IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> უილიამ შექსპირი, სონეტები
გიორგი
პოსტი Dec 11 2007, 01:51 PM
პოსტი #21


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



უილიამ შექსპირი (1564 - 1616) იყო დიდი ინგლისელი პოეტი და დრამატურგი, დღეს ის ფართო წრეებში მოიაზრება, როგორც უდიდესი ინგლისურენოვანი მწერალი და მსოფლიოს უდიადესი დრამატურგი. მისი ჩვენამდე შემორჩენილი შემოქმედება მოიცავს 38 პიესას, 154 სონეტს, ორ დიდ მთხრობელობით და კიდევ რამოდენიმე სხვა პოემას. მისი პიესები გადათარგმნილია ყველა ძირითად ცოცხალ ენაზე და იდგმება უფრო ხშირად ვიდრე სხვა რომელიმე დრამატურგის შემოქმედება.

IPB-ს სურათი
უილიამ შექსპირი - ე.წ. "ჩანდოს" პორტრეტი, პორტრეთა ეროვნული გალერეა, ლონდონი

შექსპირის სონეტები წარმოადგენს ლექსების კრებულს სონეტის ფორმით, რომელიც მიმოიხილავს ისეთ თემებს, როგორიცაა სიყვარული, მშვენიერება, უკვდავება და ა.შ. სავარაუდოდ სონეტები დაწერილია მრავალი წლის განმავლობაში, ყველა 154 ლექსი (სონეტი) პირველად გამოჩნდა 1609 წლის კრებულში სათაურით შექსპირის სონეტები(ორიგ. SHAKE-SPEARE's SONNETS).

შექსპირზე ამბობენ, რომ მას სხვა არაფერი რომ დაეწერა სონეტების გარდა ის მაინც ჩაითვლებოდა კაცობრიობის გენიალურ მწერლადო, სწორედ ამიტომ ამ თემაში განვიხილოთ და დავწეროთ მისი სონეტები, როგორც ქართულ ენაზე ისე დედანში - ინგლისურად.

პირველად მინდა დავწერო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მე-10 სონეტი, რომელიც ქართულადაც და ინგლისურადაც ზეპირად ვისწავლე. (თარგმანი რეზო თაბუკაშვილის)

სჯობს აღიარო, რომ არ გიყვარს ქვეყნად არავინ,
თუ დასაღუპად საკუთარი თავიც გასწირე,
ბევრმა გაჩუქა სიყვარული დაუფარავი,
მაგრამ შენ თვითონ ტრფობა არვის გაუნაწილე;
დაგუფლებია ბოროტების გრძნობა საზარი,
თითქოს გახარებს საკუთარი სულის გოდება,
გინდა დალეწო სიყვარულის წმინდა ტაძარი,
შენი მარჯვენით განახლებას რომ ელოდება,
მაგრამ გონს მოდი, სიყვარული სამტრო რად არის?
სიძულვილი თუ არ განდევნე, ცოდვას დაიდებ,
დე, სულიც გქონდეს მაგ ლამაზი სახის სადარი,
და სხვა თუ არა, შენი თავი მაინც დაინდე,
ასე თუ წახვალ,ჩვენს მომავალს რაღა დარჩება?
შვილი დასტოვე სილამაზის გადასარჩენად!


ინგლისურად დედანში (ორიგინალი):

For shame! deny that thou bear'st love to any,
Who for thyself art so unprovident.
Grant, if thou wilt, thou art beloved of many,
But that thou none lovest is most evident;
For thou art so possess'd with murderous hate
That 'gainst thyself thou stick'st not to conspire.
Seeking that beauteous roof to ruinate
Which to repair should be thy chief desire.
O, change thy thought, that I may change my mind!
Shall hate be fairer lodged than gentle love?
Be, as thy presence is, gracious and kind,
Or to thyself at least kind-hearted prove:
Make thee another self, for love of me,
That beauty still may live in thine or thee.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გიორგი   უილიამ შექსპირი   Dec 11 2007, 01:51 PM
თათი87   სონეტი XLVII ჩემს გულ...   Dec 11 2007, 02:11 PM
მნათე   66 ყველაფრით დაღლილ...   Dec 11 2007, 02:28 PM
გიორგი   მნათე :thumbs: რადგან ს...   Dec 11 2007, 02:42 PM
თათი87   სონეტი XLIX ის დროც დ...   Dec 11 2007, 03:03 PM
თათი87   სონეტი LXX ნუ დაღონდ...   Dec 11 2007, 03:53 PM
staywhite   66 ყველაფრით დაღლი...   Dec 11 2007, 04:44 PM
გიორგი   ვერსად ვერ ვიპოვე 74...   Dec 11 2007, 05:53 PM
ქეთი.   გიორგი მადლობ :მპუ...   Dec 11 2007, 06:27 PM
გიორგი   შენთვის იცოცხლებს...   Dec 12 2007, 06:07 PM
გიორგი   ქეთი. ძალიან ძალია...   Dec 11 2007, 06:38 PM
Маиа   ზაფხულის დილაც ვერ...   Dec 11 2007, 07:03 PM
likka   "...დიდი ბუნება მარ...   Dec 11 2007, 07:37 PM
likka   48-ე სონეტი როცა შორ...   Dec 11 2007, 07:45 PM
ქეთი.   შექსპირის ყველა ს...   Dec 11 2007, 09:11 PM
თათი87   Sonet 50 [color=#006600][b]How heavy do I journey...   Dec 11 2007, 10:32 PM
TuTashxia   აუუუ მაგარია ძააან...   Dec 11 2007, 10:58 PM
მნათე   მეფე ლირის ელ ვერს...   Dec 12 2007, 04:46 AM
k@the   მეფე ლირის ელ ვერს...   Dec 12 2007, 05:11 AM
მნათე   k@the გმადლობ, ეს მაქვ...   Dec 12 2007, 02:25 PM
მაეასი   ჩემთვის სამაგიდო წ...   Dec 22 2007, 12:07 AM
მაეასი   სონეტი 113 რაც შენ წა...   Dec 29 2007, 02:35 AM
ნიკოლოზ_V   ვგიჟდები შექსპირზ...   Jan 15 2008, 03:09 AM
nuca_ge   ეს არის ჩემი საყვა...   Feb 11 2008, 09:14 PM
მაეასი   116 მოყვარულ გულებს ...   Feb 12 2008, 12:38 AM
catherina_10   როდესაც ვხედავ, ჟა...   Feb 13 2008, 06:52 PM
PUSKU   ძალია,ძალიან მიყვა...   Feb 18 2008, 11:45 PM
ana-bana   ერთიმეორეს რომ მის...   Feb 22 2008, 05:08 PM
nuca_ge   62 ცოდვა დამედო, - შე...   Mar 3 2008, 11:19 PM
მაეასი   102 მე ძლიერ მიყვარს,...   Mar 3 2008, 11:44 PM
nuca_ge   49 ის დროც დადგება, ...   Mar 4 2008, 08:01 PM
nuca_ge   12 როდესაც ვუსმენ, რ...   Mar 18 2008, 11:40 PM
მნათე   ღმერთს ხომ შეეძლო ...   Mar 19 2008, 12:04 AM
khatia_   1 მშვენიერებას უნდ...   Mar 26 2008, 01:30 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th May 2024 - 04:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი