IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> არამართლმადიდებლური კონფესიები, კატოლიკური ეკლესია, პროტესტანტიზმი, სექტები. . .
მნათე
პოსტი Aug 10 2006, 12:08 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ეს თემა წინა ფორუმზეც იყო გახსნილი (სხვა სათაურით) ხოდა ახლაც ვხსნი. . .

მხოლოდ ერთს ვიტყოდი ძალიან მწყდება გული რომის "კათედრაზე" sad.gif ხომ შეიძლებოდა ახლა იგი მართლმადიდებლური ყოფილიყო sad.gif რა სამწუხაროა რაომ სატანამ ისინი ჭეშმარიტების გზას ჩამოაცილა, ვწუხვარ ძალიან ვწუხვარ, მან კი ათასნაირი საშინელება შვა. . . უფალო ყველა ჭეშმარიტების გზით ატარე smile.gif

მოდით აქ ვიმსჯელოთ ამის შესახევ, ეკუმენიზმის საშინელებაზე და ა.შ


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 10 2006, 12:24 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ორმოცდაათიანელები


მე-20 საუკუნის შუა წლებში აშშ-ში წარმოიშვა ე.წ. „ქარიზმატული“ მოძრაობა („ქარიზმა“ - ბერძნულად მადლი), რომელმაც მიზნად დაისახა თანამედროვე საზოგადოებაში ის სულიერი ნიჭები აეღორძინებინა, რომელიც მოციქულებმა სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს მიიღეს, კერძოდ „ენებზე მეტყველება“ - სხვა ენაზე ამეტყველების უეცრად მიღებული უნარი. ამ მოძრაობას მალე ბაპტისტებისა და მეთოდისტების რიგი საკრებულოები შეუერთდა, ასეთი მოძრაობის გამოჩენა სწორედ რომ პროტესტანტულ გარემოში იყო მოსალოდნელი, რადგან მოციქულებრივი მემკვიდრეობითი მადლის უქონელ პროტესტანტულ რიტუალებს არ ძალუძთ მორწმუნეთა ჭეშმარიტი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

ქარიზმატული მოძრაობა, რომელიც პროტესტანტულ საკრებულოებს ცოცხალ სულიერ ნაკადს ჰპირდებოდა, მალე გახდა პოპულარული და ცოტა ხანში აშშ-ს სხვადასხვა რეგიონში „ორმოცდაათიანელთა“ გაერთიანებები ჩამოყალიბდა. ეს მოძრაობს შეეხო უფრო ტრადიციული ქრისტიანული მიმართულების ზოგიერთ ეკლესიასაც.

არც ისე ხშირად, „ორმოცდაათიანელები“ იკრიბებიან მრავალრიცხოვან ყრილობებზე, რომელზეც მთელი მსოფლიოდან იგზავნებიან დელეგატები. გარკვეული ადმინისტრაციული სტურქტურის უქონლობის გამო, ძნელია ზუსტად აღირიცხოს ამ მოძრაობის მიმდევართა რიცხვი, თუმცა მიახლოებით შეიძლება ითქვას, რომ მათი რიცხვი 50 მილიონს აჭარბებს, ისინი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არიან გავრცელებულნი. ევროპასა და საქართველოში ორმოცდაათიანელები არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდნენ.

ორმოცდაათიანელები რამდენიმე მიმართულებად იყოფიან. ძირითადი, რაც მათ საერთო აქვთ, ეს არის მადლმოსილი გაბრწყინვებისაკენ მისწრაფება და „ენათა ნიჭის“ გამომჟღავნება. ორმოცდაათიანელთა უმრავლესობა აღიარებს ყოვლადწმიდა სამებას, ადამიანში პირველქმნილ ცოდვას, მაცხოვრის ღმრთაებას და მის გამომხსნელ მსხვერპლს. ისინი აღიარებენ ნათლობას წყალში შთაფლვით და ზიარებას - „საიდუმლო სერობას“, - რომელსაც უთავსებენ რიტუალს - „ფეხთა განბანვა“. მაგრამ სამოციულო მემკვიდრეობას, მღვდლობას და სხვა საიდუმლოებებს, თავიანთი პროტესტანტული წარმომავლობის გამო ისინი უარყოფენ.

დასახელება - „ორმოცდაათიანელები“ წარმოიშვა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მოციქულებზე სული წმიდის მოფენის მოვლენის მათებური გააზრებიდან. ორმოცდაათიანელები ასწავლიან, რომ მათზე თავისი მონათვლისა და საზოგადო ლოცვის შედეგად, ისევე როგორც მოციქულებზე, სული წმიდა გადმოდის და ისინი იღებენ სხვადასხვა ენებზე ამეტყველების სასწაულებრივ ნიჭს, ამგვარი „მადლმოსილი ნიჭების“ მისაღებად ორმოცდაათიანელები სხვადასხვა ხელოვნურ ხერხს მიმართავენ: თავიანთ შეკრებებზე ისინი თავის თავს აქეზებენ ლოცვების უნისონსური გამღერებით, ამასთან ერთად ტაქტის ფეხებით ბაკუნით და ტაშის აყოლებით, დროდადრო „ალილუიასა“ და „ამინის“ შეძახილით, მთავარია - მიაღწიონ კარგ განწყობილებას და ექსტაზსაც კი, ზოგიერთი უფრო მგრძნობიარე ნატურა ვარდება ისტერიკაში, იწყებს თავშეუკავებელ სიცილს, ჟესტიკულაციას და რაღაცის გაუგებარ ლაპარაკს.

რას წარმოადგენს თანამედროვე „ენათა ნიჭი“?

მიუხედავად იმისა, რომ ორმოცდაათიანელები და მათი მსგავსი სხვა „ქარიზმატელები“ ცდილობენ ხელოვნური ხერხებით თავიანთ თავში „ენათა ნიჭი“ გამოიწვიონ, მათ სრულიადაც არ გამოსდით თუნდაც ოდანავ მსგავსი რამ იმ სასწაულისა, რომელიც მოციქულთ გარდახდათ სულთმოფენობისას. სასწაულებრივ და ჭეშმარიტ ენათა ნიჭზე მოთხრობილია „საქმე მოციქულთას“ პირველ თავებში, ხოლო ენებზე მეტყველების არსისა და დანიშნულების შესახებ წერს წმიდა მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს მე-12-14 თავებში. ენათა ნიჭი აუცილებელი იყო მოციქულთათვის სახარების წარმატებით გავრცელებისათვის სხვადასხვა ხალხებში. ამ ნიჭის მიღების შემდეგ მოციქულებს ძალუძდათ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისათვის მათივე ენაზე ექადაგათ, რისი მეშვეობითაც ეკლესიამ სწრაფად დაიწყო განვრცობა. მაგრამ, როგორც ეკლეიის მომდევნო ისტორია გვიჩვენებს, ამ ნიჭს დიდი ხნის არსებობა არ ეწერა. იმისდა მიხედვით, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გამოჩნდნენ ადგილობრივი ქრისტიანი მქადაგებლები (რომელნიც მშვენივრად ფლობდნენ საკუთარ ენას), ენათა ზებუნებრივ უნარზე მოთხოვნილება შემცირდა. ასე რომ, უკვე წმიდა ირინეოს ლიონელის დროს (III საუკუნის შუა წლებში) ენათა ნიჭი იხსენიება, როგორც იშვიათი მოვლენა.

კორინთელთა მიმართ წმ. მოციქულ პავლეს ეპისტოლეს მიხედვით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სწორედ ამ ეკლესიაში იყო სხვებზე მეტად ენებზე მეტყველების უნარი განვითარებული. მაშინ ენათა ნიჭი იყო ერთი ისეთი სულიერი ძღვენი, რომლითაც ზოგიერთი ქრისტიანი ჯილდოვდებოდა ნათლობისა და მათ თავზე მოციქულთა ხელდასხმის შემდეგ. მაგრამ ყველა მათგანი როდი ფლობდა ამ ნიჭის სწორად გამოყენების უნარს. პავლე მოციქული აფრთხილებს კორინთელ ქრისტიანებს ამ ნიჭით არადანიშნულებისამებრ სარგებლობის საშიშროების შესახებ. საქმე ისაა, რომ სამლოცველო შეკრებებზე კორინთელი ქრისტიანები იწყებდნენ ლაპარაკს უცხო ენებზე მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ იყო. პავლე მოციქული ხსნის, რომ „ენები ნიშნებია არა მორწმუნეთათვის, არამედ ურწმუნოთათვის“ (1 კორ. 14, 22). სხვა სიტყვებით, ენათა ნიჭი საჭიროა ქადაგებისთვის, წარმართთა ქრისტიანობაზე მოქცევისათვის და არა უკვე მონათლულთათვის. უფრო მეტიც, ენათა ნიჭს გარკვეული უარყოფითი ზეგავლენაც ჰქონდა ლოცვით თავყრილობებზე - როდესაც მას უდროოდ მიმართავდნენ. მაგალითად, მაშინ, როდესაც ღვთისმსახურების დროს რამდენიმე ადამიანი ერთდროულად იწყებდა სხვადასხვა ენაზე, უმეტესობისთვის გაუგებარზე, მეტყველებას, წარმოიშვებოდა ხმაური და იკარგებოდა ლოცვითი განწყობა. იმ მიზნით, რომ გამოესწორებინა ახალ ენებზე ამეტყველების სასწაულებრივი ნიჭის არა თავის დროზე გამოყენების შედეგები, პავლე მოციქული უხსნის კორინთელებს, რომ ენათა ნიჭი არ არის აღმატებული სხვა იმ ნიჭებზე, რომლებიც უფრო საჭიროა ადამიანისათვის. კორინთელი ქრისტიანები სწორედ მოიქცევიან, თუ ენათა ასეთი ნიჭის ნაცვლად ღმერთს შესთხოვენ, რათა გამდიდრდნენ რწმენით, მოთმინებით, მარხვით, სიყვარულით, სიბრძნითა და სხვა ამგვარი სულიერი მადლით.

ვადარებთ რა, მოციქულთა დროის ენებზე მეტყველებას თანამედროვე უმისამართო „ქარიზმატულ“ ლაპარაკს, ვხედავთ მათ შორის არსებით სხვაობას. მოციქულთა დროს ქრისტიანებს ზეგარდმო მადლით ენიჭებოდათ სხვადასხვა, მაშინ არსებულ ეროვნებათა ენებზე ლაპარაკის უნარი, ეს იყო დანაწევრებული ადამიანური მეტყველება, რომელიც მისიონერის მიერ ქადაგების მიზნით გამოიყენებოდა. ამ ნამდვილი მადლის საპირისპიროდ ორმოცდაათიანელთა თანამედროვე „ენებზე ლაპარაკი“ უაზრო და ხშირად დაუნაწევრებელი ბგერების კრებულია, რომელიც მონაცვლეობს ხმადაბალი ჩურჩულიდან ხმამაღალ შეძახილებამდე. ამ ფაქტს ორმოცდაათიანელები თავადაც აღიარებენ, თუმცა აქვე ხსნიან, რომ ეს ბგერები თითოქსდა „სამოთხის მცხოვრებთა“ ენაა, მათი მათი მოსმენისას ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის ნათელი ხდება, რომ ეს „ლაპარაკი“ ნერვული აღგზნების, ტრანსში და ჰალუცინაციებში ჩავარდნის შედეგია. ამიტომ სექტანტები მკრეხელობენ, როდესაც თავიანთ ხელოვნურად გამოწვეულ ეგზალტაციას ღმრთაებრივ აღტკინებად მიიჩნევენ. ჭეშმარიტი სულიერი განწყობის ამგვარი ცრუ, მწვავე განცდებისადმი მიდრეკილებაზე დაყრდნობილი თვითაღგზნებით ჩანაცვლება, საერთოდ ჩვენი დროის სულის მოვლენაა.

ამავე დროს, ადამიანთა მიერ ლოცვაში ამგვარი ექსტაზის ძიება პიროვნების ვნებებითა და სიამაყით აღსავსე მდგომარეობის მაჩვენებელია. სექტანტები, რომლებიც იგნორირებენ ღმრთის წმიდა მსახურთა სულიერ გამოცდილებას, მღვდლობას და წმიდა საიდუმლოებებს, მადლის მოხვეჭას საეჭვო და საშიში მეთოდებით ცდილობენ. აქედან მიიღება თავის მოტყუება, ანუ „ხიბლი“, რომლის საშიშროების შესახებ ეკლესიის მამები ყოველთვის გვაფრთხილებდნენ.

ღმერთთან ურთიერთობისას უნდა ვეძიებდეთ საკუთარი ცოდვილი სულის განახლებას, და არა - აღფრთოვანებასა და მწვავე განცდებს. ასეთი განახლება კი მიიღწევა თავმდაბლობით, მონანიებითა და ქრისტიანული ღვაწლით. ადამიანის სულის განახლებასთან ერთად კი მასში ჩასახლდება ღმრთის ჭეშმარიტი მადლი, ხოლო მასთან ერთად - ზეციური სიმშვიდე და წმიდა სიხარული, რომელთან შედარებითაც მიწიერი აღფრთოვანება საცოდავი და უღირსი სიყალბეა.

თანამედროვე პერიოდში ორმოცდაათიანელები სხვადასხვა ორიგინალური სექტების ფართო ქსელით არიან წარმოდგენილნი, რომელთა ხელმძღვანელები მსოფლიო კონფერენციებზე ორ-სამ წელიწადში ერთხელ იკრიბებიან. ძირითადად კი ორმოცდაათიანელები ორ ნაკადად იყოფიან: ტრინიტარიელებად (რომლებიც აღიარებენ წყლით ნათლობას „მამის, ძის და სულიწმიდის“ სახელით) და რომლებიც უმეტესობას შეადგენენ, და უნიტარიელებად (რომლებიც აღიარებენ წყლით ნათლობას „იესო ქრისტეს სახელით“).

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 15, 1999 წ. (ანტიერეტიკული დამატება)


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 10 2006, 12:49 PM
პოსტი #3


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ძალიან მაინტერესებს ზოგადად სექტების ჩამოყალიბების ისტორია. პირველი პროტესტანტული სექტები და ა.შ. დღეს უკვე ისინი ათასობითაა და ნაწვიმარზე სოკოებივით ჩნდებიან კიდევ ახალ-ახლები. ადრე კი ალბათ სულ რამდენიმე იყო, საიდანაც წარმოიშვა მთელი ეს სიმრავლე... აი, მათი ისტორია მაინტერესებს... და კიდევ ზოგადად პროტესტანიზმის სწავლება, ანუ ის მთავარი, რაც ყველა სექტას აქვს, მათი სწავლების ღერძი (თუ შეიძლება ასე ითქვას). მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ძირითადი დებულებაა, რომ ადამიანი ცხონდება მხოლოდ რწმენით. ანუ თუ ირწმუნე, უკვე გადარჩი და ამის შემდეგ უნდა იზრუნო, რომ სხვები გადაარჩინო. ასეთი დებულებები ალბათ კიდევ სხვებიც იქნება.
თუ ვინმეს შეუძლია ამ თემაზე მცირეოდენი ლექცია წაგვიკითხოს, მადლობელი ვიქნები ფრიად smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 10 2006, 01:01 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ძალიან მაინტერესებს ზოგადად სექტების ჩამოყალიბების ისტორია. პირველი პროტესტანტული სექტები და ა.შ. დღეს უკვე ისინი ათასობითაა და ნაწვიმარზე სოკოებივით ჩნდებიან კიდევ ახალ-ახლები. ადრე კი ალბათ სულ რამდენიმე იყო, საიდანაც წარმოიშვა მთელი ეს სიმრავლე... აი, მათი ისტორია მაინტერესებს... და კიდევ ზოგადად პროტესტანიზმის სწავლება, ანუ ის მთავარი, რაც ყველა სექტას აქვს, მათი სწავლების ღერძი (თუ შეიძლება ასე ითქვას). მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ძირითადი დებულებაა, რომ ადამიანი ცხონდება მხოლოდ რწმენით. ანუ თუ ირწმუნე, უკვე გადარჩი და ამის შემდეგ უნდა იზრუნო, რომ სხვები გადაარჩინო. ასეთი დებულებები ალბათ კიდევ სხვებიც იქნება.
თუ ვინმეს შეუძლია ამ თემაზე მცირეოდენი ლექცია წაგვიკითხოს, მადლობელი ვიქნები ფრიად


მემგონი ვიცი ვისაც შეუძლია biggrin.gif

რწმენით გადარჩენაზე კი ვიტყვი რომ ეს მთავარი ღერძი არ არის, ანუ ყველა არ არიარებს ამას მიუხედავად იმისა რომ ლუთერი ამას ერთმნიშვნელოვნად იწერება smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 10 2006, 01:14 PM
პოსტი #5


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
რწმენით გადარჩენაზე კი ვიტყვი რომ ეს მთავარი ღერძი არ არის, ანუ ყველა არ არიარებს ამას მიუხედავად იმისა რომ ლუთერი ამას ერთმნიშვნელოვნად იწერება

ღერძი შეიძლება ცოტა ზედმეტი მომივიდა, უფრო შეიძლება ამას ძირითადი დებულებები დაერქვას. ანუ ის პრინციპები, რის საფუძველზეც შექმნეს ცალკე მიმდინარეობა თავიდან და რასაც ასწავლიან პირველად მათთან მისულ ადამიანს, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.
QUOTE
მემგონი ვიცი ვისაც შეუძლია

ზურაბ ეკალაძეს smile.gif მაგრამ ჩვენს ფორუმზე არ ცხოვრობს... აქაურებისგან ვის?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 10 2006, 01:20 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ზურაბ ეკალაძეს მაგრამ ჩვენს ფორუმზე არ ცხოვრობს... აქაურებისგან ვის?


არა სერგიმ უნდა იცოდეს რაღაცეები biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 10 2006, 01:57 PM
პოსტი #7


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
არა სერგიმ უნდა იცოდეს რაღაცეები

მოგვიყვება რო?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 10 2006, 02:10 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მოგვიყვება რო?


არ მოყვება და მაგისი აჯობებს biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 10 2006, 02:24 PM
პოსტი #9


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
არ მოყვება და მაგისი აჯობებს

დაძალება შენზე იყოს biggrin.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 10 2006, 02:42 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
დაძალება შენზე იყოს


ბერკეტები მაქვს laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Aug 10 2006, 09:31 PM
პოსტი #11


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



საინტერესო თემა გაგიხსნიათ smile.gif
მნათე ბიჭო უპირველესად გეტყვი, რომ შენს მიერ ზემოთ მოყვანილი სტატია მთლად სწორად ვერ აღწერს ქარიზმატული მოძრაობის წარმოშობას.
შენ ადრე მითხარი, რომ ამ მოძრაობაზე არ იცოდი არაფერი...
ეს წყაროები კარგია, მაგრამ თუ მართლა უნდა გინდა გაეცნო მათ ისტორიას, დამერწმუნე (მხოლოდ) მართლმადიდებლური წყაროები, არ შეიზლება კომპეტენტურნი აღმოჩნდნენ ამ საკითხში.
ჯერ იმას გეტყვით, რომ ქარიზმატული მოძრაობა ორმოცდაათიანული მოზრაობის წიაღიდან არის წამოსული. ეს მოძრაობა კი მართლაც 20 იან წლებში დაიწყო "აზუზას ქუჩაზე"...ანუ თუ დაგაინტერესდებათ მეტს მოგიყვებით...ისე საქართველოში არსებულ პროტესტანტულ მოძრაობაზე მეტის თქმა შემიზლია...
მე უბრალოდ გთხოვთ, რომ აუგად არ მოიხსენიოთ ის ადამიანები რომლებიც ამ მოძრაობაში არიან გაერთიანებულნი. კრიტიკა რა თქმა უნდა იყოს, მაგრამ ჯანსაღი და კორექტული smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 10 2006, 09:34 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კარგად წაიკითხე პირველი სტრიქონი, ქარიზმატიზმი 50 იანელობით არ მოიხსენიება მხოლოდ biggrin.gif


ციტატა
შენ ადრე მითხარი, რომ ამ მოძრაობაზე არ იცოდი არაფერი...


მე ბევრი რამ გითხარი MON AMI laugh.gif

მოყევი აბა რაც იცი smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Aug 10 2006, 09:36 PM
პოსტი #13


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



რაზე გინდა მოგიყვე? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 10 2006, 09:36 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რაზე გინდა მოგიყვე?


მდაა ვერაფერს ვიტყვი biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Aug 10 2006, 10:03 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



mnate
ლევან შენ როგორც განათლებულ კაცს რელიგიაში ერთი რამე მინდა შეგეკითხო smile.gif
ადრე აქ ისრაელშიც მე შემთხვევით აღმოვაჩინე ებრაელებისგან შექმნილი ქრისტიანული ორგანიზაცია, და მერე როგორც ზუსთათ გავიგე ისინიც ბაფთისები არიან სამცუხაროდ, მაგრამ უფასოდ უგზავნიან მსურველებს ციგნებს და მათ შორის ახალ ახთქმასაც, ხო და აი ამაზე მინდა მეკითხვა შენთვის და ყველა მსურველისთვის ვინც იცის პასუხი, რომ გამოვართვა ახალი ახთქმის წიგნი მათ თავისებურად არ ექნებათ ჩამატებული წიგნიში რამე თუ ისინიც ახალ ახთქმას ჩვენებურად აღითქვამენ? და ცოდვაში თუ ჩამეთვლება მაგათგან წიგნის აღება?
ხო ისე მაგ წიგნის ნაწყვეტები ვნახე ინტერნეტში და რაც წავიკითხე ზუსთათ იგივე იყო იმის რაც აქამდე ქართულად მქონდა ნაკითხი.


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 10 2006, 10:07 PM
პოსტი #16


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გლახა, მაგათ ადვოკატობას ან გალანძღვას არავინ გთხოვს wink.gif უბრალოდ ისტორია მოყევი მათი წარმოშობის, თუ შეგიძლია, და მათი სწავლების ძირითადი პრინციპები. ხომ იყავი მათთან ერთ დროს ახლოს (და ახლაც მგონი). ჰოდა, ადამიანი რომ მათთან მიდის პირველად რას ასწავლიან? რა არის მთავარი მათ მოძღვრებაში, რაც განასხვავებს მათ სარწმუნოებას სხვებისგან? აი, ეს მაინტერესებს... (მართლმადიდებელი ეკლესიის ლანძღვით რომ იწყებენ, ამ შემთხვევაში ეს არა მაქვს მხედველობაში)


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 10 2006, 10:42 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ახთქმას ჩვენებურად აღითქვამენ? და ცოდვაში თუ ჩამეთვლება მაგათგან წიგნის აღება?


იცი რა ხდება smile.gif სახარება ეკლესიამ დააკანონა, ამიტომ გაუგებარი ხდება (გავიდნენ რა ეკლესიიდან) რაში სჭირდებათ სახარება, როცა ეკლესიის დადგენილ (მაგალიტად რჯულის კანონი) ცნებებს თუ მცნებებს არ ცნობენ. ამიტომ სხვანაირად იგებენ, არ განმარტავენ ისე როგორც უნდა განიმარტოს, ამიტომ მთარგმნელობითი სამუშაოებიც განსხვავებულ ექნებოდათ, გავლენა უდაოდ იქნება ამიტომ არ გირჩევ smile.gif თუმცარა ტექსტი იდენტური გვაქვს და ეს მათ ალოგიკურობას უსვამს ხაზს smile.gif მაგრამ სიტყვები თავიანთი სიმართლის უტყუარობის დამადასტურებლად ექნებათ შეცვლილი smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 11 2006, 09:31 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ეს ძალიან საინტერესო ხატია smile.gif

IPB-ს სურათი


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Aug 11 2006, 10:59 PM
პოსტი #19


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



shota
ბაფტისტებს იგივე ბიბლია აქვთ, ოღონდ არა კანონიკური წიგნების გარესე
(თუ ბაფტისტები არიან)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 11 2006, 11:25 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
shota
ბაფტისტებს იგივე ბიბლია აქვთ, ოღონდ არა კანონიკური წიგნების გარესე
(თუ ბაფტისტები არიან)


ჩემო კარგო მამაო ზოგჯერ საპატრიარქოს ახალ გამოცემას არ მაკითხებს, რომელ ბაპტისტურ თარგმანებზეა ლაპარაკი? თარგმანში იცი რამხელა რამ დევს? გიორგი მთაწმინდელმა "ექვსთა დღეთას" თარგმანი რომ დაამთავრა იქვე ანდერძი დატოვა , ვინც გადათარგმნას დააპირებს ისე გააკეთოს თიტქოს წმიდა ბასილი ახლიდან წერს მასო, ანუ ორიგინალთან მაქსიმუმ შესატყვისში უნდა იყოს და ამვდროულად სწორედ გაგებული, ასე რომ მთარგმნელობითი სამუშო დიდი რამაა (პროფესორი ედიშერ ჭელიძე ამას ჩემზე უკეთ ამბობს) შენთვის ეს უცხო არ უნდა იყოს smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 10:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი