IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

211 გვერდი V « < 209 210 211  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი გუშინ, 11:36 AM
პოსტი #4201


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნები, რომლებიც მონასტერში იმყოფებიან, ვითარცა მწირნი და წარმავალნი, იმავე დროს, ჩვეულებრივი ცხოვრებითაც ცხოვრობენ და ყოველდღიურად ურთიერთობენ ერთმანეთთან. მაგრამ ისინი ყველანი გზას ერთი საწყისი პუნქტიდან შესდგომიან, მათი მიზანი სულიერ კიბეზე აღმასვლა და ჩვენი ეკლესიის წმინდანთა თანა შერაცხვაა, სანატრელი უფლის სასუფევლის მოხვეჭა. „და ვიხილე ცაი ახალი და ქუეყანაი ახალი... და ქალაქი იგი წმიდა, იერუსალემი ახალი, ვიხილე, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებული, ვითარცა სძალი... აჰა სამკვიდრებელი ღმრთისაი კაცთა თანა“. ეს ხატება ჩვენთვის მნიშვნელოვანია: ის სიმბოლოა მონასტრისა, რომელიც თავადაა სიცოცხლე და ჭეშმარიტი ცხოვრების მაგალითი. მონასტერი ჯაჭვის ის რგოლია, რომელიც ყველაფერს ლოგიკურად აერთებს და ყველაფერს აწესრიგებს. ღმერთს ყველაფერი წინასწარ აქვს გამზადებული მონაზვნის მოწოდების განსახორციელებლად, ღმერთისა და ადამიანის ორმხრივი „თანაარსებობისა“ და ქორწინებისთვის. მონასტერი საძმოა, ღრმა ცხოვრების მიზეზი და ხატება, ღმერთისმიერად მოწყობილი. ისაა „სახლი ღმრთისაი და... ბჭენი ცისანი“. ადამიანის ყოფნის ადგილი და, იმავე დროს, ადგილი, რომელიც ღმერთის არჩეულია და გზნებით ინახავს ხსოვნას საშინელ სამსჯავროზე. მონაზვნური ცხოვრება „ქალაქში“ მიმართულია არა ამქვეყნიური და იდეოლოგიური მიზნების განხორციელებაზე, არამედ სულიერების მიღწევაზე, რაც ასკეზისა და ღმერთის მისტიკური ჭვრეტის გზით მიიღწევა. ქალაქი-მონასტერი ცხოვრობს, ვით სახელოსნო, რომლის შიგნითაც განაწილებული და გათვლილია ყველა მოვალეობა, მაგრამ სწრაფვა მიმართულია არა რაიმე სასურველზე, არამედ სატრფოსაკენ, ანუ ღმერთისკენ, ზეციდან რომ ჩამოდის და ყოველ ჩვენგანში ბინადრობს.

მონაზონთა ამ რწმენას ღრმა ფესვები და ტრადიციები მოსდგამს. ხოლო მათი ცხოვრების ნირი, რომელიც სულითა და ძალით აღემატება ჩვეულებრივ ადამიანურს, ანგელოზურია და მათ გმირობას საყრდენად უდევს. მონაზვნებსაც, ყველა ადამიანის მსგავსად, თავისი სისუსტეები, შფოთვები, ბრძოლები აქვთ, ისინი ეცემიან და წამოდგებიან, მაგრამ არასოდეს ეძლევიან სასოწარკვეთილებას, წუთიერ გრძნობას დამორჩილებულნი. თავიანთი შრომის წყალობით ისინი დღეს მოწამეებს არიან შეთანადებულნი, ხვალ კი ყველა წმინდათან ერთად დაბრძანდებიან. შესაბამისად, ქალაქ-მონასტრის გალავანი ჰორიზონტს კი არ ფარავს, არამედ პირიქით, საიდუმლოთა და ცის კარიბჭის სახილველ თვალს აახელს.

მაშ, მოდით, დავიწყოთ დაკვირვება იმ ჩრდილისმფენ და სურნელოვან სიცოცხლის ხეზე, ამ მონასტრულ ქალაქში რომ ზრდილა“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 10:09 AM
პოსტი #4202


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღირსი აბბა ესაია მონაზონთა დარიგებაში წერდა: „მე ბიჭუნას მიერ დაჭერილ და ფეხზე ძაფშებმულ ჩიტს ვგავარ. როცა ბიჭი ძაფს მოუშვებს ჩიტი აფრთხიალდება, ჰგონია, რომ გათავისუფლდა; მაგრამ ბიჭი ძაფს ისევ მოჭიმავს და ჩიტს კვლავ მიწაზე დასცემს“. ყველა ჩვენთაგანს ეს უსათუოდ უნდა გვახსოვდეს, როცა გვგონია, რომ „თავისუფალნი ვართ ვნებებისაგან“. მხოლოდ მორჩილებას - გულწრფელს, გამუდმებულს და სრულს - შეუძლია გაწყვეტა ბაწრისა, რომლითაც დემონს ვუჭერივართ.

წმიდა იოანე ოქროპირი ერთ, თითქოსდა უცნაურ რამეს ამტკიცებდა: მათხოვრებზე ქრისტეს სახელით მოწყალების გამღები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ის, ვინც ქრისტეს სწყალობდა მის მიწიერ ცხოვრებაში. ტკბილი იყო ქრისტეს სიტყვები, სახე მისი მშვენიერი, ის სასწაულებს აღასრულებდა, აქ კი ადამიანი ხედავს მათხოვრებს - ჭუჭყიანებს, აყროლებულებსა და საძაგლებს, მაგრამ ქრისტეს გულისთვის სიკეთეს უკეთებს და მის მოწყალებას ამ მათხოვრების სახით თვით ქრისტე შეიწირავს. ამიტომ დავემორჩილოთ ჩვენს დამრიგებლებს - ასევე ქრისტეს გულისათვის, მათ უძლურებასა და ნაკლს ნუ მივაქცევთ ყურადღებას და შესაძლოა ასეთ მორჩილებას მეტი ფასი ჰქონდეს ვიდრე მორჩილებას ანგელოზთა სადარი ბერებისადმი, რომლებსაც სასწაულმოქმედების ნიჭი ჰქონდათ.

მონაზონი, რომელიც მორჩილებაში არ არის - ცრუა თავისი სამონაზვნო აღთქმის წინაშე. მის სულს არ ძალუძს ქრისტესთან ერთად აღდგომა. ის ამქვეყნის ჰაერით სუნთქავს. ამიტომაც მონაზვნური ცხოვრება მას არ ანიჭებს სიხარულს და სულიწმიდის მადლს არ განაცდევინებს. მას კი ეს არ ესმის, თავის დამრიგებლებს კიცხავს და წუხს, რომ ათასი წლის წინ არ დაიბადა“.

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

211 გვერდი V « < 209 210 211
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 9 მომხმარებელი (მათ შორის 9 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 03:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი