ომში კაცის კვლა ცოდვაა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ომში კაცის კვლა ცოდვაა? |
კანუდოსელი |
Jun 1 2010, 12:45 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
სხვათა შორის ის ინტერვიუ ეხებოდა საბჭოთა პერიოდის იერარქების ლოიალობას რეჟიმის მიმართ რასსაც ასე პასუხობს პატრიარქი ალექსი:
Это - больно. Но не может многомиллионная Церковь в тоталитарном государстве уйти в катакомбы. Мы грешили. Но виновны мы не перед народом. Ради него, ради возможности не уходить окончательно из реальной жизни сотен миллионов людей иерархи Церкви брали грех на душу - грех молчания, грех неправды. И за него перед Богом мы каялись всегда. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მხევალი ნინო |
Jun 1 2010, 02:04 PM
პოსტი
#42
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანუდოსელი
ციტატა რუსეთის ყოფილი პატრიარქის ინტერვიუდან ციტატა . Так солдат на войне убивает (и это грех), но отдать на погубление врагу своих ближних, с точки зрения Церкви, было бы грехом несравненно большим . რუსები ყურდხშულები უ სმენდნე ნეტავ? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
gabrieli. |
Jun 1 2010, 02:06 PM
პოსტი
#43
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 298 რეგისტრ.: 25-December 09 მდებარ.: გორი წევრი № 7,861 |
ჩვენ როგორები უსმენთ ხოლმე?
|
კანუდოსელი |
Jun 1 2010, 02:13 PM
პოსტი
#44
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ერთ დროს ამ თემაზე ცხარე კამათები იყო გაჩაღებული, ამტომ მე მოკლე ჩართვებით ვიფარგლები ხოლმე ამ თემებში
აი ის ძველი თემაც: http://church.ge/index.php?showtopic=2075&st=20 -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მხევალი ნინო |
Jun 1 2010, 02:21 PM
პოსტი
#45
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანუდოსელი
არა კანუდოს, შეგეშალა. წმინდა გიორგის თემაში სხვა რამეზე იყო საუბარი. კიდევ იყო სხვა თემა, იქნებ ვიპოვო... -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
Jun 1 2010, 02:23 PM
პოსტი
#46
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი არა კანუდოს, შეგეშალა. წმინდა გიორგის თემაში სხვა რამეზე იყო საუბარი. კიდევ იყო სხვა თემა, იქნებ ვიპოვო... ახლა გადავხედე და ზუსტად იგივეზე ვსაუბრობდი...რომ წმინდა გიორგის გამოჩენა არის აპოპკრიფი და ეს არაა გასაკვირითქო, რადგან ქრისტიანული მორალი კვლას თუნდაც ომში უყურებს როგორც ცოდვას, თუნდაც ისეთს, რომ სხვა გზა არ გქონდეს... აი აქ ნახე: http://church.ge/index.php?showtopic=2075&st=20 -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მხევალი ნინო |
Jun 1 2010, 02:36 PM
პოსტი
#47
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანუდოსელი
ციტატა .რომ წმინდა გიორგის გამოჩენა არის აპოპკრიფი და ეს არაა გასაკვირითქო, რადგან ქრისტიანული მორალი კვლას თუნდაც ომში უყურებს როგორც ცოდვას, თუნდაც ისეთს, რომ სხვა გზა არ გქონდეს... კანუდოს, მოდი აქ ნუ ვიბრძოლებთ წმინდა გიორგის გამოცხადებაზე. მახსოვს იმ თემაში რა დღრეშიც ჩავარდით. მე მგონი ერთი იუზერის ფასადაც კი დაგვიჯდა ლენუსზე ვამბბობ მოკლედ გეტყვი, შეწევნე მკვლელობის გამო არ იყო, ანუ წმინდა გიორგი შეწევნით მკლელობას კი არ იწონებდა, არამედ, ეწეოდა მტერზე გამარჯვებაში. მეც პირადად ვიზიარებ იმ აზრს, რომ ომშიც კი ადამიანის მოკვლ, ცოდვაა. არ შეიძლება მოკლა და იუს სიმძიმედ არ დაგაწვეს სულზე, რუსთვისაც არ უნდა იყოს მკვლელობა, მაგრამ ამავე დროს, ომში წასვლა მოყვასის სიყვარული განხორციელებაა, რადგან ომი უსაშინლესი, უსაშიშესი რამეა და ამ შიშის გადალახვა, საკუტარი ტავის შეწირვა სამშობლოსთვის, ოჯახისთვის, სახლისთვის ნამდვიალდმოყვასის სიყვარულია. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ქევანა |
Jun 1 2010, 04:02 PM
პოსტი
#48
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა ეს არის ცოდვა და არ უნდა ამას ლაი ლაი...უბრალოდ სხვა გზა არაა ამაშია საქმე... ამას არც ვუარყოფ, ვიცი რომ ცოდვაა : ) სხვა გზა რომ არ რჩება ამაზეც ვწუხვარ... ეგ სხვა გზა რომ არ იყოს, მაშინ უცოდველები ვიქნებოდით რაღაც კუთხით : ) არ ვიცი რატომ ხდება, როცა მტრის მოკვლა გიწევს.. მაშინ თავი უნდა შეაკლა, ... დაახლოებით ვხვდები რასაც განიცდიდა თორნიკე ერისთავი : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
lutecia |
Jun 1 2010, 05:19 PM
პოსტი
#49
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 19-May 10 წევრი № 8,861 |
kinoteli,
დიდი მადლობა თამრო ვაშლოვანელზე ინფორმაციის მოწოდებისთვის,ნამდვილად არ ვიცოდი ციტატა ქრისტიანული მორალი კვლას თუნდაც ომში უყურებს როგორც ცოდვას, თუნდაც ისეთს, რომ სხვა გზა არ გქონდეს... მეც ასე ვიცი, იესო ამბობდა: "თუ ლოყაში სილა გაგაწნეს მეორე ლოყაც მიუშვირეო", "დალოცეთ თქვენი მაწყევარები,რადგან ამით ნაკვერჩხლებს აგროვებთ მათ თავებზე".ეს ბოლო ფრაზა არ ვიცი ვის ეკუთვნის მაგრამ ახალ აღთქმაში წერია ზუსტად ვიცი და სამშობლოს დაცვაზე მასში არაფერია ნათქვამი მაგრამ არ შეიძლება არ დავაფასოთ სამშობლოსათვის დაღუპული გმირები და ისინი მკვლელებად შევრაცხოთ,ყველა ადამიანი ცოდვილია... |
მხევალი ნინო |
Jun 1 2010, 05:49 PM
პოსტი
#50
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
lutecia
ციტატა თუ ლოყაში სილა გაგაწნეს მეორე ლოყაც მიუშვირეო" როცა სამშობლოს და ოჯახს ემუქრბა საშიშროება, ეს შენთვის ლოყაში გარტყმა არაა. შენ ვალდებულებები გაქვს სამშობლოს და ახლობლების წინაშე და ის უნდა შეასრულო. პირადად შენ, რომ გაგარტყავს მეგობარი, იას მეორე მიუშვირე, თუ შეძლებ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
terra |
Jun 1 2010, 06:06 PM
პოსტი
#51
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
lutecia
ციტატა ფრაზა არ ვიცი ვის ეკუთვნის მაგრამ ახალ აღთქმაში წერია ზუსტად ვიცი და სამშობლოს დაცვაზე მასში არაფერია ნათქვამი კეთილო, აბა წარმოიდგინე, თუნდაც საქართველოში, ყველა ქრისტიანი, ოდითგანვე, პაციფისტი რომ ყოფილიყო, ვიარსებებდით საერთოდ, როგორც ერი? იარსებებდა ქართული მართლმორწმუნე ეკლესია? ან თუნდაც 1 ქართველი, ამ დედამიწის ზურგზე? ხომ აბსურდია ამის წარმოდგენა. ლომებივით ვაჟკაცები გვყავდა, ძალგულოვნებით გამორჩეული და ქრისტეს სწავლებით განმტკიცებული და მაინც სასწაულად გვიჭირდა თავის გატანა და არსებობის შენარჩუნება. ახლა წარმოიდგინე, მახვილი რომ არავის აეღო ხელში, რა და ვინ გადაურჩებოდა ჯალალს, აბასს, მურვანს, ლენგს.. თუთაშხია გამახსენდა : კაცსაც ვერ მოკლავ, სიყვარული თუ არ გაქვსო. ყველაზე ძვირფასს დებ მოყვასისთვის, რაც გაგაჩნია - სიცოცხლეს. ამაზე მეტი სიყვარული, უბრალოდ წარმოუდგენელია. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
lutecia |
Jun 1 2010, 06:16 PM
პოსტი
#52
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 19-May 10 წევრი № 8,861 |
ციტატა პირადად შენ, რომ გაგარტყავს მეგობარი, იას მეორე მიუშვირე, თუ შეძლებ. ლოყას პირდაპირი მნიშვნელობით ვერ მივუშვერ,მაგრამ ვერც საპასუხოდ გავაწნავ |
kinoteli |
Jun 1 2010, 08:21 PM
პოსტი
#53
|
SHEFICULI ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 |
ალბათ წაიკითხავდით მოძღვრის პასუხია კითხვაზე
http://www.factnews.ge/index.php?lang_id=G...id=10090&act=ns მამა ნიკოლოზ, ომში კაცის კვლა ღვთისგან გამართლებულია? - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ცოდვა არაა. დიდი სჯულის კანონით მეომრების მიმართ ეკლესიური სასჯელები შემსუბუქებულია, მაგრამ ადამიანს გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ ამ საქციელს სამშობლოს დასაცავად სჩადის და მხოლიდ ასეთ დროს ეპატიება ომში კაცის კვლა, ანუ იმ სიმძიმით არ ედება ბრალი, როგორც ეს განზრახ მკვლელობის დროს ხდება, მგრამ მაინც ცოდვათ ეთვლება. -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
lutecia |
Jun 1 2010, 09:07 PM
პოსტი
#54
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 19-May 10 წევრი № 8,861 |
kinoteli
გაიხარე |
კანუდოსელი |
Jun 1 2010, 11:30 PM
პოსტი
#55
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
პაციფიზმის უკუგდება იმ მოტივით,რომ ყველა რომ პაციფისტი ყოფილიყოო...-არ გამოდგება. პაციფიზმი თავის ადგილს იკავებს და სრულიად დამსახურებულად - არის ხალხი, ვისაც მოეთხოვება იყოს პაციფისტი - ბერები. თუნდაც ეს მაგალითი მოწმობს იმას, რომ ადამიანს პაციფიზმი არ უნდა დაუძრახო. და ისიც ცხადია რომ ყველა ვერ იქნება პაციფისტი.
თან გავრცელებული შეცდომაა, რომ გიყვარდეს მტერი შენი, მხოლოს შენს პირად მტერს ეხებაო. ახალი აღთქმა უკვე ნიშნავს რომ მესია დაიბადა, ანუ ის ძველი საშიშროება არღარ გვაქვს, ამის გამო იესო ქრისტე აძლევს კაცობრიობას ახალ მცნებას: "გიყვარდეთ მტრები", კრიტიკას ვერ უძლებს ის გარემოება, როდესაც ამბობენ, რომ პირად მტერზე უნდა თქვა ეგ და არა ზოგადადო...მაგრამ ჯერ ერტი იქ არ წერია არაფერი კონკრეტიკაზე, არამედ წერია "მტერი" და მორჩა და მეორეც, ძველ აღთქმაში: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ არის ის ადგილი, რომლის განვრცობასაც გვთავაზობს იესო ქრისტე ახალი მცნებით: "გიყვარდეთ მტრები", ამიტომ მისი ამ მცნების გასაგებად, საინტერესოა ჯერ გავიგოთ ის ადგილი ძველი აღთქმიდან, რომელზეც იესო მიუთითებს. ჩვენ პროტსტანტები არ ვართ, რომ ზედაპრუად განვიხილოთ საკითხი, ამიტომ მოდი ვნახოთ რა იყო მოტივი იმ ცოდვისა და რა იგულისხმებოდა იქ. მოკლედ აი რა წერია ძველ აღთქმაში: Третья Книга Моисеева. Левит Синодальный перевод Глава 24 11. хулил сын Израильтянки имя [Господне] и злословил. И привели его к Моисею [имя же матери его Саломиф, дочь Давриина, из племени Данова]; და ამის შემდეგ მოსე აძლევს ხალხს მცნებას "კბილი კბილისა წილ". გავარჩიოთ: ვინ მოიყვანეს? მოიყვანეს მტერი უფალის, ანუ ის ადამიანი, რომელიც მკრეხელობდა ღმერთის სახელის წინააღმდეგ. ე.ი. ძველი კანონი: კბილი კბილისა წილ ხალხს მიეცა არა მარტო პირადი მტრის წინააღმდეგ, არამედ ღმერთის მტრებზეც. მაშინ, როდესაც იესო ამბობს: ახალ მცნებას გაძლევთ, და პარალელი მოყავს მაგ ძველ კანონთან, და ახალს წარმოგვიდგენს მის სრულყოფილ სახედ, ცხადია, რომ პარალელი გულისხმობს იგივე სიტუაციის მიხედვით მცნების სრულყოფილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელია იესოს სიტყვები: გსმენიათ: კბილი კბილისა წილ ამ კონტექსტში,მაგრამ ახალი მცნება რადგან იგივე სიტუაციის მიხედვით უნდა გავიგოთ, ე.ი. მცნება გიყვარდეთ მტრები მარტო პირად მტერს არ გულისხმობს. ამის მერე გასაგებია იესოს დამოკიდებულებაც პეტრე მოციქულის მიმართ, როდესაც ის უკრძალავს იარაღის გამოყენებას მოციქულს იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ნამდვილად მტერია თავად ქრისტესი - ეს კი თავის მხრივ იმ "მოტივს", რომ მტრის მოკვლა არაა ცოდვა,არამედ შესაქები საქმე - აბსურდია იესო ქრისტეს სიტყვების კონტექსტში. უბრალდ სწორი აქცენტებია საჭირო - ომში მოკვლა ცოდვაა, მაგრამ არმოკვლა, ვაი რომ უფრო დიდი ცოდვა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
terra |
Jun 2 2010, 12:11 AM
პოსტი
#56
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ციტატა პაციფიზმის უკუგდება იმ მოტივით,რომ ყველა რომ პაციფისტი ყოფილიყოო...-არ გამოდგება. პაციფიზმი თავის ადგილს იკავებს და სრულიად დამსახურებულად - არის ხალხი, ვისაც მოეთხოვება იყოს პაციფისტი - ბერები. თუნდაც ეს მაგალითი მოწმობს იმას, რომ ადამიანს პაციფიზმი არ უნდა დაუძრახო. და ისიც ცხადია რომ ყველა ვერ იქნება პაციფისტი. ეს, თავის თავად იგულისხმებოდა და სადაო არ არის. ციტატა თან გავრცელებული შეცდომაა, რომ გიყვარდეს მტერი შენი, მხოლოს შენს პირად მტერს ეხებაო. ეს კი ჯერ არავისგან მსმენია. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
terra |
Jun 2 2010, 12:11 AM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
lutecia |
Jun 2 2010, 01:02 AM
პოსტი
#58
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 19-May 10 წევრი № 8,861 |
მოსეს კანონებს ნუ მოვიყვანთ მაინცდამაინც მაგალითად.
მოსეს ბევრი კანონი შეცვალა იესო ქრისტემ |
shavlegi |
Jun 3 2010, 04:21 PM
პოსტი
#59
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 117 რეგისტრ.: 7-July 09 წევრი № 7,229 |
მე პირადად არა მგონია ცოდვა იყოს. ძველად რა არ იცავდენ ჩვენი წინაპრები სამშობლოს?! როდესაც შენი მოყვასი მოდის და შენი სიწმინდის შეურაცყობას ცდილობს, სამშობლოს წართმევას... ის მოყვასი ჯობს სამსჯავროზე გააგზავნო სანამ დიდი ცოდვა არ ჩუდენია. შენი ოჯახი შენთვის თუ სიწმინდეა, რატომ უნდა მიაყენებინო შეურაცყოფა?! და თუ მას მოკლავ არა მარტო იმ შენს სიწმინდეს დაიცავ, არამედ საბოლოოდ შეაჩერებ მას და დაიცავ დიდი ცოდვის ჩადენისაგან. თუ მოდის ამოღებული ხმლით მას ვერაფრით შეაჩერებ,ვერც სიტყვით, არამედ ძალის გამოყენებით-მისი სიკვდილით.
|
კანუდოსელი |
Jun 3 2010, 04:28 PM
პოსტი
#60
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ის მოყვასი ჯობს სამსჯავროზე გააგზავნო სანამ დიდი ცოდვა არ ჩუდენია. ამას უკვე ფსევდო სიყვარული ქვია... არაა საჭირო აპოლოგია...უბრალოდ სხვა გზა არ არის და ეგაა...ცოდვაა, ოღონდ რომ მოაკვლევინო შენი შვილი, დედა, მამა, ცოლი დ.ა.შ. - მგონი უსაშველო ცოდვაა, ამიტომ შენიუზლურებით სჩადიხარ ამას და იცავ შენს უახლოესს და არა იმიტომ, რომ იმან არ ჩაიდინოს ცოდვა. არ დაგიმალავ და სულ ფეხზე მკიდია იმ რუსის სულიერება, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ასაწიოკებლად მოდიოდა - სულ არ მაინტერესებს მისი ბოლო. ცხადია როგორც ქრისტიანს უნდა მაინტერესებდეს, მაგრამ არაა მასე რეალობაში და აჯობებს რეალობა თქვა, ვიდრე შარავანდედი დაიდგა თავზე (ეს თქვენ არ გეხებათ...ზოგადად ვამბობ) უფრო მეტიც, ამას წინათ ისე გამოვედი წყობიდან, ერთი ადამიანი შეიძლება ლუკმადაც არ მყოფნოდა, რომელ ლოყის მიშვერაზეა საუბარი...უბრალოდ აჯობებს სიმართლე თქვა, ვიდრე იცრუო და ჭეშმარიტება, რომელიც არ შეგხებია - შენად გამოაცხადო -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 06:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი