ვინმემ თუ მოსიმინეთ?, გიორგობაზე სამებაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინმემ თუ მოსიმინეთ?, გიორგობაზე სამებაში... |
დათიკო |
Nov 24 2006, 05:24 PM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
გიორგობის დრესასწაულზე, როდესაც წირვა უკვე სრულდებოდა, შესრულდა რაღაც საერო ნაწარმოები, რომელიც საოპერო არიას უფრო წააგავდა.
მინდა ჩემი პირადი ემოცია გამოვხატო, ამ მუსიკის მოსმენის გამო. არ ვიცი, სხვას როგორი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ მე კინაღამ გული გამისკდა. ეს იყო ბელკანტოს მანერით შესრულებული გულისგამაწვრილებელი ქალის სოლოებით შესრულებული საგუნდო ნაწარმოები, დატვირთული ისეთი დინამიკით რომ სად შევმძვრალიყავი არ ვიცოდფი. როგორც კლასიკურ საოპერო ნაწარმოებსაც, ძალიან დაბალ შეფასებას მივცემდი. მითუმეტეს როდესაც ის ქვეყნის ყველაზე დიდ ტაძარში უდიდეს დრესასწაულზე სრულდება. ეჭვი მაქვს რომ მისი ავტორი კეჭაყმაძე ან ვინმე მეის მაგვარი კომპოზიტორია. და საერთოდ, ძირს (შერეული გუნდების) სიონური გალობა! არ მესმის ამისთანა უმდიდრესი საგალობლების ფოლნზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რად უნდა იყოს მცდელობა ტრადიციაში ასეთი მდარე ხარისხის მუსიკის დამკვიდრებისა? ეხლა ვკითხულობდი სტატიას გაზეთში ”ქართული გალობა”: ”ათწლეულების მანძილზე თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში არატრადიციული შემადგენლობის გუნდი ასევე არატრადიციულ და არაქართულ საგალობლებს ასრულებდა...” რასაც მოსდევს ინტერვიუ სიონის საკათედრო ტაძრის ვაჟთა გუნდის რეგენტთან ნოდარ კიკნაძესთან, რომელიც აცხადებს რომ ეს გუნდი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და თავიდანვე ემსახურებოდა ტრადიციული, ძველი ქართული გალობის აღდგენას. რამდენად სრულდება ეს კურთხევა სიონში? ახლა კი სამების ლავრაშიც გადავიდა საოპერო მანერით შესრულებულ სიმღერათა დამკვიდრების მცდელობა. ეს არაა ჩემი ახირება და ჩემი პირადი გემოვნების დაუკმაყოფილებლობის პროტესტი, არამედ გულისტკივილია, იმის გამო, რომ მიუხედავად უმაღლესი კურთხევისა და ათასობით ულამაზესი კანონიკური საგალობლის არსებობისა, მაინც სრულდება ტაძრებში საერო სიმღერები ე.წ. ბელკანტოთი (საოპერო მანერით). რადგანაც ამ ფორუმზე პოსტავს ჯამბაკური, რომელიც ქართული გალობის ეროვნეული ცენტრის თანამშრომელია, ამიხსნას თუ რატომ ხდება ასე? ვის ხელშია დღეს ქვეყნის უდიდეს ტაძრებში გალობათა შესრულების ბერკეტები. ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ფრაზა მახსენედება - ამ კეჭაყმაძეს მრავალჟამიერების კონვეერი აქვს ჩართული და მოაქვს და მოაქვს ახალ-ახალიო. 12 მრავალჟამიერო მოგვაწოდა ამ ბოლო პერიოდშიო. გასაგებია რომ კომპოზიტორს ვერ დაუშლი სიმღერის დაწერას, მაგრამ რატომ არიან ვალდებულები შეასრულონ ასეთი სიმღერები ეკლესიებში ეს არ მესმის. მითუმეტეს რომ იმდენი ულამაზესი საგალობელი გვაქვს, რომელთა მოსმენაც ძალიან ბევრს გაუხარდებოდა და განსხვავებით თანამედროვე კომპოზიტორებისა ისინი წმინდა მამების მიერ არის შექმნილი. და მერე გვიკვირს ანუშკასნაირები რატომ აღმერთებენ ფსევდო-კანონიკურ გალობასო. აგერაა ბატონი ერთ-ერთი მიზეზი. ამ სიმღერის მოსმენის მერე ნამდვილად არ მიკვირს ასეთი ხალხის გულისწყრომა ჩვენს ტაძრებში აღვლენილი წირვის საგალობლების მიმართ!!! |
ალექსანდრე |
Nov 24 2006, 06:52 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მე პირადად გუშინ არ მომისმენია სამებაში რა იგალობეს, მაგრამ მაქვს ჩანაწერები სიონის მგალობელთა გუნდის საგალობლები, რომელის უმრავლესობა არაკანონიკურია და ოპერას ჰგავს, რამოდენიმე კიდეც დავდე ფორუმზე.
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მარიამი |
Nov 24 2006, 08:42 PM
პოსტი
#3
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
დათიკო, მეც ძალიან ცუდად მომხვდა ყურში ეს საგალობლები. უფრო სწორად, ცუდად მომხვდა კი არა, ლამის გული გამისკდა ეს რა დაუწყიათ სამებაში-მეთქი ვიფიქრე... ვინ აძალებთ ნეტა? ალბათ თვითონ იმ საოპერო გალობის მომღერლებმა გააპროტესტეს თავიანთი უგულებელყოფა და პატრიარქმა დაუთმო...
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
mogzaura |
Nov 24 2006, 08:54 PM
პოსტი
#4
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
ხო მეც მოვუსმინე ჩემი აზრით ტაძარს ოპერის შესრულება არ უხდება ყურში ცუდად გხვდება
-------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
ვეშაპო |
Nov 24 2006, 09:41 PM
პოსტი
#5
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
ეეეეეეეეეეეეეეეეეეჰ!!!!!!!!!!!!!!!!!!
კიდევ კარგი, ლიტურგიის დროს მაინც არ შესრულებულა. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
დათიკო |
Nov 24 2006, 09:52 PM
პოსტი
#6
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ვეშაპო
ციტატა კიდევ კარგი, ლიტურგიის დროს მაინც არ შესრულებულა. მაგ დროს შენ ხარ ვენახოს ასრულებენ ხოლმე საკმაოდ ხშირად. |
დავით ივერიელი |
Nov 25 2006, 01:56 AM
პოსტი
#7
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
დათიკო
მარიამი mogzaura ვეშაპო ხალხოოოო ... ეგ საგალობელი არის ბერძნული kyrie eleison(უფლო შეგვიწყალენ), რომელიც დაწერიელია (ანუ რომელიც შესრულდა სამებაში და სრულდება კიდეც) ჩვენი პატრიარქის მიერ... ეს მისი კურთხევიტ ხდება მხოლოდ მაშინ როდესაც თვითონ აღავლეს წირვას... და რადგან ეს უწმინდესისი კურთხევა არის ასეც უნდა იყოს... ამიტომ გთხოვტ ტავი შეიკავოთ ასეთი გამოსვლებისაგან რაღაცის ცოდნა არავის აძლევს ასეთი საუბრის უფლებას... და ისე ეს საგალობელი მრევლის 99% მოსწონს და ფორუმზეც არაერთმა მკითხა ხომ არ მქონდა ჩაწერილი... -------------------- მერე რა რომ . . .
|
მარიამი |
Nov 25 2006, 02:02 AM
პოსტი
#8
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
დავით ივერიელი
მე ლიტურგიის დროს რომ სრულდებოდა იმათზე ვამბობ და კირიელეისონი ნამდვილად არ იყო, ბოლოს რა შესრულდა არ ვიცი, იმ მიზეზისა გამო, რომ ზიარების დროს ტაძრიდან გამოვედი და მერე ვეღარ შევედი... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
დავით ივერიელი |
Nov 25 2006, 02:07 AM
პოსტი
#9
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
QUOTE ვინ აძალებთ ნეტა? unsure.gif ალბათ თვითონ იმ საოპერო გალობის მომღერლებმა გააპროტესტეს თავიანთი უგულებელყოფა და პატრიარქმა დაუთმო... არა მარიამ ეს საგალობელი უწმიდესის კურთხევიტ სრულდება და კიდევ ვიმეორებ საკუთარი დაწერიელია და ულამაზესი საგალობელიც გამოუვიდა მინდა გითხრათ.. და თუ გადააკვდეით ამ კანონიკას, მაშინ არც ton despotin უნდა იგლობებოდის ამ ფორმით, არც უწმინდესის დაწერილი "წმინდაო ღმერთო" და "დიდო მეუფეო" საერთოდ უნდა ამოიღონ... რა სისულელეა... ყვეალაფერი რაც უწმინდესის კურთხევით ხდება ველაფერი საჭიროა.. მარიამი არა მარიამ მეტი არაფერი სრულდება უბრალოდ იმ დღეს კაპელა იყო სხვა ყველაფერი იგივე იყო.. უწმინდესის ზიარების დროს ეგ სრულდება მეტი არაფერი ან შენ ხარ ვენახი მარიამი QUOTE მე ლიტურგიის დროს რომ სრულდებოდა იმათზე ვამბობ ერტადერთიო რაც სურლდება არა კანონიკური არის "დიდო მეუფეო" დანარჩენი ყველაფერი არის კანონიკური, უბრალოდ კიდევ ვიმეორებ იმდღEს გალობდა კაპელა და ალბათ ეგ მოგხვდათ ყურში... კაპელა ton despotins ვერ გალობს კარგად -------------------- მერე რა რომ . . .
|
ბექა |
Nov 25 2006, 02:07 AM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
modit ra xalxno erts getyvit da imedia yvelastvis gasagebad tqven ra ufleba gaqvt ro vigacas ganikitxvat tan mitumetes ki sapatriarqos codvebi gakliat erti amixsenit ra? meorec tu galoba cudi iyo da ar mogeconat igi patriarqmac moismina da mtelma samgvdeloebam ase rom isini gascemen pasuxs da ar gecyonit rasac exla davcere mara tqven vin xart qartul galobaze eset rames rom izaxit tu eseti magrebi xart cadit da tqven igalobet. aba tu vinmes rame gecyinat gtxovt momitevot gmerts ebarebodet suyvela
|
მარიამი |
Nov 25 2006, 02:18 AM
პოსტი
#11
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE კაპელა ton despotins ვერ გალობს კარგად სხვას ხო ისე კარგად გალობს... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
დავით ივერიელი |
Nov 25 2006, 02:19 AM
პოსტი
#12
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
მარიამი
რატომ? შენ ხარ ვენახი კარგად გამოუვიდათ სვეტიცხოველში -------------------- მერე რა რომ . . .
|
დათიკო |
Nov 25 2006, 03:44 AM
პოსტი
#13
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
დავით ივერიელი
ციტატა ხალხოოოო ... ეგ საგალობელი არის ბერძნული kyrie eleison(უფლო შეგვიწყალენ), რომელიც დაწერიელია (ანუ რომელიც შესრულდა სამებაში და სრულდება კიდეც) ჩვენი პატრიარქის მიერ... კირიე ელეისონ ეგ არ არის. ეგეც მოვისმინე და მაგის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. იმას რაც მოვისმინე ისეთი კრეშენდოები ქონდა, პატრიაქის დაწერილი ნამდვილად არ იქნება. მე მისი მუსიკა მოსმენილი მაქვს (მათ შორის საფორტეპიანო მუსიკაც). თავად ვარ მუსიკოსი და კარგად შემიძლია გავარჩიო სტილისტიკა და ხელწერა. თან ვიხსენებ მრევლის გაკვირვებულ სახეებს, როდესაც 2 ფორტე დაარტყეს კაპელას სოლისტებმა დავით ივერიელი ციტატა არა მარიამ ეს საგალობელი უწმიდესის კურთხევიტ სრულდება და კიდევ ვიმეორებ საკუთარი დაწერიელია და ულამაზესი საგალობელიც გამოუვიდა მინდა გითხრათ.. და თუ გადააკვდეით ამ კანონიკას, მაშინ არც ton despotin უნდა იგლობებოდის ამ ფორმით, არც უწმინდესის დაწერილი "წმინდაო ღმერთო" და "დიდო მეუფეო" საერთოდ უნდა ამოიღონ... რა სისულელეა... ყვეალაფერი რაც უწმინდესის კურთხევით ხდება ველაფერი საჭიროა.. ჩვენ სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ. ის რაც ჩვენ მოვისმინეთ ნამდვილად არ იყო კირიე ელეისონ. მაგდენს მაინც მივხვდებოდი. კირიე ელეისონ, შენ რომელსაც გულისხმობ, იყო მანამდე. მე მაგას გადავაზუსტებ და გეტყვით. ეგ სვიმოსნს ეცოდინება. გავარკვევ და გეტყვით. |
კანონისტი |
Nov 25 2006, 01:39 PM
პოსტი
#14
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ტონ დესპოტინ-ს რომ გალობენ, ეგ ბიზანტიური მუსიკა არ არის,არც კირიე ელეისონი, ორივე საეკლესიო-სლავურია
-------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Nov 25 2006, 07:07 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
დათიკო, ჯიგარი ხარ, გიერთდები შენს გულისტკივილში
სიონური მამაო ჩვენო ხომ საერთოდ...მე მაგ დროს ხშირად ვტოვებდი ხოლმე ტაძარს. ძალიან პირადი ემოციაა, მაგრამ ეგ გალობა ხელს მიშლიდა ლოცვაში თითქმის ყოველთვის. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
დათიკო |
Nov 25 2006, 08:50 PM
პოსტი
#16
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
დავაზუსტე და აღმოჩნდა, რომ ეს იყო კომპოზიტორ კეჭაყმაძის სიმღერა ”შემოდგომა” რომელიც შეასრულა გორის ქალთა კაპელამ - შალვა მოსიძის ხელმძღვანელობით.
|
მარიამი |
Nov 25 2006, 09:36 PM
პოსტი
#17
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
დავაზუსტე და აღმოჩნდა, რომ ეს იყო კომპოზიტორ კეჭაყმაძის სიმღერა ”შემოდგომა” რომელიც შეასრულა გორის ქალთა კაპელამ - შალვა მოსიძის ხელმძღვანელობით. და რა შუაში იყო წირვაზე? პ.ს. ანუშკა არ შემოუშვათ ამ თემაში -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
დათიკო |
Nov 25 2006, 10:08 PM
პოსტი
#18
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მარიამი
ციტატა და რა შუაში იყო წირვაზე? მაგდენი ვეღარ მითხრეს. არავინ იცის ეგ. ციტატა პ.ს. ანუშკა არ შემოუშვათ ამ თემაში |
დათიკო |
Nov 26 2006, 12:31 AM
პოსტი
#19
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ბოდიშს ვიხდი. შეცდომით დავპოსტე. არასწორი ინფორმაცია მომაწოდეს და ეხლა უფრო საიმედო წყაროს დახმარებით დავაზუსტე ყველაფერი.
ეს იყო ”მამაო ჩვენო" ილიას ტექსტზე კეჭაყმაძის მუსიკით. |
Sotiris |
Nov 26 2006, 04:13 AM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ეეეეეეეეეეეეეეეეეეჰ!!!!!!!!!!!!!!!!!! კიდევ კარგი, ლიტურგიის დროს მაინც არ შესრულებულა. რამდენადაც დათიკომ ამიხსნა, საგალობელი შესრულდა სწორედ წირვის დროს, სამღვდელოების ზიარების დროს. ტიპიკონის თანახმად ამ დროს განიცადეს გალობაა გათვალისწინებული. ზოგადად თემასთან დაკავშირებით ფორუმელებს მსურს შევახსენო წმ. სინოდის მიერ 2003 წ. 18 აგვისტოს მიღებული განჩინება: ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას. ამა თუ იმ ხალხისათვის გალობა, ისევე როგორც ენა, წარმოადგენს თვითმყოფადობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღვთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ნახევარი წლის განმავლობაში შეცვალონ ქართული კანონიკური მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 01:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი