისაგან. კუნძული კერკირა იყო საბერძნეთში ერთადერთი ტერიტორია, რომელიც თურქებმა ვერ დაიპყრეს. 1716 წ. თურქთა ურიცხვ ლაშქარს, რომელიც კუნძულის დაპყრობას აპირებდა, ცაში, კუნძულის თავზე გამოეცხადათ ბერი, რომელსაც ხელთ ცეცხლოვანი მახვილი ეპყრა. შეშინებულმა თურქებმა სასწრაფოდ დატოვეს ის ტერიტორია და მხოლოდ შემდეგ შეიტყვეს, რომ კუნძულის მფარველი წმ. სპირიდონი იყო. ამის შემდეგ კუნძულ კერკირას მოსახლეობამ თავისი წმინდა მფარველისადმი მადლიერების გამოსახატავად დააწესა ლიტანიები (წმინდანის უხრწნელ სხეულს მინის ლუსკუმით გამოაბრძანებენ და კუნძულს შემოატარებენ), რომლებიც დღემდე არ შეუწყვეტია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ოთხი ლიტანია, რომლებიც თავისი ორგანიზებულობითა და ხალხმრავლობით ყველაზე გამორჩეულია მთელს ბერძნულ სამყაროში. მორწმუნეები მათზე დასასწრებად არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან. ყველანი გაოცებული რჩებიან წმინდანის უხრწნელი სხეულის ხილვით. ტრადიციის მიხედვით, ლიტანიის დროს მღვდელი ხელს ჩაჰკიდებს ხოლმე წმინდა სპირიდონის უხრწნელ ხელს და ასე დაჰყვება წმინდანს მსვლელობის დასრულებამდე; და ეს 300 წლის მანძილზე ყოველწლიურად ხდება. ცხადია, რომ უხრწნელობას წმინდანის სხეული მხოლოდ მისი სასწაულებრივი თვისებების გამო ინარჩუნებს. წმინდანის სხეულს აკლდა მარჯვენა მტევანი, რომელიც 1984 წლის 10 დეკემბერს მიტროპოლიტ ტიმოთესა და მისი წინამორბედის - ნეტარხსენებული პოლიკარპეს მოწადინებით რომიდან კერკირაზე გადმოაბრძანეს.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას. ემანუელ თეოტოკისი კერკირას ისტორიისადმი მიძღვნილ წიგნში წმინდანის უხრწნელი სხეულის შესახებ წერს: “(სხეული) რბილი და ელასტიურია, გამოსცემს კეთილსურნელებას, იგი უხრწნელია. როდესაც მის სხეულს ლიტანიობისას მინის ლუსკუმით გამოაბრძანებენ, წმინდანის სახის ნაკვთები ფართოვდება”. სხეული დღესაც უხრწნელად ინახება. სხეული ცოცხალივით გამოიყურება, თითის შეხებისას იზნიქება და შემდეგ ისევ სწორდება. წელიწადში 3-4-ჯერ უცვდება ფაჩუჩი, ის მიდის ყველასთან, ვისაც სწამს მისი და მას მოუხმობს დასახმარებლად. წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს აცმევენ აბრეშუმის, ოქრომკედით ნაქარგ ფაჩუჩებს (იხ. გარეკანის III გვ.), რომელსაც ყოველ წელიწადს 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე. ამ ფაჩუჩებს ანაწილებენ მორწმუნე მრევლში.

უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით კრწანისის ტერიტორიაზე ღმრთისმშობლის „ღირს არსის“ ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარი აშენდა. ტაძრის მშენებლობა 2008 წლის მაისში დაიწყო და შემოწირულობების წყალობით თითქმის ერთ წელიწადში დასრულდა. ეკლესია ჯვარგუმბათოვანი სტილისაა და ქართული წითელი აგურით არის ნაშენები. გამორჩეულია ტაძრის გუმბათი, რომელიც წმინდა სპირიდონის ქუდის იდენტურია და მის ფორმებს იმეორებს. ტაძარში წმინდანის სასწაულმოქმედი ხატი და ფეხთსამოსელია (ფაჩუჩი) დაბრძანებული. წმინდანის ფაჩუჩი საგანგებოდ ამ ტაძრისთვის ათონის წმინდა მთიდან ჩამოაბრძანეს. აქვე აშენდება კელიები, სადაც მონასტერში მოღვაწე მამები დაიდებენ ბინას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2016, 09:26 PM
პოსტი #3

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"წმინდანმა ახალგაზრდობაში ერთ სათნო ქალზე იქორწინა და ქალიშვილიც შეეძინა, რომელსაც ირინე უწოდა.

ოჯახი ღვთივსათნოდ ცხოვრობდა, თუმცა, მეუღლე ადრე დაკარგა და ქალიშვილზე თავად მოუწია ზრუნვამ".

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2016, 08:54 PM
პოსტი #4

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"სიცოცხლის ბოლომდე წმინდა სპირიდონს თავსაბურავი უბრალო, ფინიკის რტოებისგან დაწნული მწყემსის ქუდი იყო, ბავშვის ქუდს ძლიერ რომ მიაგავს".

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2016, 09:11 PM
პოსტი #5

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„თუ მოკლედ ვიტყვით, სპირიდონი სათნოებათა ერთგვარი ღვთაებრივი მაგალითი გახლდათ, რომლის მიბაძვაც ძნელად თუ ვინმეს ძალუძს“.

/წმ. სვიმეონ მეტაფრასი (წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ცხოვრების აღმწერელი)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2016, 07:53 PM
პოსტი #6

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ტრადიციის თანახმად, ლიტანიის მსვლელობისას მღვდელი ხელს ჩაჰკიდებს ხოლმე წმინდა სპირიდონის უხრწნელ ხელს და ასე დაჰყვება წმინდანს მსვლელობის დასრულებამდე. ამ ტრადიციას 300-წლოვანი ისტორია აქვს".

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2016, 08:06 PM
პოსტი #7

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„წელიწადში 3-4-ჯერ უცვდება ფაჩუჩი, რადგან ყველას შესაწევნად მიიჩქარის, ვისაც სწამს და უხმობს.
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ფეხებს აბრეშუმის, ოქრომკერდით ნაქარგი ფაჩუჩებით მოსავენ“.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2016, 08:18 PM
პოსტი #8

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II- ის ლოცვა-კურთხევით, კრწანისის ტერიტორიაზე ღმრთისმშობლის „ღირს არსის“ ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარი აშენდა. ტაძრის მშენებლობა 2008 წლის მაისში დაიწყო და შემოწირულობების წყალობით თითქმის ერთ წელიწადში დასრულდა. ეკლესია ჯვარგუმბათოვანია და ქართული წითელი აგურით არის ნაშენები. გამორჩეულია ტაძრის გუმბათი, რომელიც წმინდა სპირიდონის ქუდის იდენტურია და მის ფორმებს იმეორებს. ტაძარში წმინდანის სასწაულმოქმედი ხატი და ფაჩუჩია დაბრძანებული, რომელიც ათონის წმინდა მთიდან ჩამოაბრძანეს“.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2016, 08:33 PM
პოსტი #9

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„მინა კიოტში ჩაასვენეს. მასზე ცხადად ჩანს წმინდა სპირიდონი თავისი ცნობილი ჩალის ქუდით, რომელსაც დიდი სიმდაბლის გამო მიტრის ნაცვლად ატარებდა“.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2016, 09:12 PM
პოსტი #10

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

„ხალხური ჩვეულებით, როდესაც წმინდანის სარკოფაგს გამოაბრძანებენ ეკლესიიდან, ღრმად მორწმუნეები მიწაზე წვებიან და ზედ გადაატარებენ სარკოფაგს, სჯერათ, რომ განიკურნებიან, ანდა შეეწევათ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში“.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 8 2017, 10:22 AM
პოსტი #11

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"წმინდანი ყოველთვის ეხმარება ადამიანებს, თუკი მას ევედრებიან გადაბმულად არანაკლებ 30 დღისა".

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2017, 09:56 AM
პოსტი #12

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"სპირიდონის ფაჩუჩი (ფილახტო)"

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 29 2017, 11:58 AM
პოსტი #13

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მომლოცველებს გვამცენს, როდესაც მღვდელმთავარი სპირიდონი ადამიანთა დასახმარებლადაა წასული, სასახლე იმ დროს არ იხსნება, რადგანაც ხორციელად მისი სხეული შიგ არ იმყოფებაო".

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2017, 06:13 PM
პოსტი #14

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"კუნძულზე [კორფუზე] სპირიდონობას სამ დღეს ზეიმობენ. იმ დღეებში ერთმანეთს ასე ესალმებიან - გილოცავთ სპირიდონობას!"

"წმიდა სპირიდონი და წმიდა ნიკოლოზი მეგობრები იყვნენ".

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2018, 11:44 AM
პოსტი #15

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები -გარდა მარჯვენისა, რომელიც რომშია დაცული, - კუნძულ კორფუზე, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმიდა მღვდელმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენიებს".

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2018, 03:46 PM
პოსტი #16

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

შიმშილისაგან დაიხსნა

"ერთხელ კვიპროსზე საშინელი გვალვა დაიჭირა. ბევრი გლეხი გაღატაკდა. ფული მათ არ ჰქონდათ და ზოგიერთი მდიდარი ვაჭარი ისეთი უწყალო გამოდგა, რომ მათ ხორბალიც არ ასესხა. ერთმა ვაჭრისაგან გულნატკენმა კაცმა მღვდელმთავარს საწუხარი შესჩივლა. ნუ იდარდებ, შვილო, მალე ის ვაჭარი თვითონ გთხოვს ხორბალსო.

წმინდანის წინასწარმეტყველება მალევე აღსრულდა. იმავე ღამეს კოკისპირული წვიმა მოვიდა, წყალმა დააქცია ბეღელი და მთელი ხორბალი წაიღო. ტრიმიფუნტელმა გლახაკებმა აკრიფეს ხორბალი. გუშინდელი მდიდარი კი დღეს ძალზე დაზარალდა, მაგრამ გონს მაინც ვერ მოვიდა. მას ბევრი ბეღელი ჰქონდა ხორბლით სავსე.

ერთმა გლეხმა ხორბალი სთხოვა, მან კი: გირაოდ რამე მომეციო. საბრალოს არაფერი ჰქონდა და თავისი გასაჭირი მღვდელმთავარ სპირიდონს მოუყვა. წმინდანმა მეორე დღეს დაიბარა გლეხი, სკივრში ჩადებული ოქროს გველი მისცა - მდიდარ მეგობარს ვალად გამოვართვიო. გლეხმა გველი ვაჭარს მიუტანა. დათესა მისი მოცემული ხორბალი და დიდი მოსავალი მიიღო. ვალი მდიდარს მიუტანა და გირაო მოსთხოვა. მაგრამ მან პირი უშალა - შენგან არაფერი მიმიღიაო. შეწუხებული გლეხი ისევ წმინდა სპირიდონს მიადგა. მან: - ნუ დაღონდები, შვილო, წადი შინ და ძუნწი ვაჭარი აქეთ დაგიწყებს ძებნასო.

ამ დროს ვაჭარმა "თავისი" საგანძურის ყურებით დატკბობა მოისურვა. გახსნა სკივრი და შიგ ცოცხალი გველი დახვდა, სახურავის დახურვა ძლივს მოასწრო, კინაღამ გველი ეძგერა. მეორე დღეს ვაჭრის მონა მოვიდა გლეხთან - ჩემი ბატონი გეძახისო. ვაჭარი "მეგობრულად" შეხვდა: - დამავიწყდა შენი მოცემული გირაო, ფული გადამიხადე და შენი ნივთი წაიღეო. სკივრის გასაღები მიაწოდა და "ალერსიანად" უთხრა: "აბა, ნახე, ნივთი თუ არის თავის ადგილზეო". გლეხმა გახსნა და შიგ ოქროს გველი გამობრწყინდა.

ვაჭარმა დააფიცა, მითხარი, ეს რა საგანძურიაო. გლეხმა უთხრა: "მეუფე სპირიდონს ვთხოვე დახმარება. ფული არ ჰქონდა და ეს ძვირფასი ნივთი მათხოვაო". გლეხი მივიდა წმინდა სპირიდონთან. მღვდელმთავარმა უთხრა: "ახლა წავიდეთ და ბატონს გადავუხადოთ მადლობა, ვისგანაც ვითხოვეთ ეს ნივთიო".

შევიდნენ ბაღში, მივიდნენ ერთ-ერთ ხვრელთან და წმინდა სპირიდონმა წარმოთქვა: "უფალო ჩემო იესო ქრისტე, შენი წმინდა ნებით ყოველივე შეიქმნება და ხორცს შეისხამს! ოდესღაც ფარაონის წინ ეგვიპტეში მოსეს კვერთხი გველად აქციე, ხოლო ჩემს ბაღში - ოქროს ნივთად. ახლა კი დაუბრუნე თავდაპირველი სახე შენს ქმნილებას, რათა დაინახოს ჩემმა მეგობარმა და მოუყვეს ამ საოცარ, შენი ყოვლისშემძლე მარჯვენით მოხდენილ სასწაულზე და დარწმუნდეს, რარიგ ზრუნავ ადამიანებზე". ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა, ოქროს გველი გაცოცხლდა და თავის ხვრელში შეცურდა."

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 9 2018, 07:18 PM
პოსტი #17

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის (რომელიც IVს-ში მოღვაწეობდა) ხსენების დღეს, 25 დეკემბერს, მისი წმინდა, უხრწნელი სხეული ტაძრიდან გამოაქვთ და კუნძულის გარშემო ატარებენ, რომლის დროსაც მრავალი სასწაული ხდება.

ამ დღეს კუნძულზე უამრავი ხალხი იყრის თავს. ერთხელ მათ შორის რუსეთიდან ჩასული პიროვნება მოხვდა. მან წმინდანის სხეულს მუმია უწოდა. წმინდა სპირიდონი ლუსკუმიდან წამოდგა და მიმართა: ხელი შემახე და დარწმუნდები, რომ მუმია არა ვარო. ღვთის შეწევნით, თავადაც მომეცა საშუალება, მომელოცა წმინდა სპირიდონის უხრწნელი სხეული. როდესაც ხელი შევახე, ცოცხალი მეგონა."

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტი #18

პოსტი Mar 12 2019, 08:10 PM
პოსტი #19

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"იერუსალიმში არის წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მონასტერი. სავანის მთავარი სიწმინდეა ქვა, რომელზეც, გადმოცემით, იჯდა ყრმა იესო, როცა ის იერუსალიმის ტაძარში ხანდაზმულ ებრაელებს ესაუბრებოდა.

ტაძრის ერთ-ერთ ეკვდერში დასვენებულია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მინაზე გამოსახული ხელთუქმნელი ხატი. მისი ისტორია ამგვარია: XX საუკუნის 80-იან წლებში მონასტრის წინამძღვარი მამა სოფრონი სნეულებისგან სიკვდილის პირას იყო მისული.

მას წმინდა სპირიდონი გამოეცხადა, განკურნა და უთხრა, კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლებდა. ეს თქვა და წმინდანი კარისკენ გაემართა. მინაში გაიარა და უჩინო შეიქმნა. მისი სახე კი მინაზე აღიბეჭდა. მინა კიოტში ჩაასვენეს. მასზე ცხადად ჩანს წმინდა სპირიდონი თავისი ცნობილი ჩალის ქუდით, რომელსაც დიდი სიმდაბლის გამო მიტრის ნაცვლად იხურავდა. წინამძღვარმა სოფრონმა ამ გამოცხადების მერე ათი წელი იცოცხლა."

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 12 2019, 10:19 PM
პოსტი #20

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილების ლუსკუმა ტაძარში მდებარეობს ყველაზე უფრო თვალსაჩინო ადგილას. ის მთლიანად შემკულია ოქროს და ვერცხლის ძვირფასეულებით. ეს იმ ადამიანთა ძღვენია, ვისაც წმინდანი დაეხმარა. ეს ადგილი ბოქლომითაა დაკეტილი. მცველი მას აღებს მხოლოდ მართლმადიდებელი ტურისტებისთვის. კათოლიკეებს კი მხოლოდ ლუსკუმის მთხვევის უფლება ეძლევათ".

"ლუსკუმის მცველები ამბობენ, რომ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს კანი შედარებით ახლახანს გაუმუქდა. ეს მოხდა XVII საუკუნეში და საღვთისმეტყველო წიგნებში ეს ამბავი მოხსენიებულია, როგორც პატრიარქ ნიკონის რეფორმა. როგორც ჩანს, წმინდანს ეს რეფორმა არ მოეწონა".

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 10:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი