თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ უდანაშაულო ადამი და ევა

პოსტის ავტორი: ELIZBARI თარიღი: Jan 30 2016, 12:32 PM

უდანაშაულო ადამი და ევა

ადამს და ევას არ გააჩნდათ კეთილის და ბოროტის შეცნობის უნარი და მხოლოდ აკრძალული ხის ნაყოფის გასინჯვის შემდგომ შეიცნეს, ამას ისიც ადასტურებს შიშვლები რომ იყვნენ ადამი და ევა მიხვდნენ მას მერე რაც გასინჯეს აკრძალული ხის ნაყოფი და ესეთ ორ ადამიანს, რომლებსაც არ გააჩნდათ კეთილის და ბოროტის შეცნობის უნარი, უკრძალავ რამის გაკეთებას, ეს იგივეა მაიმუნს ხელყუმბარა ჩააბარო და აუკრძალო აფეთქება. გამოდის რომ ადამი და ევა ვერ ხვდებოდნენ როდესაც ღმერთის მიერ დადგენილი ერთადერთი წესის დაღვევით ბოროტებას, რომ ჩადიოდნენ.
ადამს და ევას რისთვის დაურგო ღმერთმა ედემის ბაღში ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა, რომლის ნაყოფის ჭამაც აუკრძალა ?
თუ ყველაფერი ღვთის ნებაა და ყველაფერი იცის ღმერთმა წინასწარ, ესეიგი იცოდა ღმერთმა, რომ ადამი და ევა შეჭამდნენ ამ ხის ნაყოფს და თუ იცოდა წინასწარ მაშინ რატომ დაურგო ხე ? იმისთვის რომ დაეწყევლა, ცხოვრება სატანჯველად გვქცეოდა ადამიანებს და ედემის ბაღიდან გამოვეყარეთ?
თუ ღმერთმა არ იცოდა წინასწარ, ადამი და ევა შეჭმდნენ თუ არა აკრძალული ხის ნაყოფს, ის ხომ იცოდა რომ შეიძლება ეჭამათ ადამ და ევას ხის ნაყოფი და თუ შეჭამდნენ რაც მოელოდათ სასჯელი მისგან. ბავშვს იმ ოთახში სადაც დარბის და თამაშობს,შუა ოთახში მდუღარე წყლით სავსე ჭურჭელს რომელი მშობელი დაუდგამს, როგორც ღმერთმა დაგვირგო შუა ედემის ბაღში აკრძალული ხე.
რისთვის დაურგო ეს გამოსაცდელი ხე თავის ხატად შექმნილ ორ ადამიანს, რა ცდებს უტარებდა ადამს და ევას, არ იცოდა ვინ შექმნა ადამი და ევას სახით?
თუ ღმერთს უნდოდა, რომ ადამიანებს გვეცხოვრა ედემის ბაღში და ისეთები ვყოფილიყვით ადამიანები როგორებიც ადამი და ევა იყვნენ აკრძალული ხის ნაყოფის გასინჯვამდე, უბრალოდ ერთი ხე არ უნდა დაერგო ედემის შუაგულ ბაღში, ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა, მაგრამ უსამართლო ცხოვრებას მერე ვის დააბრალებდნენ ბიბლიის შემქმნელები ადამ და ევას რომ არ შეეცოდათ ედემის ბაღში? ღმერთს ? როგორ აგვიხსნიდა ბიბლია იმ ბოროტებას და უსამართლობას რაც დედამიწაზე სუფევს?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Jan 30 2016, 07:07 PM

ELIZBARI

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Jan 30 2016, 08:10 PM

ელიზბარ მომწონს შენი მსჯელობა მაგრამ როგორ ფიქრობ , გაიგებ შენი კითხვის პასუხს , იმ შემთხვევაში თუ ბიბლიას მთლიანად არ გამოიკვლევ ? ! თუ შენ ბიბლიას ბოლომდე წაიკითხავ და ჩაუღრმავდები , შენ თავადვე იხილავ დიდებულ პასუხს ღმერთისგან რაც ახლა , უსამართლობად გეჩვენება.

შეხედე , შენც ადამისა და ევას მსგავსად უშვებ იგივე შეცდომას , ანუ გინდა შრომის და წვალების , ანუ ბიბლიის გამოკვლევის გარეშე , დროზე ადრე მიიღო პასუხი იმაზე , რისთვისაც ჯერ არ განუმზადებიხარ უფალს .

იცი როგორ არის , რაც უფრო მეტს კითხულობ ბიბლიას , ღმერთი მით უფრო მძლავრად გაძლევს სულიწმიდას და შენი მოწოდების , დონეზე ეტაპობრივად იგებ პასუხებს უფლისაგან . აბა ეხლა უფალმა ეგრევე ჭეშმარიტება რომ გამოგიცხადოს , შეიძლება ვერ გაუძლო და გაგიჟდე.

იესო სანამ აღესრულება მოწაფეებს ეუბნება _ კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი თქვენთვის , მაგრამ ვეღარ იტვირთავთ ! ანუ იესომ რაც დაარიგა უკვე მოწაფეები საკმარისი იყო, თორემ მას კიდევ უფრო მეტის თქმაც უნდოდა , მოწაფეები კი ამდენს ვეღარ გაუძლებდნენ.

მე ბიბლიას 16 წელია ვიკვლევ და უფლის წყალობით ბევრი რამ მესმის და სიხარულსაც განვიცდი . გეტყვი რომ არ ვარ მართლმადიდებელი , და იმასაც გეტყვი რომ სამართლიანი კითხვები დასვი და სწორი მიმართულებითაც მიდიხარ !

მე მინდა მოკლედ ვუპასუხო შენ კითხვას , ანუ რისი დატევნაც შეგიძლია ვეცდები ისე გიპასუხო, თუმცა გახსოვდეს ნუ მენდობი ნურც მე , ნურც სხვას , არამედ მხოლოდ უფალს! თავად გამოიკვლიე და იხილავ ღმერთის დიდებას და მის დიდებულ პასუხებს !

ის ხე რასაც კეთილისა და ბოროტების შეცნობის ხე ერქვა ზუსტად იგივე იყო როგორიც სხვა ედემში მყოფი ნებისმიერი ხე , ამასთანავე ისიც გაითვალისწინე რომ სიცოცხლის ხეც არსებობდა ედემში . ანუ უფალმა თავიდანვე დააწესა გამოსავალი შემცდარი ადამიანის გადასარჩენად !
ეს ორი ხე მოგვიანებით შეიძენს ჭეშმარიტ მნიშვნელობას როცა ბიბლიის კითხვას იოანეს გამოცხადებით დაასრულებ!

ახლა როგორ განვითარდა მოვლენები, ადამმა და ევამ იგემა იმ ხის ნაყოფი , რაც უფალმა აუკრძალა . გეტყვი აქვე რომ უფალმა წინასწარ ადამიანის შესახებ არაფერი არ იცის , მან ადამიანი ნების თავისუფლებით შექმნა. აი მაგალითად არ იცის ღმერთმა რას ვიზავ ხვალ ან ზეგ , მაგრამ აქვე გეტყვი რომ ღმერთი ყოვლისმცოდნეა და შეუძლია წინასწარ თქვას ის თუ მე რას გავაკეთებ , თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ძალით გამაკეთებინებს იმას რასაც ჩემზე წინასწარ იტყვის , პირიქით მისი სიტყვა აფსოლუტურად შესრულდება ანუ უხეშად რომ ვთქვა (დაემთხვევა ). ამაზე ძალიან დიდი განმარტება მაქვს თუ რას ნიშნავს , წინასწარმეტყველება, განგება და საერთოდ ღმერთის ყოვლისმცოდნეობა , მაგრამ აღარ დავწვრილმანდები , რადგან უბრალოდ ვერ იტვირთავ ამდენს ერთად.

ეხლა რაც შეეხება ბოროტებისა და კეთილის შეცნობის ხეს _ ეს სახელი ბოროტებისა და კეთილის შეცნობის , სიმბოლურია , ანუ თუ შენ ბიბლიას გამოიკვლევ დაინახავ რომ ღმერთმა ადამიანი ისე არ შექმნა რომ თავად დაეწესებინა , რა იყო კეთილი და რა ბოროტი , არამედ მას უფლისაგან უნდა ესწავლა ბოროტის და კეთილის გარჩევა. იერემია წერს _ უფალო ადამიანის ნებაზე როდია მისი ნაბიჯები , და მიმავალი კაცი ვერ წარიმართავს თავის ნაბიჯებს . შემდეგ უფლის მიერ დაწესებული მოსეს რჯული და მოგვიანებით ქრისტეს რჯული უკვე მთლიანად ამაზე არის გათვლილი რომ ადამიანმა ისწავლოს კეთილის და ბოროტების გარჩევა. ესეიგი ადამის და ევას დანაშაული იმას წარმოადგენდა რომ , მათ სატანის წაქეზებით თავად მოინდომეს კეთილისა და ბოროტების გარჩევა , ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ , ღმერთობა მოინდომეს . რაც იმის ტოლფასი იყო რაც სატანამ გააკეთა.

შენ როგორ გგონია შემოქმედი არის იმისი ღირსი რომ მას დაემორჩილონ ? რათქმაუნდა ! და ნუთუ ძნელი იყო არ მიკარებოდნენ იმ ხეს , როცა ბაღი იგივენაირი ხეებით იყო სავსე? რათქმაუნდა არ იყო ძნელი . მოგვიანებით გაიგებ რომ სიცოცხლის ხეც სიმბოლური იყო და ის განასახიერებდა ქრისტეს , რომელმაც კაცობრიობას კვლავ დაუბრუნა სიცოცხლე. აქვე კიდევ დავძენ რომ ადამიანს არ აქვს უკვდავი სული. როცა ის კვდება , ქრება და მისი იმედი მხოლოდ აღდგომაა უფლის იესო ქრისტეს მიერ.
მოგვიანებით უფალი ქერუბიმებს დააყენებს სიცოცხლის ხესთან და ცეცხლოვან მახვილს რათა ადამსა და ევას მასთან მისვლის და შეჭმის უფლება აღარ ქონდეთ, რაც აგრეთვე სიმბოლურია და იმას გვაჩვენებს რომ ადამსა და ევას აღარ ექნებოდა სიცოცხლის უფლება , ანუ აღდგომისა რასაც უფალი იესო ქრისტე გახდიდა შესაძლებელს.
მოდი ახლა გონება მოვიკრიბოთ და რეალურად დავუფიქრდეთ_ უფალს შეეძლო დაუყოვნებლივ გაენადგურებინა ადამი და ევა და შეექმნა სხვა , მაგრამ აზრი? რა გარანტია იყო რომ ისინიც არ შეცდებოდნენ? , ამასთანავე ღმერთი უმოწყალო გამოვიდოდა , რადგან ადამი და ევა რომ გაენადგურებინა , ახლა ჩვენ ანუ მისი შთამომავლები არ ვიარსებებდით და ახლა ამ პოსტს დაწერდა ვინმე ვაჟა რომელიც შენ მაგივრად სხვას მისწერდა . ანუ ხვდები _ უფალს შეეცოდა ადამი და ევა და მისცა საშუალება რომ მათ შვილებს მაინც ქონოდა სიცოცხლის უფლება , და ამიტომ მისცა მათ საშუალება რომ ყოლოდათ შვილები . კიდევ ვიმეორებ ადამისა და ევას განადგურებით და ახლის შექმნით გამოვიდოდა თხა გავყიდე და თხა ვიყიდე რადგან ისინიც შეცდებოდნენ , იმ მარტივი მიზეზის გამო რომ სატანა უკვე არსებობდა კულისებს მიღმა , და ამ სატანის არსებობის დაშვებასაც თავისი ახსნა აქვს რასაც თუ მოისურვებ მოგვიანებით აგიხსნი , მაგრამ ჯობია თავად გამოიკვლიო და მიხვიდე უფალთან.
ადამისა და ევას შთამომავლობას ანუ ჩვენ უფალმა გულმოწყალებიტ მოგვცა საშუალება რომ კვლავ შევრიგებოდით ღმერთს , რადგან ადამისგან და ევასგან ჩვენც მემკვიდრეობით მივიღეთ ცოდვა და სიკვდილი და მერე იცი ვისზე გადატყდა ჯოხი ჩვენს გამო ? იესო ქრისტეზე რომელიც ყველაზე მეტად უყვარს ღმერთს და რომელსაც თავის თავზე წინ აყენებს ღმერთი , იმიტომ რომ ის მისი ბუნებითი ძეა ანუ მხოლოდ იესო ქრისტეა ერთადერთი ღმერთი ვინც ღმერთმა შექმნა მამამ , და სხვა დანარჩენი ყველა არის მადლისმიერი ანუ პირობითი ძე , რომელიც უფლის მორჩილებით უნდა გახდეს ღმერთის მსგავსი .
და მოხდა სამყაროში ყველაზე შემაძრწუნებელი სიყვარულის გამოვლინება , ღმერთმა თავისი შვილი ჩვენთვის გასწირა ანუ მოკლა ( არაარსში გაიყვანა, სიკვდილი განაცდევინა ჩვენი გულისთვის გესმის!) და შემდეგ ამის გულისთვის როცა უფალმა იესო ქრისტემ < ჩვენთვის თავი გასწირა , ღმერთმა კიდევ უფრო მეტად აამაღლა , ანუ იესოს დამსახურება იმდენად დიდია რომ მისი სახელი ხდება უზენაესი და უზეშთაესი.

პოსტის ავტორი: ELIZBARI თარიღი: Jan 31 2016, 04:15 PM

esre ars cheshmariteba ძალიან დიდი მადლობა პასუხისთვის და რჩევისთვის, არც მიფიქრია, რომ ვინმე ამხელა პასუხით გამომეხმაურებოდა.
როგორც თქვით არ ხართ მართლმადიდებელი და თუ შეიძლება მითხრათ, რა ქვია თვენ რელიგიას და აქვე გეტყვით, რომ არც მე ვარ მართლმადიდებელი და ჯერჯერობით არცერთი რელიგიის მიმდევრი არ ვარ, მაგრამ მაწუხებს ცხოვრებაში ყველაზე რთული და საინტერესო კითხვები როგორც უმეტეს ადამიანს. ვინ ვართ, საიდან ვართ , რა არის ჩვენი ცხოვრების მიზანი, არსებობს თუ არა ღმერთი და ასე შემდეგ. მზგავს კითხვებს პასუხობს ბიბლია, მაგრამ ბრმად ვერ მივიღებ თუ არ დავრწმუნდი ბიბლიის და მსგავსი წიგნების ჭეშმარიტბაში , თან იმ დროს როდესაც არსებობს თანამედროვე მეცნიერება.
ჩემი აზრით ბიბლიაში ყველაზე საინტერესოა ადამი და ევას ისტორია, რადგან აქედან დაიწყო ყველაფერი და რაც არ მომწონს ბიბლიურ სწავლებაში ისაა, რომ ყველაფერი დასაწყიშივე ადამიანებს გვბრალდება და ჩვენ გამოვდივართ დამნაშავეები იმაში რაც ღმერთმა შექმნა და მოიფიქრა.
როგორც ვიცით ადამი და ევა ღმერთს ხედავდნენ, ესაუბრებოდნენ და მასთან ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ რატომღაც ერთადერთი აკრძალვა ვერ დაიცვეს ადამა და ევამ. უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ღმერთს ხედავდე, გესაუბრებოდეს, ხედავდე ხვთიურ სასწაულს შენი თვალით და იმდენ ავტორიტეტს და იმდენ რწმენას ვერ მიახწიო, რომ ერთადერთი აკრძალვა არ დაარღვიო ? ადამი და ევა არც პირველები იყვნენ და არც უკანასკნელები ვინც ღმერთს ცხადში ხედავდნენ და არ დაუჯერეს, სატანაც ანგელოზი იყო როგორც ვიცით.
რა უნდოდა ედემის ბაღში ბოროტ ძალას გველის სახით?
ადამი და ევას შექმნიშ შემდგომ, ვინ განაპირობა ადამიანების მომავალი ეშმაკმა თუ ღმერთმა ?
თუ ედემის ბაღი და იქ მომხდარი უბრალოდ მეტაფორაა და არ არსებობდა რეალობაში?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Jan 31 2016, 06:33 PM

მე არცერთ რელიგიას არ ვეკუთვნი , მაგრამ მწამს რომ უფალი შეიკრებს ბოლო ჟამს თავის ჭეშმარიტ მსახურებს !

არცერთ რელიგიას არ ვცნობ . ჩემს პოსტებს ბოლოში ვაწერ ___იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ბოლო ჟამის ეკლესია!

არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია რომ გამოჩნდებიან ისინი ვინც ჭეშმარიტებას მოძებნის .
სრულიად მარტო ვარ მარტო ვიკვლევ ბიბლიას და აშკარად ვსაჭიროებ ვინმეს

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Jan 31 2016, 08:27 PM

ბიბლია იმიტომ არის საოცარი რომ ის დღემდე არ არის ახსნილი ვინმეს მიერ ბოლომდე .

ყველა განმარტებანი რაც არსებობს , უფრო ფილოსოფიას ემყარება ვიდრე ჭეშმარიტ აზრს რაც სულიწმიდამ უნდა შვას მორწმუნეში.

არასოდეს არ მწამდა და ახლაც არ მწამს ის განმარტებები რაც დღემდეა დაცული ქრისტიანულ სამყაროში .

ყველაზე უმთავრესი რაშიც არასოდეს არ დავეთანხმები დღევანდელ ეკლესიებს ეს არის მოძღვრება სამებისა და ქრისტეს ორი ბუნების შესახებ . ეს ორი დოგმატი რომ აფსოლუტურად სიცრუეა ამაში სრულებით ვარ დარწმუნებული რადგან არანაირად არ არის ტანხმობაში იმ სიყვარულტან რასაც მაცხოვარი ქადაგებს . მაცხოვარი სრულიად განსხვავებულ და უკიდურესად კაცთმოყვარებაზე დამყარებულ ეკლესიას აყალიბებს , რომელიც რადიკალურად განსხვავდება დღევანდელი ეკლესიებისგან

პოსტის ავტორი: ELIZBARI თარიღი: Feb 1 2016, 11:33 AM

სიყვარულისკენ და კაცთმოყვარეობისკენ ყველა ტრადიციული რელიგია მოუწოდებს ადამიანებს, მაგრამ რითი უნდა დარწმუნდე რომ მაინცდამაინც ბიბლია ქადაგებს ნამდვილი ღმერთის სიტყვას ?
ბიბლიის თანახმად ადამიანი რამოდენიმე ათასი წლის წინ შეიქმნა, მაგრამ პირველი ევროპელები smile.gif ზეზვა და მზია სულ მცირე, 1,8 მილიონი წლისაა. რომელი ცდება ბიბლია თუ თანამედროვე მეცნიერება, რომელს დაუჯერო ?
მე პირადად ფაქტები მაინტერესებს იმისთვის რომ ვირწმუნო.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 1 2016, 08:48 PM

ციტატა(ELIZBARI @ Feb 1 2016, 12:33 PM) *

სიყვარულისკენ და კაცთმოყვარეობისკენ ყველა ტრადიციული რელიგია მოუწოდებს ადამიანებს, მაგრამ რითი უნდა დარწმუნდე რომ მაინცდამაინც ბიბლია ქადაგებს ნამდვილი ღმერთის სიტყვას ?
ბიბლიის თანახმად ადამიანი რამოდენიმე ათასი წლის წინ შეიქმნა, მაგრამ პირველი ევროპელები smile.gif ზეზვა და მზია სულ მცირე, 1,8 მილიონი წლისაა. რომელი ცდება ბიბლია თუ თანამედროვე მეცნიერება, რომელს დაუჯერო ?
მე პირადად ფაქტები მაინტერესებს იმისთვის რომ ვირწმუნო.



ბიბლია ეს არაა რაღაც ადამიანური გონების ნაყოფი, არის ადგილები ბიბლიაში რაც აშკარა განხეთქილებამდე მიგიყვანს და მიხვდები რომ ეს არის ის წიგნი რაც ღმერთმა მისცა ადამიანს.

მეცნიერმა რომელმაც ჩონჩხს პერეკისი დაასხა და დაასკვნა რომ ის რამდენიმე მილიონი წლისაა ამის გჯერა ? blink.gif



პოსტის ავტორი: ELIZBARI თარიღი: Feb 1 2016, 10:28 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 1 2016, 08:48 PM) *

ბიბლია ეს არაა რაღაც ადამიანური გონების ნაყოფი, არის ადგილები ბიბლიაში რაც აშკარა განხეთქილებამდე მიგიყვანს და მიხვდები რომ ეს არის ის წიგნი რაც ღმერთმა მისცა ადამიანს.

მეცნიერმა რომელმაც ჩონჩხს პერეკისი დაასხა და დაასკვნა რომ ის რამდენიმე მილიონი წლისაა ამის გჯერა ? blink.gif

ადამიაური გონების ნაყოფი თუ არაა ბიბლია, ადამიანური გონებისთვის ხომ არის შექმნილი?
ჩონჩხს პერეკისი დაასხა ? ეგრე უყურებთ თანამედროვე მეცნიერებას?
იმის დაჯერება თუ შეიძლება, რომ მოსემ წყალი გაყო შუაზე ?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 1 2016, 10:48 PM

ციტატა(ELIZBARI @ Feb 1 2016, 11:28 PM) *

ადამიაური გონების ნაყოფი თუ არაა ბიბლია, ადამიანური გონებისთვის ხომ არის შექმნილი?
იმის დაჯერება თუ შეიძლება, რომ მოსემ წყალი გაყო შუაზე ?

რა წყლის გაყოფაზეა საუბარი როცა შენ ღმერთის ძალის გამოვლინება ხარ თავად!

სამყაროში მატერიაც კი არ არსებობდა და ეს მატერია ღმერთმა შვა არაფრისაგან. ანუ მან თავისი მძლავრი დინამიკური ძალა (ენერგია) გარდაქმნა მატერიად . ყველა მეცნიერი აღიარებს რომ ენერგიის მატერიად გარდაქმნა შესაძლებელია.

წყლის გაყოფაზე მელაპარაკები როცა ღმერთმა 20 000 000 000 ადამიანი თავისი მეორედ მოსვლის ჟამს წამში უნდა აღადგინოს? ! ანუ არაარსიდან კვლავ არსში შემოიყვანოს და ყველა ოცი მილიარდივე თავ-თავისი თვისებებით და მეხსიერებით! ხვდები?

როცა ღმერთი ყველა ვარსკვლავს ტავისი სახელით უხმობს და მზეზე 100 ჯერ დიდი ვარსკვლავები აქვს ნაშობი!

ნატარია ის ვისაც ჩემში არ ეპარება ეჭვიო , ამგვარად ამბობს იესო ქრისტე .

ხმელთაშუა (მეწამული ზღვის გაყოფა ) ღმერთისთვის არაფერია . ეს იგივეა შენ რომ თასში წყალი ჩაასხა და სული შეუბერო შუა ნაწილში , დაინახავ რომ სადაც მზლავრად შეუბერავ იქ საერთოდ გაიფანტება წყალი. ღმერთმაც ასევე მოდენა ქარი ზღვისკენ და გაყო შუაზე blink.gif


ბიბლია ადამიანის გონებისთვისაა შექმნილი? blink.gif

მაშ დაღუპულა კაცობრიობა თუ ადამიანს თავისი გონებით შეუძლია ბიბლიის გაგება!

ვინც გონებით განმარტა ბიბლია აგერ სახეზეც არის უამრავი ქრისტიანული დენომინაცია.

ბიბლიის ახსნა მხოლოდ სულიწმიდას ძალუძს, ანუ ის ადამიანი ვინც მოზიარეა სულიწმიდისა , სწორედ მას შეუძლია ბიბლიის გაგება

პოსტის ავტორი: ELIZBARI თარიღი: Feb 1 2016, 11:00 PM

esre ars cheshmariteba

სხვა ტრადიციული რელიგიის ღმერთები იგივეს აკეთებენ წიგნში.
მეორედ მოსვლა რწმენაა და ან მოხდება ან არა, დანარჩენი მაგალითები რაც ჩამოთვალე: მზე და ყველა ვარსკვლავი იესომ შექმნა ეგ საიდან ვიცით მზეს აწერია ? ზღვა რომ მოსემ გაყო ეგ ფაქტია ? თუ ბიბლიაში წერია და მაგიტომაა ფაქტი ?

პოსტის ავტორი: ELIZBARI თარიღი: Feb 1 2016, 11:10 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 1 2016, 10:48 PM) *


ბიბლია ადამიანის გონებისთვისაა შექმნილი? blink.gif

მაშ დაღუპულა კაცობრიობა თუ ადამიანს თავისი გონებით შეუძლია ბიბლიის გაგება!



საინტერესოა ვისი გონებისთვისაა დაწერილი ბიბლიაsmile.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 1 2016, 11:29 PM

ციტატა(ELIZBARI @ Feb 2 2016, 12:10 AM) *

საინტერესოა ვისი გონებისთვისაა დაწერილი ბიბლიაsmile.gif

ბიბლია არაა მეთქი ადამიანის გონების ნაყოფი და ადამიანის გონებას არ შეუძლია მისი გაგება.

ბიბლია სულიწმიდამ დაწერა და მისი განმარტება სულის მოზიარეობითვე ხდება . სულს კი უფალი იძლევა და ჭარბადაც იძლევა , თუკი ვთხოვთ მას

პოსტის ავტორი: ELIZBARI თარიღი: Feb 1 2016, 11:34 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 1 2016, 11:29 PM) *

ბიბლია არაა მეთქი ადამიანის გონების ნაყოფი და ადამიანის გონებას არ შეუძლია მისი გაგება.

ბიბლია სულიწმიდამ დაწერა და მისი განმარტება სულის მოზიარეობითვე ხდება . სულს კი უფალი იძლევა და ჭარბადაც იძლევა , თუკი ვთხოვთ მას


მსგავსი ახსნით ჭაბუა ამირეჯიბის " დათა თუთაშხია" შეგვიძლია ჭეშმარით რელიგიად ვაქციოთsmile.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 1 2016, 11:52 PM

ციტატა(ELIZBARI @ Feb 2 2016, 12:00 AM) *

esre ars cheshmariteba

სხვა ტრადიციული რელიგიის ღმერთები იგივეს აკეთებენ წიგნში.
მეორედ მოსვლა რწმენაა და ან მოხდება ან არა, დანარჩენი მაგალითები რაც ჩამოთვალე: მზე და ყველა ვარსკვლავი იესომ შექმნა ეგ საიდან ვიცით მზეს აწერია ? ზღვა რომ მოსემ გაყო ეგ ფაქტია ? თუ ბიბლიაში წერია და მაგიტომაა ფაქტი ?


თუ ათეისტი ხარ გამიჭირდება საუბარი , რადგან უფალმა თქვა ჩემთან ვერავინ მოვა , თუ ჩემმა მამამან არ მოიზიდა იგი.

აუცილებლად მოხდება შენს ცხოვრებაში ისეთი რამ რაც იძულებულს გაგხდის ღმერთი აღიარო და მოძებნო .

შენში თავად ღმერთმა ჩადო ის რომ მისკენ მიილტვოდე და ადრე თუ გვიან გამოვლინდება შენში ეს განცდა .

თუ შვილი არ გყავს , როცა გეყოლება მიხვდები რომ ის უნდა გიყვარდეს და მასზე იზრუნო

ან თუ ცოლი არ გყავს , მოიყვან და მიხვდები რომ ის არის ერთადერთი რომელიც ამ დედამიწაზე გეყვარება .

ან საკუთარ მშობლებს დააკვირდი თუ როგორ უყვარხარ!

თუ ამ ყოველივეს გამოცდი მერე ხდება ყველაზე დიდი საოცრება , იესო ქრისტე ამბობს _ ვისაც დედა ან მამა ან ძმა ან და ჩემზე მეტად უყვარს , იგი არ არის ჩემი ღირსი ! ხვდები ? ეს არ უთქვია იესოს ჰაერზე , არიან ადამიანები ანუ მორწმუნეები რომლებიც ამ ეტაპებს გადიან , რაც ჩამოვთვალე და მერე ხედავენ ყველაზე დიდებულს იესო ქრისტეს და მის მამას რომელიც ყველაზე მეტად უყვარდებათ , რადგან ეს ყოველივე უფალმა მოაწყო ! საოცარია უფლის მიერ აღსრულებული სიყვარული და ყველაზე შემაძრწუნებელია იმ სიყვარულის განცდა და გააზრება , რა სიყვარულიტაც უყვარს მამა ღმერთს თავისი ძე იესო ქრისტე და ამის მერე ხდება ყველაზე უზეშთაესი სიყვარულის განცდა როცა იგებ რომ ის ვინც ღმერთს ყველაზე მეტად ყვარებია , შენი გულისთვის გაწირა !

მე გისურვებ ამ ყოველივეს განცდას საკუტარ თავზე . ღმერთი კიდევ უფრო უკიდურესად კაცთმოყვარეა , ვიდრე ამას შენ ან მთელი კაცობრიობა იაზრებს !



მე დავრგე აპოლოსმა მორწყა , მაგრამ ღმერთმა გაზარდა ! 1 კორ 3 თავი.

აქ საუბარია იმაზე რომ მიუხედავად ქრისტიანების ძალისხმევისა , მორწმუნეების ეკლესიაში მიყვანა და ეკლესიის გაზრდა ღმერთის ხელშია!

პავლე კი დაშვრა და ყველაფერი გააკეთა ურწმუნოთათვის , მაგრამ უფლის ხელშია ყოველი ადამიანი . მეც უფლის ხელში ვარ და მჯერა რომ ადრე თუ გვიან უფალი მიმიყვანს იქ სადაც მას სურს . ყველა ადამიანი უფლის ხელთაა და ღმერთი შექმნის გარემოებას ადამიანისთვის რომ ის ცხონდეს ! თუ სატანა იღვწის ადამიანთა დასაღუპავად , მაშ გახსოვდეთ უფალიც იღვწის ადამიანტა სახსნელად

პოსტის ავტორი: ELIZBARI თარიღი: Feb 1 2016, 11:59 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 1 2016, 11:43 PM) *

თუ ათეისტი ხარ გამიჭირდება საუბარი , რადგან უფალმა თქვა ჩემთან ვერავინ მოვა , თუ ჩემმა მამამან არ მოიზიდა იგი.

აუცილებლად მოხდება შენს ცხოვრებაში ისეთი რამ რაც იძულებულს გაგხდის ღმერთი აღიარო და მოძებნო .



ათეისტი არ ვარ, მაგრამ მეზღაპრეც არ ვარ.
ჩემ ცხოვრებას რაც შეეხება, ზუსტადაც რომ მოხდა ისეთი რამე ჩემს ცხოვრებაში, რამაც უდიდესი ეჭვევი გამიჩინა ღმერთის სამართლიანობაზე.
ერთ რამეში ნელნელა ვრწმუნდები, მორწმუნე ადამიანთან ბიბლიაზე საუბარს აზრი არ აქვს. ღმეღთი ათეისტებში ვეძებო ჯობია და მათი არგუმენტები ვისმინო რატომ არ წამთ ბიბლიის.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 2 2016, 12:18 AM

ციტატა(ELIZBARI @ Feb 2 2016, 12:59 AM) *

ათეისტი არ ვარ, მაგრამ მეზღაპრეც არ ვარ.
ჩემ ცხოვრებას რაც შეეხება, ზუსტადაც რომ მოხდა ისეთი რამე ჩემს ცხოვრებაში, რამაც უდიდესი ეჭვევი გამიჩინა ღმერთის სამართლიანობაზე.
ერთ რამეში ნელნელა ვრწმუნდები, მორწმუნე ადამიანთან ბიბლიაზე საუბარს აზრი არ აქვს. ღმეღთი ათეისტებში ვეძებო ჯობია და მათი არგუმენტები ვისმინო რატომ არ წამთ ბიბლიის.



მაინც რა მოხდა ისეთი რომ ღმერთის სამართლიანობაში ეჭვი შეგაქვს ?

მე ისეთი ეგოისტი და ბოროტი და ცოდვილი ვარ რომ რანაირად შემიძლა ღმერთში ეჭვის შეტანა ვერ წარმომიდგენია ?!

ზნეობრივი კუთხით , ანუ უცოდველი რომ ვიყო კიდევ გავბედავდი ეჭვის შეტანას მაგრამ , როგორც პავლე ამბობს _ ვინ ხარ შენ ადამიანო რომ ღმერთს ეკამათები , რატომ შემქმენიო ასე? თიხას მექოთნეზე არავიტარი პრეტენზია არ უნდა ქონდეს blink.gif

ღმერთის სამართლიანობაში ეჭვის შეტანა ძალიან სასაცილოა .

აგერ დიდებულმა ქერუბიმმა სინათლის ანგელოზმა შეიტანა ეჭვი ღმერთის სამართლიანობაში და გამოჩნდა კიდეც (იობმა) უსუსურმა თიხამ გააჩუმა სატანა !


პოსტის ავტორი: ELIZBARI თარიღი: Feb 2 2016, 12:58 AM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 2 2016, 12:18 AM) *




ვინ ხარ შენ ადამიანო რომ ღმერთს ეკამათები , რატომ შემქმენიო ასე?




თავისუფალი ადამიანი ვარ მე smile.gif ეგეთები არ გაგვაჩინა ღმერთმა?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 2 2016, 07:11 PM

თავისუფალი? huh.gif
ნების თავისუფლება გვაქვს .

აღვირახსნილნი ნამდვილად არ შევუქმნივართ უფალს

პოსტის ავტორი: ELIZBARI თარიღი: Feb 2 2016, 09:20 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 2 2016, 07:11 PM) *

თავისუფალი? huh.gif
ნების თავისუფლება გვაქვს .

აღვირახსნილნი ნამდვილად არ შევუქმნივართ უფალს


აღვირახსნილნია ჩემი საქციელი ?

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 2 2016, 09:52 PM

ციტატა(ELIZBARI @ Feb 2 2016, 10:20 PM) *

აღვირახსნილნია ჩემი საქციელი ?

არა თქვენი საქციელი არაა აღვირახსნილობა , მე ეს ტერმინი გამოვიყენე თავისუფალი ნების ანტონიმად უბრალოდ.

პოსტის ავტორი: ELIZBARI თარიღი: Feb 2 2016, 09:57 PM

თემას ძაან ავცით smile.gif
ადამ და ევას უდანაშაულობა მინდა დავამტკიცო, იქნებ მოკლედ თქვათ რაში არიან დამნაშავეები ადამი და ევა?smile.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 2 2016, 10:13 PM

ციტატა(ELIZBARI @ Feb 2 2016, 10:57 PM) *

თემას ძაან ავცით smile.gif
ადამ და ევას უდანაშაულობა მინდა დავამტკიცო, იქნებ მოკლედ თქვათ რაში არიან დამნაშავეები ადამი და ევა?smile.gif

ადამი და ევა იმაშია დამნაშავე რომ თავად გადაწყვიტეს დაედგინათ რა არის კარგი და რა ცუდი ( სიკეთე და ბოროტება) ეს კი მხოლოდ ღმერთის პრეროგატივაა

თუ მე შემიძლია კარგის და ცუდის დადგენა , მაშინ მე გამოვდივარ ღმერთის ნორმებისგან თავისუფალი და შესაბამისად ღმერთის საჭიროება აღარ არის .

ახლა უკვე მოცემულია სრულყოფილად ღმერთის რჯული და მცნებები და ვიცით რა არის კარგი და რა ცუდი , მაგრამ მაშინ ჯერ არ იყო ადამსა და ევას დროს .

ადამი და ევა ღმერთს უნდა დამორჩილებოდნენ ანუ მისგან უნდა მიეღოთ რჩევა ყველაფრის შესახებ

პოსტის ავტორი: ELIZBARI თარიღი: Feb 2 2016, 10:34 PM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 2 2016, 10:13 PM) *

ადამი და ევა იმაშია დამნაშავე რომ თავად გადაწყვიტეს დაედგინათ რა არის კარგი და რა ცუდი ( სიკეთე და ბოროტება) ეს კი მხოლოდ ღმერთის პრეროგატივაა

თუ მე შემიძლია კარგის და ცუდის დადგენა , მაშინ მე გამოვდივარ ღმერთის ნორმებისგან თავისუფალი და შესაბამისად ღმერთის საჭიროება აღარ არის .

ახლა უკვე მოცემულია სრულყოფილად ღმერთის რჯული და მცნებები და ვიცით რა არის კარგი და რა ცუდი , მაგრამ მაშინ ჯერ არ იყო ადამსა და ევას დროს .

ადამი და ევა ღმერთს უნდა დამორჩილებოდნენ ანუ მისგან უნდა მიეღოთ რჩევა ყველაფრის შესახებ


როგორ ფიქრობ ედემის ბაღი და იქ მომხდარი რეალობაა? მე თვითონ ფაქტი მაინტერესებს მართლა იყო ედემის ბაღი და აკრძალული ხე, თუ ეს ყველაფერი უბრალოდ ადამიანის ურჩობის მაგალითადაა მოყვანილი და რეალობაში არ მომხდარა.
მინდა მართლმადიდებლის პასუხი ან თუ თქვენ იცით რას ამბობენ მართლმადიდებლები ამის თაობაზე? თქვენ პირად აზრსაც მოვისმენ სიამოვნებით.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 2 2016, 11:04 PM

ციტატა(ELIZBARI @ Feb 2 2016, 11:34 PM) *

როგორ ფიქრობ ედემის ბაღი და იქ მომხდარი რეალობაა? მე თვითონ ფაქტი მაინტერესებს მართლა იყო ედემის ბაღი და აკრძალული ხე, თუ ეს ყველაფერი უბრალოდ ადამიანის ურჩობის მაგალითადაა მოყვანილი და რეალობაში არ მომხდარა.
მინდა მართმადიდებლის პასუხი ან თუ თქვენ იცით რას ამბობენ მართმადიდებლები ამის თაობაზე? თქვენ პირად აზრსაც მოვისმენ სიამოვნებით.

რათქმაუნდა რეალობაა ! იქ ყველაფერი ისე მოხდა როგორც დაწერილია. არავითარი ქარაგმა ან მინიშნება.
ხე ნამდვილად იყო და ნამდვილად ჭამეს მისი ნაყოფი . პავლეც იმეორებს _ 2 კორ 11მაგრამ ვშიშობ, როგორც გველმა თავისი ზაკვით აცთუნა ევა, ვაითუ თქვენი გონებაც ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტესმიერ სიწმიდეს.

სინამდვილეში პრობლემა არა უბრალოდ ნაყოფის შეჭმაში იყო , არამედ იმაში თუ რა მოჰყვებოდა ამას , სატანა საკმაოდ კარგი განმმარტებელია იმისა თუ რა უნდა მოყვეს ნაყოფის შეჭმას_ ის ამბობს არ მოკვდებით , არამედ გახდებით ღმერთივით , სიკეთისა და ბოროტების განმრჩევი, ანუ ნაყოფის შეჭმა , იგივე ღმერთობაზე პრეტენზია იყო, ეს კი რას ნიშნავს ???

ეს ნიშნავს იმას რომ ადამსა და ევას სატანის თქმით სულაც არ ჭირდებათ ღმერთი , რადგან მათ უკეთ შეუძლიათ გადაწყვიტონ სიკეთე და ბოროტება და ამ გადაწყვეტილების დასტური იქნებოდა , თუ ისინი შეჭამდნენ ნაყოფს .

ესეიგი ნაყოფის შეჭმა იყო დასტური იმისა რომ მე მინდა ღმერთის გარეშე დავადგინო ჩემით მცნებები , ის თუ რა არის კარგი და რა ცუდი! ესაა და ეს .

ადამმა და ევამ დაკარგეს სამოსელი . მაინც რა იყო ეს სამოსელი? ისინი ღვთის დიდებით იყვნენ შემოსილნი , ანუ დიდება რაც მათზე იყო ისეთი ბრწყინვალება ქონდა რომ არ ჩანდა მათი სიშიშვლე , ისევე როგორც სინას მთიდან ჩამოსულ მოსეს ვერ გაუსწორეს მზერა ისრაელიანებმა რადგან უფალტან ურთიერთობისას მოსეს სახე უბრწყინავდა დიდებით .

პოსტის ავტორი: ELIZBARI თარიღი: Feb 3 2016, 02:58 AM

ადამი და ევას მოქმედება ადამიანური ლოგიკით ხომ შეიძლება განვიხილოთ?
ადამს და ევას კაენი და აბელის შემდეგ ადამი 130 წლის რომ იყო შეეძინათ შეთი. ამას გამოვაკლოთ კაენი და აბელის წლოვანება ჩავთვალოთ 20 წლის იყვნენ კაენი და აბელი . გამოდის მაქსიმუმ 110 წლის იყო ადამი ედემის ბაღიდან, რომ გამოაგდეს. რამდენი წელი ცხოვრობდნენ ღმერთთან ერთად 20,40,80 თუ 110 და ამდენი წლები რას ასწავლიდა ღმერთი ადამს და ევას ესეთი დაუნები რომ გამოიდნენ ? გამოდის ღმერთი არ უყვარდათ და არც ეშინოდათ, ან გონება შეზღუდულები იყვნენ, ან რავიცი რა ჯანდაბა უნდა დაგემართოს ღმერთს ხედავდე, მასთან ერთად ცხოვრობდე და არ უჯერებდე, ადამიანურ.ლოგიკაში არ ჯდება ადამი და ევას საქციელი.

თან არ დაგავიწყდეთ 2 ადამიანია ადამი და ევა, 2 თავისუფალი აზროვნება და ორივემ შეცოდეს.
და ესეთი 2 ბნელი და გონება შეზღუდული ადამიანის გამო ხდება ყველაფერი უბედურება ჩვენს თავს?
მე ვერ გამაჩინა ადამის ადგილას? გარანტიას გაძლევთ დღეს ედემის ბაღში ვიცხოვრებდით ყველა smile.gif))))))))))))


პირველი ევამ შეჭამა ვაშლი (ადამს ეძინაsmile.gif) და ევა თუ ეშმკმა აცდუნა ადამის შეცდენა ევამ შეძლო? (ოხ რაარიან ეს ქალებიsmile.gif)
ევამ ვაშლი რომ შეჭამა და სანამ ადამს აჭამა, ევა შიშველი რომ იყო ვერ შეამჩნია ვერც ევამ და ვერც ადამმა ?smile.gif)
ისე ორივე უნიჭოები რომ იყვნე იმაშიც ჩანს ლეღვის ფოთლით რომ შეიმოსნენ და ედემის ბაღში სხვა დიდი ფოთოლი რომ ვერ იპოვეს, ლეღვის ფოთოლი მაგრად ისუსხება smile.gif))))))




პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2016, 09:24 PM

ციტატა(ELIZBARI @ Feb 3 2016, 03:58 AM) *


პირველი ევამ შეჭამა ვაშლი (ადამს ეძინაsmile.gif) და ევა თუ ეშმკმა აცდუნა ადამის შეცდენა ევამ შეძლო? (ოხ რაარიან ეს ქალებიsmile.gif)
ევამ ვაშლი რომ შეჭამა და სანამ ადამს აჭამა, ევა შიშველი რომ იყო ვერ შეამჩნია ვერც ევამ და ვერც ადამმა ?smile.gif)
ისე ორივე უნიჭოები რომ იყვნე იმაშიც ჩანს ლეღვის ფოთლით რომ შეიმოსნენ და ედემის ბაღში სხვა დიდი ფოთოლი რომ ვერ იპოვეს, ლეღვის ფოთოლი მაგრად ისუსხება smile.gif))))))


თემა ჩვენი პირველმშობლების ლანძღვასა და ცინიზმს შეიცავს, ამიტომ მოდერატორს ვთხოვ დახუროს....

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 3 2016, 10:33 PM

ELIZBARI.

რათქმაუნდა ლოგიკა ხშირ შეთხვევაში სწორია , და ამიტომ ყოველთვის მივესალმები ლოგიკურ მსჯელობას!

რაც შეეხება ადამის წლოვანებას კი ბატონი შეთი რომ შეეძინა ადამი იყო 130 წლის ამას მინუს ყველაზე ბევრი 30 წელი კაინისა და აბელისა. დაგვრჩა 100 წელი , მაგრამ შენ მხედველობიდან გამოგრჩა ერთი რამ _- ვიდრე ევა გაჩნდებოდა , ადამი გაცილებით ადრე სრულიად მარტო იყო და მხოლოდ მას ქონდა უფალთან ურთიერთობა და სავარაუდოა რომ ეს სწორედ 100 წელი იყო , იმიტომ რომ , რატომ ეხლა_ ლოგიკურია სატანა ფიქრობდა რომ ევას გაჩენის მომენტიდან უნდა ეცდუნებინა ორივე წყვილი მანამდე , სანამ მათ შვილი შეეძინებოდათ , რადგან კაენის დაბადების შემთხვევაში უკვე რთული იქნებოდა 3 ადამიანის შეცდენა , თანაც კაენი სრულყოფილი იქნებოდა და შესაბამისად მშობლების შეცდომას აღარ გაიმეორებდა და ჩვენც უკვე მთელი კაცობრიობა სრულყოფილნი ვიქნებოდით. ამიტომ სატანამ ეს ყველაფერი გათვალა და მანამდე აცდუნა ევა სანამ შვილს შობდა და შესაბამისად შთამომავლობა უკვე ცოდვას დაუქვემდებარა . სატანა მაგარი მოზგია , ბოლოს და ბოლოს ის მესამე პიროვნებაა სამყაროში ძალაუფლებით , მამისა და ძის შემდეგ .
თან ირჩევს ევას რომელიც გამოუცდელი იყო უფალთან ურთიერთობაში , რადგან არ იცნობდა ისე დიდხანს , როგორც ადამი . თან ადამი და ევა ერთ ხორც იყვნენ და უფრო მჭიდრო კავშირი ქონდათ , ვიდრე დღეს არსებულ ნებისმიერ წყვილს , რადგან ევა პირდაპირ ადამიდან იყო გამოღებული და თუ სატანა ევას შეაცდენდა , ბუნებრივია ევა ადვილად დაიყოლიებდა ადამს . ასე რომ სატანის მოლოდინი გამართლდა , მან შეაცდინა წყვილი კაენის გაჩენამდე და შესაბამისად მთლიანად დაღუპა ადამიანი.
მაგრამ ვიღაცა იტყვის _ მე რა დავაშავე კაცო , ვშობილიყავი სრულყოფილი , ისეთივე , როგორიც ადამი იყო შეცოდებამდე და თუ მე სრულყოფილი ცოდვას ჩავიდენდი , დაე სამართლიანად დავესაჯე შემდეგ ღმერთს , მაგრამ მოდი ვნახოთ სად აჯობა ღმერთმა სატანას ?!

თუ სატანა მაგარი მოზგია და მან შესანიშნავად გათვალა კაცობრიობის დაღუპვა , მაშასადამე ღმერთი კიდევ უფრო მოზგია და კიდევ უფრო დიდებულად გათვალა კაცობრიობის ხსნა ! როგორ?

შენ რომ ახლა სრულყოფილი ყოფილიყავი , შეცოდების შემთხვევაში უმალვე მოკვდებოდი ისევე როგორც ადამი და ევა და არანაირი პერსპექტივა არ გექნებოდა . ანუ ადამიანი სიკვდილის შემთხვევაში ქრება ანუ წყვეტს არსებობას , ეს არის ბიბლიის სწავლება . არანაირი უკვდავი სული , ეს სიცრუეა ისეთივე როგორც სატანა ევას ეუბნება _ არ მოკვდებით ! სინამდვილეში ადამმა და ევამ მიიღეს კუთვნილი სასჯელი სიკვდილი ანუ მარადიული არაარსი , საიდანაც არაა აღდგომა !

თუ დამატებიტ დაგაინტერესებს , მტლიან ბიბლიას დავამოწმებ იმის დასადასტურებლად რომ ადამიანი სიკვდილის შემთხვევაში ქრება , და მისი იმედი არის აღდგომა , იესუ ქრისტეს წყალობით.

რაშია შენი პლიუსი როცა ახლა ცოდვილი ხარ? იმაში რომ შენ გაქვს უამრავი შეცდომის დაშვების შესაძლებლობა , ვინაიდან თუ ადამი და ევა ერთი შეცდომით განადგურდა ყოველგვარი შეწყალების გარეშე , შენ არ განადგურდები უამრავი ცოდვის გამო , იმიტომ რომ უფალი გვასწავლის რომ მიტევება არ უნდა გვბეზრდებოდეს და თუ ჩვენ ვალდებულნი ვართ რომ ჩვენს ძმას შვიდგზის სამოცდაათჯერ ვაპატიოთ ანუ 490 ჯერ დღეში , მაშ რაოდენ უფრო გულმოწყალე იქნება უფალი ჩვენს მიმართ?

მე არ ვამბობ რომ უფალი სულ თავზე ხელს გადაგვისვავს ცოდვის ჩადენისას მაგრამ თუ ჩვენ წრფელი გულით შევძლებთ რომ ღმერთს პატიება ვტხოვოთ , მერწმუნეთ უფლის მიტევებას საზღვარი არ აქვს ამ შემთხვევაში!

ესეიგი შენ ხარ საუკეთესო პოზიციაში , ვიდრე ადამი , იმიტომ რომ შენ გაქვს მისადგომი ღმერტთან ცოდვის შემთხვევაში . თუ ცდილობ დაიცვა ღმერთის მცნებები ეს იმას ნიშნავს რომ შენ გადახვალ სიკვდილიდან სიცოცხლეში , როგორც იოანე ამბობს .

თუ ჯოჯოხეთი არსებობს და სულიც უკვდავია , რაც სიცრუეა! მაგრამ თუ ეს ასეა , მაშინ ღმერტი გამოდის დესპოტი მმართველი რადგან სასჯელი არაბალანსირებული გამოდის იმიტომ რომ 70 წელი ადამიანი სულ რომ ყირაზე გადავიდეს და სულ ცოდვაში იცხოვროს , ამის გამო ის რომ უსასრულოდ დაიტანჯოს ჯოჯოხეთში , ეს უსამართლობაა . სამართლიანობა კი იცით რა არის ? რასაც წმინდა წერილი ასწავლის _ ანუ ყველა ვინც აქამდე მომკვდარა ყველა ცოდვილი უნდა აღდგეს და მიეცეს საშუალება გამოსწორების , თუ გამოსწორდება უფალი მას აძლევს საუკუნო სიცოცხლეს . ცხადია არ აღდგებიან ისინი ვინც მაცხოვარი სიკვდილით დასაჯა და აგრთვე ვინც სულიწმიდა დაჰგმო .

რავიცი მეტი რაღა დავწერო და რანაირადღა ავხსნა ადამიანო ის რომ უფალი მართალი და გულმოწყალეა ! თუმცაღა იმდენი არგუმენტი მაქვს წმინდა წერილიდან რომ ვფიქრობ მთლიანად რომ დავწერო ფორუმი გადაიტვირთება და გაჭედავს ალბათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ELIZBARI თარიღი: Feb 3 2016, 11:34 PM

თუ ჯოჯოხეთი არსებობს და სულიც უკვდავია , რაც სიცრუეა!თუ ჯოჯოხეთი არსებობს და სულიც უკვდავია , რაც სიცრუეა! მაგრამ თუ ეს ასეა , მაშინ ღმერტი გამოდის დესპოტი მმართველი რადგან სასჯელი არაბალანსირებული გამოდის იმიტომ რომ 70 წელი ადამიანი სულ რომ ყირაზე გადავიდეს და სულ ცოდვაში იცხოვროს , ამის გამო ის რომ უსასრულოდ დაიტანჯოს ჯოჯოხეთში , ეს უსამართლობაა
esre ars cheshmariteba

რატომ გონია რომ სიცრუეა? ეს შენი ლოგიკა ხომ არაა შემთხვევით?

პოსტის ავტორი: ELIZBARI თარიღი: Feb 4 2016, 06:04 PM

http://stars.chromeexperiments.com/

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 4 2016, 09:37 PM

ჯოჯოხეთი რომ უბრალოდ სამარეს ნიშნავს და რომ ის არაა საწამებელი ადგილი , ამაზე უამრავი ზღვა არგუმენტი მაქვს ბიბლიიდან , ერთ ერთი კი თავად იესო ქრისტეა , რომელიც ჯოჯოხეთში იყო 3 არასრული დღის განმავლობაში და ამ 3 დღეზე მთელი წმინდა წერილი გატრუნულია !

მოქმედება იწყება კვირას დილით აღდგომიდან , მანამდე კი იესო ქრისტე მთლიანად არაარსში იყო გასული რასაც იოანეს გამოცხადების 1 თავიდან ადასტურებს_ მკვდარი ვიყავა და აჰა ცოცხალი ვარ და ხელთ მიპყრიეს კლიტენი სიკვდილისანი და ჯოჯოხეთისანი . კარგად ჩანს რომ სიცოცხლე და სიკვდილი დააპირისპირა უფალმა ერთმანეთთან და ასევე როგორც მამამ შეხსნა სიკვდილის ბორკილნი იესოს ისევე იესო შეხსნის ბორკილს იმას ვინც ჯოჯოხეთშია

პოსტის ავტორი: ELIZBARI თარიღი: Feb 5 2016, 02:04 AM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 4 2016, 09:37 PM) *

ჯოჯოხეთი რომ უბრალოდ სამარეს ნიშნავს და რომ ის არაა საწამებელი ადგილი , ამაზე უამრავი ზღვა არგუმენტი მაქვს ბიბლიიდან , ერთ ერთი კი თავად იესო ქრისტეა , რომელიც ჯოჯოხეთში იყო 3 არასრული დღის განმავლობაში და ამ 3 დღეზე მთელი წმინდა წერილი გატრუნულია !

მოქმედება იწყება კვირას დილით აღდგომიდან , მანამდე კი იესო ქრისტე მთლიანად არაარსში იყო გასული რასაც იოანეს გამოცხადების 1 თავიდან ადასტურებს_ მკვდარი ვიყავა და აჰა ცოცხალი ვარ და ხელთ მიპყრიეს კლიტენი სიკვდილისანი და ჯოჯოხეთისანი . კარგად ჩანს რომ სიცოცხლე და სიკვდილი დააპირისპირა უფალმა ერთმანეთთან და ასევე როგორც მამამ შეხსნა სიკვდილის ბორკილნი იესოს ისევე იესო შეხსნის ბორკილს იმას ვინც ჯოჯოხეთშია


ცდები, იცი რატომ? ბიბლიას ადამიანური ლოგიკით არ უნდა მიუდგე smile.gif თვენი სიტყვებია.

ციტატა(marine @ Feb 3 2016, 09:24 PM) *

თემა ჩვენი პირველმშობლების ლანძღვასა და ცინიზმს შეიცავს, ამიტომ მოდერატორს ვთხოვ დახუროს....


https://www.youtube.com/watch?v=JODN8oNKucU

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 5 2016, 11:10 PM

ELIZBARI

მე მესმის ის თუ სინამდვილეში რა მწამს და რა გამაჩნია და საერთოდ რისვის უნდა ვიღვაწო და გავისარჯო ,მაგრამ ამასთანავე არის მთელი რიგი მონაკვეთები ბიბლიიდან რომელთაც აშკარა განხეთქილებამდე მივყავარ!

რა აღარ ვიღონე და რა აღარ ვეცადე რომ როგორმე გამეგო , მაგრამ დღემდე ვერ ვწვდები და ამიტომ მაქვს უფლის იმედი რომ მე ცოდვილს უფალი რაღაცას მაინც მიმახვედრებს.

ვინ ვარ მე ? ვიღაც ცოდვილი ! ჩემ თავზე გული მერევა და არ კი ვიცი საერთოდ ვაარ კი იმისი ღირსი რომ უფალმა ჩემს ლოცვას ყური მიუგდოს?!

მაგრამ ერთი კი ვიცი მიყვარს ბიბლია და მიყვარს ჩემი ღმერთი, მამა და ძე !

გეტყვი რომ ლოგიკას ვიყენებ იქ სადაც უხეშად მიმითითებენ , ამა თუ იმ მუხლზე ბიბლიიდან , რომ თითქოს ან სამება ან სულის უკვდავება ან ქრისტეს ორ ბუნებას უჭერს მხარს რომელიმე მონაკვეთი ბიბლიიდან.

ბიბლიის ახსნა ხდება მხოლოდ სულიწმინდით და მასთან მოზიარეობით , მე კი ნამდვილად ვიცი რომ ჩემი ცოდვილობის გამო დიდად ვარ დაშორებული სულიწმიდისგან , გულით კი სულმუდამ ღმერთი მინდა sad.gif .

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Feb 11 2016, 01:28 PM

თემაში აშკარად არ არის ჯანსაღი საუბარი. კარგი იქნება თუკი დასკვნების გარეშე ისაუბრებდით, უფრო სწორად იმსჯელებდით.



უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)