IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჩვენი ისტორიის ყველა გამოჩენილი ქართველი ქალი, მედეა, თამარ მეფე, ქეთევან წამებული, მაია წყნეთელი...
marine
პოსტი Aug 1 2007, 10:45 AM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,229
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამ თემაში ვისაუბროთ იმ ქართველ ქალებზე, რომლებმაც დიდი ადგილი დაიკავეს საქართველოს ისტორიაში.

მედეა
(ძვ. წ. XIV - XIII სს.)

მედეა - კოლხეთის მეფის აიეტის გრძნეული უმცროსი ასული, რომელსაც საბერძნეთიდან მოვლენილი ჭაბუკი იასონი ხილვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. იასონმა, მედეას შემწეობით, მოიტაცა ოქროს საწმისი და მედეაც თან წაიყოლა საბერძნეთში. (ამ ამბავს ეძღვნება თქმულება არგონავტების შესახებ). ოქროს საწმისთან ერთად, აიეტმა მეფობაც დაკარგა. მისმა ნახევარ ძმამ პერსეს III მისი ადგილი დაიკავა.

ათი წელიწადი ცხოვრობდნენ მედეა და იასონი ერთად. ჰქონდათ ოჯახი, ჰყავდათ შვილები.. და უეცრად.. მედეამ შეიტყო საშინელი ამბავი: იასონი მის მეუღლეობაზე ხელს იღებდა და ცოლად ირთავდა კორინთოს მეფის ასულს. მაშინ მედეამ მოღალატე ქმარს საცოლე მოუკლა. მოკლული სადედოფლოს ნათესავებმა შური იძიეს - მედეას შვილები დაუხოცეს. (ამ საშინელი ამბიდან გაივლის დაახლოებით ათასი წელიწადი და დიდი ბერძენი მწერალი ევრიპიდე დაწერს საქვეყნოდ ცნობილ ტრაგედიას "მედეა". სადაც მან კოლხი ქალი საკუთარი შვილების მკვლელად წარმოსახა.)

IPB-ს სურათი
ამიშ შემდეგ, მედეა წავიდა ათენში და ცოლად გაჰყვა მეფე ეგევსს. მისგან ეყოლა ვაჟი მედოსი. როდესაც ტახტის კანონიერი მემკვიდრე თესევსი ეწვია ათენს, მედეამ თავის შვილთან ერთად დატოვა საბერძნეთი და აიასში ინკოგნიტოდ დაბრუნდა. იმხანად აიეტი აღარ ფლობდა სამეფო სკიპტრას. მედოსი დაეხმარა პაპას ძალაუფლების დაბრუნებაში.

მედეა და მედიცინა

IPB-ს სურათი

მედეას სახელთან არის დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების მკურნალობა, სხვადასხვა სახის ძილმომგვრელი, ძალმომცემი, განმკურნებელი, მომაკვდინებელი საშუალებების, ნელსახცხებლების, შესაორთქლებელი, შესასხურებელი, დასაზელი და ა.შ. წამლების მომზადება; სამკურნალო მცენარეების მოშენება და მათი თვისებების შესწავლა, შხამებისა და ანტიშხამების გამოყენება, გაახალგაზრდავებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების რაციონალური მეთოდების ძიება და სხვა.

მედეას შესახებ დაწვრილებით შეგიძილიათ წაიკითხოთ ლევან სანიკიძის წიგნი "ამბავი კოლხი ქალისა."




თამარ მეფე
(1166 - 1213)

IPB-ს სურათი

თამარ მეფე იყო დავით აღმაშენებლის შვილიშვილის გიორგი მესამისა (1156-1184 წწ.) და დედოფალ ბურდუხანის ქალიშვილი. თამარ ბაგრატიონი დაიბადა 1166 წელს. გიორგის ვაჟი არ ჰყავდა. ქალის გამეფება იმ დროს არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათი მოვლენა იყო. გიორგი გადაწყვიტა თავის სიცოცხლეშივე გაემეფებინა თამარი, რათა შემდგომში მას სირთულეები არ შექმნოდა. 1179 წელს გიორგიმ თანამოსაყდრედ აკურთხა იგი. მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს.

1184 წელს გიორგი III გარდაიცვალა და 18 წლის თამარი გახდა ერთპიროვნული მმართველი, საქართველოს პირველი ქალი მეფე.

1185 წელს დარბაზის გადაწყვეტილებით თამარი ცოლად გაჰყვა იური ბოგოლუბსკის. მალე იურიმ თავისი უარყოფითი პიროვნული თვისებები გამოამჟღავნა და 1187 წელს საქართველოდან გააძევეს. მათ მემკვიდრე არ ეყოლათ.

1188 წელს თამარი ცოლად გაჰყვა დავით სოსლას. დავითი იყო გიორგი I-ის ძის, დემეტრეს შთამომავალი, ბაგრატიონი. მათ ეყოლათ ქალ-ვაჟი რუსუდანი და ლაშა-გიორგი.


თამარი გონიერი მეფე გამოდგა. მან ღირსეულად განაგრძო დავით აღმაშენებლისა და გიორგი მესამის დაწყებული საქმე. სახელმწიფო მმართველობის სისტემა, რომლის რეფორმაც დაიწყო დავით IV აღმაშენებელმა, საბოლოო სახით ჩამოყალიბდა თამარის მეფოს დროს. ეს იყო საკმაოდ კარგად გააზრებული სისტემა, რომელიც წარმატებით ასრულებდა თავის ფუნქციას - ქვეყნის მართვას.

თამარ მეფემ ქვეყნის შიგნით მდგომარეობის განმტკიცების შემდეგ დაიწყო აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება. თამარის მეფობის დროს საქართველო გახდა უძლიერესი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ვრცელდებოდა მის ფარგლებს გარეთ.


* * *
IPB-ს სურათი

თამარის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში. ხელს უწყობდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობას. მისი მეფობის დროს აშენდა ვარძია, ქვაბთახევი, ბეთანია. განვითარდა მხატვრობა, ჭედურობა, ლიტერატურა. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლებია ჩახრუხაძის "თამარიანი" და იოანე შავთელის "აბდულმესია", სადაც შექებულია თამარ მეფის სულიერი სისპეტაკე, გარეგნული სილამაზე, გონიერება, სახელმწიფოებრივი მმართველობა.

არა მხოლოს ამ ეპოქის, არამედ საერთოდ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუშია შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსანი", სადაც თინათინის გამეფებას საფუძვლად უდევს თამარის გამეფების ისტორია.


XII- XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო იყო პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დაწინაურებული და უზარმაზარი სახელმწიფო. ერთიანი საქართველოს სახელმწიფო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე. ქართველები ამ პერიოდ უწოდებენ "ოქროს ხანას".


გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტანიობამ, მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ და სამეფო ღვაწლმა მეფეს ჯანმრთელობა შეურყია. თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს.

ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 1 (14) მაისი დააწესა.

http://iberiana.iatp.ge/geowomen-ge.htm


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ჩვენი ისტორიის ყველა გამოჩენილი ქართველი ქალი   Aug 1 2007, 10:45 AM
marine   "გვ. 455. ორბელიანი მ...   Oct 15 2016, 09:32 PM
marine   "6 წლის იყო პატარა ...   Oct 19 2016, 08:15 PM
marine   "იოსებ იმედაშვილ...   Nov 16 2016, 01:50 PM
marine   "ჩემთან ერთად ქარ...   Dec 14 2016, 09:31 PM
marine   "ჭიათურის დახვრე...   Jan 5 2017, 06:05 PM
marine   ალექსანდრე ორბელი...   Jan 6 2017, 10:25 AM
marine   http://s013.radikal.ru/i325/1701/05/b5c95a377897.j...   Jan 11 2017, 12:24 PM
marine   "ქართლ-კახეთში სა...   Feb 1 2017, 03:20 PM
marine   "ეროვნულ-განმათა...   Feb 3 2017, 07:47 PM
marine   "მეცამეტე საუკუნ...   Feb 6 2017, 06:34 PM
marine   "ხაზართა მეფემ - ხ...   Feb 8 2017, 09:20 PM
marine   ქართველი ქალის თავ...   Feb 13 2017, 10:15 PM
marine   "მჭადიჯვრელი ქრი...   Feb 14 2017, 11:36 AM
marine   თეკლათის დედათა მო...   Mar 16 2017, 10:52 AM
marine   ცნობილი ადამიანებ...   Mar 23 2017, 11:44 AM
marine   "ბესარიონ ნიჟარა...   Apr 1 2017, 10:51 AM
marine   "ხევში ჩხუბის დრო...   Apr 13 2017, 11:03 AM
marine   "დერტავი ქართველ ...   Apr 20 2017, 06:50 PM
marine   "ეს პატარა სოფელი...   Jul 14 2017, 10:26 AM
marine   "ანჩის საეპისკოპ...   Aug 14 2017, 09:14 PM
marine   "[მჭადიჯვრის] ბრძ...   Aug 15 2017, 10:10 PM
marine   "[ღირსი ანტონ ჭყო...   Aug 19 2017, 08:23 AM
marine   წმინდა ნინო "უდი...   Aug 26 2017, 09:01 PM
marine   "ქართველი ქალი დღ...   Aug 31 2017, 11:57 AM
marine   "როსტომ მეფის თან...   Sep 18 2017, 11:40 AM
marine   "ხშირად ჩემი თავი...   Sep 25 2017, 12:46 PM
marine   ლელას საბუხარები ...   Oct 8 2017, 01:17 PM
marine   "26 სექტემბერს, მეც...   Oct 28 2017, 10:34 AM
marine   "აქ [გურიაში] გოგო...   Nov 8 2017, 10:44 AM
marine   "არც ერთი კუთხის ...   Nov 9 2017, 11:01 AM
marine   "ქართველი ქალის ღ...   Nov 24 2017, 10:48 PM
marine   "მუდამ უნდა გვახს...   Nov 25 2017, 09:48 AM
marine   "ერისთავების საგ...   Nov 27 2017, 09:32 PM
marine   "...ერთ ოჯახში აჭარ...   Nov 27 2017, 10:07 PM
marine   "უმშვენიერეს თამ...   Dec 14 2017, 11:49 AM
marine   :) "ცალკე თემაა მსო...   Dec 17 2017, 10:58 PM
marine   "მარიამ ერისთავი ...   Dec 30 2017, 01:02 PM
marine   პირველი ქართველი მ...   Jan 9 2018, 10:45 PM
marine   "ბაგრატიონი მარი...   Jan 21 2018, 07:35 PM
marine   "ბევრი ქალი თავის...   Jan 25 2018, 07:12 PM
marine   "წმინდა ფებრონია...   Jan 31 2018, 11:14 AM
marine   "ქალს განსაკუთრე...   Feb 8 2018, 08:24 PM
marine   "თუ გავთხოვდები, ...   Feb 14 2018, 11:31 AM
marine   "მართა მონაზონი - ...   Feb 23 2018, 12:01 PM
marine   მარიამ დედოფალი - ...   May 11 2018, 06:31 PM
marine   "მეტრეველი ელენე ...   May 31 2018, 09:55 PM
marine   "ქართლის ცხოვრებ...   Jul 7 2018, 08:50 PM
marine   "ბულბულას ციხე მდ...   Nov 6 2018, 09:08 PM
marine   "გულკეთილი, ჭკვია...   Feb 26 2019, 04:59 PM
marine   "კომუნისტების დრ...   Jul 2 2019, 04:05 PM
marine   "როდესაც მართლმა...   Sep 16 2019, 08:24 PM
marine   "ნიკოლოზის მონას...   Apr 28 2020, 09:41 PM
marine   "ვანის ქვაბთა მონ...   May 14 2020, 02:23 PM
marine   "როგორც ჩანს, ბ. ჩო...   May 14 2020, 03:38 PM
marine   "საქართველოში შე...   May 21 2020, 09:24 PM
marine   "მინდა, დიდი სიყვ...   May 21 2020, 09:55 PM
marine   "ერის უკვდავებას ...   Jun 15 2020, 02:25 PM
marine   "ქალი დედამიწის ს...   Jul 5 2020, 07:26 PM
marine   "- ქალბატონო გულნ...   Jul 15 2020, 12:30 PM
marine   "- ვაჟა-ფშაველა ამ...   Aug 24 2020, 05:14 PM
marine   "როგორც ცნობილია,...   Aug 29 2020, 12:25 PM
marine   "ენაგაშარშხალებ...   Jun 7 2021, 07:26 PM
marine   "ქალთა ჯგუფი ციხი...   Mar 18 2022, 03:14 PM
marine   "ქართველ ქალთა გა...   Jun 20 2022, 06:25 PM
marine   "1716 წ. ფრანგმა მოგზ...   Jun 22 2022, 12:08 PM
marine   "მარიამ ბაგრატიო...   Jun 22 2022, 12:26 PM
marine   "დაახლოებით ანალ...   Jun 30 2022, 11:38 AM
marine   "ბუნებრივია, რომ ...   Jun 30 2022, 12:02 PM
marine   "ევსევი კესარიელ...   Aug 18 2022, 12:32 PM
marine   "საინტერესოა დავ...   Nov 19 2022, 04:03 PM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 03:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი