IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

211 გვერდი V « < 87 88 89 90 91 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Aug 21 2017, 10:36 AM
პოსტი #1761


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერს არ ჰყავს ცოლ-შვილი, ამიტომაც მისი შინაგანი ენერგია უფრო მეტად იხარჯება საზოგადოებაზე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 21 2017, 06:19 PM
პოსტი #1762


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფლის აღთქმათა სიყვარულით ბერი თმობს წუთისოფლის ყველა სიამოვნებას და საკუთარ ნებას. ის უფლის მიმართ თავისი ლოცვით უფრო მეტად შეეწევა სოფელს, ვიდრე ეს ერისკაცს ადამიანური ძალისხმევით შეუძლია."

"მამა ბარსანოფისთვის ერში გატარებული წლებიც თავისებური ღვთისმსახურება იყო. მისივე თქმით, მას არასოდეს უფიქრია ყოფითზე, მატერიალურზე; ის თავის შემოქმედს და მისკენ სავალ გზას ეძიებდა. მონასტერზე ფიქრი თავდაპირველად აშინებდა, წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, მაგრამ ნელ-ნელა მომწიფდა მის სულში ამა სოფლის დატოვების სურვილი."

"პირველი დღეებიდანვე, როცა ეკლესიაში მოვედი, მონაზვნობა მსურდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 21 2017, 06:59 PM
პოსტი #1763


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანი რამდენიმე გზით მიდის მონასტერში. ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე ძლიერი გზაა, როცა ამაზე მოძღვარი გაკურთხებს. ის შენი სულის ექიმია - ხედავს შენს სულს, იცის, რა უჭირს მას და საჭიროების შემთხვევაში გამოუწერს წამალს, რასაც მონასტრული ცხოვრება ჰქვია - უბრალოდ, შემოგთავაზებს, ხომ არ წახვიდოდი ცოტა ხანს, ხომ არ გამოსცდიდი საკუთარ თავს მონასტერშიო."

/არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2017, 10:39 AM
პოსტი #1764


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ვისაც მონაზვნობა აქვს გადაწყვეტილი, როგორ უნდა მოიქცეს?

- პირველ რიგში, უნდა ილოცოს, რომ მცდარი არჩევანი არ გააკეთოს. შესთხოვოს უფალს, განუცხადოს ნება თვისი და მოძღვარსაც დაეკითხოს. ღმერთმა ინებოს, ყველას მისცემოდეს იმის ძალა, რა გზაზეც უფალი აყენებს. იოანე ოქროპირს აქვს ასეთი ლოცვა: "უფალო, მომეცი ძალა, რათა აღვასრულო ნება შენი". მონაზვნად რომ აღიკვეცება, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ხორციელი კაცი მოკვდა და მის ადგილას სულიერი უნდა დაიბადოს."

/დედა ნინო (მაზანიშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2017, 10:50 AM
პოსტი #1765


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- მამაო, ვგრძნობ საფრთხეს და მეშინია მომავლის.

- ეს შიში გვეხმარება, ქრისტეს ჩავებღაუჭოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეს გულისთვის გმირობა მოგვიწევს. გამარჯვებისთვის არც ტყვიამფრქვევები და, მით უმეტეს, არც ატომური ბომბები არ გვჭირდება; დღეიდან ბრძოლა სულიერი იქნება. ჩვენ თვით ეშმაკთან მოგველის ორთაბრძოლა, მაგრამ მას, თუ თვითონვე არ მივცემთ ნებას, არავითარი ხელმწიფება არ აქვს ჩვენზე. რისი უნდა გვეშინოდეს? თუ მონაზვნურად ცხოვრობთ და ფხიზლად ხვდებით ეშმაკის ყოველ შემოტევას, მაშ, საღმრთო შეწევნის უფლებაც გაქვთ. ლოცვა და თავმდაბლობა, თანაგრძნობა და სიყვარული ხომ ნამდვილი სულიერი კაპიტალია... თუ მონასტერში არის ორი-სამი კაცი, რომელიც სხვის ტკივილზე ფიქრობს და ლოცულობს, ისინი სულიერ ციხესიმაგრედ იქცევიან და მტრის ყოველ ღონეს შებორკავენ."

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2017, 11:03 AM
პოსტი #1766


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[მონასტერში] მდუმარების დღეც გვაქვს გამოცხადებული"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2017, 03:07 PM
პოსტი #1767


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანის ბუნებას გააჩნია; თუ რბილი, მორჩილი და დამთმობია, მიუხედავად ასაკისა, მისი მონაზვნად ჩამოყალიბება ადვილია, ხოლო თუ ჯიუტია, რა ასაკისაც არ უნდა იყოს, ძნელია მისი დამორჩილება. მეუფემ ასეთი ფუნქცია დაგვაკისრა: გულისსიტყვების გახსნა. მამაო კი მოდის ჩვენთან, წირვას ატარებს, წერილობითაც ვაბარებთ აღსარებას, მაგრამ ეს არ კმარა; წინამძღვარმა უნდა იცოდეს მონაზვნისა თუ მორჩილის სულში მიმდინარე პროცესების შესახებ, რათა მისი სულიერი განვითარება სწორად წარმართოს."

/დედა ნინო (მაზანიშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2017, 03:20 PM
პოსტი #1768


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალს შევთხოვე: მე უსუსურს გადაწყვეტილების მიღება არ შემიძლია-მეთქი... როგორც ბავშვი, ისე ხელჩაკიდებული მიმიყვანა მონასტერში.

მონასტერმა შეავსო ის სიცარიელე... ვერ გეტყვით, რა მოხდა, მაგრამ მოწყენა ერთი დღით, ერთი წუთით არ მიგრძნია. სირთულეები არის, მაგრამ მონასტერში მაინც ყველაფერი მიხარია. ერში თითქოს არაფერი მაკლდა, მაგრამ გული სევდით მქონდა სავსე. ტაძარში რომ მივედი, ცოცხი ავიღე, ეკლესია დავგავე და ის მტვერი ჩავყლაპე, უბედნიერეს ადამიანად ვიგრძენი თავი. მივხვდი, ჩემი ადგილი იქ იყო."

/დედა ნინო (მაზანიშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2017, 09:48 PM
პოსტი #1769


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნური ცხოვრება უფალთან მისასვლელი ერთ-ერთი ბილიკია"

/დედა ნინო (მაზანიშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2017, 10:20 PM
პოსტი #1770


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერმონაზვნური ცხოვრების შესახებ ზღვა ლიტერატურა არსებობს, მაგრამ თუ თავად არ გაუსინჯე გემო, ვერასოდეს შეიგრძნობ მის სიტკბოს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2017, 10:34 PM
პოსტი #1771


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნობა ერისგან განდგომაა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, ყველა ახლობელი მოიძულო და დაივიწყო. პირიქით, რამდენადაც შორს ვართ ფიზიკურად, იმდენად ახლოს ვართ სულიერად, რადგან განუწყვეტლივ ვლოცულობთ და ვახსენებთ მათ."

/დედა ნინო (მაზანიშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2017, 10:49 PM
პოსტი #1772


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- აღსაკვეცს ეუბნებიან შემდეგ სიტყვებს: "შვილო, უკეთუ ერქვანსა ხელი დასდევ და იწყე სლვად გზასა მას, რომელსა მიჰყავს მისლვად სასუფეველსა ღვთისასა, ნურღარამცა უკუღმართ ჰხედავ... და აწ, შვილო, ნურვინ გიყვარან, ნურცა ვის პატივსცემ უფროის ღვთისა..." ზოგს ებადება კითხვა, როგორ შეიძლება ამ პირქუში სიტყვების შეთავსება იმ სიმშვიდესა და სიყვარულთან, რომლისკენაც უფალი მოგვიწოდებს?

- ყველას გახსოვთ ფილმი "დიდოსტატის მარჯვენა". შორენას აღკვეცის ეპიზოდში ეს სიტყვები მართლაც სასტიკად ჟღერს: "ნურვინ გიყვარან, ნურვინ გიყვარან!.." რადგან არ ამბობენ მთავარს: "უფროის ღვთისა". მონაზვნობა, რაღა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა უარი უნდა თქვას დედაზე, მამაზე, შვილზე და ა.შ. მონაზონს ყველას სიყვარული მართებს. თუკი, დავუშვათ, მონაზვნის საპატრონოა უძლური დედა ან მამა, განა ღვთის წინაშე სათნო იქნება მათ მიმართ უყურადღებობა?! სახარება გავიხსენოთ; შეკითხვაზე: "რითი ვცხონდე?" - მაცხოვარი პასუხობს, რომ ორი უმთავრესი მცნება უნდა დავიცვათ: შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა შენითა და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი.

აღკვეცისას წარმოთქმული სიტყვები მხოლოდ იმას გვავალებს, რომ ღმერთზე მეტად არავინ გვიყვარდეს. თუ მონაზვნობა და ქრისტესთვის მარტომყოფობა გადაწყვიტე, მაშინ ნუღარ მიხედავ სოფელს. ის დასრულდა. როდესაც სახარებაში მოციქული ეუბნება მაცხოვარს, მამა მყავს დასამარხიო, იესო პასუხობს: "აცადეთ მკვდარნი დაფლვად თვისთა მკვდართა". დაანებე ამა სოფლის საზრუნავს თავი, მას სხვები მიხედავენ; სახნავი, რაც იქ იყო, დატოვე; აქ ახალი სახნავი გელოდება, რათა წაადგე შენს ერს და სათნო ეყო ღმერთს."

/მამა დემეტრე (დავითაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2017, 10:48 AM
პოსტი #1773


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამას წინათ კალივაში ორი რომაელი კათოლიკე არქიტექტორი მესტუმრა. "რას უსხედან ეს ბერები აქ? - მკითხეს მათ, - რატომ არ მიდიან ერში საზოგადო მსახურებისთვის?" "განა შუქურები კლდეებზე არ უნდა იდგნენ? - კითხვაზე კითხვით მივუგე მე, - რას გვიბრძანებთ, ქალაქში გადავიტანოთ ქუჩის შუქნიშნებივით? შუქურას თავისი დანიშნულება აქვს, შუქნიშნებს - თავისი. ბერი ნათურა კი არ არის, გადასასვლელს რომ ანათებს, რათა ხალხმა არ წაიფორხილოს; ბერი შორეული შუქურაა, რომელიც თავისი ბრწყინვალებით ზღვებსა და ოკეანეებს სწვდება, რათა ხომალდებმა საიმედო გზით გასცურონ და დანიშნულების ადგილს - ღვთის სასუფეველს მიაღწიონ".

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2017, 11:06 AM
პოსტი #1774


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძალიან წუხდა [მამა ტიხონი], როცა ჩასუქებულ ბერს ხედავდა, რადგან სიმსუქნე შეუთავსებელია ანგელოზის სქემასთან. ერთხელ ერთი მსუქანი ერისკაცი ეწვია და შესჩივლა: - მამაო, ხორციელმა ბრძოლამ და არაწმინდა ფიქრებმა მოსვენება დამიკარგესო. ბერმა უთხრა: - შვილო, თუ დამემორჩილები, ქრისტეს მადლით ანგელოზად გაქცევ. გამუდმებით წარმოთქვი იესოს ლოცვა. მთელი დღეები პურსა და წყალზე გაატარე. მხოლოდ შაბათ-კვირას მიიღე ზეთიანი საჭმელი. საღამოობით 150 მეტანია შეასრულე, წაიკითხე ღვთისმშობლის კანონი, ერთი თავი სახარებიდან და იმ დღის წმინდანის ცხოვრებაო. ექვსი თვის შემდეგ ერისკაცი კვლავ ეწვია ბერს, მაგრამ მან ვეღარ იცნო, რადგან ზედმეტი წონისგან მთლად გათავისუფლებულიყო. მართლაც ანგელოზად ვგრძნობ თავს, აღარც ხორცი მაწუხებს, აღარც არაწმინდა ფიქრები. მას შემდეგ, რაც გავხდი, თავს მსუბუქად ვგრძნობო, - უთხრა ერისკაცმა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2017, 01:29 PM
პოსტი #1775


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნური ცხოვრების წესს აზიარა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2017, 09:55 AM
პოსტი #1776


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში სულიერი შვილი მოძღვრის კურთხევით ცხოვრობს, ფიქრსაც კი მას უმორჩილებს. საერო ცხოვრებაში რთულია მოძღვართან ასეთი ურთიერთობა და არც არის საჭირო. ერში სამონასტრო წესით ცხოვრება ძნელია."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2017, 10:09 AM
პოსტი #1777


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- დედაო, დიდხანს ეძებდით ღმერთისკენ მიმავალ ბილიკს?

- ჩემზე უამრავი განსაცდელი იქნა დაშვებული, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ. ავადმყოფობის გამო მუდმივად წამლებს ვსვამდი. დისშვილი შემეძინა და მის სანახავად წავედი ქარელში. გზად, მატარებელში, აღმოვაჩინე, რომ წამლები შინ დამრჩენოდა, შევწუხდი. ჩემი დის დედამთილი მორწმუნეა. მირჩია, მასთან ერთად ტაძარში წირვა-ლოცვას დავსწრებოდი - შვებას იგრძნობო. დავუჯერე. მოხდა სასწაული: სანამ ქარელში ვიყავი, წამალი არ დამჭირვებია. მივხვდი, რომ მივაგენი ჩემს ჭეშმარიტ მკურნალს... თავდაპირველად მეშინოდა, მეგონა, ავადმყოფობის გამო ვერ შევძლებდი მონასტერში ცხოვრებას, მაგრამ უფალმა შემაძლებინა. რისი გაკეთებაც სახლში არ შემეძლო, მონასტერში ვაკეთებდი."

/დედა ზოია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2017, 10:28 AM
პოსტი #1778


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არის შემთხვევები, როცა მონაზვნებში ერისკაცის სულს ხედავ, ერისკაცში კი მონაზვნისას. ასეთებს იმ ქვეყნად ქრისტე ეტყვის: "შენ გაიხადე ეგ სქემა, შენ კი ჩაიცვიო". თუ ერისკაცმა მონაზვნური ცხოვრება მოისურვა, იკურთხება ღვთისგან, ხოლო ერული ცხოვრების მოსურნე მონაზონი საუკუნო სატანჯველს მიეცემა."

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2017, 12:39 PM
პოსტი #1779


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერმა ისეთ სულიერ სიმაღლეს უნდა მიაღწიოს, რომ ამგვარად ლოცულობდეს: "ღმერთო ჩემო, მე ნუ შემიწყალებ, მე ნუ მომხედავ. იზრუნე ამა სოფლისთვის და შეიწყალე იგი". ბერი ასე იმიტომ კი არ ლოცულობს, რომ თვითონ არ სჭირდება ღვთის მოწყალება, არამედ იმიტომ, რომ ძალიან უყვარს სოფელი."

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2017, 01:27 PM
პოსტი #1780


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,153
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ მონასტერი სულიერად ცხოვრობს, იცოდეთ - ის სოფელს აიძულებს, დაფიქრდეს. როცა მონასტერში ღვთის შიშია, კეთილმოკრძალება, არ არის ერისკაცული ლოგიკა და ვაჭრული სული, ის ერისკაცს გულს აუჩვილებს."

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

211 გვერდი V « < 87 88 89 90 91 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 04:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი