ინდოეთი, ყველაერი ინდოეთის შესახებ :))))))) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ინდოეთი, ყველაერი ინდოეთის შესახებ :))))))) |
karpaki |
Sep 29 2011, 04:24 PM
პოსტი
#1
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
გადავწყვიტე ამ განყოფილებაში თანმიმდევრობით გავხსნათ თემები ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებზე და დავდოთ ყველანაირი ინფორმაცია და ჩვენი მოგზაურობები შთაბეჭდილებები და ასე შემდეგ
რადგან ფორუმზე შევნიშნე რამოდენიმე პირის აქტიურობა(აღმსარებლობას ვგულისხმობ) ამის მიხედვით გამიჩნდა სურვილი ვისაუბროთ ამ ძველი ქვეყნის შესახებ,ტრადიციები,რელიგია,ხ ლხი,სამზარეულო,კულტურა, და ასე შემდეგ. http://indoeti.wordpress.com/ ბენგალის ყურე (ბენგ. বঙ্গোপসাগর, ტამ. வங்காள விரிகுடா, ინდურად बंगाल की खाड़ी) მდებარეობს ინდოეთის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხმელეთით ესაზღვრება ინდოეთი, ბანგლადეში, მიანმარი და შრი-ლანკა. დასავლეთით ისაზღვრება ინდოსტანის ნხაევარკუნძულით, აღმოსავლეთით — მიანმარის სანაპიროთი და ანდამანის და ნიკობარის კუნძულები. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბენგალიის ისტორიული მხარე (თანამედროვე ბანგლადეში და ინდოეთის შტატი „დასავლეთი ბენგალია“), რომლიდანაც წარმოიშვა ყურის დასახელება. ბენგალის ყურეში ბევრი დიდი მდინარე ჩაედინება — განგი, ბრახმაპუტრა და მეგხანი. ბენგალის ყურის უმნიშვნელოვანესი პორტებია — ჩენაი, ვიშაკხაპატნამი, პონდიშერი, კალკუტა (ინდოეთი), ჩიტაგონგი (ბანგლადეში). ყურის ჩრდილო აღმოსავლეთით, ქალაქ კაკს-ბაზართან (ბანგლადეში) მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე გრძელი პლაჟი (120 კმ). ყურე განეკუთვნება ზღვათა ტიპს. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
ქევანა |
Sep 29 2011, 04:37 PM
პოსტი
#2
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ინდოეთი ფედერალური სახელმწიფოა, რამდენადაც მახსოვს.
მე თამილის ენა მომწონს.. რიტუალური ცეკვებიც ძირითადად თამილის ხალხშია შენარჩუნებული ^^ მრავალეროვანი ქვეყანა.... ერთობ ჭუჭყიანი, მაგრამ საინტერესო წარსულისა და კულტურის მქონე... ზოგი ტრადიცია მოძველებული აქვთ, ჩემი აზრით, მაგრამ რა ჩემი საქმეა... ოღონდ ეხლა "პახაბნს" ნუ დაწერთ, მართლმადიდებლურ ფორუმზე ხართ მოგვიანებით მოვიძიებ შესანიშნავ არქიტექტურული გადაწყვეტის ტაძრების ფოტოებს და დავდებ... ქანდაკებები, აქვთ კიდევ კედლის მხატვრობაც... ჰმმმ ^^ -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
karpaki |
Sep 29 2011, 04:50 PM
პოსტი
#3
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
ინდოეთი ფედერალური სახელმწიფოა, რამდენადაც მახსოვს. მე თამილის ენა მომწონს.. რიტუალური ცეკვებიც ძირითადად თამილის ხალხშია შენარჩუნებული ^^ მრავალეროვანი ქვეყანა.... ერთობ ჭუჭყიანი, მაგრამ საინტერესო წარსულისა და კულტურის მქონე... ზოგი ტრადიცია მოძველებული აქვთ, ჩემი აზრით, მაგრამ რა ჩემი საქმეა... ოღონდ ეხლა "პახაბნს" ნუ დაწერთ, მართლმადიდებლურ ფორუმზე ხართ მოგვიანებით მოვიძიებ შესანიშნავ არქიტექტურული გადაწყვეტის ტაძრების ფოტოებს და დავდებ... ქანდაკებები, აქვთ კიდევ კედლის მხატვრობაც... ჰმმმ ^^ იმედია ჩვენი საყვარელი თAნაფორუმელებიც ისეთ საინტერესო რამეებს დადებებნ რაც სხვა საიტზე შეიძლება არ იყოს. მე მაგალითად შემოგთავაზებთ როგორ ვამზადებ ბრინჯს ინდური სანელებლით კურკუმათი ძალიან გემრიელიაა -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
georgios |
Sep 29 2011, 05:02 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
karpaki
უყურე რუსულ არხს "Индия" და გაიგებ ბევრ რამეს. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
A.V.M |
Sep 29 2011, 05:11 PM
პოსტი
#5
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა karpaki არა რა,ფორუმისთვის შენი უკომპიუტეროდ ყოფნა არ შეიძლება.დანაშაულია. აწი თუ კიდევ არ გექნება გვითხარი და ფულს შეგიგროვებთ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
karpaki |
Sep 29 2011, 05:19 PM
პოსტი
#6
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
karpaki უყურე რუსულ არხს "Индия" და გაიგებ ბევრ რამეს. ხო ვიცი ინტერნეტდამოკიდებულებსგან რომ უნდა გავთავისუფლდე არა რა,ფორუმისთვის შენი უკომპიუტეროდ ყოფნა არ შეიძლება.დანაშაულია. აწი თუ კიდევ არ გექნება გვითხარი და ფულს შეგიგროვებთ. იცოდე ამას დავიმახსოვრებ და მერე აღარ გადათქვა -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Sep 29 2011, 06:43 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ინდოეთი ამის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ?
ძველი ინდური ტაძრები, ქვაში გამოკვეთილი ღვთაებებით. ვაიშნავების რელიგიური დღესასწაული "რათჰა-იატრა"(ეტლების დღესასწაული) -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
karpaki |
Sep 29 2011, 06:45 PM
პოსტი
#8
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
ინდოეთი ამის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ? რელიგიის თემის გარდა უამრავი რამ არის საინტერესო სამოსი,კულინარია ტრადიციები საინტერესო იქნებოდა, შენ რელიგიის თემა განავრცე,თუმცა თავიდანვე მაგით იწყებ? ჯერ ქვეყნის შესახებ ვსაუბრობდით ფოტოები დააკომენტარეეეეეეტ ფლიიიიიიზზზზზ -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Sep 29 2011, 06:53 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
karpaki
ციტატა რელიგიის თემის გარდა უამრავი რამ არის საინტერესოსამოსი,კულინარია ტრადიციები ინდური რელიგია და ტრადიციები განუყოფელია ერთმანეთისაგან ყველაფერი რაც ინდურ რელიგიებშია-ის ტრაციებშია და რაც ტრადიციებშია-რელიგიაში ციტატა საინტერესო იქნებოდა, შენ რელიგიის თემა განავრცე,თუმცა თავიდანვე მაგით იწყებ? ჯერ ქვეყნის შესახებ ვსაუბრობდით ეს კი მგონი ქვეყნის ირსშესანიშნაობაცაა და რელიგიისაც დიდებული, ღვთიური, ბრწყინვალე და 74 მეტრის სიმაღლის მიუხედავად ისეთი მსუბუქი და ჰაეროვანია, რომ ზღაპრულ ხილვას მოგაგონებს. მდინარე იამუნას დაბლობში აღმართული ტაჯ მაჰალი ყველაზე უმშვენიერესი არქიტექტურული ქმნილებაა ინდოეთში, და შეძალოა მთელ მსოფლიოშიც... მაღლა ცად აზიდულა თეთრი მარმარილოს გუმბათები – ერთი დიდი და ოთხი მცირე, რომელთა უმწიკვლო შემოწერილობაში ქალის ფორმების ამოცნობა შეიძლება. ხელოვნური არხის უდრტვინველ ზედაპირში არეკლილი ტაძარი თითქოს და ჰაერშია გამოკიდებული ჩვენს თვალწინ და ჩვენს მზერას არამიწიერი სილამაზე და სრულყოფილი ჰარმონია ბოლომდე იპყრობს. მილიონობით მოგზაურს ტაჯ მაჰალისკენ არა მარტო მისი არქიტექტურული სრულყოფილება იზიდავს. არანაკლებ შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანებს მისი შექმნის ისტორიაც... ისტორია, რომელიც უფრო აღმოსავლურ ზღაპარს და ლეგენდას ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს... ეს ძეგლი დიდი მოგოლების მუსლიმი სულთნის შაჰ ჯაჰანის სიყვარულზე მოგვითხრობს თავისი მეუღლის – ზღაპრული სილამაზის მუმთაზ მაჰალისადმი. შაჰ ჯაჰანი ჯერ კიდევ პრინცი იყო, როცა XVII საუკუნეში 19 წლის გოგონაზე დაქორწინდა. ახალგაზრდა წყვილს უსაზღვროდ უყვარდა ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ შაჰ ჯაჰანს, ისევე როგორც ნებისმიერ აღმოსავლელ მმართველს უზარმაზარი ჰარემი ჰქონდა, იგი იმდენად იყო შეყვარებული თავის ახალგაზრდა მეუღლეზე, რომ სხვა ქალებს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. საყვარელმა ცოლმა შაჰ ჯაჰანს 8 ვაჟი და 6 ქალიშვილი აჩუქა. მაგრამ, მე–14 შვილის გაჩენის შემდეგ მზეთუნახავი მუმთაზი გარდაიცვალა... შაჰ ჯაჰანი იმდენად უბედური იყო, რომ თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა. საყვარელი მეუღლის გარეშე სიცოცხლე მას უაზროდ ეჩვენებოდა. ცოლის სასიკვდილო სარეცელთან სულთანი ერთბაშად გაჭაღარავდა... და მალე ქვეყანაში ორწლიანი გლოვა გამოაცხადა, რომლის დროსაც აიკრძალა ზეიმები, ცეკვა და მუსიკა. მოგვიანებით აგრაში, რომელიც იმ დროს მოგოლების იმპერიის დედაქალაქი იყო, მუმთაზის საფლავზე აღიმართა მავზოლეუმი, რომელიც შაჰ ჯაჰანის ჩანაფიქრის მიხედვით მისი გარდაცვლილი მეუღლის ზღაპრული სილამაზის სიმბოლო უნდა გამხდარიყო... ამ გრანდიოზული მავზოლეუმის მშენებლობა, რომელიც სილამაზით და ზომებით ყველა მანამდე არსებულს აღემატებოდა, 20 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მშენებლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, არქიტექტორებისა და ხუროთმოძღვრების ჩათვლით, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ სპარსეთიდან, თურქეთიდან, სამარყანდიდან, ვენეციიდან და თვით ინდოეთიდან. დასრულებული ტაძარი ხაზების და ფერების სრულყოფილებითა და სილამაზით აღაფრთოვანებს მნახველს. ეს მართლაც რომ სასწაულების სასწაულია. უკუნითი უკუნისამდე. დილის სიმღერასავით მსუბუქი, მთის წყაროსავით ანკარა... სიმაღლე 74 მეტრს აღწევს. კუთხეებში ოთხი მოხდენილი მინარეთია აღმართული. ტაჯ მაჰალის კედლები თეთრი გაპრიალებული მარმარილოთია მოპირკეთებული, რომელიც ოქროსავით ბზინავს შუადღის მზის ქვეშ. უმშვენიერესი, სრულყოფილი ფორმების ტაჯ მაჰალი მნახველს აკვირვებს თავისი დეტალებითაც – ხის კოხტა ორნამენტებით, აჟურული ჩარჩოებით და ფერადი ქვებით. ქონგურები მორთულია არაბული წარწერებით, რომლებმაც ქვაში ყურანის სურები აღბეჭდეს. ტაჯ მაჰალის გარშემო დიდებული დეკორატიული ბაღი გაშენდა ტბებით, შადრევნებით და ხელოვნური არხებით, რომელსაც მთლიანობაში 18 ჰექტარი უკავია. ხელოვნური არხის გასწვრივ, რომელიც ტაჯ–მაჰალის წინ მდებარეობს, დარგულია კვიპაროსები. ტაჯ მაჰალის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია წითელი აგურით ნაგები ორი მეჩეთი. სრულყოფილების სურათს ავსებენ ლაჟვარდოვანი მინდვრები და უზარმაზარი კაშკაშა ყვავილები, რომლებიც ამ ბაღის სასწაულებრივ და ზღაპრულ იერს ამყარებს. მდინარე იამუნას მეორე ნაპირზე შაჰ ჯაჰანს კიდევ ერთი მავზოლეუმის აგება სურდა თავისთვის. მისი ჩანაფიქრით, ახალი მავზოლეუმი ტაჯ მაჰალის ფორმებს გაიმეორებდა და ერთმანეთს ეს ორი ქმნილება ხიდით დაუკავშირდებოდა. მაგრამ შაჰ ჯაჰანის ამ გრანდიოზულ ჩანაფიქრს ასრულება არ ეწერა. როგორც ეს ისტორიაში ხდება, უეცრად დიდმა შაჰ ჯაჰანმა, ინდოეთის მმართველმა ძალაუფლება დაკარგა, მას მძიმე ბორკილები დაადეს და ციხეში ჩასვეს. მძიმედ დაავადებული, გაჭაღარავებული და დატანჯული... ოდესღაც მას მთელი ქვეყანა ეპყრა ხელთ, და აღარაფერი შერჩა... აღარაფერი ერთადერთი სიხარულის გარდა – ციხის ვიწრო სარკმელი. ციხიდან არ ჩანდა არც მისი სამშობლოს უკიდეგანო სივრცეები, არც მანგოს ხეების მუქი კენწეროები და არც გამათბობელი მზის ცისკარი... ვიწრო სარკმელში ჩანდა მხოლოდ ის – სიზმარივით ლამაზი, ზეცაში გამოკიდული თეთრი გედივით ბრწყინვალე... მისი გარდაცვლილი სიყვარულის მავზოლეუმი... მალე თვით ერთ დროს დიდებული და შემდეგში დამხობილი სულთანიც თავისი მეუღლის გვერდით დაკრძალეს... ასეთია ეს ლამაზი და სევდიანი ისტორია, რომელმაც მსოფლიოს დიდი სიყვარულის და დიდებული ხელოვნების მაგალითები აჩუქა. ტაჯ მაჰალი ინდურ–მუსულმანური ხელოვნების ყველაზე შესანიშნავ ქმნილებად რჩება, რომელსაც დედამიწაზე პატივს მიაგებენ, როგორც ულამაზეს ნაგებობას და რომლის ნახვაც ამ სასწაულებრივ ქვეყანაში ჩასულ ნებისმიერ ადამიანს სურს. ყველას მეოცნებეს ვუსურვებ რომ ადრე თუ გვიან, თავისი ოცნება აისრულოს და საკუთარი თვალით იხილოს ეს სასწაული. ვერანაირი ფოტოები ვერ გადმოსცემს იმ აღფრთოვანებას, სიხარულს, ბედნიერებას, რომელიც ადამიანს ეუფლება, როცა ტაჯ მაჰალთან აღმოჩნდება. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Sep 29 2011, 06:56 PM
პოსტი
#10
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
რაღა დავაკომენტარო,კაცს სიკვდილის მერე რა მოუნდა(ტაჯმაჰალი) და სიცოცხლეში რას ,,იგულავებდა"ხო ადვილი წარმოსადგენია.
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Sep 29 2011, 06:58 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
წარმოიდგინეთ რამხელა სიყვარული გამოამჟღავნა მეუღლის მიმართ...
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Sep 29 2011, 07:00 PM
პოსტი
#12
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა წარმოიდგინეთ რამხელა სიყვარული გამოამჟღავნა მეუღლის მიმართ... აბა,აბა. კაცები ასე ვუფრთხილდებით მეუღლეებს და ისინი აბანოში გვკეტავენ 3 წლით. მერე კიდე იტყვიან ყველა კაცი ერთნაირიაო... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Sep 29 2011, 07:05 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
ციტატა კაცები ასე ვუფრთხილდებით მეუღლეებს და ისინი აბანოში გვკეტავენ 3 წლით.მერე კიდე იტყვიან ყველა კაცი ერთნაირიაო... ნუ ხარშავ ყველას ერთ ქვაბში თემას არ გავცდეთ... -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
karpaki |
Sep 29 2011, 07:18 PM
პოსტი
#14
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
წარმოიდგინეთ რამხელა სიყვარული გამოამჟღავნა მეუღლის მიმართ... გული გამითბააა -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
ქევანა |
Sep 30 2011, 01:45 PM
პოსტი
#15
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ინდოეთი ამის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ? გასაგებია. მაგრამ 1) კრიშნას გარდა სხვა ღვთაებებიც ჰყავდათ და შესაბამისად, ინდოეთი მარტო კრიშნაიზმი არაა 2) ეს განყოფილება და ეს თემა რაღაცით ხომ უნდა განსხავდებოდეს აპოლოგეტიკაში გახსნილი შენი თემებისგან? რას იტყვი ჯაინიზმზე? თამილის ხალხის ერთ-ერთი ფოლკორული ცეკვა http://www.youtube.com/watch?v=Mt9JTYeJ0Xg -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
karpaki |
Sep 30 2011, 02:43 PM
პოსტი
#16
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
GIORGI LELUASHVILI გასაგებია. მაგრამ 1) კრიშნას გარდა სხვა ღვთაებებიც ჰყავდათ და შესაბამისად, ინდოეთი მარტო კრიშნაიზმი არაა 2) ეს განყოფილება და ეს თემა რაღაცით ხომ უნდა განსხავდებოდეს აპოლოგეტიკაში გახსნილი შენი თემებისგან? რას იტყვი ჯაინიზმზე? თამილის ხალხის ერთ-ერთი ფოლკორული ცეკვა http://www.youtube.com/watch?v=Mt9JTYeJ0Xg თAმილის ხალხზეც მოგვიყევი რამე -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Sep 30 2011, 03:12 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ქევანა
ციტატა 1) კრიშნას გარდა სხვა ღვთაებებიც ჰყავდათ და შესაბამისად, ინდოეთი მარტო კრიშნაიზმი არაა სხვა ღვთაებები რათქმაუნდა ყავთ, მაგრამ უზენაესად ყველა კრიშნას აღიარებს. არ არესბობს ინდოელი, რომელიც კრიშნას არ ეთაყვანებოდეს. ციტატა 2) ეს განყოფილება და ეს თემა რაღაცით ხომ უნდა განსხავდებოდეს აპოლოგეტიკაში გახსნილი შენი თემებისგან? აქ აპოლოგეტიკურად წავიდა ლაპარაკი? ვერ გავიგე... ციტატა რას იტყვი ჯაინიზმზე? ჯაინიზმი (სანსკრ. जैन, jaina? მომდ. სანსკრ. जिन, jina?, «გამარჯვებული») — რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, წამოსული ინდოეთიდან ძვ. წ. VI საუკუნეში. დამაარსებლად ითვლება ჯინო მაჰავირა. ამჟამად ითვლის დაახლოებით 6 მილიონ მიმდევარს, რომელთაგან 3,5 მილიონი ინდოეთში ცხოვრობს. ჯაინიზმის, როგორც დჰარმული რელიგიის, საფუძველს წარმოადგენს რწმენა გარდასახვების მიმდევრობაში (დჰარმაჩაკრა), სამსარასგან (მოკშა) გათავისუფლების შესაძლებლობა, მკაცრი ასკეტიზმი, სიცხოცხლის ყველა ფორმის შეუცვლელი ღირებულება (ფასეულობა) მის ნებისმიერ განსახიერებაში, და შედეგად, მათთვის ვნების დაუშვებლობა, ანუ ძალადობის უარყოფა (აჰისიმა). ჯაინიზმი ქადაგებს, რომ ნებისმიერი არსება (ჯივა, სანსკრ. जीव, jīva?) ინდივიდუალურია და მარადიულ სულს წარმოადგენს და დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი საკუთარი ქმედებებისთვის. შესაბამისად, მკვიდრდება ცხოვრების ისეთი წესი, სადაც სიცოცხლის ყოველ ფორმას უკიდურესი პატივისცემა მიეგება. ღმერთი ჯაინებისთვის გაიგივებულია ისეთ ცნებებთან, როგორიცაა უსასრულო ცოდნა (სანსკრ. अनन्त ज, ananta jña?), უსასრულო შემეცნება (სანსკრ. अनन्त दर्शन्, ananta darśan?), უსასრულო გათვითცნობიერება (სანსკრ. अनन्त चरित्र, ananta caritra?) და უსასრულო ბედნიერება (სანსრკ. अनन्त सुख, ananta sukha?). ამგვარად, ჯაინიზმი არ მოიცავს საკუთარ ფილოსოფიაში ღმერთის, როგორც ყოვლისშემძლე ზეარსების ცნებას, არამედ როგორც უსასრულო სამყაროთქმნილებას, რომელსაც ბუნების კანონები მართავს, რომლებიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია სამყაროს შემადგენელ არსებითობათა (გუნი) ურთიერთქმედებაზე. ჯაინიზმის კიდევ ერთ განმასხვავებელ ასპექტად ითვლება ანეკანტავადა — სწავლება ობიექტთა და ფენომენთა სხვადასხვა სუბიექტთა მიერ განსხავებული ხედვის არსებობის შესახებ. ჯაინიზმის, როგორც დჰარმული რელიგიის, საფუძველს წარმოადგენს რწმენა გარდასახვების მიმდევრობაში (დჰარმაჩაკრა), სამსარასგან (მოკშა) გათავისუფლების შესაძლებლობა, მკაცრი ასკეტიზმი, სიცხოცხლის ყველა ფორმის შეუცვლელი ღირებულება (ფასეულობა) მის ნებისმიერ განსახიერებაში, და შედეგად, მათთვის ვნების დაუშვებლობა, ანუ ძალადობის უარყოფა (აჰისიმა). ჯაინიზმი ქადაგებს, რომ ნებისმიერი არსება ინდივიდუალურია და მარადიულ სულს წარმოადგენს და დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი საკუთარი ქმედებებისთვის. შესაბამისად, მკვიდრდება ცხოვრების ისეთი წესი, სადაც სიცოცხლის ყოველ ფორმას უკიდურესი პატივისცემა მიეგება. ღმერთი ჯაინებისთვის გაიგივებულია ისეთ ცნებებთან, როგორიცაა უსასრულო ცოდნა, უსასრულო შემეცნება, უსასრულო გათვითცნობიერება და უსასრულო ბედნიერება . ამგვარად, ჯაინიზმი არ მოიცავს საკუთარ ფილოსოფიაში ღმერთის, როგორც ყოვლისშემძლე ზეარსების ცნებას, არამედ როგორც უსასრულო სამყაროთქმნილებას, რომელსაც ბუნების კანონები მართავს, რომლებიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია სამყაროს შემადგენელ არსებითობათა (გუნი) ურთიერთქმედებაზე. ჯაინიზმის კიდევ ერთ განმასხვავებელ ასპექტად ითვლება ანეკანტავადა — სწავლება ობიექტთა და ფენომენთა სხვადასხვა სუბიექტთა მიერ განსხავებული ხედვის არსებობის შესახებ. ჯაინებს სჯერათ, რომ სანამ ადამიანის სული კარმისგან (ბედისწერისგან) არ განთაისუფლდება, ხელახლა შობის ციკლი გრძელდება. სიდჰა თავისუფალია შობის და სიკვდილის ციკლისგან, მაგრამ მაინც ინარჩუნებს უნიკალურობას; სიდჰა ვერ გრძნობს სიხარულს, დარდს, სიამოვნებას, ტკივილს და მარადიულ ნეტარებაში ცხოვრობს. გარდაცვალების შემდეგ უფლისწული მაჰავირა, როგორც დედამიწაზე ხუთნაირი სიბრძნის მბლობელი და მასწავლებელი, ტირტანკარად გამოაცხადეს. ჯაინიზმის 5 პრინციპი: 1. აჰინსა ან აჰიმსა: არ მიაყენო ვნება არც ერთ ცოცხალ არსებას. ეს ნიშნავს მკაცრ ვეგეტარიანელობას და კიდევ აზრის, სიტყვის და ქცევის სრულ უვნებლობას. 2. სატია: არ მოიტყუო, ყოველთვის ილაპარაკე უვნებელი სიმართლე. 3. ასტეია: არ მოიპარო და უნებართვოდ არ აიღო არაფერი. 4. ბრაჰმაჩარა: უმანკოება; ხორციელი სიამოვნების დათმენა. ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის იგი სექსუალურ ცხოვრებას მხოლოდ ქორწინებაში ცნობს. ბერებსა და მონაზვნებს ქორწინება ეკრძალებათ. 5. აპარიგრაჰი: არ ფლობდე არაფერს. გამოეყავი ადამიანებს და დათმე მატერიალური ნივთები აჰიმისას მიხედვით, ხუთი დებულებიდან პირველი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯაინებს სჯერათ, რომ სხეულს ენერგიის ცენტრები აქვს, რომლებსაც ჩაკრები ეწოდება (სანსკრიტის ენაზე ჩაკრა ბორბალს ნიშნავს). არსებობს 7 მთავარი ჩაკრა: 6 სხეულშია, მეშვიდე კი თავზე ზევიდანაა განლაგებული. ითვლება, რომ ჩაკრების აღქმა ბგერით, სინათლით და ფერით არის შესაძლებელი. ჩაკრებზე ზემოქმედებით ადამიანს კურნავენ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ქევანა |
Sep 30 2011, 06:05 PM
პოსტი
#18
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა აქ აპოლოგეტიკურად წავიდა ლაპარაკი? ვერ გავიგე... აი ეხლა გადახედე შენს პოსტებს ამ თემაში, მერე აპოლოგეტიკაში და 1 განსხვავებას თუ მიპოვი, 10იან დაგიწერ 10ქულიანი სისტემით ^^ აქ ვსაუბრობთ ქევყნის კულტურაზე და არა საკუთრივ რელიგიის შესახებ. ძალიან კარგია როცა არქიტექტურაზე და ტაჯ მაჰალზე დაწერე, მაგრამ აქ არ დავინახო ეგ იისფერი ჭაბუკი, თან ამხელა ფოტოთი ^^ უბრალოდ არ შეჰფერის ამ განყოფილებას, გამიგე? თამილებზე კი აუცილებად დავწერ. ეხლა რაც მახსოვს ისაა, რომ სამხრეთში ცხოვრობენ, დრავიდების შთამომავლებად ითვლებიან. როგორც მახსოვს, და არ ვცდები, დღემდე ინდოეთში შემავალი ეთნოსები ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპატიით არ არიან გამსჭვალულები. ისე, კანის ფერითაც განსხვავდებიან. საინტერესო იქნება ასევე სითჰებზე საუბარი ^^ -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
George Leluashvili |
Sep 30 2011, 08:48 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ქევანა
ციტატა აი ეხლა გადახედე შენს პოსტებს ამ თემაში, მერე აპოლოგეტიკაში და 1 განსხვავებას თუ მიპოვი, 10იან დაგიწერ 10ქულიანი სისტემით ^^ კაი რა ქეთევან, მეკაიფები? რა შედარებაა? იქ ერთმანეთს ვხოცავთ და აქ კიდე უბრალოდ, როგორც ინდურ კულტურასთან მთლიანად შერწყმული რელიგიის სურათები დავდე. აი შენ თუ ერთ მსგავსებას მაინც მიპოვი, მე დაგიწერ აქეთ ქულებს. ციტატა აქ ვსაუბრობთ ქევყნის კულტურაზე და არა საკუთრივ რელიგიის შესახებ. ეს რელიგია ინდური კულტურისგან განუყოფელია ციტატა ძალიან კარგია როცა არქიტექტურაზე და ტაჯ მაჰალზე დაწერე მადლობა ღმერთს კარგიც რომ აღნიშნე ციტატა აქ არ დავინახო ეგ იისფერი ჭაბუკი, თან ამხელა ფოტოთი რათქმაუნდა აღარ დაინახავ. შენ რო არ გეთქვა, მე ისედაც აღარ დავდებდი. რა საჭიროა? მართლა ისეთი შეუგნებელი არ ვარ როგორც აქ უმრავლესობას გონია. პ.ს. თუ მასე არ მოგწონს წაშალე ეგ სურათი... მაგრამ ინდოეთი კრიშნას გარეშე ვერ წარმომიდგენია... -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
karpaki |
Sep 30 2011, 08:53 PM
პოსტი
#20
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
ქევანა კაი რა ქეთევან, მეკაიფები? რა შედარებაა? იქ ერთმანეთს ვხოცავთ და აქ კიდე უბრალოდ, როგორც ინდურ კულტურასთან მთლიანად შერწყმული რელიგიის სურათები დავდე. აი შენ თუ ერთ მსგავსებას მაინც მიპოვი, მე დაგიწერ აქეთ ქულებს. ეს რელიგია ინდური კულტურისგან განუყოფელია მადლობა ღმერთს კარგიც რომ აღნიშნე რათქმაუნდა აღარ დაინახავ. შენ რო არ გეთქვა, მე ისედაც აღარ დავდებდი. რა საჭიროა? მართლა ისეთი შეუგნებელი არ ვარ როგორც აქ უმრავლესობას გონია. კაი კაი გასაგებია მოდი ეხლა შენ რამე საინტერესო გვითხარი აი მაგალითად სამოსი ძალიან მომწონს მათი სამოსი ქალების, ანუ სარი და მათი ცნობილი ნიშანი შუბლზე,სხვადასხვა ფერის,წითელი და შავი.გათხოვილ ქალებს აქვთ წითელი ხო,თუ პირიქით -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი