IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

211 გვერდი V « < 81 82 83 84 85 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jun 5 2017, 03:44 PM
პოსტი #1641


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერ-მონაზვნობაშიც და ქორწინებაშიც ყველაფრის საფუძველი სიყვარულია".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 6 2017, 11:05 AM
პოსტი #1642


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერი არის ბალახი, რომელზეც დადიან. დღეს ის გაითელება, დაწვება ძირს, მაგრამ დილით ისევ თავის სიმაღლეზე დგას".

/მეუფე ილარიონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 8 2017, 10:23 AM
პოსტი #1643


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერმა თავისი ცხოვრება მისცა უფალს, ადამიანებს. ის აღარ ეკუთვნის ამ სამყაროს. მისი აზროვნება ზეცისკენაა მიმართული".

/მეუფე ილარიონი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 10 2017, 07:55 PM
პოსტი #1644


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა იერონიმე მძიმედ იყო ავად - ტუბერკულოზის ღია ფორმა აღმოაჩნდა. ჩვენს თვალწინ იღვენთებოდა, მაგრამ მორჩილებას სიცოცხლის ბოლომდე არ უტევებდა. ჩემი გამოუცდელობით, მას ქალაქ ოჩამჩირესთან მიერთებულ სოფელ ილორში (სადაც ტაძრის წინამძღვრად ვმსახურობდი) გადასვლა შევთავაზე - იქ უკეთეს პირობებში და ექიმთა ზედამხედველობის ქვეშ იქნებოდა. ოდნავ გამიღიმა და ჩუმად მითხრა: "მამებმა მცნებად დაგვიტოვეს, რომ არ დავუტევოთ ჩვენი საცხოვრებელი ადგილი, ვიდრე იქიდან არ გაგვაგდებენო". მამა პეტრე, როგორც შეეძლო, მას ყურადღებას აქცევდა. ამბობდა, არ შემხვედრია მონაზონი, რომელსაც ახალგაზრდობაში მიეღწიოს ღირსი მამის სიწმინდისთვისო."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2017, 12:20 PM
პოსტი #1645


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ამბობდა, რომ ახალგაზრდა მონაზვნისთვის აუცილებელია სხეულის დამთრგუნველი, ფიზიკური შრომა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 12 2017, 08:56 AM
პოსტი #1646


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნობისთვის აუცილებელია მუდმივად თავის უარყოფა, ვაი მას, ვინც მიიღო მონაზვნობა ისე, რომ საკუთარი ნება არ უარყო. როცა განსაცდელი შეემთხვევა, ის განიარაღებული აღმოჩნდება მის წინაშე. ვაი იმ მონაზონს, რომელსაც სურს გამოასწოროს ანდა ასწავლის მოძღვარს ან წინამძღვარს. კადნიერების გამო მას დატოვებს მადლი, დემონთა ხელში ჩავარდება, განიცდის სიკვდილის შესადარ მწუხარებას. მონაზვნობა ანგელოზის სახეა. ანგელოზებში მეფობს სრული რანგობრივი მორჩილება, რაზეც წერს მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი წიგნში: "ზეციური იერარქია". ამ მორჩილებას თავდანებებული ანგელოზები დემონებად იქცნენ. ამპარტავნისთვის ჩვეულია დაცემა. ზოგჯერ ამპარტავნის დაცემა ჭკუის სასწავლებელია. მაგრამ ამგვარი გაკვეთილი მკაცრია და საშიში. უმეტესობა ვერ პოულობს ძალას, გულწრფელი მონანიებისთვის და განაგრძობს ცოდვის გზაზე სიარულს. ყოფილა შემთხვევები, როცა ამპარტავანი მოღვაწეები, დაცემის შემდეგ, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. ეშმაკი ზოგჯერ ამშვიდებს ადამიანს, - მერე რა მოხდა, შესცოდავ და შეინანებო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს: ცოდვის ჭაობი ტალახის აბაზანა არ არის."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2017, 10:10 PM
პოსტი #1647


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველაზე დიდი ბედნიერება მონასტერში ყოფნაა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2017, 10:28 PM
პოსტი #1648


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა სერაფიმე თვლიდა, რომ შრომა და საკუთარი ნების მოკვეთა გამოცდა იყო მორჩილისთვის, რამდენად გამოდგებოდა ის მონაზვნობისთვის".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 18 2017, 12:25 PM
პოსტი #1649


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[მამა იერონიმე] სხვა მონაზვნებივით თავს არ დახრიდა, მაგრამ მზერა მისი ყოველთვის მიწისკენ იყო მიმართული".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 18 2017, 12:56 PM
პოსტი #1650


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[წმინდა იოასაფ მოგილეველმა] ბერად აღკვეცაზე ითხოვა კურთხევა: "წელს გადატანილი გოლგოთის შემდეგ, რაც ჩემს ნახევარწლიან პატიმრობას გულისხმობს, ვიგრძენი ჩემში ახალ ცხოვრებაში აღდგომის აუცილებლობა, მტკიცედ გადავწყვიტე საერო ცხოვრებასთან გამოთხოვება და დარჩენილი დღეების უფლისათვის მიძღვნა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 24 2017, 02:28 PM
პოსტი #1651


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[წმ. დანიელ ვორონეცკი] ამ სავანეში შეიმოსა იმ სათნოებებით, რაიც მონაზონთ ანგელოზთ შეამსგავსებთ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2017, 03:19 PM
პოსტი #1652


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ მონაზონნი მოყვასის სიყვარულს იწინამძღვრებენ, სავანე ფრიად აღორძინდება"

/ღირსი ექვთიმე სუზდალელი/

"აბრაამმა მას უფლისთვის ცხოვრების შეწირვის გულწრფელი სურვილი გაუმჟღავნა".

"წმინდანს ბერული ცხოვრების სურვილი დაუოკებელ სწრაფვად ექცა".

"განმარტოებულდაყუდებულ მონაზვნობაში"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 26 2017, 11:31 AM
პოსტი #1653


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მდიდართ თუ უპოვართ, ჭაბუკთ თუ მხცოვანთ მამობრივად მზრუნველობდა [ღირსი სერგი რადონეჟელი], თუმცა, უწყოდა რა ბერული ცხოვრების ყველა სიძნელე, იოლად ხელს არავის დაასხამდა, არამედ ჯერ შავი ქსოვილის გრძელი კაბით შემოსავდა და სხვადასხვა მორჩილებას განუწესებდა, რითიც ახალმოსულს სავანის წესთა გათავისებაში ეხმარებოდა და მხოლოდ ხანგრძლივი გამოცდის შემდგომ აღკვეცდა, მანტიას და კუნკულ-ბარტყულს უბოძებდა, მათ შორის რჩეულთ კი დიდი სქემით აპატიოსნებდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 26 2017, 11:55 AM
პოსტი #1654


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კელიებში ვნახეთ მხცოვანი ამბა ამონიც. ამ კაცს ღმერთმა სრულად გადმოაღვარა სულიერი ნიჭნი. მისი მსგავსი სიყვარულის ნიჭი არავის უნახავს. თუ მიხედავ მის სიმდაბლეს, იფიქრებ, რომ ესაა მასში უმთავრესი სათნოება. მოთმინება, სიმშვიდე, შემწყნარებლობა - თითოეულ ამ სათნოებაში ის იმდენად წარემატა, რომ გიკვირს, - ნეტავ რა სათნოება აკლიაო...

უფალმა ისე უხვად უბოძა მას სულიერი სიბრძნისა და ჭვრეტის ნიჭი, რომ ფიქრით მამათ შორის არავის მასზე ღრმად არ შეუღწევია ღვთაებრივ საიდუმლოთა ჭვრეტის საყდარში".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 1 2017, 09:52 PM
პოსტი #1655


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბოროტი ჩვევა, ცოდვა არა მარტო სულს ცვლის, არამედ გარეგნობასაც უსახურად გამოაჩენს.
ღირსი პაფნუტის (XV ს.) კელიაში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა ბერი. ერთხელ ის ქალაქში საქმეზე გაგზავნეს. ქალაქის ბაღში დასეირნობდნენ სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანები. ჯერ კიდევ არ იყო ბერში ერისკაცული ვნებები ჩამკვდარი. შეჩერდა, დატკბა მათი ყურებით, სინანულით გაიხსენა ამნაირად გატარებული თავისი ერისკაცული დღეები.
უკან რომ დაბრუნდა, ღირსი მამა პაფნუტი წიგნს კითხულობდა. ბერმა საქმის აღსრულება მოახსენა. მამა პაფნუტი, როგორც კი შეხედა, მაშინვე მიხვდა, რომ მორჩილის სულს არაწმინდა ფიქრები ტანჯავდა. "ეს კაცი ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო", - თქვა მამა პაფნუტიმ და პირი იბრუნა. მხილებული ბერი ათრთოლდა. მიხვდა, რომ მოძღვარს მასთან საუბარი აღარ სურდა და გარეთ გამოვიდა.
უკვე დილით, ერთი მოხუცებული ბერის რჩევით, წინაძღვრისგან შენდობა ითხოვა, მიიღო მისგან რჩევები თავშეკავებასა და უბიწოებაზე და დამშვიდდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2017, 01:19 PM
პოსტი #1656


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ოპტის უდაბნოში მოღვაწეობდა სქემმღვდელმონაზონი პლატონი. ერისკაცობაში ბანქოს თამაში და ვიოლინოზე დაკვრა უყვარდა. მონასტერში წასვლაზე ალბათ არც იფიქრებდა, ქოლერას რომ არ "გაეგდო" სოფლიდან. ერისკაცს ვნებები მონასტერშიც გაჰყვა, განსაკუთრებით - ვიოლინოს სიყვარული.
ერთი ხანობა, სადმე მიდიოდა, ტაძარში ლოცვად იდგა თუ სამორჩილო საქმეს ასრულებდა, ყურთან თითქოს ვიღაც უხილავ ვიოლინოს უკრავდა. მოცარტის, ბეთჰოვენის ფანტაზიები, პოლკები, მაზურკები მოსვენებას არ აძლევდა. ძილში კი ვიოლინოზე იმისთანა რთულ პიესებს უკრავდა, გაღვიძებულს თვითონაც უკვირდა. ეს ამბავი ჩვეულებრივი რამ ეგონა, ამიტომ მოძღვარს არ ეუბნებოდა. "ერთხელაც მივდივარ მოძღვართან (წმინდა მაკარი ოპტელთან), - ჰყვებოდა მამა პლატონი, - და გზად წარმოსახვაში სხვადასხვა უვერტიურას, ვარიაციებს ვუკრავ". კელიაში შესულს მამა მაკარი, როგორც დაფარულთმცოდნე, ამგვარი სიტყვებით შეხვდა: - რა არის, სულ პოლკებსა და მაზურკებს რომ უკრავ? აი, ჩვენთან ასე უკრავენო და, რადგანაც ერისკაცობაში მამა მაკარი მევიოლინე გახლდათ, ახლა წარმოსახულ ვიოლინოზე დაიწყო დაკვრა. სწორედ ისე, როგორც მისი მორჩილი იქცეოდა. ისეთი არტისტიზმით უკრავდა და იმგვარ პოზებს იღებდა, რომ დაბნეულ მორჩილს გაეცინა. "აი, ასე უკრავენ ჩვენებურად, - თქვა მამა მაკარმა მხიარულად, - შენ კი ფრანგულად ხერხავ და ხერხავ". გვარიანად აცინა მორჩილი, ანუგეშა და უკან დამშვიდებული გამოუშვა. მას შემდეგ ბერი პლატონი ვიოლინოს ხმას აღარ შეუწუხებია."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 3 2017, 11:15 PM
პოსტი #1657


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ეს ავადმყოფი კუზიანი მონაზონი ბედნიერი იყო

ერთხანობა სამების ტაძარში სანთელს ყიდდა მონაზონი ეფემია, მიტროპოლიტ რომანოზის (პეტრიაშვილი) ნათესავი. დაბადებიდან კუზიანი იყო. როცა სასანთლე მაგიდასთან ჯდებოდა, თითქოს კუზი თავს ზემოთ ჰქონდა წამოწეული. კარიბჭიდან საკურთხევლამდე მღვდლის დასაძახებლად მიდიოდა მოკაკული, საშინლად კოჭლობდა, გეგონებოდა, მთის ციცაბო ფერდობზე მიდისო. კუზის გამო თავი მხრებში ჩამძვრალი ჰქონდა. მისი შემხედვარე კაცი იტყოდა: "რა უბედური ადამიანია, რისთვის მიეცა სიცოცხლე, ანდა თვითონ როგორ ურიგდება ასეთ ხვედრს, რა სიმწარეს განიცდის ალბათ, როცა მოთამაშე ბავშვებს ხედავს, თვითონ ხომ ბავშვობიდან ჩამოშორებული იყო თანატოლებს. როგორ უნდა უმძიმდეს, როცა ეკლესიაში შიშნარევი თანაგრძნობით უცქერენო".

სახარებაში წერია: ერთხელ მოწაფეებმა უფალს ჰკითხეს, - "ვინ ცოდა, ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაი იშვა?" უფალმა უპასუხა, - "არამედ რაითა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა" (იოანე 9,1-3). უფალმა სასწაული აღასრულა - ბრმად შობილს თვალი აეხილა. მე კი მეჩვენებოდა, რომ თვალნი ჩემნი სასწაულს ხედავდნენ: ეს ავადმყოფი კუზიანი მონაზონი ბედნიერი იყო, სიხარულით უბრწყინავდა სახე, ბავშვივით უჩვეულოდ მშვიდი ჰქონდა თვალები, არ ფიქრობდა, ანდა ივიწყებდა თავის სნეულებას. საოცრად მიმნდობი იყო. ბავშვობაში გამიგია, კუზიანები ბოროტები და მზაკვრები არიან, ხალხს სჯიან თავიანთი სიმახინჯის გამოო. მაგრამ მათ შორის არიან ადამიანები, სიმდაბლითა და სიკეთით გამორჩეულნი, ეს სათნოებები თავიანთი სნეულების ცეცხლს გამოატარეს, ანდა როგორც თვალი პატიოსანი, სასმისის ფსკერზე იპოვეს მწარე სასმლის შესმის შემდეგ.

როცა ტაძარში არავინ იყო, იჯდა თავისთვის კუთხეში და ჩუმად კითხულობდა ლოცვანს ან ფსალმუნებს. ბრმადშობილი უფალს ტაძრის კარიბჭესთან შეხვდა. თვალნი აეხილა, მუხლი მოუდრიკა უფალს და მაცხოვარი ხმამაღლა ადიდა. მონაზონმა ეფემიამ უფალი ტაძარში იპოვა, სადაც ის თავის მორჩილებას აღასრულებდა. ეტყობოდა, რომ ყოველთვის ღმერთთან იყო, გულში განუწყვეტლივ ევედრებოდა უფალს და მადლობდა ყველაფრისთვის.

უფალმა სასწაული მოახდინა: მან არ განკურნა მონაზონი ეფემია, ისე როგორც განკურნა სინაგოგაში კუზიანი დედაკაცი და ტაძრის კარიბჭესთან მოწყალების მთხოვნელი ბრმადშობილი, მაგრამ სულიერი სიხარული მისცა - განაბრწყინა მადლის უხილავი ნათლით, რომელსაც შეიგრძნობს ადამიანის სული, სამშვინველი და სხეული, როგორც ყოფიერების სისავსეს და მომასწავებელს საუკუნო სიცოცხლისა. ამით არანაკლებ განდიდდება სარწმუნოება და ვხედავთ არანაკლებ მოწყალებას ღვთისას, ვიდრე იქნებოდა მაშინ, უფალს საშინელი სნეულებისგან რომ განეკურნა ეფემია. მონაზონ ეფემიას შემხედვარე, როცა ის წიგნს დასცქეროდა ანდა ოდნავ შესამჩნევი, ბავშვურად მიმნდობი ღიმილით მრევლის წევრებს სანთელს აძლევდა, მიხვდებოდი, თუ რატომ განიცდიდნენ სიხარულს ქრისტიანები ციხეებსა და გადასახლებებში, რატომ იყო მათთვის დიდი ბედნიერება, ვნებულიყვნენ ქრისტეს სახელისთვის.

სამყარო მშვენიერებისკენ ისწრაფვის. მაგრამ ადამიანი მას გარეგნულ საგნებში ეძებს: სიმდიდრეში, რომელიც მერე მასვე იმონებს, ხორციელ სილამაზეში, რომელიც წარმავალია და სახეზე ნაოჭებს ტოვებს, როგორც წლების ნაიარევს, დიდ თანამდებობასა და ერისკაცულ განდიდებაში, რომელიც ადამიანის გარშემო უფრო მეტად შურიანებსა და უკეთურებს შემოკრებს, თითქოს იმ ბილიკს მიუყვება, სადაც ლოდებქვეშ გველები იმალებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანი ბედნიერებას ამ ცხოვრებაში ეძებს, ის ნელ-ნელა ქრება, როგორც ჩაღვენთილი სანთელი, სული კი ცარიელი რჩება, თუ არ ჩავთვლით მასში დარჩენილ სიმწარესა და იმედის გაცრუებას.

ტაძრის კუთხეში მჯდარ მონაზონს კი სულში ჰქონდა ის, რაც სოფელმა დაკარგა - საწინდარი საუკუნო სიცოცხლისა და საკვირველი მშვენიერება მისტიკური ნათლისა, რომელმაც, როგორც სინათლის სხივმა, გაიბრწყინა თაბორზე, გაკვეთა საუკუნეები, იპოვა გული ეფემიასი და მასში განისვენა.

რა დაემართებოდა მას, ქრისტიანული სარწმუნოება რომ არ ჰქონოდა? - ამ სამყაროსგან გარიყული იქნებოდა, ახლობლებს შერცხვებოდათ მისი გამოჩენა. მრავალ ხალხში კუზიანის დაბადებას წყევად მიიჩნევდნენ, ზოგიერთი დედა იმასაც ამბობს: "რომ მცოდნოდა, ასეთი მახინჯი მეყოლებოდა, მუცელში მოვკლავდიო". მეცნიერებასა და ხელოვნებასაც კი არ შეეძლო ასეთი ადამიანისთვის ბედნიერება მიეცა, უკეთეს შემთხვევაში, სწავლა და სამსახური სულის მოსათქმელი იქნებოდა მისთვის. ქუჩაში კუზიანს არა მარტო ცნობისმოყვარეობით უცქერენ, არამედ დაფარული შიშითაც. ასეთნი პირქუშნი და ყველაზე გაბოროტებულნი არიან. მხოლოდ რწმენას შეუძლია მოახდინოს სასწაული. ადამიანმა კი, რომელსაც დამამდაბლებელი სიბრალულით უცქერენ, თავის სულში იცის, რომ ბედნიერია იმათზე, ვისაც ამა სოფლის ქარბორბალა აბრუნებს. ვგრძნობდი, რომ მონაზონი ეფემია თავის ხვედრს სხვისაზე არ გაცვლიდა.

ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს დედამიწაზე მკვდრები საყოველთაოდ აღდგებიან. მაშინ ადამიანი სულის მსგავსი სხეულით აღდგება, მაშინ ცოდვილთა სხეული ცოდვებივით მახინჯი იქნება, ცხონებულთა სხეულს კი ანგელოზებრივი სახე ექნება.

მართლმადიდებლობა ღვთისმიმსგავსების რელიგიაა. მისი მისტიკური ცხოვრება - სულიწმინდის მოპოვებაა; მისი შინაგანი მტკიცებულება - ინტუიციური შეღწევაა სულიერ სამყაროში და სულის საიდუმლო შეხვედრაა ღმერთთან; გარეგნული მტკიცებულება - მადლშემოსილი ადამიანები არიან, რომლებიც ასხივებენ როგორც უხილავ, იმავ დროს ხილულ ნათელსაც.

გავიდა ოცი წელი. მე იმ ეპარქიაში ვმსახურობდი, რომლის მღვდელმთავარიც გახლდათ მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი). ის ძალზე თავმდაბალი და გულისხმიერი ადამიანი იყო, ურთიერთობისას უბრალო გახლდათ და ხშირად გვიყვებოდა ამბებს თავისი ცხოვრებიდან. ერთხელ ვკითხე, როგორი მოღვაწეები ეხილა თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე - რევოლუციამდელ საქართველოში ხომ ბევრი მონასტერი და სკიტი იყო. მიპასუხა: "მოსაგრენი ჩვენს გვერდით არიან. თუ გახსოვს ჩემი ნათესავი, სამების ტაძრის მესანთლე მონაზონი ეფემია? მას ანგელოზის სული ჰქონდა". ეს ისეთი გრძნობით თქვა, თითქოს ერთ საწყალ, სნეულებით შებოჭილ მონაზონზე კი არა, გმირ დედაკაცზე ლაპარაკობდა, რომელიც სამყაროს მისმა ოჯახმა მისცა.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2017, 12:26 PM
პოსტი #1658


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მას შემდეგ, რაც განსაცდელი დასძლია ღვთის კაცმა, ვითარცა დამუშავებულმა ნიადაგმა, საიდანაც სარეველას ამოძირკვავენ, უხვად გამოიღო ნაყოფი სათნოებათა მომკისას. სახელი გაუვარდა. განადიდებდნენ უჩვეულო მონაზვნური მოსაგრეობისთვის. იქვე ახლოს მონასტერი იყო, რომლის წინამძღვარიც გარდაიცვალა. ძმები დიდად პატივცემულ ბენედიქტესთან მივიდნენ და წინამძღვრობა სთხოვეს. დიდხანს არ სთანხმდებოდა, ეუბნებოდა, ჩემი ტიბიკონი ყველას არ მოეწონებაო, მაგრამ თხოვნა-ვედრებით დაიყოლიეს. მან მონასტერში მკაცრი წესები შემოიღო. არავის აძლევდა ნებას, თვითნებურად გადაეხვია სამონაზვნო გზიდან. უგუნურად გამძვინვარებული ძმები ჯერ ერთმანეთს საყვედურობდნენ, - ასეთი მკაცრი წინამძღვარი რად გამოვითხოვეთო - მათი თავისუფალი ცხოვრება არ ეთანხმებოდა ბენედიქტეს წმინდა კანონებს. შემდეგ, როცა დაინახეს, ბენედიქტე თვითნებობის ნებას არ მისცემდა, ზოგიერთმა წინამძღვრის მოკვლა გადაწყვიტა. მოილაპარაკეს და ღვინოში საწამლავი ჩაუყარეს. ასეთი მძიმე ცხოვრება აქვთ კეთილმოღვაწე კაცებს წამხდარი ზნის ადამიანების გვერდით ყოფნისას! ტრადიციისამებრ, წინამძღვარს კურთხევისთვის მინის ჭურჭლით ღვინო მიუტანეს. წმინდა ბენედიქტემ ხელი აღმართა და მას ჯვრის ნიში გადასახა. ჭურჭელი უცბად ისე დაიმსხვრა, თითქოს წმინდანს ქვა ჩაეგდო. წმინდა ბენედიქტე მაშინვე მიხვდა, რაც მოხდა. წამოდგა და მხიარული პირით, მშვიდი სულით ძმებს უთხრა: "შეგიწყალოთ ყოვლისშემძლე ღმერთმა, ძმებო! რისთვის მიპირებდით ამას? განა ადრევე არ გითხარით, რომ ჩემი წეს-ჩვეულებანი თქვენგან განსხვავებულია-მეთქი? წადით და თქვენი ზნის წინამძღვარი მოძებნეთ, რადგან ამის მერე მე წინამძღვრად ვეღარ მიყოლიებთო".
ამის მერე საყვარელ უდაბნოს დაუბრუნდა და ყოვლისმხედველი ღვთის თვალთა წინაშე მარტოდმარტომ დაიწყო ცხოვრება."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 7 2017, 07:27 PM
პოსტი #1659


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რუსული საეკლესიო აზროვნების შედეგია: თუ კვდება მორწმუნე, მაშინვე მონაზვნად აღკვეცენ ხოლმე. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოსდა მონაზვნობა სასუფეველში შესასვლელი საშვი იყოს. თუ ადამიანს ასე არ უცხოვრია, რა აზრი აქვს მის მონაზვნობას? მონაზვნობა ცხოვრებაა და განსაკუთრებული წესი".

/დეკ. შიო პაიჭაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 8 2017, 10:51 AM
პოსტი #1660


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღარა მნებავს ყოფა სოფელსა ამას შინა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

211 გვერდი V « < 81 82 83 84 85 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 01:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი