IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სიყვარულზე.
meri-mariami
პოსტი Oct 22 2013, 10:16 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 22-October 13
წევრი № 13,395



დამლოცეთ მამაო.ამ თემაზე უკვე იმდენ ადამიანს ვესაუბრე და იმდენ ადამიანს ვკითხე რჩევა,რო მგონია მთელმა საქართველომ იცის ჩემი ამბავი.4 თვეა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი,რომელიც მეფიცება სიყვარულს და ყველანაირად ცდოლობს დამიმტკიცოს თავისი გრძნობები,ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია,მაგრამ უბედურება ის არის,რომ ჩემები კატეგორიული წინააღმდეგები არიან,თითქმის მთელი სანათესაო,დები ,მშობლები და ყველაა.მიზეზი არის ის,რომ ეროვნებით ოსია,თუმცა თბილიში დაბადებული და გაზრდილია.რაც მთავარიაა არის მართლმადიდებელი,მაგრაამ ჩემები მაინც წინააღმდეგები არიან.ჩემს მოძღვარსაც ვესაუბრე ამ თემაზე, ჩემს მამიდაშვილებსაც,რომლებიც ბერები არიან,ზოგი ერთს მეუბნება ზოგი მეორეს და სულ ავირიე. თუმცა არის რაღაც რაც არავისთვის არ მითქვამს.ის რომ არის ნასმართლევი და კიდე ის,რომ პირადად არ ვიცნობ. მე ბოლომდე არ ვენდობი და ყველანაირად ვცდილობ რადაც არ უნდა დამიჯდეს გავწყვიტო ურთიერთობა,იმიტომ კი არა ,რომ მე არ მინდა ურთიერთობა,ვიცი ამას ჩემები ვერ შეეგუებიან და მაგიტო.თორე,მე მინდა შანსი მივცეე,ის რომ ნასამართლევია ერთი წამითაც არ მაფიქრებს,იმიტომ,რომ ვიცი რაც შეემთხვა და როგორ მოხვდა იქ და ისიც ვიცი,რომ მორწმუნე და ეკლესიურია და რატომღაც მგონია,რო კარგი ადამიანია და იმის გამო რო ოსია,არ მინდა ხელი ვკრა,მეუბნება ჩემსავით არავინ შეგიყვარებსოო და მეც მგონია რო მართალია.ასეთი ყურადღება,სითბო და სიყვარული არასოდეს არავის არ გამოუჩენია ჩემს მიმართა,არადა უკვე 28 წლის ვარ,თუმცა ისიც არ მინდა,რომ მოტყუებული დავრჩე და საბოლოოდ იმედი გამიცრუვდეს.თვითოონ იფიცებს ყველაფერს რო არ გატყუებო,რო ჩამოვალ ღვთისმშობლის ხატთან დავიფიცებ რო არასოდეს გულს არ გატკენო.ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც მწერს,ბევრჯერ ცხარე ცრემლებითაც მიტირია ისე გამოხატავს ამ ყველაფერს და ზოგჯერ მგონია რო ამით ცდილობს ჩემს შენარჩუნებას,იმიტომ,რომ იცის როგორი გულუბრყვილო და მიამიტიც ვარ.მაპატიეთ ძალიან ვრცელი წერილი გამომივიდა,მაგრამ ასე გულწრფელად ჯერ არავისთან მისაუბრია ამ თემაზე და იმედი მაქვს,როგორც საკუთარ შვილს ისე მირჩევთ როგორ მოვიქცე.

კიდე მაინტერესებს თქვენი აზრი ჯადოსთან დაკავშირებით...აქეთ 2 ჯერ გამომიგზავნა საჩუქრები,დედამისის ხელით და ჩემებმა რო გაიგეს,მითხრეს გადაყარე ყველაფერი,ჯადო არ ქონდესო გაკეთებული თორე ასე მალე როგორ შეგიყვარდაოო,ან რა აქვსო შესაყვარებელი და მოკლედ ლანძღავეენ ისეთ ადამიანს,რომლის შესახებაც არაფერი იციაან.....მე არ მჯერა ამის და არ მგონია ამის გამკეთებელი იყოს ეს ადამიანი,მაგრაამ იმდენი მაგალითები მომიყვანეს ჯადო გაკეთებულებზე რო ცოტა არ იყოს შევშინდი.თან ახლა მთხოვს რამე შენი ნაქონი გამომიგზავნეოოა,შარფი ან კაშნი,მინდა მქონდესოო შენგან და რაც ჯადოზე გავიგე მაგის მერე ცოტა ვერიდები ასეთ რაღაცეებს.არადა მთხოვს,მეხვეწება გამომიგზავნეოო რამე და არ ვიცი რა ვქნა,მიზეზსაც ვერ ვეუბნები რატო არ ვუგზავნი.ეს რო ვუთხრა ხო შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს რაც არ აკლია ამათგაან უკვე კაი ხანია და ითმენს ამ ყველაფერს და მაგისთვის რომც უნდოდეს მაგას მე ხო არ მეტყვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mama archili
პოსტი Nov 4 2013, 11:22 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 15-February 12
წევრი № 12,059



დაგლოცოთ ღმერთმა !
ოჯახის შექმნა ეს ისეთი რამეა , რომ მხოლოდ თქვენ ორმა უნდა გადაწყვიტოთ და არა სხვამ . თუ ერთმანეთი გიყვართ , წინააღმდეგობაც არაფერია , როგორც სახარება გვასწავლის : ,,ამისთვის დაუტეოს კაცმან დედა თვისი და მამა თვისი და შეეყოს ცოლსა მას და იყვნენ ორნივე ერთ ხორც . '' ეს ძალიან დიდი საიდუმლო და ჯვარია .
გადაწყვეტილება კი თქვენი მისაღებია .

რაც შეეხება ჯადოს .
ჯადო (ბოროტი ძალა) რა თქმა უნდა არსებობს და მას უნდა ვებრძოლოთ ლოცვითა და მარხვით .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd January 2018 - 10:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი