IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ფონდის შემოსავალ-გასავალი, ასევე მიმართვა
ნათია
პოსტი Dec 11 2008, 10:38 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ფორუმელებო,
ფორუმის საქველმოქმედო ფონდის საფინანსო ჯგუფმა გადაწყვიტა ყოველთვიურად მოგაწოდოთ ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ.
ინფორმაცია მოცემულია ლარებში:
ფონდის ჯამურმა შემოსავლებმა 2008 წელის 10 თვის მონაცემებით შეადგინა 5700 ლარი, რაც 9 ჯერ აღემატება გასული წლის ჯამურ შემოსავლებს:

IPB-ს სურათი

ფონდის ჯამურმა გასავლებმა 2008 წელის 10 თვის მონაცემებით შეადგინა 5400 ლარი, რაც ასევე 9 ჯერ აღემატება გასული წლის ჯამურ გასავლებს:

IPB-ს სურათი

ქვემოთ მოცემულია ჯამური შემოსავლების სტრუქტურა სპონსორების მიხედვით, ლარებში:

IPB-ს სურათი

ფორუმელებო, ჩვენი აზრით, დადგა დრო, როცა ფონდის მიერ შექმნილი სიკეთე მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, ფონდის ფინანსურმა ჯგუფმა გადაწყვიტა მაგთისა და ჯეოსელის ნომრების აღება, რათა თითოეულ თქვენგანს ჰქონოდა ფონდის საქმიანობაში წვლილის შეტანის შესაძლებლობა...
ფონდის დაარსებიდან დღემდე ჩვენ მცირე თანხებით მაგრამ მაინც შევძელით რამოდენიმე ათეული ადამიანისათვის, ასევე სხვადასხვა ბავშვთა სახლებისა და მონასტრებისათვის დახმარების გაწევა... (შეგიძლიათ იხილოთ ლინკი ქველმოქმედების შედეგები )

დღეს ფორუმზე დარეგისტრირებულია 5 ათასზე მეტი მომხმარებელი, თუ აქედან, ნახევარი, თვეში ერთ ზარს მაინც გააკეთებს ფორუმის შემოსავლები საშუალოდ 200%-თ გაიზრდება...

ზარის ღირებულებაა 1 ლარი, წინასწარ გიხდით მადლობას:
მაგთი – 200329
ჯეოსელი - 700580

თუ გაქვთ შენიშვნები, გთხოვთ მოგვწეროთ ამ ლინკზე


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 02:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი