IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> უბიწოება!!!, რატოა ხორციელი სიამოვნებანი ცოდვა?
XAFRAN
პოსტი Nov 6 2007, 04:26 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532




ერთი ასპეკტი ქრისტიანობაში წარმოშობს კითხვას ჩემში და მისი პასუხის პოვნაში თუ დამეხმარებით მადლობელი დაგრჩებით. mellow.gif

პირველ რიგში კარგი იქნება თუ ზუსტ განსაზღვრას მოვუზებნით "ცოდვას" და მას შემდეგ განმავმარტავთ იმ კითხვას რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ----- რატომ ითვლება ხორციელი სიამოვნებნი ცოდვათ, და რატო ვართ მოწოდებულნი გავითავისუფლოთ თავი "მავნე დამოკიდებულობებისაგან". dry.gif

განა შეუზლებელია ადამიანი იყოს ზნეობრივი და მორალური არსება, თუ იგი არ არიდებს თავს ხორციელ სიამოვნებებს. მართალია ასეთი ადამიანი ვერ ჩაიტვლება ჭეშმარიტ ქრისტიანათ მაგრამ თვითონ ქრისტიანობა რატო თვლის რო სიამოვნებანი რყვნიან სულს.( და რას ნიშნავს სულისგარყვნა არც ეს მესმის კარგათ, სიმართლე გითხრათ. unsure.gif )


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 6 2007, 09:36 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



პირველი შეცდომა

ციტატა
ითვლება ხორციელი სიამოვნებნი ცოდვათ


მეორე შეცდომა

ციტატა
ვართ მოწოდებულნი გავითავისუფლოთ თავი მავნე დამოკიდებულობებისაგან"



მესამე შეცდომა

ციტატა
თუ იგი არ არიდებს თავს ხორციელ სიამოვნებებს. მართალია ასეთი ადამიანი ვერ ჩაიტვლება ჭეშმარიტ ქრისტიანათ


მეოთხე შეცდომა


ციტატა
თვითონ ქრისტიანობა რატო თვლის რო სიამოვნებანი რყვნიან სულს



მოდი პასუხის გაცემა მეოთხედან დავიწყოთ ( უკუღმა ასინეთ smile.gif ),
ქრისტიანობა არ თვლის რომ სულს სიამოვნება რყვნის, მაგრამ მანამ ვნახოთ რაა ეს "სიამოვნება", სიამოვნებად ითვლება ნებისმიერი რამ რაც სიამოვნებას გვანიჭნებს, მაგალითად იგივე ჭამა, ან ქეიფი, ან თუნდაც მინერალური წყლის, ლიმონათის, ალკოჰოლის ზომიერად დალევა, ძილი, იგივე სექსუალური კავშირი, იგივე გართობა ( ზომიერი), იგივე წიგნის კითხვა ( საერო biggrin.gif ) და ა.შ. არცერთი აქ ჩამოთვლილი ცოდვა არაა, ცოდვად სიამოვნება მაშინ იქცევა, როცა სიამოვნება მიიღწევა უკანონო და ცოდვილი გზებით, ანუ როცა ჭამ უაზროდ ან ტეხავ მარხვას, ან ხარ მიჯაჭვული საჭმელზე ( მუცელღმერთობა) , ან როცა სვამ უკიდეგანოდ, თვრები, აღებინებ და ა.შ. ან როცა ამყარებს ადამიანი სექსუალურ კავშირს სიამოვნების მიღების გამო, აი ესაა ცოდვა...

ასე რომ ადამიანი, რომელიც ხორციცაა და ხორცში ცხოვრობს თავისთავად არის ამ ხორციელ სიამოვნებათა შორის, მაგრამ ეს არ ეთვლება ცოდვად, მანამ სანამ ეს სიამოვნება არაა ცოდვისმიერი, ასე რომ ჭეშმარიტ ქრისტიანასაც შეუძლია, ზომიერების ფარგლებში ჭამოს და იქეიფოს, სვას და ცოლი ყავდეს ( ან ქმარი biggrin.gif ) , ფეხბურთი ითამაშოს ან ფორუმზე იშალოს ნერვები ( ეს უფრო მაზოხიზმია biggrin.gif )...

ასე რომ ჩვენ სწორედ იმ მავნე მიდრეკილებებს ვიცილებთ, რასაც ბუნებრივი სიამოვნება არაბუნებრივ ცოდვაში გადაყავს, და არა თავად სიამოვნებას ( ეს უფრო ბუდიზმია, იქ სურვილებს უარყოფენ მთლიანად, როგორც ტანჯვის წყაროს), უკვე ავედით პირველ შეცდომაზე და მივიღეთ დასკვნა

კანონიერი და ბუნებრივი სიამოვნება არაა ცოდვა, არის ღვაწლი, როცა ესათუის ადამიანი საკუთარი ნებით მაღლდება ამათუიმ სიამოვნებაზე, მაგალითად მიდის ბერად და არ ჭამს ხორცს, არ სვამს ღვინოს, არა აქვს ქონება, არა ყავს ცოლი, ეს არის უდიდესი ღვაწლი და არა აუცილებლობა smile.gif

იხარე,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 6 2007, 09:40 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
პირველ რიგში კარგი იქნება თუ ზუსტ განსაზღვრას მოვუზებნით "ცოდვას"


yes.gif

ავადმყოფობა და გააცდენის რჯული, რომელმაც ადამიანის ნებაც კი გახლიჩა...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Nov 6 2007, 09:48 PM
პოსტი #4


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ჯერ სიტყვას დაუკვირდი სიამოვნებაესეც ხო ცოდვა არა, და მერე მიტუმეტეს ხორციელი,


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Nov 6 2007, 10:40 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



KAIROS

smile.gif ეგ ყოველივე გასაგებია, რაც თქვი. მე მინდოდა მეკითხა (ანუ თავიდანვე) "სიამოვნება რომელიც მიიღწევა უკანონო და ცოდვილი გზებით" (როგორც აღნიშნე), რატოა ცოდვა ან რატოა "უკანონო" ქრისტიანული თვალთახედვით.

რა ზიანი მოაქვს ზომაზე მეტ სამოვნებას რო ითვლება ცოდვათ? smile.gif


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Nov 6 2007, 10:48 PM
პოსტი #6


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(KAIROS @ Nov 6 2007, 09:36 PM) *

მოდი პასუხის გაცემა მეოთხედან დავიწყოთ ( უკუღმა ასინეთ smile.gif ),
ქრისტიანობა არ თვლის რომ სულს სიამოვნება რყვნის, მაგრამ მანამ ვნახოთ რაა ეს "სიამოვნება", სიამოვნებად ითვლება ნებისმიერი რამ რაც სიამოვნებას გვანიჭნებს, მაგალითად იგივე ჭამა, ან ქეიფი, ან თუნდაც მინერალური წყლის, ლიმონათის, ალკოჰოლის ზომიერად დალევა, ძილი, იგივე სექსუალური კავშირი, იგივე გართობა ( ზომიერი), იგივე წიგნის კითხვა ( საერო biggrin.gif ) და ა.შ. არცერთი აქ ჩამოთვლილი ცოდვა არაა, ცოდვად სიამოვნება მაშინ იქცევა, როცა სიამოვნება მიიღწევა უკანონო და ცოდვილი გზებით, ანუ როცა ჭამ უაზროდ ან ტეხავ მარხვას, ან ხარ მიჯაჭვული საჭმელზე ( მუცელღმერთობა) , ან როცა სვამ უკიდეგანოდ, თვრები, აღებინებ და ა.შ. ან როცა ამყარებს ადამიანი სექსუალურ კავშირს სიამოვნების მიღების გამო, აი ესაა ცოდვა...

ასე რომ ადამიანი, რომელიც ხორციცაა და ხორცში ცხოვრობს თავისთავად არის ამ ხორციელ სიამოვნებათა შორის, მაგრამ ეს არ ეთვლება ცოდვად, მანამ სანამ ეს სიამოვნება არაა ცოდვისმიერი, ასე რომ ჭეშმარიტ ქრისტიანასაც შეუძლია, ზომიერების ფარგლებში ჭამოს და იქეიფოს, სვას და ცოლი ყავდეს ( ან ქმარი biggrin.gif ) , ფეხბურთი ითამაშოს ან ფორუმზე იშალოს ნერვები ( ეს უფრო მაზოხიზმია biggrin.gif )...

ასე რომ ჩვენ სწორედ იმ მავნე მიდრეკილებებს ვიცილებთ, რასაც ბუნებრივი სიამოვნება არაბუნებრივ ცოდვაში გადაყავს, და არა თავად სიამოვნებას ( ეს უფრო ბუდიზმია, იქ სურვილებს უარყოფენ მთლიანად, როგორც ტანჯვის წყაროს), უკვე ავედით პირველ შეცდომაზე და მივიღეთ დასკვნა

კანონიერი და ბუნებრივი სიამოვნება არაა ცოდვა, არის ღვაწლი, როცა ესათუის ადამიანი საკუთარი ნებით მაღლდება ამათუიმ სიამოვნებაზე, მაგალითად მიდის ბერად და არ ჭამს ხორცს, არ სვამს ღვინოს, არა აქვს ქონება, არა ყავს ცოლი, ეს არის უდიდესი ღვაწლი და არა აუცილებლობა smile.gif

იხარე,

კაიროსი!


+1000

ექსტრემალურად ვეთანხმები


ციტატა
ეგ ყოველივე გასაგებია, რაც თქვი. მე მინდოდა მეკითხა (ანუ თავიდანვე) "სიამოვნება რომელიც მიიღწევა უკანონო და ცოდვილი გზებით" (როგორც აღნიშნე), რატოა ცოდვა ან რატოა "უკანონო" ქრისტიანული თვალთახედვით.


სიამოვნება რომელიც მიიღწევა უკანონო და ცოდვილი გზებით - ლოგიკურად არის ცოდვა, იმიტომ რომ მიიღწევა ცოდვილი გზებით, ანუ არაქრისტესმიერი გზებით. უფალი კი ბრძანებს რომ ჩვენი ოფლით მოპოვებული პური ვჭამოთ და არა უკანონო გზებით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Nov 6 2007, 11:02 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



XAFRAN
შენ მგონი "ქალიშვილობის " ან შესაძლოა "ვაჟიშვილობის " ინსტიტუტზე საუბრობ .. ან ცოლქმრული ცხოვრების დროს ღალატს ?
" ანანკანონიერი " და " კანონიერი " სიამოვნება განმარტეე rolleyes.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 6 2007, 11:46 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
ეგ ყოველივე გასაგებია, რაც თქვი. მე მინდოდა მეკითხა (ანუ თავიდანვე) "სიამოვნება რომელიც მიიღწევა უკანონო და ცოდვილი გზებით" (როგორც აღნიშნე), რატოა ცოდვა ან რატოა "უკანონო" ქრისტიანული თვალთახედვით.

უფალმა დაუდგინა ადამიანს თუ რა უნდა აკეთოს და როგორ იცხოვროს და რა არ უნდა აკეთოს.მაგ 10 მცნებიდან არა იმრუშო, არა იპარო ,არა კაც კლა როცა ადამიანი ამ და სხვა მცნებებს არღვევს იგი ცოდვაში ვარდება.ხოლო თუ ადამიანი სხვა ცნობიერების მატარებელია მაგ ათეისტი მისთვის არ არის ეს ცოდვა(მისი აზრით).მაგრამ თუ ადამიანი თავის თავს თვლის მართლმადიდებელ ქრისტიანად თავს იგი უნდა დაემორჩილოს უფლის მცნებებს.

ციტატა
რა ზიანი მოაქვს ზომაზე მეტ სამოვნებას რო ითვლება ცოდვათ?

ამაზე თუ წაიკითხავ იოანე სინელის კიბეს იქ ყველაფერი კარგად წერია ამის შესახებ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 7 2007, 02:55 AM
პოსტი #9


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა
ძალიან საინტერესო იქნება თუკი ჩვენ დავიწყებთ საგნის "ღვთისმეტყველება ზნეობის შესახებ " მცირედ-მცირედ შესწავლას, შევეცდები მეც შევიტანო ამაში წვილილი, თუ როგორ ამას მოდერები გადაწყვიტავენ ...

მივესალმები ამ წამოწყებას smile.gif
როგორ ფიქრობ ახალი თემა გაიხსნას თუ აქვე სჯობს გაგრძელება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Nov 7 2007, 03:10 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



XAFRAN
QUOTE
რატომ ითვლება ხორციელი სიამოვნებნი ცოდვათ, და რატო ვართ მოწოდებულნი გავითავისუფლოთ თავი "მავნე დამოკიდებულობებისაგან".

შენ მეგობარო ისე კითხულობ... რა ეჭვი გეპარება რომ ცოდვაა? მაგი ხომ თითქმის ყველა სასულიერო ლიტერატურაშია გარჩეული?მეეჭვება წაკითხული არ გქონდეს... თუ ჩვენი პასუხი გაინტერესებს?


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 7 2007, 06:01 PM
პოსტი #11


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



KAIROS
დათიკო

ცალკე თემა გავხსნათ, თუ შეიძლება და კარგი იქნება, მასალებს მოკლე-მოკლედ თუ მოგვაწვდით და მერე გავარჩევთ. ერთდორულად ბევრს სამწუხაროდ მე ვერ ვკითხულობ, დროის უკმარისობის გამო. არადა ნამდვილად მაინტერესებს თემა.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 7 2007, 07:28 PM
პოსტი #12


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა
ცალკე თემა გავხსნათ, თუ შეიძლება და კარგი იქნება, მასალებს მოკლე-მოკლედ თუ მოგვაწვდით და მერე გავარჩევთ. ერთდორულად ბევრს სამწუხაროდ მე ვერ ვკითხულობ, დროის უკმარისობის გამო. არადა ნამდვილად მაინტერესებს თემა.

თავად გახსენი... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 7 2007, 07:44 PM
პოსტი #13


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



დათიკო
კაიროსს თუ გულისხმობ გახსნას smile.gif მე მომხრე ვარ.
თუ მე მგულისხმობ, ეგეთ საპასუხისმგებლო საკითხებში, უვიციც ვარ და არც ინიციატივას ვიჩენ ხოლმე smile.gif ასე, რომ მგონი კაიროსი იგულისხმე.

ბოდიში ოფისთვის. წაშლისას პრეტენზიებს არ გამოვთქვავ smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 8 2007, 01:55 AM
პოსტი #14


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



k@the
ციტატა
კაიროსს თუ გულისხმობ გახსნას მე მომხრე ვარ.
თუ მე მგულისხმობ, ეგეთ საპასუხისმგებლო საკითხებში, უვიციც ვარ და არც ინიციატივას ვიჩენ ხოლმე ასე, რომ მგონი კაიროსი იგულისხმე.

კი, სწორედ კაიროსს ვთხოვე გაეხსნა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th April 2024 - 03:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი