IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა
marine
პოსტი Aug 2 2017, 09:05 PM
პოსტი #41


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მოქვის ტაძარი (X ს.)

მოქვის ტაძარი ოჩამჩირის რაიონში, მდინარე მოქვის ნაპირას მდებარეობს. ის აფხაზეთში არსებულ ტაძართა შორის ერთადერთია, რომლის აგების შესახებ წერილობითი საბუთი მოგვეპოვება. "მატიანე ქართლისაი" გვამცნობს, რომ აფხაზთა მეფის გიორგის ძემ ლეონმა "აღაშენა ეკლესია მოქვისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ". თვით ის ფაქტი, რომ მემატიანემ საჭიროდ მიიჩნია, ტაძრის აგება საგანგებოდ მოეხსენიებინა, მოქვის მნიშვნელოვან სასულიერო ცენტრად აღიარებას მოწმობს. ლეონის მეფობის მიხედვით, ძეგლის თარიღი 957-967 წლებს შორის ექცევა.

მოქვი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო. ტაძარს მდიდარი წიგნსაცავი ჰქონია, რასაც მოწმობს ჩვენამდე მოღწეული ქართული ხელნაწერები, რომლებიც მოქვის მოღვაწეთა სახელებს გვამცნობენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია დანიელ მოქველის თაოსნობით 1300 წელს გადაწერილი ოთხთავი. იგი მდიდრულად არის მოხატული, შემკულია ოსტატურად შესრულებული ორნამენტებით.

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.30/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2017, 08:56 PM
პოსტი #42


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[კომუნისტების დროს] უძველესი, ეტრატზე ნაწერი გულანი კი კოოპერატივში შესახვევ ქაღალდად გამოუყენებიათ".

/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.91/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2017, 11:03 PM
პოსტი #43


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მახსოვს მონაზონთა ნაქონი უძველესი ტყავისყდიანი და პერგამენტზე ნაწერი წიგნები, რომლებიდანაც ჩვენი მეზობლები (ჩვენ გარდა იმ სახლში სხვებიც ცხოვრობდნენ) თუთუნის გასახვევად ფურცლებს ხევდნენ..."

/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.101/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2017, 10:51 PM
პოსტი #44


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"..საშინელი შიმშილობის და გაჭირვების დროს, დიდი სამამულო ომი პერიოდში, არც უფიქრია [დეკანოზ მაკარი გაჩეჩილაძეს] წიგნები ან საბუთები, რომლებიც გაჩეჩილაძეთა სასულიერო წოდების საგვარეულო ბიბლიოთეკაში ინახებოდა და რამდენიმე თაობას ეკუთვნოდა, გაეყიდა..."

/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.117, 131/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2017, 11:56 AM
პოსტი #45


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გარეთ გამოტანილ სიწმინდეთა შორის იყო ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება, რომლის შესახებაც თედო სახოკია გვაუწყებს: "ლიხაურის ეკლესიაში შენახულია ტყავზე დაწერილი ოთხთავი ასომთავრული ხუცურით. აქაურ მღვდელ კონტრიძეს დაუკაზმინებია ეს განძი და საკმაოდ სისუფთავით შეუნახავსო".

კომკავშირელებმა მას ყდა გადააძრეს და ცეცხლს მისცეს... ამ დროს ერთ-ერთ კომკავიშრელს მამა ნესტორისათვის ხელები გაუხსნია, ამ უკანასკნელს ცეცხლიდან აუტაცია სახარება და გულში ჩაუკრავს... მისი ხელის ხლება ვეღარავის გაუბედავს..."

/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.150-151/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2017, 10:10 PM
პოსტი #46


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისტორიკოს თედო სახოკიას ცნობით, აქ ყოფილა "სახარება ძვირფას თვალმარგალიტით შეჭედილ-შემკული... მესამოცე წლებში, ამ ძვირფასი სახარების მაგიერ, რაღაც მანქანებით, მხოლოდ ვერცხლით შეჭედილი სახარება დარჩა ამ მონასტერში".

წყაროებში მიუთითებენ, რომ შემოქმედის მონასტერს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა. აქ დაცული ყოფილა ორი შესანიშნავი ხელნაწერი: "გულანი" და "ფუტკარი" ანუ ლოცვანი და ბერძნული ეკლესიის ზოგი წმინდანის ცხოვრების კრებული".

/"კარიბჭე" N4, 2006, გვ.33/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2017, 11:07 AM
პოსტი #47


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა [ნიკოლოზ] კათოლიკოსმა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირა 1049 წელს დაწერილი, მშვენიერი ყდით შემკული, ტყავზე ხელით ნაწერი სახარება".

/"კარიბჭე" N4, 2006, გვ.47/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2017, 01:37 PM
პოსტი #48


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იქვეა [მესტიის მუზეუმში] XII საუკუნის "ლაფსყალდის ოთხთავი", იერუსალიმში გადაწერილი XII საუკუნის "ლაჰილის ოთხთავი", რომელიც ვინმე გრიგოლ ხფცხიანის დაკვეთით საგანგებოდ ხევის მთავარანგელოზის ეკლესიისთვის შეუსრულებიათ. მას ახლავს ანდერძი, სადაც შემწირველი მთავარანგელოზს ავედრებს ხელნაწერს და ეკლესიის მსახურებს სთხოვს, ღამით კვარს ნუ მიუშვებთ და გაუფრთხილდით ხელნაწერს, რომ არ დაზიანდესო. აქვეა დაცული "ლატალის ლექციონარი" და სხვა უნიკალური ხელნაწერები."

/"კარიბჭე" N2, 2007, გვ.42/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2017, 06:26 PM
პოსტი #49


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გასაკვირი არ არის, რომ ახალი შუამთის მონასტერს უმდიდრესი საგანძური და წიგნსაცავი ჰქონდა. თინათინ დედოფალს წვლილი მიუძღვის ქართული ხელნაწერების გამრავლების საქმეშიც".

/"თვენი", წიგნი 25, გვ.241/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2017, 11:43 AM
პოსტი #50


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ლიტერატურის მუზეუმში ხელნაწერთა ყველაზე დიდი კოლექციაა. ჩვენთან არის დაცული ხელნაწერი წიგნები. მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში დაცულ ნუსხათა შორის უძველესია ფერადი მინიატურებით შემკული XII საუკუნის ათონური ოთხთავი. ძველ ხელნაწერთა შორის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია: "ვეფხისტყაოსნის" მე-17-19 საუკუნეების რედაქციები, "ომანიანი", "ქილილა და დამანა", სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა" და "ქართული ლექსიკონი" (XVIII-XIX ს.ს-ში გადაწერილი), ვახუშტი ბატონიშვილის "ქართლის ცხოვრება" და "გეოგრაფია" (1829 წელს გადაწერილი), XVIII-XIX ს.ს-ის ფილოსოფიურ-რელიგიური ხასიათის თხზულებანი, ოთხთავები, საგალობელთა კრებულები, წყალობისა და ბოძების სიგელები. აქვეა დაცული ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე მაჩაბლის, ნიკო ნიკოლაძის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით კლდიაშვილის, ვასილ ბარნოვის, გალაკტიონ ტაბიძის, გრიგოლ რობაქიძის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გიორგი ლეონიძის, კოტე მაყაშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის, გერონტი ქიქოძის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის, ნიკო სამადაშვილისა და სხვა მწერალთა არქივები თუ ცალკეული ხელნაწერები. აღსანიშნავია ალექსანდრე დიუმას, ივანე ტურგენევის, არტურ ლაისტის, მარჯორი და ოლივერ უორდროპების, მაქსიმ გორკის, ალექსანდრ ბლოკის, ანდრეი ბელის, კონსტანტინ ბალმონტის, ვალერი ბრიუსოვის, ბორის პასტერნაკის და სხვა უცხოელ მწერალთა ნაწარმოებების ავტოგრაფები და პირადი წერილები ქართველი მოღვაწეებისადმი. გარდა ამისა, ჩვენი განყოფილების ფუნქცია გახლავთ ის, რომ ჩვენ ვემსახურებით მკვლევარებს, ვაწვდით მათ საინტერესო მასალებს."

/"კარიბჭე" N18, 2009, გვ.56/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2017, 12:48 PM
პოსტი #51


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პირველი ქართული წიგნი - "სახარება" თბილისში 1709 წელს დაიბეჭდა ვახტანგ VI-ის მიერ. ზუსტად ასი წლის შემდეგ წიგნი დაიბეჭდა სოფელ წესში. ეს საყურადღებოა იმითაც, რომ საქართველოში სხვა სოფელი არც გვეგულება, სადაც იმხანად ვინმეს წიგნი დაებეჭდოს.

წესში 1808 წელს დაუბეჭდავთ საღმრთო წიგნი "სავედრებელი ღვთისმშობლისა", ხოლო 1811 წელს - "გამოკრებული სადღესასწაულო სოფელსა შინა წესს, ხელითა მესტამბე რომანოზ ზუბაშვილისთა, რომელი მიცვალებულ იქმნა უწინარეს ბეჭუდისა ამის. ხოლო შემდგომად მიცვალებისა მისისა მე, ძემან მისმან, მესტამბემ დავით, ვიწყე და აღვასრულე ძალითა ღვთისათა".

/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.45/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2017, 10:05 PM
პოსტი #52


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა სერაფიონის [გურგენიძე] მიერ ხელშენახები წიგნები და საეკლესიო ნივთები ერთ-ერთ ოჯახში, ქალბატონ ჟუჟუნა როინიშვილთან ინახება. ერთ სქელტანიან წიგნს ასეთი წარწერა აქვს: "ესე მარხვანი კუთვნილ არს სოფლის თლუღის წმინდა გიორგის ეკლესიისა, ჩყნა წელსა", ბოლო გვერდზე კი წერია: "ვკითხულობდი ამ მარხვანს მელქისედეკ იოვაკიმის ძე გურგენიძე. სამი ორი კვირა და კიდევა კარგათ ვისწავლე დეოდორობის საკითხავები. გურგენიძე მელქისედეკი, 1881 წელსა, იანვარსა.

შედარებით მომცრო, თუმცა საკმაოდ სქელტანიანი წიგნი "დავითნია". ჩანს, თავის დროზე განუახლებიათ. ბოლო გვერდზე თარიღად 1873 წელი უზის და ასეთი წარწერაა: "ღმერთო, იხსენ თალაკვაძე, ღმერთო, იხსენ".

ეს "დავითნი" ეკუთვნის მღვდელ იოაკიმ გურგენიძეს, ჯვარცმის გამოსახულებით შემკული შავი გარეკანი ჟამთასვლას გაუცრეცია.

აქვეა მელქისედეკის მოწაფის, ვასილ გურგენიძის ნაქონი ჟამნი."

/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.43/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 22 2017, 11:39 AM
პოსტი #53


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს საექსარხოსოს საეკლესიო მუზეუმმა მიიღო ძვირფასი ხელთნაწერი სახარება - V საუკუნისა, სახარება დაწერილია ბერძნულ ენაზედ. იგი სვანეთში ერთ მონასტერში ყოფილა შენახული. იქიდან გადმოუტანიათ გელათში. როცა გელათიდან ეს ხელთნაწერი მუზეუმისთვის გამოუგზავნიათ, რაღაც შემთხვევით ხელში ჩაუგდიათ გერმანელებს. როდესაც მუზეუმს გაუგია, სად იყო სახარება, დაუბარებია და უკანვე მიუღია".


/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.27/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2017, 09:16 PM
პოსტი #54


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტყავის ყდებში ჩასმული ძველი წიგნების სურნელი შალვა ნუცუბიძეს ბოლომდე დარჩა მღელვარე მოგონებად."

/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.56/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2017, 09:40 PM
პოსტი #55


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წყაროთ მკაზმავობა"

/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.46/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2017, 09:53 PM
პოსტი #56


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ეცერი

"ხეობაში მდებარე სოფელ ბარში დადეშქელიანების რეზიდენცია იყო. ჩვენ დრომდე მოაღწია გალავნით შემოზღუდული ციხესიმაგრის ნანგრევებმა მაღალი კოშკით. იქვეა ქურაში, რომლის პატარა, კოხტა ეკლესიაში დაცულია ხელნაწერი ოთხთავი. ეკლესია მოუხატავთ XI-XII საუკუნეების მიჯნაზე."

/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.30/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2017, 11:25 AM
პოსტი #57


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტიანობის შემოსვლამ ჩვენში განავითარა წიგნის კულტურა, ხელნაწერი წიგნების შექმნის ხელოვნება. XVIII საუკუნემდე, ვიდრე ვახტანგ VI სტამბას დააარსებდა, ჩვენში წიგნებს ხელით წერდნენ. ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა სკრიპტორიუმები, სადაც გადამწერი ბერები მოღვაწეობდნენ. გადამწერთა სკოლები არსებობდა სინას მთაზე, დავითგარეჯის უდაბნოში... გადაწერის ოსტატები თავისი დროის ყველაზე განათლებული ადამიანები იყვნენ. მათი სახელები ზოგჯერ ანდერძ-მინაწერებშია მოხსენიებული.

ქართული ხელნაწერების სახით ჩვენამდე მოღწეული ფასდაუდებელი სულიერი მემკვიდრეობა მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ძალისხმევითა და რუდუნებით მუშაკობდნენ ჩვენი წინაპრები; როგორ ჰქონდათ ნაგრძნობი ქართული დამწერლობის მშვენიერება, სიმდიდრე და სისადავე; ყოველ ასოს როგორ აგვირისტებდნენ, ძერწავდნენ, თავს დაჰკანკალებდნენ, სულს უბერავდნენ, ეალერსებოდნენ...
დრო-ჟამისგან გახუნებული ეტრატებითა და ფოლიანტებით მონაბერი ჰაერი თითქოს ინახავს ღვაწლით დამაშვრალ წინაპართა მადლმოსილი სულის სურნელსა და სუნთქვას, სენაკების სიმარტოვეს... უხილავად გვაკავშირებს სანატრელ "საოცრების წარსულთან", ჩვენს გარდასულ ყოფასთან, ფესვებთან.

საბედნიეროდ, საქართველოში ხელნაწერი წიგნების შექმნის გაწყვეტილი ტრადიცია აღდგა. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის კეთილი ნებით, 1989 წელს დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხელნაწერი სახარების გადაწერა და განსრულდა 2000 წელს. სახარება გადაიწერა ეტრატზე, რადგანაც ეტრატს, ტრადიციულად, საზეიმო დანიშნულება აქვს. შემდეგ წესითა და რიგით აკინძეს, ვერცხლის მოოქრული ფირფიტებით მოჭედილ ყდაში ჩასვეს, პატიოსანი თვლებითა და მინანქრის ეპიზოდებით შეამკეს და წმინდა სამების ტაძარში დააბრძანეს.
ამ ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის რაფაელ გოგიტიძეს, რომელსაც კალიგრაფის საოცარი ნიჭი უბოძა ღმერთმა. ამ ნიჭმა უკარნახა, ძალისხმევა არ დაეშურებინა, ძველი კალიგრაფების დარად ფოლადის კალამი მოემარჯვებინა და ეტრატებზე ჩვენი საუკუნის ხელწერაც შეექმნა."

/კარიბჭე N21, 2006, გვ.26/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2017, 11:41 AM
პოსტი #58


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძალიან კარგი იქნებოდა, თუ თითოეულ მონასტერში ერთი ხელნაწერი წიგნი მაინც შეიქმნებოდა."

"სახარების გადაწერის დროს არაერთხელ ისეთი ენით გამოუთქმელი ნეტარებით აღმვსებია გული, რომ ალბათ ამაზე დიდი ამქვეყანაზე არაფერი არსებობს. ყოველთვის მზად ვარ წიგნების გადასაწერად. ახლა მეუფე ნიკოლოზი მაწერინებს სამღვდელმთავრო კონდაკს. ამისთვის საგანგებოდ ჩინური რვეული იშოვა.

/კალიგრაფი რაფაელ გოგიტიძე
"კარიბჭე" N21, 2006, გვ.27/



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 6 2017, 09:20 PM
პოსტი #59


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ნიქოზის] ეპარქიის ეკლესია-მონასტრებს ადრიდანვე მდიდარი წიგნსაცავი ჰქონდა. მათგან აღსანიშნავია იკორთის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მონასტერი, სადაც მძლავრი სამონასტრო სასწავლებელიც არსებულა. ცნობილი საგანმანათლებლო კერა იყო ყანჩავეთის მონასტერი. ყანჩავეთის კაბენის მონასტრიდან აღსანიშნავია XII-XIII საუკუნეების ოთხთავი."

/"კარიბჭე" N15, 2009, გვ.30/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 13 2017, 08:36 PM
პოსტი #60


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,085
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ათონზე, ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სალიტერატურო, საგრამატიკო და საკალიგრაფიო სკოლა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი მწიგნობრობის ისტორიაში".

/"კარიბჭე" N19, 2011, გვ.13/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st August 2019 - 05:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი