თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ჩვენი პატრიარქი _ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 28 2009, 10:53 PM

შეიძლება სადმე არის უკვე ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ ვერ მივაგენი და გთხოვთ არ მიწყინოთ.

ხომ არ იცით როგორ ბრძანდება მამაი ჩვენი?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 28 2009, 11:08 PM

ბადრი

ციტატა
ხომ არ იცით როგორ ბრძანდება მამაი ჩვენი?


მეც მაინტერესებს და ვერსად ვერ გავიგე sad.gif

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jan 28 2009, 11:17 PM

ახლა კარგად არისო ამბობენ. ექიმების რეკომენდაციით ხვალ საღამომდე დარჩება საავადმყოფოში.

პოსტის ავტორი: natiko თარიღი: Jan 29 2009, 03:32 AM

მეც დამირეკეს და გამაგებინეს რომ ჩვენი პატრიარქი შეუძლოდcray.gif ყოფილა და ა თოდუას კლინიკაში გადაუყვანიათ და გთხოვთ ყველას, რომ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია და ერთად ვილოცოთ და გავაძლიეროტ უნდა ლოცვები ჩვენი უწმინდესი და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისთვის.

პოსტის ავტორი: ბექო თარიღი: Jan 29 2009, 03:59 AM

ღმერთო შენ გვიშველე!

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 29 2009, 05:37 AM

უკეთესადაა, ამაზე მგონი გავუზიაროშიც დაიწერა smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 31 2009, 07:48 PM

ხანდახან განაახლეთ ხოლმე ინფორმაცია უწმიდესის ჯანმრთელობის შესახებ, აქ შეშინებულია ხალხი და სმს-ები დადის ცუდად არისო..

პოსტის ავტორი: animani თარიღი: Jan 31 2009, 07:56 PM

ციტატა(KAIROS @ Jan 31 2009, 07:48 PM) *

ხანდახან განაახლეთ ხოლმე ინფორმაცია უწმიდესის ჯანმრთელობის შესახებ, აქ შეშინებულია ხალხი და სმს-ები დადის ცუდად არისო..


პატრიარქი მკურნალობას რეზიდენციაში აგრძელებს

2009-01-30


პატრიარქი მკურნალობას საპატრიარქო რეზიდენციაში აგრძელებს. თოდუას კლინიკა უწმინდესმა გუშინ საღამოს დატოვა.

პატრიარქი ამჟამად თავს კარგად გრძნობს, თუმცა მოსკოვში გამგზავრება ექიმების რეკომენდაციით გადაიდო.

რუსეთის მომავალ პატრიარქს მისალოცი წერილი უწმინდესმა და უნეტარესმა უკვე გაუგზავნა.


პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 31 2009, 09:48 PM

ციტატა(animani @ Jan 31 2009, 07:56 PM) *

პატრიარქი მკურნალობას რეზიდენციაში აგრძელებს

2009-01-30
პატრიარქი მკურნალობას საპატრიარქო რეზიდენციაში აგრძელებს. თოდუას კლინიკა უწმინდესმა გუშინ საღამოს დატოვა.

პატრიარქი ამჟამად თავს კარგად გრძნობს, თუმცა მოსკოვში გამგზავრება ექიმების რეკომენდაციით გადაიდო.

რუსეთის მომავალ პატრიარქს მისალოცი წერილი უწმინდესმა და უნეტარესმა უკვე გაუგზავნა.


მადლობა a075.gif

პოსტის ავტორი: sara თარიღი: Feb 1 2009, 01:15 PM

გამარჯობა,გუშინ გვიან მითხრეს უწმინდესი ისევ საავადმყოფოშიაო და რა ხდება ხომ არ იცით? sad.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Feb 1 2009, 03:18 PM

ციტატა(sara @ Feb 1 2009, 01:15 PM) *

გამარჯობა,გუშინ გვიან მითხრეს უწმინდესი ისევ საავადმყოფოშიაო და რა ხდება ხომ არ იცით? sad.gif

smile.gif გაგიმარჯოს! დღეს დილით საპატრიარქოდან ბატონი შოთა(პატრიარქის ყოფილი მძღოლი) იყო სიონში მოსული და გვითხრა უწმიდესი საპატრიარქოშია და არც გუშინ და არც დღეს წირვა-ლოცვაზე არ წაბრძანებულა,რადაგან ჯერ-ჯერობით მაინც შეუძლოდააო...
-ღმერთმა მალე გამოაჯანმრთელოს ჩვენი პატრიარქი,და დიდხანს აცოცხლოს ჩვენი ერის საკეთილდღეოდ!

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Feb 1 2009, 04:53 PM

ამინ!

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 2 2009, 12:02 PM

ღმერთმა უშველოს და გააძლიეროს....

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 2 2009, 12:39 PM

გუშინ საღამოს მდგომარეობით:

უწმიდესი პატრიარქი იმყოფება საპატრიარქოში, ჯანმრთელობა გაუუმჯობესდა და უკვე ფეხზე დადის

wub.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 2 2009, 12:51 PM

ციტატა(sara @ Feb 1 2009, 02:15 PM) *

გამარჯობა,გუშინ გვიან მითხრეს უწმინდესი ისევ საავადმყოფოშიაო და რა ხდება ხომ არ იცით? sad.gif

ეგ არის ტყუილი და ჭორი. ისევ დატრიალდა ის ტექსტი ნეტში უბრალოდ, რაც მანამდე ვრცელდბეოდა და ვიღაცამ ჩათვალა, რომ არიქა, ისევ გადაუყვანიათ საავადმყოფოშიო.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 2 2009, 02:05 PM

ღმერთმა კიდევ დიდხანს გვაჩუქოს მისი ჯანმრთელობა wub.gif

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Feb 2 2009, 02:13 PM

უფალმა მრავალჟამიერ ჰქმნას მისი მწყემსმთავრობა.

პოსტის ავტორი: Nikoloz_ თარიღი: Feb 2 2009, 02:15 PM

ღმერთმა მისი ლოცვა-კურთხევა არ მოგვაკლოს...


ჩვენ კი ვილოცოთ მისთვის

პოსტის ავტორი: Mako-Mako თარიღი: Feb 2 2009, 09:17 PM

ღმერთმა მრავალჟამიერ სიცოცხლე და ჯანმრთელობა მისცეს ჩვენს პატრიარქს!

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Feb 3 2009, 12:06 AM

ციტატა
ეგ არის ტყუილი და ჭორი. ისევ დატრიალდა ის ტექსტი ნეტში უბრალოდ, რაც მანამდე ვრცელდბეოდა და ვიღაცამ ჩათვალა, რომ არიქა, ისევ გადაუყვანიათ საავადმყოფოშიო.



მე კიდე ეს შეტყობინება დღესაც მომივიდა რამოდენიმეჯერ, იმედი მაქვს ცრუა sad.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Feb 3 2009, 07:19 PM

მისი უწმინდესობა ბერლინში გააგრძელებს მკურნალობას

პოსტის ავტორი: iber თარიღი: Feb 3 2009, 07:45 PM

ღმერთმა დალოცოს უწმინდესი და უნეტარესი ჩვენი
მისცეს მრავალჯამიერი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 3 2009, 07:59 PM

ძალიან მეწყინა, რომ წავიკითხე, ისევ ცუდად არისო, ღმერთმა გააძლიეროს!

პატრიარქს გეგმური შემოწმებისთვის გერმანიაში წაიყვანენ
03.02.09 18:44
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. გეგმური შემოწმებისთვის მის უწმინდესობას გერმანიაში გადაიყვანენ.
კათალიკოს-პატრიარქი გასულ კვირას რამდენიმე დღის განმავლობაში ფრიდონ თოდუას კლინიკაში მკურნალობდა. მას მწვავე ვირუსული ანთება ჰქონდა.

..............

რას ქვია ეს "გეგმური შემოწმება"?
გერმანელ ქართველებს თავადაც მივწერ, მაგრამ ფორუმელი ბერლინელები თუ გვყავს, გთხოვთ გაგვაცნოთ ხოლმე რა ხდება, როგორაა უწმიდესი, სად იქნება და ა.შ.

კაიროსი!

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Feb 3 2009, 09:23 PM

KAIROS

გეგმიური შემოწმება სტენტირებას ჭირდება,როგორც მოგეხსენებათ გერმანიაში რამოდენი ხნის წინ გულის სტენტირების ოპერაცია გაიკეთა,შესაბამისად რაღაც დრის მერე ინიშნება ხოლმე გეგმიური შEმოწმება,გამოკლვლევებს გაუკეთებენ და შეამოწმებენ როგორ ფუნქციონირებს გული..

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 3 2009, 10:23 PM

მადლობა სალი smile.gif

იქნებ ისიც ახსნა რაა "სტენტირება" და აქვთ თუ არა კავშირი იმ ინფექციურ დაავადებასთან? ანუ იმ დაავადებამ განაპირობა გეგმური შემოწმება?

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Feb 3 2009, 10:28 PM

საწყალი პატრიარქი sad.gif რაღა ავადმყოფობა მოუვიდა sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Feb 3 2009, 10:46 PM

KAIROS

სტენტირებას გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროების დროს აკეთებენ,რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფარქტი და სხვა..შევიწყოების ადგილზე სპეციალური სტენტს დგამენ,რაც ინარჩუნებს სისხლძარღვის ტონუსს...
რაც შეეხება ინფექციას,შეიძლება ამის ბრალიც იყოს..
თუმცა როგორც მე მახსოვს პირველ დღეებში თქვეს რო ეს იყო მწვავე ვირუსული ინფექცია,რაც ჩვეულებრივი გრიპია და სხვა არაფერი..თუმცა ასაკიანი ორგანიზმისთვის უფრო რთულია მასთან ბრძოლა..

მე მაინც ვფიქრობ,რომ თავს იზღვევენ ქართველი ექიმები ...

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Feb 4 2009, 12:51 AM

უფალმა ინებოს, რომ ძალიან მალე პატრიარქი ჯანმრთელი დაგვბრუნდეს...

sad.gif

პოსტის ავტორი: მანანა თარიღი: Feb 4 2009, 03:29 AM

ციტატა(მატასი @ Feb 4 2009, 12:51 AM) *

უფალმა ინებოს, რომ ძალიან მალე პატრიარქი ჯანმრთელი დაგვბრუნდეს...

sad.gif



ამინ!

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Feb 4 2009, 05:42 PM

2009-02-04

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს, 12.00 საათზე გერმანიაში მიემგზავრება, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდება.

როგორც საპატრიარქოში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა, ქართველი და გერმანელი ექიმების რჩევით, უწმინდესი კონსულტაციებს ბერლინში იმავე კლინიკაში გაივლის, სადაც ცოტა ხნის წინ სტენტირება ჩაუტარდა.

"ვრცელდება ხმები უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული ბრიფინგის გამართვის მიზანიც სწორედ ამ ხმების გაბათილებაა", - აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მისივე თქმით, გამოკვლევების შემდეგ გადაწყდება, თუ რამდენ ხანს დარჩება უწნიდესი გერმანიაში.

კათალიკოს-პატრიარქი გასულ კვირას რამდენიმე დღის განმავლობაში ფრიდონ თოდუას კლინიკაში მკურნალობდა. მას მწვავე ვირუსული ინფექცია ჰქონდა.

პოსტის ავტორი: joriko86 თარიღი: Feb 4 2009, 06:37 PM

ერთი მეტად სასიამოვნო და საინტერესო რამე უნდა გითხრათ ხალხნო და ჯამაათნო, ჩვენი პატრიარქი სტაბილურათაა და ამ დილით 12:00 გერმანიას გაემგზავრა, რათქმაუნდა უკეთ გამოსაჯამთელებლათ, ასე რომ ილოცეთ და ილოცეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Feb 4 2009, 11:37 PM

ამინ. ამინ. ამინ.

პოსტის ავტორი: Nikoloz_ თარიღი: Feb 5 2009, 12:43 AM

მაინტერესებს პატრიარქს რომელი მეუფე გაჰყვა გერმანიაში... თუ გაქვთ აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია, გთხოვთ მომაწოდოთ.

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Feb 5 2009, 01:31 AM

ციტატა(joriko86 @ Feb 4 2009, 06:37 PM) *

ერთი მეტად სასიამოვნო და საინტერესო რამე უნდა გითხრათ ხალხნო და ჯამაათნო, ჩვენი პატრიარქი სტაბილურათაა და ამ დილით 12:00 გერმანიას გაემგზავრა, რათქმაუნდა უკეთ გამოსაჯამთელებლათ, ასე რომ ილოცეთ და ილოცეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ძალიან კარგი smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 7 2009, 04:29 PM

ვეძებე და ვერსად ვიპოვე ლოცვა პატრიარქისთვის,თუ გინახავთ სადმე დადეთ გთხოვთ smile.gif

პოსტის ავტორი: iber თარიღი: Feb 7 2009, 07:09 PM

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი,

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მამა ჩვენი ილია

http://baramidze.mylivepage.ru/blog/index



http://www.orthodoxy.ge/lotsvani.htm

IPB-ს სურათიIPB-ს სურათიIPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Feb 7 2009, 08:05 PM

ციტატა(iber @ Feb 7 2009, 07:09 PM) *

http://baramidze.mylivepage.ru/blog/index

კაი სურათებია a075.gif

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Feb 7 2009, 08:08 PM

ისე ეხლა როგორ გრძნობს თავს პატრიარქი?

პოსტის ავტორი: iber თარიღი: Feb 7 2009, 09:58 PM

კარგად –გერმანიაში გამოსწორდა ბევრად და გამოკვლევებს იტარებს.
ხომ ახალი ნაოპერაციები იყო

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 7 2009, 11:05 PM

ციტატა(iber @ Feb 7 2009, 07:09 PM) *

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი,

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მამა ჩვენი ილია

http://baramidze.mylivepage.ru/blog/index
http://www.orthodoxy.ge/lotsvani.htm

IPB-ს სურათიIPB-ს სურათიIPB-ს სურათი

გმადლობთ

კიდევ უფრო მეტი მინდოდა sad.gif
ამხელა სიყვარულის კაცს მეტი არ ეკუთვნის?გადავათვალიერე საიტები და ამაზე მეტი არაფერია,ამდენი საგალობელი და ლოცვა აქვს შედგენილი და ჩვენ მარტო ამ სიტყვებით ვლოცულობთ მისთვის?
მაპატიეთ თუ რამე არასწორად დავწერე sad.gif

პოსტის ავტორი: iber თარიღი: Feb 10 2009, 06:41 PM

inaina
არა ყველაფერს სწორად ამბობ –ასეა ნამდვილად
მაგრამ ხომ არის კიდევ კერძო ლოცვები–დაუძლურებულთათვის
საზღვარგარეთმყოფთათვის და ასე შემდეგ

პოსტის ავტორი: Nikoloz_ თარიღი: Feb 10 2009, 07:12 PM

ციტატა(inaina @ Feb 8 2009, 12:05 AM) *

გმადლობთ

კიდევ უფრო მეტი მინდოდა sad.gif
ამხელა სიყვარულის კაცს მეტი არ ეკუთვნის?გადავათვალიერე საიტები და ამაზე მეტი არაფერია,ამდენი საგალობელი და ლოცვა აქვს შედგენილი და ჩვენ მარტო ამ სიტყვებით ვლოცულობთ მისთვის?
მაპატიეთ თუ რამე არასწორად დავწერე sad.gif



დაუჯდომელი წაიკითხე.... smile.gif ყოვლადწმიდა ღვისმშობლის მსწრაფშემსმენელი ხატის

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Feb 12 2009, 11:04 AM

როგორ არის უწმინდესი, ხომ არ გაქვთ ვინმეს ინფორმცია?

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Feb 12 2009, 01:20 PM

ღმერთო კარგად გვიმყოფე ჩვენი პატრიარქი.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 12 2009, 01:22 PM

ამინ!

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Feb 12 2009, 10:11 PM

რა ხდება როგორ არის პატრიარქი, იცით ვინმემ ?smile.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Feb 12 2009, 11:34 PM

ციტატა(S a l l y @ Feb 3 2009, 10:46 PM) *

KAIROS

სტენტირებას გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროების დროს აკეთებენ,რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფარქტი და სხვა..შევიწყოების ადგილზე სპეციალური სტენტს დგამენ,რაც ინარჩუნებს სისხლძარღვის ტონუსს...
რაც შეეხება ინფექციას,შეიძლება ამის ბრალიც იყოს..
თუმცა როგორც მე მახსოვს პირველ დღეებში თქვეს რო ეს იყო მწვავე ვირუსული ინფექცია,რაც ჩვეულებრივი გრიპია და სხვა არაფერი..თუმცა ასაკიანი ორგანიზმისთვის უფრო რთულია მასთან ბრძოლა..

მე მაინც ვფიქრობ,რომ თავს იზღვევენ ქართველი ექიმები ...

როგორ ეტყობა დოხტური რო უნდა გამოვიდეს tongue.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Feb 13 2009, 01:27 AM

ღმერთმა კარგად და დიდხანს ამყოფოს ჩვენი პატრიარქი!

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Feb 13 2009, 07:51 PM

ციტატა(NINIA_1 @ Feb 13 2009, 02:50 PM) *

ყველგან სიჩუმეა,არ ვიცი სად ვიკითხო,პოსტებს ვკითხულობ და მეჩვენება რომ ვერავინ ბედავს,ირგვლივ ყველა ამაზე საუბრობს,ჭორს გაიგებ,ჩუმად იქნები-არაფერია..რამდენი დღეა ვფიქრობ..გაზეთშიც დაიბეჭდა,თIთქმის ღიად საუბრობენ ამაზე...მოწამლეს...თავდასხმა მოხდა..დაცვიხ ბიჭია დაჭრილი
ღმერთო შენ გვიშველე...

მითხარით რამე,სად წაიყვანეს,რატომ აღარ აჩვენებენ,რატომ არ კითხულობენ,საინფორმაციო გამოშვებებს რატომ დაავიწყდათ
რა ხდება ჩვენს თავს

ღვტიწყალობით გამოჯანმრთელდება გაზეთები კი წერენ მაგას ესროლესო მარა რამდენათ მართალია არ ვიცით.

იმედია ამის გამო არ გაბრაზდებიან მოდერები ფაკტია რომ ნახევარი თბილისი ამას იძახის.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 14 2009, 11:33 AM

უფალო ღმერთო ყოვლადმოწყალეო,
ნუ მოგვაკლებ პატრიარქის სიცოცხლეს
შეგვინარჩუნე ბურჯი,რომელიც გვასულდგმულებს,
იმედი,რომელიც გვაძლებინებს,
მტკიცე ხელი,რომელსაც ვუპყრივართ,
გული,რომელიც ჩვენი სიყვარულით ფეთქავს,
სიტყვა,რომელიც გვაფხიზლებს და
გვიმყოფე ჩვენთან ჩვენი პატრიარქი,კიდევ დიდხანს.
ამინ.
smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 14 2009, 12:40 PM

ციტატა
გვიმყოფე ჩვენთან ჩვენი პატრიარქი,ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე.

....
ეგაა ცოტა ზედმეტი და არაზუსტი.
დანარჩენი ლამაზადაა ნათქვამი smile.gif
პ.ს.
არ გაბრაზდე ახლა, მაგრამ რაც მივანიშნე, მართლა ზედმეტია...

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 14 2009, 12:40 PM

ციტატა(KAIROS @ Feb 14 2009, 12:40 PM) *

....
ეგაა ცოტა ზედმეტი და არაზუსტი.
დანარჩენი ლამაზადაა ნათქვამი smile.gif
პ.ს.
არ გაბრაზდე ახლა, მაგრამ რაც მივანიშნე, მართლა ზედმეტია...

კიიი გეთანხმები smile.gif
არ გავბრაზდი ახლა შევასწორებ smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Feb 16 2009, 11:15 PM

დღეს აჩვენეს ერთსულოვნებაზე, საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება:

მილიონი ჭორი დადის და არ ვიცით რომელი ერთი უარვყოთო... ყველას ვთხოვთ ნუ ავრცელებენ მსგავს ჭორებსო...

პატრიარქი უკეთესადააო. ანალიზების პირველი ეტაპი დამთავრდა და ღვთის წყალობით პასუხები დამაკმაყოფილებელიაო.

ეხლა ორი კვირით არის გაშვებული სარეაბილიტაციო ცენტრშიო დანიის საზღვართან რომელიღაცა ქალაქი ტქვა, საუკეთესო კლინიკაშიო და 2 კვირა უნდა იყოსო, მაგრამ პატრიარქს სურს რომ ამ კვირის ბოლოს დაბრუნდეს...

თუმცა დაზუსტებიტ ვერ ამბობენ ექიმები გამოუშვებენ თუ არა...

იმედია ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 16 2009, 11:47 PM

პატრიარქი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება
16.02.09 18:55
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ილია მეორე თავს უკეთ გრძნობს. უწმინდესი საქართველოში კვირის ბოლოსათვის დაბრუნდება. ილია მეორე მკურნალობის კურსს გერმანიაში, ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამაჯანსაღებელ ცენტრში გადის. ეს არის კუშმანის გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც გერმანელმა ექიმებმა პატრიარქს გადაღლილობის დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომ აუცილებელია, პატრიარქმა გარკვეული დრო გაატაროს სწორედ ამ სანატორიუმში, სადაც ის დაისვენებს. უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და მას გულთან დაკავშირებული პრობლემები არა აქვს. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღავნელმა მამა დავით შარაშენიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მამა დავით შარაშენიძე გამოეხმაურა იმ მედიასაშუალებებს, სადაც გავრცელებული იყო მცდარი ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მამა დავით შარაშენიძემ ყველა ჟურნალისტს სთხოვა, რომ ვიდრე გაავრცელებენ რაიმე ინფორმაციას, გადაამოწმონ ის საპატრიარქოში, ან ბერლინში, სადაც უწმინდესი გადიოდა მკურნალობას. მამა დავით შარაშენიძემ ყველა მედიის წარმომადგენელს ასევე სთხოვა, რომ შექმნილი მდგომარეობა საკუთარი თავის რეკლამისათვის არ გამოიყენონ.
გერმანელი ექმიმების რჩვევით, ილია მეორე კუშმანის კლინიკაში უნდა დარჩენილიყო ორი კვირით, თუმცა უწმინდესმა თავად გადაწყვიტა, დროზე ადრე დაბრუნდეს საქართველოში და მას სამშობლოში კვირის ბოლოს ელოდებიან.

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Feb 17 2009, 02:10 AM

უფალმა ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მისცეს ჩვენს უწმიდეს!!!!


პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 17 2009, 02:44 AM

ერთი თხოვნა მექნება ყველასთან smile.gif
ძალიან გთხოვთ ფეზინფორმაცია და ყველანაირ ჭორს მოვეშვათ smile.gif არავინ არ იცის რეალურად რახდება და საახლობლოში რაღაცის წაჭორავების მერე გთხოვთ ხალხში ნუ გაავრცელებთ ამა თუ იმ ჭორს, რადგან შემდგომ მოხდება ამ ჭორზე სხვა "კუდის" მიბმა და ხალხში ახალი სასაუბრო თემა გაჩნდება შემდეგ გაზეთები ისე შეგილამაზებენ რო გაოცდები, ხოდა ამიტომ არის აუცილებელი რომ დაველოდოთ ოფიციალურ წყაროებს. აგერ ეხლა ვუსმენდი საპატრიარქომ განაცხადა რომ უწმინდესის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და კვირის ბოლოს შეიძლება ჩამოფრინდეს თბილისშიო smile.gif უწმინდესი რომ ჩამოვა თბილისში მერე მაინტერესებს ეს ხალხი რა ჭორს მოიგონებს ან რა ცრუ ინფორმაციას. ამას არ გირჩევნიათ (არავინ მიიღოს საკუთარ თავზე ზოგადად ვწერ) იმ ჭორაობის მაგიერ ის დრო ლოცვაში ან სხვა სასიკეთო საქმეში გაატაროთ? იმედია ესეთი რამ აღარ განმეორდება smile.gif

უფალი შეგეწიოთ

პოსტის ავტორი: NINIA_1 თარიღი: Feb 18 2009, 12:12 AM

აქ ყველა წყნარად ხართ smile.gif ხმაური შემოვიტანე..ნეტა მართლა მხოლოდ მე ვფიქრობდე ასე და მოევლებოდა
გასაგებია ყველაფერი

უამრავი თვალი მომართულია საპატრიარქოსკენ---იქნებ რამე გვიშველოთო
ჩემი ტონი კატეგორიული მოგეჩვენათ,იმიტომ რომ თვალს სიტყვაც შევაშველე
მაშინ დამამშვიდეთ, ამიხსენით, დამაიმედეთ smile.gif

პ.ს. ნუ წაშლით ზევით რაც დავწერე საქართველოზე. იყოს...


ასაკს რაც შეეხება 2 შვილი მყავს...
იქნებ ამიხსნა 90% იანი ეჭვები
მეეჭვება 13 წლის ბავშვს ვგავდე

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 18 2009, 01:56 AM

NINIA_1

ციტატა
აქ ყველა წყნარად ხართ ხმაური შემოვიტანე..ნეტა მართლა მხოლოდ მე ვფიქრობდე ასე და მოევლებოდა
გასაგებია ყველაფერი

გული რატომ გწყდება ჩვენზე ჩემო კარგო?
ხომ არ ფიქრობ აქ ჩვენ უგრძნობები ვართ და დარდი არ გვაწუხებს?

გასაგებია გული რომ შეგტკივა, იქნებ ბევრ რამეში გეთანხმებით კიდეც,
მაგრამ ფაქტი, რომელიც ჭორების დონეზეა და არანაირად არაა
ჯერ-ჯერობით დადასტურებული, ჩვენც არ უნდა გავავრცელოთ და
უარესი ჭორის აგორებას არ უნდა შევუწყოთ ხელი. ესაა სულ smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 18 2009, 02:03 AM

NINIA_1

ციტატა
ასაკს რაც შეეხება 2 შვილი მყავს...იქნებ ამიხსნა 90% იანი ეჭვებიმეეჭვება 13 წლის ბავშვს ვგავდე

ბექა
ციტატა
თუ ვცდები მომიტევოს


პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Feb 18 2009, 08:24 PM

orthodox-georgia
შემთხვევით თქვენ ხომ არ იცით მისი უწმინდესობის მდგომარეობა , ამჟამინდელი .
ძალიან მაინტერესებს ეს ამბავი მადარდებს ძალიან.

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 18 2009, 08:27 PM

Belief

ციტატა
შემთხვევით თქვენ ხომ არ იცით მისი უწმინდესობის მდგომარეობა , ამჟამინდელი .ძალიან მაინტერესებს ეს ამბავი მადარდებს ძალიან.

დავწერეთ უკვე მარა გავიმეორებ
საპატრიარქომ განაცხადა რომ უწმინდესის მდგომარეობა საკმაოდ გაუმჯობესდა და დიდი ალბათობაა რომ კვირის ბოლოს საქართველოში ჩამოვიდეს smile.gif

უფალი შეგეწიოს smile.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Feb 18 2009, 08:29 PM

ბექა
დიდად გმადლობთ . იმედია მისი მდგომარეობა აღარასდროს აღარ გაუარესდება . smile.gif



უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 19 2009, 09:54 PM

თემა გავასუფთავე მე. ასე, რომ პრეტენზიებით ჩემთან.

შეგახსენებთ, ეს თემა გახსნილია ჩვენი პატრიარქის დასალოცად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად, ჩვენი საპატრიარქოს ოფიციალური წყაროებიდან.

ვინ, სად და რას საუბრობს კულუარებში, აქ გასარჩევი არაა.

თემას მეტი არ გადაუხვიოთ. სახელმწიფო და ეკლესიის ურთიერთობებზე ცალკე განყოფილება გვაქვს და იქ შეგიძლიათ იმსჯელოთ რამდენიც მოგესურვებათ.


ღმერთო გააძლიერე ჩვენი პატრიარქი, მიჰმადლე მხნეობა სულიერი და ფიზიკური, რათა კიდევ მრავალი წელი, წინ უძღვოდეს ჩვენს სამწყსოს!

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Feb 19 2009, 10:31 PM

აცხოვნე უფალო და შეიწყალე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია. ამინ!

k@the
დიდი მადლობა... არანაირი პრეტენზია აღარ მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით...

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 19 2009, 11:09 PM

ნუ სხვაგან არ ვიცი, მაგრადმ www.odnoklassniki.ru_ზე ვრცელდება ახალი ცრუ ინფორმაცია უწმინდესთან დაკავშირებით და ყველას გთხოვთ ნუ აყვებით smile.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Feb 19 2009, 11:10 PM

უწმინდესი ხვალ დაგვიბრუნდება wub.gif

პოსტის ავტორი: სოფიო თარიღი: Feb 19 2009, 11:45 PM

უწმინდესი ხვალ ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება 18.00 სთ-ზე

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 20 2009, 12:17 AM

ისე წესით მრევლი უნდა დახვდეს...

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Feb 20 2009, 02:20 PM

ციტატა
ნუ სხვაგან არ ვიცი, მაგრადმ www.odnoklassniki.ru_ზე ვრცელდება ახალი ცრუ ინფორმაცია უწმინდესთან დაკავშირებით და ყველას გთხოვთ ნუ აყვებით

მაგ საიტზე საერთოდ არ შევდივარ...

დღეს ჩამობრძანდებაო "კურირში" თქვეს...

პოსტის ავტორი: tamarela თარიღი: Feb 20 2009, 11:28 PM

ნეტა ჩამოვიდა? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Feb 20 2009, 11:43 PM

გილოცავთ უწმინდესის დაბრუნებას..უზომოდ ბედნიერი ვარ.ღმერთმა გაახაროს და გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი..

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 21 2009, 12:05 AM

მეც გილოცავთ უწმინდესის მშვიდობით დაბრუნებას. kiss1.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 21 2009, 11:30 AM

გაახაროს უფალმა ჩვენი ეკლესიის ბურჯი!

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Feb 21 2009, 11:58 AM

მისი უწმიდესობის დაბრუნებასთან დაკავშირებული ვიდეო მასალა არ გაქვთ ვინმეს?

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 21 2009, 12:01 PM

orthodox-georgia
შევეცდები მოვიძიო! თუ ვიპოვე დავდებ smile.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Feb 21 2009, 01:51 PM

ბექა
მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Feb 22 2009, 04:25 PM

უწმინდესი დაბრუნდა , რა კარგია . უფალმა გამოაჯანმრთელოს !


უფალმა შეუნდოს ყველა იმ ადამიანს რომელმაც ჭორები გაავრცელა.

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 22 2009, 04:41 PM

Belief

ციტატა
უფალმა შეუნდოს ყველა იმ ადამიანს რომელმაც ჭორები გაავრცელა.

2kiss.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 23 2009, 11:49 AM

http://rustavi2.com/news/news_text.php?id_news=30310&im=main&ct=25 აქ დევს ვიდეო

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Feb 25 2009, 12:46 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 23 2009, 11:49 AM) *

http://rustavi2.com/news/news_text.php?id_news=30310&im=main&ct=25 აქ დევს ვიდეო

ჩემთან არ ხსნის sad.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 25 2009, 02:00 AM

orthodox-georgia
internet exploreri_თ ცადე smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 25 2009, 04:37 AM

როგორაა უწმიდესი? smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 25 2009, 11:26 AM

ციტატა(KAIROS @ Feb 25 2009, 04:37 AM) *

როგორაა უწმიდესი? smile.gif

ეს ბოლო დღეებია განცხადება არ გაკეთებულა მისი ჯანმრთელობის შესახებ, იმედია კარგად არის smile.gif

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Feb 25 2009, 05:43 PM

ციტატა(ბექა @ Feb 25 2009, 12:26 PM) *

ეს ბოლო დღეებია განცხადება არ გაკეთებულა მისი ჯანმრთელობის შესახებ, იმედია კარგად არის smile.gif
ეხლახანს მომწერეს ოდნოებში პატრიარქი ისევ ცუდადაა და საავადმყოფოში გადაიყვანესო ohmy.gif და მთხოვეს შენც გაავრცელეო და რამდენად მართალია არ ვიცი და არ გამივრცელებია sad.gif ,ჯერ აქ დავპოსტე და ვინმეს თუ გაქვთ დაზუსტებული ინფორმაცია იქნებ დაწეროთ unsure.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 25 2009, 05:46 PM

maikusi
მორიგი სიცრუე.

უწმიდესმა კვირას სამებაში სწირა და მადლობა უფალს, კარგად გრძნობს თავს. kiss1.gif

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Feb 25 2009, 05:52 PM

ციტატა(კანონისტი @ Feb 25 2009, 06:46 PM) *

maikusi
მორიგი სიცრუე.

უწმიდესმა კვირას სამებაში სწირა და მადლობა უფალს, კარგად გრძნობს თავს. kiss1.gif
გაიხარე დავით kiss1.gif

კვირას რო სწირა პატრიარქმა კი ვიცოდი,მაგრამ ეხლა რო მომწერეს ისევ ცუდადააო ავნერვიულდი და ეგრევე აქ დავპოსტე,თან გულმა მიგრძნო რო შენ აქ იქნებოდი და პასუხს მალე მეტყოდი smile.gif

უფალმა დიდხანს და ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი! girl_angel.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Feb 25 2009, 07:21 PM

ციტატა(ბექა @ Feb 25 2009, 02:00 AM) *

orthodox-georgia
internet exploreri_თ ცადე smile.gif

მაინც არაფერი გამომივიდა sad.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 25 2009, 09:18 PM

ციტატა(maikusi @ Feb 25 2009, 05:43 PM) *

ეხლახანს მომწერეს ოდნოებში პატრიარქი ისევ ცუდადაა და საავადმყოფოში გადაიყვანესო ohmy.gif და მთხოვეს შენც გაავრცელეო და რამდენად მართალია არ ვიცი და არ გამივრცელებია sad.gif ,ჯერ აქ დავპოსტე და ვინმეს თუ გაქვთ დაზუსტებული ინფორმაცია იქნებ დაწეროთ unsure.gif

ამ მარაზმის საწინააღმდეგო ტექსტი უნდა შეიქმნას აუცილებლად! ეს დეზინფორმატორები და მოღალატეები ნახეთ რა! dry.gif

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Feb 26 2009, 12:53 AM

ციტატა(ბექა @ Feb 25 2009, 10:18 PM) *

ამ მარაზმის საწინააღმდეგო ტექსტი უნდა შეიქმნას აუცილებლად! ეს დეზინფორმატორები და მოღალატეები ნახეთ რა! dry.gif
გეთანხმები ბექა,კარგი აზრია,თორე უკვე ამდენი ცუდი ამბების წაკითხვაც კი ნერვებზე მოქმედებს huh.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Feb 26 2009, 11:03 AM

გუშინ მეც მომწერეს ადნოებში და ძალიან გავბრაზდი.
იმას ვინც მომწერა კი ვუთხარი რომ ეს დეზინფორმაციაა და არ შეიძლება მაგის გავრცელება,მაგრამ არ დამეთანხმა,და შენ როგორც გინდაო და ავრცელებს ისევ მგონი,გონია კარგ საქმეს აკეთებს,რადგან მიზანი ყოფილა პატრიარქს დავუნთოთ სანთელიო sad.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 26 2009, 12:32 PM

maikusi

ციტატა
ეხლახანს მომწერეს ოდნოებში პატრიარქი ისევ ცუდადაა და საავადმყოფოში გადაიყვანესო და მთხოვეს შენც გაავრცელეო და რამდენად მართალია არ ვიცი და არ გამივრცელებია ,ჯერ აქ დავპოსტე და ვინმეს თუ გაქვთ დაზუსტებული ინფორმაცია იქნებ დაწეროთ

ეგ ძველი მესეჯებია და ნუ მიაქცევთ ყურადღებას, უგზავნიან ერთმანეთს
ნაცნობები და სთხოვენ გაავრჩელეთო, მსგავსს კიდევ ბევრს მიიღებ ალბად,
მეც ვინ იცის დღეში რამდენი მომდის თან სულ ერთი და იგივე ტექსტი. smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 26 2009, 12:51 PM

ხოდა აუცილებელია რაღაც ტექსტი გაკეთდეს რომ მასეთი რამ აღარ მოხდეს ხოლმე!

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Feb 26 2009, 03:25 PM

უწმინდესი სრულიად გამოჯანმრთელდა . რამდენადაც ინფორმაცია მაქვს იგი კარგადაა . შესაბამისად მუდმივ დღეგრძელობას ვუსურვებ smile.gif

პოსტის ავტორი: mako_makrine თარიღი: Mar 1 2009, 05:03 PM

ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი.მისი ლოცვა-კურთხევა არ მოაკლოს საქართველოს.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Mar 5 2009, 11:42 PM

ამინ!

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 13 2009, 04:27 PM

დეზინფორმატორების საყურადღებოდ : ღმერთს ნუ სცოდავთ , უფალი მოწყალეა და შეგინდობთ , მაგრამ იცოდეთ რომ საუბარია ჩვენს სულიერ მამაზე უწმინდესზე და უნეტარესზე ილია II - ზე . ადამიანი რომელიც შუამავალია უფალთან , არ შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირება და უწმინდესზე ჭორების გავრცელება . შეიძლება ეს ნებით არ მოგდით ძვირფასო საგოზადოებავ , მაგრამ ფაქტია რომ ამას აკეთებთ გთხოვთ გაითვალისწინოთ სხვა ადამიანების რჩევები და ნუ აჰყვებით დეზინფორმაციებს .

მუდამ თქვენი ერთგული Belief

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 13 2009, 08:29 PM

ახლა როგორ ბრძანდება მისი უწმიდესობა?

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Mar 14 2009, 03:43 AM

ციტატა(KAIROS @ Mar 13 2009, 08:29 PM) *

ახლა როგორ ბრძანდება მისი უწმიდესობა?

ბოლო ინფორმაციით თავს კარგად გრძნობს smile.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Mar 20 2009, 11:59 PM

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება
2009-03-17

ბოლო დროს ქართულ პრესაში გახშირდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პუბლიკაციები, სადაც წყაროზე მიუთითებლად ხდება - "დეტალური აღწერები" ისეთი მოვლენების, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. ამ სტატიებით ჩრდილი ადგება არა მარტო კონკრეტულ იერარქებს, არამედ მთლიანად საქართველოს საპატრიარქოს.

ვფიქრობთ, ამგვარი ინფორმაციები და მასალები საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელზე ზრუნვის საბაბით მოსახლეობაში ზოგადად ეკლესიის ავტორიტეტის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

გთხოვთ, ფრთხილად მოეკიდოთ მსგავს პუბლიკაციებს.

17.03.09

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Mar 22 2009, 12:14 PM

ციტატა
თურმე უწმინდესი რო ცუდად იყო მეუფეებს ეგონათო რო უკვე იღუპებოდა და მის ადგილისთვის ჩხუბი დაუწყიათ არა მე უნდა გავხდე უწმინდესი არა მეო biggrin.gif laugh.gif

ამაზე დიდი უაზრობა მარაზმი და საცოდაობა ცხოვრებაში არ გამიგია sad.gif შემარცხვა იმ ხალხის მაგიერ ვინც ეს უაზრობა დაწერა sad.gif sad.gif

მაგ დონეზე იყო თუ არა სინამდვილეში ეგ ყველაფერი, როგორც პუბლიკაციაში წერენ საკითხავია, მაგრამ ერთერთი დასახელებული მეუფეთაგანი რო დიდი ხანია მოიაზრება უწმიდესის შემცვლელად ფაქტია (ჯერ კიდევ ჟვანიას დროიდან არის საუბრები)....

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Mar 24 2009, 09:04 PM

არ გვინდა ასეთ თემაზე საუბარი და მეუფეების განკითხვა, ჩვენი პატრიარქი ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს და ყველაფერი კარგად იქნება

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 22 2012, 09:28 PM

უწმინდესი აპირებდა გერმანიაში გამოკვლევებზე წასვლას.
და თუ იცით წაბრძანდა?

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Jan 22 2012, 09:29 PM

A.V.M

ციტატა
უწმინდესი აპირებდა გერმანიაში გამოკვლევებზე წასვლას.და თუ იცით წაბრძანდა?


კი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 22 2012, 09:32 PM

გასაგებია გეორგიოს...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2012, 11:57 AM

ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი wub.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jan 23 2012, 12:05 PM

ციტატა(marine @ Jan 23 2012, 11:57 AM) *

ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი wub.gif

ამინ

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 23 2012, 12:07 PM

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/13538-ilia-meore-germaniashi-gaemgzavra.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 23 2012, 11:37 PM

ციტატა
ამინ

ა-მ-ი-ნ!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე გერმანიაში გაემგზავრა. როგორც გამგზავრებამდე ჟურნალისტებს პატრიარქის მკურნალმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, უწმინდესი მიემგზავრება ბერლინში, იმავე კლინიკაში, სადაც მას დაახლოებით 4 წლის წინ რამდენიმე კარდიოლოგიური გამოკვლევა და ამის საფუძველზე კარდიოლოგიური მანიპულაციები ჩაუტარდა.
"დაგვიკავშირდა კლინიკა და გვთხოვა ჩასვლა, რათა პატრიარქს გეგმიური გამოკვლევები ჩაუტარდეს. ამას დაახლოებით 10-12 დღე დასჭირდება. იქ ყოფნის პერიოდში პატრიარქს შესაძლოა სხვა, ძალიან ხანმოკლე სარეაბილიტაციო კურსი და გამოკვლევებიც ჩაუტარდეს", - აღნიშნა ცისანა შარტავამ და განმარტა, რომ ეს არის მხოლოდ გეგმიური გამოკვლევა.

სოციალურ ქსელებში უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას კი, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე გამოეხმაურა. მეუფემ ახალგაზრდებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ამგვარი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. "უწმინდესი ღვთის მადლით და ჩვენდა საიმედოდ კარგად და ჯანმრთელად არის. ორი კვირის შემდეგ, იგი დაბრუნდება სამშობლოში და გააგრძელებს მამობრივ ზრუნვას თავის ერზე. ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი", - ბრძანა მეუფე სერაფიმემ.

უწმინდესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მრევლმა და მღვდელმთავრებმა გააცილეს. გერმანიაში პატრიარქს მკურნალი ექიმი, ცისანა შარტავა და რამდენიმე სასულიერო პირი გაჰყვა.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...gaemgzavra.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 4 2012, 08:10 PM

როდის ჩამობრძანდება უწმინდესი ხო არ იცით ვინმემ?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 4 2012, 08:47 PM

A.V.M
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/191390-patriarqi-germaniidan-dghes-dabrundeba.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 20 2012, 02:22 AM

შეგახსენებთ რომ უწმინდესი ჩეხეთში იმყოფება და კარგი იქნება ჩვენი ლოცვებით ოდნავ მაინც თუ შევეწევით მას.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2012, 12:38 PM

ციტატა(A.V.M @ Nov 20 2012, 03:22 AM) *

შეგახსენებთ რომ უწმინდესი ჩეხეთში იმყოფება და კარგი იქნება ჩვენი ლოცვებით ოდნავ მაინც თუ შევეწევით მას.


ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს!!! wub.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 19 2013, 12:50 AM

G_saxva
მეც ვიკითხე და აჭარაშია უწმინდესი...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 4 2013, 04:56 PM

პატრიარქი გერმანიაში სარეაბილიტაციო კურსს ჩაიტარებს
04 აგვისტო 12:07
95

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს გერმანიაში მიემგზავრება. უწმინდესი ბერლინში რეაბილიტაციის კურსს გაივლის. პატრიარქი გერმანიაში დღეს 17:00 საათზე გაემგზავრება. უწმინდესი გერმანიაში ორ კვირას დარჩება.

http://news.ge/ge/news/story/61028-patriarqi-germaniashi-sareabilitatsio-kurss-chaitarebs

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 14 2013, 11:04 PM

თავდაცვის მინისტრმა პატრიარქი მოინახულა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულა.

ილია II გერმანიაში იმყოფება, სადაც ქალაქ ბად ჰერენალბის გამაჯანსაღებელ ცენტრში მკურნალობის კურსს გადის. ირაკლი ალასანია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. პატრიარქმა და თავდაცვის მინისტრმა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგემილ რეფორმებზე ისაუბრეს. ილია II თავდაცვის სამინიტროს დელეგაცია და ქართული ჯარი დალოცა. ირაკლი ალასანია გერმანიაში უკვე მეორე დღეა იმყოფება. თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა და ის ქართველი სამხედროები მოინახულა, ვინც ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის წვრთნებს გადის.
https://www.facebook.com/alasaniairakli?hc_location=stream

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 15 2013, 09:00 AM

A.V.M
რამდანადც ვიცი 1 კვირით გაემგზავრა და როდის ბრუნდება?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 16 2013, 12:37 PM

არ ვიცი ნამდვილად , თუ როდის ჩამოვა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 2 2014, 12:37 PM

პატრიარქი გერმანიაში მიემგზავრება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე დღეს გერმანიაში მიემგზავრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, პატრიარქი, დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში, გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მორიგ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ჩაიტარებს.

ილია მეორე გერმანიაში ჩარტერული რეისით, თანმხლებ პირებთან ერთად გაფრინდება.

პატრიარქი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში გასული წლის აგვისტოშიც იმყოფებოდა.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/105611-patriarqi-germaniashi-miemgzavreba.html#ixzz36IamnMZB

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 24 2014, 11:44 AM

პატრიარქი დღეს საქართველოში დაბრუნდება
11:10 24-07-2014
პატრიარქი დღეს საქართველოში დაბრუნდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს საქართველოში დაბრუნდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს.
პატრიარქი გერმანიაში თანმხლებ პირებთან ერთად 2 ივლისს გაემგზავრა. სამი კვირის განმავლობაში უწმინდესი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
პატრიარქი გერმანიიდან დღეს საღამოს დაბრუნდება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/291145-patriarqi-dghes-saqarthveloshi-dabrundeba.html

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 24 2014, 11:51 AM

A.V.M
ძალიან კარგი ღმერთმა დიდიხანს და ჯანმრთელად გვიმყოფოს

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 16 2015, 01:54 AM

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე დღეს გერმანიის ქალაქ ბერლინში მიემგზავრება. უწმინდესი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ხანმოკლე 10-14 დღიან რეაბილიტაციის კურსს გაივლის და გეგმური პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდება. საპატრიარქოს ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქს გერმანელი ექიმები ერთი თვით ადრე ელოდებოდნენ, თუმცა თბილისში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, გერმანიაში პატრიარქის გამგზავრება გადაიდო. მისივე თქმით, გერმანელი ექიმები პატრიარქს უკვე ელოდებიან.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=51127

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 24 2015, 05:15 PM

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმყოფება გერმანიაში, სადაც უტარდება მკურნალობა. კორონოგრაფიული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისში სავარაუდოდ, 30 ივლისს დაბრუნდება", - ნათქვამია განცხადებაში

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2015, 06:45 PM

ღმერთმა სრულიად განკურნებული და გაახალგაზრდავებული დაგვიბრუნოს wub.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 27 2015, 11:46 PM

პატრიარქი სამშობლოში ხვალ დაბრუნდება
22:10 27-07-2015
პატრიარქი სამშობლოში ხვალ დაბრუნდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, გერმანიიდან საქართველოში ხვალ დაბრუნდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოში განუცხადეს, ილია მეორე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16.00 საათზე ჩამოფრინდება. აეროპორტიდან ილია მეორე სამების საპატრიარქო მიბრძანდება, სადაც პარაკლისს გადაიხდის.
უწმინდესს გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა. "კორონოგრაფიული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პატრიარქი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმური სამკურნალო-პროფილაქტიკური კურსის ჩასატარებლად 14 ივლისს გაემგზავრა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/340363-patriarqi-samshobloshi-khval-dabrundeba.html

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)