IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სპორტის სახეობები, ყველა საჭირო რჩევით
კანუდოსელი
პოსტი May 29 2010, 12:52 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ამ თემის გახსნის იდეა გამიჩნდა მოზარდების ძალადობის თემასთან კავშირში. მოკლედ, მე ვთვლი, რომ ძალადობას უნდა ვებრძოლოთ ორი ძირითადი მიმართულებით - სკოლაში სასწავლო დისციპლინების დონის აწევით და შეჯიბრების-კონკურენციის გაზრდით და აგრეთვე სპორტისადმი ინტერესის გაღვივებით

მე ვხსნი ძალოსნობის მიმართულებით თემას.

მოკლედ თუ ვინმეს უნდა რომ ფიზიკურად იყოს ჯანმრთელი არსებობს რამდენიმე უმთავრესი ვარჯიში, რომელსაც თავისი სისტემა გააჩნია.

ვინაიდან დიდ დრო არ მაქვს, ნაწილობრივ დავდებ თითოეული კუნთის განვითარების ვარჯიშებისთვის სისტემას.

მკერდის კუნთის განვითარებისთვის უმთავრესია ე.ი. წოლჭიმის ვარჯიში (იხ. სურათი)

წვები ჰორიზონტალურ სკამზე, იღებ შტანგას სადგამიდან, ხელებს ჰკიდებ ოდნავ უფრო განივად ვიდრე მხრების ზომაა და მკერდამდე ჩამოტანით და აზიდვით იმეორებ 15-ჯერ

პირველი მისვლა არის კუნთებისთვის გასახურებელი, ამიტომ წონა უნდა შეარჩიო ისე, რომ 15 აზიდვა შეძლო თავისუფლად

მეორე მისვლაზე ირჩევ წონას ისე, რომ განახორციელო უკვე 8 აზიდვა და მერვე იყოს რთულად მიღწევადი. შეიძლება რომ დაიხმაროთ მეწყვილე, რომ ბოლო აზიდვაში ოდნავ დაგეხმაროთ

იგივეს იმეორებთ მეორედ, ოღონდ უკვე 6 აზიდვით. აქაც მეექვსე უნდა იყოს რთულად მიღწევადი - შესაბამისად წონას ზრდით

იგივეს იმეორებთ მესამედ...

დამწყებთათვის სამი მისვლა საკმარისია (გახურება ძირითად მისვლაში არ ითვლება), თუმცა შეიძლება აგრეთვე მეოთხედ მისვლა და უკვე ან ისევ 6 აზიდვას განახორციელებთ, ან წონას მოუმატებთ და 4 აზიდვას შეასრულებთ - ისე, რომ მეოთხე იყოს რთულად ასაწევი

ანუ სისტემა ასეთია: 15, 8, 6, 6 (6, ან 4)
შეიძლება ასეც: 15, 8, 8, 6, (6 ან 4)
ან ასე: 15, 10, 8, 6, (6 ან 4)

ზოგადად იდეოლოგია ასეთია: პირველი სამი მისვლა არის იმ წონებზე გავარჯიშება, რისი აწევაც ასე თუ ისე შეგიძლია და ერთგვარად კუნთების იმ წონებზე შეჩვევაა (რაც გამოიხატება კუნთის მოცულობის ზრდაში)...ბოლო მეოთხე მისვლა არის ისეთი წონის არჩევა, რაც გარკვეულ წილად ახალია, ანუ ყველაზე დიდია და კუნთის ამტანობაზე მუშაობას გულისხმობს


IPB-ს სურათი

გაგრძელება იქნება


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანუდოსელი   სპორტის სახეობები   May 29 2010, 12:52 PM
NINJA - ნინძა   GIORGI LELUASHVILI საუკეთესო ...   Oct 7 2011, 01:44 PM
starscream   ხრიდოლზე დავდიოდი ...   Jan 16 2012, 04:10 PM
ქევანა   ინფორმაცია მაქვს, ...   Jan 16 2012, 10:57 PM
qetevano   თებერვალში ვაპირ...   Jan 23 2013, 05:06 PM
ქევანა   ნუ ჭორაობთ! გიფრე...   Mar 9 2012, 09:24 PM
qarizma2   football - 4ever (გარდა ხვალი...   Jan 18 2013, 01:02 AM
ხახაბოელი   თბილისის ძიუდოს ტუ...   Jan 18 2013, 11:36 AM
A.V.M   qarizma2 :D ხახაბოელი როგ...   Jan 18 2013, 12:29 PM
ხახაბოელი   ხო საინტერესო იქნე...   Jan 22 2013, 11:13 AM
A.V.M   ხახაბოელი აგრეთვე...   Jan 23 2013, 01:05 AM
ქევანა   qetevano ვერა, ფული და დრ...   Jan 23 2013, 10:15 PM
ქევანა   იდოს აქ ^_^ http://s58.radikal.ru/i159...   Jul 8 2013, 07:18 PM
sopo...   იდოს აქ ^_^ [url=http://radikal.ru/fp...   Jul 9 2013, 04:29 AM
A.V.M   ქევანა შენ განყოფი...   Jul 9 2013, 03:06 PM
ქევანა   sopo... ძალიან მაგარია....   Jul 9 2013, 06:44 PM
ႲႭႡႰႠႬ   საბრძოლო ხელოვნებ...   Jul 10 2013, 01:33 PM
ქევანა   ႲႭႡႰႠႬ როგორ არ და...   Jul 11 2013, 12:50 AM
A.V.M   ქევანა მილედის სმ...   Jul 11 2013, 07:37 PM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2024 - 01:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი