გადაცემა გადის ყოველ პარასკევს პირველ არხზე ღამის 12სთ–ზე, მიჰყავს კინომცოდნე გოგი გვახარიას. გადაცემის პირველი ნაწილი არის საუბრები სტუმართან და მეორე ნაწილი მთლიანად ფილმს ეთმობა.
გადაცემის ბოლო ჩანაწერი: http://www.tavisupleba.org/content/article/2029297.html
არ გავხსნიდი თემას, რომ არა წამყვანის საინტერესო საუბრები სხვადასხვა პროფილის სტუმრებთან, რომლის მოსმენის შემდეგად გიჩნდება სურვილი შენც გამოთქვა შენი აზრი, დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, იკამათო, განიხილო...
მაშ, მოდით
ყოველი გადაცემის გასვლის შემდეგ ვისაუბროთ და გამოვთქვათ აზრი აქ, ამ თემაში.
***
"მარგინალები, გარიყულები, „ჩარეცხილები“ იყო სათაური იმ თემისა, რის შესახებაც ისაუბრეს წამყვანმა და თეოლოგის სახით მოწვეულმა ბასილ კობახიძემ.
რას ფიქრობთ თქვენ?
მე არ ვარ ამ გადაცემის აქტიური მაყურებელი, მაგრამ ამ კონკრეტული სტუმრით (სწორედ მისით) აღფრთოვანებული დავრჩი.
ასეთი რაფინირებული მოსაუბრე თუ იქნებოდა ვერც კი წარმოვიდგენდი.
მთლიანად ვიზიარებ მის შეხედულებას იდეოლოგიზირებულ საზოგადოებაზე და ჩემთვის საინტერესო იქნებოდა იმ ადამიანთა აზრი ვინც თვლის რომ მსგავსი რამ არ გვჭირს...
ყველანი ერთგან ვფოთრაობთ და თავისუფალი ნების ბრალეულობით ვცოდავთ... ვინ როგორ ეს უკვე გემოვნების საკითხია ლამის
გადაცემის შემოქმედებითი კოლექტივიც აშკარად მოქნილად მუშაობს..
მოვიხიბლე ლუის ბუნუელის ფილმიდან ”ნაზარინი” ეფექტურად შერჩეული ეპიზოდის ჩართვით.
პ.ს. ქევან თემას შენი აზრიც მოყოლოდა შეფასების სახით კარგი იქნებოდა
sandro40
sandro40
მე თქვენ უფრო არასერიოზული მეგონეთ
sandro40
შენ ერთხელ გაგაფრთხილე მგონი
ნუ ცელქობ, თორემ მიიღებ
იყავი კორექტული.
თუ შეგიძლია ჩხუბის გარეშე, ოკ, თუ არადა, არ გაეკარო ამ თემა, ვაჰ
ნონა
ნელ-ნელა მოვაყოლებ
მეც ვფიქრობ რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან იდეოლოგიზირებულია
მაგრამ როდის არ იყო იდეოლოგიზირებული?
რაღაცნაირად კანონზომიერებადაც იქცა, უკვე : (
ქევანა
იდეოლოგიზირებულში რას გულისხმობ? განმიმარტეთ
ikanosi
ახლავე აგიხსნი
იდეოლოგიზირებული არის იდეოლოგიით გაჟღენთილი, არაუბრალოდ იდეეებისა და შეხედულებების გაზიარება, არამედ მისი სრულად მოცულობა, აქ ისიც შედის: ბრმად რომ მიიჩნევ (ჩემთვის ასე განიმარტება; და თუ ვინმე სხვანაირად განმარტავს, დაწერეთ, სიამოვნებით ვისწავლი)
აი, საკითხავია რა სახის იდეოლოგიაა (ანუ კარგია თუ ცუდი) გაბატონებული,
ან საერთოდ, კარგი მოვლენაა იდეოლოგიით გატაცება?
საზოგადოება უნდა იყოს გარკვეულწილად იდეოლოგიის მატარებელი და მისი დამცველი
არ მეთანხმებით?
უბრალოდ დოზებს გააჩნია, ან სხვა რამეს გააჩნია
გადაცემაში საუბარი იყო იმ მანკიერ თვისებებზე, რაც ამ ბოლო დროს დამკვიდრდა ჩვენს საზოგადოებაში ფსევდო-რელიგიური სელF-პი არით?
ქვეყანა ზოგადად იდეოლოგიზირებულია, პოლიტიკურადაც და რელიგიურადაც.
საკმარისია ნაციონალს უთხრა არანაციონალზე, რომ მან თქვა რომ მაწონი თეთრია, თუ ვერ შეგედავება, იმას მაინც დაამატებს, ვის უსმენ მათო? ანალოგიური ეხება მეორე მხარესაც...
ზუსტად იგივე კერძო შემთხვევაა რელიგიური სტერეოტიპული "აზროვნება": მართლმადიდებელი - კარგი, იეღოველი - ცუდი, კონსერვატორი - კარგი, ლიბერალი - ცუდი; იგივე ითქმის ხშირად ე.წ. ლიბერალური საზოგადოების (რომლის ნაწილადაც ვთვლი თავს) ერთი ნაწილის შესახებ, ვისთვისაც პრიოიტეტები იგივე სტანდარტისაა, ოღონდ - პირიქით.
კობახიძე რომ ეკლესიაში არაა, ეს უპირველესად ეკლესიაში იმ უმძიმესი პრობლემების გამო მოხდა, რაც კარგადაა ცნობილი, და არა იმიტომ, რომ თვითონ უბერავს...ცხადია უბერავს, მაგრამ ისეთივე დოზით თუ მეტით არა, ყველა ნორმალური უნდა უბერავდეს ამ გადაღრეცილ ქვეყანაში.
ქევანა
და რა სახის იდეოლოგიზირებული ვართ? გადაცემაში ჩართულ შიგადა-შიგ ვიდეოებს თუ გულისხმობ მაგაში იდეოლიგიზირებულს ვერ ვხედავ...ნუ თუ იმას გულისხმობ რომ ხალხი სექტანტებს უარყოფს თან არ იციან რატომ არის მცდარი(ერთ ერთი რეპორტაჟი იყო იეღოვას მოწმეებზე მგონი), ეს არის საერთო აზრი...ეკლესიის მიერ დადგენილი, რომ ეგ მოძღვრება არის მწვალებლობა და სექტა და ალბათ მაგტომაც აღიარებს ხალხი ეგრე....
ნებისმიერ იდეოლოგიაში სისტემატიზირებულია გარკვეულ პრინციპთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს რეალობაზე შეხედულებათა კომპლექსს.
ასახულია რა მასში ორიენტირები და პრაქტიკული ქცევის მსაზღვრელებიც არანაკლები ”დოგმატურობითაა” მოცემული ემსგავსება გარკვეულ კონტექსტში რელიგიას.
ნებისმიერი იდეოლოგიის უპირობა მიმდევრობა არის მორწმუნისათვის რელიგიური არსის ჩანაცვლება ფსევდორელიგიურობით.
(მე ვერ ვიხსენებ ვერცერთ იდეოლოგიურ ფაბულას რომელიც დროს არ გაცვდა ან არ შეილანძღა გარდა რელიგიისა)
საზოგადოება იმდენადაა იდეოლოგიზირებული რამდენადაც არათავისუფალი (ყველას თავისუფალი გვგონია თავი მაგრამ სინამდვილეში ყველას გვიჭირს, თანაც ძალიან)
ზოგჯერ ეს იდეოლოგიები რელიგიურ მოტივებზე თუ მოსაზრებებზე იშვებიან ხოლმე და მისი სახელით წარმატებით იკაფავენ გზას არამარტო გონების არამედ გულისკენაც და ამ ორმხრივი დომინანტობის გამო ის ბევრად საშიშია.
რადიკალი მორწმუნეები ვერ ხვდებიან რომ მათ მდინარის დინების მიმართულების შეცვლა არ შეუძლიათ, მათ უბრალოდ უნდა ისწავლონ მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვა, ხოდა ეს რომ ავიწყდებათ და მთელ მათ ენერგიას იმას ახმარენ რომ დინება შეაჩერონ, ვერც ამას ახერხებენ და თან ამ დინებასაც მიყვებიან ძალაგამოცლილნი. ხოდა ამ ცხოვრების წესით ვინც ცხოვრობს და მის დაკრულზე ვინც ცეკვავს კი ვიცით როგორც ამთავრებს
წუხანდელი გადაცემა მიეძღვნა ქართველ ფაშისტებს
გადაცემის სტუმარი იყო აკაკი ბაქრაძე
გადაცემის ჩანაწერის ნახვა შეიძლება აქ:
http://www.tavisupleba.org/content/article/2035814.html
მე მომეწონა, კმაყოფილების გრძნობის მეტი არაფერი მაქვს თქვენთვის გასაზიარებელი, თქვენ რას ფიქრობთ?
მე არ დამრჩა ქევან კმაყოფილების ისეთივე გრძნობა როგორიც წინა კვირას.
განსაკუთრებული არაფერი
არიული რასის კუთვნილება მეც ვარ ნეტა?
არა ფაშისტები უეჭველი დამბრაკავდნენ
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)