IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სამშობლოსათვის წამებული, დიმიტრი ყიფიანი
მატასი
პოსტი May 23 2007, 01:00 AM
პოსტი #1


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



წეღან გაზეთებს ვათვალიერებდი, და კვირის პალიტრის ერთ-ერთ ნომერში წავიკითხე, რომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შეურაცხავთ... smile.gif სამწუხაროდ არ ვიცოდი, და ვიფიქრე შეიძლება კიდევ ვინმემ არ იცოდესთქო...
და მოკლედ ამითომ გავხსენი ეს თემა smile.gif

"მისი მოწამეობრივი აღსასრულიდან 120 წლის შემდეგ, ამა წლის აპრილის ბოლოს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა, უწოდა მას "სამშობლოსათვის წამებული" და მისი ხსენების დღედ 26 აპრილი დააწესა"

მე პირადად ძალიან გამახარა ამ ამბავმა, და ასე გვიან რატომ გავიგე არ ვიცი....
1886 წელს, როდესაც ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დაწყევლა, და ამ საკითხზე ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, დიმიტრი ყიფიანმა ეგზარხოსს ქართველებისთვის ბოდიშის მოხდა და საქართველოს დატოვება მოითხოვა....
ამის გამო, 75 წლის დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს...
შემდეგ კი... გირით გაუჩეჩქვეს თავი...
"ის ტვინი, რომელიც სამშობლოზე ფიქრობდა, თავზე დაანთხიეს... და იმ გულზე, რომელიც სამშობლოზე ძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს"


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Oct 30 2018, 09:10 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,036
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიმიტრი ყიფიანის უფროსი შვილის, ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწის, ნიკოლოზ ყიფიანის მეცადინეობით გაიხსნა ქვიშხეთში პირველი დაწყებითი სკოლა, მან გამოაქვეყნა საინტერესო წერილები გრიგოლ ორბელიანის, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი წერეთლის ზოგიერთი ნაწარმოების შესახებ, "ქართული პოეზიის ნიმუშები" და მათი გარჩევა, აგრეთვე წერილი ფერეიდნელი ქართველების მდგომარეობის შესახებ.

მამის გარდაცვალების შემდეგ, 1890 წელს, ნიკოლოზ ყიფიანი საზღვარგარეთ გაემგზავრა სამკურნალოდ და იქიდან აღარ დაბრუნებულა. ბელგიაში დასახლდა. იყო ბრიუსელისა და მონსოს უნივერსიტეტების პროფესორი. მიუხედავად უცხოობაში ყოფნისა, საქართველოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია, ხშირად გზავნიდა კორესპონდენციებს. გარდაიცვალა ბრიუსელში 1905 წელს. დაკრძალულია იქვე.

ნიკო ყიფიანის უმცროსი ქალიშვილი ბარბარე ევროპის სამეცნიერო წრეებში ცნობილი ფსიქოფიზიოლოგი გახლდათ. ევროპაში საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას ეწეოდა. 1910-იან წლებში მისი თაოსნობით ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში დაარსდა ქართული განყოფილება. ამავე წელს დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ ბოლშევიზაციის პერიოდში ახალი ხელისუფლებისაგან დევნილი გადავიდა ბრიუსელში, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ნინო (ნუცა) ყიფიანი, ნიკო ყიფიანის უფროსი ქალიშვილი, დაიბადა ქვიშხეთში. სწავლობდა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელში, საიდანაც გარიცხეს რევოლუციური შეხედულებებისთვის. იგი გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც დაამთავრა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაება 900-იანი წლების განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც რამდენჯერმე მეტეხის ციხეში იჯდა. ნინო ყიფიანს აეკრძალა რუსეთის იმპერიაში ცხოვრება და იძულებული გახდა, სამშობლოდან წასულიყო. 1920 წელს დაბრუნდა და ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანისეულ სახლში გარდაიცვალა. დასაფლავებულია იქვე.

დიმიტრი ყიფიანის უსაყვარლესი შვილი ელენე ქვიშხეთში დაიბადა. მამა მას ეძახდა ლოკას, ლოკოკინას, ლოლიას. იყო მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, მთარგმნელი. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღრებისა და სასულიერო საგალობლების შეკრება-ნოტებზე გადატანაში. იგი უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას. მონაწილეობდა ქვიშხეთში საზაფხულო სკოლების გახსნაში. ელენეს მეუღლე იყო ქუთაისელი ვექილი ანტონ ლორთქიფანიძე. დიმიტრი ყიფიანმა თავისი მამული სამივე შვილს თანაბრად გაუყო. ელენეს შეხვდა ჩუმათელეთი და ტაშისკარი.

ნინო ყიფიანი დიმიტრი ყიფიანის უსაყვარლესი რძალი და ცნობილი მსახიობის, კოტე ყიფიანის მეუღლე გახლდათ. ნინო გორის მაზრის სოფელ ძვილეთში დაიბადა. მამამისი, ბეჟან ტატიშვილი, ადრე გარდაიცვალა და დარჩა ობლად 7 ბავშვი, რომელთაგან უფროსი 10 წლისა იყო. ნინოს დედამ შემწეობა სთხოვა დიმიტრი ყიფიანს, რომელმაც გულთან მიიტანა ობლების ბედი. პატარა ნინო ხშირად დადიოდა დეიდასთან (ის ცოლად ჰყავდა დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილს ვასილ ყიფიანს), რომელიც ქვიშხეთში იყო გათხოვილი. მას მუსიკასა და წერა-კითხვას ასწავლიდა დიმიტრის ქალიშვილი ელენე. აქ გაიცნო მომავალი მეუღლე კოტე ყიფიანი.

ნინო შეუდგა სწავლას და თვითგანათლებას, თავად დიმიტრი ასწავლიდა ფრანგულ ენას უსაყვარლეს რძალს. მამამთილი მის სურათს ჯიბით ატარებდა და ასე აცნობდა ნათესავებს. ნინოს ხელმძღვანელობით ზაფხულობით იხსნებოდა საზაფხულო სკოლები, სადაც უღარიბესი ბავშვები უფასოდ სწავლობდნენ წერა-კითხვას და ანგარიშს.

1893 წელს ქვიშხეთს ილია ჭავჭავაძე ესტუმრა ქართველ მოღვაწეებთან ერთად. მას ლუარსაბ ყიფიანმა უმასპინძლა. მეორე დღეს ილია დიმიტრი ყიფიანის ოჯახს ესტუმრა, მას ნინო ღირსეულად დახვდა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ნინო საბოლოოდ დასახლდა ქვიშხეთში და მარტო უვლიდა სახლსა და მამულს. დიმიტრისეული კარმიდამო სიცოცხლეშივე გადასცა მწერალთა კავშირს. თავისთვის ორი ოთახი დაიტოვა და სიკვდილამდე ცხოვრობდა თავის ნათლულთან, ანეტა ყაზიშვილთან ერთად.

ანეტა იყო მისი მფარველი და პატრონი, ნინომ ხელში დალია სული 1937 წელს, დაკრძალულია ყიფიანების აღდგომის სახელობის საგვარეულო ეკლესიაში."

/"კარიბჭე" N11, 2010, გვ.25/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
_Matasi_   სამშობლოსათვის წამებული   May 23 2007, 01:00 AM
BOO   Matasi არ ვიცოდი მადლო...   May 23 2007, 01:09 AM
კანონისტი   _Matasi_ ფორუმზე სინოდი...   May 23 2007, 10:36 AM
qarizma   საქართველოს საპატ...   Nov 12 2012, 01:50 AM
A.V.M   qarizma ადიგენში რომ გა...   Nov 14 2012, 12:56 AM
marine   ვფიქრობ, აღსანიშნა...   Nov 15 2013, 12:21 PM
marine   "სტავროპოლში გად...   Feb 3 2015, 07:27 PM
marine   საქართველოს საპატ...   Mar 29 2015, 11:10 PM
marine   სურამისა და ხაშური...   Apr 5 2015, 06:03 PM
marine   "...მაშინ ილიამ ხელ...   Dec 4 2015, 09:00 PM
marine   http://s019.radikal.ru/i603/1604/8c/211338b363df.j...   Apr 8 2016, 03:47 PM
marine   "საქართველოს საპ...   Apr 13 2016, 08:51 PM
marine   http://s19.radikal.ru/i192/1604/d6/5e7a5bf9fd65.jp...   Apr 26 2016, 12:13 PM
marine   "22 ივნისს, 18:00 საათზ...   Jun 21 2016, 12:03 PM
marine   ფოტოალბომის ,,დიმი...   Jun 24 2016, 11:17 PM
marine   "განთიადი" " ღ...   Jul 4 2016, 10:20 PM
marine   სასაცილოდ არ მყოფნ...   Aug 10 2016, 10:36 PM
marine   "დიდი ადამიანები ...   Aug 21 2016, 10:29 PM
marine   "ისტორიკოსები და ...   Aug 22 2016, 10:10 AM
marine   "დიმიტრი ყიფიანი ...   Aug 22 2016, 07:12 PM
marine   ნაწყვეტი დიმიტრი ყ...   Aug 27 2016, 01:23 PM
marine   "...არჩილ ჯოჯაძის უ...   Nov 26 2016, 09:44 PM
marine   "დღეს თბილისში გა...   Nov 27 2016, 10:26 AM
marine   დავბეჭდოთ თუ არ და...   Nov 27 2016, 02:26 PM
marine   "თბილისში, სვანეთ...   Dec 21 2016, 03:01 PM
marine   "კეთილშობილთა სა...   Feb 16 2017, 01:14 PM
marine   "დიმიტრი ყიფიანი ...   Feb 17 2017, 10:55 PM
marine   "ნინო მეუღლეს "ღ...   Feb 17 2017, 11:08 PM
marine   "ქართველ ერში დიმ...   Feb 20 2017, 08:04 PM
marine   "დიმიტრი, თურმე, კ...   Feb 24 2017, 05:47 PM
marine   "დიმიტრი ყიფიანი ...   Feb 24 2017, 06:04 PM
marine   "დიმიტრი, ქვიშხეთ...   Feb 24 2017, 06:18 PM
marine   ამა წლის 11 მაისს მხ...   May 13 2017, 07:45 PM
marine   მხატვართა საყურად...   Jan 12 2018, 04:50 PM
marine   ხვალ, 23 იანვარს, 15 სა...   Jan 22 2018, 01:38 PM
marine   "ხაშურის მხარეთმ...   Jan 24 2018, 10:44 AM
marine   "1887 წლის 24 ოქტომბე...   Oct 14 2018, 09:36 PM
marine   "დიმიტრი ყიფიანი...   Oct 30 2018, 09:10 PM
marine   მთაწმინდობა "ქვი...   Nov 6 2018, 09:12 PM
marine   "როცა ბანკში მისუ...   Sep 29 2019, 03:19 PM
marine   "წმ დიმიტრი ყიფია...   Oct 22 2019, 01:54 PM
marine   "საფლავზე პირველ...   Dec 28 2019, 10:19 PM
marine   "1894 წელს გამართულ...   Dec 29 2019, 05:54 PM
marine   "მას თავისი ქვეყნ...   Feb 2 2020, 05:32 PM
marine   "ეროვნული ხსნის პ...   Mar 5 2020, 02:13 PM
marine   "1845 წელს დიმიტრი ყ...   Mar 5 2020, 02:28 PM
marine   "დიმიტრისა და ნინ...   Mar 5 2020, 02:46 PM
marine   "ლიტერატურული მო...   May 1 2020, 07:42 PM
marine   "1850 წელს დიმიტრი ყ...   May 4 2020, 07:48 PM
marine   "ეროვნულ საკითხშ...   May 6 2020, 10:15 PM
marine   "ტრაგიკული როლის ...   May 10 2020, 10:15 PM
marine   "დიმიტრი ყიფიანი ...   May 30 2020, 03:55 PM
marine   "დიმიტრი ყიფიანი,...   May 31 2020, 06:42 PM
marine   "სამშობლოსათვის ...   Jun 4 2020, 05:21 PM
marine   "1887 წლის შემოდგომ...   Jul 15 2020, 12:40 PM
marine   "1893 წლის ზამთარში, ...   Aug 6 2020, 09:23 PM
marine   https://c.radikal.ru/c07/2012/ac/08f6811a8d0b.jpg ...   Dec 15 2020, 05:51 PM
marine   "[ქუთაისის წმინდა...   Oct 21 2021, 09:10 PM
marine   "1887 წ. 24 ოქტომბერი ი...   Jan 11 2022, 03:28 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 08:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი