თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ მღვიძარება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2016, 12:29 PM

"როცა ღირს აკაკი კავსოკალიველს ჰკითხეს ძილსა და მღვიძარებაზე, მან უპასუხა: - ნახევარი საათის ძილი საკმარისია ჭეშმარიტი მონაზვნისთვისო!

თვითონ კი, წარმოუდგენელი სიმამაცით, მთელი ღამე იდგა ფეხზე ან დაჩოქილი ლოცულობდა და გალობდა, მიუხედავად იმისა, რომ მხცოვანს თიაქარი ძლიერ სტანჯავდა. ძალზე მცირე ხანს ეძინა, ისიც განთიადისას. დაეყრდნობოდა თავის ხელს, ან რაიმე საგანს და წათვლემდა, რათა გონება არ შერყეოდა უზომო მღვიძარებისგამ".



"წმინდა გრიგოლ პალამამაც უდიდესი ბრძოლა გაუმართა თავის სხეულსა და ძილს. სამი თვის მანძილზე დაუძინებლად ლოცულობდა თავის ასკეტერიონში, თუმცა წმინდანმა ეს ღვაწლი შეწყვიტა, რათა ტვინი არ დაზიანებოდა მუდმივი მღვიძარებისგან".


"ბევრი ძილისგან ჩვენი გონება სუქდებაო".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2016, 01:39 PM

„ჭეშმარიტად, მღვიძარება განაქარვებს სხეულს... ყველაზე საშინელი გამოვლინება - ძილისგუდობის ვნებაა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2016, 02:00 PM

„ძილი მონა უნდა იყოს და არა ბატონი“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2016, 02:28 PM

"კავნია ქოხია, სადაც მონაზვნები ძილს ებრძვიან და ძირს რომ არ დავარდნენ, თავს თოკებით იბამენ ძელზე, ამიტომ ასეთ მონაზვნებს კავიოტებს ანუ თოკშებმულებს ეძახიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2016, 06:07 PM

"გაოცება და აღფრთოვანება გვეუფლებოდა ყოველთვის, როცა ვესტუმრებოდით მის [აკაკი კავსოკალიველის] მღვიმეს და ვუყურებდით მის დღემდე შემორჩენილ საწოლს. რომელიც სქელი, დაუმუშავებელი ნიჟარებისაგან იყო გაკეთებული და ერთმანეთისგან შორიშორს გახლდათ დაკრული ისე, რომ თითქმის შეუძლებელი გახლდათ მასზე მოსვენება".

"სამუშაოთი გადაღლილნი ღამე ყველანი ისვენებდნენ - მცირე ხნით თვალებს დახუჭავდნენ, ეკლესიის პატარა სტასიდიებზე ისხდნენ! როგორი მკაცრი ცხოვრებაა, როგორი საოცარი ღვაწლია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2016, 10:09 AM

"მას [მეუდაბნოე ფილარეტი] ხის საწოლი ყოველთვის ალაგებული ჰქონდა. ყველაფრით ჩანდა, რომ მამა ფილარეტს მიწაზე ეძინა. ამაში მისი სიკვდილის მერე დავრწმუნდით, როცა საწოლის ქვეშ შეშის ნაპობი ვიპოვეთ, რომელსაც ის მცირე ხნით ძილის დროს თავქვეშ იდებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2016, 01:04 PM

"მამა ბენიამინი ჯანმაგარი კაცი იყო. ღამისთევის ლოცვისას რომ არ ჩასძინებოდა, თავის მოსასხამს წყალში ასველებდა, გაუწურავად იცვამდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2016, 11:37 AM

"დიდებული მუშაკი ლოცვითი მღვიძარებისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2016, 11:59 AM

"კარულელ მოძღვარს, მამა ქრისტეფორეს, ჩვეულებად ჰქონდა, ღამისთევის ლოცვაზე საკუთარი თავისთვის სილა გეწნა ძილის დასაფრთხობად. რამდენადაც მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ, მით უფრო მოწყალე გახლდათ გლახაკებისადმი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2016, 07:32 PM

"[წმინდა თეოფანია დედოფალს] შესამოსლის ქვეშ მჩხვლეტავი ჯვალო ემოსა, ეძინა უხეშ საწოლზე, რომლის ქვეშაც ცხოველების ბასრ ძვლებს ყრიდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 08:47 PM

"[წმ. პეტრე ათონელს] საწოლად ჰქონდა მიწა და საბნად - ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 11:09 AM

"ღირსმა აკაკი კავსოკალიველმა (+1730) თქვა:

"არც რბილი ხალიჩები, არც სამოსი, არც სიმდიდრე, არც საჭმელი არ გამოკვებავს და გამოზრდის ვნებებს ისე, როგორც დიდხანს ძილი. სხვა არაფერი მოთოკავს მათ ისე, როგორც მღვიძარება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2016, 09:54 AM

"ღვაწლი მამა ბესარიონისა - "თქუა მამამან ბესარიონ: ორმეოცი დღეი და ღამეი დავყავ ეკალთა შორის ზედგომილ, მიუყრდნობელად. ორმეოცსა წელსა არ მივსდევ გუამი ჩემი ზედა გუერდსა ჩემსა, არამედ ანუ ჯდომით, ანუ ზედგომით მივიძინი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2016, 10:11 AM

„ძილის მბრძანებელი მამა სარმატი - „უკუეთუ ვარქვი ძილსა: წარვედ, წარვიდის, და უკუეთუ ვარქვი - მოვედ, მოვიდის“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 08:54 PM

"გინახავს ოდესმე, რომ მამა იერონიმეს საწოლში სძინებოდა? დამჯდარს სძინავს, მიიფარებს ნაქსოვ წამოსასხამს. როგორც კი დაჰკრავენ დაფს, მაშინვე ეკლესიისკენ ისწრაფვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2016, 09:23 AM

"ხორცი მღვიძარებაშიც გვიშლის ხელს. არადა, უხილავ ბრძოლაში რომ არ დავმარცხდეთ, გამუდმებით მღვიძარენი უნდა ვიყოთ. მღვიძარება საოცარი მდგომარეობაა ცოდვიდან გამოსვლისა. გული, ადამიანის ცენტრი, მღვიძარების გარეშე არ ფორმირდება. აუცილებლად უნდა გამოვიღვიძოთ ცოდვისა და უცოდინარობის ძილისგან".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2016, 08:39 PM

"მოღვაწემ საერთოდ არ უნდა მოასვენოს სხეული ძილით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2016, 09:55 PM

"მკაცრ მარხვასთან ერთად მამა პაისი მღვიძარების ღვაწლსაც ეწეოდა. ყოველ ღამე შუაღამიანს ლოცულობდა, დღისით არასოდეს ისვენებდა, დღე-ღამეში სამიოდე საათს ჩათვლემდა. ღამის ლოცვებზე ხარჯავდა მთელ ძალებს, ათევდა ღამეს და უთვალავჯერ იდრეკდა მუხლს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2016, 09:12 PM

"ძილით იმდენი ეძინა [ღირს იოანე კლემაქსს], რომ გადამეტებული მღვიძარებისაგან გონებას არ ვნებოდა რამე, ძილამდე კი ბევრს ლოცულობდა და წერდა წიგნებს, რადგან მისთვის სწორედ ეს საქმე იყო მოწყინებისგან დამხსნელი".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2016, 12:52 PM

"მზის ამოსვლამდე თუ ადგები (ლოცვისთვის) - ანგელოზები გაიხარებენ! რა თქმა უნდა, ყველას ასე მოქცევა არ შეუძლია. ზოგიერთი ღამის ცვლაში მუშაობს - ეს გამონაკლისია. არადა, დიდი ღვაწლია ადრე ადგომა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2016, 09:05 PM

" - ანდრეი თეოდორეს ძევ, როდისღა გძინავს? - ეკითხებოდნენ.

- ძილს მიწაშიც მოვასწრებთ, - უპასუხებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2016, 06:23 PM

"ძალიან თავშეკავებით ცხოვრობდნენ [წმინდა ბეთანიელი მამები], საწოლებიც კი არ ჰქონდათ, ხმელ ფიცრებზე ეძინათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2016, 09:37 PM

"იმ დროიდან, რაღაც უპატიო დაწოლა და ძილი დაიწყო [წმ. გაბრიელ სალოსმა]. ხანდახან ლოგინში არ ჩაწვებოდა, კუთხეში მოკუნტული იძინებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 10:57 AM

"სქემმონაზონი საბინი შვიდი წელი არ დაწოლილა საწოლზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2016, 12:34 PM

"ღამ-ღამობით ლოცულობდა და შემდეგ რამდენიმე საათით თუ ჩასთვლემდა, ისიც - ნახევრად მჯდომარე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 11:05 AM

"[წმ. სტეფანე დრაგუტინი] ღამეებს ლოცვაში ატარებდა და დაქანცული თუ ჩათვლემდა, წვეტიანი ქვები მალევე აღვიძებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 11:59 AM

„მიუხედავად იმისა, რომ ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი, გაორმაგებული ენერგიით მიეცა ლოცვას და მღვიძარებას“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 09:59 PM

"მარხვის შემდეგ ტკბილია პური, მღვიძარების შემდეგ ტკბილია ძილი და დაღლილს სიპი ქვაც კი სავარძელზე უკეთ დაგასვენებს".

/მონაზონი პაისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2017, 11:04 PM

"ღამე მხოლოდ სამი საათი ეძინა, ისიც პატარა სკამზე ჩამომჯდარს, დღისით კი ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2017, 09:34 PM

"დღისით დამწყსიდა თავის მრევლს, მათზე ზრუნავდა, ხოლო ღამეებს ლოცვასა და სასულიერო ლიტერატურის კითხვაში ატარებდა, რომ არ ჩასძინებოდა, წიგნზე მძიმე მეტალის ნივთს ადებდა, რათა გაღვიძებოდა, როცა ეს საგანი ხმაურით მიწაზე დავარდებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2017, 10:56 PM

"მან [წმ. ათანასე] ძილის ტირანიას სძლია და ლოცვისას გასაოცარ აღფრთოვანებას გრძნობდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2017, 01:27 PM

მზის ჩასვლისას მივაღწიე ყუთლუმუშის წმინდა სკიტს. მამა ნიკოლოზ კვიპრელის კალივაში უნდა მივსულიყავი. დიდი სიყვარულით მიმიღეს. ნავახშმევს დასასვენებლად ოთახი მიმიჩინეს. თვალის დახუჭვა ვერ მოვასწარი, რომ მთელ სხეულზე პწკენა ვიგრძენი. წამოვიჭერი და რას ვხედავ, ლეიბი და საბანი ბაღლინჯოებს დაეფარა.

სათნო ბერებს ხმა შემოესმათ თუ არა, სანახავად მომაშურეს, ასე სწრაფად რატომ წამოდგაო. მიზეზის თქმა არ მინდოდა, მაგრამ თავადვე მითხრეს:

- ეტყობა, ჩვენმა კეთილმა მეგობრებმა იფიქრეს, რომ ლოგინზე რომელიმე ჩვენგანი წამოწვა და საკვებისთვის მოვიდნენ. მამაო ქერუბინ, ისინი ჩვენ ძალზე გვეხმარებიან. ნახევარ საათზე მეტი ხნით წაძინების ნებას არ გვაძლევენ, ამიტომაც მათდამი განსაკუთრებულ მადლიერებას ვგრძნობთ.

მოძღვარმა კი, რომელიც თავმდაბლობითა და სიკეთით გამოირჩეოდა, ბრძანა:

- ორმოცდაათი წელია აქ ვარ და ამ ჩვენს კეთილ მეგობრებს წუთითაც არ მივუტოვებივართ. ისინი დიდ სიკეთეს გვიშვრებიან - ძილს ნებას არ აძლევენ, ჩვენზე გაბატონდეს. გვახსენებენ იმას, რომ ბერი რაც შეიძლება დიდხანს უნდა იდგეს ღვთის წინაშე.

/არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2017, 11:28 AM

"დაღლილს [ღირსი პაისი ათონელს] რომ არ დასძინებოდა, წყლიან ტაშტში დგებოდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2017, 12:07 PM

"თავთ წაბლის ხის ფირთქლი ედო, საწოლის ნაცვლად დაეგო ორი დაფა, შუაში ცარიელი ადგილით, რაც მის დასვენებასაც კი ღვაწლად აქცევდა. ცოტა ეძინა. ლოცვისას სტასიდიაზე არასოდეს ჯდებოდა. ფილოთეოსის მონასტერი საკმაოდ მაღლაა, ზამთარში, დიდთოვლობისას, საკმაოდ ციოდა, მაგრამ ამბერკი [ღირსი პაისი ათონელი] ღუმელს მაინც არ ანთებდა, ღვთის მადლი ათბობდა და იფარავდა სნეულებისგან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2017, 09:37 PM

"[წმ. ნიკიფორეს] თვალნი მუდამ ცრემლით ჰქონდა ამომწვარი, რამეთუ დროს უძილო ლოცვაში განლევდა, ყოველ დღეს კი - იმ ნათელთან მისაახლებელ ნაბიჯად აქცევდა, ყოველ ღვთისმოყვარე სულს რომ ენატრება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2017, 06:13 PM

"ჩემს გულში ღვთაებრივი ნათელი ბრწყინავდა. მისით გასხივოსნებულს ძილის მოთხოვნილებაც კი გამიქრა".

"მამა დოროთეს [თებაიდელი] სიჭაბუკიდან ასეთი ჩვეულება ჰქონდა: ის არასოდეს წვებოდა დასაძინებლად, არამედ ხელსაქმისას ან პურის ჭამისას თუ მიერულებოდა.

ხშირად დავარდნია ჩაძინებულს პირიდან პური. ერთხელ ის ვაიძულე, რომ ცოტა ხნით ჭილზე მიწოლილიყო. მან კი ტირილით მითხრა: "მოღვაწემ საერთოდ არ უნდა მოასვენოს სხეული ძალით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2017, 06:28 PM

"ღირსი მამის [ღირსი ბესარიონ მეგვიპტელის] მოწაფეთა მოწმობით, ორმოცი წლის მანძილზე საწოლზე არ დაწოლილა, რომ დაესვენა; მხოლოდ მცირე ხანს ჩაიძინებდა, ან ფეხზე მდგარი, ანდა მიმჯდარი".

"[ღირსი ატალოსი] მწოლიარე ძილს არასოდეს ეძლეოდა, მხოლოდ ჩამოჯდებოდა თუ მითვლემდა რამდენიმე წუთით, რომ ღმერთთან განუწყვეტელი საუბარი არ შეეწყვიტა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2017, 12:22 PM

მღვიძარება ღვთის ბოძებული ნიჭია. ამ სათნოების მოპოვება საკუთარ თავზე მუშაობით და სულიერი ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევა. მღვიძარებას ორი სახე აქვს - ხორციელი და სულიერი. ერთ-ერთმა სულიერმა შვილმა მოძღვარს ჰკითხა, - რა უფრო მნიშვნელოვანია და მოსაწონი ღვთის წინაშე, ხორციელი ღვაწლი თუ სულიერი შრომაო. მოძღვარმა მიუგო, რაც ფოთოლია ხისათვის, ეს არის ხორციელი შრომა, ღვაწლი, ხოლო ნაყოფი - სულიერი ღვაწლი. რა თქმა უნდა, სულიერ ღვაწლს წინ უძღვის ხორციელი შრომა. ნაყოფი რომ მომწიფდეს და სრულყოფილად ჩამოყალიბდეს, ფოთოლი აუცილებელია ხისთვის. ასევე აუცილებელია მოღვაწისთვის ხორციელი შრომა, რათა მან მიიღოს სულიერი ნაყოფი. ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს მღვიძარებას, რაც, სულიერი თვალსაზრისით, არის მუდმივი თვალყურის დევნება საკუთარი თავისთვის. სახარებაში უფალი ჩვენი იესო ქრისტე მიანიშნებს მღვიძარების საჭიროებაზე. გეთსემანიის ბაღში, სადაც მაცხოვარი ლოცულობს, თავის მოწაფეებს, მოციქულებს სთხოვს - "იღვიძებდით და ილოცვიდითო". მაცხოვარი მიუთითებს, რომ მღვიძარედ იყვნენ, რათა განსაცდელს, ცოდვას განერიდონ. ასევე სულიერი მღვიძარება აუცილებელია უფლის მადლის ადამიანებზე დასაშვებად.

რა თქმა უნდა, მღვიძარება მნიშვნელოვანია ბერმონაზვნურ ცხოვრებაში. თანამედროვე მონასტერში ექვსი საათი ნორმალური დროა, რათა მონაზონმა მოისვენოს. მუხლმოდრეკა, მარხვა და სათნოებები ითვლება ხორციელ ღვაწლად. არსებობს სულიეირ მღვიძარება, რომელიც ნაყოფია სულისა წმინდისა. ეს ნიშნავს, რომ სულიერად მღვიძარე ადამიანი უნდა აკონტროლებდეს საკუთარ მისწრაფებებს, აზრებს. რამდენად არის აზროვნებით ღმერთთან. მღვიძარება აფიქრებს ადამიანს მარადიულსა და სულის ცხონებაზე, როგორ ასიამოვნოს უფალი თავისი ცხოვრებით. მღვიძარების პროცესში უფლის ყველა მცნება მოღვაწისთვის განსაკუთრებით საყურადღებო ხდება. მღვიძარების ნაყოფად ადამიანი იღებს სულიწმინდის ნიჭებს, უფალი გამოყოფს ნიჭს ადამიანში სხვადასხვა დოზით, რისი დაცვაც მას შეუძლია. თითოეულ მოღვაწეს მიდრეკილება აქვს სხვადასხვა სათნოებისადმი. ზოგს ებოძა უსაზღვრო სიყვარული, ზოგს - სტუმართმოყვარეობა, მღვიძარება, სიტკბოება, მყუდროება. თუ ადამიანი ღვთით ცხოვრობს, ყველა სათნოებას იძენს.

/მღვდელმონაზონი მათე (ვაშაყმაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2017, 08:49 AM

"დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის მიერ ნათარგმნი წიგნიდან, "მართლმადიდებელი მოძღვრის დღიურიდან", ვიგებთ, რომ მღვიძარება - ესაა მაცხოვრის ბრძანება, უფრო სწორად, თხოვნა მოწაფეთა მიმართ, მაგრამ საბრალო, დაღლილმა მოწაფეებმა ეს ვერ აღასრულეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2017, 10:58 AM

"ერთხელ ლოცვაში ჩაძირული ღირსი მამა [ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი] 40 დღის განმავლობაში განუძრევლად იდგა ფეხზე ისე, რომ არც საზრდელი მიუღია და არც ჩასძინებია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2017, 11:11 PM

"[ღირსი პალამოსი] ღამითაც კი მუშაობდა და ღვთის სიტყვას კითხულობდა, რომ არ დასძინებოდა, და თუ ძილი მოერეოდა, გოდორით ერთი ადგილიდან მეორეზე ქვიშა გადაჰქონდა".

"ღამე ვფხიზლობთ და ღვთის სიტყვაზე ვფიქრობთ. შემდეგ მთელი დღე ფიზიკურად ვშრომობთ, თოკებს ვგრეხთ, რომ ძილს ვებრძოლოთ და ამავე დროს, მოვიპოვოთ ის, რაც არსებობისთვის არის აუცილებელი".

/ღირსი პალამოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2017, 10:14 PM

"მის [წმ. ტიხონ ზადონელი] პატარა კელიაში საწოლი არ იდგა. იწვა იატაკზე გაშლილ ხალიჩაზე და საბნის ნაცვლად ცხვრის ტყავს იფარებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2017, 10:11 AM

"მე არასოდეს მძინავს!"

/წმ. გაბრიელ ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 10:35 AM

"კუთხეში ხატი ეკიდა. ღამე, როცა ავმდგარვარ, ბაბუას [წმ. ექვთიმე კერესელიძე] ყოველთვის დაჩოქილს ვხედავდი - ლოცულობდა. საერთოდ კი წვებოდა? მე ის ჩაძინებული არ მინახავს. მამა საყვედურობდა დედას: ამდენი ხანი რატომ არ გამოგიცვლია მისთვის საწოლის პირებიო. დედა კი პასუხობდა: ლოგინში არ წვება და რატომ უნდა გამოვუცვალოო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 09:56 AM

"[ღირს ანთიმოზ ბრმას] ფიცარზე ეძინა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 06:06 PM

"[ღირსი იოანე მეოთხე, მმარხველი] თუ ძილისთვის დაწესებულ იმ მცირეოდენ დროს გადაამეტებდა, მომდევნო ღამეს თვალს არ მოხუჭავდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 06:52 PM

"უძილო ლოცვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 10:49 AM

"[წმ. მოსე შავი] სენაკის შუა ადგილას დადგებოდა ლოცვად ისე, რომ მუხლს არ იყრიდა, რათა არ ჩასძინებოდა და მთელ ღამეს ასე ატარებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2017, 10:42 AM

"ამ სოფელში ღირსეული არსებობისთვის, როგორც ამას პავლე მოციქული გვასწავლის, მარადის მღვიძარებაა საჭირო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 11:28 AM

"ხორციელი მღვიძარება მხოლოდ იმას როდი გულისხმობს, რომ ადამიანმა რაც შეიძლება ნაკლები იძინოს; შესაძლოა, ადამიანი ღამეებს ათენებდეს, მაგრამ არა იმისთვის, რომ ილოცოს ან სულისთვის სასარგებლო სხვა საქმე აკეთოს, არამედ იმისთვის, რომ უცქიროს ტელევიზორს ან სხვაგვარად გაერთოს. ამას სჯობია, იძინოს - ძილის დროს მისი სული უკეთეს მდგომარეობაში იქნება.

მაგრამ როდესაც მონასტერში მოღვაწე ფხიზლობს, ის აუცილებლად ლოცულობს ან საღმრთო წერილისა თუ სხვა საღმრთო წიგნების კითხვით არის დაკავებული, ანუ იძენს სულიერ სარგებელს, რაც სულიერი მღვიძარების მოსაპოვებლად და ამ სათნოებაში განსამტკიცებლად არის საჭირო.

ამასთანავე, ღამით ლოცვასა თუ სხვა სულიერ საქმეს უფალი მეტადაც შეიწირავს და განსაკუთრებულ მადლსაც მოგვმადლებს - ის ხედავს, რომ იმ დროს, როდესაც თითქმის ყველას სძინავს, ვიღაც დგება და ლოცულობს, რაღაცას იკლებს უფალთან ყოფნისთვის.

ღმერთს ჩვენი არც მღვიძარება სჭირდება, არც სხვა რამ შესაწირი; ეს ყოველივე თავად ჩვენ გვჭირდება უფალთან თანამყოფობისთვის, მისგან მადლისა და წყალობის მისაღებად."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2017, 10:22 AM

“- მონასტერში მოღვაწეს, ალბათ, ზედმეტი ძილის სურვილი არც უჩნდება...

- კაცი მონასტერში რომ მიდის, უკვე იცის, რომ ფიზიკური მღვიძარებაც მოეთხოვება და ამის მნიშვნელობაც გაცნობიერებული აქვს, შემდეგ კი, როცა სამონასტრო ცხოვრებას შეუდგება, გადაეწყობა იმ განრიგზე, რასაც სამონასტრო წეს-განგება მოითხოვს, თავისთავად, ძილიც ნაკლები სჭირდება.

მონასტერში ბერების მოსასვენებელი საწოლებიც კი არ არის ისეთი, რომ ძილისკენ მიდრიკოს ადამიანი. თუ კაცი რბილ და მოხერხებულ საწოლში წევს, გაღვიძების შემდეგ კვლავ ძილისკენ მიუწევს გული, ამიტომ სასურველია, მორწმუნემ თავს უფლება არ მისცეს, იძინოს მეტისმეტად რბილ საწოლში, ბერ-მონაზონთათვის კი ეს მით უმეტეს არ არის საკადრისი, რადგან ადამიანი საერო ცხოვრებას რომ ტოვებს, ის უარს ამბობს ყველაფერზე, რაც ხორციელ სიამოვნებას ანიჭებს.”

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2017, 10:33 AM

- განუწყვეტელი ფიზიკური მღვიძარება ორგანიზმის გამოფიტვას ხომ არ იწვევს? ბერ-მონაზვნებს ხომ დღე-ღამეში მხოლოდ ოთხი ან ხუთი საათი სძინავთ...

- იყვნენ ბერები, რომლებმაც საუკუნეზე მეტხანს იცოცხლეს და დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ ერთი-ორი საათი ეძინათ. ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე მამა ილარიონ ქართველს დღე-ღამეში ორი საათი ეძინა: ერთი საათი - იატაკზე მჯდომს, ერთიც - კვერთხზე დაყრდნობილს, - მაგრამ რაკი მისი ორგანიზმი ღვთისთვის სათნომყოფელი ცხოვრებით იყო განბრძნობილი და განმტკიცებული, ამას არც გამოფიტვა გამოუწვევია და არც სხვა სახის ხორციელი დარღვევა. ამ ყველაფერს ამქვეყნიური ამაო ცხოვრება უფრო იწვევს, ვიდრე ღვთისთვის სათნო საქმეთა გამო სიფხიზლე.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2017, 10:56 AM

"საწოლი არ ჰქონდა, ეძინა ძალიან ცოტა - მიწაზე დადებულ ფიცარზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2017, 10:26 AM

"დღეს, როცა ასე მომძლავრდა ნევროზი, უძილობა, დეპრესია, დაფიქრება გვმართებს - ეგებ ეს ყოველივე უფლისგან იმისთვის არის დაშვებული, რომ ადამიანი მღვიძარებას დაუბრუნდეს? უძილობა გაწუხებს? - ილოცე, სასარგებლოდ გამოიყენე ეს დრო! რამდენ დროსა და ენერგიას ვხარჯავთ ფუჭ საუბრებსა და საქმიანობაში, როცა შეგვეძლო, ეს დრო სულის ხსნისთვის გამოგვეყენებინა! უფალი ყოველი ფუჭად დაკარგული წუთის გამო მოგვთხოვს პასუხს."

/დეკ. ლავრენტი ბუზიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2017, 09:38 AM

"V საუკუნის უდიდესი მოღვაწე წმინდა პაისი დიდიც მღვიძარების ღვაწლში იყო - მთელი ღამე ხის ქვეშ ლოცულობდა. დროდადრო ჩასთვლემდა. სწრაფად რომ გამოფხიზლებულიყო, თმა ხის ტოტზე ჰქონდა მიბმული; თავს ჩაჰკიდებდა თუ არა, თმა ეწიწკნებოდა და ეღვიძებოდა."

"ღამე გამოგეღვიძა? გასართობი ჟურნალების ნაცვლად საღვთო წიგნები, მამათა დარიგებები იკითხე, ტელევიზორის ყურების ნაცვლად ფსალმუნს მოჰკიდე ხელი... თუ რული მოგეკიდა, ჩაიძინე. თუ არადა, განაგრძე. ასე უფრო შეიყვარებ ლოცვას და უფალიც მოგაგებს სიკეთეს ამ შრომის წილ."

/დეკ. ლავრენტი ბუზიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 09:13 PM

"ზედმეტად მიაჩნდა საწოლი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 11 2017, 09:55 AM

"მამა პაისი ათონელი ბრძანებდა: მღვიძარება აუცილებელია. რასაც არ უნდა აკეთებდეს კაცი, ღვთისთვის უნდა შეასრულოს... ყოველი თავის მოქმედებისას კაცმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: დავუშვათ, მე მომწონს, რასაც ვაკეთებ, მაგრამ განა სათნოა ღვთისთვის? და განიხილოს, საქმე უფლისთვის სასურველი არის თუ არა.
თუ ამის გაკეთებას ივიწყებს, ივიწყებს შემდგომ ღმერთსაც. ამიტომ ძველ დროში ამბობდნენ: "ღვთის გულისათვის", "ოჰ, შე უღმერთოვ, უფლის არ გეშინია", ანდა: "თუ ღმერთს უნდა", "როგორც ღმერთი მოგვცემს". ძველი ხალხი გრძნობდა ღვთის ყველგან მყოფობას, მათ თვალთა წინ ყოველთვის უფალი ჰყავდათ და იყვნენ ფხიზლად.
სხვა დროს კი ღირსი მამა ამბობდა: რაც წლები გადის, ვხედავ, რომ ხორციელი მხნეობა, სიფხიზლე მაკლდება, მაგრამ ამ დროს სულიერი მღვიძარება მემატება, რადგან სიყვარული და მოყვასისადმი თავგანწირვა დიდ სულიერ ძალას მაძლევს.
აი, წუხელ საღამოს, ღამისთევით ლოცვისას, ვერ ვიყავით ფხიზლად, მაგრამ მე ძალებს სხვისი ტკივილის გათავისებით ვიღებდი, მთელი ღამე საღმრთო ლიტურგიაზე ფეხზე ვიდექი და ხალხს ვიღებდი (მამა პაისი გულისხმობს 1993 წლის 10 ნოემბრის ღამისთევას. კიბოთი გატანჯული გახლდათ. მიუხედავად ამისა, ფეხზე იდგა და სკამზე დაყრდნობილი იღებდა და კურთხევას აძლევდა დღესასწაულზე მისულ 30000-ზე მეტ ადამიანს).
ამის შემდეგ ტაძარში კვლავ ფეხზე ვიდექი, მიუხედავად ამისა, დაღლილობას ვერ ვგრძნობდი, რადგან გული მტკიოდა ადამიანთა გამო და ეს ტკივილი ძალას მაძლევდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 08:54 PM

"განთიადისას ჯდებოდა სკამზე და წამწამებს დასვენების უფლებას აძლევდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2017, 09:38 AM

"როცა იმისთვის გვძინავს, რომ დავისვენოთ და მეორე დღეს კვლავ ღვთის სამსახურს შევუდგეთ, ასეთ ძილს უფალი აკურთხებს, მაგრამ როცა დილიდან საღამომდე ძილის მეტს არაფერს ვაკეთებთ, ეს, ცხადია, ცოდვაა. ჯერ ერთი, დროს უქმად გვაკარგვინებს, მეორეც, აღძრავს ხორციელ გულისთქმებს, რომლებთანაც გამკლავება ძნელია."

/დეკ. ლავრენტი ბუზიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2017, 11:30 AM

"დიდი სიფრთხილეა საჭირო. ღამისთევით ლოცვა და მღვიძარება ბერ-მონაზვნებისთვის დიდი სათნოებაა, ერისკაცისთვის კი ამან შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს. ჩვენი საუკუნე მღელვარეა, დაძაბული, ამიტომ ზომიერ ძილს დიდი მნიშვნელობა აქვს ძალების აღდგენისთვის. თუ ღვაწლმოსილ მონაზვნებს შევედრებით, ამპარტავნება გვძლევს და მოძღვრის კურთხევის გარეშე ვიდებთ თავს ისეთ ღვაწლს, რომელიც არ ხელგვეწიფება, ეს შეიძლება სავალალოდ დასრულდეს."

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2017, 09:58 PM

"ხდება ხოლმე, რომ ღამით გაგვეღვიძება და ვეღარაფრით ვიძინებთ, საწოლში ვტრიალებთ. ბოლოს შეიძლება ავდგეთ და ლოცვა დავიწყოთ. ამ დროს განსაკუთრებით შეიგრძნობა მადლის გარდამოსვლა. სხვანაირად გვინათდება გონება, სხვანაირი განწყობა გვეუფლება."

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2017, 12:32 PM

"მრავალნაირ საშუალებას მიმართავდნენ ბერ-მონაზვნები მღვიძარებისათვის. მაგალითად, ერთ-ერთი ბერი წერს, რომ სამფეხა სკამს დგამდა სენაკში; როდესაც ჩაეძინებოდა, ეს სკამი ვარდებოდა, თვითონაც ეცემოდა იატაკზე და ეღვიძებოდა. ამის შემდეგ ხელახლა იწყებდა ლოცვას."


"მღვიძარება მუდმივი ხსოვნაა იმისა, რომ უფალი არსებობს".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2017, 11:45 AM

"1936 წელს გარდაიცვალა სქემიღუმენია თამარი (მარჯანიშვილი), დიდად მოღვაწე და მრავალჭირნახული დედა. გადასახლებაშიც კი ასკეტურად ცხოვრობდა. ჰყვებიან, თურმე განდეგილის ჯაჭვს ატარებდა ტანზე, საწოლზე ულეიბოდ, შიშველ ფიცარზე იწვა. საერთოდ კი ეძინა? მეზობელ ოთახში მყოფ მონაზონთაგან ღამით თუ ვინმეს გამოეღვიძებოდა, აშკარად ხვდებოდა, რომ სენაკში დედა თამარი ფხიზლობდა და ლოცულობდა.

დილეგში ჩამწყვდეულ წმინდა შუშანიკზე კი იაკობ ხუცესი ბრძანებს, - დიდმარხვის დროს, მთელი ექვსი წლის განმავლობაში, არც დღისით და არც ღამით არ დაჯდებოდა, არც დაიძინებდა და არც სჭმელს მიიღებდა, კვირაობით ეზიარებოდა უფლის ხორცსა და სისხლს, მცირე რამ ბალახის ნახარშს შესვამდა. მღვიძარებით და ლოცვით განიწმინდა სული თვისი და განვიდა ფრიად დამაშვრალ, მატლისაგან შეჭმულ ხორცთაგან და შეუერთდა სასურველ უფალს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2017, 11:26 AM


"'ზედმეტი ძილი სულიერ ზრდას აფერხებს. როდესაც ადამიანს იმაზე მეტხანს სძინავს, ვიდრე ორგანიზმს ძალების აღსადგენად სჭირდება, ის მოდუნებულია და ეზარება სულისთვის სასარგებლო საქმეების კეთება ისე, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს მოეთხოვება, რადგან დარჩენილ დროს უმთავრესად მიწიერ საქმეებს ახმარს. გამოდის, რომ მას სულიერადაც სძინავს."
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/

"მღვიძარებაში განმტკიცება ყველა მორწმუნეს მოეთხოვება, განსაკუთრებით კი ბერ-მონაზვნებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:11 PM

"თუკი ხორციელი მღვიძარება, მნიშვნელოვანია ერისკაცთათვის, მით უფრო აუცილებელია ის ბერ-მონაზონთათვის, რათა უფრო მეტი დრო გაატარონ უფალთან და სათანადოდ იზრუნონ სულზე."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

"მღვიძარება - სულიერი სიფხიზლე"

"როგორც წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი განმარტავს, მღვიძარება გულისხმობს გულმოდგინებას ყველა კეთილ საქმეში, კერძოდ - საეკლესიო და სასენაკო კანონების დაუზარელ შესრულებას, ლოცვის დროს ყურადღებას, ყოველი სიტყვის, საქმის, აზრისა და გრძნობის გულმოდგინე განხილვას, საკუთარი თავისადმი უკიდურეს უნდობლობას; განუწყვეტელ ლოცვას და საღმრთო წერილის კითხვას; გულის დაცვას, ბევრი ძილის, ნებივრობის, ამაოდმეტყველების, ხუმრობისა და მახვილსიტყვაობისგან თავის შეკავებას, მეტანიებისა და სხვა მოღვაწეობის სიყვარულს, მარადიულ სიკეთეთა ხსოვნას, მათ წყურვილსა და მოლოდინს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:34 PM

"მიწაზე გაიშლიდა თხელ საბანს და ასე ისვენებდა [წმ. არსენ კაბადოკიელი]. ღმერთმა იცის, როდის ეძინა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2018, 11:25 AM

"ცნობილი მოსაგრე, მამა საბა მოძღვარი საწოლზე არ წვებოდა. მას კელიაში განსაკუთრებული ჩამოსაკიდები ჰქონდა: ჭერზე მიამაგრა ორი თოკი, რომელთაც იღლიების ქვეშ ამოიცვამდა და ასე ნახევრად ჩამოკიდებული, მთელ ღამეს ლოცვაში ატარებდა".

"თავის ასკეტურ საწოლზეც კი ნეტარი იშვიათად იწვა"

"ბევრს აქვს მღვიძარების ღვაწლი, მაგრამ არ იციან ამის შესახებ" - ამბობდა ერთი მოხუცი მეუდაბნოე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2018, 08:23 PM

"ლეიბად ტყავი ეფინა და ბალიშად შეშის ნაპობი ედო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 03:21 PM

"[მამა ონისიფორე ფაჩულია] ხშირად მიწაზე დაგებულ ჭილოფზე წვებოდა, სასთუმლად კი ჯირკი ედო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2018, 07:00 PM

"დილით მამა იოაკიმე ყოველთვის მხნედ და ხალისიანად გამოიყურებოდა, თითქოს წინა ღამეს ყველაზე კომფორტულად გამოიძინაო. მის სულს უფრო მეტი სურდა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2018, 07:35 PM

"[ღირსი ლუკა ტავრომენიელი] ოდენ ნედლი ბალახით საზრდოობდა, ძილს კი - რამდენიმე წამით თუ მისცემდა თავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2018, 08:48 PM

"სათნოებათა კიბეზე აღმავალი ქრისტიანი მარადის მღვიძარე უნდა იყოს და უფლის გარდა, არავისი ეშინოდეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2018, 08:50 PM

"სათნოებათა კიბეზე აღმავალი ქრისტიანი მარადის მღვიძარე უნდა იყოს და უფლის გარდა, არავისი ეშინოდეს."




"მამა პაისი ათონელი ბრძანებდა: მღვიძარება აუცილებელია. რასაც არ უნდა აკეთებდეს კაცი, ღვთისთვის უნდა შეასრულოს...

ყოველდღე კაცმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: დავუშვათ, მე მომწონს, რასაც ვაკეთებ, მაგრამ განა სათნოა ღვთისთვის? და განიხილოს, საქმე უფლისთვის სასურველი არის თუ არა.

თუ ამის გაკეთებას ივიწყებს, ივიწყებს შემდგომ ღმერთსაც. ამიტომ ძველ დროში ამბობდნენ: "ღვთის გულისათვის", "ოჰ, შე უღმერთოვ, უფლის არ გეშინია?!" ანდა: "თუ ღმერთს უნდა", "როგორც ღმერთი მოგვცემს".

ძველი ხალხი გრძნობდა ღვთის ყველგან მყოფობას, მათ თვალთა წინ ყოველთვის უფალი ჰყავდათ და იყვნენ ფხიზლად."



"ერთხელ წმინდა ექვთიმე ათონელმა ეკლესიაში უდებად მყოფი და მძინარე ძმა ნახა. ჰკითხა: რად გძინავს ეკლესიაში? არ გეყოფა სენაკში ძილი?

- შინ ვმღვიძარებ და ტაძარში იმიტომ მეძინებაო.

- ეგ, საყვარელო, ეშმაკის მახეა, - უთხრა წმინდა ექვთიმემ, - რათა მცირესთვის დიდი დაგაკარგვინოს. ეკლესიაში მიმავალი კაცისაგან ეძიებს ღმერთი, ფრთხილად და ლმობიერად იდგეს. ნუთუ არ შეგიძლია, ეკლესიაში იღვიძებდე და სენაკში ძილით გაძღებოდე? აქ ნუ დაიძინებ, თუ არადა მძიმედ დაგსჯიო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2018, 11:04 AM

"ამ ამბის მოსმენის შემდეგ ერთმა ძმამ მამა არსენს ჰკითხა: - მამაო, თავიდან მთელი ღამე მღვიძარედ ვიყავი ხოლმე, სკვნილზე ორმაგად ვლოცულობდი, სულის შემუსვრილება და ცრემლები არასოდეს მიწყდებოდა. არ ვიცოდი, რა იყო ბრძოლა, მორჩილებას და სამუშაოს მონდომებით ვასრულებდი. მაგრამ ახლა ასე აღარ ვაიძულებ საკუთარ თავს, მთელი ღამე ლოცვაც აღარ შემიძლია და უარესი - დაჯდომისთანავე ძილი მერევაო.

- რამდენი საათი გძინავს?

- ოთხი-ხუთი საათი.

- შვილო, იმას ნუ უყურებ, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ადრე ადამიანებს სხვანაირი აღნაგობა ჰქონდათ. ეს ძველი სხეული თავის საზღაურს ითხოვს. შენ მთელი დღე მძიმე სამუშაოს ასრულებ და ცოტა გძინავს. ამიერიდან ექვსი-ექვსნახევარი საათი გეძინოს: დაახლოებით ოთხი-ოთხნახევარი საათი დღისით, ორი საათი - ღამით.

- მაგრამ, მამაო ღვაწლის შემსუბუქება შეიძლება?

- მაშინ ამის მეტს ნუღარ დაიძინებ და ნურც ლოცვისას ჩაიძინებ!

მეორე ძმამ ჰკითხა: - ღამე ლოცვისას ფეხები არ მემორჩილება, ამიტომაც უმეტესწილად ვზივარ, მაგრამ ზოგჯერ ძილი მომერევა ხოლმეო.

- ღამის დარაჯი თუ ფეხზე დგომით დაიღლება, ჩამოჯდება. თუ ჩასთვლემს, ამისთვის არავინ დასჯის. მაგრამ საწოლზე გაშოტილს თუ მიუსწრებენ, სამუშაოდან გააგდებენ. ჩვენ თუ მოღვაწებისას ძილი მოგვერევა, დიდი უბედურება არ არის. თუ მაცდური ლოგინში ჩვენს ჩაწვენას მოახერხებს, მაშინ შეგვჭამს კიდეც.

- მამაო, როცა ძილი გვერევა, მაშინ რა ვქნათ?

- ამისთვის ბევრი წამალი არსებობს. თუ ფეხზე მდგარი ლოცისას დაიღალე, არ დაჯდე, დაიჩოქე. თუ მუხლმოდრეკილს გძინავს, წამოდექი. ცოტა გაიარ-გამოიარე, ხმამაღლა ილოცე, ტკივილით და სიღრმით გულისა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ან სახეზე წყალი შეისხი. ისააკ ასური ამბობს: "ცხონების მოსურნე ამისთვის სხვადასხვა საშუალებებს გამოიგონებსო".

თუ ესეც არ გშველის, მაშინ არსებობს ერთი უდიდესი საშუალება, მამა იოსები მას ყველა ვნების წამალს ეძახდა: "მოტეხე ტოტი და როცა ძილი ან გულისთქმები თავს დაგესხმება, ერთი-ორჯერ ფეხებზე მაგრად მიირტყი. ვნახოთ, გაგეღვიძება თუ არა!"

ჩვენი მოძღვრისგან (მამა იოსებ მღვიმელი, - კ.კ.) დაწესებული გვაქვს, ღამისთევის წინ გასამხნევებლად ერთი ჭიქა მაგარი ყავა დავლიოთ. თუ თავიდანვე თბილი ლოცვა, ჭვრეტა და გულის შემუსვრილება გვაქვს, მაშინ ეს ყველაფერი არ გვჭირდება და ჩვენი კანონი უნდა შევასრულოთ.

მოგვიანებით, როცა "მოტორი" დაგვისუსტდება, კვლავ ავამუშავებთ სხვადასხვა ხელოვნური საშუალებით: ჩვეულებრივი მუხლთადრეკით და ჯვრის გამოსახვით, რომელსაც გვავალებს ყოვედღიური კანონი, თითოეული იმდენ მეტანიას აღვასრულებთ, რამდენსაც მოძღვარი განგვიკუთნებს. მაგრამ, ყველა ეს წამალი მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ მოტორი ავამუშაოთ, ვიდრე ქრისტეს გულმოწყალება გულს არ გვითბობს. თუ უფალი მცირე ცრემლსაც გვიბოძებს, მაშინ თვალნიც აგვიელვარდება.

ვიდრე ახალგაზრდები ხართ, იღვაწეთ, რომ ქრისტესა და ღვთისმშობლის სიყვარული მოიპოვოთ და იგემოთ ეს ცრემლები. შეიძინე ეს ცრემლები - ღამისთევა დღესასწაულად გექცევა".

ამის გარდა, მამა არსენი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სხვა ფაქტორებსაც, მაგალითად, ამინდს: "საუკეთესო დრო ლოცვისთვის შემოდგომა და გაზაფხულია. თუ წლის ამ დროს ლოცვაში ვბრკოლდებით, მაშინ სხვა რამეშიც შეგვეშლება ხელი და აუცილებელია დაფიქრება, აღსარების თქმა და გრძნობების დაცვა.

ამიტომაც, რამდენადაც შეძლებთ, დაიცავით თავი ურჩობისაგან, განკითხვის, სიამაყის, შურის, გულის გაციების, ნაყროვანებისგან და სხვათაგან, რაც ცთუნებათა კარს აღებს. გაღვიძებისთანავე წამოდექი და გონება მოიკრიბე, მონაზვნობა ჩვენგან სიფხიზლეს ითხოვს, ამაზეა დამოკიდებული, ვცხონდებით თუ წარვწყმდებით. წამოდექი, ჯვარი გამოისახე და თქვი: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2018, 05:20 PM

"ღამე რომ არ დასძინებოდა, ლოყაში სილას იცემდა და ეტყოდა საკუთარ თავს:
- ცხენო, არ დაიძინო! უცქირე კუბოს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2018, 04:16 PM

"ხორციელი ღვაწლი ხის ფოთოლს ჰგავს, მღვიძარება კი - ნაყოფს".


/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2019, 08:08 PM

"ძილის განდევნაში ხელსაქმეზე მეტად მეტანიების შესრულება გვიშველის."

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2019, 09:16 PM

"მეხუთე სათნოება - მღვიძარებაა. გონივრული მღვიძარება განწმენდს გონებას გაფანტული გულისთქმებისგან, განამსუბუქებს მას და შეჰყავს ლოცვაში. ზომიერი მღვიძარება განამხიარულებს სულს."

/ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 04:09 PM

"შიშველ დაფაზე იძინებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2019, 07:49 PM

"კითხვა: თუ არსებობს განსაკუთრებული ლოცვა ძილის წინააღმდეგ, როცა გვსურს, რომ მღვიძარების უნარი შევიძინოთ?

პასუხი: ძილი ადამიანს სასიცოცხლო ძალების აღსადგენად ეძლევა, ხოლო უძილობას მივყავართ ორგანიზმის გადაძაბვამდე და ნერვული სისტემის გამოფიტვამდე. ამიტომ, თუ არ არის აუცილებლობა, გართობის მიზნით უძილობა დაუშვებელია. რაც შეეხება უძილობას, როცა ადამიანს უნდა და ვერ იძინებს, ამ დროს მის წინააღმდეგ უნდა იკითხოთ იესოს ლოცვა და „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2019, 11:03 AM

"კითხვა: თუ არსებობს სპეციალური ლოცვები მღვიძარების უნარის შესაძენად და პირიქით, უძილობის დროს წასაკითხად?

პასუხი: მღვიძარების შესაძენად განსაკუთრებული ლოცვები არ არსებობს. ძილი ადამიანს სასიცოცხლო ძალების აღსადგენად სჭირდება, უძილობას მივყავართ ჯანმრთელობის შერყევამდე და ნერვულ აშლილობამდე. აი, უძილობის დროს კი წაიკითხეთ იესოს ლოცვა და „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ...“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2019, 04:14 PM

"ძილი მზის ჩასვლის შემდეგ დიდად რგებს სხეულს, მაგრამ მღვიძარებაც მზის ჩასვლის შემდეგ გულშემუსვრილი ლოცვით, დიდად შეეწევა სულს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2019, 01:07 PM

"ერთხელ ერთმა ახალგაზრდა მონაზონმა ჰკითხა 86 წლის მამა N-ს, - მამაო, რამდენ საათს უნდა ეძინოს მონაზონსო?

- მისმინე, ძმაო. წმინდა თეოდორე სტუდიელი და ღირსი სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობენ, დღეში ხუთი-ექვსი საათი საკმარისიაო. მაგრამ მამა არსენი პატერიკში ამბობს, რომ მონაზვნისთვის ერთი საათიც საკმარისია, თუ ის მოსაგრეა. წმინდა აკაკი კავსოკალიველი ამბობდა, ნახევარი საათიო. მე ეს ცოტათი რთული მგონია, მაგრამ რადგან ამას წმინდანი ამბობს, უნდა ვცადოთ...

- თქვენ რამდენი საათი გაქვთ განკუთვნილი დასვენებისთვის?

- ეჰ, ძმაო, რა საჭიროა, ამას რომ მეკითხები?

- რათა თვითონვე მივიღო სიკეთე. მითხარით, ქრისტეს სიყვარულისთვის.

- გეტყვი, რომ დღე-ღამეში ერთი საათიც საკმარისია.

- ეს გყოფნით?

- ჰო, თანაც როგორ!

- ერთი საათი სრულად გძინავთ თუ შესვენებებით?

- რა თქმა უნდა, შესვენებებით, საათის მეოთხედი ახლა, მეოთხედი მერე...

- სამწუხაროდ, ახლა, როცა ორმხრივი თიაქარი მაქვს, მთელი დრო ფეხზე დგომა არ შემიძლია... ამიტომაც ვჯდები, რათა ფსალმუნი ან სახარება წავიკითხო, შემდეგ კი მცირეოდენი იესოს ლოცვა.

- მთელ ფსალმუნსა და სახარებას კითხულობთ?!

- რა თქმა უნდა, ხან ერთს, ხანაც მეორეს მთლიანად.

- ყოველდღე?

- ყოველდღე, ოღონდ ფეხზე მდგარს აღარ შემიძლია კითხვა. აი, რას ნიშნავს სიბერე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2019, 09:15 PM

"მღვიძარება ლოცვის გარეშე ამაოა, და ლოცვა მღვიძარების გარეშე - უნაყოფო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 02:36 PM

"მღვიძარება არის ღვთისადმი ტრფიალება"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 10:32 PM

"შეიყვარეთ ქრისტე, თავი გადადეთ მისთვის, მღვიძარეთ იცხოვრეთ. ადამიანი, რომელსაც უყვარს ღმერთი, მღვიძარე უნდა იყოს".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2019, 08:31 PM

"როგორც კი გაიღვიძებ, მაშინვე წამოდგე ფეხზე - ესეც ერთ-ერთი ჩვევაა. რა თქმა უნდა, შეგიძლია, გვერდი შეიბრუნო და შუადღემდე იძინო. ეს ძალიან ცუდია. ამიტომ გაღვიძებისთანავე წამოდექი. საღამოს საათები აირჩიე, რადგან ადვილად შედიხარ ლოცვაში. მაშინაც კი, თუ ღამით შემთხვევით გამოგეღვიძა, ნუ შეიბრუნებ ძილს; ამით უფალი შესაძლებლობას გაძლევს, რაც შეიძლება მეტ სიმყუდროვეში ილოცო".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2019, 06:47 PM

"დიახ, ძილი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. მაგრამ წმიდა მამები როგორ განსაზღვრავდნენ ძილის ბუნებრივ მოთხოვნილებას? ადამიანი დაწვა, დაიძინა და სძინავს, რამდენიც სჭირდება. თუ გაეღვიძა, ე.ი. ორგანიზმი უკვე მომაგრდა, უნდა ადგეს. ადრე ხომ მაღვიძარა საათები არ იყო. როგორ იძინებდნენ: დაწვა, დაიძინა, გაიღვიძა, უნდა ადგეს. ადამიანმა დაიკმაყოფილა ძილის ბუნებრივი მოთხოვნილება.

მაგრამ თუ იგი დაწვა, იძინა, რამდენიც საჭირო იყო, გაეღვიძა და მეორე გვერდზე გადატრიალდა: "ეჰ, ადგომის დრო კი არის, მაგრამ არა უშავს, ცოტას კიდევ წავიძინებ"; გადატრიალდა - კიდევ ცოტა... გადმოტრიალდა - კიდევ ცოტა... უკვე დაძინებაც არ უნდა, ის კი: "ცოტა ხანი კიდევ ვიწვები, ვიფიქრებ: გუშინ რა დამესიზმრა, დღეს რა დამესიზმრა...", - უბრალოდ, საწოლში ნებივრობა სურს. ეს კი ვნების დაკმაყოფილებაა (ეგრეთ წოდებული გაფუფუნება). და იმის გამო, რომ ვინებივრეთ, განცხრომას მივეცით, შემდგომ საზღაურს მივიღებთ - ეს ვნება-ტკბობა მტანჯველად გვექცევა და დაგვტანჯავს".

/მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 02:46 PM

"ვთქვათ, ადამიანს არ ეძინება და არ იღებს, მაგალითად, ელენიუმს ან იმის მსგავს რამეს, შეუძლია უბრალოდ ერთი კოვზი თაფლი შეჭამოს. თუ ერთი კოვზი თაფლი შეჭამა, ნახევარი საათის შემდეგ ბუნებრივად მოუნდება ძილი. თუ ამას დაიცავს, უფრო ღრმად დაეძინება".

/მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2019, 05:08 PM

"წმინდა მოსაგრე [ღირსი პავლე ლატრიელი] არასოდეს წვებოდა ლოგინზე, ხეს ან ქვას დაყრდნობილი ჩათვლემდა მცირე ხნით. ძილის დასაძლევად ხან ორ ქვას მოიკიდებდა და მონასტრის გარშემო დადიოდა ცისკრის ლოცვაზე, ანდა წყაროსთან, ხის ქვეშ ცრემლიან ლოცვას და ღმერთზე ფიქრს მიეცემოდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2019, 05:28 PM

"წმინდა გრიგოლ პალამამაც უდიდესი ბრძოლა გაუმართა თავის სხეულსა და ძილს. სამი თვის მანძილზე დაუძინებლად ლოცულობდა თავის ასკეტერიონში, თუმცა წმინდანმა ეს ღვაწლი შეწყვიტა, რათა ტვინი არ დაზიანებოდა მუდმივი მღვიძარებისგან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2019, 06:35 PM

"ერთმა ბერმა თქვა, - ძილი მონა უნდა იყოს და არა ბატონიო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2019, 07:54 PM

"ახალგამოცხადებული ათონელი წმინდანი სილუან რუსი, რომლის სიწმინდეც აღიარა ქრისტეს დიდებულმა ეკლესიამ (ანუ კოსტანტინოპოლის საპატრიარქომ, - კ.კ.) 1987 წელს, დაიბადა 1866 წელს და 1938 წელს აღესრულა. იგი წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მოღვაწეობდა. ღირსი მამა განვლიდა ცხოვრებას სიწმინდეში, ყველასადმი სიყვარულში, მოუკლებელ ლოცვასა და ღრმა სიმდაბლეში. მშვიდად აღესრულა და ღირსი კაცის სახელი დატოვა. მისი ცხოვრება აღწერა ინგლისის საპატრიარქოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სტავროპიტული მონასტრის წინამღვარმა არქიმანდრიტმა სოფრონმა.

ეს წმინდანი, სხვა სათნოებებთან ერთად, განსაკუთრებით მოიმუშაკებდა მღვიძარების სათნოებას, გამოცდილებით იცოდა, რამდენად ეხმარებოდა იგი გონების გაწმენდას, ლოცვისთვის ფრთაშესხმასა და სიხარულით განზავებული ტირილის გაღვივებას. ის ფეხზე მდგარი მთელ ღამეს ლოცვაში ატარებდა, ზოგჯერ სკამზე მცირე ხნით დაჯდებოდა. ეძინა 15-20 წუთი. ასე ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძილი დღეღამეში ორ საათს შეადგენდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2019, 08:15 PM

"ბევრი ძილისაგან ჩვენი გონება სუქდებაო", - ამბობდა ერთი მოსაგრე მეუდაბნოე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2019, 02:30 PM

"სულიერი ცხოვრება შეუძლებელია მღვიძარების გარეშე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2020, 09:38 PM

"რაც უფრო ცუდად გძინავს, მით უფრო ცუდ ხასიათზე დგები"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 03:21 PM

"ღამე კუნძივით ვარ. ისე მძინავს, როგორც მსუქან ზღარბს ზამთარში".

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2020, 09:27 PM

"ბევრი ძილი ბოროტი მეუღლეა, რადგან ზარმაცებს ნახევარ სიცოცხლეს ართმევს"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2020, 09:38 PM

"მღვიძარების გარეშე კაცი ვერც ერთ სათნოებაში ვერ წარემატება"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2020, 09:30 PM

"ჭარბი ძილით გული ქვავდება და სული ბნელდება"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2020, 09:46 PM

"თუ გაიღვიძებ ღამით, გაიხსენე ღმერთი და ილოცე. ღამით ლოცვა მზესავითაა, ანათებს დღის ყველა საქმეს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2020, 09:22 PM

"წმიდა ეკლესია ევედრება ღმერთს, მოგვმადლოს ნიჭი, რომ ღამით სარეცელზე მოსვენების დროსაც კი მისი სახელის ხსენებაში ვიყოთ. მთელ ღამეს ძილში კი არ უნდა ვატარებდეთ, დროის ნაწილი ლოცვასა და მღვიძარებას დავუთმოთ.

დაე, გულმა და გონებამ ღამითაც იფხიზლოს და ისმინოს ტკბილი ხმა უფლისა, რომელიც ჩვენი გულის კარზე აკაკუნებს - სასაუბროდ გვიწვევს"

/ღირსი სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2020, 03:51 PM

"იცოდა რა, რომ სიკვდილი ისე მოვა, როგორც მპარავი ღამით, ბერი [ანთიმოზი] მუდმივ მღვიძარებაში იყო. მღვიძარე თვალი გონებას წმენდს, ამბობდა ის და მედგრად ებრძოდა ძილს. საკუთარ თავს წამოწოლის უფლებას არ აძლევდა. თავს ხელებით ზევის სწევდა, რათა დასვენების საშუალება არ ჰქონოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2020, 09:32 PM

"მამა დამასკინე განსაკუთრებულ ასკეტურ ღვაწლში იყო. არსენი დიდის სიტყვებით, მას დღე-ღამეში მხოლოდ ერთი საათი ეძინა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2020, 07:56 PM

" - როგორი ძილია სულის საცხოვნებელი?

- თუ კარგი ძილი გინდა, შეინანე ლოგინში ჩაწოლისას, შეიმუსრე სულით, ილოცე და ლოცვით ჩაგეძინება; მიიზიდავ მფარველ ანგელოზს, რომელიც დაგიცავს გაღვიძებამდე"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2020, 08:27 PM

" - ზოგჯერ ღამე მეღვიძება, რა ვქნა?

- თუ დროზე ადრე გაგეღვიძა, ნუ დაიზარებ, ადექი და ილოცე ღმერთსა და შენ მფარველ ანგელოზზე, რომელმაც გაგაღვიძა"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 08:09 PM

"ერთი ღამე იფხიზლე და ილოცე, შემდეგ - ორი, სამი... მიეჩვევი და ძილი აღარც მოგინდება"

/მამა პართენ აფციაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2020, 10:22 PM

"- ღამის რომელ მონაკვეთში აღესრულება ღამისთევის ლოცვა?

- მამები სხვადასხვა დროზე მიუთითებენ. ზოგი დილისკენ ადგება და აღარ დაიძინებს, ზოგი - შუაღამისას, ვთქვათ, ორ საათზე ადგება, ილოცებს და მერე დასვენებასაც მოასწრებს. იცით, რა ადვილია, თუ მიეჩვევი? ჯერ მაღვიძარა გაღვიძებს, მერე მაღვიძარა აღარც გჭირდება, თვითონვე გეღვიძება, ხანდახან კი ანგელოზი გაფხიზლებს, შემოვა ოთახში, ყურზე მოგქაჩავს ან ხმით გეტყვის: ადექი, დროაო... ამის გამოცდილება აქვს ყველა ქრისტიანს, ვინც ასე დაიწყო."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2020, 08:27 PM

"მღვიძარება, ანუ ძილის ნებაყოფლობითი შეზღუდვა, ხორციელი გულისთქმების მოთოკვის უმთავრეს ასკეტურ საშუალებად ითვლება, და ამასთან ერთად, ლოცვაში გაწაფვის აუცილებელი იარაღია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2021, 10:25 PM

"იგი [უფალი] იძინებდა, როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რათა ძილიც ეკურთხებინა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2021, 07:47 PM

"ერთ მონაზონს ვიცნობდი, რომელსაც კელიაში წყლით პირთამდე სავსე ჭურჭელი ედგა; როდესაც ძილი მოერეოდა, ჭურჭლის ერთი კუთხიდან მეორეში გადატანას იწყებდა და ძილიანობის ეშმაკს ამგვარად ებრძოდა".

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2021, 08:45 PM

"ღირს ამონს არ უხილავს სარეცელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2021, 04:49 PM

"სქემონაზონი საბინი შვიდი წელი არ წოლილა სარეცელზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2021, 08:07 PM

"სძინავთ შიშველ მიწაზე, რომ არ განაზდნენ ძილით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 10:16 PM

"ბევრი ძილი ზოგჯერ სიმაძღრის ბრალია, ზოგჯერ - მარხვის, თუ მმარხველი გამედიდურდა; ზოგჯერ - მოწყინების, ზოგჯერ - ბუნების"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 08:41 PM

"ფხიზელი თვალი გონებას წმენდს, ბევრი ძილი კი სულს აუხეშებს"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 09:49 PM

"ბევრი ძილიც, ისევე, როგორც ბევრი სმა, ჩვევაზეა დამოკიდებული"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 10:03 PM

"ბევრმა ძილმა გულმავიწყობა იცის, სიფხიზლემ კი - მეხსიერების დაწმენდა"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 10:17 PM

"განცხრომით ძილი სხეულში ვნებებს აღძრავს; ზომიერი სიფხიზლე კი გულს ვნებებისგან იცავს. ზედმეტი ძილი გულს ადუნებს, ზომიერი სიფხიზლე - ხვეწს".

/ღირსი ისაია განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 03:49 PM

"ვისაც ბევრი სძინავს, მისთვის სულიერი ინტერესები უცხო ხდება, ლოცვა კი - მძიმე, უგულო და ზედაპირული. ხორციელი ინტერესები წინ პლანზე გადმოდის - ჭამა, სმა, მოსაგებელი, თამაშები, სხვადასხვა გართობა. ზედმეტი ძილი მავნეა, ადუნებს სულსა და სხეულს"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2021, 04:29 PM

"გაღვიძებისთანავე დაუყოვნებლივ წამოდექი ლოგინიდან, ჩაიცვი და არ მისცე თავს დიდხანს ჩაუცმელად ლოგინში ნებივრობის უფლება"

/წმ. ალექსი მეჩევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2021, 02:56 PM

"მღვიძარება სამონაზვნო მოღვაწეობის ერთ-ერთ სახეა, რომელიც მაცხოვრის მითითებას ეფუძნება: "მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 04:33 PM

"ღირსი ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) ღამეში 1-2 საათს იძინებდა, დანარჩენ დროს ლოცულობდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2022, 12:55 PM

"დიახ, და ბებიაჩემმა, ადამიანმა, რომელიც ასევე ყოველთვის აიძულებდა საკუთარ თავს, მითხრა: - ვერასდროს ნახავ დღეს, როცა ყველა შენს საქმეს დაასრულებ. ღამის ძილს ბვრი საათი უნდა წაართვა, თუ გინდა, რომ კმაყოფილება იგრძნო რაიმეს კეთებისო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2022, 07:37 PM

"მზე აღმატებულად ბრწყინვალეა ბნელი ღამის შემდგომ, მღვიძარებაც კარგია ხანგრძლივი ძილის შემდეგ, ისევე, როგორ ჯანმრთელობა შემდგომ სნეულებისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2022, 09:35 PM

"თუ ქრისტიანი დაიძინებს და მღვიძარე არ იქნება, განსაცდელში ადვილად ჩავარდება და თავის სულიერ საუნჯეს - სარწმუნოებას მოაკლდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2022, 05:42 PM

"როდესაც ადამიანს იმაზე მეტხანს სძინავს, ვიდრე ეს ორგანიზმს ძალების არსადგენად სჭირდება, ის მოდუნებულია და ეზარება სულისთვის სასარგებლო საქმეთა კეთება; რადგან დარჩენილ დროს უმთავრესად მიწიერ საქმეებს ახმარს, ეს ნიშნავს, რომ მას სულიერადაც სძინავს.

ხორციელი მღვიძარება მხოლოდ იმას როდი გულისხმობს, რომ ადამიანმა რაც შეიძლება ნაკლები იძინოს; შესაძლოა, იგი ღამეებს ათევდეს, მაგრამ არა იმისათვის, რომ ილოცოს და სულისთვის სასარგებლო საქმეები აკეთოს, არამედ - რათა გაერთოს და განცხრომას მიეცეს. ამას სჯობს იძინოს - ძილის დროს მისი სული უკეთეს მდგომარეობაში იქნება. უფალს ჩვენი არც მღვიძარება სჭირდება, არც სხვა სახის შესაწირი და სულიერი ღვაწლი; ეს ყოველივე ჩვენ გვჭირდება - უფალთან თანამყოფობისთვის, მისგან მადლისა და წყალობის მისაღებად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2022, 06:22 PM

9. ბევრ ძილს გულმავიწყობა მოაქვს, სიფხიზლე კი გონებას წმენდს.

ამ შეგონებაში იოანე კიბისაღმწერელი წმინდა მამათა გამოცდილებით უზიარებს მოღვაწეებს. ბევრი ძილი გულმავიწყობას იწვევს, მღვიძარებით კი გონება იწვრთნება, ამიტომაც არის, რომ მღვიძარე კაცის გონება ხანდაზმულობის ჟამსაც ხალასია, ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2022, 09:53 PM

"ვისაც ძალიან ბევრი სძინავს, შეიძლება ითქვას, არც არის ადამიანი, თითქოს არც კი ცოცხლობს, არ ფიქრობს, არ მოქმედებს. მან ძილი ამჯობინა მოქმედებას. ადამიანი ღმრთის ხატია, მაგრამ შეიძლება ისე დაეცეს, რომ მისი გულიდან ამოხეთქილმა ჯოჯოხეთმა შეგვაძრწუნოს!"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2022, 07:34 PM

"მე ერთ მონაზონს ვიცნობდი, რომელსაც სენაკში წყლით პირთამდე სავსე ჭურჭელი ედგა; როდესაც მას ძილი მოერეოდა, ჭურჭლის ერთი კუთხიდან მეორეში გადატანას იწყებდა და ძილიანობის ეშმაკს ამგვარად ებრძოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2022, 06:39 PM

"იძინებდა იესო, რათა ძილიც ეკურთხებინა"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2023, 09:29 PM

"მღვიძარება საოცარი მდგომარეობაა ცოდვიდან გამოსვლისა"

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2023, 08:52 PM

"კიდევ მამა ილარიონს ძილის შესახებ ვკითხე, მითხრა: იმდენი იძინე, რამდენიც შეგიძლია, მაგრამ როცა გაიღვიძებ, ადექი და აღარ დაწვე! მართლაც, პირველად რომ ჩასთვლემს, ადამიანი არანაირ ზმანებას არ ხედავს, მეორედ კი სხვადასხვა სიზმარს ნახულობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2023, 06:04 PM

"მღვიძარების გარეშე სულისა და სხეულის სიწმიდეს ვერ მოვიპოვებთ, შესაბამისად, ვერც ღმერთს ვიხილავთ გონებისა და გულის გრძნობით"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2023, 02:37 PM

"23.00 საათი - ორგანიზმი ძილისთვის მზად არის. 24.00 - 01.00 საათი - ძლიერდება შიმშილი და ზოგადი აგზნება, განსაკუთრებით - იმ ადამიანებში, რომლებსაც ღამით მეტი შრომითი აქტივობა ახასიათებთ - ე.წ. ბუებში. ტოროლებს ამ პერიოდში მხოლოდ ძილი სურთ"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2023, 02:53 PM

"- ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა - თვალებს იფშვნეტს.

- ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი.

- ვინც დილას ადრე დგება საშოვარს შეხვდებაო.

- ტოლმა ტოლს რით აჯობაო და - ადრე ადგომითო.

- ადრე ამდგომი შორს წავაო.

- ადრე ამდგომსა ყმაწვილსა ღმერთი უმზადებს სადილსა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2023, 04:48 PM

"მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] ბევრჯერ მთელი დღის განმავლობაში დარჩენილა ჩვენთან. სახლში შუადღით ზოგჯერ, ნახევარი ან ერთ საათით დასვენებას მოითხოვდა. აქედან ვიცი როგორი გამოღვიძება ჰქონდა მას. ეს ასე შემიძლია ვთქვა: დაწოლილმა და უბრალოდ თვალებდახუჭულმა ადამიანმა, რომ მალევე თვალი გაახილოს, ყოველგვარი სიმძიმის, მთქნარების, გაზმორრებისა და რაიმე სიმძიმის შეგრძნების გარეშე. აი, ასეთი ჰაეროვანი მსუბუქი გამოღვიძება ჰქონდა მამა გაბრიელს. თითქოს არც ძინებია, ან ვინ იცის იქნებ იქაც იყო და აქაც?! ფაქტი ერთია შენზე ყოველთვის ყველაფერი იცოდა.

როცა მამა გაბრიელი მონასტრიდან არ გამოდიოდა, მაშინ ნამდვილად არ ვიცი, როდის და რამდენ ხანს ეძინა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ღამით ორ-სამ საათზე მეტი არ ეძინა. დილით კი, ყოველთვის ჩიტებსაც ასწრებდა ადგომას და ღვთის დიდებას"

/ოთარ ნიკოლაიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2023, 05:37 PM

"ვისაც დიდხანს სძინავს, მისთვის სულიერი ინტერესები უცხო ხდება, ლოცვა - ძნელი, გარეგანი და უგულო, ხოლო ხორციელი ინტერესები პირველ რიგში დგება - საჭმელ-სასმელი, შემოსავალი, თამაშები, სხვადასხვა მხიარულობები. ზედმეტი ძილი საზიანოა, ადუნებს სულს და სხეულს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2023, 08:28 PM

"შენ გსურს სწრაფად დაასრულო ლოცვის კანონი, რომ დაღლილ სხეულს განსვენება მიანიჭო? გულით იილოცე, და მშვიდი, ჯანსაღი ძილით დაიძინებ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2023, 05:48 PM

"სიფხიზლე - ქრისტიანული ცხოვრებაა"

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2023, 05:13 PM

"ღირსი ისიქიოსი ამბობს, რომ მის თანამედროვე მონაზვნებს სიფხიზლე თითქმის დაკარგული ჰქონდათ (ერის ადამიანებზე რომ არაფერი ვთქვათ)"

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2023, 08:05 PM

"დიახ, ძილი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. მაგრამ წმინდა მამები ბუნებრივი მოთხოვნილების საზომს როგორ განსაზღვრავდნენ? ადამიანი წვება, იძინებს და იმდენ ხანს სძინავს, რამდენიც სჭირდება. მაგრამ თუ გაეღვიძა, ე.ი. ორგანიზმმა უვკე დაისვენა და უნდა ადგეს (როგორც წესი ამისთვის 6-8 საათია საკმარისი).

სხვა საქმეა, თუკი დაწვა, კარგად გამოიძინა, გაეღვიძა, მეორე გვერდზე გადაბრუნდა: "უკვე ადგომის დროა, მაგრამ ცოტას კიდევ დავიძინებ". გადაბრუნდა - და ძილი განაგრძო. მერე კიდევ გადაბრუნდა, და უკვე აღარც ეძინება, მაგრამ ფიქრობს: "კიდევ ცოტა ხანს ვიქნები, გავიხსენებ, გუშინ სიზმარში რა ვნახე, დღეს რა დამესიზმრა", - უბრალოდ საწოლში ნებივრობს. ეს კი უკვე ვნების დაკმაყოფილებაა (ამას ფუფუნება, შვება ჰქვია). და იმის გამო, რომ ვინებივრეთ, დავტკბით, მომავალში საზღაურის გადახდა მოგვიწევს: ეს დამატკბობელი ვნება სატანჯველად გადაიქცევა".

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2023, 06:59 PM

"[ღირსი პალამონი] ღამითაც კი მუშაობდა და ღვთის სიტყვას კითხულობდა, რომ არ დასძინებოდა. და თუ ძილი მოერეოდა, გოდორით ერთი ადგილიდან მეორეზე ქვიშა გადაჰქონდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2023, 07:27 PM

"[ღირსი მელეტი ახალი] თავს ძილისთვის თვალის მოხუჭვის საშუალებას არასოდეს აძლევდა, მცირე ხანს მოისვნეებდა და გამთენიამდე კვლავ ლოცვას ეძლეოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2023, 04:49 PM

"[ღირსი იოანე მეოთხე, მმარხველს] მჯდომარე ეძინა, ხოლო თუ ძილისთვის დაწესებულ იმ მცირეოდენ დროს გადაამეტებდა, მომდევნო ღამეს თვალს არ მოხუჭავდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2023, 08:52 PM

"მღვიძარება არის ღვთისადმი ტრფიალება"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2023, 03:50 PM

"აღდგნენ წმიდა მმარხველნი გამოქვებულებსა და სენაკებში და უკვე დიდი ხანია, გესაუბრებიან. აღდგნენ სარეცელისაგან ისინი, ვისი სულიც არასოდეს წვება, არამედ სანთელივით თანაბრად იწვის შენ წინაშე დღედაღამ"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2023, 09:39 PM

"უძილო ღვაწლისთვის უფლისგან სასწაულქმედების მადლი მიიღეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2023, 07:32 PM

"ღმერთია მოწამე, რომ არასოდეს მინახავს იგი [ღირსი დოროთე თებაიდელი] მიწაზე ან საწოლზე დაწოლილი, არც მჯდომარე მძინარი. არამედ მთელი ღამე ფინიკის ფურცელს წნავდა, რათა ამ გზით საზრდო მოერეწა. როცა მის საქმიანობას ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ ამგვარ ღვაწლს ჩემი მოსვლის შემდეგ შეუდგა.

ამ წმიდნა მამას ბევრი მოწაფე ჰყავდა, რომლებიც თავიდანვე მასთან ცხოვრობდნენ. მე მათ ვთხოვე, ეთქვათ ჩემთვის თავიდანვე აეს მოღვაწეობდა თუა არა მათი მოძღვარი. მათ კი მიპასუხეს: "მამა დოროთეს სიჭაბუკიდან ასეთი ჩვეულება ჰქონდა: ის არასოდეს წვებოდა დასაძინებლად, არამედ ხელსაქმისას ან პურის ჭამისას თუ მიერულებოდა".

ხშირად დავარდნია ჩაძინებულს პირიდან პური. ერთხელ ის ვაიძულე, რომ ცოტა ხნით ჭილზე მიწოლილიყო, მან კი ტირილით მითხრა: "მოღვაწემ საერთოდ არ უნდა მოასვენოს სხეული ძილით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2023, 06:45 PM

"ღირსი მამის [ბესარიონ მეგვიპტელი] მოწაფეთა მოწმობით, ორმოცი წლის მანძილზე საწოლზე არ დაწოლილა, რომ დაესვენა; მხოლოდ მცირე ხანს ჩაიძინებდა, ან ფეხზე მდგარი, ანდა მიმჯდარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2023, 08:53 PM

"ბოლო დროს ხშირად ჰქონდა [მონაზონ პელაგია ქსოვრელს] უძილობის ღამეები და ამბობდა, კარგად ვარ, არაფერი მაწუხებს, მაგრამ არ მეძინება. ეყტობა, მამა გაბრიელი არც ახლა მაძინებს, რომ ყველაზე ვილოცოო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2023, 09:47 PM

"მღვიძარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათნოებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მისი სულიერი მხარეა. როდესაც ცდილობ, სულ იფხიზლო და რაც შეიძლება ნაკლებად შესცოდო ქცევის, ფიქრის, ვნების არ გახელების კუთხით, განა ეს დიდი საწინდარი არაა უფალთან ღუზის ჩაშვებისა. ყველა საქმეში წარმატებას ვინ აღწევს, ის, ვინც თავდაუზოგავად შრომობს, დიდ დროს ხარჯავს მისთვისა. უფალთან მიმართებითაც იგივეა. როცა ღმერთი ხედავს, თუ როგორი მონდომება გაქვს იცხოვრო მისთვის სათნოდ, სხვაგვარად გიფასებს მას. შეიძლება მრავალ მსახურებას დაესწრო, წაიკითხო სხვადასხვა ლოცვა, დაუჯდომელი, პარაკლისი და შემდეგ კი მოეშვა, სიფხიზლე მოადუნო, აღარ მიაქციო ყურადღება საკუთარ თავს. განა სულიერი მღვიძარების ასეთი შესუსტება დიდ დაღს არ დაამჩნევს ჩვენს სულიერ გზას"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 07:41 PM

"მამა პაისი [ათონელი] შემდეგი ტიპიკონით ცხოვრობდა; შუადღის 3 საათზე მწუხრი ჰქონდა, შემდეგ ცოტას ჭამდა. მერე რამდენიმე საათი სკვნილის ლოცვას კითხულობდა. შუაღამემდე იღვიძებდა და კანონს ასრულებდა, რასაც მოსდევდა აკოლუთია სკვნილით, ამის შემდეგ ცოტა ხნით ისვენებდა და გამთენიისთანავე აგრძელებდა სულიერ მსახურებას. განდეგილობისას ჟამნსაც ასრულებდა, ჟამებს შორის კი ხელსაქმეს აკეთებდა. მზის ჩასვლისას იძინებდა, მთელი ღამე ლოცულობდა და მხოლოდ დილით ისვენებდა. შუადღისას არ იძინებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2024, 07:21 PM

"ესფიგმენოს მონასტერში 24 საათში მხოლოდ ნახევარი საათი ეძინა [ღირს პაისი ათონელს], იატაკზე, ფიცრებზე ისე, რომ ძილშიც არ დაესვენა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2024, 04:47 PM

"აიძულე თავი, ყოველთვის ადრე და გასაზღვრულ დროს ადგე.

განსაკუთრებული მიზეზის გარეშე შვიდ საათზე მეტს ნუ იძინებ.

გაღვიძებისთანავე აღმართე გონება შენი ღმერთისკენ, მოწიწებით გამოისახე პირჯვარი და იფიქრე ჯვარცმულ ღმერთზე - იესო ქრისტეზე - რომელიც ჩვენი ხსნისთვის შეიწირა ჯვარზე"

/ეპისკოპოსი პლატონ კოსტრომელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2024, 03:58 PM

"მამა იოანე [ბეთანიელი] ძალიან მკაცრად ცხოვრობდა, ბევრს შრომობდა, ეძინა ფიცარზე და მთელი ღამეები ლოცულობდა. ვერავინ ხვდებოდა, როდის ეძინა ან ისვენებდა"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)