თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ წესები

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 28 2007, 04:26 PM

მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს განყოფილების "ახალი თემების" მთავარი განყოფილების "ახალი თემების"
წესები


I. განყოფილება "ახალი თემები"
1. განყოფილება წარმოადგენს ფორუმის ნაწილს და განკუთვნილია ფორუმზე დარეგისტრირებული წევრების მიერ ერთმანეთისათვის სხვადასხვა საკითხში მიღებული გამოცდილების გასაზიარებლად; საუბრებისთვის, რომლებიც არ არის პირადი ხასიათის და გარკვეულწილად უკავშირდება რელიგიის, ხელოვნების, ლიტერატურის( კულტურის) თუ სხვა ზოგადი შინაარის მქონე საკითხებთან დაკავშირებულ დამოკიდებულებას, კულტურის სხვადასხვა დარგში სიახლეებთან გაცნობას.
2. განყოფილებაში მოქმედებს ფორუმის საერთო წესები.
3. განყოფილების თემად ითვლება ყველა ის თემა ან ქვეთემა, რომელიც:
3.1. წარმოადგენს სიახლეს სხვადასხვა საკითხში, რომელიც ზირითადად უკავშირდება კულტურის სფეროს, ან წარმოადგენს რელიგიისადმი ფორუმელების დამოკიდებულებისა, მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარებას.
3.2. განკუთვნილია ერთმანეთის კულტურული დონის ასამაღლებლად, ცოდნისა და განათლების გასაზიარებლად.
3.3. განკუთვნილია რაიმე თხოვნის ან იდეის გამოსახატად (რომელიც დაკავშირებულია რაიმე სახის სინფორმაციის მისაღებად, შემეცნებისთვის);
3.4. ეხება ისეთ სფეროს, რომლისათვის ჯერ არ არის გახსნილი ახალი განყოფილება.
4. განყოფილების ენა არის ახალი ქართული.
4.1. ყოველი მოსაზრება უნდა იქნეს დაწერილი ქართული მხედრული ანბანით.
4.2. არაქართულენოვანი მოსაზრების ან ციტატის დაწერა დასაშვებია მაშინ, თუ ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

II. მოსაზრების (ე.წ. "პოსტი"-ს) დაწერის წესი
1. მოსაზრება უნდა იქნეს დაწერილი გასაგებად და მკაფიოდ, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მართლმადიდებლურ სწავლებას.
2. მოსაზრება უნდა შეესაბამებოდეს თემის შინაარსს.
3. დაუშვებელია თემისგარეთა მოსაზრებები (ე.წ. "ოფტოპიკი"), ლაყბობა (ე.წ. "ჩეთი") ან თემიდან სხვაგვარი გადახვევა.
4. დაუშვებელია შეურაცხყოფა, გადაკიდება და განკითხვა, დაცინვა, ცინიზმი.
5. დაუშვებელია ყველანაირი სხასიათის სწავლების "ქადაგება", რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურს.
6. დაუშვებელია ეკლესიისა და სახელმწიფოს შეურაცხმყოფელი პოსტები.
7. დაუშვებელია ყველანაირი აღშფოთების, მრისხანებისა და ჩხუბის შემცველი ან მაპროვოცირებელი პოსტების წერა.
8. ყველა ფორუმელი ვალდებულია სიყვარულით და შემწყნარებლურად, მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით მოეკიდოს სხვა ფორუმელებს.

III. ახალი თემის გახსნა
1. ახალი თემა უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის I ნაწილის მე-3 პუნქტს.
2. დაუშვებელია ახალი თემის გახსნა მაშინ, როდესაც არსებობს მსგავსივე შინაარსის სხვა თემა ამავე ან სხვა განყოფილებაში.
3.დაუშვებელია პოლიტიკური ხასიათის თემების გახსნა.
4. ფორუმის 10 წევრს უფლება აქვს მოითხოვოს მნიშვნელოვანი თემის მიჭიკარტება (ე.წ. "მიპინვა").
5. თუ პოსტების რაოდენობა ერთიდაიმავე თემაში 300-ზე მეტია, მოდერატორებს უფლება აქვთ დახურონ თემა და გახსნან იდენტური სახელწოდების ახალი თემა. ასეთ თემას აღწერილობაში მიეთითება მერამდენე ნაწილია.

IV. მოდერატორები
1. ფორუმზე დადგენილი წესების შესაბამისად განყოფილებას აკონტროლებენ მოდერატორები.
2. მოდერატორებს უფლება აქვთ:
2.1. შეაერთონ, გადაიტანონ, მიაჭიკარტონ, ჩამოაჭიკარტონ, წაშალონ, ჩაასწორონ ან დახურონ თემა ან შესაბამისად ცალკეული მოსაზრება;
2.2. გაფრთხილება (ე.წ. "ვორნი") მისცენ ფორუმის წევრს ამ წესების ან ფორუმის საერთო წესების დარღვევისათვის;
2.3. შეასრულონ მათთვის დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
3. ფორუმის წევრს უფლება აქვს გაასაჩივროს მოდერატორების ნებისმიერი გადაწყვეტილება ადმინისტრატორთან.
4. ამ (IV) ნაწილით გათვალისწინებული ყოველი საკითხი წყდება მოდერატორთა ურთიერთშეთანხმებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრატორი.

V. წესებში ცვლილების შეტანა
1. წესებში ცვლილების შეტანა ხდება მოდერატორების მიერ საკუთარი ან არანაკლებ 15 წევრის ინიციატივით.

სიყვარულით
მოდერაოტრები:

kato_Bato, დათიკო, ქეთუ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)