IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რა არის ქრისტიანობა ?, მათთვის ვისაც ობიექტურობა უყვარს...
neo
პოსტი Sep 6 2009, 08:41 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



იმედი მაქვს ვინც უბრალოდ კამათისტვის არ შემოდის, და სურს ცოტა უფრო ღრმად ჩაწვდეს მართმადიდებლობის უნიკალურობის საკიტხს წაიკითხავს ამ ტექსტს...

თხოვნა იქნება წაკითხვის გარეშე კომენტარებს ნუ გააკეტთებთ...


ასევე ვთხოვ იმ მართმადიდებლებს, რომლებიც წლობით დაბოდიალებენ ეკლესიაში და არ გაჩენიათ ეს კითხვა გაეცნონ smile.gif


კიდევ ერთი თხოვნა მაქვს: ნუ იქნება ერთმანეთის შეურაცხმყოფი და დამცინავი კომენტარები, განსაკუტრებით კაცებისგან არ შეეფერება ეს ღირსეულ კაცს (ქალისას კიდე აიტანს კაცი biggrin.gif მაპატიეთსმაილიკი)... ვისაუბროთ ნორმალურად და ნელა...



მაშ ასე, იხილეთ ქვემოთ:

კადემიკოსი ალექსი ოსიპოვი
რა არის ქრისტიანობა?

ქრისტიანობას მთლიანად მოიცავს ერთადერთი სიტყვა - ქრისტე. რას ნიშნავს ეს? ეს არის მსხვერპლი, რომელიც ქრისტემ ადამიანთა მოდგმისათვის გაიღო. ეს არის ტვირთვა მთელი ადამიანური ბუნებისა, მთელი ჩვენი დაცემულობისა, ჩვენი შერყვნილობისა, რომელიც ღმერთს მოშორებული ადამისაგან მთელმა მისმა მოდგმამ მიიღო მემკვიდრეობად. „რომელმან იგი არა იცოდა ცოდვა, ჩვენთვის ცოდვა ქმნა, რათა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა“ (2 კორ. 5,21). ეს არის ყველაზე არსებითი ნიშანი, რომლითაც ქრისტიანობა განსხვავდება სხვა რელიგიებისაგან.

სხვა რელიგიებში ფუძემდებელი მხოლოდ მქადაგებელია, მქადაგებელი ახალი, ან ძველი და მივიწყებული სწავლებისა. ამიტომ არც ერთ სხვა რელიგიაში დამფუძნებელს ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება, როგორც უფალ იესო ქრისტეს - ქრისტიანობაში. დამფუძნებელი იქ მოძღვარია, უფლის მაცნე, ცხონების გზის მაუწყებელი და მეტი არაფერი. იგი მხოლოდ უფლის საყვირია, მთავარი კი ის სწავლებაა, რომელიც ღვთისაგან გადმოგვეცემა მისი მეშვეობით. ამიტომაც, სხვა რელიგიებში წინ სწავლებაა წამოწეული, ფუძემდებელი კი მეორე პლანზე დგას. რელიგიის არსი მის მქადაგებელზე არაა დამოკიდებული, ეს უკანასკნელი, ასე ვთქვათ, ცვლილებას ექვემდებარება. რელიგიას არაფერი დააკლდებოდა, იგი სხვა მოძღვარს ან წინასწარმეტყველს რომ ექადაგა. მაგალითად, ბუდიზმს თავისუფლად შეეძლო ეარსება მაშინაც, თუ დამტკიცდებოდა, რომ ბუდა არც არსებულა და ეს რელიგია სხვამ დააარსა. ისლამიც მშვიდად იარსებებდა, მუჰამედის ნაცვლად მისი დამფუძნებელი სხვა რომ აღმოჩენილიყო. ეს ეხება ყველა რელიგიას იმიტომ, რომ მათი ფუძემდებლების ფუნქციები შემოიფარგლებოდა ადამიანისათვის ამა თუ იმ სწავლების მიწოდებით. მათი მოღვაწეობის არსი სწავლება იყო.

მაგრამ განა შეიძლებოდა, ქრისტიანობა დაეფუძნებინა, მაგალითად, წმიდა იოანე ნათლისმცემელს? მას შეეძლო ექადაგა ზნეობრივი სწავლება, სარწმუნოების ესა თუ ის ჭეშმარიტება, მაგრამ არ იქნებოდა უმთავრესი, ე.ი. მსხვერპლი! ღმერთკაც იესო ქრისტეს ჯვარცმის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა! ახლა გასაგებია, თუ რატომ იქცა მტრულად განწყობილი კრიტიკის მთავარ სამიზნედ ქრისტე, როგორც ნამდვილად არსებული პიროვნება. რომ არ იყოს ის, ვინც ივნო და ჯვარცმა თავს იდვა ჩვენთვის, ქრისტიანობას საფუძველი გამოეცლება. ათეიზმის იდეოლოგებს ეს მშვენივრად ესმოდათ.

ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ქრისტიანობის არსს მოიცავს ერთადერთი სიტყვა - ქრისტე. მაგრამ შეიძლება ითქვას სხვაგვარადაც: ქრისტიანობის არსს შეადგენს ქრისტეს ჯვარი და მისი აღდგომა, რომლის მეშვეობითაც კაცობრიობას, ბოლოს და ბოლოს, მიეცა საშუალება ახლად შობისა, განახლებისა, ღვთის იმ დაცემული ხატების აღდგენისა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ჩვენ არ შეგვეძლო ადამიანური ბუნებით ღმერთთან შეერთება იმიტომ, რომ ვერაფერი შერყვნილი ღმერთთან ვერ იქნება წილნაყარი. ამდენად, ღმერთთან შესაერთებლად, ღმერთ-კაცობის განსახორციელებლად აუცილებელი იყო ადამიანური ბუნების შესაბამისი განახლება. ქრისტემ განაახლა იგი საკუთარ თავში და ყოველ ადამიანს იმავეს განმეორების საშუალება მისცა.

მეორე უმთავრესი ასპექტი, რომელიც ქრისტიანობის არსს შეადგენს, არის ადამიანის სულიერი ცხოვრების სწორი წარმართვა. ქრისტიანობა აქაც ისეთ რამეს გვთავაზობს, რაც პრინციპულად განასხვავებს მას სხვა რელიგიურ სწავლებათაგან. უპირველეს ყოვლისა, ესაა სწავლება ღმერთზე, შემდეგ - ადამიანის სულიერი ცხოვრების არსისა და მიზნის გაგება, სწავლება აღდგომაზე და მრავალი სხვა.

ასე რომ, პირველი, რაც ახასიათებს მხოლოდ ქრისტიანობას და არა სხვა რელიგიებს, ესაა მტკიცება იმისა, რომ „ღმერთი სიყვარული არს“. სხვა რელიგიებში უმაღლესი საფეხური, რომელსაც მიაღწია რელიგიურმა ცნობიერებამ, არის ღვთის წარმოდგენა მართალ, მოწყალე მსაჯულად, მართლმსაჯულად. ამაზე შორს ისინი ვერ მიდიან. ქრისტიანობა კი რაღაც განსაკუთრებულს ამტკიცებს. იმას, რომ ღმერთი არის სიყვარული და მხოლოდ სიყვარული. სამწუხაროდ, ღმერთის ამგვარი, ქრისტიანული გაგება ძნელად იკაფავს გზას ადამიანის ცნობიერებისა და გულისაკენ. ღმერთი-სიყვარული ვერანაირად ვერ აღიქმება ძველი კაცის ცნობიერებით. მითუმეტეს, რომ ღმერთი-მსაჯულის სახე გვხვდება სახარებაშიც, მოციქულთა წერილებშიც, წმიდა მამათა თხზულებებშიც. როგორია ამ სახის გამოყენების თავისებურება? მას მხოლოდ და მხოლოდ სამოძღვრო-დამრიგებლობითი ხასიათი აქვს და მიმართულია, იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ, „უფრო უხეში ადამიანების შემეცნებისაკენ“, მაგრამ როცა საქმე ღვთის არსის გაგების გადმოცემას ეხება, სულ სხვაგვარი სურათი იშლება. ქრისტიანობა სრულიად გარკვევით ამტკიცებს - ღმერთი არის სიყვარული. ის არ ექვემდებარება არანაირ გრძნობას: მრისხანებას, ტანჯვას, სასჯელს, შურისგებას და ასე შემდეგ. ეს აზრი მსჭვალავს ჩვენი ეკლესიის მთელ გადმოცემას. მოვიყვანთ თუნდაც მხოლოდ სამ ავტორიტეტულ გამონათქვამს.

ღირსი ანტონი დიდი - „ღმერთი სახიერია, უვნებო და უცვალებელი. თუ ზოგიერთს სრულ ჭეშმარიტებად მიაჩნია ის, რომ ღმერთი უცვალებელია, მაგრამ უკვირს, მაშინ რატომ ხარობს იგი კეთილი ადამიანების გამო, ბოროტებს კი ზურგს აქცევს, ცოდვილებს ურისხდება, მაგრამ როცა ინანიებენ, იწყნარებს, უნდა განვუმარტოთ, რომ ღმერთი არც ხარობს და არც მრისხანებს, რადგან სიხარული და მრისხანება ვნებებია. უაზრობაა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ადამიანთა საქმეების გამო ან კარგად გრძნობს თავს, ან ცუდად. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ზიანს არავის აყენებს და მარად უცვალებელია.

ჩვენ კი, როცა სახიერნი ვართ, ღმერთს ვეზიარებით მასთან მსგავსების გამო, მაგრამ როცა ვბოროტდებით, ვშორდებით მას იმიტომ, რომ განვსხვავდებით მისგან. როცა კეთილმსახურად ვცხოვრობთ, ღვთისანი ვართ, მაგრამ როცა სიავეს ჩავდივართ, უარყოფილნი ვართ მისგან. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთი მრისხანებს ჩვენზე, არამედ იმას, რომ ჩვენი ცოდვები არ აძლევენ მას ჩვენში გაბრწყინების საშუალებას, მტანჯველ დემონებთან კი გვაკავშირებენ. თუ შემდეგ ლოცვა-ვედრებითა და კეთილი საქმეებით ცოდვათა შენდობა მოვიპოვეთ, იმას კი ნუ დავასკვნით, ღმერთს გული მოვულბეთ ან შევცვალეთო. უბრალოდ, ამგვარი მოქმედებით და ღვთისაკენ მიქცევით ვკურნავთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და ისევ გვეძლევა იმის უნარი, რომ ვიგემოთ ღვთის სახიერება“.

წმიდა მღვდელმთავარი გრიგოლ ნოსელი - „იმ აზრს, რომ მკრეხელობაა ღვთის არსება რომელიმე ვნებისკენ - სიამოვნებისკენ, გულმოწყალებისკენ ან მრისხანებისკენ მიდრეკილად ჩავთვალოთ, ღვთაებრივი ჭეშმარიტების შემეცნებაში ნაკლებწარმატებულნიც ვერ უარყოფენ. მართალია, ნათქვამია: „შევიწყალო, რომელი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი შევიწყნარო“ (გამოსვლათა 33,19), მაგრამ, ვფიქრობ, ყოველ ამგვარ გამონათქვამში ღვთის სიტყვა ცხადად გვასწავლის, რომ ღვთის განგებულება ჩვენი თვისებების მეშვეობით იწყნარებს ჩვენს უძლურებას, რათა ცოდვისაკენ მიდრეკილებმა სასჯელის შიშით თავი შეიკავონ ბოროტებისაგან, ცოდვით დაცემულებს კი სწამდეთ ღვთის გულმოწყალებისა და სინანულის მეშვეობით მასთან მიბრუნების იმედი არ დაკარაონ“.

წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი - „როცა ღმერთთან მიმართებაში გესმის სიტყვები: „მძვინვარება“, „მრისხანება“, მათ მიღმა ნურაფერ ადამიანურს ნუ იგულისხმებ. ეს შემწყნარებლური სიტყვებია. ღმერთს არაფერი მსგავსი არ ახასიათებს, მაგრამ ასე იმიტომ ითქმის, რომ საუბრის საგანი უფრო უხეში ადამიანების შემეცნებამდე იქნეს დაყვანილი“.

უამრავი ამგვარი ციტატის მოხმობა შეიძლება. ყველა მათგანში წმიდა მთციქულ იაკობის კათოლიკე ეპისტოლეში გამოთქმული აზრი მეორდება: „ნუვინ განცდილთაგანი იტყვინ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცდები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი. არამედ კაცად-კაცადი განიცდების თვისისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების“ (1,13-14).

კაცობრიობის ისტორიაში ეს არის ღვთის სრულიად ახალი, უნიკალური გაგება. ჭეშმარიტად, მხოლოდ საღვთო გამოცხადებით შეიძლებოდა მიგვეღო ამგვარი სწავლება ღმერთზე, რადგან არც ერთ ბუნებრივ რელიგიაში არაფგრი მსგავსი არ გვხვდება. ბუნებრივი რელიგიებისათვის წარმოუდგენელი იყო ასეთი რამ, და მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა უკვე ორი ათასი წელია რაც არსებობს, ქრისტიანთა უმეტესობისთვისაც ეს ნაკლებმისაღებია. ძველი, ვნებიანი კაცი, რომელიც ბატონობს ჩვენს სულში, ეძიებს მიწიერ სამართალს, რომელიც უკეთურებს სჯის, მართლებს კი ღირს სასყიდელს მიაგებს, ამიტომაც ღვთის უდიდეს გამოცხადებას იმის შესახებ, რომ ღმერთი არის სიყვარული და მხოლოდ სიყვარული, ადამიანის ცნობიერება ვერაფრით ვერ ღებულობს. ღმერთსაც თავისი ძე ამქვეყნად ე.წ. ღვთაებრივი სამართლის „დასაკმაყოფილებლად“ ან „გამოსასყიდად“ კი არ გამოუგზავნია, არამედ სიყვარულის და მხოლოდ სიყვარულის გამო.

ქრისტიანობის (დღეს უფრო სწორი იქნება ვთქვათ - მართლმადიდებლობის) მეორე თავისებურება ეხება ადამიანის სულიერი ცხოვრების არსს. ქრისტიანობა მთლიანად მიმართულია სულის განკურნებისაკენ და არა ნეტარებისა და სამოთხის „გამომუშავებისაკენ“. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი მიგვითითებს: „ქრისტეს მცნებების გულმოდგინე შესრულება ადამიანს ასწავლის (ე.ი. უცხადებს ადამიანს) თავის უძლურებას“. მივაქციოთ ყურადღება, რას უსვამს ხაზს ღირსი სვიმეონი: მცნებათა შესრულება ადამიანს სასწაულთმოქმედად, წინასწარმეტყველად, მოძღვრად, ყოველგვარი ჯილდოს, საბოძვრის, ზებუნებრივ ძალთა ღირსად კი არ ხდის, რაც სხვა რელიგიებში მცნებათა „შესრულების“ უმთავრესი შედეგი და მიზანიც კია. არა. ქრისტიანობას ადამიანი სულ სხვა რამისკენ მიჰყავს - სურს, დაანახოს მას საშინელი შერყვნა კაცობრივი ბუნებისა, რომლის განსაკურნებლადაც შეისხა ხორცი ღმერთმა - სიტყვამ. ამის შემეცნების გარეშე ადამიანს არანაირად არ შეუძლია არც სწორი სულიერი ცხოვრება და არც ქრისტე - მაცხოვრის მიღება.

როგორ განსხვავდება ქრისტიანობა სხვა რელიგიებისაგან! რამდენად ბეცნი არიან ისინი, რომლებიც საუბრობენ ერთიან რელიგიურ ცნობიერებაზე, ამტკიცებენ, გველა რელიგიას ერთი და იმავე მიზნისკენ მივყავართ, ყველას ერთიანი არსი გააჩნიაო. რა გულუბრყვილოდ ჟღერს ეს ყველაფერი! მსგავსი რამის თქმა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც სრულებით არ ესმის ქრისტიანობა.

ქრისტიანობაში „საქმეები“ ადამიანს უცხადებს მის ნამდვილ მდგომარეობას - საშინელი შერყვნისა და დაცემის მდგომარეობას: რა მხრიდანაც არ უნდა შემეხო, ყველგან მტკივა. მხოლოდ უძლურების ასეთი შეგრძნებით წარმოიშობა ადამიანში სწორი სულიერი ძალა. ადამიანი მაშინ ძლიერდება, როცა უფალი შედის მასში. ძლიერი ეგონა თავი პეტრე მოციქულს. სწორი აღმოჩნდა კი? მოვიგონოთ, რას წერს პავლე მოციქული: „სამგზის ვევედრე უფალს“. შედეგი: „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (კორ. 12,8-9). როგორც ირკვევა, მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობით, იმის გაცნობიერებით, თუ ვინ ვართ სინამდვილეში, შემოდის ჩვენში უფალი და აი, მაშინ კი ნამდვილად ვძლიერდებით. „ცაც რომ ჩამომექცეს, არ შეძრწუნდება ჩემი სული“, - ამბობდა აბბა აღათონი. მაგრამ რას აღუთქვამს უფალი ადამიანს? წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი წერს: „უფალი სამოთხის კი არა, თვით ზეცის დამკვიდრებას გვპირდება, სამოთხის მეუფებას კი არა, ცათა სასუფეველს აღგვითქვამს“. ღირს მაკარი ეგვიპტელს უთქვამს: „გვირგვინები და დიადემები, რომელთაც ქრისტიანები მიიღებენ, ნივთიერი არ არის“. განახლებული ადამიანი რაიმე ნივთიერს კი არა, თვით უფალს ღებულობს! განღმრთობა - ასე იწოდება ჩვენი იდეალი. ეს არის ადამიანის უმჭიდროესი ერთობა ღმერთთან, ადამიანის პიროვნების გახსნის სისრულე, მისი ისეთი მდგომარეობა, როცა ის ხდება ჭეშმარიტად ღვთის შვილი“, ანუ მადლით ღმერთი. ხედავთ, რა კოლოსალური განსხვავებაა ქრისტიანობასა და სხვა რელიგიებს შორის?!

შესაძლოა, უმთავრესი, რასაც ქადაგებს ქრისტიანობა, რაც განასხვავებს მას სხვა რელიგიებისგან და რის გარეშეც იგი ვერ იარსებებს, არის მისი უდიდესი დოგმატი, გამოხატული უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულში - აღდგომის დოგმატი. ქრისტიანობა მხოლოდ იმას კი არ ქადაგებს, რომ ქრისტიანის სული ღმერთს შეუერთდება, ამა და ამდაგვარ მდგომარეობაში იქნება. არა, იგი ამტკიცებს, რომ ადამიანი - ეს არის სული და სხეული, ერთიანი სულიერ-ხორციელი არსება, და განღმრთობა ახასიათებს არა მხოლოდ სულს, არამედ სულსაც და ხორცსაც. განახლებულ ადამიანში ყველაფერი იცვლება, არა მარტო სული, გონება, გრძნობები, არამედ თვით ხორციც.

ქრისტიანობა ქადაგებს საზოგადოდ აღდგომაზე, როგორც ფაქტზე, რომელიც შედეგად მოჰყვა ქრისტეს აღდგომას. შეუძლებელია, არ აღდგეს ყოველი, ვინც ქრისტესია. გავიხსენოთ, როგორ გამომწვევად გაისმა აღდგომის შესახებ პავლე მოციქულის ქადაგება არეოპაგში. ბრძენთა ამა სოფლისათა იგი ზღაპრად, გამონაგონად მიიჩნიეს, მაგრამ ქრისტიანობისთვის ეს ერთ-ერთი უმთავრესი დოგმატია. უწყება აღდგომის შესახებ ორი ათასი წელია მსჭვალავს მთელ ქრისტიანულ ცნობიერებას. უდიდესი წმიდანები, რომელთაც ღვთაებრივ გაცისკროვნებას და გონების გაბრწყინებას მიაღწიეს, დაბეჯითებით და კატეგორიულად ამტკიცებენ ამ ჭეშმარიტებას. ეს უნიკალური რამ არის კაცობრიობის რელიგიური ცნობიერების ისტორიაში.

ქრისტიანობა არის რელიგია, რომელიც ჩვენს გარეშე არ არსებობს და რომელიც არ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც რომელიმე გონებაჭვრეტითი ობიექტი, ვეძებოთ მსგავსებანი და განსხვავებანი მასა და სხვა ობიექტებს შორის. ქრისტიანობა ბუნებით ახასიათებს ადამიანს, მაგრამ ადამიანი ქრისტიანი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა შენიშნავს, რომ ვერ ახერხებს განთავისუფლებას მტანჯველი ვნებებისაგან, ცოდვებისაგან. გახსოვთ, სიტყვები დანტეს „ჯოჯოხეთიდან“? - „შურით იმგვარად ეგზნებოდა ჩემი სისხლი, რომ სხვას კარგად მყოფს თუ ვნახავდი, სიავისაგან გავმწვანდებოდი“. აი, ტანჯვა. ნებისმიერ ვნებას ტანჯვა მოაქვს ადამიანისათვის და მხოლოდ მაშინ, როცა ქრისტიანულ ცხოვრებას შეუდგება, ამჩნევს იგი, თუ რა არის ცოდვა, რა არის ვნება, რა საშინელებაა ეს და უჩნდება მაცხოვარი ღმერთის აუცილებლობის შეგრძნება.

ადამიანის ცნობიერებაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ბრძოლა ძველსა და ახალ კაცს შორის. რომელ უფალს აირჩევს იგი: უფალ ქრისტეს თუ უფალ ანტიქრისტეს? პირველი გვაცხოვნებს და განგვკურნავს, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ღვთის ჭეშმარიტი ძეები გავხდეთ განკაცებულ ძე ღმერთთან ერთობაში. მეორე მზაკვრულად გვთავაზობს ყველა მიწიერ სიკეთეს დროის წამიერ მონაკვეთში. რას აირჩევ, ადამიანო?

ერთი რამ კი ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვდეს: სულში დაბუდებულ ვნებათა (ე.ი. ტანჯვის) სამყაროსგან ვერ გიხსნის ვარდისფერი სათვალე ან „სიბრძნე“ სირაქლემისა, გარდაუვალი საფრთხის დროს თავს ქვიშაში რომ რგავს; მხოლოდ საკუთარი თავისადმი, ეგრეთ წოდებული საკუთარი ძალებისადმი, გაბედული და პატიოსანი მზერის მიპყრობა და საშინელი სულიერი სიღატაკის შეგრძნება დაგანახებს ჭეშმარიტ ხსნას და ჭეშმარიტ მაცხოვარს - ქრისტეს, რომელზეც დამოკიდებულია მთელი შენი საუკუნო ცხოვრების სიკეთე.

წიგნიდან: „რა არის ქრისტიანობა“
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია, 2006 წ




ლექსი ოსიპოვი
რატომ არის მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი რელიგია

ამჟამად ყველანი ისეთ ცხოვრებისეულ ვითარებაში ვიმყოფებით, როცა უკვე არანაირი ზღუდით არ შეგვიძლია გავემიჯნოთ გარემომცველ სამყაროს, სადაც რელიგიური მრავალმხრივობა სუფევს. ირგვლივ ურიცხვი მქადაგებელი გაჩნდა და ყველა მათგანი საკუთარ იდეებს, ცხოვრებისეულ ნორმებს, რელიგიურ შეხედულებებს გვთავაზობს. ამ მხრივ წინა თაობებს თანამედროვეობის შესაშური ნამდვილად არაფერი აქვთ. განვლილი უახლოესი ეპოქის პრობლემა რელიგიისა და ათეიზმის, ანუ მათი ურთიერთმიმართების საკითხი იყო.

დღევანდელობა ბევრად უფრო დიდი და უარესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ღმერთის არსებობა-არარსებობის გარკვევა მხოლოდ პირველი საფეხურია. ვთქვათ, ადამიანი დარწმუნდა ღვთის არსებობაში. რა უნდა ქნას შემდგომ? სარწმუნოება ბევრია, რომელი მათგანი აირჩიოს? ქრისტიანი გახდეს თუ მუსულმანი? იქნებ, ბუდისტი? მაშინ კრიშნაიზმმა რა დააშავა? ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ. ახლა იმდენი რელიგია არსებობს... ვთქვათ, ადამიანმა გააღწია ამ მრავალრელიგიური ჯუნგლებიდან და ქრისტიანი გახდა. დარწმუნდა, რომ ქრისტიანობა - საუკეთესო და სწორი რელიგიაა. მაგრამ შემდეგ როგორ განაგრძოს? რომელი ქრისტიანობა აირჩიოს? ისიც ხომ მრავალსახოვანია. მართლმადიდებლებს შეუერთდეს, კათოლიკებს, ორმოცდაათიანელებს, ლუთერანებს... (ჩამოთვლას ამჯერადაც არა აქვს აზრი). აი, რა ვითარებაში აღმოჩნდა თანამედროვე ახალგაზრდობა. ამასთან, ახალი და ძველი რელიგიების და არამართლმადიდებლური კონფესიების წარმომადგენლებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით პროპაგანდის ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ, ვიდრე ჩვენ, მართლმადიდებლებს...

ამდენად, თანამედროვე ადამიანის უპირველესი პრობლემა არის სარწმუნოებათა, რელიგიათა და მსოფლმხედველობათა სიმრავლე.

მოდით, ამ სიმრავლეში გასარკვევად, ისე განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი, თითქოს, შევდიოდეთ იმ ოთახებში, რომლებიც თანმიმდევრობით იღება ჭეშმარიტების მაძიებელი უამრავი ჩვენი თანამედროვის წინაშე. ვეცდები, ძალიან ზოგად, მაგრამ პრინციპულ შტრიხებში დაგანახოთ, თუ რატომ არის ადამიანი ვალდებული (მას არა მარტო შეუძლია, არამედ, მართლაც, ვალდებულია) შეგნებულად გახდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი.

დავიწყოთ პირველი პრობლემით: „რელიგია და ათეიზმი“.

სხვადასხვა კონფერენციებზე,სადაც განათლებულ, განსწავლულ ადამიანებს ვხვდებით, ხშირად გვეკითხებიან ერთსა და იმავეს: ვინ არის ღმერთი? არსებობს თუ არა ის? ან რა საჭიროა იგი? თუ ღმერთი არსებობს, რატომ პირდაპირ არ აცხადებს საკუთარი თავის შესახებ?..

რა პასუხი გავცეთ მათ?

ეს საკითხი, ჩემის აზრით, შეიძლება გადაწყდეს თანამედროვე ფილოსოფიური აზროვნების მეშვეობით, რომელსაც ეგზისტენციალიზმი ეწოდება. რაში მდგომარეობს ადამიანური ცხოვრების საზრისი, მისი ძირითადი შინაარსი? რა თქმა უნდა, სიცოცხლეში, სხვაგვარად როგორ იქნება? რა აზრი შემიძლია განვიცადო, როცა მძინავს? ცხოვრების აზრი, საკუთარი არსებობისა და მოღვაწეობის ნაყოფთა შეცნობა, „გემოს გაგება“ შეიძლება იყოს მხოლოდ. ადამიანი არ ფიქრობს, რომ სიცოცხლის აზრი, შესაძლოა, სიკვდილი იყოს. სწორედ აქ გადის გადაულახავი ზღვარი რელიგიასა და ათეიზმს შორის. ქრისტიანობა ამტკიცებს, რომ ამქვეყნიური ყოფა მხოლოდ საწყისი, საწინდარი საშუალებაა მარადისობაში გადასასვლელად. იგი უხსნის ადამიანს, თუ რისი გაკეთება მართებს საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლად. როგორი უნდა იყოს, რომ იქ მოხვდეს. ათეიზმი ამტკიცებს, რომ არ არსებობს არც ღმერთ, არც სული, არც მარადისობა, ამიტომ, გწამდეს, ადამიანო, რომ შენ მოგელის საუკუნო სიკვდილი! შიშის ზარი გვეცემა, საშინელი უიმედობა და სასოწარკვეთილება გვიპყრობს, ტანში ჟრუანტელი გვივლის ამ საზარელი სიტყვების გაგონებაზე: ადამიანო, შენ საუკუნო სიკვდილი გელის! აღარაფერს ვამბობთ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური მტკიცებულებების შესახებ, რომლებიც ამ შეხედულების დასასაბუთებლად მოჰყავთ. იგი ისედაც აძრწუნებს ადამიანის სულს.

როცა ადამიანს ტყეში გზა დაებნევა, აქეთ-იქით აწყდება და შინისკენ მიმავალ ბილიკებს ეძებს, ამ დროს თუ ვინმეს გადაეყარა და ჰკითხა: „აქედან როგორ გავაღწიო?“ ეს უკანასკნელი კი პასუხობს: „აქედან ვერ გააღწევ, ამიტომ ეცადე, აქვე მოეწყო, როგორც მოახერხებო“, საეჭვოა, რომ გზააბნეულმა მას დაუჯეროს. იგი აუცილებლად განაგრძობს ძიებას. თუ ისეთი ვინმე შეხვდება, რომელიც ეტყვის: „კი, გასასვლელი არის. ახლავე გეტყვი, როგორ გაიგნო გზა“, - განა მას არ მიენდობა? იგივე ხდება მსოფლმხედველობრივი არჩევანის დროს, როცა ადამიანი რელიგიისა და ათეიზმის პირისპირ აღმოჩნდება. სანამ ადამიანს ჭეშმარიტების, ცხოვრების აზრის ძიების ნაპერწკალი მაინც უღვივის, ფსიქოლოგიურად არ შეუძლია მიიღოს კონფეცია, რომ ყველა ადამიანს ელის საუკუნო სიკვდილი, რომლის „მისაღწევად“ აუცილებელია ცხოვრების ეკონომიური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული პირობების გაუმჯობესება. შემდეგ კი ყველაფერი კარგად იქნება - ხვალ თქვენ მოკვდებით და სასაფლაოზე წაგასვენებთ. პირდაპირ, „შესანიშნავია!“

ზემოთქმულით მხოლოდ ერთ, ფსიქოლოგიურ ძალზე არსებით მხარეზე მიგანიშნეთ, რომელიც, ჩემის აზრით, სულით ცოცხალი ყოველი ადამიანისათვის სრულიად საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ცხოვრების საზრისზე საუბარი იწყება მხოლოდ იმის აღიარებით, ვისაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ.

ასე რომ, მე ღმერთი მწამს! ჩავთვალოთ, რომ პირველი ოთახი გავიარეთ. რაკი ვირწმუნე ღმერთი, მეორე ოთახში შევედი... აქაც დიდი სიჭრელეა, ყველა გაიძახის: „ჭეშმარიტება მხოლოდ ჩემთანაა“. მუსულმანები, კონფუციელები, ბუდისტები, იუდეველები - ვინ გინდა, რომ აქ არ იყოს. ქრისტიანი მქადაგებელიც აქვეა, სხვების გარემოცვაში, და მე ვეძებ, რომელია მათ შორის მართალი, რომელს ვერწმუნო?

აქ ორი მიდგომა არსებობს (იქნებ მეტიც, მაგრამ მე ორს დავასახელებ). პირველი - შედარებითი საღვთისმეტყველო ანალიზის გზაა, რომელიც რელიგიის კარგად შესწავლას ითვალისწინებს. ამ გზას ყველა ვერ გაჰყვება. იგი დიდ დროს, ძალისხმევას და, თუ გნებავთ, შესაბამის უნარსაც მოითხოვს.

არის მეორე მეთოდიც. ბოლოს და ბოლოს, ყველა რელიგია ადამიანისკენაა მიმართული და უხსნის, თუ რა არის ჭეშმარიტება. ამასთან, ყველა მსოფლმხედველობა და რელიგია ერთსულოვანია იმაში, რომ თანამედროვე ადამიანის პოლიტიკური, სულიერ-ეკონომიკური, სულიერი, მორალური და კულტურული პირობები არანორმალურია. იქნებ, ზოგიერთები სჯერდებიან იმას, რაც არის, მაგრამ ადამიანთა დიდი უმრავლესობა, მეტნაკლებად, სწორედ ამის გამო იტანჯება. მთლიანად კაცობრიობას ეს ყველაფერი ვერ აკმაყოფილებს. იგი ეძებს რაღაც სხვას, უმჯობესს, ისწრაფვის სადღაც, შეუცნობელი მომავლისკენ, ელის „ოქროს საუკუნეს“...

ნათქვამიდან ცხადი ხდება, თუ რატომ დადის ყველა რელიგიის, ყველა მსოფლმხედველობის არსი ცხონების შესახებ სწავლებამდე. აი, სწორედ აქ ვხვდებით იმას, რაც, ჩემის აზრით, უკვე გვაძლევს საშუალებას, გავაკეთოთ დასაბუთებული არჩევანი, როცა რელიგიური მრავალფეროვნების წინაშე აღმოვჩნდებით. ყველა სხვა რელიგიისაგან განსხვავებით, ქრისტიანობა ამტკიცებს, რაღაც ისეთს, რაც სხვა რელიგიებმა (და მითუმეტეს, არარელიგიურმა მსოფლმხედველობამ) უბრალოდ, არ იციან. და არა მარტო არ იციან, არამედ, როცა გადაეყრებიან ხოლმე ასეთ რამეს, გაცხარებით უკუაგდებენ. ეს მტკიცება მოიცავს ე.წ. პირველქმნილი ცოდვის ცნებას. ცოდვაზე ლაპარაკობს ყველა რელიგია, მსოფლმხედველობა და იდეოლოგია (მართალია, მას სხვადასხვაგვარ სახელს არქმევენ, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს), მაგრამ არც ერთი მათგანი ადამიანის ბუნებას მის ახლანდელ მდგომარეობაში დასნეულებულად (დაზიანებულად) არ მიიჩნევს. ქრისტიანობა კი ამტკიცებს, რომ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ყველანი, ადამიანები, დავიბადეთ, ვიმყოფებით, ვიზრდებით და ვყალიბდებით, განვიცდით ტკბობას, ვერთობით, ვსწავლობთ, აღმოჩენებს ვაკეთებთ და ასე შემდეგ - ეს არის საშინელი სნეულების, საშინელი დაზიანების მდგომარეობა. ჩვენ ავადა ვართ. საუბარი არაა გრიპზე, ბრონქიტზე, ან ფსიქიკურ დაავადებაზე. არა და არა, ფსიქიურად ჩვენ ჯანმრთელნი ვართ - ურთულესი ამოცანების გადაჭრა და კოსმოსში გაფრენაც კი შეგვიძლია - ჩვენ სხვა მხრივ ვართ მწარედ დაავადებულები. ადამინური ყოფიერების დასაწყისში მოხდა ერთიანი ადამიანური არსების რაღაც ტრაგიკული გახლეჩა თითქოსდა დამოუკიდებლად არსებულ ურთიერთმოქიშპე ნაწილებად - გონებად, გულად და ფიზიკურ სხეულად, (მსგავსი კრილოვის იგავისა - „გედი, კიბორჩხალა და ქარიყლაპია“). ის, რასაც ქრისტიანობა ამტკიცებს, ბევრისთვის აბსურდია და აღშფოთებას იწვევს: „მე არანორმალური ვარ? დიდი ბოდიში, იქნებ სხვები არიან ასეთები, მაგრამ მე - ნამდვილად არა“. და თუ ქრისტიანობას ვერწმუნებით, სწორედ აქ არის ძირი და სათავე იმისა, რომ ადამიანის ცხოვრებაში, როგორც ინდივიდუალური, ისე ზოგადსაკაცობრიო მასშტაბით, ერთი ტრაგედია მეორეს მოსდევს. რადგან, თუ ადამიანი სერიოზულადაა ავად, ის კი ამას ვერ ამჩნევს და არ მკურნალობს, რა თქმა უნდა, იღუპება.

სხვა რელიგიები არ აღიარებენ ადამიანში ამ სნეულებას, მხოლოდ უარყოფენ მას. ისინი თვლიან, რომ ადამიანი - ეს არის ჯანსაღი მარცვალი, რომელიც შეიძლება განვითარდეს როგორც ნორმალურად, ასევე არანორმალურად. მისი განვითარება დამოკიდებულია სოციალურ გარემოზე, ეკონომიკურ პირობებზე, ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე და ბევრ სხვა რამეზეც. ამიტომ, ადამიანი კარგიც შეიძლება იყოს და ცუდიც, მაგრამ თავისი ბუნებით ის კარგია. აი, არაქრისტიანული ცნობიერების მთავარი ანტითეზისი. არაფერს ვამბობთ არარელიგიურ ცნობიერებაზე. მასზე სათქმელი არაფერია - ის საერთოდ: „ადამიანი - ეს ამაყად ჟღერს“. მხოლოდ ქრისტიანობა ამტკიცებს, რომ ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა - ესაა საშინელი გარყვნის, დაცემის მდგომარეობა, ამასთან, ისეთი გარყვნის, რომ თვით ადამიანს საკუთარი ძალებით მისი განკურნება არ შეუძლია. ამ მტკიცებაზეა აგებული უდიდესი ქრისტიანული დოგმატი ქრისტეზე, როგორც მხსნელზე.

სწორედ ეს იდეა არის პრინციპული ზღვარი ქრისტიანობასა და ყველა სხვა რელიგიას შორის.

ახლა კი შევეცდები გაჩვენოთ, რომ ქრისტიანობას, სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, შეუძლია, ობიექტურად დაასაბუთოს მის მიერვე მოცემული მტკიცება. მოდით, მივმართოთ კაცობრიობის ისტორიას, ვნახოთ, რითი ცხოვრობს და რა მიზნები გააჩნია მას ჩვენი, ადამიანური მზერისთვის მისაწვდომი დროის მანძილზე. თქმაც არ უნდა - მას სურს, ღვთის სასუფეველი დაამყაროს დედამიწაზე, ე.ი. სამოთხე მოაწყოს. ზოგიერთებს ამ მიზნის განხორციელება ღვთის შეწევნით სურთ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც უფალი განიხილება არა როგორც სიცოცხლის უმაღლესი მიზანი, არამედ როგორც საშუალება ამქვეყნიურ სიკეთეთა მისაღწევად. სხვებს ღმერთი საერთოდ არ სჭირდებათ. მაგრამ მთავარი სხვა რამეა. ყველას ესმის, რომ შეუძლებელია დედამიწაზე სასუფევლის მოწყობა ისეთი ელემენტალური რამეების გარეშე, როგორიცაა: მშვიდობა, სამართლიანობა, სიყვარული (თავისთავად ცხადია, რა სამოთხე შეიძლება იყოს იქ, სადაც ომი, უსამართლობა და ბოროტება სუფევს?!), თუ გნებავთ, ურთიერთპატივისცემა - აქამდეც დავედით. ესე იგი, ყველას მშვენივრად ესმის, რომ ამ ძირითადი ზნეობრივი ფასეულობების განხორციელების გარეშე შეუძლებელია რამენაირი კეთილდღეობის მიღწევა დედამიწაზე. კაცობრიობა კი რას აკეთებს მთელი ისტორიის მანძილზე? ერიჰ ფრომს კარგად აქვს ნათქვამი: „კაცობრიობის ისტორია სისხლითაა დაწერილი. ეს - მუდმივი ძალადობის ისტორიაა“. ზუსტია!

ისტორიკოსებს, განსაკუთრებით კი სამხედრო ისტორიკოსებს, შესაბამისი მაგალითების მოხმობით თვალნათლივ შეუძლიათ გვაჩვენონ, თუ რითია აღსავსე კაცობრიობის მთელი ისტორია: ომები, სისხლისღვრები, ძალადობა და სისასტიკე. იდეურად მეოცე საუკუნე „უმაღლესი ჰუმანიზმის“ საუკუნეა. სინამდვილეში კი, „სრულყოფილების“ ეს მწვერვალი დაღვრილი სისხლით აღემატა კაცობრიობის ყველ


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
neo   რა არის ქრისტიანობა ?   Sep 6 2009, 08:41 PM
mekaje   neo ძალიან კარგია. მე...   Sep 6 2009, 09:56 PM
neo   ახლა გადავიდეთ სხვ...   Sep 7 2009, 04:22 PM
Atman   neo მოდი ერთ კითხვას...   Sep 7 2009, 04:49 PM
neo   ცოდვა რომ დაამარც...   Sep 7 2009, 08:02 PM
Atman   მედიტაცია არც მონ...   Sep 7 2009, 08:19 PM
neo   აი ცენტრალური მეს...   Sep 7 2009, 08:22 PM
Atman   ეს შენი აზრითაა ც...   Sep 7 2009, 08:29 PM
neo   შეიძლება მასეც იყ...   Sep 7 2009, 08:35 PM
Atman   მე რა შუაში ვარ, ამ...   Sep 7 2009, 09:00 PM
neo   ეს მართლა ასეა ?   Sep 7 2009, 09:04 PM
Atman   ეს საინტერესო უნდა...   Sep 7 2009, 09:08 PM
neo   რას ნიშნავს და ებრ...   Sep 7 2009, 09:21 PM
Atman   არ გარდაცვლილა. თ...   Sep 7 2009, 09:30 PM
neo   არაფერ შუაშია აქ ...   Sep 8 2009, 11:33 AM
neo   ამ თემამ მიიძინა, ც...   Sep 9 2009, 05:41 PM
Atman   :ფიქრი1: ძლიერი ა...   Sep 9 2009, 09:20 PM
neo   სინამდვილეში ეს მ...   Sep 10 2009, 12:29 PM
Atman   :doh: იქნებ ქრისტეა ე...   Sep 10 2009, 12:35 PM
neo   ისტორიას შევხედო...   Sep 10 2009, 12:38 PM
Atman   ღმერთმა დამიფარო...   Sep 10 2009, 12:39 PM
neo   საქმით და სიტყვებ...   Sep 10 2009, 12:44 PM
Atman   neo რატო მეკამათები ...   Sep 10 2009, 12:52 PM
neo   :) საკამათო არაფერი...   Sep 10 2009, 02:37 PM
Atman   გეთანხმები. მიყე...   Sep 10 2009, 02:57 PM
afxazi   ცოტა მშვიდად და ფრ...   Sep 10 2009, 02:58 PM
Atman   afxazi იმედია არავისთ...   Sep 10 2009, 03:14 PM
afxazi   Atman კონკრეტულად შენ ...   Sep 10 2009, 03:22 PM
Atman   afxazi :მეგობრები: :)   Sep 10 2009, 03:25 PM
neo   :) ოკ. არ არ მიგიყე...   Sep 10 2009, 05:56 PM
Atman   ესე იგი სწორ გზას ...   Sep 10 2009, 06:10 PM
neo   ოხ რამდენჯერ შევუ...   Sep 11 2009, 01:21 PM
Atman   მაგ დაშვებების მე...   Sep 11 2009, 01:31 PM
Antichristian Phenomenom   Speaking of Induism. რამაკრიშნ...   Sep 11 2009, 02:14 PM
Atman   Antichristian Phenomenom რას გული...   Sep 11 2009, 02:19 PM
neo   ოკ. რისი თქმაც შეიძ...   Sep 11 2009, 05:57 PM
Antichristian Phenomenom   ისლამზე გადახვედი...   Sep 11 2009, 08:47 PM
Atman   და რა საჭიროა და რ...   Sep 11 2009, 10:08 PM
neo   ქრისტე და ალახი კი...   Sep 12 2009, 12:23 PM
Amuza   რატომ უნდა ვიყო ქრ...   Oct 9 2009, 03:41 PM
guest1   აპ-პა-პა-პააა :D ე.ი. მ...   Apr 7 2010, 09:54 AM
ნონა   neo :მპუა3: guest1 აპოსტ...   Apr 7 2010, 11:12 AM
guest1   ნონა მაშ ლოცვა რატ...   Apr 7 2010, 11:41 AM
ნონა   [b]ნონა მაშ ლოცვა რა...   Apr 7 2010, 12:27 PM
guest1   ნონა ჯერ ერთი ლოცვ...   Apr 7 2010, 10:02 PM
neo   ბუდა ადამიანი იყო ...   Apr 7 2010, 07:28 PM
guest1   neo ეს პასუხი რა მოსა...   Apr 8 2010, 01:14 AM
Atman   neo მთავარი არაა რას...   Apr 7 2010, 07:32 PM
neo   არც ეს არის ასე. ბ...   Apr 7 2010, 07:37 PM
Atman   neo გეთანხმები! და ...   Apr 7 2010, 07:46 PM
neo   არც ეს არის სწორი. ...   Apr 7 2010, 07:51 PM
Atman   კიდევ დავამატებ რო...   Apr 7 2010, 07:52 PM
neo   იმიტომ რომ მე ამ დ...   Apr 7 2010, 07:58 PM
Atman   გეთანხმები. მაგრა...   Apr 7 2010, 08:01 PM
ikanosi   Atman ქრისტე ღმერთი არ...   Apr 7 2010, 08:05 PM
Atman   ikanosi ჭეშმარიტად!   Apr 7 2010, 08:07 PM
ikanosi   Atman სულ სხვანაირად ფ...   Apr 7 2010, 08:11 PM
Atman   ikanosi მე რა დროს რას ვ...   Apr 7 2010, 08:12 PM
ნონა   კარგი არ დაიჯერო :) ...   Apr 7 2010, 10:39 PM
guest1   ნონა "აბა მედიტაც...   Apr 7 2010, 11:58 PM
ნონა   guest1 ნონა "აბა მედი...   Apr 8 2010, 09:29 AM
guest1   ნონა საყოველთაოში ...   Apr 8 2010, 11:30 AM
Funkenstein   უკაცრავად თქვენს ნ...   Apr 8 2010, 12:28 PM
ნონა   წინასწარ განსაზღვ...   Apr 8 2010, 01:27 PM
neo   ქრისტემ ბევრი რამე...   Apr 8 2010, 08:53 PM
guest1   აი კიდევ ჩემი მოსა...   Apr 8 2010, 10:17 PM
neo   მე ისეთს არაფერს ვ...   Apr 8 2010, 10:37 PM
guest1   neo იმაში დაგეთანხმე...   Apr 9 2010, 01:03 AM
guest1   რას არ აღმოაჩენს ა...   Apr 9 2010, 10:03 AM
Atman   guest1 ერთ რამეს დავაზ...   Apr 9 2010, 10:12 AM
neo   ვითომ ? და რასნი ნი...   Apr 9 2010, 10:20 AM
guest1   neo მოდი ასე გეტყვი. ბ...   Apr 9 2010, 11:10 AM
Atman   neo მაგას ვერავინ ვე...   Apr 9 2010, 10:41 AM
neo   ქრისტიანობის საი...   Apr 9 2010, 10:43 AM
guest1   neo ვერ დაგეთანხმები...   Apr 9 2010, 11:50 AM
Atman   neo აბა რას ამბობ ახ...   Apr 9 2010, 12:01 PM
guest1   Atman შენ ან ეძებ, ან არ...   Apr 9 2010, 12:33 PM
Atman   guest1 ნუ სოფისტობ ერ...   Apr 9 2010, 12:54 PM
death   მდაა, ეს თემა ქრისტ...   Apr 9 2010, 01:18 PM
guest1   მართლაც და. პირველ...   Apr 9 2010, 09:42 PM
newbie   guest ქრისტეა ერთადე...   Apr 9 2010, 06:47 PM
Atman   კონკრეტულად ინდუ...   Apr 9 2010, 07:13 PM
newbie   atman ანუ გამოდის სინ...   Apr 9 2010, 07:49 PM
Atman   newbie ეგრე არ გამოდის...   Apr 9 2010, 08:24 PM
neo   ვერაფერი ვერ გავი...   Apr 10 2010, 11:41 AM
guest1   neo მოკლედ ნეო, დაგლო...   Apr 10 2010, 12:49 PM
Atman   neo წარმოსახვა ბუდი...   Apr 10 2010, 11:45 AM
neo   სადღაც შეიძლება მ...   Apr 10 2010, 11:52 AM
Atman   neo ვერ წაშლი. უბრალ...   Apr 10 2010, 12:04 PM
Atman   კაი ხანია ასეთი ბრ...   Apr 10 2010, 01:23 PM
neo   გაიხარე :D ორივე. ...   Apr 10 2010, 03:30 PM
ikanosi   ნართლა მოხდა ეგ თუ ...   Apr 10 2010, 03:33 PM
Atman   neo და მეც მაგას არ ვ...   Apr 10 2010, 03:37 PM
neo   მართლა მოხდა. გეთ...   Apr 13 2010, 10:02 AM
elusia   ქრისტიანობა არის ქ...   Apr 19 2010, 06:48 PM
marine   "უდიდესი რუსი მწე...   Dec 23 2015, 09:44 PM
marine   "ჩვენ კი ყოველთვი...   Apr 10 2016, 02:01 PM
marine   "საჭიროა მყარად ვ...   May 23 2016, 10:10 PM
marine   "ქრისტიანობა არი...   May 25 2016, 12:50 PM
marine   +   Jun 23 2017, 01:06 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 12:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი