წმინდა მიწაზე მოგზაურობა, შთაბეჭდილებები და ცოტაოდენი დარიგებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა მიწაზე მოგზაურობა, შთაბეჭდილებები და ცოტაოდენი დარიგებები |
ვეშაპო |
Jan 14 2007, 10:40 PM
პოსტი
#1
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
გამარჯობა ყველას!
გილოცავთ შობას, ახალ წელს და ჩემს წმინდა მიწაზე მოგზაურობას. მაშ ასე: მოგეხსენებათ, რომ სრულიად შემთხვევით მე გამომიჩნდა სრულიად ბედნიერი შემთხვევა, რომ გავმგზავრებულიყავი წმინდა მიწაზე. 10 იანვარს გვქონდა საქველმოქმედო კონცერტი თელ-ავივში. 6 იანვარს გავემგზავრეთ ისრაელში და მინდა გითხრათ, რომ ღვთის წყალობით ბეთლემში დავესწარის საშობაო ლიტურგიას და ვეზიარე. დიდება და მადლობა ღმერთს. აქ დავდებ სხვადასხვა ფოტოებს. აქ ჩემს უკან, მაღლა შობის ლიტურგია მ იმდინარეობს და მე ვერ ვუახლოვდები. ბევრი ხალხია. ეს კი, არის: ვიღაც არაბი ბოძის მონგრევას ლამობდა და სვეტიდან ბურთულების სახით 5 ქვა გამოვარდა და ადგილზე დაცხრილა ურჯულო. ამ ხუთმა ქვამ ერთობლიობაში ჯვარი შექმნა სვეტზე. ეს კი, შობის ადგილი. აქ, ჩვენს უკან იერუსალიმის ხედი. იერუსალიმი - ღვთისმშობლის საფლავი. იერუსალიმი - მე ღვთისმშობლის საფლავთან. იერუსალიმი - გარდამოხსნის ქვა. გოლგოთის ძირში. ადგილი სადაც დროებით დაასვენეს მაცხოვარი და მენელსაცხებლე დედებმა ნელსაცხებელი სცხეს. იერუსალიმი - გოლგოთა. ჯვარცმის ადგილი. იერუსალიმი - მაცხოვრის საფლავი. იერუსალიმი - ადამის განსასვენებელი. გოლგოთის ძირში, ჯვარცმის ქვეშ. იერუსალიმი - ჯვრის პოვნის ადგილი. აქ იპოვეს უფლის ჯვარი. ეხლა სომხებს ეკუთვნით. ნაზარეთი - იოსების და მარიამის სახლი. ამ სახლში იზრდებოდა და ცხოვრობდა მაცხოვარი 30 წლის განმავლობაში. ეხლა კათოლიკეებს ეკუთვნით. ნაზარეთი - ღვთისმშობლის ხარების ადგილი. გალილეის ტბა - მე და მამა საბა. იორდანე - ნამდვილი ნათლობის ადგილი. ამაზე ცოტა დაწვრილებით მოგახსენებთ. ეს არის ადგილი, სადაც ნამდვილად მოინათლა მაცხოვარი. ეს ადგილი სპეციალურად იხსნება წელიწადში ორჯერ, ნათლისღებას და დიდ ხუთშაბათს. უშვებენ მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქს. ისრაელის ტურიზმის დეპარტამენტმა კატეგორიულად მოსთხოვა თავდაცვის სამინისტროს, რათა ჩვენი ჯგუფისთვის გაეხსნა ეს ადგილი სპეციალურად. მოგეხსენებათ, ისრაელი დღეს ძირითადად ტურიზმით ცხოვრობს და შესაბამისად, ტურიზმის დეპარტამენტს ძალიან დიდი გავლენა აქვს. სამხედროებმაც დათმეს და გახსნეს საზღვრის ეს მონაკვეთი. იორდანის მეორე ნაპირზე იორდანიაა და ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან კონფლიქტში იმყოფება. სულ რაღაც 30 წელიწადია, რაც ისრაელმა ეს ტერიტორია წაართვა იორდანიას. ეს ადგილი მდებარეობს მკვდარ ზღვასთან. დაახლოებით 2 კილომეტრში იორდანე ერთვის მკვდარ ზღვას. ხოლო რაც შეეხება იმ ადგილს, სადაც ყველა ტურისტები ჩადიან და ასე ვთქვათ "გაბაზრებულია", ის არის გალილეის ტბიდან რომ გამოდის დაახლოებით 2 კილომეტრში, მშვენიერ წალკოტში. იქ არის კამკამა წყალი, თევზები ლივლივებენ, გარშემო მაღალი ხეებია. იორდანეში შესასვლელი სრულიად კეთილმოწყობილია და აქეთ-იქედან ვიდეო-კამერები გიღებენ. წყლიდან ამოსულს DVD დისკებს გთავაზობენ 15 დოლარად. კიდევ ერთი რამ: თუ გხვდათ წილად ბედნიერება, რომ იორდანეში შეხვიდეთ, აუცილებლად დაგჭირდებათ კვართი. ამ კეთილმოწყობილ ადგილზე არის უზარმაზარი მაღაზია, სადაც ყიდიან სხვადასხვა ქრისტიანულ სუვენირებს და მათ შორის ამ კვართსაც. მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამამაძაღლებულები არიან გამყიდველები. კვართს ყიდიან 25 დოლარად. პირადად მე ეს კვართი ნაზარეთში ქუჩაში შევიძინე 7 დოლარად. მაშ ასე, ნათლობის ადგილი: ლოდი - წმიდა გიორგის საფლავი. თუ დააკვირდებით, ადვილად შეამჩნევთ, რომ საფლავის ქვა სულ ზეთიანია. ეს თვითონ ქვიდან გამოდის. იერუსალიმი - ჯვრის მონასტერი. მინდა აღვნიშნო, რომ მას მერე რაც რუსთაველის ფრესკა ბერძნებმა გადაფხიკეს და შემდეგ, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად აღადგინეს, ვიღაცას, ალბათ ქართველს, გულმოდგინედ უშრომია და ძალიან კარგად აღუდგენია. სანამ მივიდოდით ჯვრის მონასტერში, ხალხი ავტობუსში იჭვნეულად უყურებდა ჩვენი იქ შესვლის ფაქტს. ერთი ამბობდა, ამას წინათ ვიყავიო და კარებზე რომ ვაკაკუნებდი, ვიღაც ე.წ. "მონაზონმა" ცხელი წყალი გადმოგვასხა ტაშტითო. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ადვილად შევედით და "დაჟე" გადავიღეთ. დიდი ძალა ჰქონია ტურიზმის დეპარტამენტს. მაშ ასე, რუსთაველის ფრესკა. ესეც, ის ადგილი სადაც იზრდებოდა ისე ხე, რომლისაგანაც მაცხოვრის ჯვარი გააკეთეს. რაც შეეხება ამ ფოტოს, აქ მე და მამა გურამმა ცოტა თამამი საქციელი ჩავიდინეთ. მამა გურამმა ის ფილა მიწია, რომელიც ზემოთა სურათშია და მე შიგთავსი გადავიღე. აქ იზრდებოდა სწორედ ის ხე, რომლისაგანაც მაცხოვრის ჯვარი გააკეთეს. თაბორის მთა. იერუსალიმი - გოდების კედელი. ეს კი ისე. ნუკრი კაპანაძე, ბუბა კიკაბიძე და მე. მე და პაატა ბურჭულაძე. სულ ეს იყო. მინდა გითხრათ: არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ გიდების შემოთავაზებას. ისინი გეთყვიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ არაფერი ქუჩაში. გეუბნებიან, რომ შეიძინოთ სუვენირები მათ მიერ შემოთავაზებულ მაღაზიებში. ისინი ამ მაღაზიებთან შეთანხმებული არიან და იღებენ გასამრჯელოს თქვენი იქ მიყვანით. მაგ მაღაზიებში რაიმე იყიდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ქუჩაში, ან სხვა იაფ მაღაზიებში მსგავსი რამ არ მოიპოვება. მაგალითისთვის გითხარით უკვე, რომ ნაზარეთში ქუჩაში ნაყიდი 7 დოლარიანი კვართი, იქვე გიდების მიერ შემოთავაზებულ მაღაზიაში 18 დოლარი, ხოლო იორდანეში შესასვლელთან 25 დოლარი ღირდა. ასევე ჩვენს გიდს ეზარებოდა ჩვენი ხარების ადგილზე წაყვანა და იოსების და მარიამის სახლზე გვითხრა, რომ მარიამს მთავარანგელოზ გაბრიელის გამოცხადებაც ამ სახლში ჰქონდა. ერთერთი ჩვენგანი ნამყოფი იყო ხარების ტაძარში და გაუხურა. ამის მერე უკვე კეთილი ინება ჩვენმა გიდმა და წაგვიყვანა. იტოგში, გიდებს ყველაფერში ნუ ენდობით. აბა! გისურვებთ წარმატებებს. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
mogzaura |
Jan 14 2007, 10:46 PM
პოსტი
#2
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
ძალიან ლამაზია რა მადლიანია და რა ბედნიერი ხარ რომ მანდ მოხვდი ეს ხომ თითქმის ჩვენთაგანის სურვილია რომ მანდ დავდგათ ფეხი რამხელა მადლით წამოსულხარგაგახაროს უფალმა
-------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
keti |
Jan 14 2007, 11:02 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 170 რეგისტრ.: 10-November 06 წევრი № 444 |
ვეშაპომ მთელი მადლი წამოიღო იერუსალიმიდან (ნეტავ მეც თუ მეღირსება მანდ წასვლა )
|
მნათე |
Jan 14 2007, 11:10 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ვეშაპო
ვეშაპოჯან როგორ ხააარ? რა მაგარია იმედია ჩვენც გვექნება ამ ყოველივეს ხილვის ბედნიერება -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
თათი87 |
Jan 14 2007, 11:17 PM
პოსტი
#5
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ვაიმეეეეეეეეე!!!!!!!! ამ სურათებს რო ვათვალიერებდი თვალებზე ცრემლი მომადგა! ძალიან მაგარია!!! ღმერთს ვთხოვ, ოდესმე მეღირსოს და მეც ვიხილო საკუთარი თვალით ეს ყველაფერი! მართლა ყველა ქრისტიანის ოცნებაა იერუსალიმის წმინდა მიწაზე ფეხის დადგმა !!! არადა რა დრო იყო ქართველი მეფეები დროშებაღმართულნი და ცხენზე შემომსხდრები რო შედიოდნენ იერუსალიმში, მაშინ როცა სხვებს ეს ეკრძალებოდათ!!!
-------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
მატასი |
Jan 15 2007, 12:03 AM
პოსტი
#6
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
რა მაგარი რეპორტაჟი გამოვიდაააა
მიხარია რომ ასე დიდი მადლი მიიღე... მეც მინდა იქნებ ვეღირსო ოდესმე... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
ქავთარაძე |
Jan 15 2007, 12:23 AM
პოსტი
#7
|
დაურეგისტრირებელი |
გილოცავ ვეშაპო მაგარია შენზე ბედნიერი ვინ იქნებოდა მაგ მომენტებში ?
|
შოთა |
Jan 15 2007, 01:09 AM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
ვეშაპო
ვეშაპო როგორ ახარ ძმაო, გილოცავ წმინდა მიწის მოლოცოვას, "ხოლო რაც შეეხება იმ ადგილს, სადაც ყველა ტურისტები ჩადიან და ასე ვთქვათ "გაბაზრებულია", ის არის გალილეის ტბიდან რომ გამოდის დაახლოებით 2 კილომეტრში, მშვენიერ წალკოტში. იქ არის კამკამა წყალი, თევზები ლივლივებენ, გარშემო მაღალი ხეებია. იორდანეში შესასვლელი სრულიად კეთილმოწყობილია და აქეთ-იქედან ვიდეო-კამერები გიღებენ." ახლა მეც ცოტა დავიბენი.. ცოტა გამარკვიე მართლაც რომელია ადგილია ნამდვილათ სადაც მაცხოვარი მოინათლა, გალილეის ტბასთან ახლოს რომ არის თუ საზღვართან რომ არის, მეც სულ რამოენიმე ხანამდე ვიცოდი რომ გალილეის მდინარე რომ ჩაედინება ეგ ადგილია სადაც მაცხოვარი მოინათლა, მერე ჩემა ძმაკაცი მომიყვა ზუსტად მაგ მეორე ადგილას მსახურობდა ჯარში იარდენის საზღვართან და მან მითხრა რომ ასეთ წმინდა ადგილათან ვმსახურობო და მე კიდე შევესპორე რადგანაც ვიცოდი რომ ეს ადგილი ჩრდილოეთ ისრაელში იყო -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
ვეშაპო |
Jan 15 2007, 01:32 AM
პოსტი
#9
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
ახლა მეც ცოტა დავიბენი.. ცოტა გამარკვიე მართლაც რომელია ადგილია ნამდვილათ სადაც მაცხოვარი მოინათლა, გალილეის ტბასთან ახლოს რომ არის თუ საზღვართან რომ არის, მეც სულ რამოენიმე ხანამდე ვიცოდი რომ გალილეის მდინარე რომ ჩაედინება ეგ ადგილია სადაც მაცხოვარი მოინათლა, მერე ჩემა ძმაკაცი მომიყვა ზუსტად მაგ მეორე ადგილას მსახურობდა ჯარში იარდენის საზღვართან და მან მითხრა რომ ასეთ წმინდა ადგილათან ვმსახურობო და მე კიდე შევესპორე რადგანაც ვიცოდი რომ ეს ადგილი ჩრდილოეთ ისრაელში იყო კი, კი ნამდვილად იქაა მკვდარ ზღვასთან. სურათებიც დავდე. სულ უდაბნოა გარშემო, მოხრიოკებული ადგილები. მკვდარ ზღვასთან სულ უდაბნოა. მხოლოდ იორდანის ნაპირებზე იზრდება ლერწმები და რაღაც ბუჩქები. გადმოცემითაც, იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში ცხოვრობდა. გალილეის ტბასთან კი ნამდვილი წალკოტია. საერთოდ გალილეა მაგარი მწვანე ყოფილა. ფილმებში რომაა დახატული უდაბნოები და ა.შ. სულაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ნაზარეთი და მთლიანად გალილეა ნამდვილად მშვენიერი ბუნებით ხასიათდება. ასე რომ, მაცხოვარი მშვენიერ ბუნებაში იზრდებოდა და ცხოვრობდა. ნამდვილი ნათლობის ადგილი კი ნამდვილ უდაბნოში ყოფილა. იერუსალიმიდან დავეშვით მკვდარი ზღვისაკენ. შემდეგ მკვდარი ზღვის დონეზე რომ ჩავედით (440 მეტრი მსოფლიო ოკეანის დონეზე დაბლა, ყველაზე დაბალი ადგილია დედამიწაზე), ხელმარცხნივ ჩამოვიტოვეთ ქალაქი იერიქონი. კიდევ ცოტა ვიარეთ და გადავუხვიეთ მარჯვნივ. წინ შეგვხვდა სასაზღვრო მავთულხლართი და საგუშაგო. ცოტა ხანში მოგვადგა ორი სამხედრო ჯიპი. ჩვენმა გამცილებლებმა აჩვენეს შესვლის უფლება. მათ გახსნეს ეს ტერიტორია და მათი ბადრაგის ქვეშ კიდევ დაახლოებით 2 კილომეტრი ვიარეთ. გზაზე შეგვხვდა უძველესი ბერძნული მონასტერი, რომელიც ამ ადგილთან დაკავშირებით იყო აშენებული. თუმცა ეხლა მგონი მიტოვებული უნდა იყოს, შეიძლება მე მომეჩვენა ასე. იმიტომ რომ ჩაკეტილ-ჩარაზული იყო და შიგნიდან კაცის ჭაჭანება არ ისმოდა. დაახლოებით 1 კილომეტრში მივადექით უკვე ისრაელ-იორდანიის საზღვარს. მდინარე იორდანე ყოფს ზუსტად. იქ ყოველ ნათლისღებას და დიდ ხუთშაბათს ჩადის მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქი. სხვათაშორის უცხოელი ტურისტების ჯგუფიც მოვიდა ჩვენს მერე და ისინი იღებდნენ ჩვენს განბანვას ვიდეო-კამერებით. იქ ცოტა ძნელი ჩასასვლელია, მე პირდაპირ წელამდე ჩავვარდი წყალში და სიცივისგან სუნთქვა შემეკრა, თუმცა მალე გამიარა და მერე მამაოს ვეხმარებოდი და ვედრით წყალს ვაწვდიდი. ისიც გაუბედავებს თავზე ასხამდა. მხოლოდ 6-7 კაცი ჩავედით წყალში ბოლომდე. მოკლედ, მაგარი ველური ადგილია რა. 2 დღის შემდეგ წავედით იმ გალილეის ტბიდან გამომავალ იორდანეში და იქაც ჩავედი წყალში მამაოს დაჟინებული მოთხოვნით. ასე რომ, ნამდვილი ნათლობის ადგილი ყოფილა უდაბნოში და არა იმ წალკოტში. თუმცა, იორდანე მაინც იორდანეა. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ნიკოლოზ_V |
Jan 15 2007, 01:40 AM
პოსტი
#10
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
ძალიამ მაგარია, გილოცავ ვეშაპო წმინდა მიწის მოლოცვას, გაგაძლიეროს უფალმა და დედა ღვთისმშობელმა
-------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
ბექა |
Jan 15 2007, 01:50 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ვაიმე ვეშაპო მეგობარო რა მაგარია გილოცავ მაგ წმინდა მიწის მოლოცვას მისი მადლი გფარავდეს მუდამ გაიხარე მეგობარო და იქით შაბათ-კვიას შენ რომელი ტაძრის მგალობელიც ხარ ანუ ივერიის ღვთისმშობლის სახელობის იქნები მაანდ?
|
G_I_O_R_G_I_ |
Jan 15 2007, 02:24 AM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ძალიან ლამაზი სურათებია
ვეშაპოგილოცავ წმინდა მიწის მოლოცვას.ეს ყველა ქრისტიანის სანუკვარი ოცნებაა და შენ იგი უკვე აგიხდა.აბა კიდე საინტერესოსოს რას გაიხსენებ. |
შოთა |
Jan 15 2007, 02:26 AM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
ვეშაპო
ციტატა იმ წალკოტში აბა გალილეიში ეგ რაღა ადგილია ნეტა..?! ხო კიდე რომელ კალაკში იყავით სასტუმროში? -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
ვეშაპო |
Jan 15 2007, 03:07 AM
პოსტი
#14
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
შოთა
ციტატა აბა გალილეიში ეგ რაღა ადგილია ნეტა..?! ეგ, უბრალოდ ტურისტებისათვის გააკეთეს. თან ლამაზი ადგილი, თან იორდანე და რამე . . . რატომღაც სილამაზეში ეძებენ რაღაც მისტიურს. ამ დროს უბრალოება ჯობია. იქ რომ მიხვიდე (ნამდვილ ნათლობის ადგილზე), ეგრევე მიხვდები, რომ ეს ნამდვილად შეესაბამება ასკეტი ადამიანის, იოანე ნათლისმცემლის მოღვაწეობის ადგილს. სრულიად უბრალო ადგილია, გარშემო უდაბნოა. ზაფხულში ალბათ სასტიკად ცხელა, იმიტომ რომ ეხლა დაახლოებით 20-25 გრადუსია, თუმცა იორდანე ცივი იყო. ციტატა ხო კიდე რომელ კალაკში იყავით სასტუმროში? თელ-ავივში, სასტუმრო მეტროპოლიტენში. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
S a l l y |
Jan 15 2007, 03:14 AM
პოსტი
#15
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
რა ბედნიერი ადამიანი ხარ
გაგახაროს უფალმა,საინტერესო კოლაჟისთვის -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
მხევალი ნინო |
Jan 15 2007, 03:06 PM
პოსტი
#16
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ვეშაპო
ზოგას რა ბედი აქვს? მაგარია . დიდება უფალს მართლა მაგარია. მეტი რა ვთქვა. თქვენ ქართულ ხმებში მღერიხართ? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
იოანა |
Jan 15 2007, 03:12 PM
პოსტი
#17
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ვეშაპო
ღმერთმა კიდევ მოგანიჭოს ასეთი ბედნიერება -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
სოფი |
Jan 15 2007, 08:35 PM
პოსტი
#18
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ვეშაპო
მადლობთ ამ მშვენიერი სურათებისათვის.გილოცავ წმ.მიწის მონახულებას.მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყოლოდეს ეს მადლი. -------------------- "Happiness only real when shared."
|
ზებედე |
Jan 16 2007, 12:13 AM
პოსტი
#19
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამა!!!
ესეც ჩემი მოგზაურობის ფოტოები წმ. მიწაზე, ფოტოებში სხვა დროს აჩვენებს მგონი, 2006 წლის მაისში ვიყავი (თ) დავით მეფსალმუნის საფლავთან აქ აღსრულდა საიდუმლო სერობა -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ზებედე |
Jan 16 2007, 12:24 AM
პოსტი
#20
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ჯვრის მონასტერი. შ. რუსთაველის ფრესკასთან...
ჯვრის მონასტერი... ჯვრის მონასტრის "კაფე ბარი" -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი